განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
330100118002304589
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/588-18

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

3 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - გ-------–---–------ე, თ-----------------ე და თ----------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ--–---------------–--–---–---–ი, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ი------------ გამზირი, კ------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.

 

ადვოკატები - ა-–------------------ე და თ----------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის ივლისის თვეში, ს--------------–--ემ გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა, რისთვისაც 2014 წლის პირველ აგვისტოს, მეგობარ - რ----–------------ის რჩევით, დახმარებით მიმართა თბილისში, ი-–----------------------------ში მდებარე შპს ,---------------------- რომელსაც ავტომანქანები ჩამოჰყავდა საქართველოში შეკვეთით. შპს ,----------------------- დამფუძნებელი იყო შ--–---–--–---–---–ი, ხოლო კომპანიის დირექტორი და იურისტი იყვნენ ბ--------------–---–ი და ზ---------------ი. 2014 წლის პირველ აგვისტოს, დღის საათებში, შპს ,----------------------- ოფისში, მდებარე თბილისი, ი-–----------------------------ში, შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს ინტერნეტსაიტის საშუალებით დაათვალიერებინა იმ ეტაპზე გასაყიდი ავტომანქანები და შეარჩევინა ა---------–-----------–-–-------ში არსებული, 20 015 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა ,--–--------------. შეთანხმებისამებრ, ს--------------–--ემ იმავე დღეს ბეს სახით გადაიხადა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 17 015 აშშ დოლარი მან გადაიხადა 2014 წლის 2 აგვისტოს. ს--------------–--ემ ფულადი თანხა ორივე შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა შ--–---–--–---–---–ს და ფულადი თანხის გადახდის დამადასტურებლად მიიღო შპს „---------------------- მიერ გაცემული ინვოისი. შ--–---–--–---–---–ის დაპირების თანახმად, ს--------------–--ეს ავტომანქანა საქართველოში უნდა ჩამოსვლოდა დაახლოებით სამი თვის ვადაში, რის შემდეგაც ის კომპანიისათვის მომსახურების სანაცვლოდ გადაიხდიდა 2 100 აშშ დოლარს და შპს „------------------------- გადაიფორმებდა ავტომანქანას საკუთარ სახელზე. 2014 წლის 2 აგვისტოს, ავტომანქანა „-–--------------, ანუ იგივე ავტომანქანა, რომლის ჩამოყვანასაც შ--–---–--–---–---–ი დაჰპირდა ს--------------–--ეს, ა---------–-----------–-–-------ში შეიძინა კომპანია „---------------------, იგივე „---------------------–---- და გადმოაგზავნა საქართველოში რეალიზაციისათვის. კომპანია „--------------------- მიერ შეძენილი ავტომანქანა „-–-------------- საქართველოში ჩამოვიდა 2014 წლის 14 ნოემბერს, შპს „-------- სახელზე. აღნიშნული კომპანია დაარსა იგივე პირმა, რომელმაც დააფუძნა „---------------------- („---------------------–---). შპს „-------,“განვადების ხელშეკრულებით, ავტომანქანა მიჰყიდა ფიზიკურ პირს - ზ---------------ს, რომელმაც, თავის მხრივ, ავტომანქანა შ--–---–--–---–---–ის თხოვნით, გადასცა ს--------------–--ეს. ს--------------–--ემ დარჩენილი ფულადი თანხა შ--–---–--–---–---–ს გადაუხადა 2015 წლის 7 მაისს, თუმცა ამ უკანასკნელს ავტომანქანა ს--------------–--ისთვის არ გადაუფორმებია. ზ---------------მა, რომელიც მოქმედებდა შ--–---–--–---–---–ის თხოვნით, გააფორმა განვადების ხელშეკრულება შპს „---------- და ავტომანქანა დოკუმენტაციის გარეშე გადასცა ს--------------–--ეს. შპს „-------“ ავტომანქანა „-–-------------- შეიძინა საქართველოში რეალიზაციისათვის და ჩამოყვანიდან რამდენიმე დღეში განვადების ხელშეკრულებით გაასხვისა ფიზიკურ პირზე, თუმცა აღნიშნულ ფიზიკურ პირს არ გადასცა ავტომანქანის დოკუმენტაცია, ვინაიდან, ვიდრე ფიზიკური პირი სრულად არ დაფარავდა ავტომანქანის საფასურს, დოკუმენტაცია რჩებოდა შპს „----------. შ--–---–--–---–---–ის მიერ შეცდომაში შეყვანილმა ზ---------------მა ვერ შეძლო შპს ,--------------- ავტომანქანა „-–---------------ის საფასურის გადახდა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ავტომანქანა მიაკუთვნა შპს “--------, როგორც მის პირვანდელ მესაკუთრეს. ვინაიდან, შ--–---–--–---–---–ს, ს--------------–--ისათვის შერჩეული ავტომანქანა „-–-------------- არ შეუძენია ა---------–-----------–-–-------ში, ხოლო აღნიშნული ავტომანქანა შეძენილია იმთავითვე „---------------------–---- („--------------------) მიერ და გადმოგზავნილია შპს „-------------- რეალიზაციის მიზნით, ის მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--------------–--ის ფულად თანხას აშშ დოლარის ექვივალენტში, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 34425 ლარს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, დიდი ოდენობით.

 

2.1. დაზარალებულ ს--------------–--ის განმარტებით, შ--–---–--–---–---–ი 2014 წლის მაისის თვეში გააცნო მეგობარმა - რ----–------------ემ. მეგობრის განმარტებით, შ--–---–--–---–---–ი დაეხმარებოდა სასურველი ავტომანქანის შეძენაში და 2014 წლის ივლისის თვის ბოლოს, ს--------------–--ე მივიდა ქ. თბილისში, ი------------ გამზირ, №----------–- მდებარე შპს „---------- ოფისში, სადაც მას დახვდა შ--–---–--–---–---–ი, ზ---------------ი და კომპანიის დირექტორი - ბ--------------–---–ი. ბევრი ძებნის შემდეგ, შ--–---–--–---–---–მა მოიძია დაზარალებულისთვის სასურველი, შავი ფერის ავტომანქანა „-–-------------, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 20 000 აშშ დოლარს. ს--------------–--ემ ბრალდებულს „ბეს“ სახით დაუტოვა 3000 აშშ დოლარი, ხოლო ორ რიცხვში ასევე ხელზე გადასცა დარჩენილი თანხა, მთლიანობაში - 20 000 აშშ დოლარი. შ--–---–--–---–---–ის დავალებით, ბ--------------–---–მა შეადგინა ხელწერილი, რომლის თანახმადაც, ს--------------–--ეს სრულად ჰქონდა გადახდილი ავტომანქანის თანხა. შ--–---–--–---–---–მა ფურცელზე ხელი მოაწერა და დაამოწმა კომპანიის ბეჭდით. ბრალდებულთან შეთანხმების თანახმად, ს--------------–--ე ავტომანქანას სექტემბრის თვეში მიიღებდა, რის შემდეგაც იგი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ტვირთის ტრანსპორტირების საფასურს - 2100 აშშ დოლარს. ავტომანქანის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს შ--–---–--–---–---–ი აწარმოებდა. კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებული უკავშირდებოდა ზ---------------ს და ბ--------------–---–ს, ვინაიდან შ--–---–--–---–---–ი მუდმივად საზღვარგარეთ იმყოფებოდა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. 2014 წლის 14 ნოემბერს, მოხდა ავტომანქანის ტრანსპორტირება თბილისში. აღნიშნული ავტომანქანა ს--------------–--ეს ღამის საათებში ჩააბარეს შ--–---–--–---–---–მა და ზ---------------მა. იქვე იმყოფებოდნენ სხვა პიროვნებებიც, თუმცა დაზარალებულს მათი ვინაობა არ ახსოვს. ბრალდებული მას დაპირდა, რომ ავტომანქანის დოკუმენტაციას რამდენიმე დღეში გადასცემდა. დაზარალებულმა მესამე დღიდან დაიწყო „---------- ოფისში დარეკვა და დოკუმენტების მოთხოვნა, მაგრამ შ--–---–--–---–---–ი მუდმივად საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ს--------------–--ემ ავტომანქანის შეძენის მსურველი კლიენტი მოიძია, თუმცა გადაფორმების გარეშე გაყიდვას ვერ ახერხებდა, აღნიშნულისთვის კი ავტომანქანის დოკუმენტაცია ესაჭიროებოდა. ვინაიდან დაზარალებულმა ვერ შეძლო დაკავშირებოდა ბრალდებულს, ავტომანქანის საბუთები კომპანიის დირექტორს მოსთხოვა, რომელმაც უპასუხა, რომ შ--–---–--–---–---–ის გარეშე ვერანაირ დოკუმენტებს ვერ გადასცემდა. ავტომანქანის დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნამ დაახლოებით სამი წელს გასტანა. მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ, მესამე წელს დაუბრუნა შ--–---–--–---–---–მა დაზარალებულს ავტომანქანისთვის გადახდილი თანხა.

 

დაზარალებულის განმარტებით, შეძენილი ავტომანქანით სარგებლობას ვერ ახერხებდა და ავტომანქანა მის ავტოფარეხში იდგა, რადგან მას განბაჟების პროცედურები არ ჰქონდა გავლილი. 2015 წლის ნოემბრის თვეში, ს--------------–--ის ადვოკატები შეხვდნენ ზ---------------ს, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანას ვერ გადაუფორმებდნენ, რადგან დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ 24 000 აშშ დოლარს ჩაურიცხავდნენ ანგარიშზე. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კომპანია „---------- არცერთი წარმომადგენელი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა, რის გამოც ს--------------–--ემ განცხადებით მიმართა პოლიციას. სწორედ პოლიციაში შეხვდა იგი შ--–---–--–---–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ ვინაიდან ავტომანქანის ტრანსპორტირების თანხა არ ჰქონდა გადახდილი დაზარალებულს, სწორედ ამიტომ ვერ აძლევდა დოკუმენტაციას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შ--–---–--–---–---–ისთვის 2690 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ (2100 დოლარი ტრანსპორტირების თანხა და 590 დოლარი ჯარიმა) ბრალდებული დოკუმენტაციას გადასცემდა დაზარალებულს. ს--------------–--ემ მეორე დღიდან დაიწყო ბრალდებულთან და კომპანიის წარმომადგენლებთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ: ოფისში არავინ იმყოფებოდა, ხოლო მობილურ ტელეფონს არცერთი მათგანი არ პასუხობდა.

 

საბოლოოდ, ს--------------–--ის შვილი ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა ზ---------------ს, რომელმაც გამოუგზავნა შ--–---–--–---–---–ის საბანკო ანგარიში, რაზედაც შეთანხმებული თანხა უნდა ჩაერიცხა დაზარალებულს. ს--------------–--ემ თანხა მაშინვე ჩარიცხა გადმოგზავნილ ანგარიშზე და მესამე დღეს, შ--–---–--–---–---–მა მას გადასცა კომპანიის ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებული ყველა თანხა გადახდილი ჰქონდა. ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ ავტომანქანის დოკუმენტებს 10 დღეში გადასცემდა, თუმცა ამ დაპირების შემდეგ გავიდა სამი წელი და დაზარალებულს ავტომანქანის დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღია. გამოძიების დაწყების შემდეგ, 2017 წელს შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს ჩაურიცხა 24 000 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა „-–-------------“-ის მეპატრონე იყო კომპანია „-------, რომელიც მოითხოვდა მისი კუთვნილი ნივთის დაბრუნებას. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითქოსდა მისთვის შეძენილი ავტომანქანა გადაეცა კომპანია „-------. დაზარალებულისთვის ასევე ცნობილია, რომ ზ---------------მა შ--–---–--–---–---–ის დავალებით გააფორმა ხელშეკრულება ავტომანქანის განვადებით შეძენის თაობაზე. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ შ--–---–--–---–---–ი დროის გაყვანას ცდილობდა (,,ორი კვირა მაცალე“, ,,ერთი თვე მაცალე“). დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ჩამოყვანილ ავტომობილს მან ჩაუტარა ქიმიური წმენდა და მცირე პროფილაქტიკური სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, დაზარალებული ბრალდებულისგან ითხოვს დამატებით 9551 ლარის გადახდას, რაშიც შედის ადვოკატის მომსახურების თანხები, სასამართლოს ბაჟი და ბანკის კრედიტისათვის გადახდილი პროცენტი; მის ავტოფარეხში მყოფი ავტომანქანა წაიყვანა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა და გადაეცა კომპანია „-------. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

2.2. მოწმე ლ---------–---–ის განმარტებით, მისმა მეუღლემ - ს--------------–--ემ, შ--–---–--–---–---–ის კომპანიისგან, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ი------------ გამზირ #---–-, 2014 წლის ივლისის თვის ბოლოს, შეიძინა ავტომანქანა - „-–-------------. ს--------------–--ემ ავტომანქანა შ--–---–--–---–---–ის დახმარებით შეარჩია და სწორედ მას გადაუხადა 20 015 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით. ავტომანქანის შერჩევას და ფულის გადაცემას ლ---------–---–ი პირადად არ შესწრებია, ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მას მეუღლემ მიაწოდა. მოწმისთვის ცნობილია, რომ თანხის გადაცემის შემდეგ შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს გადასცა ინვოისი, სადაც აღნიშნული იყო კომპანიის დასახელება, გადახდილი თანხის ოდენობა, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელმოწერა და ბეჭედი. თანხის გადაცემიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, მის მეუღლეს გადასცეს ავტომანქანა და დაჰპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში ავტომანქანის დოკუმენტაციასაც გადასცემდნენ. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დოკუმენტები ს--------------–--ეს დღემდე არ მიუღია. 2015 წლის აპრილის თვეში, ს--------------–--ემ განცხადებით მიმართა პოლიციას. სწორედ პოლიციის განყოფილებაში შეხვდა დაზარალებული შ--–---–--–---–---–ს და ზ---------------ს, სადაც ამ უკანასკნელებმა დამატებით მოსთხოვეს დაზარალებულს ავტომანქანის ტრანსპორტირების თანხა 2100 აშშ დოლარის ოდენობით და ჯარიმა 690 აშშ დოლარი. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, შ--–---–--–---–---–თან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. დაზარალებულის ოჯახი ზ---------------ს დაუკავშირდა ელექტრონული ფოსტით და სწორედ მისგან მიიღეს ბრალდებულის საბანკო ანგარიში, რომელზეც ს--------------–--ის მიერ მოხდა ბრალდებულისგან დამატებით მოთხოვნილი 2790 აშშ დოლარის ჩარიცხვა. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის ყველა თანამშრომელი მიუწვდომელი გახდა კონტაქტისთვის, არცერთი მათგანი მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა, ხოლო ოფისი დაკეტილი იყო. საბოლოოდ, დაზარალებულმა სასამართლო მიმართა სარჩელით და მოითხოვა ავტომანქანის დოკუმენტები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ს--------------–--ისთვის გადაცემული ავტომანქანა კომპანია „-------- საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლომ დაზარალებულის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ავტომანქანა დაუბრუნა კომპანია „------,“ როგორც კანონიერ მფლობელს. მოწმის განმარტებით, მის მეუღლეს - ს--------------–--ეს ავტომანქანის თანხა ნასესხები ჰქონდა. ვინაიდან ავტომანქანის რეალიზაცია ვერ მოხდა მისი დოკუმენტაციის არქონის გამო, დაზარალებული იძულებული გახდა ბანკიდან კრედიტი გამოეტანა. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მეუღლეს შ--–---–--–---–---–მა ჩაურიცხა 24 000 დოლარი.

 

2.3. მოწმე ი-----------–--ის ჩვენების თანახმად, მამამისმა - ს--------------–--ემ, 2014 წლის აგვისტოს თვეში, კომპანია „---------- დახმარებით შეიძინა ავტომანქანა. მისთვის ცნობილია, რომ ს--------------–--ემ ავტომანქანის გადაფორმება ვერ მოახერხა, რადგან მას შესაბამისი დოკუმენტაცია არ გადასცეს. კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონს არ პასუხობდნენ, რის გამოც მამამისი იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. სწორედ პოლიციის განყოფილებაში შეხვდა ს--------------–--ე შ--–---–--–---–---–ს, სადაც ბრალდებულმა მას დამატებით მოსთხოვა 2790 აშშ დოლარის გადახდა და დაჰპირდა, რომ თანხის ჩარიცხვის შემდეგ ავტომანქანის დოკუმენტაციას გადასცემდა. აღნიშნულის შემდეგ, „---------- წარმომადგენლები კვლავ არ პასუხობდნენ ტელეფონებს, რის გამოც ი-----------–--ე ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა ზ---------------ს. მოწმემ მისგან მიიღო შ--–---–--–---–---–ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც ს--------------–--ემ ჩარიცხა ბრალდებულის მიერ დამატებით მოთხოვნილი 2790 აშშ დოლარი. თანხის ჩარიცხვის შემდეგ კონტაქტზე კვლავ არავინ გამოდიოდა, რის გამოც ი-----------–--ემ კვლავ მიწერა წერილი ელექტრონულ ფოსტაზე ზ---------------ს, თუმცა ამ უკანასკნელს პასუხი არ მოუწერია.

 

მოწმის ჩვენების თანახმად, მამამისი - ს--------------–--ე ავტომანქანით სარგებლობას ვერ ახერხებდა, რადგან იგი განბაჟებული არ იყო. მოწმემ დადასტურა, რომ ს--------------–--ემ შეძენილ ავტომანქანას საბურავები შეუცვალა და ქიმწმენდა ჩაუტარა.

 

2.4. მოწმე ა---–------ის განმარტებით, 2014 წელს, შ--–---–--–---–---–ის კომპანიაში მუშაობდა ოფისის მენეჯერად. იგი კომპანიაში მისულ მოქალაქებს აძლევდა მიმართულებას, ეწეოდა რეკლამირებას და ოფისის ინვენტარით მომარაგებას. მოწმეს ს--------------–--ე მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი და რა სახის მანქანა შეიძინა დაზარალებულმა, მისთვის უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ 2016 წლის დასაწყისში, მის მეუღლეს - ზ---------------ს, შპს „-------- სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული ვალდებულება წარმოიშვა ზ---------------ის მიერ, კომპანია „----------- ს--------------–--ისთვის ჩამოყვანილი ავტომანქანის განვადებით გამოსყიდვის გამო. მოწმის ჩვენების თანახმად, შპს „-------“ თანხა ვერ მიიღო, რის გამოც კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ხოლო ავტომანქანის შესახებ დოკუმენტაცია ს--------------–--ეს დათქმულ დროს არ გადაეცა.

 

2.5. მოწმე ბ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა შპს „---------- დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია იღებდა შეკვეთებს, საზღვარგარეთ ყიდულობდა ავტომანქანებს, რომლებიც ჩამოჰყავდა საქართველოში და გადასცემდა კლიენტებს. შპს „---------- დამფუძნებელი იყო შ--–---–--–---–---–ი. სწორედ ბრალდებული აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც კლიენტებთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ პარტნიორებთან, ახორციელებდა შეკვეთებს და ახდენდა ავტომანქანების ჩამოყვანის ორგანიზებას. პირადად მის (ბ--------------–---–ი) მოვალეობაში შედიოდა ოფისის მოვლა-შენახვა, დოკუმენტების გაფორმება და ოფისის მუშაობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. კომპანია განთავსებული იყო ქ. თბილისში, ი------------ გამზირ №---–- მდებარე ოფისში. მოწმემ ს--------------–--ე გაიცნო კომპანიის ოფისში, რ----–------------ისგან. ბ--------------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულს ავტომანქანის შეძენა სურდა. ს--------------–--ეთან მოლაპარაკებას შ--–---–--–---–---–ი აწარმოებდა. დაზარალებული რამდენჯერმე იმყოფებოდა კომპანიის ოფისში. მოწმემ ბრალდებულისგან შეიტყო, რომ ს--------------–--ეს და შ--–---–--–---–---–ს შორის შეთანხმება შედგა და დაზარალებულმა ავტომანქანის შესაძენად დაახლოებით 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა. თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. სად, როდის და როგორ მოხდა შ--–---–--–---–---–ისთვის თანხის გადაცემა, ბ--------------–---–ისთვის უცნობია. 2014 წლის ოქტომბრის თვეში, მოწმე გადავიდა სხვა სამსახურში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ფორმალურად ითვლებოდა კომპანიის დირექტორად.

 

მოწმემ დაადასტურა, რომ მას რამდენიმეჯერ დაუკავშირდა ს--------------–--ე, რომელმაც აცნობა ავტომანქანის დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის თაობაზე. მან დაზარალებულს აუხსნა, რომ იგი კომპანიაში არ მუშაობდა, რის შემდეგაც ს--------------–--ეს მასთან არ დაურეკავს. შ--–---–--–---–---–ს და დაზარალებულს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. ავტომანქანის შერჩევისა და გადაცემის პროცესს ბ--------------–---–ი არ დასწრებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზოგადად ავტომანქანის შეძენის თანხები კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. შ--–---–--–---–---–ის დავალებით, ბ--------------–---–მა შეადგინა ინვოისი, რომელიც გადასცა დაზარალებულს. მოწმის ჩვენების თანახმად, ზ---------------ი შპს „----------- თანამშრომელი არ იყო, მაგრამ კომპანიის იურიდიულ მხარდაჭერას ახორციელებდა. შპს „---------- ავტომანქანის საქართველოში ჩამოყვანას გადამზიდავი კომპანია -„--------- მეშვეობით ახორციელებდა; ინვოისში რომელიც ს--------------–--ეს გადაეცა, აღნიშნული იყო გადახდილი თანხა, კლიენტის სახელი და გვარი და მასზე დასმული იყო კომპანიის ბეჭედი. მოწმე არაერთხელ დაუკავშირდა შ--–---–--–---–---–ს და შეატყობინა ს--------------–--ის პრეტენზიის თაობაზე. ბრალდებული დაჰპირდა მას, რომ პრობლემას მოკლე დროში მოაგვარებდა. ბ--------------–---–მა გადამზიდავ კომპანიასთან შპს „----------- გართულებული ურთიერთობის შესახებ შეიტყო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვისას.

 

2.6. მოწმე ზ---------------ის განმარტებით, ს--------------–--ე გაიცნო 2014 წლის ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში. შ--–---–--–---–---–ს დაფუძნებული ჰქონდა კომპანია „---------, რომელსაც ავტომანქანები ჩამოჰყავდა საქართველოში. ს--------------–--ე, რ----–------------ის მეშვეობით დაუკავშირდა კომპანიას, რომლის ოფისიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ი------------ გამზირზე. ზ---------------ი ოფიციალურად კომპანიის თანამშრომლად არ ითვლებოდა, მაგრამ იურიდიულ საკითხებში დახმარებას უწევდა მას. ს--------------–--ემ ავტომანქანის შეძენაში დახმარება სთხოვა შ--–---–--–---–---–ს. საბოლოოდ, მხარეებმა კონკრეტული ავტომანქანა შეარჩიეს და ს--------------–--ემ სრულად გადასცა თანხა შ--–---–--–---–---–ს, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით. თანხის გადაცემის მომენტს ზ---------------ი არ დასწრებია, აღნიშნულის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის. როგორც მისთვის ცნობილია, ს----------------–--ემ პირველ ჯერზე 3000 აშშ დოლარი გადასცა შ--–---–--–---–---–ს, ხოლო მეორედ, ორი - სამი დღის შემდეგ - 20000 აშშ დოლარი. თანხის გადახდიდან ორ თვეში უნდა გადაეცათ ავტომანქანა კლიენტისთვის. 2014 წლის ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, ავტომანქანა გადაეცა ს--------------–--ეს, ხოლო ავტომანქანის დოკუმენტაცია გადამზიდავ კომპანიას მოგვიანებით, 5-7 დღეში უნდა მიეწოდებინა „---------- ოფისისთვის. შემდეგ გაურკვევლობა წამოიშვა შ--–---–--–---–---–ის კომპანიას და გადამზიდებს შორის. ბრალდებული არასამართლიანად დააჯარიმეს და ურთიერთობაც დაიძაბა. კომპანიის ავტომანქანები გადამზიდავებმა შეაჩერეს. ვინაიდან ავტომანქანა, რომელიც ს--------------–--ეს უნდა გადასცემოდა, კომპანია „-------- საკუთრებას წარმოადგენდა, მისი (ზ---------------ის) სახელზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის ღირებულება სამ თვეში უნდა დაფარულიყო. ზ---------------მა ხელშეკრულებას ხელი შ--–---–--–---–---–ის თხოვნით მოაწერა და სწორედ ბრალდებულს უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხა, თუმცა ამ უკანასკნელმა თანხა არ გადაიხადა. კომპანია „-------“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ავტომანქანა დაიბრუნა. ს--------------–--ემ ავტომანქანა ვერ გადაიფორმა, რადგან მისი დოკუმენტაცია არ გააჩნდა. კომპანია ბარამთან გართულებული ურთიერთობის გამო, „----------ს მიერ შეძენილი ავტომანქანებიც ჩამოყვანა შეჩერდა, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი ჩაბარდა კლიენტს, გარდა ს--------------–--ისა.

 

2.7. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ დ------------–---–ის განმარტებით, წარმოებაში ჰქონდა საღსრულებო საქმე, რომელშიც მოსარჩელე იყო შპს „-------, ხოლო მოპასუხე - ზ----------------ი. დავის საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა „-–--------------, რომელიც სასამართლომ შპს „------- მიაკუთვნა. 2018 წლის 8 იანვარს, ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ--------------ის მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და გადაეცა მესაკუთრეს. ნივთის ამოღება მოხდა ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე (ავტომანქანა იმყოფებოდა რ--------- გზატკეცილზე და ამოღება განახორციელა ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა).

 

2.8. 2017 წლის 2 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, მ--–-------------ისგან ამოღებულ იქნა „--------------------- მიერ ავტომანქანის შეძენის სერთიფიკატი ორ ფურცლად, შპს „------ა“ და ზ---------------ს შორის გაფორმებული განვადების ხელშეკრულების დედანი ორ ფურცლად.

 

2.9. 2014 წლის 19 ნოემბრის ავტომანქანის განვადებით გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავტომობილი „-----------------------, რომლის ღირებულება შეადგენს 21 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულებაში მყიდველ პირად მითითებულია ზ---------------ი, ხოლო გამყიდველად - შპს „------- (დირექტორი ე-–--------------------ე). ხელშეკრულების ვადა იწყება 2014 წლის 19 ნოემბერს და სრულდება 2014 წლის 25 დეკემბერს.

 

2.10. 2017 წლის 3 ნოემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანხმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ - ლ-------------–ის მიერ, ექსპერტების - მ-–--------–----ის და ლ------–------ის, დაზარალებულ ს--------------–--ის მონაწილეობით, დათვალეირებულ იქნა შავი ფერის ავტომანქანა, ლათინური ასოებით წარწერით - L------------, ღია რუხი ფერის სავარძლებით, ვინ კოდით J----------------.

 

2.11. 2017 წლის 14 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, სს „--------------- მენეჯერ ს--–--------–---სგან ამოღებულ იქნა: შ--–---–--–---–---–ის სს „--------------- ანგარიშის ნომერზე -G---------------------- განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის შუალედში, შ--–---–--–---–---–ის სხვა ანგარიშის ნომრებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის შუალედში, სს „------------–-- ზ---------------ის საბანკო ანგარიშისა და მასზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე და იმავე ბანკში, ბ--------------–---–ის საბანკო ანგარიშისა და მათზე განხორციელებული ტრანზაქციების იმავე პერიოდის შესახებ ინფორმაცია.

 

2.12. 2017 წლის 14 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, „-----------–----------- იურისტ დ-------------ისგან ამოღებულ იქნა ინფორმაცია, შ--–---–--–---–---–ის ანგარიშის ნომრების და აღნიშნულ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე, ზ---------------ისა და ბ--------------–---–ის ანგარიშის ნომრების შესახებ - 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის პერიოდში.

 

2.13. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან 2----–-–---------------–-- ამონაწერის თანახმად, შპს „--------- მოტორსის დირექტორად ფიქსირდება ბ--------------–---–ი, 50 პროცენტიანი წილის მესაკუთრედ - შ--–---–--–---–---–ი, ხოლო მეორე 50 პროცენტის მესაკუთრედ - ი-----–--------–-–---–ი.

 

2.14. 2017 წლის 21 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, „-----------–----------- იურისტ -ს--–--------–---სგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, შპს „--------- მოტორსის, საიდენტიფიკაციო ნომრით - 4--------, ანგარიშის ნომრისა და აღნიშნულ ანგარიშზე, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დროის პერიოდში შესრულებული საბანკო ოპერაციების შესახებ.

 

2.15. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------- დასკვნის თანახმად, 2014 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებულ, შპს „----------------------ს მიერ გაცემულ ინვოისზე - #----- არსებული ხელმოწერა, ქვედა მხარეს, მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდის მარცხნივ გადატანილია არა ასლის გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით, გადახატვის გზით, ან რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია ბ--------------–---–ის მიერ (ექსპერტი - მ---------–---–ი).

 

2.16. 2017 წლის 17 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ-------------–ის მიერ, მოწმე ი-----------–--ისგან გამოთხოვილ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან ------------------, ინფორმაცია ზ---------------თან (ელექტრონული ფოსტა -------------------) მიმოწერის თაობაზე. ამოღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 24 აპრილს, ი-----------–--ე, ზ---------------ს წერს ს--------------–--ის სახელით და სთხოვს, აცნობოს გადასახდელი თანხის ოდენობა და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც ავტომანქანა l------------------ შეძენის თაობაზე თანხა უნდა იქნეს ჩარიცხული. პასუხად, 2015 წლის 24 აპრილსავე, ზ---------------ი ი-----------–--ეს უგზავნის შ--–---–--–---–---–ის ანგარიშის ნომერს „------------–-- და ასახელებს გადასახდელი თანხის ოდენობას - 2790 აშშ დოლარს. 2015 წლის 15 მაისით დათარიღებული იმეილის თანახმად, ი-----------–--ე ატყობინებს ზ---------------ს, რომ შ--–---–--–---–---–ის „------------–-- გახსნილ ანგარიშზე -G-----------------------------------, უკვე ჩაირიცხა მოთხოვნილი 2790 აშშ დოლარი. იმავე დღეს, 13:00 საათზე უნდა მომხდარიყო ავტომანქანის გადაფორმება, თუმცა მობილურ ტელეფონებზე კომპანიის წარმომადგენლებს ვერ უკავშირდება ს--------------–--ე და კომპანიის ოფისშიც არავინ იმყოფება. აღნიშნული მიმოწერის თანახმად, დაზარალებული ითხოვს ავტომანქანის გადაფორმების ზუსტი თარიღი აცნობონ და შეატყობინონ მობილური ტელეფონი ნომერი, რაზედაც იგი შეძლებს კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას.

 

2.17. 2014 წლის 19 თებერვლის ავტომობილის საკუთრების მოწმობის თანახმად, 2007 წელს გამოშვებული ავტომანქანა ლ--------, ნომრით -J----------------, ტვირთის მიმწოდებლად დაფიქსირებულია ბ--------------------–-ა, ხოლო მიმღებად - L--------------------.

 

2.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------------–------–- გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს „-------- სარჩელი ზ---------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ზ---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა L----------, ხოლო ზ--------------------------- სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 6990 ლარის გადახდა.

 

2.19. 2017 წლის 30 ნოემბრის სალაროს შემოსავლის #---------- ორდერის თანახმად, შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს, სს „--------------- ანგარიშზე ჩაურიცხა 24 000 აშშ დოლარი.

 

2.20. შპს „-------------ის მიერ გაცემული 2014 წლის 2 აგვისტოს #----- ინვოისის თანახმად, ს--------------–--ის მიერ გადახდილია ავტომანქანის ღებულება - 20 015 აშშ დოლარი.

 

2.21. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-----------------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ლ-------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

2.22. ბრალდებულმა შ--–---–--–---–---–მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ხოლო დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ ს--------------–--ისგან ნამდვილად მიიღო ავტომანქანის ღირებულება, თუმცა ავტომანქანის დოკუმენტაციის დროულად გადაცემა ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო და თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი (უფრო მეტიც ჩაურიცხა, ვიდრე ეკუთვნოდა).

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული შ--–---–--–---–---–ის მიერ თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შ--–---–--–---–---–მა, განიზრახა რა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, დაჰპირდა დაზარალებულ ს--------------–--ეს, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია - „---------------------- საშუალებით, 20 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ა---------–-----------–--–--------დან ჩამოუყვანდა ავტომანქანა „-–----------------. შეთანხმებისამებრ, ს--------------–--ემ შ--–---–--–---–---–ს ხელზე გადასცა მთლიანობაში 20 015 აშშ დოლარი, ხოლო კომპანიის მომსახურების თანხა 2790 აშშ დოლარის ოდენობით დაზარალებულმა ჩარიცხა ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე. მიუხედავად აღნიშნულისა, შ--–---–--–---–---–მა ს--------------–--ეს გადასცა კომპანია „-------- მიერ შეძენილი ავტომანქანა - „ლ---------------, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ავტომანქანის კუთვნილი დოკუმენტაცია დაზარალებულისთვის არ გადაუცია. ს--------------–--ისგან შეთანხმებული თანხების მიღების შემდეგ, შ--–---–--–---–---–ი, საკონტაქტოდ მიუწვდომელი გახდა დაზარალებულისთვის; იგი არ პასუხობდა დაზარალებულის სატელეფონო ზარებს და დაკეტილი იყო კომპანიის ოფისიც. შ--–---–--–---–---–მა პასუხისმგებოლობისგან თავის არიდების მიზნით, მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ, 2017 წელს ჩაურიცხა ს--------------–--ეს 24 000 აშშ დოლარი.

 

3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია შ--–---–--–---–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:

 

დაცვის მხარის მტკიცებით: შ--–---–--–---–---–ს თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია. დაზარალებულს და ს--------------–--ეს შორის წარმოშობილი პრობლემა წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას და დანაშაულის ნიშნების არსებობა გამორიცხულია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შ--–---–--–---–---–ის წინასწარი განზრახვა - მოტყუებით დაუფლებოდა ს--------------–--ის ქონებას. შპს „--------- ავტომანქანა შ--–---–--–---–---–ისთვის ჩამოიყვანა, რომელიც ს--------------–--ეს გადაეცა. ბრალდებულისა და დაზარალებულის შემდგომი ურთიერთობა კი წარმოადგენს სამოქალაქო დავას. ავტომანქანის დოკუმენტაციის გადაცემის დაგვიანება გამოიწვია ობიექტურმა მიზეზმა-გადამზიდავ კომპანიებთან გართულებულმა ურთიერთობამ. ბრალდებულის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული ზიანი (რეალურზე მეტი თანხა) და მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს შ--–---–--–---–---–ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს შემდეგს: დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს--------------–--ემ ზუსტად შეასრულა შ--–---–--–---–---–თან ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები; დათქმულ დროს, მან სრულად გადასცა ბრალდებულს ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებული თანხები, მათ შორის, დაფარა ავტომანქანის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი. აღნიშნულის შემდეგ, შ--–---–--–---–---–ს გააჩნდა ვალდებულება, რამდენიმე დღეში მიეწოდებინა ს--------------–--ისთვის ავტომანქანის დოკუმენტაცია, რაც მას არ შეუსრულებია. დაზარალებულის მიერ თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, ბრალდებული მიუწვდომელი გახდა ს--------------–--ისთვის, არ პასუხობდა მის ზარებს და დახურა კომპანიის ოფისი. მხოლოდ გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩაურიცხა ბრალდებულმა დაზარალებულს 24000 აშშ დოლარი. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას; შ--–---–--–---–---–ის ქმედება ცალსახად შეიცავს დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობის ნიშნებს და ხაზს უსვამს ამ უკანასკნელის განზრახვას - მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ს--------------–--ის ქონებას. ასევე, ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ შპს „---------- ს--------------–--ისათვის დაპირებული ავტომანქანა არ შეუძენია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ავტომანქანის შემძენი და მფლობელი არის კომპანია „------- და სასამართლომ სწორედ მას მიაკუთნა სადავო ნივთი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან მტკიცებულებათა ერთობლიობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.10. რაც შეეხება შ--–---–--–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:

 

· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა ს--------------–--ემ, ავტომანქანის შეძენის მიზნით, წინასწარი შეთანხმებისამებრ, შ--–---–--–---–---–ს გადასცა 20 015 აშშ დოლარი (ავტომანქანის ღირებულება) ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო მოგვიანებით, დაზარალებულმა ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა კომპანიის მომსახურების თანხა -2100 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოთ მითითებული ფულადი თანხების მიღების შემდეგ, შ--–---–--–---–---–ი მიუწვდომელი გახდა ს--------------–--ისთის, ბრალდებული არ პასუხობდა დაზარალებულის სატელეფონო ზარებს და იმეილებს, ოფისი კი სადაც კომპანია იყო განთავსებული, დაიკეტა. შ--–---–--–---–---–მა აღნიშნული თანხა გაიტანა სრულად და მართლსაწინააღმდეგოს მიისაკუთრა.

 

· თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ შ--–---–--–---–---–ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს ჯამში 34 425 ლარის ექვივალენტ დოლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ შ--–---–--–---–---–ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, შ--–---–--–---–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ--–---–--–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ შ--–---–--–---–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; ამასთან, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანის მნიშვნელოვანი ნაწილი და მიიჩნევს, რომ შ--–---–--–---–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის კონკრეტული ოდენობით გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--–---–--–---–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის გათვალისწინებით, შ--–---–--–---–---–ის მიმართ უნდა განისაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–---–--–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3.მსჯავრდებულ შ--–---–--–---–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე