გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/3154-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - გ----------–-------ი
წარმომადგენელი - ზ-------–----ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რ---------------–-----ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის №----------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის (შპს ბ---–-------------–---------–-----------------ის) მიერ გ----------–-------ის სახელზე გაცემული B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის იურიდიული (სპეციალობით სამართალმცოდნეობა) ფაკულტეტის 2008 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ----------–-------ს მიენიჭა იურისტის (სამართალმცოდნეობის) დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე 2008 წელს გაიცა B--------- დიპლომი (სარეგისტრაციო №------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დიპლომი B--------- (ს.ფ. 12);
3.2. გ----------–-------მა 2019 წლის 4 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის (შპს ბ---–-------------–---------–-----------------ი) მიერ 2008 წელს მის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით გ----------–-------ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 53-54);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-18);
3.3. ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ს----------–--------------–---–---------------------------–------------------------–---–ი (რეგისტრაციის №------).
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიამ, 1995 წლის 15 ნოემბრის №------------- გადაწყვეტილებით, ნება დართო ს----------–--------------–---–-------------------იის - არასახელმწიფო საერო სასწავლებლის რექტორს ბ-ნ ს---------ეს, რათა ქ. ბ---–---–ი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა ამ სასწავლებლის ფილიალს - ბ---–---------------–-–---------------------–------–---–----–ს. აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილი იყო კადრები მოემზადებინა შემდეგ სპეციალობებში: 1. აგრობიოტექნოლოგია; 2. კვების ბიოტექნოლოგია; 3. აგროეკონომიკა, ბიზნესი და მენეჯმენტი; 4. აგრობიზნესის ორგანიზატორ-მენეჯერი.
საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 28 დეკემბრის სარეგისტრაციო მოწმობით 1995 წლის 15 ნოემბრის №------------- ლიცენზიის მფლობელ სუბიექტად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „ს----------–--------------–---–---------------------------–----------–---–ი” (სახელმწიფო რეგისტრაცია - №------, 18.10.1995წ.). აღნიშნულ სარეგისტრაციო მოწმობაში და შესაბამისად, უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №--- გასწვრივ ლიცენზიის მფლობელი სუბიექტის საფირმო სახელწოდების გრაფაში, დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია შპს ს----------–--------------–---–---------------------------–----------–---–ი, ხოლო სახელმწიფო სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულია ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება, რეგისტრაციის №------. თუმცა, აღნიშნული დადგენილების (რეგისტრაციის №------) თანახმად, სარეგისტრაციო მოწმობასა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაწესებულების სახელწოდებად მითითებული უნდა იყოს შპს ს----------–--------------–---–---------------------------–------------------------–---–ი.
საქართველოს განათლების სამინისტროს 2000 წლის 24 მაისის №-------- (№------------) ლიცენზიით, შპს ს----------–--------------–---–-------------------იას, სტატუსით, ს----------–--------------–---–---------------------------–----------–---–ი, მიენიჭა უფლებამოსილება დამატებით განეხორციელებინა შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები: 1. სამართალმცოდნეობა; 2. ფინანსები და კრედიტები; 3. საგადასახადო და საბაჟო საქმე (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---). უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი სუბიექტის სახელმწიფო სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულია ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება, რეგისტრაციის №------. შესაბამისად, ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის რეგისტრაციის №------) დადგენილების თანახმად, ლიცენზიაში, და ასევე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №--- გასწვრივ საფირმო სახელწოდების გრაფაში იურიდიული პირის სახელწოდებად უნდა იყოს მითითებული შპს ს----------–--------------–---–-------------------იის ბოლნისის ინსტიტუტი /ფილიალი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის დადგენილებით, შპს „ს----------–--------------–---–-------------------იის ბოლნისის ინსტიტუტის ფილიალს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის ფილიალი“ (რეგისტრაციის №------ (2). საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2000 წლის 27 ოქტომბრის №------------- გადაწყვეტილებით ს----------–--------------–---–---------------------------–----------–---–ის სახელწოდების შეცვლაზე, და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №--- გასწვრივ საფირმო სახელწოდების გრაფაში იურიდიული პირის სახელწოდებად მითითებულ იქნა „ნ--------–----------------------–---------–--------------------–----------–---–ი“, სახელმწიფო სარეგისტრაციო მონაცემებით - ბოლნისის რ-ნის სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის დადგენილება, რეგისტრაციის №------ (2). თუმცა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის (რეგისტრაციის №------ (2)) დადგენილების თანახმად, დაწესებულების სახელწოდებად მითითებული უნდა იყოს შპს „ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის ფილიალი“.
საქართველოს განათლების სამინისტროს 2000 წლის 6 ოქტომბრის №------------------------- ლიცენზიით, შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–------------იის ბოლნისის ფილიალს (შპს „ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის ფილიალი“) სტატუსით - ნ--------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–----------–---–ი/ინსტიტუტი, მიენიჭა უფლებამოსილება დამატებით განეხორციელებინა შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა: ინგლისური ენა (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით განხორციელდა შპს „ბ---–-------------–---------–-----------------ის“ რეგისტრაცია (რეგისტრაციის №------). ამავე დადგენილებით რეგისტრირებული შპს ბ---–--------------–---------–-----------------ის წესდების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად მას ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–------------იის დამფუძნებელთა კრების 2001 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით ბ---–-------------–---------–-----------------ი არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 29 ივნისის დადგენილებით რეგისტრირებული შპს ნ-----------–----------–-------------------–-----------–---------–--------------------–-------------------------–---–ის სამართალმემკვიდრე.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 31 იანვრის №-------- გადაწყვეტილებით, შპს ნ--------–----------–-----------------–-----------–---------–-------------------–------------------ს (შპს „ბ---–-------------–---------–-----------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
შპს „ბ---–-------------–---------–----------------ს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არ წარმოუდგენია ჩარიცხულ პირთა სია.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, 2010 წლის 18 ნოემბერს, შპს „ბ---–-------------–---------–-----------------ი“ ს/კ 2--------) შეერწყა შპს სოხუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს (ს/კ 2--------).
რეესტრის სამმართველომ იხელმძღვანელა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული ჩანაწერებით, საარქივო დოკუმენტაციებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, ასევე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის საფუძველზე შექმნილი ოქმით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით დაადგინა:
შპს „ბ---–-------------–---------–----------------ს“ (ს/კ 2--------) (ყოფილი შპს ს----------–--------------–---–---------------------------–------------------------–---–ი/ (შპს ს----------–--------------–---–---------------------------–----------–---–ი); შპს „ნ-----------–----------–------------------–-----------–---------–--------------------–-------------------------–---–ი“ (შპს „ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–------------იის ბოლნისის ფილიალი“) მიერ 1995 წლის 15 ნოემბრიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2010 წლის სექტემბრამდე აღნიშნული დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 ნოემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 74-88);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის № M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------–-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის №----------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც გ----------–-------ს უარი ეთქვა B--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
ხსენებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
6.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის იურიდიული (სპეციალობით სამართალმცოდნეობა) ფაკულტეტის 2008 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ----------–-------ს მიენიჭა იურისტის (სამართალმცოდნეობის) დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე 2008 წელს გაიცა B--------- დიპლომი (სარეგისტრაციო №------). ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ გ----------–-------მა 2019 წლის 4 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის (შპს ბ---–-------------–---------–-----------------ი) მიერ 2008 წელს მის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით გ----------–-------ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – 2019 წლის 27 მარტის №----------------- გადაწყვეტილებით, გ----------–-------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს „ბ---–-------------–---------–----------------ს“ - ყოფილი შპს ს----------–--------------–---–---------------------------–------------------------–---–ი, შპს ს----------–--------------–---–---------------------------–----------–---–ი; შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის ფილიალი, შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–------------იის ბოლნისის ფილიალის მიერ 1995 წლის 15 ნოემბრიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2010 წლის სექტემბრამდე აღნიშნული დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის მიერ გ----------–-------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის - B---------, სარეგისტრაციო ნომერი №------, ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი.
კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიულ შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. ვინაიდან კანონიერი ნდობა ნიშნავს - პირს რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების შედეგის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის გარდა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინტერესების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი.
6.4. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------–-------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის № M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ნ-----------–----------–-----------------–-----------–---------–--------------------–------------------ის მიერ გ----------–-------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის - B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის № M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ----------–-------ის სახელზე გაცემული B--------- დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ;
4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელე გ----------–-------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე