განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4676-18
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - გ---------------–---–-ს, მ-------------–-–---–-ს,ბრალდებულ - კ-----------------–-ს,ადვოკატების - ზ----------–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ------------------------------–-ს (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----–----–----------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2018 წლის ივნისის დასაწყისიდან - იმავე წლის 01 აგვისტოს ჩათვლით, კ-----------------–-, თ---–--–------–-------–-----------------0 „ბ“-ში მდებარე შპს „ა---------ს“ კუთვნილ სასაწყობო ფართში უკანონო შეღწევით, ეტაპობრივად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ა---------ს“ კუთვნილ 147,168 ლარის ღირებულების „ვოლვერინის“ სახელწოდების პომიდვრის თესლის 5256 ცალ პაკეტს, 97551 ლარის ღირებულების „ბობკატის“ სახელწოდების პომიდვრის თესლის 3613 ცალ პაკეტს და 185,450 ლარის ღირებულების „აგრესორის“ სახელწოდების კომბოსტოს თესლის 3709 ცალ პაკეტს, რითაც დაზარალებულ შპს „ა--------ს“ მიადგა 430,169 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის ივნისის დასაწყისიდან - იმავე წლის 01 აგვისტოს ჩათვლით, კ-----------------–-, თ---–--–------–-------–-----------------0 „ბ“-ში მდებარე შპს „ა---------ს“ კუთვნილ სასაწყობო ფართში უკანონო შეღწევით, ეტაპობრივად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ა---------ს“ კუთვნილ „ვოლვერინის“ სახელწოდების პომიდვრის თესლის, „ბობკატის“ სახელწოდების პომიდვრის თესლის და „აგრესორის“ სახელწოდების კომბოსტოს თესლის პაკეტებს, რითაც დაზარალებულ შპს „ა--------ს“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულის წარმომადგენელ ც------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს შპს „ა--------ში“ დირექტორის თანამდებობაზე. მაღაზიაში იყიდება მ–-------------–--- საშუალებები, რაშიც შედის შხამქიმიკატები და ბოსტნეულის თესლები. სარეალიზაციო პროდუქცია ინახება მაღაზიის უკან, ეზოში მდებარე კონტეინერში. ეზოში განთავსებულია 7-8 კონტეინერი, საიდანაც მის კუთვნილებას წარმოადგენს მხოლოდ ერთი, რაშიც ინახავს სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქციას, მათ შორის „სინჟეტას“ თესლებს. დანარჩენ კონტეინერებში ინახება კონკრეტული ინდ. მეწარმეების პროდუქცია. საწყობში შესასვლელი კარის გასაღები ინახება მაღაზიაში, სპეციალურ ადგილზე. გასაღებებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც თავად დაავალებს საწყობში შესვლას. მაღაზია და საწყობი დაცულია სიგნალიზაციით. ღამის საათებში მაღაზიის დაცვას კონკრეტული პიროვნება არ ახორციელებს. ი-----–--–--–---–-–---–- დასაქმებული იყო მაღაზიის წინ არსებულ ე.წ. „შლაგბაუმზე“. მაღაზია მუშაობს 09:00-18:00 საათამდე დროის პერიოდში. პროდუქცია იყიდება მხოლოდ სამუშაო საათებში. მისი ნებართვის გარეშე კონტეინერში შესვლის უფლება არავის აქვს. აღნიშნული უფლებამოსილება არავისთვის ჰქონდა მინიჭებული. იცნობს ე-–-------–----–-----ს, რომელიც მისგან იძენდა პროდუქციას, რომლის გადატანასაც უზრუნველყოფდა კ-----------------–-. მისივე ჩვენებით, პომიდვრის თესლები მოთავსებული იყო პატარა ყუთებში. აღნიშნული პატარა ყუთები ეწყო დიდ ყუთებში, რომლებიც ინახებოდა საწყობში წებოვანი ლენტით შეკრულ მდგომარეობაში. კონტეინერში პაკეტებს ცალობით არ ინახავდა, ასევე არ ინახავდა ცარიელ ყუთებს. თითო პაკეტის თვითღირებულება არის 30 ლარი. 2018 წლის 02 აგვისტოს საწყობში შესვლის დროს შენიშნა, რომ რამდენიმე ყუთი იდო არეულად, რაც არ ჰგავდა მის დალაგებულს. აღნიშნული გარემოება მიიჩნია საეჭვოდ, რის გამოც გახსნა წებოვანი ლენტით შეკრული ყუთები და ნახა, რომ ყველა ყუთი იყო ცარიელ მდგომარეობაში. ზუსტად იცის თუ რა ოდენობის პროდუქტს ინახავდა კონტეინერში და შესაბამისად გამორიცხავს მისი დაკარგვის ან რეალიზების შედეგად გახარჯვის ფაქტს. საწყობის ტერიტორია კონტროლდება ვიდეოკამერებით, რომლის ჩანაწერიც ინახება ერთი თვის განმავლობაში. კამერების გადამოწმებამდე, გამოკითხა ყველა თანამშრომელი. ი-----–--–--–---–-–---–- მასთან საუბრისას იმდენად დაბნეული იყო, რომ არ შეეძლო ხმის ამოღება. საბოლოოდ, ი-----–--–--–---–-–--ლმა უთხრა, რომ კ-------------–-- იარაღის გამოყენებით აიძულა შეეშვა საწყობის ტერიტორიაზე, საიდანაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კონტეინერებში განთავსებულ საქონელს. დაზარალებულის განმარტებით, მის მიერ დათვალიერებულ იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ მიდის 07:00 საათზე კ-------------–- ტაქსით საწყობის ტერიტორიაზე, აღებს კონტეინერს, შედის საწყობში, საიდანაც ეუფლება პომიდვრის თესლებს და ორი პარკით ხელში გამოდის გარეთ. კ-------------–-ს მხრიდან საწყობში შესვლის ფაქტი ფიქსირდება მეორე შემთხვევაშიც. მისივე ჩვენებით, კ-----------------–-სთვის საწყობში შესვლის უფლება არავის ჰქონდა მინიჭებული.
მოწმე ზ--------------ის ჩვენებით, თბილისში, წ-------–-----------------------ში მდებარე მ–-------------–--- მაღაზია სამართავად გადაცემული აქვს მეუღლე - ც------------–---–-სთვის. თავად არანაირი უფლებამოსილება აღნიშნულ მაღაზიაში არ გააჩნია. ც------------–---–- ფლობს ერთ კონტეინერს. ც--------–---–-ს ნებართვის გარეშე საწყობიდან პროდუქციის გატანის უფლება არავის აქვს. კონტეინერებიდან თესლების გამოტანა ხდება მხოლოდ ც----ს თანხმობით ან დავალებით.
მოწმე ი-----–--–--–---–-–---–-ს ჩვენებით, ბრალდებულ კ-----------------–თან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. მუშაობდა ც------------–---–-ს მაღაზიაში და ევალებოდა ე.წ. „შლაგბაუმის“ გაღება-დაკეტვა, მაღაზიის დაკეტვის შემთხვევაში მისი სიგნალიზაციაზე აყვანა, ასევე ჩაბარებული ჰქონდა ქუჩიდან მაღაზიაში შესასვლელი კარის გასაღები. მოწმის განმარტებით, სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია ინახებოდა მაღაზიის უკან მდებარე ეზოში არსებულ კონტეინერებში. ერთ-ერთ კონტეინერში ინახებოდა ბოსტნეულის თესლები, ხოლო დანარჩენ კონტეინერში ინახებოდა შხამქიმიკატები. მაღაზია მუშაობდა 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე და მას აღებდა დამლაგებელი. ერთ დღეს, კ-----------------–მა სთხოვა მაღაზიაში დილით ადრე მისვლა, რადგან დარჩენილი ჰქონდა რაღაც და უნდოდა მისი გამოტანა. ათი დღის შემდეგ, კ-----------------–მა კიდევ სთხოვა მაღაზიაში დილით ადრე მისვლა რაღაცის გამოსატანად. ადრე მისვლაში კ--- გულისხმობდა დილის 06:00 საათიდან - 09:00 საათამდე პერიოდს. ორივე შემთხვევაში კ-----------------–ს შეხვდა მაღაზიის ტერიტორიაზე და მისცა მაღაზიის საწყობში შესვლის უფლება. პირველად მისვლისას დაინახა, რომ კ-----------------–მა საწყობიდან გამოიტანა დაახლოებით ოთხი-ხუთი ყუთი, რომლებსაც ეხატა პომიდორი და მოთავსებული იყო გამჭვირვალე პარკში. საწყობში ყოფნის დროს თუ რას აკეთებდა კ-----------------–- მისთვის უცნობია, რადგან თავად იმყოფებოდა გარეთ. ერთ-ერთი მისვლის დროს, კ---ს მისცა გასაღები, თუმცა მან ვერ გახსნა კარი და თავად დაეხმარა მის გაღებაში. მოწმის განმარტებით, კ-----------------–ს ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა ქ------–---–------. მათთან ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა და იფიქრა, რომ კ---ს საწყობში დარჩენილი ჰქონდა თავის საქონელი და სურდა მისი გატანა გასაყიდად, რის გამოც იგი შეუშვა საწყობში. მისივე ჩვენებით, ეზოში შესვლის შემდგომ კონტეინერებამდე მისვლა არის ადვილი. მისი გასაღები აღებდა მხოლოდ ეზოს კარს, ხოლო კონტეინერის გასაღები იყო მაღაზიაში. კ-----------------–მა საწყობიდან დაახლოებით 6-7 ჯერ პარკებით გამოიტანა რაღაც. ორ შემთხვევაში პარკები იყო ღია ფერის და დაინახა, რომ მასში მოთავსებული იყო ყუთები, რომელსაც ეხატა პომიდვრები, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში საწყობიდან გამოტანა ხდებოდა მუქი პარკებით. მოწმის ჩვენებით, როგორც ქ------–---–--ის, ისე მ--------–-ს მაღაზიას ალაგებდა დამლაგებელი ხ-------, რომელსაც ურეკავდა ე-–-------–----–----- და სთხოვდა მაღაზიის დალაგებას. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ხ------- გადასული იყო ე.შ----–------ მაღაზიის დასალაგებლად, კ-----------------–- შედიოდა ქ------–---–--ის მაღაზიის ეზოში და საწყობიდან გამოჰქონდა პარკები. ბოლო დღეს, როდესაც კ----------–- საწყობიდან გამოჰქონდა პარკები, ჰკითხა თუ რისთვის სჭირდებოდა აღნიშნული ოდენობის ბოსტნეულის თესლი, რაზეც კ---მ უპასუხა, რომ პომიდვრის თესლებს იპარავდა. მოწმის განმარტებით, კ-----------------–მა მაღაზიიდან თესლები ბოლოს გამოიტანა 01 ან 02 აგვისტოს.
მოწმე ს-------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს დის - ც------------–---–-ს კომპანიაში დამხმარედ. მაღაზიაში იყიდება მ–-------------–--- საშუალებები, ბოსტნეულის თესლები და შხამქიმიკატები, რაც ინახება კონტეინერებში, რომლებიც განლაგებულია მაღაზიის უკან მდებარე ეზოში. კონტეინერები დაკეტილი იყო ბოქლომით და მასზე წვდომა ჰქონდა როგორც მას, ისე გ-----------–---–ს. მაღაზია მუშაობდა 09:00-18:00 საათამდე დროის პერიოდში და პროდუქციის რეალიზება ხდებოდა მხოლოდ სამუშაო საათებში. გაყიდული პროდუქტის თაობაზე იწერებოდა ჩეკი. რაც შეეხება ბრალდებულ კ-----------------–ს, მასთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. იგი პერიოდულად მიდიოდა მაღაზიაში, სადაც იძენდა შხამქიმიკატებს, თესლებს და გადაჰქონდა საკუთარ მაღაზიაში.
მოწმე ხ---------------ს ჩვენებით, მუშაობს ც------------–---–-ს მაღაზიაში დამლაგებლად. მუშაობას იწყებს 06:00 საათზე და ამთავრებს 09:00 საათზე. კვირაში ერთი-ორი დღე, ე-–-------–----–--იძის დავალებით ალაგებდა მის მაღაზიას. შ----–------ მაღაზიის დასალაგებლად გადადიოდა ც------------–---–-ს მაღაზიის დალაგების შუალედში 07:00 საათიდან - 07:30 საათამდე დროის მონაკვეთში. მოწმის განმარტებით, მაღაზიაში პირველად მიდის თვითონ, პირადი გასაღებით აღებს კარს და თიშავს სიგნალიზაციას. მაღაზია ღია მდგომარეობაში არასდროს დახვედრია. კ-----------------–ს იცნობს საქმიანობიდან გამომდინარე. იგი უნახავს „ა---------ს“ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ც------------–---–-სგან შეიტყო, რომ საწყობიდან წაღებული იყო საქონელი. როგორც შემდგომ გაარკვია, მისი შ----–------ მაღაზიაში დასალაგებლად გადასვლის დროს ხდებოდა საწყობიდან პროდუქციის გატანა. იმ პერიოდში, როდესაც ე-–-------–----–--იძის მაღაზიაში გადადიოდა, მაღაზიაში არ იმყოფებოდა კ-------------–- და ადგილზე ხვდებოდა მხოლოდ ე-–-------–----–-----. მისივე ჩვენებით, კ--- სამუშაო საათებში ნანახი ჰყავს მაღაზიის გარეთ, როდესაც იგი იჯდა ტაქსში.
მოწმე ე-–-------–----–--იძის ჩვენებით, ბრალდებულ კ-----------------–თან აკავშირებს ნათესაური ურთიერთობა. მუშაობს დ-------–-------------–-------------–--ს მაღაზიაში. დაახლოებით 5-6 წლის წინ მუშაობდა ზ--------------ის კუთვნილ მაღაზიაში, სადაც იყიდებოდა მ–-------------–--- საშუალებები, მცენარეთა თესლები და შხამქიმიკატები. სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია ინახებოდა საწყობებში, რომლებიც მდებარეობდა მაღაზიის უკან. გასაყიდი პროდუქციის შეძენას ახდენდა, როგორც ც------------–---–-ს მაღაზიიდან, ისე საქონლის შემომტანი ფირმებიდან. მცენარეთა თესლების და შხამქიმიკატების შეძენა ხდებოდა ადრეული გაზაფხულიდან, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტის რეალიზების სეზონი იწყებოდა სწორედ აღნიშნულ დროს და გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში. მაღაზიაში კლიენტის მისვლის შემთხვევაში, თუ საკუთარ მაღაზიაში არ ჰქონდა საჭირო ოდენობის თესლები, კ-----------------–- გადადიოდა ც------------–---–-ს მაღაზიაში. მოჰქონდა პროდუქცია, რომლის რეალიზების შემდგომ თანხას გადასცემდა ც---- ქ------–---–-- კ--- მ--------–- ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქ------–---–------ და იმ შემთხვევაში თუ ც------------–---–- ან მისი მეუღლე ადგილზე არ იქნებოდა, კ---ს პროდუქციას გადასცემდა სხვა პირი, რადგან იყო ნდობის ფაქტორი. პროდუქტის ოდენობაზე და ფასზე ც---- ქ------–---–---- წინასწარ ხდებოდა შეთანხმება. მაღაზიიდან პროდუქტის თანხის წინასწარ გადახდის გარეშე წამოღების შემთხვევაში, მისი დოკუმენტალურად გაფორმება და აღრიცხვა არ ხდებოდა. ენდობოდნენ ერთმანეთს და შესაბამისი აღრიცხვა არ სჭირდებოდათ. ც------------–---–-ს მაღაზია იხსნებოდა 09:00 საათზე და იკეტებოდა 18:00 საათზე. არასამუშაო საათებში ც----ს მაღაზიიდან პროდუქცია არ შეუძენია. საკუთარ მაღაზიაში მიდიოდა დილით ადრე. ხ---------------, რომელიც მუშაობდა დამლაგებლად ც---- ქ------–---–----, პარალელურად, სამუშაო საათების დაწყებამდე ალაგებდა მის მაღაზიასაც. ც------------–---–-ს მაღაზიის საწყობში უნებართვოდ ვერავინ შეძლებდა შესვლას. ც--------–---–-ს და ზ--------------ის ნებართვის გარეშე საწყობში შესვლა არ ხდებოდა. ერთი პაკეტი „სინჯეტას“ თესლის ღირებულება შეადგენდა 30-40 ლარს.
მოწმე ს------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს ა--–-------–-----------------------ში მდებარე მ–-------------–--- მაღაზიაში მოლარის პოზიციაზე. აღნიშნულ მაღაზიაში ხდება, როგორც შხამქიმიკატების, ისე ბოსტნეულის თესლების რეალიზაცია. მაღაზია ეკუთვნის ც---- ქ------–---–-, რომელიც ძმასთან - ს----- ქ------–---–---- ერთად ახდენს ბოსტნეულის, მათ შორის პომიდვრის თესლების რეალიზებას. პომიდვრის თესლები და შხამქიმიკატების შენახვა ხდება სხვადასხვა საწყობში, რომლებიც იკეტება ბოქლომებით. ც------------–---–-ს კუთვნილ საწყობში ინახება მხოლოდ ბოსტნეულის თესლები, ხოლო თავად საწყობში ინახავს შხამქიმიკატებს. ც--------–---–-ს კონტეინერთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. მაღაზია მუშაობდა 09:00-18:00 საათის პერიოდში, რის შემდეგაც ხდებოდა მისი დაკეტვა და ირთვებოდა სიგნალიზაცია. 2018 წლის 02 აგვისტოს დილიდან იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა მის მოვალეობას. შუადღის პერიოდში მაღაზიაში მივიდა ც-------------–---–-, რომელსაც დაურეკეს თესლებთან დაკავშირებით და ვინაიდან მაღაზიაში არ იმყოფებოდა ს-------------–---–-, საწყობში გაყოლა სთხოვა გ-----------–---–ს. რამდენიმე წუთში შემოესმა ც----ს ყვირილი, რომ მის საწყობში შენახული პომიდვრის თესლები იყო მოპარული. როგორც მის კონტეინერთან, ისე ც------------–---–-ს კონტეინერთან წვდომა ჰქონდა გ-----------–---–ს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა გასაღები და საწყობში შედიოდა მხოლოდ დავალების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც საწყობიდან გამოსატანი იყო საქონელი და დახმარება სჭირდებათ კონტეინერის გასაღებად. ც------------–---–-ს თქმით, მისი კონტეინერიდან მოპარული იყო „სინჯეტას“ ფირმის პომიდვრის თესლები, თუმცა კონკრეტულად რა ღირებულების თესლები იყო მოპარული, მისთვის უცნობია. სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, ობიექტის გასაღები ებარა დაცვის თანამშრომელ ი-----–--–--–---–-–--ლს, ასევე ტერიტორია კონტროლდებოდა ვიდეოკამერებით. ც------------–---–-ს ნებართვის ან დავალების გარეშე საწყობიდან თესლების გამოტანა არ ხდებოდა. მისი მუშაობის პერიოდში ქ------–---–--ი მხოლოდ გ-----------–---–ს ავალებდნენ საწყობის გაღებას და საქონლის გამოტანას. სხვა პიროვნებას საწყობის გასაღებთან წვდომა არ ჰქონია.
მოწმე ა------------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლიდან სეზონურად მუშაობდა ა--–-------–-----------------------ში მდებარე მ–-------------–--- მაღაზიაში, შხამქიმიკატების განყოფილებაში. მის მოვალეობაში შედიოდა მომხმარებელთათვის საწყობიდან შხამქიმიკატების გამოტანა. ც------------–---–- მუშაობდა იმავე მაღაზიაში არსებულ ბოსტნეულის თესლების განყოფილებაში. შხამქიმიკატები და თესლები ინახებოდა სხვადასხვა კონტეინერში, რაც მდებარეობდა მაღაზიის უკან შემოსაზღვრულ ეზოში. კონტეინერიდან თესლები გამოჰქონდა გამცემის დავალებით. საწყობის გასაღები დაკიდებული იყო მაღაზიაში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას. ც------------–---–-ს ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაშიც, მომხმარებელზე გადასაცემად, გამცემის დავალებით საწყობიდან გამოუტანია თესლები. ც---- ქ------–---–---- მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. კონტეინერის გასაღები ებარა გ-----------–---–ს, რომელიც დგას დახლთან და გასცემს ბოსტნეულის თესლებს. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მაღაზიაში ყოფნისას, შემოესმა ც------------–---–-ს ყვირილი, რომ დაკარგული იყო პომიდვრის თესლები. გარდა მასზე და გ-----------–---–ზე, საწყობიდან საქონლის გამოტანის დავალება სხვა პირზე ხდებოდა თუ არა, მისთვის უცნობია. რაც შეეხება ბრალდებულ კ-----------------–ს, მას ხედავდა ხოლმე მაღაზიის წინ არსებულ ეზოში.
მოწმე ა-----------–----–---–-ს ჩვენებით, ბრალდებულ კ-----------------–თან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, კ-----------------–მა სთხოვა ც------------–---–-ს მაღაზიაში გაყოლა. მაღაზიასთან მისვლისას ადგილზე დახვდათ ი-----–--–--–---–-–---–-, რომელმაც გასაღებით გახსნა კონტეინერი, საიდანაც კ-----------------–მა პატარა პარკით წამოიღო რაღაც, თუმცა რა იდო პარკში, მისთვის უცნობი იყო. პოლიციაში გადაყვანის დროს გაიგო თუ რა იდო პარკში. პოლიციამ მოწმის სახით დაკითხვაზე წაიყვანა კ---სთან შეხვედრის მეორე დღეს. კ-------------–-- უთხრა, რომ მაღაზიიდან წამოსაღები ჰქონდა მისი კუთვნილი საქონელი და სთხოვა გაყოლა. ც------------–---–-ს მაღაზიასთან მისვლისას, ი-----–--–--–---–-–--ლმა გასაღებით გახსნა მაღაზიის კარი. შევიდნენ მაღაზიაში, საიდანაც გამოსვლის შემდგომ კ-----------------–მა ქაღალდის პარკით მიაწოდა რაღაც, თუმცა რა იდო შიგნით, არ ჩანდა. მას შემდეგ, რაც ი-----–-მ დაკეტა კარი, ქაღალდის პარკი უკან დაუბრუნა კ-----------------–ს. ორი პარკი, რაც კ-----------------–მა მიაწოდა ხელში, იყო ოთხკუთხედი ფორმის და იყო მსუბუქი. საწყობიდან გამოსვლის შემდეგ, კ-----------------–- წავიდა თავის გზაზე. არც ი-----–-ს და არც კ---ბერს არ უთქვამთ მისთვის თუ რა იდო ქაღალდის პარკში. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ კ-----------------–- პარტნიორობდა და საქმიანობდა ც---- ქ------–---–----. კ---ს ჰქონდა თავის მაღაზია, სადაც ყიდდა შხამქიმიკატებს და თესლებს. როგორც მისთვის ცნობილია, კ-----------------–ს ან ე-–-------–----–-----ს, ც------------–---–-ს და ზ--------------ის ვალი არ ჰქონიათ. როდესაც კ-----------------–ს გაჰყვა მაღაზიაში, იმ დროს მაღაზიიის ტერიტორიაზე არავინ უნახავს.
მოწმე ა-–-------–--–-–---–-ს ჩვენებით, მუშაობს კერძო ტაქსის მძღოლად. დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ კ-----------------–თან, რომელსაც დიდუბეში აქვს მ–-------------–--- საშუალებების საკუთარი მაღაზია. ც---- ქ------–---–- და კ-----------------–ს ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და იყვნენ ერთი ოჯახივით, თუმცა ბიზნესის კუთხით როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, მისთვის უცნობია. კ-------------–- ხშირად უნახავს ც------------–---–-ს მაღაზიაში, მაგრამ რა მიზნით იმყოფებოდა იქ, მისთვის უცნობია. კ--- მ--------–- ხშირად მომსახურებია საკუთარი ავტომანქანით, თუმცა ტვირთის გადაზიდვაში მისთვის დახმარება არ გაუწევია. 2018 წლის ზაფხულის პერიოდში, ივლისი-აგვისტოს თვეებში კ--- მ--------–- მოემსახურა ტაქსით და წაიყვანა ბორჯომში, სადაც იგი შეხვდა ს----- ქ------–---–-- ამ პერიოდში მას რაიმე ტვირთი არ გადაუზიდავს.
მოწმე ს---–---------------–--ის ჩვენებით, ბრალდებულ კ-----------------–თან აკავშირებს რამდენიმე წლიანი ნაცნობობა. კ----------–- დიდუბის ტერიტორიაზე ჰქონდა მაღაზია და მისი დავალებით საწყობებიდან მაღაზიაში გადაჰქონდა შხამქიმიკატები. საჭიროებიდან გამომდინარე უწევდა ტაქსით მომსახურებას. 2018 წლის ზაფხულში, კ-----------------–ს მანქანით მიაკითხა დიდუბის ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი გამოვიდა მაღაზია „გ-------ს“ და ც------------–---–-ს მაღაზიას შორის არსებული გზიდან, ხელში პარკით. თუ რამდენი პარკი ეჭირა, ზუსტად ვერ იხსენებს. მისთვის ასევე უცნობია თუ რა იდო იმ პარკში. აღნიშნულ ადგილას კ-----------------–ს შეხვედრია დაახლოებით ორჯერ და ორივე შემთხვევაში მას ხელში ეჭირა პარკი. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს კ-----------------–- ც------------–---–-ს მაღაზიიდან გამოვიდა თუ „გ-------დან“.
მოწმე თ----------ის ჩვენებით, 2007 წლიდან მუშაობს ა--–-------–----------------------ში მდებარე შპს „ა---------ს“ მაღაზიაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. აღნიშნულ მაღაზიაში განთავსებულია მ–-------------–--- განყოფილება, საიდანაც ხდება ბოსტნეულის თესლების რეალიზაცია. მაღაზია იხსნებოდა დილის 09:00 საათზე და მუშაობდა 18:00 საათამდე. აღნიშნული პერიოდის შემდგომ მაღაზიაში პროდუქტის რეალიზება არ ხდებოდა. მოცემულ საქმეზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საექსპერტო ბიუროდან მოთხოვნილ იქნა საწყობის ინვენტარიზაციის აქტი, თუმცა ექსპერტიზის ბიუროს გადასცა ბრუნვათა უწყისი, სადაც მითითებულია თითოეული საქონლის შეძენის დრო, მათი რეალიზაციის და ნაშთის შესახებ მონაცემები, თუმცა ექსპერტიზის მიერ აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა მიღებული, ხოლო კომპანიის მიერ ექსპერტიზისთვის აქტის წარდგენა ვერ მოხერხდა. საბაჟო დეკლარაციების მონაცემების მიხედვით დათვალა თუ რა რაოდენობის პროდუქტი იყო მიღებული და შეადარა შემოსავლების სამსახურში არსებულ ზედნადებებს, რის საფუძველზეც დადგინდა გაყიდული საქონლის ოდენობა და ნაშთი. კერძოდ, 2018 წლის 01 აგვისტოს მონაცემებით, დარჩენილი ნაშთი „ბობკატის“ სახელწოდების პომიდვრის თესლის იყო 2280 პაკეტი, „ბობკატის“ დანაკლისი შეადგენდა 3613 პაკეტს. 2017 წლის დეკემბერში კომპანიამ შეიძინა დიდი რაოდენობით, დაახლოებით 300000 ლარის ღირებულების „სინჟეტას“ ფირმის თესლი.
მოწმე გ---------------–---–-- ჩვენებით, 2005 წლიდან არის შპს „ა---------ს“ დამფუძნებელი და დირექტორი. მისი კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს შხამქიმიკატების, სასუქების და ბოსტნეულის თესლების იმპორტირება და რეალიზება. თესლების შეძენის სეზონი არის იანვარ-მაისის პერიოდში. კ-----------------–თან აკავშირებს რამდენიმე წლიანი ურთიერთობა. იგი მისგან ყიდულობდა თესლებს და საკუთარ მაღაზიაში ეწეოდა მის რეალიზაციას. მოწმის განმარტებით, პომიდვრის თესლები მოთავსებულია პატარა ყუთებში, რაც ეწყო დიდ ყუთში. ერთ ყუთში მოთავსებულია 125 პაკეტი, თითო პაკეტის ღირებულება შეადგენს 8-9 ევროს. თავად კ-------------–-სგან თესლები არასდროს შეუძენია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ--------------------ს ჩვენებით, 2018 წლის 02 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თ---–--–------–-------–-------------------ში მდებარე მაღაზიაში, სადაც გამომძიებლის დავალებით მონაწილეობა მიიღო ჩხრეკის ჩატარებაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ შ--–------------ის ჩვენებით, 2018 წლის 02 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა წ-------–-----------------------ში, სადაც შპს „ა---------ს“ მაღაზიიდან ადგილი ჰქონდა პომიდვრის თესლების ქურდობის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე დაზარალებულმა მიუთითა ერთ-ერთ კონტეინერზე, საიდანაც მოპარული იყო პომიდვრის თესლები. კონტეინერი დაკეტილი იყო ბოქლომით, რაც გასაღებით გახსნა დაზარალებულმა. კონტეინერში მოთავსებული იყო მუყაოს ყუთები, რომელთაგან რამდენიმე იყო ცარიელ მდგომარეობაში.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ---------------ის ჩვენებით, 2019 წლის 25 მაისს გასცა საბუღალტრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შპს „ა--------ს“ გამოსაკვლევ პერიოდში იმპორტირებული აქვს შემდეგი სახეობის და რაოდენობის პომიდვრის თესლი: TOMATO WOLWRINE დაუმუშავებული IKS წარმოშობის ქვეყანა: ინდოეთი - 2499 ერთეული, TOMATO WOLWRINE დაუმუშავებული IKS წარმოშობის ქვეყანა: ინდოეთი - 1345 ერთეული, TOMATO WOLWRINE დაუმუშავებული IKS წარმოშობის ქვეყანა: ჩინეთი - 3000 ერთეული, TOMATO BOBCAT დაუმუშავებული IKS წარმოშობის ქვეყანა: ჩინეთი - 1711 ერთეული.
შპს „ა---------ს“ მიერ, 2018 წლის 12 იანვრიდან - იმავე წლის 25 ივნისის ჩათვლით, რეალიზებულია შემდეგი სახის პომიდვრისა და კომბოსტოს თესლები. კერძოდ: შპს „ა---------ს“ მიერ, 2018 წლის 27 თებერვლიდან - იმავე წლის 16 აპრილის ჩათვლით რეალიზებულია პომიდვრის თესლი „ბობკატი“ (ბობკატი პომიდორი, პომ. თესლი ბობკარი) სულ 132 ცალი.
შპს „ა---------ს“ მიერ 2018 წლის 27 თებერვლიდან - იმავე წლის 25 ივნისის ჩათვლით რეალიზებულია პომიდვრის თესლი „ვოლვერინი“ (ვოლვერინი პომიდორი, პომ. თესლი ვოლვერინი) სულ 314 ცალი.
შპს „ა---------ს“ მიერ, 2018 წლის 27 თებერვლიდან - იმავე წლის 15 მარტის ჩათვლით რეალიზებულია კომბოსტოს თესლი „აგრესორი“ (აგრესორი, კომბოსტო აგრესორი, კომბ. თესლი აგრესორი) სულ 91 ცალი.
იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა შპს „ა---------ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის აქტები 2018 წლის 01 იანვრის და 01 აგვისტოს მდგომარეობით, ასევე გამოსაკვლევი პერიოდის საწყობის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია, ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე: რა რაოდენობის და რა სახეობის პომიდვრისა და კომბოსტოს თესლები იქნა დასაწყობებული შპს „ა---------ს“ მიერ; იყო თუ არა დარჩენილი 2017 წლის განმავლობაში იმპორტირებული პომიდვრისა და კომბოსტოს თესლები შპს „ა---------ს“ საწყობში; საბუღალტრო დოკუმენტაციით რა რაოდენობისა პომიდვრისა და კომბოსტოს თესლები უნდა იყოს დასაწყობებული „ა---------ს“ საწყობში და რას წარმოადგენს მათი დანაკლისი, პასუხის გაცემა შეუძლებელია.
მოწმე შ------–----–---–----ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული კ-----------------–- და დაზარალებული ც------------–---–-. მანვე დაათვალიერა ც------------–---–-ს კუთვნილ ობიექტზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები.
მოწმე ლ----------–-----ის ჩვენებით, 2018 წლის 02 აგვისტოს მიღებული იქნა შეტყობინება, წერეთლის გამზირზე მდებარე „ა---------ს“ მაღაზიიდან პომიდვრის თესლების ქურდობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა მიუთითა ერთ-ერთ კონტეინერზე, საიდანაც მოპარული იყო პომიდვრის თესლები. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, რომლებმაც მოახდინეს ადგილის დასურათება. კონტეინერი დაკეტილი იყო ბოქლომით, რაც დაზარალებულმა გახსნა თავად.
მოწმე დ------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები.
მოწმე ქ------------–---ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ც------------–---–-სგან ამოიღო პამიდვრის თესლის პაკეტის ნიმუშები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასევე კ-----------------–-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული აქვს ჩხრეკა.
მოწმე ნ-----–-------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ბრალდებულ კ-----------------–-ს ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა შხამქიმიკატების და ბოსტნეულის თესლების მაღაზიას და ეწეოდა მათ რეალიზებას. ც---- ქ------–---–----, მის მეუღლე - ზ--------------ესთან და ძმასთან - ს----- ქ------–---–---- ჰქონდა კარგი და საქმიანი ურთიერთობა. ც------------–---–-ს მაღაზიიდან საკუთარ მაღაზიაში შესაბამისი თანხის გადახდით გადაჰქონდა შხამქიმიკატები და ბოსტნეულის თესლები და ეწეოდა მათ რეალიზაციას. ც------------–---–-ს მაღაზია იღებოდა დილის 09:00 საათზე, თუმცა მაღაზიის გაღებამდე გ-----------–---–ს ხშირად აქვს მისთვის თესლები გადაცემული, ხოლო დაცვის თანამშრომელ ი-----–--–--–---–-–---–-ს ნებართვის გარეშე მაღაზიიდან არაფერი გაუტანია. მოწმის განმარტებით, აგვისტოს თვე არ არის თესლის რეალიზების სეზონი და გამორიცხულია, რომ ბიზნესმენს ამ პერიოდში ჰქონოდა ნახევარი მილიონის ღირებულების გასაყიდი თესლი. მისთვის ცნობილი იყო ც------------–---–-ს მაღაზიაში განთავსებული ყველა ვიდეოკამერის ადგილმდებარეობა და ასევე იცოდა საიდან ხდებოდა მათი გათიშვა. რაც შეეხება ი-----–--–--–---–-–--ლს, იგი არავის შეუშვებდა საწყობში ზ--------------ის მითითების გარეშე. თუ რატომ ადებს ხელს ც------------–---–- მას ქურდობის ჩადენაში, მისთვის უცნობია. ც------------–---–- სთხოვდა გოგა ს-----იშვილზე ხელის დადებას, თითქოს მას აძლევდა საწყობიდან გამოტანილ თესლებს და ამის სანაცვლოდ ჰპირდებოდა პოლიციიდან მის წინააღმდეგ შეტანილი განცხადების გატანას. მისივე ჩვენებით, მცირე ზომის პომიდვრის თესლების ყუთში მოთავსებულია 125 პაკეტი. ჯამში ერთი ყუთის ღირებულება შეადგენს, დაახლოებით 3000 ლარს.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს კ-----------------–-ს „ლ---------- სლოტის“ ანგარიშზე ფულადი თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის იანვრიდან - აგვისტოს ჩათვლით. არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში კ-----------------–-ს ანგარიშზე ჩარიცხულია 146,612 ლარი, გატანილია 139,833 ლარი. დადებული აქვს 31665 ლარის ოდენობის ბილეთები და მოგებული აქვს 21,737 ლარის ბილეთები. ამას გარდა, აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სლოტ თამაშებზე შეტანილი აქვს 462,517 ლარი, ხოლო გამოტანილი აქვს 457,991 ლარი. იმავე პერიოდში, როგორც ჩანაწერში არსებული ინფორმაციით ირკვევა, მას სხვა პირისთვის გადარიცხული აქვს 200 ლარი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, წ-------–-----------------------ში და წარმოადგენს შპს „ა---------ს“ სასაწყობო მეურნეობას. აღნიშნული სასაწყობო მეურნეობა განთავსებულია მაღაზიის უკან. მითითებული ტერიტორია პირობითად დაყოფილია სამ ნაწილად. 1). მაღაზია, სადაც განთავსებულია საცალო პროდუქცია, 2). ადმინისტრაციის შენობა და 3). სასაწყობო მეურნეობა. მაღაზიას წერეთლის ქუჩის მხრიდან გააჩნია ვიტრაჟები და მაღაზიაში შესვლა ხდება რკინის კონსტრუქციის კარის მხრიდან. აღნიშნული კარის გავლით ვიწრო დერეფნით შესვლა ხდება სასაწყობო მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულ ექვს სექტორად დაყოფილ სასაწყობო ოთახებში. დათვალიერებაში მონაწილე პირმა „ა---------ს“ დირექტორმა - ც------------–---–-- მიუთითა ერთ-ერთ კონტეინერზე და განმარტა, რომ აღნიშნულ კონტეინერში მოთავსებული იყო „სინჯეტას“ ფირმის „ვოლვერინის“ ჯიშის პომიდვრის თესლი. ექსპერტებთან ერთად გაიხსნა ზემოაღნიშნული კონტეინერი, რა დროსაც ც------------–---–-- მიუთითა ცარიელ მუყაოს ყუთებზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ყუთებში მოთავსებული ჰქონდა ზემოაღნიშნული ფირმის თესლები.
ამოღების ოქმის შესაბამისად, თბილისში, ა--–-------–-------------------ში მდებარე დ---------------------------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაზარალებულ ც------------–---–-სგან ამოიღო მის მიერ წარდგენილი ერთი პაკეტი, პომიდვრის თესლი. პაკეტის შუა ნაწილში იკითხება წარწერა „Syngenta“, მის ქვემოთ „Tomato Wolverine“, პაკეტზე გამოსახულია პომიდვრის სურათი, რომლის ქვემოთაც არის წარწერა: „Hybrid 1000 seeds, pr: 1-------, lot: 1-------“. პაკეტი არის მოყვითალო ფერის და მასზე მითითებულია შეფუთვის თარიღი, პარტიისა და ლოტის ნომრები, ასევე წონა და საყურადღებო ინფორმაცია.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ც------------–---–-ს მონაწილეობით დაათვალიერა თ---–--–------–-------–-----------------0-ში მდებარე შპს „ბ----- გ-------ს“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, (ვიდეოკამერა, რომელიც დამონტაჟებულია შესასვლელ ჭიშკართან და მიმართულია შპს „ა---------ს“ მხარეს). მე-13 ვიდეოფაილში რომელსაც მინიჭებული აქვს სახელწოდება NVR_ch6_2---------------------------- და არის 1801,417 kB მოცულობის აღმოჩნდა საინტერესო ჩანაწერი, კერძოდ, ეკრანზე აღბეჭდილ დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:25:13 საათზე კადრში საყარაულო ჯიხურის კუთხესთან ჩნდება მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ჯინსი და მოლურჯო-მოშავო ზოლიანი მაისური, შორტებში და „ადიდასის“ ემბლემიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცთან ერთად მიემართება „ა---------ს“ გვერდითა კარისკენ. ზოლიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცზე მოწმე ც------------–---–-- განმარტა, რომ არის კ-------------–-, ხოლო შორტიან მამაკაცზე კი განმარტა, რომ არის ა-----------–----–---–-. კ-----------------–- დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:25:42, მიდის „ა---------ს“ გვერდითა კართან და რამდენიმე ხნის განმავლობაში ცდილობს მის გაღებას. დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:27:22, მათთან მიდის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი შარვალი და რუხი მაისური და ეხმარება კარის გაღებაში. მითითებულ მამაკაცზე მოწმე ც------------–---–-- განმარტა, რომ არის ი-----–--–--–---–-–---–-. ორი წამის შემდგომ ი-----–--–--–---–-–---–- კართან ტოვებს კ-----------------–ს და ა-----------–----–---–ს, რომლებიც დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:28:37-ზე აღებენ კარს და შედიან „ა---------ს“ ტერიტორიაზე. დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:32:04-ზე ზემოთ მითითებული ორივე პირი გამოდის „ა---------ს“ ტერიტორიიდან და ა-----------–----–---–ს ამ დროს ხელში უჭირავს მოთეთრო პარკი. დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:32:20-ზე ორივე პირი გადის კადრიდან.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, კ---ბერ მ--------–-ს მონაწილეობით დაათვალიერა თ---–--–------–-------–-----------------0-ში მდებარე შპს „ბ----- გ-------ს“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, (ვიდეოკამერა, რომელიც დამონტაჟებულია შესასვლელ ჭიშკართან და მიმართულია შპს „ა---------ს“ მხარეს). მე-13 ვიდეო ფაილში, ეკრანზე აღბეჭდილ დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:25:13-ზე კადრში საყარაულო ჯიხურის კუთხესთან ჩნდება მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ჯინსი და მოლურჯო-მოშავო ზოლიანი მაისური, შორტებში და „ადიდასის“ ემბლემიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცთან ერთად მიემართება შპს „აგროისანის“ გვერდითა კარისაკენ. ზოლიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცზე კ-------------–-- განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის თვითონ, ხოლო შორტიან მამაკაცზე კი განმარტა, რომ იგი არის ა-----------–----–---–ი. კ-----------------–- დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:25:42, მიდის „ა---------ს“ გვერდითა კართან და რამდენიმე ხნის განმავლობაში ცდილობს მის გაღებას. დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:27:22, მათთან მიდის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი შარვალი და რუხი მაისური და ეხმარება კარის გაღებაში. მითითებულ მამაკაცზე კ-------------–-- განმარტა, რომ იგი არის ი-----–--–--–---–-–---–-, რომელიც ორი წამის შემდგომ კართან ტოვებს მას და ა-----------–----–---–ს, რომლებიც 01.08.2018, 18:28:37 საათზე აღებენ კარს და შედიან „ა---------ს“ ტერიტორიაზე, საიდანაც კ-----------------–-ს განმარტებით, ეზოში არსებული კონტეინერიდან მოიპარა პოლიეთილენის პარკით პომიდვრის თესლების პაკეტები, რასთან დაკავშირებითაც ა-----------–----–---–მა არაფერი იცოდა. მას იმ დღით სთხოვა უბრალოდ გაყოლა. დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:32:04-ზე ზემოთ მითითებული ორივე პიროვნება გამოდის „ა---------ს“ ტერიტორიიდან და ა-----------–----–---–ს ამ დროს ხელში უჭირავს მოთეთრო პარკი, რადგან კ-----------------–-ს განმარტებით, მას სთხოვა დაეკავებინა იგი, ვინაიდან ხელს შეუშლიდა ეზოს კარის დაკეტვაში. დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:32:20-ზე ორივე გადიან კადრიდან.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე კ-----------------–-ს მონაწილეობით დაათვალიერა თ---–--–------–-------–-----------------0 „ბ“-ში მდებარე შპს „ა---------ს“ ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების 2018 წლის 04 ივლისიდან - 29 ივლისის ჩათვლით ჩანაწერები. კერძოდ, მცენარეების თესლების შესანახ კონტეინერის მხარეს მიმართულ ფირზე, სადაც დაფიქსირებულია 2018 წლის 04 ივნისის ჩანაწერი, 08:00:00 საათზე კორიდორიდან ეზოში გამოდის ბრალდებული კ-----------------–-, რომელსაც მხარით უკავია მობილური ტელეფონი და მიდებული აქვს ყურთან, აცვია მოლურჯო მოკლემკლავიანი მაისური და ჯინსის შარვალი, ფეხზე სპორტული ბოტასი, შავი და თეთრ ფერებში გაწყობილი. მიდის კონტეინერთან, გასაღებით ხსნის ბოქლომს, აღებს კონტეინერის კარს და შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არსებული ყუთებიდან იღებს პომიდვრის თესლების ყუთებს, მასში არსებული პომიდვრის თესლების პაკეტებით. აღნიშნულ ყუთებს ალაგებს მის მიერ მიტანილ პოლიეთილენის შავ და წითელ პარკებში, რის შემდეგაც ხურავს კონტეინერის კარს, კეტავს ბოქლომით, ბრუნდება კორიდორისკენ და ფირზე დაფიქსირებულ 08:01:37 საათზე სცილდება კამერის თვალთახედვის არეალს. 2018 წლის 15 ივნისის ვიდეოფაილის ჩანაწერში ფირზე დაფიქსირებულ 07:23:02 საათზე, ეზოში შემოსასვლელი კარიდან შედის ბრალდებული კ-----------------–-, რომელსაც მხარით უკავია მობილური ტელეფონი და მიდებული აქვს ყურთან. იგი შედის მოპირდაპირედ მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:23:17 საათზე, კორიდორის გავლით გადის ეზოში. ფირზე დაფიქსირებულ 07:25:07 საათზე, კ.მ--------–- მიდის ეზოდან კორიდორში, ხელში უკავია ორი წითელი და ლურჯი პოლიეთილენის პარკი, შედის მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:26:02 საათზე, გადის ეზოდან. მაღაზიიდან გამოსვლისას ხელში უკავია პომიდვრის თესლების რამდენიმე პაკეტი და დებს წითელ პარკში. ფაილის ჩანაწერში, რომლის ფირზეც დაფიქსირებულია 2018 წლის 29 ივნისი, 07:33:19 საათზე, ეზოში შესასვლელი კარიდან შედის ბრალდებული კ-----------------–-, რომელსაც მხარით უკავია მობილური ტელეფონი და მიდებული აქვს ყურთან. იგი შედის მოპირდაპირედ მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:33:59 საათზე, კორიდორის გავლით გადის ეზოში. ფირზე დაფიქსირებულ 07:36:28 საათზე, კ.მ--------–- მიდის ეზოდან კორიდორში და ხელში უჭირავს ორი წითელი და შავი პოლიეთილენის პარკი, შედის მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:36:48 საათზე, გადის ეზოდან. შპს „ა---------ს“ ობიექტის, მ–-------------–--- საშუალებების მაღაზიის გარე პერიმეტრზე, კედელზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ დროის მონაკვეთზე, რომელიც აღბეჭდილია ეკრანზე 06.29.2018, 07:33:10, „ა---------ს“ მაღაზიის გვერდითა კართან მიდის ბრალდებული კ-----------------–-, რომელიც აღებს მითითებულ კარს და დროის მონაკვეთზე 06.29.2018, 07:37:00, ტოვებს ობიექტის ტერიტორიას, რა დროსაც ხელში უჭირავს მოწითალო პოლიეთილენის პარკი. შპს „ა---------ს“ შიდა პერიმეტრის კამერის ჩანაწერში კ-----------------–- დროის მონაკვეთზე 06.04.2018, 08:01:42, ჩნდება კადრში და ხელში უჭირავს ორი პოლიეთილენის პარკი, რომლებშიც უწყვია აღნიშნული ობიექტიდან წამოღებული პომიდვრის თესლები ყუთებით. ანალოგიურად, 06.29.2018 წლის ჩანაწერში 07:36:32, კადრში ჩნდება კ-----------------–-, რომელსაც აცვია შავი მაისური და ხელში უჭირავს ორი პოლიეთილენის პარკი. 06.04.2018 წლის ვიდეოკამერის ჩანაწერში, 08:01:47 საათზე, კადრში ჩნდება კ-----------------–-, რომელსაც ხელში უჭირავს ორი პოლიეთილენის პარკით პომიდვრის თესლები და მიდის საწერ მაგიდასთან რამდენიმე წამის განმავლობაში. იქვე კედელზე კიდებს კონტეინერის გასაღებს. შპს „ა---------ს“ გარე პერიმეტრის, კერძოდ, გვერდით მდებარე კარის ზედხედიდან განხორციელებულ კამერის ჩანაწერში, დროის მონაკვეთზე 06.05.2018 წლის 07:22:49 საათზე, კადრში ჩნდება კ-----------------–-, რომელიც რამდენიმე წამში შედის მაღაზიაში და მაღაზიიდან გამოდის 07:26:09 საათზე. გამოსვლისას მას ხელში უჭირავს მოწითალო პოლიეთილენის პარკით პომიდვრის თესლები. შპს „ა---------ს“ გარე პერიმეტრის, კერძოდ, წინა მხარეს აღნიშნულ კამერის ჩანაწერში კ-------------–-, დროის მონაკვეთზე 06.29.2018, 07:32:57, მიემართება მაღაზიის გვერდითა მხარეს. დროის მონაკვეთზე 07:37:10, კ.მ--------–- ისევ ჩნდება კადრში, რა დროსაც ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკები, რაშიც უწყვია ბოსტნეულის თესლები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ-----------------–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება კ-----------------–-ს წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ კ-----------------–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა კ-----------------–-ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ კ-----------------–- საცავში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ც------------–---–-ს კუთვნილ პომიდვრის და კომბოსტოს თესლებს დასტურდება, როგორც დაზარალებულ ც------------–---–-ს და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, სადაც სრული სიზუსტით არის აღწერილი ბრალდებულ კ-----------------–-ს მიერ შესრულებული ქმედებები, როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ისე მას შემდგომ. კერძოდ, ი-----–--–--–---–-–---–-ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა ა--–-------–-----------------------ში მდებარე შპს „ა---------ს“ მაღაზიაში, სადაც ევალებოდა ე.წ. „შლაგბაუმის“ გაღება-დაკეტვა და მაღაზიის სიგნალიზაციაზე აყვანა. მასვე ჰქონდა ჩაბარებული მაღაზიაში შესასვლელი კარის გასაღები, ხოლო მაღაზიის საწყობის გასაღები მოთავსებული იყო მაღაზიაში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულმა კ-----------------–მა, რომელსაც ნათესაური და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა მაღაზიის მესაკუთრე ც---- ქ------–---–----, იმ მიზნით, რომ თითქოს მაღაზიიდან გამოსატანი ჰქონდა საკუთარი პროდუქცია, სთხოვა სამუშაო საათების დაწყებამდე მაღაზიაში შეშვება. ვინაიდან მას ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა ქ------–---–------, ჩათვალა, რომ მაღაზიიდან სურდა საკუთარი პროდუქციის გატანა, რის გამოც შეხვდა მაღაზიასთან და შეუშვა საწყობის ტერიტორიაზე, საიდანაც კ-----------------–მა გამოიტანა 4-5 ყუთი, რომელსაც ეხატა პომიდორი და მოთავსებული იყო გამჭვირვალე პარკში. კ-------------–-ს მიერ საწყობიდან ყუთების გამოტანის ფაქტს ადგილი ჰქონდა 6-7-ჯერ, საიდანაც ორ შემთხვევაში პომიდვრის თესლის ყუთები მოთავსებული იყო გამჭვირვალე პარკში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ყუთების გამოტანა მოხდა მუქი პარკის გამოყენებით. კ-----------------–-ს საწყობში შესვლა ხდებოდა იმ დროს, როდესაც მაღაზიის დამლაგებელი დროის გარკვეულ მონაკვეთში გადასული იყო თავად ბრალდებულის მაღაზიის დასალაგებლად. მას შემდეგ, რაც ი-----–--–--–---–-–--ლმა შენიშნა, რომ კ-----------------–ს საწყობიდან გამოჰქონდა დიდი ოდენობის პროდუქცია, დაინტერესდა თუ სად მიჰქონდა მას აღნიშნული საქონელი, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ ქ------–---–--ის საწყობიდან გამოტანილ პროდუქციას იგი ისაკუთრებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
შპს „ა---------ს“ კუთვნილ სასაწყობო ფართში კ-----------------–-ს შესვლის და იქიდან გარკვეული პროდუქციის გამოტანის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე ა-----------–----–---–-, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ სწორედ ბრალდებული კ-----------------–- იყო ის პიროვნება, რომელმაც სთხოვა ც------------–---–-ს მაღაზიაში გაყოლა მისი კუთვნილი პროდუქციის წამოსაღებად. მაღაზიასთან მისვლისას ადგილზე დახვდათ ი-----–--–--–---–-–---–-, რომელმაც გასაღებით გახსნა მაღაზიის კარი, შევიდნენ საწყობში, საიდანაც კ-----------------–მა გამოიტანა ორი ქაღალდის პარკი, მასში მოთავსებული ოთკუთხედი ფორმის ყუთებით. მისთვის უცნობი იყო თუ რა იყო მოთავსებული აღნიშნულ პარკებში, ვინაიდან არც ი-----–--–--–---–-–--ლს და არც კ-----------------–ს მასთან საუბრისას არ დაუკონკრეტებიათ აღნიშნულის თაობაზე.
ის ფაქტი, რომ ბრალდებული კ-----------------–- თ---–--–------–-------–-----------------0 „ბ“-ში მდებარე ც------------–---–-ს მაღაზიის საწყობიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეუფლებოდა სარეალიზაციოდ გამზადებულ პომიდვრის და კომბოსტოს თესლებს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა დასტურდება დაზარალებულ ც------------–---–-ს ჩვენებით, რომელიც მართალია ქურდობის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებული კ-----------------–-ა ის პიროვნება, რომელიც დილის საათებში, სამუშაო დროის დაწყებამდე მიდიოდა მაღაზიის ტერიტორიაზე, შედიოდა საწყობში, გასაღების საშუალებით აღებდა კონტეინერს და ფარულად ეუფლებოდა სხვადასხვა ფირმის პომიდვრის და კომბოსტოს თესლებს. დაზარალებულმა კატეგორიულად გამორიცხა საწყობიდან პროდუქციის დაკარგვის ან მისი რეალიზაციის შედეგად გახარჯვის ფაქტი და აღნიშნა, რომ მისი ნებართვის გარეშე საწყობში შესვლის უფლება არავის ჰქონდა. საწყობში შესვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც მისცემდა დავალებას პროდუქციის გამოსატანად. ამასთან აღნიშნა, რომ პომიდვრის და კომბოსტოს თესლები დაფასოებული იყო შესაბამის პაკეტებში, რაც მოთავსებული იყო დიდ ყუთებში და ინახებოდა საწყობში წებოვანი ლენტით შეკრულ მდგომარეობაში. მაღაზია მუშაობდა 09:00-18:00 საათის პერიოდში და არასამუშაო დროს კატეგორიულად აკრძალული იყო საწყობიდან პროდუქტის გატანა.
დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმე ს---–---------------–--ის ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულ კ-----------------–ს, რომელსაც დიდუბის ტერიტორიაზე ჰქონდა მ–-------------–--- მაღაზია, არაერთხელ მომსახურებია საკუთარი მანქანით და დახმარებია სხვადასხვა საწყობიდან მის მაღაზიაში შხამქიმიკატების და მცენარეთა თესლების გადატანაში. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ზაფხულის პერიოდში, საკუთარი მანქანით მიაკითხა კ-----------------–ს დიდუბის ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი პარკით ხელში გამოვიდა მაღაზია „გ-------ს“ და ც------------–---–-ს მაღაზიებს შორის არსებული გზიდან. აღნიშნულ ადგილას კ-----------------–ს შეხვდა ორჯერ და ორივე შემთხვევაში იგი აღნიშნული ტერიტორიიდან გამოდიოდა პარკებით ხელში.
მოწმეების ზ--------------ის და ს-------------–---–-ს ჩვენებებით დგინდება, რომ თ---–--–------–-------–-----------------0 „ბ“-ში მდებარე მ–-------------–--- მაღაზია წარმოადგენდა ც------------–---–-ს საკუთრებას. მაღაზია მუშაობდა 09:00-18:00 საათამდე და მასში იყიდებოდა როგორც შხამქიმიკატები, ისე მცენარეთა თესლები. მაღაზიის უკან ეზოში განლაგებული იყო საწყობი, სადაც ინახებოდა გასაყიდი პროდუქცია. საწყობში განთავსებული იყო კონტეინერი, რაც იკეტებოდა ბოქლომით და მასში შესვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ ც------------–---–-ს დავალების შემთხვევაში. ც--------–---–-ს ნებართვის გარეშე საწყობიდან პროდუქციის გატანის უფლება არავის ჰქონდა. კონტეინერიდან თესლების გატანა ხდებოდა მხოლოდ სამუშაო საათებში, ც--------–---–-ს თანხმობითა და დავალებით.
მოწმე თ----------ის ჩვენებით, მუშაობს ა--–-------–-----------------------ში მდებარე შპს „ა---------ს“ მაღაზიაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. აღნიშნულ მაღაზიაში განთავსებულია მ–-------------–--- განყოფილება, საიდანაც ხდება ბოსტნეულის თესლების რეალიზება. მაღაზია იხსნებოდა 09:00 საათზე და მუშაობდა 18:00 საათამდე. არასამუშაო დროს მაღაზიაში პროდუქტის რეალიზება არ ხდებოდა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბერში კომპანიამ შეიძინა დიდი რაოდენობით, დაახლოებით 300000 ლარის ღირებულების „სინჟეტას“ ფირმის თესლი, ხოლო 2018 წლის 01 აგვისტოს მონაცემებით, დარჩენილი ნაშთი „ბობკატის“ სახელწოდების პომიდვრის თესლის იყო 2280 პაკეტი და დანაკლისი შეადგენდა 3613 პაკეტს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ხ---------------ს ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ც------------–---–-ს მაღაზიის დალაგების პარალელურად, მაღაზიის დალაგების შუალედში 07:00 საათიდან - 07:30 საათამდე პერიოდში მიდიოდა იქვე მდებარე ე-–-------–----–--იძის და კ-----------------–-ს მაღაზიის დასალაგებლად, რა დროსაც მაღაზიაში ხვდებოდა მხოლოდ ე-–-------–----–-----. როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი, ც------------–---–-ს მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვის ფაქტს ადგილი ჰქონდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც გარკვეული დროის მონაკვეთში ც------------–---–-ს მაღაზიიდან გადადიოდა ე-–-------–----–--იძის და კ-----------------–-ს მაღაზიის დასალაგებლად.
ის, რომ ბრალდებულ კ-----------------–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს „ა---------ს“ კუთვნილ სასაწყობო ფართში უკანონოდ შეღწევის და დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს, გარდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებისა, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ბრალდებულის ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე ნათლად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შპს „ბ----- გ-------ს“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერით, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი კ-----------------–-ს გადაადგილების მარშრუტი დანაშაულის ჩადენის დროს. კერძოდ, ეკრანზე აღბეჭდილ დროის მონაკვეთზე 01.08.2018, 18:25:13 საათზე, კადრში საყარაულო ჯიხურის კუთხესთან ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ჯინსი და მოლურჯო-მოშავო ზოლიანი მაისური, შორტებში და „ადიდასის“ ემბლემიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცთან ერთად მიემართება „ა---------ს“ გვერდითა კარისკენ. დაზარალებულ ც------------–---–-ს განმარტებით, ზოლიან მაისურში ჩაცმული მამაკაცი არის ბრალდებული კ-----------------–-, ხოლო შორტებში ჩაცმული მამაკაცი - ა-----------–----–---–-. კ-----------------–- დროის მონაკვეთზე 18:25:42, მიდის „ა---------ს“ გვერდითა კართან და რამდენიმე ხნის განმავლობაში ცდილობს მის გაღებას. 18:27:22 საათზე, მათთან მიდის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი შარვალი და რუხი მაისური და ეხმარება კარის გაღებაში. მითითებულ მამაკაცზე მოწმე ც------------–---–- განმარტავს, რომ აღნიშნული პიროვნება არის ი-----–--–--–---–-–---–-. ორი წამის შემდგომ ი-----–--–--–---–-–---–- კართან ტოვებს კ-----------------–ს და ა-----------–----–---–ს, რომლებიც 18:28:37 საათზე აღებენ კარს და შედიან „ა---------ს“ ტერიტორიაზე, საიდანაც უკან გამოდიან 18:32:04 საათზე, რა დროსაც ა-----------–----–---–ს ხელში უჭირავს მოთეთრო პარკი.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ა---------ს“ ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების 2018 წლის 04 ივლისიდან - 29 ივლისის პერიოდში განხორციელებულ ჩანაწერების შინაარსზე. კერძოდ, მცენარეების თესლების შესანახ კონტეინერის მხარეს მიმართულ ფირზე, სადაც დაფიქსირებულია 2018 წლის 04 ივნისის ჩანაწერი, 08:00:00 საათზე კორიდორიდან ეზოში გამოდის ბრალდებული კ-----------------–-, რომელსაც მხარით უკავია მობილური ტელეფონი და მიდებული აქვს ყურთან, აცვია მოლურჯო მოკლემკლავიანი მაისური და ჯინსის შარვალი, ფეხზე სპორტული ბოტასი, შავი და თეთრ ფერებში გაწყობილი. მიდის კონტეინერთან, გასაღებით ხსნის ბოქლომს, აღებს კონტეინერის კარს და შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არსებული ყუთებიდან იღებს პომიდვრის თესლების ყუთებს, მასში არსებული პომიდვრის თესლების პაკეტებით. აღნიშნულ ყუთებს ალაგებს მის მიერ მიტანილ პოლიეთილენის შავ და წითელ პარკებში, რის შემდეგაც ხურავს კონტეინერის კარს, კეტავს ბოქლომით, ბრუნდება კორიდორისკენ და ფირზე დაფიქსირებულ 08:01:37 საათზე სცილდება კამერის თვალთახედვის არეალს. 2018 წლის 15 ივნისის ვიდეოფაილის ჩანაწერში ფირზე დაფიქსირებულ 07:23:02 საათზე, ეზოში შემოსასვლელი კარიდან შედის ბრალდებული კ-----------------–-, რომელსაც მხარით უკავია მობილური ტელეფონი და მიდებული აქვს ყურთან. იგი შედის მოპირდაპირედ მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:23:17 საათზე, კორიდორის გავლით გადის ეზოში. ფირზე დაფიქსირებულ 07:25:07 საათზე, კ.მ--------–- მიდის ეზოდან კორიდორში, ხელში უკავია ორი წითელი და ლურჯი პოლიეთილენის პარკი, შედის მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:26:02 საათზე, გადის ეზოდან. მაღაზიიდან გამოსვლისას ხელში უკავია პომიდვრის თესლების რამდენიმე პაკეტი და დებს წითელ პარკში. ფაილის ჩანაწერში, რომლის ფირზეც დაფიქსირებულია 2018 წლის 29 ივნისი, 07:33:19 საათზე, ეზოში შესასვლელი კარიდან შედის ბრალდებული კ-----------------–-, რომელსაც მხარით უკავია მობილური ტელეფონი და მიდებული აქვს ყურთან. იგი შედის მოპირდაპირედ მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:33:59 საათზე, კორიდორის გავლით გადის ეზოში. ფირზე დაფიქსირებულ 07:36:28 საათზე, კ.მ--------–- მიდის ეზოდან კორიდორში და ხელში უჭირავს ორი წითელი და შავი პოლიეთილენის პარკი, შედის მაღაზიაში და შემდეგ ფირზე დაფიქსირებულ 07:36:48 საათზე, გადის ეზოდან. შპს „ა---------ს“ ობიექტის, მ–-------------–--- საშუალებების მაღაზიის გარე პერიმეტრზე, კედელზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ დროის მონაკვეთზე, რომელიც აღბეჭდილია ეკრანზე 06.29.2018, 07:33:10, „ა---------ს“ მაღაზიის გვერდითა კართან მიდის ბრალდებული კ-----------------–-, რომელიც აღებს მითითებულ კარს და დროის მონაკვეთზე 06.29.2018, 07:37:00, ტოვებს ობიექტის ტერიტორიას, რა დროსაც ხელში უჭირავს მოწითალო პოლიეთილენის პარკი. შპს „ა---------ს“ შიდა პერიმეტრის კამერის ჩანაწერში კ-----------------–- დროის მონაკვეთზე 06.04.2018, 08:01:42, ჩნდება კადრში და ხელში უჭირავს ორი პოლიეთილენის პარკი, რომლებშიც უწყვია აღნიშნული ობიექტიდან წამოღებული პომიდვრის თესლები ყუთებით. ანალოგიურად, 06.29.2018 წლის ჩანაწერში 07:36:32, კადრში ჩნდება კ-----------------–-, რომელსაც აცვია შავი მაისური და ხელში უჭირავს ორი პოლიეთილენის პარკი. 06.04.2018 წლის ვიდეოკამერის ჩანაწერში, 08:01:47 საათზე, კადრში ჩნდება კ-----------------–-, რომელსაც ხელში უჭირავს ორი პოლიეთილენის პარკით პომიდვრის თესლები და მიდის საწერ მაგიდასთან რამდენიმე წამის განმავლობაში. იქვე კედელზე კიდებს კონტეინერის გასაღებს. შპს „ა---------ს“ გარე პერიმეტრის, კერძოდ, გვერდით მდებარე კარის ზედხედიდან განხორციელებულ კამერის ჩანაწერში, დროის მონაკვეთზე 06.05.2018 წლის 07:22:49 საათზე, კადრში ჩნდება კ-----------------–-, რომელიც რამდენიმე წამში შედის მაღაზიაში და მაღაზიიდან გამოდის 07:26:09 საათზე. გამოსვლისას მას ხელში უჭირავს მოწითალო პოლიეთილენის პარკით პომიდვრის თესლები. შპს „ა---------ს“ გარე პერიმეტრის, კერძოდ, წინა მხარეს აღნიშნულ კამერის ჩანაწერში კ-------------–-, დროის მონაკვეთზე 06.29.2018, 07:32:57, მიემართება მაღაზიის გვერდითა მხარეს. დროის მონაკვეთზე 07:37:10, კ.მ--------–- ისევ ჩნდება კადრში, რა დროსაც ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკები, რაშიც უწყვია ბოსტნეულის თესლები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის ჩვენება, რომელმაც უარყო ც------------–---–-ს კუთვნილი საწყობიდან დიდი ოდენობით პომიდვრის თესლების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებთან, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული, მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს ნამდვილად მიადგა თუ არა დიდი ოდენობის ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს, როგორც დაზარალებულ ც------------–---–-ს და მოწმეების: ე-–-------–----–--იძის, გ---------------–---–-- და თ----------ის, ისე თავად ბრალდებულ კ-----------------–-ს ჩვენებებს.
2019 წლის 25 მაისს გაცემული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------ემ, მართალია დადგენილია, რომ შპს „ა---------ს“ მიერ გამოსაკვლევ პერიოდში იმპორტირებული ჰქონდა TOMATO WOLWRINE დაუმუშავებული IKS წარმოშობის პომიდვრის თესლი ინდოეთიდან - 2499 და 1345 ერთეული, ხოლო ჩინეთიდან - 3000 და 1711 ერთეული, საიდანაც შპს „ა---------ს“ მიერ, 2018 წლის 27 თებერვლიდან - იმავე წლის 16 აპრილის ჩათვლით რეალიზებულია პომიდვრის თესლი „ბობკატი“ 132 ცალი, ხოლო 2018 წლის 27 თებერვლიდან - 25 ივნისის ჩათვლით რეალიზებულია პომიდვრის თესლი „ვოლვერინი“ - 314 ცალი, თუმცა იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა შპს „ა---------ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის აქტები 2018 წლის 01 იანვრის და 01 აგვისტოს მდგომარეობით, ასევე გამოსაკვლევი პერიოდის საწყობის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია, ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე: რა რაოდენობის და რა სახეობის პომიდვრისა და კომბოსტოს თესლები იქნა დასაწყობებული შპს „ა---------ს“ მიერ; იყო თუ არა დარჩენილი 2017 წლის განმავლობაში იმპორტირებული პომიდვრისა და კომბოსტოს თესლები შპს „ა---------ს“ საწყობში; საბუღალტრო დოკუმენტაციით რა რაოდენობისა და კომბოსტოს თესლები უნდა იყოს დასაწყობებული „ა---------ს“ საწყობში და რას წარმოადგენს მათი დანაკლისი, პასუხის გაცემა შეუძლებელია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულ შპს „ა--------ზე“ მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოწმე გ---------------–---–-- ჩვენების იმ ნაწილს, რითაც დადგენილია, რომ თითო ყუთში მოთავსებულია „სინჯეტას“ პომიდვრის თესლის 125 პაკეტი, რომელთაგან ერთი პაკეტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით ცხრა ევროს. ანალოგიური დადასტურდა დაზარალებულ ც------------–---–-ს და მოწმე ე-–-------–----–--იძის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ ყუთში მოთავსებული 125 პაკეტიდან, თითოს ღირებულება შეადგენს 30-40 ლარს, ხოლო ბრალდებულ კ-----------------–-ს ჩვენებით ერთი ყუთი პომიდვრის თესლის ღირებულება განისაზღვრება, დაახლოებით 3000 ლარით. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ა---------ს“ სასაწყობო ფართში უკანონო შეღწევით, კ-----------------–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ც------------–---–-ს კუთვნილი ქონების ეტაპობრივად დაუფლებას, ბრალდებულის მხრიდან დაუფლებული ბოსტნეულის თესლების ოდენობის და მისი ღირებულების მხედველობაში მიღებით, ამასთან იმ ვიდეოჩანაწერებით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა უდაო მტკიცებულებად, დასტურდება, რომ კ-----------------–- სამჯერ, კერძოდ, 2018 წლის 04, 15 და 29 ივნისს გამოდის დაზარალებულ ც------------–---–-ს კონტეინერიდან ორ-ორი პოლიეთილენის პარკით, ხოლო ერთხელ 2018 წლის 01 აგვისტოს, კ-----------------–- ა-----------–----–---–თან ერთად გამოდის შპს „ა---------ს“ ტერიტორიიდან, რა დროსაც ა-----------–----–---–ს ხელში უჭირავს მოთეთრო პარკი. იმავე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის მიხედვით კი, კ-----------------–-ს განმარტებით, მას სთხოვა დაეკავებინა იგი, რადგან ხელს შეუშლიდა ეზოს კარის დაკეტვაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------------–- დაეუფლა დაზარალებულის დიდი ოდენობით პროდუქციას, ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თითო ყუთში მოთავსებულია 125 პაკეტი, თითო პაკეტის ღირებულება შეადგენს 30-40 ლარს, ხოლო ერთი ყუთის ღირებულება განისაზღვრება, დაახლოებით 3000 ლარით. თუ ბრალდებული დაეუფლა შვიდი პარკით დაზარალებულის კუთვნილ პომიდვრის თესლებს ყუთებით, თითო პარკში, სულ მცირე თითო ყუთი მაინც რომ ჩაედო, პომიდვრის თესლების შვიდი ყუთის ჯამური ღირებულებაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ 10000 (ათი ათას) ლარს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმე ი-----–--–--–---–-–---–-ს ჩვენებით, კ-----------------–- რამდენჯერმე შევიდა დაზარალებულ ც------------–---–-ს კონტეინერში და გამოვიდა პარკებით ხელში, ხოლო პირველად მისვლისას დაინახა, რომ ბრალდებულმა საწყობიდან გამოიტანა დაახლოებით ოთხი-ხუთი ყუთი, რომლებსაც ეხატა პომიდორი და მოთავსებული იყო გამჭვირვალე პარკში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ კ-----------------–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა კ-----------------–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, საცავში უკანონოდ შეღწევით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ კ-----------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, საცავში უკანონო შეღწევით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ კ-----------------–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
პომიდვრის თესლი, ერთ პაკეტად, რაც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ც---- ქ------–---–-, ხოლო შპს „ა---------ს ჩანაწერები“, ორ დისკზე; შპს „ბ----- გ-------ს“ ჩანაწერები, ორ დისკზე; შპს „მ----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ დისკზე და შპს „ლ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-----------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, კ-----------------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ-----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 სექტემბრის 17:27 საათიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
პომიდვრის თესლი, ერთ პაკეტად, რაც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ც---- ქ------–---–-, ხოლო შპს „ა---------ს ჩანაწერები“, ორ დისკზე; შპს „ბ----- გ-------ს“ ჩანაწერები, ორ დისკზე; შპს „მ----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ დისკზე და შპს „ლ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე