განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
150100119003070052
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003070052

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე #1/43-19

16 ივლისი, 2019 წელი ქ.ა---–---–---

ა---–---–---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო-------------------------------ი - დაბადებული 1--- წლის 1------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------9, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–---ს რაიონის სოფელ ა----–ში.

ადვოკატი: კახაბერ ასპანიძე

თარჯიმანი - სუსანნა მელიქიძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

დისპოზიცია:

(1) ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

(2) მუქარა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ თ----–-, ო---------------სა და მის დას - ვ---------–----------ს შორის, ამ უკანასკნელის ცხოვრების წესის გამო მომხდარი ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე, ო---------------მა თავის არეში ხელი დაარტყა ვ---------–----------ს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების ვ---- და ვ-----------------ების თანდასწრებით, რის შედეგადაც ვ---------–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ თ----–-, ო---------------მა მის დასთან - ვ---------–----------თან მომხდარი ოჯახური კომფლიქტისას სამზარეულოდან აიღო დანა და დანის კისრის არეში მიბჯენით, ვ---------–----------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ვ---------–----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სახლიდან გაიქცა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ო---------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ვ---------–----------ის, ვ---- ე--------ის, ვ-----------------ის, რო----------------ის, ა-----------------ის, თ-------–-------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ო---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანი პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები და არა, ზოგადად - „არასრულწლოვანი და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი“).

 

1.2. 3.4. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეების - ვ---------–----------ის, ვ---- ე--------ის, ვ-----------------ის, რო----------------ის, ა-----------------ის, თ-------–-------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანას ასევე, ბრალდებულ ო---------------ის აღიარებასა (აღიარებს ჩადენილ ქმედებას) არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ თ----–-, ო---------------სა და მის დას - ვ---------–----------ს შორის, ამ უკანასკნელის ცხოვრების წესის გამო მომხდარი ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე, ო---------------მა თავის არეში ხელი დაარტყა ვ---------–----------ს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების ვ---- და ვ-----------------ების თანდასწრებით, რის შედეგადაც ვ---------–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ თ----–-, ო---------------მა მის დასთან - ვ---------–----------თან მომხდარი ოჯახური კომფლიქტისას სამზარეულოდან აიღო დანა და ადნის კისრის არეში მიბჯენით, ვ---------–----------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ვ---------–----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სახლიდან გაიქცა.

 

3.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო---------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. მანვე, ჩაიდინა მუქარა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

4.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

 

5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ო---------------ი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ყავს ხუთი შვილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. დაზარალებული მას შეურიგდა, და არ სურს მისი დასჯა. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალის მიხედვით არ მოიპოვება.

 

5.1. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

5.2.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ო---------------ს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, ო---------------ს რომელიც ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

5.3. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5.4 სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ ო---------------ის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

ო---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.

 

3. ო---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. ო---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 მაისიდან - 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით.

 

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სამცხე-ჯავახეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ო---------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ა---–---–---ს რაიონის სოფელი ა----–ი და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან