განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100119003012269
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გ--------------–-----

ბრალდებულის – ი-----–-----------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ი-----–-------------- ნ--------ის, დაბადებულის - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ---–-----–-, ს------–------–----–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, მ-------------------, კორპუსი №-------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ი-----–-----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, პ---------------ეს ქ. თბილისში, ნ------------------------ში მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი-----–-----------ემ იმ მიზეზით, რომ პ----- მას არ სესხულობდა ფულად თანხას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ი-----–-----------ემ პ---------------ეს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მრავალჯერ დაარტყა ხელი, ფეხი და ასევე, პოლიეთილენის სითხით სავსე ბოთლი, რის შედეგადაც პ---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ი-----–-----------ემ დაზარალებულს მობილური ტელეფონის დასამუხტი სადენი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც პ---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ჩადენილი ქმედებებისთვის ი-----–-----------ე 2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულმა ი-----–-----------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ს------–---- ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ი-----–-----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

ი-----–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ი-----–-----------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ი-----–-----------ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი-----–-----------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. ი-----–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი