განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002932617
№1/44-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - გე-–- ცუ---–-–--ლის
ადვოკატ-ლა-–- ჩა---–-–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გე-–- ცუ---–-–--ლი;
მამის სახელი: გი------;
დაბადებული: 22.09.1----–--–-;
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი მ----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გე-–- ცუ---–-–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფ----- სატყეო უბანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთ------–- მცხოვრებმა გე-–- ცუ---–-–--ლმა, უკანონოდ მოჭრა ორი ძირი წიფლის ჯიშის ხე, რამაც გამოიწვია 4094,64 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გე-–- ცუ---–-–--ლს 2019 წლის 28 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლს პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფ----- სატყეო უბანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთ------–- მცხოვრებმა გე-–- ცუ---–-–--ლმა, უკანონოდ მოჭრა ორი ძირი წიფლის ჯიშის ხე, რამაც გამოიწვია 4094,64 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ : გი------ სუ-----–-–--ლის, გე-–- ცუ---–-–--ლის, ლე---- ბლ--ძის, გი------ ბი–-ძის, აკ--- პა---–--ლის, გე-–- ღრ---ლის, იო--- შა--–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გარემოს დაცვის სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალები, წიფლის მორების დამზადება-ტრანსპორტირების მასალები, სატყეო მეურნეობიდან გადმოგზავნილი მასალები, ზიანის გაანგარიშების ცნობა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გე-–- ცუ---–-–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.
ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან - მოჭრა, მოხერხვა, ასევე, ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ამასთან, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს უკანონო. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როდესაც გაჩეხვა ხდება ნებართვაში მითითებული ოდენობის გადამეტებით ან ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ნებართვაში მითითებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გე-–- ცუ---–-–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: გი------ სუ-----–-–--ლის, გე-–- ცუ---–-–--ლის, ლე---- ბლ--ძის, გი------ ბი–-ძის, აკ--- პა---–--ლის, გე-–- ღრ---ლის, იო--- შა--–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გარემოს დაცვის სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალები, წიფლის მორების დამზადება-ტრანსპორტირების მასალები, სატყეო მეურნეობიდან გადმოგზავნილი მასალები, ზიანის გაანგარიშების ცნობა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გე-–- ცუ---–-–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს მთავრობის N54-ე დადგენილების თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.
ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ გე-–- ცუ---–-–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გე-–- ცუ---–-–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გე-–- ცუ---–-–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გე-–- ცუ---–-–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გე-–- ცუ---–-–--ლს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გე-–- ცუ---–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან/და გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გე-–- ცუ---–-–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გე-–- ცუ---–-–--ლს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი იქნა ფულადი თანხით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართული -
1) ,,ურალის ’’ მარკის ავტომანქანა 1---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2) წიფლის 5 მორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე-–- ცუ---–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი ლარი) ლარი.
2. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
3. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ოთ---- ჩუ----ძეს(პ/ნ 4----------) დაუბრუნდეს გე-–- ცუ---–-–--ლის (პ/ნ 4----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 25 მარტს გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი ლარი) ლარი. (სისხლის სამართლის საქმე N0-----------).
4. ნივთიერი მტკიცებულება -
4.1.). ,,ურალის ’’ მარკის ავტომანქანა 1---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
4.2. ). წიფლის 5 მორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე