განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/781-18
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - თ-------------
დაცვის მხარე
დამცველები - ს----------–--------, ა---------–-----------, ვ----–----------–---–-, ზვიად სალია
ბრალდებული - ლ-–------–----- ძე ჯ------ე, დაბადებული - 1----–-–------------------ს, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული: ხ--–---------- რაიონის სოფელ ა---––--–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------, კ-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
ბრალდებული - მ---------------- ძე ც-------–-, დაბადებული - 1----–-–---------–---, პირადი N-----------, განქორწინებული, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ყ------------------, ბინა N--–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-----------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და წაქეზება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
ბრალდებული - ჯ------------------------, დაბადებული - 1----–-–------------, პირადი N-----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–---------- რაიონი, ფ-------–--–-----------88-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
ბრალდებული - რ----–----------- ძე ყ---–----–---–-, დაბადებული - 1----–-–---------–---, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ხ--–---------- რაიონი, ზ---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–---------- რაიონი, კ-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
ბრალდებული - ჯ------------------–---------–---, დაბადებული - 1----–-–-----------, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---–--, სოფელი ქ--------–-–------------- ქუჩა N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------, კ-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-–----------ის, მ-------–-------–ის, ჯ------------ის, რ----–-----–----–---–-ს და ჯ-----------–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ-------–-------–ის წაქეზებითა და ორგანიზებით ლ-–----------ემ, ჯ-----------–--ემ, რ----–-----–----–---–მა, ჯ------------ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს თავისუფლება აღეკვეთათ მ----–---–----ისთვის, რათა ამ უკანასკნელს პასუხი ეგო წარსულში ლ-–----------ის მიმართ მ-------–-------–თან ნათქვამი უცენზურო სიტყვებისთვის. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ შეიმუშავეს გეგმა მ----–---–----ის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან გამოყვანის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მიზნით. 2017 წლის 29 დეკემბერს მ----–---–----ს, თავისსავე მობილური ტელეფონის ნომერზე, დაუკავშირდა ლ-–----------ე, რომელმაც სთხოვა შეხვედრა და იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბ------ში, ვ-–-----------------ში არსებულ უ----–--------- თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–----------ე რ----–-----–----–---–თან ერთად შეხვდა მ----–---–----ს, რის შემდეგაც მ----–---–----ი, ლ-–----------ე და რ----–-----–----–---–-, ლ-–----------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით - „Nissan March“, სახ. ნომრით „-------- გაემართნენ ა---––---- მიმართულებით. დაახლოებით 300-400 მეტრის გავლის შემდეგ ლ-–----------ემ ჯგუფის წევრებთან წინასწარ შეთანხმებისამებრ გააჩერა ავტომანქანა, ს-----------------------ის მიმდებარედ, რა დროსაც ავტომანქანის უკანა მხარეს მჯდომ მ----–---–----თან ჩასხდნენ ჯ------------ე, ჯ-----------–--ე და გამოძიების ამ ეტაპისათვის დაუდგენელი პირი, ვინმე „თ-----“. ავტომანქანაში ჩასხდომისთანავე ჯ------------ემ და ჯ-----------–--ემ მ----–---–----ს გაუკავეს ხელები და მოუსპეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ხოლო ავტომანქანის საჭესთან მჯდომმა ლ-–----------ემ მოახდინა დიდი ზომის დანის დემონსტრირება და მ----–---–----ს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ლ-–----------ემ, რ----–-----–----–---–მა, ჯ------------ემ და ჯ-----------–--ემ მ----–---–----ი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ავტომანქანით წაიყვანეს ა---––---- მიმართულებით, დაუსახლებელ ადგილას გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და მიიყვანეს ამოთხრილ ორმოსთან, სადაც რაული ყ---–----–---–- ახდენდა დანის დემონსტრირებას, ხოლო ჯ-----------–--ე და ჯ------------ე აკავებდა მ----–---–----ს. ლ-–----------ემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა მ----–---–----ს განუცხადეს, რომ მ-------–-------–ისაგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ----–---–----ი აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა ლ-–----------ეს, რის გამოც მ----–---–----ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. მ----–---–----ის ცემის დროს ლ-–----------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მ-------–-------–ს და განუცხადა, რომ მ----–---–----ი უკვე მათ ჰყავდათ და პასუხი უნდა მოეთხოვათ მისთვის, რა დროსაც მ-------–-------–მა დაუდასტურა, რომ მ----–---–----ისთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი. ლ-–----------ემ ტელეფონის საშუალებით მოახდინა მ----–---–----ის ცემის, შეურაცხყოფისა და მუქარის ჩაწერა, რაც გადაუგზავნა მ-------–-------–ს. ვინაიდან, მ----–---–----მა მათ განუცხადა, რომ მითითებული ინფორმაცია გამოგონილი იყო მ-------–-------–ის მიერ და მ-------–-------–ი თითონ ლანძღავდა ლ-–--, ლ-–----------ემ თანმხლებ პირებთან ერთად მ----–---–----ს მისცა ერთი კვირის ვადა, რა დროსაც მას უნდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და „მოეთხოვა პასუხი“ მ-------–-------–ისათვის, რაც გულისხმობდა ცივი იარაღის გამოყენებით მისთვის ჯანმრთელობის დაზიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მ----–---–----ს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 29 დეკემბერს მ-------–-------–ის ორგანიზებით და წაქეზებით ლ-–----------ის, ჯ------------ის, რ----–-----–----–---–-ს და ჯ-----------–--ის მიერ მ----–---–----ის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი. თუმცა, უტყუარად დადასტურდა ლ-–----------ის მიერ დაზარალებულის მისამართით განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რაც გამოიხატა შემდეგში:
წარსულში ლ-–----------ის მიმართ მ-------–-------–თან ნათქვამი უცენზურო სიტყვებისთვის პასუხის მოსათხოვად, ლ-–----------ე მ----–---–----ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომელიც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა განცდა, რომ ლ-–----------ე განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ლ-–----------ის მიერ მ----–---–----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას
დაზარალებულ მ----–---–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულებს: მ-------–-------–ს და ლ-–----------ეს იცნობს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ლ-–----------ისგან გაიცნო მისი მეგობარები - რაურ ყ---–----–---–-, ჯ-----------–--ე და ჯ------------ე. შემთხვევის დროს ცხოვრობდა თავშესაფარში, ქ. ბ------ში, ვ---–-----------------ში. 2017 წლის 29 დეკემბერს 22:00 საათზე დაუკავშირდა ლ-–----------ე, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. ლ-–-- ელოდებოდა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც მიაკითხა მისი კუთვნილი ავტომანქანით - ყავისფერი „Nissan March“-ით. ლ-–-- განმარტებით, მართვის მოწმობა არ ჰქონდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ და სთხოვა გაცლოდნენ იქაურობას. ლ-–-- მანქანა არის მარჯვენასაჭიანი და აპირებდა წინა მარცხენა მხარეს დაჯდომას, თუმცა დაინახა, რომ იჯდა რ----–-----–----–---–-, რის გამოც თავად უკანა მარცხენა მხარეს ჩაჯდა და დაიძრნენ ა---––---- მიმართულებით. დაახლოებით 300-400 მეტრის გავლის შემდეგ, ლ-–-მ განაცხადა, რომ უნდოდა სიგარეტის შეძენა და მარკეტთან გააჩერა მანქანა. ლ-–----------ის მანქანიდან გადასვლისთანავე გაიღო მანქანის ორივე უკანა კარი და მარჯვენა მხრიდან დაჯდა ჯ------------ე და ვინმე „თ-----“, რომელსაც არ იცნობდა, ხოლო მარცხენა მხრიდან ჯ-----------–--ე. აღნიშნულმა პირებმა გაუკავეს ხელები, ხოლო ლ-–-- მითითებით რ----–-----–----–---–მა გაუჩხრიკა ჯიბეები და ამოაცალა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც თანხა არ ედო. ამ დროს, ლ-–----------ემ ამოიღო დიდი ზომის გასაშლელი დანა, რომელიც ხანჯალს ჰგავდა და წინ უტრიალებდა. ლ-–-მ აამუშავა მანქანა და სწრაფი სიჩქარით გაემართა ა---––---- მიმართულებით, გადაუხვია დაუსახლებელ პუნქტში და დაახლოებით 30-40 მეტრის გავლის შემდეგ ქვიშიან გზაზე გააჩერა მანქანა. ლ-–- და რაული გადავიდნენ მანქანიდან, ლ-–-მ გამოაღო მარჯვენა კარი, სადაც იჯდა ჯ------------ე, მიმართა ჯ---ს და ჯ-------ის, რომ დაზარალებული მანქანიდან გადმოეთრიათ და ლ-–-მ მას უთხრა, რომ ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ელოდა, საფლავი ჰქონდა მისთვის გათხრილი და ეხლავე გაარკვევდა ვისი მისამართით იგინებოდა. ლ-–-- ჰქონდა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკები და ხელთათმანები, რომელშიც აპირებდა მისი გვამის შეფუთვას და დამარხვას. რ----–-----–----–---–მა ამოიღო დასაკეცი დანა და ახდენდა მის დემონსტრირებას. ამ დროს, ლ-–- დაუკავშირდა მ-------–-------–ს, ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და უთხრა მ------ს: „აგერ მყავს ჩიტი მახეში და მომიყევი, როგორ მაგინებდაო“. მ------მ დაუდასტურა, რომ მ---- აგინებდა მისი და მისი ოჯახის მისამართით და აღნიშნულს მისი დედაც დაადასტურებდა. მოსმენილის გამო გაბრაზებულმა ლ-–-მ ჯ---ს და ჯ-------ის მიმართა - „გადმოათრიეთ მანქანიდან, მაგას ეხლავე ავუგებ წესს და მივხედავ, დროზე მოვრჩეთ საქმესო“. იგი ლ-–-- ეხვეწებოდა არ მოეკლა, რაზეც ლ-–-მ უპასუხა: „შენ უკვე მკვდარი ხარო“. მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ დაინახა ტყე, დაუსახლებელი, ქვიშიანი და გაუნათებელი ტერიტორია, რომელსაც ანათებდნენ მანქანის ფარებით. აღნიშნული განათების ფონზე დაინახა დაახლოებით მეტრანახევარი სიმაღლის და სიგანის გათხრილი საფლავი, რომელშიც ადამიანი თავისუფლად დაიმარხებოდა. ბრალდებულები ასევე ამზადებდნენ პოლიეთილენის პარკებს, ხელთათამანებს და ელოდებოდნენ ლ-–-- ბრძანებას, რომ მოეხდინათ მისი სიცოცხლის ხელყოფა. ლ-–- აგინებდა და ემუქრებოდა, რომ წაუკითხავდა მუსლიმანურ ლოცვას ე.წ. „სელამეთს“ და მოაჭრიდა თავს, რადგან აგინა მას და მისი ოჯახის წევრებს. მ------–-–-- ემუდარებოდა, რომ არ მოეკლა და დაუმტკიცებდა, რომ არაფერ შუაში იყო. ის ბევრს ეხვეწა და ემუდარა ლ-–--, რომ „არ მოეკლა“, რის შემდეგაც ლ-–-მ ჯ---ს და ჯ-------ის მითითება მისცა არ გაგექცეთ და ჩასვით მანქანაშიო. ის მართლაც ჩასვეს მანქანაში და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ჯ------ა ჯ-------ი ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო უკვე გამოასლმებდნენ სიცოცხლეს. უბრალოდ მოცემულ შემთხვევაში ლ-–- იღებდა გადაწყვეტილებას გაუშვებდნენ თუ მოკლავდნენ. მალევე, ლ-–- მასთან მივიდა და უთხრა - „ეხლა რომ გაგიშვა, რით დამიმტკიცებ შენს სიმართლესო“?, რაზეც უპასუხა, რომ ოღონდ გაეშვა და ყველაფერზე თანახმა იყო მისი სიმართლის დასამტკიცებლად. აღნიშნულზე ლ-–-მ განუცხადა, რომ გაუშვებდა, თუმცა ახალი წლის შემდეგ, 3-4 დღის განმავლობაში, მ-------–-------–ი უნდა დაეჭრა ან მოეკლა ე.წ. „შტირით“. თუკი ამ ვადაში არ შეასრულებდა დანაპირებს, ან მობილურ ტელეფონს გამორთავდა, ყველგან იპოვიდა, მის თხოვნას აღარ გაითვალისწინებდა და ვერ გადაურჩებოდა სიკვდილს - თავს მოაჭრიდა. ამის შემდეგ, წავიდნენ ქ----------ს მიმართულებით, გზაში რ----–-----–----–---–მა დაუბრუნა კუთვნილი ნივთები, მიიყვანეს მის საცხოვრებელთან და კვლავ გაუმეორეს თუ რა უნდა გაეკეთებინა და დატოვეს ტერიტორია. დაზარალებულის ჩვენებითვე, მას პოლიციის განყოფილებისთვის მაშინვე არ მიუმართავს, ვინაიდან არ ენდობოდა ბ------ში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. 2017 წლის 31 დეკემბერს ჩამოვიდა თბილისში და მიმართა პოლიციის განყოფილებას. მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ჯ-----------–--ე. ასევე, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამომძიებელს მიუთითა მანქანის გადაადგილების მარშუტზე, რაულის, ჯ---ს და მ------ს საცხოვრებელ სახლზე, თუმცა შემთხვევის ადგილი და გათხრილი საფლავი ვერ იპოვა. მისი მონაწილეობითვე დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ-–----------ესა და მას შორის სატელეფონო საუბარი და მ-------–-------–თან და ა---------–--ესთან არსებული მიმოწერა.
მოწმე ა--–--------------ის ჩვენების მიხედვით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბრალდებულთა სახცოვრებელი მისამართები და საკონტაქტო ნომრები, ასევე გაირკვა, რომ მ-------–-------–ის დედა, 1----–--–- დაბადებული მ------–-------–-, კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა მ----–---–----ის გატაცების ამსახველ ვიდეო ჩანაწერს, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ა---------–--ის ჩვენების თანახმად: მ-------–-------–თან მეგობრობს სამი წელია. გასული წლის სექტემბრის თვის დასაწყისში მისმა მეგობარმა - მ-------–-------–მა გააცნო მ----–---–----ი. მ------ს და მის ოჯახს იცნობს მისი ძმის მეშვეობით და მეგობრობს აღნიშნულ ოჯახთან. რაც შეეხება მ----–---–----ს, ნანახი ჰყავს დაახლოებით 5-ჯერ. იცის, რომ მ----–---–----ი ცხოვრობდა ც-------–ებთან სახლში და ის მ------ს იცნობდა ციხიდან. როდესაც ც-------–ებთან მიდიოდა სახლში, მ----ც იქ იყო. 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლოს დაუკავშირდა მ----–---–----ი და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა და თუ შეეძლო მასთან მიეყვანა სახლში, რაც ძალიან გაუკვირდა და ვინაიდან იმ მომენტში არ ეცალა, უპასუხა, რომ ნახავდა მეორე დღეს. მართლაც მეორე დღეს დაუკავშირდა მ----–---–----ი და ერთმანეთს შეხვდნენ ბ----------ზე. მან დაიწყო ც-------–ების ოჯახის ლანძღვა, თქვა რომ გამოაგდეს სახლიდან, როდესაც უწმაწური სიტყვებით დაიწყო მათი მოხსენიება გააჩერა და უთხრა, რომ მასთან ამ თემაზე არ ესაუბრა. ამის შემდეგ, მ---- მასთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი და ეუბნებოდა, რომ იყო ქ-----––-, მონასტერში და რა დროც არ უნდა გასულიყო, ც-------–ებს თავიანთ საქციელზე პასუხს მოსთხოვდა. 2018 წლის იანვრის თვის დასაწყისში, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, ტელეფონზე ესაუბრა მ-------–-------–ს, რომელმაც შეატყობინა მ----ს გატაცების ამბავი და უთხრა, რომ მ---- მოაპარინა და მას არცერთი კბილი მთელი აღარ ქონდა. როდესაც ჰკითხა თუ რათ უნდოდა ესეთი შარი, მ------მ უპასუხა, რომ მათ საერთო მეგობარს - ლ-–-- მ---- დაემუქრა შვილების მოკვლით. მ------მ უთხრა, რომ მისულიყო მასთან სახლში და დედამისი მ----- აჩვენებდა ჩანაწერს თუ რა უქნეს მ----. როგორც ახსოვს მეორე დღეს მივიდა მ-----სთან სახლში, სადაც ასევე იყო მ------ს მამა - გ--------–-------–-. მ-----მ და გ------იმ ტელეფონში აჩვენეს აუდიო ჩანაწერი, სადაც მ---- ვინმე ლ-–-- ეხვეწება, რომ არ მოკლას. მ-----ს მოუყვა თუ როგორ ლანძღავდა მ---- მათ ოჯახს, რაზედაც მ-----მ ასევე უარყოფითად მოიხსენია მ----. 2018 წლის 7 იანვარს ტელეფონზე ესაუბრა მ---- და უთხრა, რომ ის იყო მატყუარა ადამიანი, რადგან მოატყუა და უთხრა, რომ იყო მონასტერში და თურმე ყოფილა ბ------ში, რასაც მისი მხრიდან მოყვა დიდი აგრესია - დაიწყო ისევ ც-------–ების ლანძღვა და უმტკიცებდა, რომ ც-------–ები ამხედრებდნენ მის წინააღმდეგ, რისთვისაც მ-------–-------–ს არ აცოცხლებდა. ამის შემდეგ, მან მ---- უთხრა, რომ ნანახი ჰქონდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ეხვეწებოდა ვინმე ლ-–--, რომ არ მოეკლა. სინამდვილეში ვიდეო ჩანაწერი არ უნახავს და მოისმინა მხოლოდ აუდიო ჩანაწერი. მ---- ძალიან გაბრაზდა, კვლავ დაიწყო ც-------–ების მიმართ ლანძღვა და დაემუქრა, რომ არ გაახარებდა. ამის შემდეგ, მ---თან კონტაქტი აღარ ჰქონია. მოწმის განმარტებითვე, მან მ-----ს ჰკითხა თუ საიდან ქონდა ეს ჩანაწერი, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩანაწერი მ------ს ჰქონდა ლ-–--გან, რომელიც როგორც იცის არის ბ------ელი, მისი შვილის მეგობარი. თუ სად მოხდა აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება, მისთვის უცნობია.
მოწმე ს---–-------------ის ჩვენებით: მ-------–-------–თან, ლ-–----------ესთან და მ----–---–----თან ერთად იხდიდა სასჯელს გ-–----------- დაწესებულებაში. მ------სთან და ლ-–--თან მეგობრობდა გამოსვლის შემდეგაც. მისთვის ცნობილია, რომ მ---- ცხოვრობდა ლ-–--თან ბ------ში, რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა შემდეგ გამოიპარა. მან მ---- მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება და გაირკვა, რომ იგი ლ-–-ზე იყო გაბრაზებული. შეტყობინებაში ეწერა, რომ ლ-–-- საკუთარი ხელით უნდა მიეღო თვითდაზიანება - „შრამი“, ვინაიდან მამას არ დაარტყა ხელი ან/და დანა და არ მიაყენა დაზიანება მისი სახლიდან პოლიციის ძალით გამოგდებისათვის. 2018 წლის 08 იანვარს, 8:00 საათზე, მ------მ ე.წ. „ვატსაპში“ გაუგზავნა აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის მამაკაცის ხმა: „არ მომკლა ლ-–-, მე არ გამომიგზავნია ეს ესემესი, მ------მ გამოგიგზავნა“. „ჩემი დაწერილი არ არის ეგ ესემესი, შენ გენაცვალე, მართლა არ არის ჩემი დაწერილი ეგ ესემესი, დედის სულს გეფიცები ჩემი შედგენილი არ არის ეგ ესემესი, მაგის (უწმაწურ სიტყვას იყენებს) დამინდე რა გეხვეწები“, „რას მეხვეწები რას?“, „ნუ მომკლავ, ნუ მომკლავ, დამინდე გეხვეწები“. მოწმის განმარტებითვე, მ------სგან იცის, რომ მ---- კბილები და ნეკნები ჩაუმტვრიეს.
მოწმე გ---------------–-–---–ის ჩვენებით: მის მიერ დაკავებული იქნა ლ-–----------ე, რომელსაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, ჩაატარა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლეპტოპი და მობილური ტელეფონები, რომელთაგან რამდენიმე იყო დაზიანებული. მის მიერ დაკითხული იქნა მ----–---–----ი და ჩხრეკის ჩამტარებელი და დამკავებელი პირები, შეადგინა საგამოძიებო ექსპერტიმენტის ფარგლებში გავლილი მარშუტის შესახებ ოქმი და დაათვალიერა ვიდეოკამერის ჩანაწერი.
მოწმე ბ-------–-–---–ის ჩვენებით: 2018 წლის 12 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მონაწილეობა მიიღო მ-------–-------–ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღო მობილური ტელეფონი.
მოწმე დ-------------–-- ჩვენებით: მის მიერ ჩატარებული იქნა ჯ------------ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული ორი ცალი სიმბარათით.
მოწმე ა-–------------------–---–-- ჩვენებით: 2018 წლის 12 იანვარს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ----–-----–----–---–-, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ასევე, მისი მეუღლის მონაწილეობით გამომძიებელ პ-------–--------სთან ერთად ქ. ბ------ში, კ-------------------ში ჩაატარა რ----–-----–----–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა პ-------–--------მ.
მოწმე გ-------–-----–იას ჩვენებით: მის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ს---–-------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებულ სიმბარათთან ერთად.
მოწმე გ-----------------ის ჩვენებით: მონაწილეობა მიიღო მ-------–-------–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად.
მოწმე ზ--------------ის ჩვენებით: მონაწილეობა მიიღო ლ-–----------ის დაკავებსა და ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა 4 ცალი მობილური ტელეფონი.
მოწმე დ------------ის ჩვენებით: მონაწილეობა მიიღო მ-------–-------–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში.
მოწმე ი-----–------------ამ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.
მოწმე ნ---------–---ის ჩვენებით: მის დეპარტამენტს მიმართა ადვოკატმა ს----------–--------მ, სადაც დასმული იყო კითხვა: მათი ანძებით, რომელიც გადასცემს სიგნალს შესაძლებელი არის თუ არა ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა კონკრეტული პიროვნების. აღნიშნულ წერილზე უპასუხეს, რომ განცხადება განხილული იქნა შპს „მაგთიკომის“ მოქალაქეთა მომსახურებისა და ტექნიკური დეპარტამენტების მიერ. განხილვის შედეგად კი დადგინდა შემდეგი - მობილური ტელეფონით მოსარგებლე პირის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მობილური ოპერატორისთვის შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ცდომილებებით, რომელიც რიგ შემთხვევაში ათეულობით კილომეტრსაც კი აღწევს. ზუსტი კოორდინატების დადგენა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ადგილის რელიეფი, სადგურების სიმჭიდროვე, ადგილმდებარეობის დადგენის მეთოდები და ტექნოლოგიები, ამავე ფაქტორებზეა დამოკიდებული ცდომილებაც. აქედან გამომდინარე, მობილური ტელეფონით მოსარგებლის უტყუარად, ზუსტი კოორდინატების დადგენა შპს „მაგთიკომისთვის“ გარკვეულ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი.
2018 წლის 03 იანვრის დათვალიერების ოქმის მიხედვით: დათვალიერებულ იქნა მ----–---–----ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მისი კუთვნილი „MEIZU" ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8-------------- და 8--------------, რომელშიც მოთავსებულია შპს „--------–--" სიმ ბარათი 5-----------. მითითებული მობილური ტელეფონის დათვალიერებისას სატელეფონო კონტაქტების გრაფაში სახელით „raul“ დაფიქსირებულია ნომერი 5-----------, რომელიც მ----–---–----ის განმარტებით, ეკუთვნის რ----–-----–----–---–ს. მობილური ტელეფონის შიდა მეხსიერების დათვალიერებისას აპლიკაციაში სახელით „caalRecording” ფიქსირდება 31.12.2017 წლის 09:58 საათზე +---------------- ნომრიდან შემავალი სატელეფონო ზარის სატელეფონო საუბარი, რომლის ხანგძლივობაც არის 07 წთ. და 15 წმ. მითიებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ორ მამაკაცს შორის. მ----–----–---ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ლ-–----------ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
2018 წლის 04 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოხდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება.
2018 წლის 12 იანვრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით: ჩხრეკა ჩატარდა ქ----------, კ-------------------ში მდებარე ლ-–----------ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც საცხოვრებელი ბინიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული დივნის ზედაპირიდან აღებული იქნა „HUAWEI“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 8-------------- და 8--------------, რომელშიც მოთავსებულია „--------–--“ მიკრო სიმბარათის ნომრით 8------------------- და მეორე „---–------ სიმბარათი N--------- ქვედა და ზედა მხარეს წარწერით 8---------. შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, რომელსაც ეკრანი აქვს გატეხილი და გაბზარული. ასევე ამოღებული იქნა „HT“-ს ფირმის შავი ფერის გახეხილი მობილური ელემენტი და იმეი კოდი წარწერის და უკანა ჩარჩოს გარეშე. „სამსუნგი98+“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, შუაზე გახსნილი წარწერის გარეშე. „---–------- ორი სიმბარათი წარწერებით 8------------------ და 8--------------------, სიმ ბარათის ჩასადები პოლიეთილენის პაკეტებთან ერთად წარწერით 1-------------- და 1-------------- საცხოვრებელ სახლში შესასვლელიდან პირდაპირ მარცხენა მხარეს განთავსებულ კომპიუტერის მაგიდიდან ამოღებული იქნა წითელი ფერის „Lenovo“-ს ფირმის ნოუთბუქი სარეგისტრაციო ნომრით P-----------, მასზე შეერთებული მეტალის ზედაპირის მქონე ლურჯი ფერით გაწყობილი მეხსიერების ბარათით.
2018 წლის 12 იანვრის ბინის ჩხრეკის ოქმით: ხ--–---------- რაიონის, კ-------------------ში ჩატარდა ჩხრეკა რ----–-----–----–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შესასვლელი კარიდან პირდაპირ მდებარე ოთახში მარცხენა კედელთან მდგარი შავი ფერის მაგიდიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის „Ipone“ მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 0--------------, რომელიც მ--------------------- განმარტებით, ეკუთვნის მის მეუღლეს რ----–-----–----–---–ს.
2018 წლის 12 იანვრის სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად: ხ--–---------- რაიონი, ფ------------–--–--------------ში ჩატარდა ჩხრეკა ჯ------------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ოთახში ხელმარცხნივ მდგარი ტუმბოდან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი 3--------------, 3--------------, მასში მოთავსებული სიმბარათებით - N------------- 5-----------.
2018 წლის 12 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით: მ------–-------–-ს პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „ALCATEL”-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8--------------, 8--------------, რომელშიც მოთავსებულია „---–------ სიმ ბარათი, ნომრით 8-----------------.
2018 წლის 12 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით: გ--------–-------–-ს პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შაფი ფერის „SONY“-ის ფირმის სენსორული მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3---------------
2018 წლის 12 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით: ა---------–--ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელის მტევნიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის „NIKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------- რომელიც ა---------–--ის განმარტებით არის შპს „--------–--“ ქსელში პორტირებული, რომლის ნომერია 5------------
2018 წლის 12 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით: ს---–------------ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 0-------------- და სიმ ბარათით 5-----------.
2018 წლის 13 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით: მ----–---–----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ქ.ბ------ში, ბ-----------ის ქუჩისა და ვ---–---------------- კვეთაზე არსებული სათვალთვალო კამერის მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის 21:30 საათიდან - 2017 წლის 30 დეკემბრის 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. ვიდეოჩანაწერის ფაილის გახსნისას ვიდეოჩანაწერში ხანგრძლივობით 01:00:01 ფიქსირდება ბ-----------ის ქუჩისა და ვ---–---------------- კვეთა, სადაც ჩანაწერის 00:27:16 წუთზე კადრში ჩნდება ვ---–------ ქუჩაზე ნელი სვლით მიმავალი მუქი ფერის „Nissan-March“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება ვ---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილის მარჯვენა წინა კარებიდან გადმოდის შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ფეხით მიდის ბ-----------ის მიმართულებით და კადრიდან გადის. მ----–---–----ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის ლ-–----------ე. 00:31:05 წუთზე შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, კვლავ ჩნდება კადრში, იგი ფეხით ჩამოდის ბ-----------ის ქუჩიდან, რამოდენიმე წამში უკან ბრუნდება და გადის კადრიდან. 00:39:38 წუთზე კადრში ჩნდება აღნიშნული მამაკაცი, შავ ქუდში, თეთრ „კაპიშონიან“ შავ ქურთუკსა და ღია ფერის შარვალში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომლებიც მიდიან ვ---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანა „Nissan March”- თან, რა დროსაც შავებში ჩაცმული მამაკაცი ჯდება ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ხოლო მეორე მამაკაცი ჯდება უკანა მარცხენა მხარეს. მ----–---–----ის განმარტებით, ჩანაწერში დაფიქსირებული შავებში ჩაცმული მამაკაცი არის ლ-–----------ე, ხოლო შავ ქუდში, თეთრ „კაპიშონიან“ შავ ქურთუკსა და ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი არის თვითონ. ასევე მ----–---–----მა განმარტა, რომ ჩანაწერში არსებული ვ---–-----------------სთან მდგარი ავტომანქანა „Nissan-March”-ი არის ლ-–----------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და ჩანაწერში დაფიქსირებულ მანქანასთან მისვლის მომენტში მან შენიშნა, რომ მანქანის წინა მარცხენა მხარეს იჯდა რ----–-----–----–---–- და ამ მიზეზით დაჯდა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს. 00:40:29 წუთზე - ავტომანქანა „Nissan-March”-ზე ინთება შუქები და მანქანა იწყებს მოძრაობას მ---–------ ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც 00:41:30 წუთზე გადის კადრიდან.
2018 წლის 10 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით: მ----–---–----ის „MEIZU“-ს ფირმის ტელეფონში არსებული 3 აუდიო ჩანაწერი. 1. აუდიო ჩანაწერი N1 დათარიღებულია 31.12.17 წლით, საუბრის მომსახურების დრო 09:58, საუბრის ხანგრძლივობა 7 წთ. და 15 წმ. საუბარზე აღინიშნება ლურჯი ფერის ისარი, რაც აღნიშნავს შემოსულ ზარს. ზარი შემოსულია ტელეფონის ნომრიდან +----------------. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ორ მამაკაცს შორის. მ----–---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ლ-–----------ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. 2. აუდიო ჩანაწერი N2, დათარიღებულია 07.01.2018 წლით, საუბრის დაწყების დრო 13:01, საუბრის ხანგრძლივობა 8წთ. და 51წმ, საუბარზე აღინიშნება ლურჯი ფერის ისარი, რაც აღნიშნავს შემოსულ ზარს. ზარი შემოსულია ტელეფონის ნომრიდან +--- 5-----------, რომელიც სატელეფონო წიგნაკში დაფიქსირებულია, როგორც ა------------–--ის ნომერი. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ქალსა და მამაკაცს შორის. მ----–---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ა---------–--ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის პირველი ნაწილის ჩანაწერი. 3. აუდიო ჩანაწერი N3, დათარიღებულია 07.01.2018 წლით, საუბრის დაწყების დრო 13:16, საუბრის ხანგრძლივობა 10 წთ. და 58წმ. ასევე საუბარზე აღინიშნება ლურჯი ფერის ისარი, რაც აღნიშნავს შემოსულ ზარს. ზარი შემოსულია ტელეფონის ნომრიდან +--- 5-----------, რომელიც სატელეფონო წიგნაკში დაფიქსირებულია როგორც ა------------–--ის ნომერი. მითითებული ფაილის გახსნისას ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ქალსა და მამაკაცს შორის. მ----–---–----ის განმარტებით, მითითებული აუდიო ჩანაწერი არის მასსა და ა---------–--ეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის მეორე ნაწილის ჩანაწერი.
2018 წლის 13 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით: გახნილი იქნა ლ-–----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. პირველი აუდიო ფაილი არის 28 წამიანი და მასში მამაკაცი (ობიექტი N1) ეხვეწება ვიღაც ,,ლ-–--“, რომ დაინდოს და არ მოკლას, ასევე ეუბნება რომ ის „ესემესი“ არ არის მისი დაწერილი. მეორე აუდიო ფაილში მამაკაცი (ობიექტი N1) ეხვეწება ვიღაც ,,ლ-–--“ რომ არ მოკლას და უმტკიცებს, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია მისი (,,ლ-–--“) შვილებისთვის, ასევე იფიცებს დედის სულს, რაზეც თანამოსაუბრე მამაკაცი (ობიექტი N2) ეუბნება, რომ საფლავი მისთვის არის 10 (ათ) მეტრში.
2018 წლის 20 თებერვლის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამი ტელეფონი: გაურკვეველი მოდელის „HTC”, „Samsung” gomanu „Galaxy S8+” და “Samsung” gomdok „Galaxy Ace” დაზიანებულია, რის გამოც მათზე კვლევების ჩატარება შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარდგენილი „Alcatel’’ ფირმის „2005D” მოდელის მობილურ ტელეფონზე კვლევების ჩატარება შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელეფონებიდან და მეხსიერების ბარათებიდან ამოღებული იქნა ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილები. ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელეფონებიდან და სიმ ბარათებიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია კონტაქტების და სხვადასხვა საშუალებებით განხორციელებული მიმოწერის შესახებ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: გ----------------–---–მა და გ--------------–-–---–მა.
2018 წლის 07 იანვრის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ირკვევა, რომ მ-------–-------–ის ნომრიდან მ----ს ნომერზე შესულია შეტყობინება „ლ-–- მონაგონი იქნება, მერე ესენიც ვინმეს არ დააბრალო მე არ მომიწერიაო, შე მართლა ქათამო“. „ქალის ხმით რომ ტირიხარ ლ-–- არ მომკლაო მაგის მერე ხმას როგორ იღებ, ფარჩაკი ხარ ვინც თქვა“. „შენ რაღას მელაპარაკები საერთოდ ხმას როგორ იღებ მთელმა თბილისმა მოისმინა შენი ტირილი ლ-–- არ მომკლაო და ჩანაწერიც მაქვს შე ფარჩაკო შენთან მე სალაპარაკო აღარ მაქვს, დანარჩენს განახებთ“. მ-------–-------–ის და ს---–-------------ის მიმოწერით: „ენა უნდა მოვაჭრა“, „თითები უნდა დავამტვრიო, რომ ნომერიც ვერ აკრიფოს“. „----–--- ძმაკაცურად მითხარი რისი ღირსია“. „რაც ლ-–-მ უქნა იმის ღირსია, მაგრამ საერთოდ თავი დაანებე, მე მაგას გირჩევ ძმაო“. მ-------–-------–ი სწერს მ---- „შენ მაგრად გეძებ, ლ-–-მ რაც გიქნა უარეს დაგმართებ, შენ ქათმის სახელი გაქვს აკიდებული“. „ყველაფერი მაქვს ჩაწერილი ყველამ გაიგო რა (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ბალამუტშიკი ხარ ხვალ მეტყვიან სად დადიხარ პირობითზე და შენ საფლავს დედაშენის და მამაშენის გვერდზე ვათხრევინებ შე (უწმაწურ სიტყვას იყენებს) შე ჭორიკანა ქალო, რეები იკადრე ბიჭო შენ, ა---ოს სად ეპატიჟები, დედა გაქვს (უწმაწურ სიტყვას იყენებს), მაგარ შარში ხარ თუ გაასწრებ აქედან მარა სანამ“. მ-------–-------–ი უკავშირდება ს---–-------------ეს „ლ-–-მ რაც დააკლო, მე ავუნაზღაურებ. არის ღირსი უკვე მაგრად რა“.
2018 წლის 23 თებერვლის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. გამოსაკვლევად შესულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1---------, 1---------, 1---------, 1--------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე რ----–-----–----–---–-სა და ლ-–----------ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1---------, 1---------, 1---------, 1--------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე მ-------–-------–ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1---------, 1---------, 1--------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–----------ისა და ჯ------------ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 1--------- მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–----------ისა და მ----–---–----ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: 5-----------------------------------, 2-----------------------------------, 2------------------------------------------, 1---------------, A---------------------------------- A----------------, A--------------------------8, A---------------------------8, A----------------------------0, A------------------, A------------------ )--------------------------- A-------------------1-----------------------------2, A---------------------------------------, A---------------------------------------, A---------------------------------------, A---------------------------------W--------------------------, A---------------------------------------, A--------------------------9, A-----------------------------, A---------------------------0, A---------------------------, A------------------1389141618, A------------------1420961990, A------------------, A------------------, c---------------_+------------- A------------------, A------------------ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ლ-–----------ისა და მ----–---–----ის ხმისა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები კერძოდ: c---------------_+------------, ca--------------_+------------ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე მ----–---–----ის ხმისა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ე------------–-–---–მა.
აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ლ-–----------ემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---- გაიცნო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის დროს, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ერთად. შემდეგ მამასთან კონფლიქტის გამო მ---- წავიდა, რის გამოც თავადაც წავიდა სახლიდან და ცხოვრობდა დასთან. მას და დანარჩენ ბრალდებულებს არ გაუტაცებიათ მ---- და არც თავისუფლება აღუკვეთავთ მისთვის. შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს მ---- და არც მანქანაში მჯდარა ბრალდებულებთან ერთად. მას არანაირი ჩანაწერი არ გაუკეთებია და არავისთვის გაუგზავნია, ტელეფონი აჩუქა მ---მა და შესაძლოა სწორედ მან გააგზავნა ჩანაწერი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, შემდეგ მიაკითხა მეუღლეს სამსახურში, რის შემდეგ წავიდნენ საყიდლებზე ე.წ. „ბ-----“ ბაზრობაზე, ხოლო შემდეგ სახლში კ------ის ქუჩაზე. იმ ღამით, მისი ცოლის და მეუღლესთან ერთად დარჩა მასთან სტუმრად და გვიანობამდე მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკიტხულმა დაცვის მოწმეებმა: ლ--–---------------------------------ემ.
ბრალდებულმა ჯ------------ემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---- არ გაუტაცებია და არც ბრალდებულებთან ერთად მჯდარა მანქანაში შემთხვევის დღეს. 2017 წლის 29 დეკემბერს დილით წავიდა სამსახურში პიაცაზე, რის შემდეგ შეხვდა მეუღლეს და წავიდნენ საყიდლებზე „კარფურში“, ხოლო შემდეგ მშობელთა კრებაზე. დაახლოებით 19:00 საათიდან 19:30 საათამდე შუალედში მივიდნენ სახლში, სადაც სტუმრები დახვდათ. მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, ხოლო შემდეგ მეზობელს - რ------------------–--ეს სთხოვა სასტუმროში გაყოლა ხალიჩების ასატანად. რ-----ი გაჰყვა და აიტანეს ხალიჩები. მოგვიანებით რ-----ის მანქანით ჩავიდა ა---––--–-, წამოიყვანა შვილი და სახლში დაბრუნდა დაახლოებით 1:00 საათიდან 2:30 საათამდე შუალედში და დაიძინა. აღნიშნული დროის განმავლობაში მისი კუთვნილი ტელეფონი დაუტოვა მამიდას, ვინაიდან ბავშვები ჰყავდა დატოვებული და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდა. აღნიშნული გარემოებები დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკიტხულ დაცვის მოწმეთა: ნ-----------–---- და რ------------------–--ის ჩვენებებით.
ბრალდებულმა მ-------–-------–მა არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მ---- გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მასთან სახლში, ხოლო შემდეგ წავიდა მონასტერში. როდესაც მიიღო ჩანაწერი ივარაუდა, რომ მ----ს გაგზავნილი იყო და აქედან გამომდინარე აჩვენა ა---ოს და ოჯახის წევრებს. მისივე ჩვენებით, ა---------–--ესთან საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და უბრალოდ იტრაბახა, რომ მ---- ძვლები და კბილები ჩაუმტვრია, თუმცა რეალურად მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმე - მ----- ც-------–მა და განმარტა, რომ მ---- გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მასთან სახლში და რაც შეეხება ჩანაწერს, იგი არ ჩათვალა რეალურად, ვინაიდან მ---- შეეძლო სხვა ადამიანის ხმით საუბარი და ჩანაწერში არსებული ინფორმაცია მიიჩნია ხუმრობად.
ბრალდებულმა ჯ-------–---- არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს იყო შვილის დაბადების დღე და იმყოფებოდა სახლში ღამის 20:00 საათიდან 3:00 საათამდე. 27-29 დეკემბერს ბრალდებულები და დაზარალებული არ უნახავს და მათთან არც სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონია. ამ პერიოდში მისი ტელეფონი გაფუჭებული იყო და ხელოსანთან ჰქონდა დატოვებული.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–----------ემ ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო რაც შეეხება მ-------–-------–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ჯ------------ის, რ----–-----–----–---–-ს და ჯ-----------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------–-------–ი, ჯ------------ე, რ----–-----–----–---–- და ჯ-----------–--ე ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდნენ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ლ-–----------ის, მ-------–-------–ის, ჯ------------ის, რ----–-----–----–---–-ს და ჯ-----------–--ის ბრალეულობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ლ-–----------ეს, მ-------–-------–ს, ჯ------------ეს, რ----–-----–----–---–ს და ჯ-----------–--ეს ედავება მასში, რომ მ--------–-------–-ს წაქეზებითა და ორგანიზებით ლ-–----------ესთან, ჯ-----------–--ესთან, რ----–-----–----–---–თან, ჯ------------ესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახეს თავისუფლება აღეკვეთათ მ----–---–----ისთვის, რათა ამ უკანასკნელს პასუხი ეგო წარსულში ლ-–----------ის მიმართ მ-------–-------–თან ნათქვამი უცენზურო სიტყვებისთვის. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ შეიმუშავეს გეგმა მ----–---–----ის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან გამოყვანის და თვისუფლების აღსაკვეთად, რაც განახორციელეს კიდეც. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენებაზე, არის თუ არა მისი ჩვენება სანდო და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ-–----------ის, მ-------–-------–ის, ჯ------------ის, რ----–-----–----–---–-ს და ჯ-----------–--ის მიერ მ----–---–----ის მიმართ 2017 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - მ----–---–----ის ჩვენება, თუმცა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ამასთან, საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ა--–--------------ის, ა---------–--ის, ს---–-------------ის, გ---------------–-–---–ის, ბ-------–-–---–ის, დ-------------–--, ა-–------------------–---–--, პ-------–--------ს, გ-------–-----–იას, გ-----------------ის, ზ--------------ის, დ------------ის, ი-----–------------ას, ნ---------–---ის, გ----------------–---–ის, გ--------------–-–---–ის და ე------------–-–---–ის ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ მ----–---–----ს მ-------–-------–ის წაქეზებითა და ორგანიზებით ლ-–----------ემ, ჯ------------ემ, რ----–-----–----–---–მა და ჯ-----------–--ემ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება და შესაბამისად, სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამასთან, უტყარობის თვალსაზრისით შეფასებისას, მ----–---–----ის ჩვენება ბადებს სერიოზულ კითხვებს, ვინაიდან იგი წარსულში მსჯავრდებულია ტყუილისთვის - თაღლითობისთვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამდენად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ლ-–----------ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ბრალდებულთა: მ-------–-------–ის, ჯ------------ის, რ----–-----–----–---–-ს და ჯ-----------–--ის მიმართ უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა მიერ ბრალად შერახცხული ქმედების ჩაიდინა და ისინი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ სრულად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ბრალდებულები თავს არ სცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–----------ემ ჩაიდინა მ----–---–----ის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ბრალდებულები: მ-------–-------–ი, ჯ------------ე, რ----–-----–----–---–- და ჯ-----------–--ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მათ მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
კერძოდ, მ----–---–----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მ-------–-------–ის წაქეზებით და ორგანიზებით გაიტაცეს ლ-–----------ემ, ჯ------------ემ, რ----–-----–----–---–მა, ჯ-----------–--ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა - ვინმე ,,თ-----მ“, რომლებმაც მიიყვანეს ა---––---- ტერიტორიაზე დაუსახლებელ ადგილზე, სადაც გათხრილი ჰქონდათ საფლავი, მობილიზებული ჰქონდათ ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები, რომელშიც აპირებდნენ მისი გვამის შეფუთვას და დამარხვას. აღნიშნული გამოწვეული იყო მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რომელიც მისი სახელით გაუგზავნეს ლ-–--. თუმცა ლ-–-- აუხსნა, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ იყო მისი გაგზავნილი და დაუმტკიცებდა იმ შემთხვევაში თუკი ცოცხალს დატოვებდა. აღნიშნული შეთანხმებით მან შეძლო თავის დაღწევა და უვნებლად გადარჩენა. მისივე ჩვენებით, ლ-–----------ეს და რ----–-----–----–---–ს ჰქონდათ დანები, რომლის დემონსტრირებასაც ახდენენ.
დაზარალებულის მითითება, რომ ლ-–----------ესთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა ბრალდებულებიც, მათ საფლავი ჰქონდათ გათხრილი, თან ჰქონდათ დანები, ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები, ვერ დადასტურდა საქმის მასალებით. კერძოდ; დაზარალებულის მონაწილეობით 2018 წლის 04 იანვარს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში დაზარალებულმა ვერ მიუთითა შემთხვევის ადგილზე და ვერც ამოთხილ საფლავზე. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა ამოღებული და წარმოდგენილი დანაშულის იარაღი - დანები, რომელზეც უთითებდა დაზარალებული თავის ჩვენებაში. ასევე, არ ამოღებულა ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები.
ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი დაზარალებულის ჩვენების შემოწმების მიზნით იმ ნაწილში, სადაც უთითებდა, რომ „ნისან მარჩის“ მანქანის უკანა სავარძელზე ოთხი პირი იჯდა - არავინ მჯდარა სხვის მუხლებზე, რაც ავტომანქანის მოცულობიდან გამომდინარე გამორიცხულია. ამასთან, ბრალდების მხარეს არ ამოუღია ავტომანქანა, არ აუღია მითითებული მანქანიდან ნიმუშები, კვლები და არ ჩაუტარებია შესაბამისი ექსპერტიზები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო მანქანაში დაზარალებულისა და ბრალდებულთა ყოფნა/არყოფნის ფაქტი.
ამასთან, სასამრთლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2018 წლის 21 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ თითქოსდა ფიქსირდება ყავისფერი „Nissan-March“-ის მარკის მანქანა, სადაც მძღოლის გვერდით ზის მუქ ტანსაცმელში ჩაცმული პირი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით ერთ-ერთი ბრალდებული - რ----–-----–----–---–-ა, ხოლო მძღოლი - ლ-–----------ეა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი არის ძალიან უხარისხო, მასზე გარკვევით არაფერი ჩანს - არც ავტომანქანის მარკა, ფერი და სახელმწიფო ნომერი და არც იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირებაა შესაძლებელი - ბრალდების მხარეს აღნიშნულ ვიდეო მასალაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.
ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება ვერც მომსახურე ანძების გეოგრაფიული ლოკაციის განსაზღვრის ოქმი, ვინაიდან მოწმე ნ---------–---ის ჩვენების მიხედვით, მობილური ტელეფონით მოსარგებლე პირის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრა მობილური ოპერატორისთვის შეუძლებელია, რადგან სხვდასხვა გარემოებების გათვალისწინებით ცდომილებამ შეიძლება რამდენიმე ათეული კილომეტრიც კი შეადგინოს.
რაც შეეხება მ-------–-------–ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას, სასმართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის ლ-–----------ისაგან ცნობილი გახდა მ----–---–----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. მან ფაქტის თაობაზე თავისებური ინტერპრეტაციით უამბო მოწმეებს - ა---------–--ეს და ს---–-------------ეს, რომლებსაც განუცხადა, რომ მ---- კბილები და ნეკნები დამტვრიეს, რაც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა - მ-------–-------–მა მისივე სიტყვებით ,,მეგობრებთან იტრაბახა“ და მას ლ-–-- მიერ მ----ს მიმართ განხორციელებულ მუქარასთან შეხება არ ჰქონია, რაც დადასტურდა სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკვლეული მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსითაც.
საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, დასჯადია დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (იმ გამონაკლის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელსაც სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს, სსკ-ის 151-ე მუხლს არ მოიცავს). მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ აღნიშნული მუხლით მოხდეს პირის მსჯავრდება, ადგილი უნდა ჰქონდეს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ლ-–----------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და მ-------–-------–ს სამართალდამცავ ორგანოებისათვის აღნიშნულის შეტყობინების ვალდებულება არ გააჩნდა.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება - რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32) და ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა (გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იქნა დაწყებული).
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ლ-–----------ის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამდენად, ლ-–----------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ - მუქარისთვის, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო მ-------–-------–ი, ჯ------------ე, რ----–-----–----–---–- და ჯ-----------–--ე ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- 26 ცალი ლაზერული დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- 11 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი მეხსიერების ბარათი, USB მეხსიერების ბარათი და 2 ცალი სიმ ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------–-------–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. მ-------–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. ჯ------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. ჯ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ლ--–------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ----------, წ-------–-- /ი-----–---–-- ქუჩა N------ საერთო ფართი 15.00 კვ.მ , საკადასტრო კოდით - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 10 000 ლარის ნაწილში.
5. რ----–-----–----–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
6. რ----–-----–----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
7. ჯ-----------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
8. ჯ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
9. ლ-–----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
10. ლ-–----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით) მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
11. ლ-–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ლ--–------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ----------, წ-------–-- /ი-----–---–-- ქუჩა N------ საერთო ფართი 15.00 კვ.მ , საკადასტრო კოდით - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 10 000 ლარის ნაწილში.
12. განემარტოთ გამართლებულებს უფლება, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
13. ნივთმტკიცება:
- 26 ცალი ლაზერული დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- 11 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი მეხსიერების ბარათი, USB მეხსიერების ბარათი და 2 ცალი სიმ ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
14.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი