განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/63-2019
(027280319001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივნისი, 2019 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ-------------, გ----------------–---–ი
ბრალდებული - ვ-–----------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–--------------------–-------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ვ-–----------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით - ვ-–----------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან - დედასთან - ნ-----–---------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რის მიუხედავად 2019 წლის 28 მარტს ვ-–----------------–---–ი მივიდა ქ-----–--------------------–-------ში ნ-----–---------–---–ის საცხოვრებელ სახლში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, DVD დისკზე დატანილი აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, ბრალდებულის აღიარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–----------------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ოჯახის წევრების მიერ დახასიათებული დადებითად; საქმეს ერთვის ნ-----–---------–---–ის წერილობითი პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას, როგორც დაზარალებულს, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია; წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა მიხედვითაც ვ-–----------------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ვ-–----------------–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, უნდა ჩაითვალოს პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულთათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 28 მარტიდან 3 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
ვ-–----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი