განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/80-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - თ----------–-----–---–-
დაცვის მხარე
დამცველები - მ---------------
ბრალდებული - დ-------------- ლ-------–---–ი, დაბადებული - 1----–-–-------------, პირადი №-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თბილისი, დ-------------------------, მ-------------ი, ბ--------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა);
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა);
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისავის ნასამართლევი პირის მიერ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 23 სექტემბერს, 12:30 საათიდან 13:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თბილისში, ა----–-----------------, ბინა N---–-, განზრახ მოკვლის მიზნით დ-------–-------–---–მა ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა შ-------------ს, მათ შორის გულმკერდის არეში. ასევე, დანის დარტყმით მიაყენა ჭრილობა ზურგის არეში. შ-------------ი მიყენებული დაზიანებების შედეგად გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
დ-------–-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე გადაგზავნილი 2 (ორი) მასრა და 1 (ერთი) ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (AПC), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის PA-63, P-64, PK-59 და სხვა. ორივე მასრა და ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი დ-------–-------–---–ი 2018 წლის 23 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ა----–-----------------, ბინა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ-------–-------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული დაზარალებულ შ-------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ დ-------–-------–---–ს იცნობს 4-5 წელია, რომელთანაც ნაცნობობა აკავშირებს. 2018 წლის 23 სექტემბერს შვილის დაბადების დღე იყო და იმყოფებოდა სახლში. კარზე გაისმა კაკუნის ხმა, გააღო კარი, ისე რომ არ დაუნახავს ვინ იყო. ამ დროს გაისმა გასროლის ხმა და მაკაროვის სისტემის იარაღის ტყვია მოხვდა გულმკერდის არეში. დაიყვირა - „რას შვებით ოჯახია“, დაეცა ძირს და დაკარგა გონება.
მოწმე თ---------–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ დაზარალებული - შ-------------ი არის მისი მეუღლე. სწორედ მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე ზარის ხმა გაიგონა. ამ დროს ბავშვი გავიდა აივანზე, რომელსაც გაყვა თავად, ხოლო მეუღლემ გააღო კარი. გაიგონა ორი გასროლის და მისი მეუღლის ხმა „თეო მიშველე“ და ,,რას შვები ოჯახიაო“. გავიდა მეუღლესთან რომელსაც გულმკერდის არე ჰქონდა სისხლიანი და კარგავდა გონებას, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.
მოწმე კ---- გ----------–---–ის ჩვენების მიხედვით (უდავო მტკიცებულება), ბავშვობიდან იცნობს შ-------------ს, რომელიც მისი ძალიან ახლო მეგობარია. ასევე, კარგად იცნობს დ-------–-------–---–ს, რომელიც იყო მისი კლასელი. დაახლოებით ორი კვირის წინ, შ-------------ს და დ-------–-------–---–ს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც შ-------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დ-------–-------–---–ს. აღნიშნული შეკამათების შესახებ მოუყვა დ-------–-------–---–მა, რომელიც მომხდარი ფაქტის გამო იყო ნაწყენი შ-------------ზე. დ-------–-------–---–ი ურეკავდა შ-------------ს, ცდილობდა მის ნახვას და უნდოდა მომხდარ შელაპარაკებაზე საუბარი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო დ-------–-------–---–ი შ-------------ს ვერ შეხვდა. 2018 წლის 23 სექტემბერს, დილის საათებში, შეხვდა შ-------------ს, რომელსაც ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის დაბადების დღე. ბავშვს უყიდეს აკვარიუმი და ტორტი, რომელიც მიიტანეს შ-----სთან სახლში, რის შემდგომ წამოვიდა შ-----ს სახლიდან. აპირებდნენ საღამოს შეკრებას და ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას. შ-----სთან ყოფნის მომენტში დაუკავშირდა დ-------–-------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მასთან პირად თემაზე საუბარი და როდესაც მოიცლიდა დაერეკა მისთვის. დაახლოებით 13:30 საათზე, დაუკავშირდა შ-------------ს, რომელსაც კითხა თუ რას აკეთებდა, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ მასთან უნდა მისულიყო დ-------–-------–---–ი. საუბარში უთხრა ისიც, რომ „აი, კარებს ვაღებ, დ-------–-------–---–ი მოვიდა და მერე დაგირეკავო". აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე წუთში დაურეკა შ-----ს მეუღლემ - თ-----მ კ--–----ემ და უთხრა, რომ შ----- დაჭრეს.
მოწმე ლ---- ტ----–---–ის ჩვენებით დასტურდება შემდეგი (უდავო მტკიცებულება) -ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------–-----------ში მდებარე პირველ სართულზე და ბავშვობიდან იცნობს დ-------–-------–---–ს, რომელთანაც გააჩნია ახლო მეგობრული ურთიერთობა. რამდენიმე დღის წინ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეგობარს დ-------–-------–---–ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა შ-------------თან, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, მ-–---------------ში. უთანხმოების მიზეზი მისთვის უცნობია. დ-------–-------–---–თან აქვს ყოველდღიური ურთიერთობა და ხშირად ნახულობენ ერთმანეთს. 2018 წლის 23 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, ა-–-------------------- გამზირზე შემთხვევით შეხვდა დ-------–-------–---–ს, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ-------------თან აპირებდა ასვლას მ-–-------------ზე, მის საცხოვრებელ სახლში და გაყოლა შესთავაზა, რაზედაც დათანხმდა. სანამ ავიდოდნენ მის საცხოვრებელ სახლში, დ-------–-------–---–მა უთხრა, რომ „წავალ და მალე დავბრუნდებიო“. ელოდებოდა „ბუკიას“ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა რატომ და რისთვის წავიდა დ-------–-------–---–ი იმ ეტაპზე მისთვის უცნობი იყო. დ-------–-------–---–ი დაბრუნდა დაახლოებით 40 წუთში, რის შემდგომაც ერთად გაემართნენ მ-–------------- N---ში და ფეხით ავიდნენ შ-------------ის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ცხოვრობს ზ/აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე. შ-------------ის საცხოვრებელი ბინის კარებზე დააკაკუნა დ-------–-------–---–მა. კარები მალევე გაუღო შ-------------მა, რა დროსაც დ-------–-------–---–ი ფეხით მიაწვა კარებს, შევიდა შიგნით და შ-----ს დაუყვირა: „შენი შესაგინებელი შვილი სად მყავსო“, საქამრის წინა მხრიდან ამოიღო მუქი ფერის იარაღი და ესროლა შ-------------ს, რომელიც წაბორძიკდა. ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართულებით კიდევ განახორციელა გასროლა გულმკერდის არეში, რის გამოც შ-------------ი დაეცა ძირს და ეხვეწებოდა: „არ მომკლაო“. მიუხედავად ამისა, დ-------–-------–---–მა საქამრიდან ამოიღო დანა და დაარტყა შ-------------ს ზურგის არეში. ის თავის მხრივ ცდილობდა დ-------–-------–---–ის დამშვიდებას და ადგილიდან გარიდებას. მომხდარი ფაქტის შემდგომ ფეხით ჩამოირბინეს კიბეები და გავიდნენ ქუჩაში, სადაც გააჩერეს ტაქსი და გაეცალნენ იქაურობას.
მოწმე გ------ ხ-------–---–ის ჩვენებით: 2018 წლის 23 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ შ-------------ის მკვლელობის მცდელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ დ-------–-------–---–ს და ლ---- ტ----–---–ს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ ქ. თბილისში, ჭ--–---- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ დანაშაულის ჩადენის იარაღი. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმეთა: გ-----------------ის და დ-------------–---–ის ჩვენებების მიხედვით: 2018 წლის 23 სექტემბერს მივიდნენ ქ. თბილისი, ჭ--–---- ქუჩა N---ში. დ-------–-------–---–ს გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის საცვლიდან ამოღებული იქნა შავი ფერის დასაკეცი დანა, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.
მოწმე ი-----–--------–აძის ჩვენებით: 2018 წლის 23 სექტემბერს მეწყვილე გ---------------------სთან ერთად ქ. თბილისი, მ-–------------- N---ში მდებარე შემთხვევის ადგილიდან აიღო სუნის კვალის ნიმუშები.
მოწმე თ-------------–-–---–ის ჩვენებით: 2018 წლის 23 სექტემბერს მეწყვილე - ლ--------–------თან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისი, მ-–------------- N---ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება და ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება. ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, ანაწმენდები, მოწითალო ფერის ლაქები, მასრები, ტყვიის გულა, ლითონის საგანი და ბოქლომი.
მოწმე გ-------------–ვილის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.
2018 წლის 23 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, მ-–------------- N------------- რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ანაწმენდები 8 ცალ სტერილურ ჩხირზე, ორი ცალი ლითონის საგანი - მოყვითალო ფერის მასრები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები 3 ცალი, ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ბოქლომი, ერთი ცალი ლითონის საგანი და მუყაოს ყუთი.
2018 წლის 23 სექტემბრის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ქ----------- ქუჩა N---ში მდებარე რეგიონული ჰოსპიტალიდან ა-----------–---–--გან ამოღებული იქნა შ-------------ის ტანსაცმელი. კერძოდ: ღია ფერის მოკლე შარვალი, წარწერით „KOTON“, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის ლაქები; მოთეთრო ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის ლაქები; მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი ზედა მოთეთრო ფერის ზოლებით „POLO RalPH Lauren“, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის ლაქები.
2018 წლის 23 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დ-------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას მისი საცვლიდან ამოღებული იქნა შავი ფერის დანის მაგვარი საგანი ლათინური წარწერით „EULCRUMII“, რომლის პირის ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. დ-------–-------–---–ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „N----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდებია 3--------------, 3--------------- მობილურ ტელეფონში მოთავსებულია „ბ--–----ს“ სიმ ბარათი, რომელზეც იკითხება რიცხვები 8--------------------.
2018 წლის 24 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (უდავო მტკიცებულება) მოხდა მოწმე ლ---- ტ----–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება.
2018 წლის 23 სექტემბრის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დ-------–-------–---–ისგან ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის უმკლავებო ე.წ „ჟილეტი“, რომელსაც მარჯვენა ჯიბის მიმდებარედ განთავსებული აქვს ლათინური შრიფტით წარწერა „JVST DO IT“, რომელსაც აქვს ე.წ. „კაპიშონი“; ერთი ცალი მუქი ფერის უმკლავებო ე.წ. „დუტის“ ჟილეტი, რომელსაც აქვს კუბოკრულიანი სარჩული, ხოლო წინა მარჯვენა ჯიბის ქვევით მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; ერთი ცალი მუქი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა მარცხენა ჯიბის სარჩულზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული იქნა ასევე, ერთი წყვილი სპორტული სტილის „ნაიკის“ ფირმის თეთრ და შავ ფერებში გაწყობილი ფეხსაცმელი.
2018 წლის 13 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შ-------------ის სისხლის ნიმუში (ობ. N27; პაკეტი, წარწერით: „...შ-------------ის სისხლის ნიმუში“) მიეკუთვნება 0(I) ჯგუფს; პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი ლითონის საგანი ამოღებულია ბინიდან...“, მოთავსებულ მოოქროსფრო მეტალის ტყვიის გულაზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------ს (ობ. N27); პაკეტში, წარწერით: „...4 (ოთხი) ც. ანაწმენდი 8 (რვა) ჩხირზე ამოღებული იქნა ბინიდან...“, მოთავსებულ: ანაწმენდებზე, „ბინაში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან“, არსებული ბიომასალის (ობ. N5) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N5-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ლ---- ტ----–---–ს (ობ. N25; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული მოწმე ლ---- ჯ------–----- ტ----–---–ის დაბ. 1-.07.1---წ. პირის ღრუს მიდამოდან...“). ობ. N5-ის გენეტიკურ პროფილში შ-------------ის (ობ. N27) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ანაწმენდებზე, „ბინაში შესასვლელი კარის საჭვრეტელის გარე ზედაპირიდან“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------ს (ობ. N27); პაკეტში, წარწერით: „...3 (სამი) ც. სტერილურ ჩხირზე ამოღებულია მოწ. ფერის ლაქების ანაწმენდი, ბინიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------ს; პაკეტში, წარწერით: „.„სს 0----------- დანის მაგვარი საგანი“...“, მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------ს. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N13) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N13-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ-------–-------–---–ს (ობ. N--); პაკეტში, წარწერით: „...მუყაოს კოლოფები ამოღებულია ბინაში შემოსასვლელში მეტლახის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ მუყაოს ორ ყუთზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N15,16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------ს (ობ. N27); პაკეტში, წარწერით: „..დ-------–-------–---–ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ დათბილულ ჟილეტზე არსებული ღია მოწითალო მოყავისფრო ლაქა (ობ. N17) წარმოადგენს სისხლს. პაკეტში, წარწერით: „...შ-------------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ მოლურჯო ფერის მაისურზე (ობ. N20,21), მონაცრისფრო შორტზე (ობ. N22,23) და მოთეთრო ფერის, სავარაუდოდ, მაისურის ფრაგმენტზე (ობ. N24) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------ს (ობ. N27).
2018 წლის 23 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ 1, 2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი ორი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПM) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (AПC), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის PA-63, P-64, PK-59 და სხვა. ორივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი ერთი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПM) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (AПC), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის PA-63, P-64, PK-59 და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ვ---------–----ემ.
2018 წლის 7 დეკემბრის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ თ----------------–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა საიტი ---------. გრაფაში „გაერთიანებული მობილური“ მიეთითა შ-------------ის საკონტაქტო ნომერში მითითებული ნომერი 5-----------, რის შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული ნომრის პროვაიდერი არის „მ----------“. შემოწმდა დ-------–-------–---–ის საკონტაქტო ნომერი 5-----------, სადაც მითითებულია, რომ პროვაიდერი არის „ბ--–----“ „ვ-----------------–--“.
2018 წლის 18 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შპს „მ----------ს“ ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შ-------------ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- 2018 წლის 23 სექტემბრის 07:00 საათიდან 2018 წლის 23 სექტემბრის 14:00 საათამდე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის და მოკლეტექსტური შეტყობინებების შესახებ. კავშირზე მყოფი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები და კავშირის დამაფიქსირებელი ანძების ნომრების და მდებარეობის მითითებით. აღნიშნულ ოქმზე დართული ცხრილით დასტურდება, რომ შ-------------ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- 2018 წლის 23 სექტემბერს 12:37:54 საათზე დაუკავშირდა ბრალდებული - დ-------–-------–---–ი მობილური ტელეფონის ნომრით 5-----------.
2018 წლის 12 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2019 წლის 15 იანვრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ სპეც. პაკეტში შტრიხკოდით F-------- მოთავსებულ „ობ. N2 და „ობ. N3“ ორ ცალ მასრაზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. ექსპერტიზაზე წარდგენილ შ-------------ის მაისურზე და შორტზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
2019 წლის 8 თებერვლის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ დ-------–-------–---–ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დ-------–-------–---–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად დ-------–-------–---–ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ-------–-------–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად დ-------–-------–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ-------–-------–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით დ-------–-------–---–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი დ-------–-------–---–მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. გ-------–---–-- სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხ---------------ი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ქ--------–----------ემ.
2019 წლის 22 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 1-2. წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით მოქ. შ-------------ს 2018 წლის 23 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 23.09.2018წ-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაეწია სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა შპს „-----------–----------––-- დიაგნოზით: გულმკერდის ღია ჭრილობა. მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ღია ჭრილობა. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. შ-------------ს აღენიშნებოდა: გულმკერდის არეში, მარჯვნივ, მარჯვენა ძუძუს დვრილთან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა; მარცხენა ბარძაყის მედიალურ (შიგნითა) ზედაპირზე შემავალ-გამომავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა; მარჯვენა ბეჭის არეში ნაკვეთი ჭრილობა. წარდგენილი ქ. თბილისის შპს „რ---------–-----------–--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ნომრის გარეშე) ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. შ-------------ი ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 23.09.2018წ.- 05.10.2018წ. დაესვა დიაგნოზით: მუცლის ღრუს ცეცხლნასროლი გამჭოლი დაზიანება, ორგანოების მრავლობითი ტრავმით (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ასწვრივი კოლინჯის, თეძოს ნაწლავის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი). მარცხენა ბარძაყის შიგნითა მიდამოში რბილი ქსოვილების ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვნივ გულმკერდის წინა მიდამოში და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზემო მიდამოში. მუცლის ღრუს ცეცხლნასროლი გამჭოლი დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მარცხენა ბარძაყის შიგნითა მიდამოში რბილი ქსოვილების ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა ასევე განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზემო მიდამოში, მარჯვენა ბეჭის არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2019 წლის 20 მაისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დ-------–-------–---–ს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა, ფსიქოზური ჩართვით / F 07.0 /, ორგანული ტიპის ინტელექტუალური და მნესტიკური ფუნქციების დაქვეითება (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ს.ს.საქმის მასალები და ამჟამინდელი კვლევის შედეგები. ამაზე მიუთითებს გენეტიკის ფსიქოპათოლოგიური დატვირთვა, ასფიქსიაში დაბადება, ჩვილ ასაკში ფებრილური მრავლობითი გულყრა, 3 წლის ასაკში სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობისას გადატანილი ტკივილით გამოწვეული სტრესი და მოგვიანებითი პათოხასიათობრივი ცვლილებები. მიღებული ქალა-ტვინის ტრავმა და ამ ფონზე გამოვლენილი და ასაკის მატებასთან ერთად გამკვეთრებული ხასიათის პათოლოგიური დარღვევები (ადვილი გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა, კონფლიქტურობა, ნებისყოფის სისუსტე, სოციუმში ადაპტაციის გაძნელება), მოზარდობის ასაკიდან (15 წლის ასაკიდან) ნარკოტიზაცია, ხანდაზმული და სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ტოქსიური ენცეფალოპათია, შემდგომში მყარი პიროვნული პათოლოგიური ცვლილებებით, ასოციალური ქმედებებისკენ მიდრეკილება, მსჯელობის ზედაპირულობა, აზროვნების წებოვანება, რიგიდულობა, ამბივალენტობა, სმენითი ჰალუცინაციების არსებობა, იჭვნეულობა ირგვლივმყოფთა მიმართ, აფექტურობა, იმპულსურობა, კრიტიკის მკვეთრი დაქვეითება საკუთარი მდგომარეობისა და ქცევების მიმართ. ინკრიმინირებული ქმედების დროს დ-------–-------–---–ის თავისუფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდულად შერაცხადი). ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით დ-------–-------–---–ს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედებების ფაქტობრივი ხასიათი ან/და უხელმძღვანელოს მათ. ამჟამად, გ.პ-ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით საჭიროებს სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობას შპს „ აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, აღნიშნული მდგომარეობის ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის განაჩენით დ-------–-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 01 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 04 წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 07 მარტიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2014 წლის 06 მარტს კალენდარულად, სასჯელის მოხდის შემდეგ, თუმცა ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაიკითხა ბრალდებული დ-------–-------–---–ი, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არც ცეცხლსასროლი იარღი ჰქონია და არც დაზარალებულის მოკვლა უცდია. იგი შ-------------ს დიდი ხანია იცნობს, მეგობრობს და შემთხვევის დღეს მასთან ფულის გადასაცემად მიდიოდა, რა დროსაც გაიგონა ორი გასროლის ხმა და დაინახა თუ როგორ ჩაირბინა ორმა ბიჭმა ქვევით. როდესაც შ-----ს ბინაში ავიდა, იგი დაჭრილი დახვდა და სთხოვა წასულიყო, რათა პრობლემები არ შეჰქმნოდა. გამოსვლისას იპოვნა დანა, რომელიც მოეწონა, აიღო და შეინახა, ხოლო მოგვიანებით გადასცა პოლიციის თანამშრომლებს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-------–-------–---–მა ჩაიდინა: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; 3. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და 4. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან დ-------–-------–---–ი თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ-------–-------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, ვინაიდან ეს მკვლელობა არ გულისხმობს არც მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და არც პრივილეგიური მკვლელობის შემადგენლობის არსებობას. ასეთი სახის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ.. უნდა შევნიშნოთ, რომ სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით. ამასთან, უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა მასთან ახლო მდგომ სხვა დანაშაულთაგან. სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე და 1-8-ე მუხლებისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. აქ სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, ხოლო თანამდევი შედეგის მიმართ კი – გაუფრთხილებლობას. ამიტომაც, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა. მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია (მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის ჭრილობის მიყენება). ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი მკვლელობაც, რომელსაც ე.წ. „უმოტივო მკვლელობად“ მიიჩნევენ და ზოგჯერ დაუსაბუთებლად ხულიგნური მოტივით ჩადენილ მკვლელობად აკვალიფიცირებენ, რამდენადაც მოტივის დადგენა ვერ ხერხდება (ბრალდებულს იგი არ ახსოვს ქმედების სიმთვრალეში ჩადენის გამო, ანდა იგი არ ამხელს მკვლელობის მოტივს). დოქტრინაში აღიარებულია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა და თუ არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი? და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში მოწმეებმა: კ---- გ----------–---–მა და ლ-------------შვილმა (უდავო და პირდაპირი მოწმეები) დაადასტურეს დ-------–-------–---–სა და შ-------------ს შორის არსებული კონფლიქტის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
ამასთან, ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და განხორციელებული ქმედების შედეგად მსხვერპლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხი, კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. მაგ. პირმა შეიძლება მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლოს მეორე პირს და დაჭრას მსუბუქად, ანდა საერთოდ ააცილოს მიზანს, რაც არ გამორიცხავს ქმედების სსკ-ის 19,108 მუხლით დაკვალიფიცირებას, თუ რათქმაუნდა სახეზე არ იქნება ქმედების სხვა დამამძიმებელი გარემოებები - 19,109-ე მუხლის შემადგენლობა. დ-------–-------–---–ის ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. დ-------–-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი შელაპარაკების და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიყენებული ჭრილობების რაოდენობის და ლოკალიზაციის, ძირს დავარდნილი დაზარალებულისათვის ცივი იარაღით დამატებითი ჭრილობის მიყენების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევის - მან შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა, არ დაკავშირებია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს (დაზარალებული ძლიერი სისხლდენით მიატოვა მარტო) - გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ-------–-------–---–ი შ-------------ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.
შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ბრალდებული შემთხვევის დღეს დაზარალებულთან ფულის სასესხებლად მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, არც შ-------------ის მოკვლა უცდია და დანა შემთხვევით იპოვა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას. კერძოდ, საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით - კ---- გ----------–---–ის და ლ---- ტ----–---–ის ჩვენებებით დასტურდება შემდეგი: ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება; კ---- გ----------–---–ის განმარტებით შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეფონით ესაუბრებოდა სწორედ დაზარალებულს, რომელმაც უთხრა, რომ ელოდებოდა დ-------–-------–---–ს და შემდეგ საუბარი დაასრულა - „აი, კარებს ვაღებ, დ-------–-------–---–ი მოვიდა და მერე დაგირეკავო“; ლ---- ტ----–---–ის ჩვენებით, ის თავად ახლდა ბრალდებულს და დაინახა, როგორ ესროლა დაზარალებულს ჯერ იარაღიდან მარცხენა ფეხის და გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ ჩაარტყა დანა ზურგის არეში; შპს „მ----------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგინდა, რომ დ-------–-------–---–ი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ნამდვილად დაუკავშირდა დაზარალებულს; საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბინაში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან ამოღებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის - ლ---- ტ----–---–ს, რითაც დასტურდება, რომ ის ნამდვილად ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე; დ-------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანა სისხლის ლაქებით, ხოლო ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დანაზე არსებული სისხლი ეკუთვნის დაზარალებულ - შ-------------ს.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა. საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი ამ კანონის თანახმად, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვ. იგი განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად. საერთოდ, ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც. ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუმბარა, ნაღმი და ა.შ.).
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის და საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა.
სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება თავისთავად მოიცავს შენახვასაც (რამე რომ ატარო, სადმე უნდა ინახავდე მას). იარაღის ტარება ასევე მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენასაც, რადგან იგი შეძენის ლოგიკური გაგრძელებაა (რომ ატარო, ჯერ უნდა შეიძინო).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ-------–-------–---–ს არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენისა და ტარების კანონიერი უფლება.
სსკ 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება, განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ. თუ პირი ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, მას არა აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, პირმა იცის, რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება და სურს ეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ-------–-------–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, მას არ ჰქონდა ცივი იარაღის ტარების უფლება და მიუხედავად ამისა, იგი ატარებდა დანას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ დ-------–-------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------–-------–---–მა ჩაიდინა: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; 3. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და 4. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------–-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოებრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 1-327/14 და 1-613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის და რეციდივის დროს).
სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2019 წლის 8 თებერვლის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც - დ-------–-------–---–ი მოთავსებული უნდა იქნეს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში. კერძოდ, აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხონი - ქუტირი, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ანაწმენდები 8 ცალ სტერილურ ჩხირზე, 3 ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, დ-------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, დ-------–-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში, დ-------–-------–---–ისგან აღებული ანაწმენდის ნიმუშები და შ-------------ის სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მუყაოს ყუთი, ერთი ცალი ბოქლომი და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: 2 ცალი ლითონის საგანი (მასრები) და ერთი ცალი ლითონის საგანი (ტყვია), შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შ-------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- დ-------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, დ-------–-------–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- დ-------–-------–---–ის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ-------–-------–---–ის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სამ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ-------–-------–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ვიდეო-ჩანაწერის ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ლ---- ტ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ტყავის საფული, პლასტიკური ბარათების, სამგზავრო ბარათის, გასაღების ჯაჭვთან და ე.წ. „ბრელოკთან ერთად“, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის; ლ---- ტ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ორი ცალი დანის, 1 ცალ ქარქაშთან ერთად და მუქი მზის სათვალის; ლ---- ტ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ლ---- ტ----–---–ის ტანსაცმელის (ორი ცალი შარვალი, კაპიშონიანი ზედა) და ერთი წყვილი ფეხსაცმელის, ლ---- ტ----–---–ის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერის 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, ლ---- ტ----–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელის, ლ---- ტ----–---–ის ნერწყვის და სუნის ნიმუშის, ლ---- ტ----–---–ისგან აღებული ანაწმენდის ნიმუშის, ლ---- ტ----–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოების, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ვიდეო-ჩანაწერის, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ლ---- ტ----–---–ის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------–-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ-------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
3. დ-------–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 სექტემბრიდან.
4. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა დ-------–-------–---–მა დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე - არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
5. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ანაწმენდები 8 ცალ სტერილურ ჩხირზე, 3 ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, დ-------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, დ-------–-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში, დ-------–-------–---–ისგან აღებული ანაწმენდის ნიმუშები და შ-------------ის სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მუყაოს ყუთი, ერთი ცალი ბოქლომი და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: 2 ცალი ლითონის საგანი (მასრები) და ერთი ცალი ლითონის საგანი (ტყვია), შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შ-------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- დ-------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, დ-------–-------–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- დ-------–-------–---–ის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ-------–-------–---–ის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სამ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ-------–-------–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ვიდეო-ჩანაწერის ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ლ---- ტ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ტყავის საფული, პლასტიკური ბარათების, სამგზავრო ბარათის, გასაღების ჯაჭვთან და ე.წ. „ბრელოკთან ერთად“, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის; ლ---- ტ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ორი ცალი დანის, 1 ცალ ქარქაშთან ერთად და მუქი მზის სათვალის; ლ---- ტ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ლ---- ტ----–---–ის ტანსაცმელის (ორი ცალი შარვალი, კაპიშონიანი ზედა) და ერთი წყვილი ფეხსაცმელის, ლ---- ტ----–---–ის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერის 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, ლ---- ტ----–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელის, ლ---- ტ----–---–ის ნერწყვის და სუნის ნიმუშის, ლ---- ტ----–---–ისგან აღებული ანაწმენდის ნიმუშის, ლ---- ტ----–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოების, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე და ვიდეო-ჩანაწერის, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ლ---- ტ----–---–ის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი