განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
120100119002848768
დავის ტიპი
117 1
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2848768-1/039-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

11 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–ი

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ-----დ ქ---–---, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-----1--1 წელს ა------–ი, პ/ნ 0---------4, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა------ი სოფ.კ----------

 

ადვოკატი - ნ------- ა------–---–ი, ი-----–-----------ე.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 22 ოქტომბერს, ა------ის რაიონის სოფელ კ--------–ი, მ-----დ ქ---–---მ შურისძიების ნიადაგზე ჯ-----ლ ქ--------ს ქიმიური ნივთიერება შეასხა სახისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო, ასევე გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მ-----დ ქ---–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ-----დ ქ---–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დაზარალებულ ჯ-----ლ ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს ტყეში უნდა წასულიყო შეშაზე და ვინაიდან ბილეთი არ ჰქონდა, დილით მივიდა მეზობელთან და სთხოვა ბილეთი. იქვე მეზობელ ვ-------------ს სახლთან მ----- ვ------------ე და ლ----- ქ---–--- იდგნენ ლაპარაკობდნენ, მოწმეც ჩავიდა მათთან დაიწყეს ლაპარაკი 1 საათი ილაპარაკეს მეურნეობაზე, მშვიდად საუბრობდნენ, სიგარეტიც კი გადაუხვია ლ----- ქ---–---ს, ამის მერე წავიდა და საქონელი გამორეკა საბალახოდ. მეზობლის გ-----ე ნ-------ის სახლს რომ გაუსწორდა, ბრალდებული ქვემოდან ზემოთ მოდიოდა, მოწმე კი ზემოდან ქვემოთ საქონელი მიყავდა საბალახოდ. დაინახა რომ ბრალდებულ რაღაც შუშის ბოთლი ეკავა ხელში და ჭიქა, რომ მოახლოვდა ჭიქაში ასხამდა რაღაცას, რომ გაუსწორდა შემოიქნია დაზარალებულმა იფიქრა წყალი იყო და რომ გაეხუმრა, უმეტესი ფეხზე დაესხა, დაზარალებულის შემობრუნებაზე მეორე აავსო. მეორე გაუქნია გადაესხა მთლიანად ცეცხლივით ეწვოდა, დაზარალებული გაიქცა გაქცევის დროს მესამედაც შეასხა, მისი ადგილზე მოკვლა უნდოდა. მოწმე ღრიალებდა ისე ეწვოდა. 400 მეტრი ირბინა მდინარესთან მივიდა იბანდა წყლით...ამ ღრიალზე მეზობლები გამოცვივდნენ ზ-----ე ნ---ა და მისი მეუღლე მაგრამ ვერ ეკარებოდენენ, მოწმემ უთხრა მის რძალთან და სასწრაფოში დაერეკათ. სასწრაფოთი მიიყვანეს ა------–ი მერე გამოიძახეს სხვა სასწრაფოს მანქანა და გადამიყვანეს თ---–--–-. გამაყუჩებელს უკეთებდნენ გზადაგზა ასე წვალებით ჩაიყვანეს პირდაპირ გადაიყვანეს რეანიმაციაში. 8 დღე დარჩა რეანიმაციაში, გადაარჩინეს ექიმებმა მერე გამოიყვანეს და თვე და 25 დღე დარჩა დამწვრობის ცენტრში მერე ამოეწურა დაფინანსება და გად---და ს---------–-–-, 600ლარი ექთანს მისცა და 600 ლარი იქ სადაც რჩებოდა 1200 ლარი იყო გადასახადი ს---------–-–-. იქ 18 დღე დარჩა მერე წამოვიდა ი-–---––- იქ მკურნალობდა ნაწიბურებზე. ეხლა ყურზეა პრობლემები, დაფინანსებაზე. მოწმე განმარტავს, რომ სოფელში სპეციალურად ისეთ ადგილას დახვდა ბრალდებული, რომ ვინმეს არ დაენახა სოფლის ტერიტორიაა, მაგრამ იქ დილით და საღამოს თუ ჩაივლის ხალხი, ბრალდებულთან პრობლემები არ ჰქონია, იყო ერთი შემთხვევა, რომ ბრალდებულმა მის დისშვილზე უთხრა ,,ეს ბაღანა თუ წამოვა ჩემთანო“ დაზარალებულს არაფერი არ უთქვამს, დისშვილს უთხრა რამე, რომ გაებედ--- ორივეს ციხეში მოახვედრებდა, სულ ეს იყო. ბრალდებულს უთხრა რომ მაგ ოჯახს თავი დაენებებინა ვინაიდან დისშვილის ტოლი შვილები ჰყავდა. მოწმე განმარტავს, რომ ფული აღარ აქვს, ყური ულპება, ოპერაცია აქ არ გაკეთდება საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს, სახსრები არ აქვს რომ იმკურნალოს. ბრალდებულის ძმას უთხრა რომ ვალდებული იყვნენ ფული ენახათ სადმე და ემკურნალათ, ბრალდებულს შემოუთვლია, რომ ფული არ მიეცათ, მერე მისი ძმა მივიდა დაზარალებულთან და კითხა, რომ ფულს რომ მისცემდნენ თუ აპატიებდა ბრალდებულს, რაზეც უარი მიიღო. დაზარალებული განმარტავს, რომ ეს დაზიანებები მასზე მძიმედ მოქმედებს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, ვერ მუშაობს, ვერ მკურნალობს, რაც საქონელი ყავდა გაყიდა აღარაფერი აღარ აქვს.

 

მოწმე დ---თ ბ--–---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დილით დაახლოებით 9 საათზე გამოდიოდა ეზოდან, მეზობელთან დ---თ ვ------------ესთან ავიდა სიგარეტზ, ეზოდან, რომ გამოვიდა ა--–--ი შედიოდა ჭიშკარში, ისიც ზევით მიდიოდა, წავიდნენ ერთად, გამოართვეს სიგარეტი და თუთუნის შესახვევი მ-----ი ვ------------ეს, გაახვიეს, მოუკიდეს ცეცხლი და მოწმეს ეჩქარებოდა და ა--–--ი, მ-----ი და ჯ-----ლ ქ-------- -მ-----ი ვ-------------ს სახლის წინ დატოვა და წავიდა ა------–ი, ჩვეულებრივად საუბრობდნენ წყნარად -რამე ჩხუბის შესახებ არაფერი არ გაუგია. თუთუნიც კი გაუხვია ჯ-----ლმა ა--–--ს და მ-----ს. ამ ფაქტის შემდეგ, არც ბრალდებული და არც დაზარალებული უნახავს. კონფლიქტს არ შესწრებია, მოგვიანებით გაიგო რაც მოხდა, რომ ა--–-- ქ---–---ს რაღაც მჟავა შეუსხამს სახეში ჯ-----ლ ქ--------სათვის.

 

მოწმე ი----ე ნ--------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს დილის საათებში იყო სახლში, ნ---ამ დაურეკა 10 საათზე, უთხრა, რომ მისი მამამთილი ცუდად იყო და ჩამოსულიყო, წავიდნენ ის და მისი მეუღლე, ჩავიდნენ ნ---ას სახლთან, იქ ხიდი არის და იქ იყო მისი მამამთილი, ყვიროდა ,,მიშველეთ ვიწვიო“, მოწმეს შეეშინდა, ძალიან ცუდი შესახედ--- იყო, კითხა თუ რა ჭირდა რაზეც უპასუხა რომ ,,ა--–--მა" რაღაც შემასხაო. ნამდვილი სახელი მ-----დი ქვია. ყვიროდა, ძალიან საშინელი დამწვრობა ჰქონდა, სახეზე იყო ძალიან გაშავებული, ცუდი შესახედ--- იყო, ორ წუთში სასწრაფოც მოვიდა. სასწრაფო, რომ მოვიდა გადაიყვანეს ა------ის საავადმყოფოში, ა------იდან კი რეანომობილით გადაიყვანეს თ---–--–-, იქ პირველადი დახმარება გაუწიეს, როდესაც მოწმე ავიდა სანახავად და იქ კითხა თუ რატომ შეასხა, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ დილით იყო ჩასული ქვედა უბანში ა----- ბ--–---–---–-ს სახლთან, იქ იყო მოსული ა--–--ი, დ---ო ბ--–---–---–-, მ----- ვ------------ე და უბრალოდ ლაპარაკობდნენ, არაფერი ზედმეტი არ მომხდარა, არანაირი ზედმეტი საუბარი არ ყოფილა, სიგარეტი მოწია და წამოვიდა სახლში, რადგან საქონელი უნდა გამოეშვა, წაეყვანა საბალახოდ, გზად შეხვედრია ,,ა--–--ი", ამოიღო ჯიბიდან ბოთლი, ჭიქაში ჩაასხა და სახეში შეასხა, დაეწვა და სახეზე ხელები აიფარა, შემდეგ კი ორჯერ-სამჯერ კიდევ შეუსხია. ამის შემდეგ დაბლა წამოვიდა, რომ წყალი შეესხა სახეზე. მისი ყვირილი გაიგონა ნ---ამ და შემდეგ დაურეკა მოწმეს. დაზარალებულის დისშვილს აწუხებდა ბრალდებული და ჯ-----ლს უთქვამს რომ თავი დაენებებინა, დაზარალებული ამბობდა ,,ალბათ ამის გამო შემასხაო“. მე მეტი არაფერი არ იცის. ჰქონდა საშინელი დამწვრობა. დღემდე ძალიან ცუდი შესახედ---ა სახეზე. სჭირდება მკურნალობა. დღევანდელი მდგომარეობით სჭირდება ისევ ოპერაცია თვალზე, ყელზე, ყურზე, თვალები აქვს დეფორმირებული, კისერი მოგრეხილი აქვს და არ გასწორდება და აქვს ტკივილები, ყური აღარ აქვს. უშუალოდ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, ამას არ შესწრებია, მამამთილისაგან იცის ყველაფერი.

 

მოწმე ნ---ა ზ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს დილის საათებში იყო სახლში, მოესმა ყვირილის ხმა, მაგრამ თავიდან ვერ მიხვდა ადამიანის ხმა იყო თუ, რა და მერე ავიდა მეორე სართულზე და ისევ შემომესმა განწირული ხმა, რომ შველას ითხოვდა მამაკაცი, მისი სახლიდან შორსაა ის ადგილი, სადაც ეს პიროვნება იდგა და გაეკიდა, ეძახოდა ჯ-----ლს თუ რა ჭირდა, ყვიროდა ,,მიშველეთ ვიწვიო“, ძველი ფერმების ტერიტორიაზე და ქვემოთ მირბოდა მოწმისაგან მოშორებით, მ-----ის ფერმის მხარეს ღობესთან. მოწმე შებრუნდა, რომ ტელეფონი სახლიდან აეღო და სასწრაფოში დაერეკა, იძახდა რომ ბოთლიდან რაღაც შეასხეს, გამწარებული ყვიროდა. ტელეფონი აიღო და რეკავდა 112-ში, რომ შეხედა ძალიან ცუდი შესახედ--- იყო, შეეშინდა და მოშორდა, დადგა შორს, დარეკა სასწრაფოში, შემდეგ ისევ თხოვდა შველას ი----ეს დაურეკეო. დაურეკა მის რძალს, ჩამოვიდა, იქ პატარა წყალი ჩადის და ეს კაცი იქ ისხამდა წყალს გამწარებული. მოვიდა სასწრაფო და წაიყვანეს. რძლისგან გაიგო რომ ა--–--ს გაუკეთებია ეს ყველაფერი. პირადად არ შესწრებია.

 

მოწმე მ----- ვ-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში დილის საათებში, რა დროსაც დაუძახა მეზობელმა დ---ო ბ--–---–---–მა, სიგარეტი ესაჭიროებოდა, გავიდა, გაიტანა სიგარეტი, დახვდნენ დ---ო ბ--–---–---–- და ა--–-- ქ---–---, შემდეგ მიაწოდა სიგარეტი და ამ დროს ჩამოვიდა ჯ-----ლ ქ---–--- თავისი სახლიდან, დაიწყეს მოწევა, რაღაც საკითხებზე ლაპარაკობდნენ და შემდეგ დ---ო ბ--–---–---–- ძალიან მალე წავიდა სამუშაოზე თუ არ ვიცი თავის საქმეზე, ამ დროს სიგარეტის მოწევა ბოლომდე არ ქონდა დამთავრებული და ჯ-----ლ ქ---–---ც წავიდა თავის სახლისკენ. ,,ა--–--" ქ---–--- თავის საქმეზე საპირისპირო მიმართულებით წავიდა და ამ დროს მეზობელი მ-----დი მ----------- მოდიოდა თავისი სახლიდან და გაჩერდნენ, ნახევარ საათზე მეტს ლაპარაკობდნენ, შემდეგ შევიდა სახლში და ტელევიზორს უყურებდა როდესაც რაღაც ხმა მოესმა, ამ ხმაზე ჩაიცვა და გამოვიდა გარეთ, სასწრაფოს მანქანა დაინახა, მანქანის კარები ღია იყო და ჯ-----ლ ქ---–--- იჯდა და სამედიცინო პერსონალი რაღაც ქაფს ასხამდა. მალევე დაიძრა მანქანა და წაიყვანეს საავადმყოფოში. ვინც იყო იქ თავისიანები რძალი, შვილი და მეზობელი ნ---ა იყო. მეორე დღეს ჯ-----ლის შვილი შეხვდა და კითხა როგორ იყო მამამისი, უთხრა რომ თ---–--–- ყავდ--- საავადმყოფოში, ,,ხსნარი შეუსხია ა--–--ს იგივე მ-----დის და სახე აქვს დამწვარიო.“

 

მოწმე გ------ი წ--------–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს კლინიკაში რეანომობილით გადმოყვანილი იქნა პაციენტი სხეულის ქიმიური დამწვრობით იყო ღრმა დამწვრობა, დამწვრობა იყო სახის არეში, კისერზე, ყურზე, ვინაიდან ყურის ნიჟარას სჭირდებოდა მონიტორინგი მთავარი ფუნქციების, ამიტომ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, 25-ში მდგომარეობა სტაბილური იყო და გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც გაუგრძელდა მკურნალობა ქირურგიულ განყოფილებაში, გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია და 21 ნოემბერს გაეწერა სახლში.

4-ის ნახევარზე იყო შემოყვანილი კლინიკაში და კოლეგებისგან, ვინც წამოიყვანა პაციენტი დილის 9 საათზე ჰქონდა მიღებული დაზიანება. როდესაც საუბარია სრულ შრეობრივ დაზიანებაზე კანის სამივე შრე არის დაზიანებული ბოლომდე, სქემა აამუშავეს ბოლომდე, ის ითვლება უკვე ღრმა დაზიანებად, მესამე შრე. მეოთხე და ის ცალკე დიაგნოზით გამოიყოფა და კეთდება პროგნოზი სიცოცხლისათვის. ამ შემთხვევაში არის ასეთი პროგნოზის ინდექსი, რომლითაც ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზს რამდენად შეთავსებადია ეს დაზიანება სიცოცხლესთან, შეთავსებადი ითვლება 90%-მდე. ამ შემთხვვაში ფრანკის ინდექსი შეადგენდა 21 ერთეულს. პროგნოზულად სიცოცხლისათვის საშიში არა. როდესაც არის სახის და კისრის დაზიანება, ამ შემთხვევაში ქიმიურ დამწვრობაზე საუბარი, ეს ლოკალიზაცია მძიმედ ითვლება, ესაჭიროება ინტენსიური დაკვირვება და მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ვიტალური მონიტორინგი ანუ სასიცოცხლო ფუნქციების, ჰემოდინამიკის, გულსისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი, სუნთქვა, ჟანგბადის მომარაგება და სხვა იმიტომ, რომ გაღრმავების პროცესი რომ არ გაგრძელდეს და პარალელურად უტარდება ადეკვატური სიმპტომური თერაპია. ეს არის ფრანკის ინდექსი, პროგნოზის ინდექსი დამწვრობაში, სიცოცხლისათვის საშიშია თუ არა. 90 ერთეულამდე თუ არის ეს ინდექსი სიცოცხლისათვის საშიში არ არის. ამ შემთხვევაში არის 21.არა ეს იმავდროულად არ გამოიწვევდა 1 ან 2 საათში ამას, მაგრამ ვინაიდან კისრის და სახის არეა გართულებები დამწვრობითი დაავადების რომელიც ვითარდება შეიძლება გახდეს უკვე საშიში ჯანმრთელობისათვის მკურნალობის გარეშე. პირველ ადგილზე არის დამწვრობითი სეფსისი, პირველი ხარისხის არის ეპისერმისი ანუ სულ ზედა შრის დაზიანება, ბუშტუკი რომ ჩნდება ხდება ეპიდერმისის ანუ ზედა შრის აშრევება დაახლოებით 2 სანტიმეტრი დიამეტრის ეს მეორე ხარისხი არის, მესამე ხარისხის დროს უკვე მეორე შრე არის დაზიანებული შუამდე, მესამე ბ) ხარისხი, რომელიც აქ იყო აღნიშნული არის სრულშრეობრივი ანუ სამივე შრე ეპიდერმისი - კანის ზედა შრე, დერმა - კანი და დიპოდერმა - კანის ქვედა ცხიმოვანი ქსოვილი.თუ მცირე ფართი არის და დიდი ფართი არ არის და ადგილობრივად ვუმკურნალებთ 100%-ით დანაწიბურება და დერმოინდული სერიოზული დარღვევები. საერთოდ ჭრილობა როცა არ ხორცდება ორი კვირა, თითქმის 100%-ში ნაწიბურს ტოვებს, არა მარტო დამწვრობა, სხვა ჭრილობებიც.ძალიან სწრაფდ შემოიყვანეს, სწორად, ადეკვატურად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება გადმოყვანის და ასე ოპერატიულად მოხერხდა და 3 დღე დასჭირდა რეანიმაციას მონიტორინგისთვის და შემდეგ გააგრძელა მკურნალობა ქირურგიულ განყოფილებაში.თუ ნაწიბური არის აქტიურ ზონაში, მაგალითად სახსრის არეში, მაშინ კეთდება ოპერაცია ნაწიბურის ამოჭრა და ჩანერგვა თავისივე კანის, ეს არის ქირურგიული-რეკონსტრუქციული ოპერაცია. მაგას ეწოდება ანამნეზი - დაავადების ისტორია,რასაც ექიმმა უნდა მიაქციოს ყურადღება, შემდეგ ხდება ჭრილობის რევიზია, ნახვა, დ---ვალიერება, შეფასება და ირკვევა დიაგნოზს საბოლოოდ. დამწვრობა ზოგადად შეიძლება იყოს ქიმიური და თერმული, თერმული ცხელი წყლით ან ცეცხლით, ქიმიური მჟავაც შეიძლება იყოს, სხვა ქიმიური აქტიური ნივთიერებებიც და ასე შემდეგ, ჭრილობა ზოგადად თუ მჟავაზეა საუბარი განსხვავდება, ძალიან შემოფარგლულია ზონა, ვთქვათ არის დამწვრობა 1% ეს წითლდება დაშუპდება, აქ შეშუპებას ადგილი არ აქვს, რადგან მჟავასდა ტუტეს ახასიათებს კანის ზედაშრის გაშრობა-ეპიდერმისი, ბუშტუკი არ წარმოიქმნება, კუნძულივით არის ეს ჭრილობა დაჩაღრმავებული. დინამიკაში აქვს განსხვავება, სერიოზულად განსხვავდება ქიმიური დამწვრობა თერმული დამწვრობისაგან, რადგან ძალიან ლოკალიზებულია და კუნძულივითაა,ის არეა დაზიანებული,რომელსაც შეესხა მჟავა. დინამიკაში ხდება ნეკროზის ჩამოყალიბება მაშინვე, როგორც კი ხვდება სხეულს მჯავა და დინამიკაში ხდება აშრევება. გაკეთდა უკვე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, ეს ნამდვილად იყო ქიმიური დამწვრობა. იმ მომენტში ეს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი არ იყო. მკურნალობის გარეშე ამხელა ფართზე განვითარდებოდა სეფსისი.

 

მოწმე ლ--–ი ბ--–---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ა------ის რაიონული საავადმყოფოს როგორც მენეჯერი, ასევე პროფესიით ექიმი-თერაპევტი, მორიგე ექიმი. 22 სექტემბერს აღნიშნული შემთხვევის დროს იყო მორიგე დილის საათებში, ზუსტ დროს ვერ ასახელებს სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა უმძიმესი ავადმყოფი ჯ-----ლ ქ--------, რომელსაც პირველივე შეხედვისთანავე აღენიშნებოდა ქიმიური დამწვრობა, იყო საშინელი შესახედ---, გაუსაძლისი ტკივილის მქონე დამწვრობა, კანი იყო გადაგვარებული, ნეკროზს განიცდიდა, დაზიანებული იყო თვალის ლორწოვანი ყურის ნიჟარა და ვითარდებოდა ნეკროზი, შემოსვლისთანავე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც გულისხმობდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს და ადგილობრივ ანესთეზიას, ხოლო შემდეგ მოხდა გამოკითხვა აღნიშნული პაციენტის, თუ რა ვითარებაში მიიღო დამწვრობა, იქიდან გამომდინარე, რომ იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დამწვრობა, რომელიც გამოიწვია დაუ---ვრობამ თუ შეიცავდა რაიმე დანაშაულის ნიშანს, რამ გამოიწვია დამწვრობა ის აინტერესებდ---, იქიდან გამომდინარე რომ პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, პერიოდულად დაგვიანებით შემოდიოდა კონტაქტში, მაგრამ მაინც გასარკვევად აუხსნა ექიმებს, რომ მისმა სოფლელმა, მეზობელმა ,,ა--–--მა" ბოთლით გაურკვეველი სითხე შეასხა. მაშინვე გამოიძახეს რეფერალური ბრიგადა, რადგან არ შეიძლებოდა ამ პაციენტის დაყოვნება და ძალიან დაჩქარებული წესით ავადმყოფი გად---ყვანეთ ქალაქ თ---–--–- რეფერალური ბრიგადის მიერ დამწვრობის ცენტრში. ზოგადად არსებობს ორი სახის დამწვრობა, ესენია ქიმიური და თერმული სახის დამწვრობები. ზოგადი თვალითაც კი ხილული იყო რომ ეს იყო ქიმიური დამწვრობა, იმიტომ რომ თერმული დამწვრობის დროს აღინიშნება ჰიპერთერმია - სითხის შემცველი ბუშტუკები, რასაც კუაგულაციური დამწვრობა ეწოდება, ხოლო ქიმიური დამწვრობა რომელიც ვითარდება ან მჟავა ან ტუტოვანი სითხის მიღების შედეგად, ამ დროს კანის კუაგულაციური დამწვრობა ვითარდება ანუ კანი არის დეფორმირებული, სტრუქტურა არის შეცვლილი და ვითარდება კანის ნეკროზი, გარდა ამისა, მიმდინარეობს კანის ღრმა ფენებში დამწვრობის პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი და სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. ეს იმდენად იშვიათი შემთხვევა იყო, ასეთი მძიმე სახის დამწვრობა ნანახიც კი არ ჰქონდა, როდესაც დავრეკეთ ცხელ ხაზზე და გადაცეს, რომ ქიმიურ დამწვრობაზე იყო საუბარი, დაუყოვნებლივ მოხდა რეფერალური ბრიგადის გამოძახება იმდენად შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობდა ამ დროს ორგანიზმში. მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, სრულად გონება პაციენტს აღნიშნულ კლინიკაში არ დაუკარგავს და გადაყვანისასაც გონება არ დაუკარგავს, საღ გონებაზე იყო, ითხოვდა შველას. ექიმების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ავადმყოფის მდგომარეობა, იმიტომ, რომ იმდენად სწრაფად მიმდინარეობს ამ დროს ქიმიური წვა, რომ შინაგან ორგანოებში არ მომხდარიყო გულის გაჩერება.

 

მოწმე ჯ---ა ყ------–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს მორიგე იყო, სადღაც 9 საათიდან 10-ის ნახევრამდე 22-ში შემოვიდა შეტყობინება, გამოძახება იყო კ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰესთან ახლოს, ადგილზე რომ მივიდნენ დახვდ--- ქაოსი, თვითონ ეს პაციენტი უკვე გააჩერეს თუ არა მანქანა მოყვანილი იყო ამ ადგილზე, იყო პანიკა, ტირილი, ყვირილი , ამბობდა, რომ შემასხეს ცხელი სითხეო დაიყო დამწვარ მდგომარეობაში ანუ გაწითლებული ჰქონდა გულმკერდი და სახის მიდამო, ასევე ყურის მიდამო. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მოხდა პაციენტის დაწვენა მანქანაში, გად---ყვანეთ კლინიკაში, ამბობდა, რომ ცხელი სითხე შემასხესო.

 

2018 წლის 22 ოქტომბრის რ----- ქ---–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დადგენილია რომ გაჩხრეკილი იქნა ა------ის რაიონის სოფელ კ--------–ი მცხოვრებ რ----- ქ---–--ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსო. საცხოვრებელ სახლში შევდივართ ხის კარებით. სახლის არის ორ სართულიანი ქვის კონსტრუქციით აგებული, რომელიც დეტალურად იქნა გაჩხრეკილი. სახლის პირველ სართულზე განლაგებულია საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო, სარდაფი და აბანო, სადაც რაიმე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან/და ნივთიერება ჩვენს მიერ ნანახი და ამოღებული ვერ იქნა. ხოლო სახლის მეორე სართულზე ავდივართ ბეტონის კიბეებით, სადაც არის აივანი, ხოლო სახლის შუა ნაწილში არის ხის კარები, საიდანაც შევდივართ ოთახში, რომელიც არის მოწყობილი და გარშემო მიმოფანტულია სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები, სადაც ასევე რაიმე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან/და ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა. ხოლო შესასვლელი კარებიდან ხელმარჯვნივ არის ოთახი, რომელსაც შესასვლელი კარები არ აქვს. ოთახში განთავსებულია სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და ა/მანქანის ნაწილები, ასევე არის შესასვლელში მომწვანო ფერის გობი (ე.წ. ტაშტი) რაშიც არის ჩალაგებული ერთი ცალი თეთრი შუშის დიდი ბოთლი, რაშიც არის ჩასხმული მოყვითალო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე. ასევე არის პატარა ზომის მოშაო ფერის შუშის ბოთლი, რაშიც არის სითხე ჩასხმული და თავსახური აქვს მოთეთრო ფერის რკინის, რომელიც დაუქულია ქარხნულად, ასევე არის პატარა ზომის თეთრი ფერის პლასტმასის ბოთლი, რომელშიც არის ჩასხმული სპეციფიკური სუნის მქონე სითხე. ყველა მათგანი ჩხრეკის დროს ამოღებული და დალუქული იქნა სპეციალურ საექსპერტო პარკში.( ტ.1. ს.ფ.26-39)

 

2018 წლის 23 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დ---ვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა------ის რაიონის სოფ.კ--------–ი ნ-----ა გ-----ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზაზე ჯ-----ლი ქ--------ს საცხოვრებელი სახლიდან გზა ჩადის სოფ.კ--------ი ბაღებში, გზა იყოფა 2 ნაწილად, ერთი გზა მიდის ნ-----ა გ-----ის სახლის მიმართულებით, ხელმარჯვნივ ან სამხრეთით, ხოლო მეორე გზა მიდის სოფლის ბოლოსაკენ აღმოსავლეთით, გზაზე და გარშემო არის არის მინდორი და ხე-ბუჩქნარი,ასევე გზის ქვედა მხარეზე ჩრდილოეთით არის სანაგაო, შემთხვევის ადგილიდან ნ-----ა გ-----ის სახლამდე მანძილი არის 200 მეტრი.( ტ.1. ს.ფ.62-67)

 

2018 წლის 26 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა მ-----დ ქ---–--ის ჩვენება, ბრალდებული მ-----დ ქ---–--- გაეცნო მისი ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემულ ჩვენებას და მიეცა წინადადება გამოძიებას აჩვენოს ის ადგილი, სადაც ჰქონდა შენახული ა/მანქანის დენის წყაროდან ე.წ. აკუმულატორიდან გადმოღებული სითხე ე.წ. კისლატა და ის ადგილი, სადაც მოთლი მოიშორა და ჩააგდო, რაზედაც გამოთქვა თანხმობა და წაიყვანა ა------ის რაიონ სოფელ კ--------–ი, როდესაც სოფელ კ--------ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არსებული ხიდი გაიარეს 100 მეტრი. მან მიუთითა მარცხენა მხარეს გადახვევაზე და განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან მიდის აღნიშნული გზა. ამის შემდეგ წაიყვანა სოფელ კ--------ისა და უ---- დამაკავშირებელ გზაზე. მ----- ვ-------------ს საცხოვრებელი სახლის წინ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც მან გვიჩვენა ის ადგილი, სადაც თავდაპირველად შეხვდა ჯ-----ლ ქ--------ს, რის შემდეგაც წაიყვანა უკან მისივე საცხოვრებელი სახლის მისამართით და თმის საცხოვრებელ სახლზე, შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული პირველივე შესასვლელ ოთახში ხის ყუთზე, სადაც ჩალაგებულია ქაღალდები და სხვადასხვა ნივთები და განმარტა, რომ აღნიშნულ სითხეს, რომელიც სახეში შეასხა ჯ-----ლ ქ--------ს იგი ინახავდა აღნიშნულ ყუთში. ამის შემდეგ მისი სახლის კედლის დასასრულს, სადაც არის 1.5 მეტრი სიგრძის ხის მორები და მორებთან არის შავი ფერის ა/მანქანის დენის მკვებავი წყარო ე.წ. აკუმულატორი და განმარტა, რომ აღნიშნული სითხე მან გადმოასხა მითითებული დენის წყაროდან. დენის წყაროს ზედა მხარე მთლიანად მოჭრილი აქვს და შიგნით ჩალაგებულია თავისი ფირფიტები, ხოლო სითხე არ არის. აღნიშნული დენის მკვებავი ე.წ. აკუმულატორი ამოღებული და დალუქული იქნა N FCD 539891 ლუქით, რის შემდეგაც მ-----დ ქ---–---მ წაგვიყვანა კვლავ სოფელ კ--------სა და სოფელ უ---- დამაკავშირებელი გზისკენ, როდესაც გავედით ასფალტიან გზაზე, მან წაგვიყვანა სოფელ კ--------ისკენ და გ------ი ჩ---------ს სახლის შესასვლელში გზასთან მიუთითა ფერდობისკენ, სადაც არის საცალფეხო გზა და განმარტა, რომ აღნიშნული გზა არის სოფლი ცენტრში ასასვლელი მოკლე გზა და სწორედ ამ გზით ავიდა იგი, რის შემდეგაც აღნიშნული გზით მიიყვანა ნ----- გ-----ის სახლის ქვემოდან, სადაც არის მინდორი და გარშემო არის ხე-ბუჩქნარი, აღნიშნული ადგილის გზაზე მიუთითა მის ძმასთან, სადაც ჰყავდა ა/მანქანა , სწორედ აღნიშნულ ადგილას შეხვდა ზემოდან ქვემოთ მომავალი ჯ-----ლ ქ--------. რომელიც მირეკავდა პირუტყვს და მის დანახვაზე უთხრა აქაც შენ ხარო და შეაგინა ჯ-----ლ ქ--------მ დედის მისამართით, რის შემდეგაც მ-----დ ქ---–---მ განმარტა, რომ ვერ მოითმინა გინება დედის მისამართით, რომ შეაგინა დამანაც დედის მისამართით შეაგინა. შემდეგ კი ბოლოს მოიხსნა თავსახური და ოჯერ სახეში შეასხა ბოთლში არსებული სითხე. ამის შემდეგ ჯ-----ლ ქ-------- გაიქცა ქვემოთ, თუ სად წავიდა არ იცის. ცოტა ხნის შემდეგ კი თავადაც დაბრუნდა უკან და ფერდობის დასასრულს არსებულ არხში, სადაც მოედინება მდინარე ჩააგდო ბოთლი მოშორების მიზნით, და წავიდა მიწის ნაკვეთში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მ-----დ ქ---–--ის მიერ მითითებული ადგილებიდან, გარდა ა/მანქანის დენის წყაროს. სხვა რაიმე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან/და ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მ-----დ ქ---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ა/მანაქანის დენის წყარო, ე.წ. აკუმულატორი, რომელიც დაილუქა N FCI539991 ლუქით.( ტ.1. ს.ფ.133-136)

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შსს. სამინისტროს ა------ის რაიონული სამმართველოს თანამსღომლებმა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მასში მონაწილეობის სისწორე.

 

სსიპ ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ-----ლ ქ--------ს აღენიშნებოდა სხეულის ქიმიური დამწვრობა 10%(7)II-IIIა-IIIბ ხარისხი, ორივე თვალის ქუთუთოების და ლორწოვანას დამწვრობა II-IIIხ. მარჯვენა თვალის რქოვანას დამწვრობა I-IIხ. მარცხენა თვალის რქოვანას დამწვრობა I ხარისხის. აღნიშნული დამწვრობა მიყენებულია რაიმე ქიმიური ნივთიერებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.( ტ.1. ს.ფ. 213-217)

 

სსიპ ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ-----ლ ქ--------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღენიშნებოდა ნაწიბურები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამ მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვალს. ისინი წარუხოცელია და თავისით არ გამოსწორდება, იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას.( ტ.1. ს.ფ. 242-249)

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადსტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე.

 

2018 წლის 26 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ჯ-----ლ ქ-------- ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა მ-----დ ქ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს სოფელში ასფალტირებული გზის გვერდით, კერძოდ, ვ------------ეების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუბრობდა სხვა ბიჭებთან, სადაც მოვიდა ჯ-----ლ ქ--------. მათ შორის საუბარი არ შემდგარა, ქაღალდზე დაყრილი თამბაქო მიაწოდა და მან გაახვია კიდეც. ჯ-----ლ ქ--------სთან საერთოდ ამ ხნის განმავლობაში შეკამათებაც კი არ ქონია. შემდეგ ჯ-----ლ ქ-------- წავიდა სოფლის მიმართულებით, შემდეგ ბრალდებულიც წავიდა იმ ადგილიდან ქვედა მიმართულებით რომელიც მიემართება უ---- მიმართულებით ნაკვეთში მოსავლის ასაღებად. მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლიდან ძალიან შორს, სოფელ კ--------სა და სოფელ უ---ს შორის საზღვარზე, ცენტრალური გზიდან შორს მდინარის პირას. როდესაც მივიდა ნაკვეთში ლობიოს ასაღებად ამინდის გამო ლობიო არ აიღებოდა.

შემდეგ გადაწყვიტა ამოსულიყო მეორე ნაკვეთში, როდესაც ამოვიდა ცენტრალურ გზაზე, იქვე ახლოში მეზობლის მიკროავტობუსი იყო მივიდა და სიგარეტი გამოართვა მეზობლებს, მეზობლები ატრიალებდნენ მანქანას და სოფლისკენ წავიდნენ, ბრალდებული მეორე ნაკვეთში მივიდა, იქ იყო თივის ,,ზვინები“ ამოწმებდა თივის ,,ზვინებს“ რა მდგომარეობაში იყო უამინდობის გამო. თავის რჩენის მიზნით პირუტყვის მწყემსობაც უწევდა. 2018 წლის ზაფხულშიც იყო სოფლის მწყემსად, სადაც შუადღისას საქონელს ასვენებდა იმ ადგილს ეძახიან სასვენიას. სასვენიაზევ ქონდა მოსაცმელი დატოვებული და რადგან მოსავალს ვერ აიღებდა იფიქრა ავიდოდა და წამოიღებდა მოსაცმელს, სასვენია მდებარეობს სოფელ ღორძესთან ისე ახლოს, რომ ღორძეს სასვენიადაც მოიხსენიებენ. როდესაც ავიდა და ღ--------ან წამოვიდა, სოფლის ჩამოსავლელთან ცხოვრობს სოფლის თავში ნ------- ა-------–--ე, ის არის ბრალდებულის მეზობელი და მეგობარი, როდესაც მას მიესალმა ა-------–--ემ უთხრა ,,რა დააშავე ასეთი რომ პოლიცია გეძებსო“ რაც ძალიან გაუკვირდა. ა-------–--ემ მისი თანხმობით გადარეკა პოლიციაში. პოლიცია რამდენიმე წუთში მოვიდა. პოლიციასაც კითხა თუ რა ხდებოდა თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ჩაუჯდა პოლიციას მანქანაში და გაჰყვა. როგორც კი პოლიციის შენობაში შევიდა, დაიწყეს მასზე ფსიქიკური ზეწოლა, ვინ რას ეკითხებოდა, ვინ რას ეუბნებოდა ვეღარ იგებდა, წნეხის ქვეშ იყო. ეუბნებოდნენ ან უნდა ეღიარებინა რომ თითქოს და მან შეასხა ჯ-----ლს ის რაღაც ან ციხეში გაუშვებდნენ. როდესაც ადვოკატი მოითხოვა სასტიკი უარი განუცხადეს, შემდეგ გამიყვანეს პატარა ოთახში, შევიდა შ---ი ი-------ე მის უკან შემოვიდა ორი პიროვნება-ექსპერტები და იმ მომენტში გაჩნდა მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პოლიციის მიერ მოტანილი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან. აქ თქვეს რომ სახლი გაჩხრიკეს მათ რ----- ქ---–--ის თანხმობით, ექსპერტებმა უთხრეს, რომ ტანზე უნდა გაეხადა, ფეხზეც გაიხადა, ტანზეც გაიხადა, და მათი მოცემულ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვა. ამის შემდეგ უთხრეს რომ თავისუფალი იყო და წასულიყო, ჩამოართვეს პირობა რომ სახლიდან ფეხი არ უნდა გაედგა, 25-ში როდესაც მივიდნენ და გადმოიყვანეს ა---––---–-, უთხრეს რომ წინააღმდეგობა არაფერში გაეწია და როგორც მიუთითებდნენ ყველაფერი ისე გაეკეთებინა. რაც შეეხება მოქალაქე ჯ-----ლ ქ--------ს, 22-ში დილას ბრალდებული რომ ბიჭებს რომ გაცდა ჯ-----ლ ქ-------- არც არსად უნახავს,, არც არსად შეხვედრია. ადრე როდესაც ყანაში ან სადმე სხვაგან განმარტოებით შეხვდებოდა ეუბნებოდა ისე გაუკეთებდა საქმეს, რომ დააჭერინებდა, ციხეში ჩაასმვინებდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ციხეში გამოკეტავდა, ბრალდებული ფიქრობდა რომ ეხუმრებოდა და ყურადღებასაც არ აქცევდა ამ სიტყვებს, არც არავისთან უთქვამს ამის შესახებ. ჯ-----ლ ქ-------- მისი გარდაცვლილი ალ--–ი ღვიძლი ბიძაშვილის ქმარი იყო, რომელმაც მას დაუტოვა მრავალი შვილი, აგრეთვე ჯ-----ლ ქ--------ს ჰყავს 6 ცოლის ძმა-ჩემი ბიძაშვილები, რომლებსაც ტრანსპორტის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ და ყველას ჰყავს მანქანები და ტრაქტორი. ჯ-----ლ ქ--------ს სიძეებსაც ჰყავთ მანქანები, ახლო წარსულში ჯ-----ლ ქ--------მაც იყიდა, როდესაც ხვდებოდი ხანდახან სულ ,,აკუმულატორს“ აკეთებდა და როდესაც ეკითხებოდა ზოგჯერ ამბობდა, რომ გრადუსი აკლია და ამატებდა სითხეს, ზოგჯერ კი ტყვია სჭირდებოდა და დაშლიდა, ხან სითხე საერთოდ უნდა შეეცვალა. მე ამით იმის თქმა მინდა რომ რა შეემთხვა და სად შეემთხვა ჯ-----ლ ქ--------ს ნამდვილად არ იცის, არის სითხის კვალი, სითხის კვალი ზუსტად იმ ადგილას უნდა აღმოეჩინა გამოძიებას, სადაც ამბობს რომ შეასხეს, ამხელა სიძლიერის სითხეს უნდა დაეტოვებინა თავისი კვალი. ის ამბობს, რომ ბოთლი ეჭირა და ჭიქაში დაასხაო, ეს აბსურდია, ჯ-----ლ ქ-------- არსად არ უნახავს, გარდა სასამართლო პროცესისა.

ჯ-----ლ ქ--------ს დისშვილი გატაცებული იყო ა------- რაიონში მ--------ში, ეს გოგო უკან მოვიდა, შემდეგ ის უკან აღარ წასულა. ეჭვი ქონდ--- ბრალდებულზე თითქოს გოგო გამოიყვანა იმ ოჯახიდან და რადგან მას უნდა მოეყვანა ცოლად. 22-ში ჰქონდა ჩვენება მიცემული. პოლიციაში როგორც კი მიიყვანეს მაშინვე მისცა ჩვენებები, 25-ში ჩვენება არ მიუცია, 25-ში წამოიყვანეს ა---––---–-, ამ ჩვენებაში განმარტა რომ არაფერი არ აქვს ჩადენილი. ფურცლებზე იყო დაწერილი და ფურცლებზე აწერინებდნენ ხელს. სადაც ეტყოდნენ იქ აწერდა ხელს. არ წაუკითხავს რაზეც მოაწერა. საგამოძიებო ექსპერიმენტში იძულებით მიაღებინეს მონაწილეობა. შ---ი ი-------ე ეუბნებოდა მინიშნებას, ბოთლები და სითხეები მისი საცხოვრებელი სახლიდანაა ამოღებული, მეორე სართული არის მისი საცხოვრებელი სართული, თუმცა ჩხრეკა მისი ნებართვის გარეშე ჩატარდა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ მ-----დ ქ---–--ის მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----დ ქ---–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კან---იერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კან---იერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კან---იერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კან---ების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კან---ით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კან---ით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კან---მდებლის მიერ კრიმინალიზებულია სასამართლო განმარტავს, რომ კან---მდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე სხვა საკან---მდებლო აქტებით.

 

დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს განზრახი ქმედება, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, ა------ის რაიონის სოფელ კ--------–ი, მ-----დ ქ---–---მ შურისძიების ნიადაგზე ჯ-----ლ ქ--------ს ქიმიური ნივთიერება შეასხა სახისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო, ასევე გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

 

დაზარალებულ ჯ-----ლ ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს მეზობლის გ-----ე ნ-------ის სახლთან ბრალდებული ქვემოდან ზემოთ მოდიოდა, მოწმე კი ზემოდან ქვემოთ საქონელი მიყავდა საბალახოდ. დაინახა რომ ბრალდებულ რაღაც შუშის ბოთლი ეკავა ხელში და ჭიქა რომ მოახლოვდა ჭიქაში ასხამდა რაღაცას, რომ გაუსწორდა შემოიქნია დაზარალებულმა იფიქრა წყალი იყო და რომ გაეხუმრა, უმეტესი ფეხზე დაესხა, დაზარალებულის შემობრუნებაზე მეორე აავსო. მეორე გაუქნია გადაესხა მთლიანად ცეცხლივით ეწვოდა, დაზარალებული გაიქცა გაქცევის დროს მესამედაც შეასხა, მისი ადგილზე მოკვლა უნდოდა. მოწმე ღრიალებდა ისე ეწვოდა. 400 მეტრი ირბინა მდინარესთან მივიდა იბანდა წყლით...ამ ღრიალზე მეზობლები გამოცვივდნენ ზ-----ე ნ---ა და მისი მეუღლე მაგრამ ვერ ეკარებოდნენ, მოწმემ უთხრა მის რძალთან და სასწრაფოში დაერეკათ.

 

მოწმეების დ---თ ბ--–---–---–-ს, ი----ე ნ--------–---–-ს, ნ---ა ზ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ კონფლიქტს არ შესწრებიან, მოგვიანებით გაიგეს, რომ ა--–-- იგივე მ-----დ ქ---–---ს რაღაც მჟავა შეუსხამს სახეში ჯ-----ლ ქ--------სათვის.

 

2018 წლის 26 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა მ-----დ ქ---–--ის ჩვენება, ბრალდებული მ-----დ ქ---–--- გაეცნო მისი ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემულ ჩვენებას და მიეცა წინადადება გამოძიებას აჩვენოს ის ადგილი, სადაც ჰქონდა შენახული ა/მანქანის დენის წყაროდან ე.წ. აკუმულატორიდან გადმოღებული სითხე ე.წ. კისლატა და ის ადგილი, სადაც მოთლი მოიშორა და ჩააგდო, რაზედაც გამოთქვა თანხმობა და წაგვიყვანა ა------ის რაიონ სოფელ კ--------–ი , მან მიუითითა მარცხენა მხარეს გადახვევაზე და განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან მიდის აღნიშნული გზა, ამაზე განმარტა, ამის შემდეგ წაგვიყვანა სოფელ კ--------ისა და უ---- დამაკავშირებელ გზაზე. მ----- ვ-------------ს საცხოვრებელი სახლის წინ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც მან აჩვენა ის ადგილი, სადაც თავდაპირველად შეხვდა ჯ-----ლ ქ--------ს, რის შემდეგაც წაგვიყვანა უკან მისივე საცხოვრებელი სახლის მისამართით და თმის საცხოვრებელ სახლზე, შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული პირველივე შესასვლელ ოთახში ხის ყუთზე, სადაც ჩალაგებულია ქაღალდები და სხვადასხვა ნივთები და განმარტა, რომ აღნიშნულ სითხეს, რომელიც სახეში შეასხა ჯ-----ლ ქ--------ს იგი ინახავდა აღნიშნულ ყუთში. ამის შემდეგ მისი სახლის კედლის დასასრულს, სადაც არის 1.5 მეტრი სიგრძის ხის მორები და მორებთან არის შავი ფერის ა/მანქანის დენის მკვებავი წყარო ე.წ. აკუმულატორი და განმარტა, რომ აღნიშნული სითხე მან გადმოასხა მითითებული დენის წყაროდან. დენის წყაროს ზედა მხარე მთლიანად მოჭრილი აქვს და შიგნით ჩალაგებულია თავისი ფირფიტები, ხოლო სითხე არ არის. აღნიშნული დენის მკვებავი ე.წ. აკუმულატორი ამოღებული და დალუქული იქნა N FCD 539891 ლუქით, რის შემდეგაც მ-----დ ქ---–---მ წაგვიყვანა კვლავ სოფელ კ--------სა და სოფელ უ---- დამაკავშირებელი გზისკენ, როდესაც გავედით ასფალტიან გზაზე, მან წაგვიყვანა სოფელ კ--------ისკენ და გ------ი ჩ---------ს სახლის შესასვლელში გზასთან მიუთითა ფერდობისკენ, სადაც არის საცალფეხო გზა და განმარტა, რომ აღნიშნული გზა არის სოფლი ცენტრში ასასვლელი მოკლე გზა და სწორედ ამ გზით ავიდა იგი, რის შემდეგაც აღნიშნული გზით მიგვიყვანა ნ----- გ-----ის სახლის ქვემოდან, სადაც არის მინდორი და გარშემო არის ხე-ბუჩქნარი, აღნიშნული ადგილის გზაზე მიუთითა მის ძმასთან, სადაც ჰყავდა ა/მანქანა , სწორედ აღნიშნულ ადგილას შეხვდა ზემოდან ქვემოთ მომავალი ჯ-----ლ ქ--------. რომელიც მირეკავდა პირუტყვს და მის დანახვაზე უთხრა აქაც შენ ხარო და შეაგინა ჯ-----ლ ქ--------მ დედის მისამართით, რის შემდეგაც მ-----დ ქ---–---მ განმარტა, რომ ვერ მოითმინა გინება დედის მისამართით, რომ შეაგინა დამანაც დედის მისამართით შეაგინა. შემდეგ კი ბოლოს მოიხსნა თავსახური და ოჯერ სახეში შეასხა ბოთლში არსებული სითხე. ამის შემდეგ ჯ-----ლ ქ-------- გაიქცა ქვემოთ, თუ სად წავიდა არ იცის. ცოტა ხნის შემდეგ კი თავადაც დაბრუნდა უკან და ფერდობის დასასრულს არსებულ არხში, სადაც მოედინება მდინარე ჩააგდო ბოთლი მოშორების მიზნით და წავიდა მიწის ნაკვეთში.

 

სსიპ ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ-----ლ ქ--------ს აღენიშნებოდა სხეულის ქიმიური დამწვრობა 10%(7)II-IIIა-IIIბ ხარისხი, ორივე თვალის ქუთუთოების და ლორწოვანას დამწვრობა II-IIIხ. მარჯვენა თვალის რქოვანას დამწვრობა I-IIხ. მარცხენა თვალის რქოვანას დამწვრობა I ხარისხის. აღნიშნული დამწვრობა მიყენებულია რაიმე ქიმიური ნივთიერებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ-----ლ ქ--------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღენიშნებოდა ნაწიბურები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამ მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვალს. ისინი წარუხოცელია და თავისით არ გამოსწორდება, იწვევენ სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: მ-----დ ქ---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----დ ქ---–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე -თავისუფლების აღკვეთა აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-----დ ქ---–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

ჯ-----ლ ქ--------ს ტანსაცმელი, მ-----დ ქ---–--ის ტანსაცმელი, ერთი ცალი დენის წყარო დაუბრუნდეს მის კან---იერ მფლობელს.

კანის ანაწმენდები, შუშისა და პლასტმასის ბოთლები განადგურდეს კან---ით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ-----დ ქ---–---( პ/ნ 0---------4) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

 

მ-----დ ქ---–---ს სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 4 წლის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 25 ოქტომბრიდან.

 

2. მ-----დ ქ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ჯ-----ლ ქ--------ს ტანსაცმელი, მ-----დ ქ---–--ის ტანსაცმელი, ერთი ცალი დენის წყარო დაუბრუნდეს მის კან---იერ მფლობელს.

კანის ანაწმენდები, შუშისა და პლასტმასის ბოთლები განადგურდეს კან---ით დადგენილი წესით.

 

3. განაჩენი კან---იერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია