განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
130100119002989571
დავის ტიპი
126 1
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-80-19

(027010419001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ო----- ქ------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ში, კ---------------–---–ის ქუჩის №4-ში

 

ადვოკატი - თამაზ ლომიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ო----- ქ------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-----–ის რაიონის სოფელ ლეთეთში, გ------------–--ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მყოფმა ო----- ქ------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს გ------------–--ეს ჯერ სახის არეში ხელის დარტყმით, ხოლო შემდეგ სხეულის სხვადასხვა არეში ხელების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ო----- ქ------–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №002256519 დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ო----- ქ------–---–მა გ------------–--ის მიმართ ჩაიდინა ცემა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ო----- ქ------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, მასთან პრეტენზია არ გააჩნია და არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით; გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებული ითხოვს, მის (ბრალდებულის) მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას; ამასთან, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ო----- ქ------–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო----- ქ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ო----- ქ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; კ------------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებულ 5015 (ხუთიათასთხუთმეტი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას (ს/კ 6-----------.), რომელიც მდებარეობს ქ-----–ში და რაც დაყადაღებულია ო----- ქ------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს თანხის 1000 ლარის ნაწილში, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი