გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
010210017002105923
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002105923

2-3637/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12/06/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ი------ ა-–---------ი

წარმომადგენელი: გ----------------------------------

მოპასუხე: შპს ,,ს---“

წარმომადგენელი: ლ-----------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელის პოზიცია:

ი------ ა-–---------ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,ს---ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 40 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ი------ ა-–---------მა 2--- წლის თებერვალში ქ. ბათუმში გაიცნო ლ------ ქ------ე, რომელმაც მას აცნობა, რომ შპს ,,ს---ს“ სჭირდებოდა თანხა და მომგებიანი პირობებით მისგან ისესხებდა ფულს. ლ------ ქ------ემ, ი------ ა-–---------ი შეახვედრა შპს ,,ს---ს“ დირექტორს ა-–-----------–--ს. შეხვედრის შედეგად ისინი შეთანხმდენ მასზედ, რომ ი------ ა-–---------ი, შპს ,,ს---ს“ თვეში 10 % სარგებელის გადახდის პირობით 6 თვის ვადით ასესხებდა 20 000 აშშ დოლარს. შეთანხმების შემდეგ 2--- წლის 5 აპრილს მან ა-–----- უ--–--ს შპს ,,ს---სათვის“ სესხად გადასცა 5 000 აშშ დოლარი. შემდეგ დღეებში კი ნაწილ-ნაწილ გადასცა თანხები, რომლის ჯამმაც შეადგინა 20 000 აშშ დოლარი.

 

2--- წლის 5 მაისს შპს ,,ს---ს“ წარმომადგენელმა ა-–----- უ--–--მ აღიარა, რომ შპს ,,ს---ს“ ი------ ა-–---------ისათვის გადასახდელი აქვს 30 000 აშშ დოლარი. ვალის დაფარვის მიზნით ა-–----- უ--–--მ 10 000 აშშ დოლარის ანგარიშში საკუთრებაში გადასცა შპს ,,თ----ს“ კუთვნილი ავტომანქანა ,,D--”, ხოლო დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის პროცენტების საკომპენსაციოდ, ი------ ა-–---------ს მფლობელობაში გადასცა სასტუმრო ,,მ------“ და რესტორანი ,,მ------“. შეთანხმებას ხელი მოაწერა ა-–----- უ--–--მ და შეთანხმების დოკუმენტს დაასვა შპს ,,ს---ს“ ბეჭედი. ავტომანქანა ეკუთვნოდა შპს ,,თ----ს“ და აღნიშნულის გამო მან ვერ შეძლო მანქანის გადაფორმება. ავტომანქანის მისაღებად მან შეიძინა შპს ,,თ----ს“ 60 % წილი და ამ გზით გახდა ავტომანქანის მესაკუთრე. გარდა ამისა მფლობელობაში გადაცემული სასტუმრო და რესტორანი სარემონტო იყო, რის გამოც მის რემონტზე დახარჯა 7 000 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 23 მაისს შპს ,,ს---სთან“ გააფორმა ახალი ხელშეკრულება 23 000 აშშ დოლარის სესხად გაცემაზე თვეში 10 % სარგებელის გადახდის პირობით. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და სესხი არ დაფარა. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 23 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 10 000 აშშ დოლარი და რემონტის ხარჯი 7000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ა-–-----------–-- არ წარმოადგენს შპს ,,ს---ს“ წარმომადგენელს. მისთვის ცნობილი არაა ა-–-----------–--მ მოსარჩელისაგან სესხი აიღო თუ არა. მას ი------ ა-–---------ისაგან სესხი მიღებული არ აქვს. შესაბამისად მის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ს---“ სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 13 ივნისს. მისი დამფუძნებელი და იმავდროულად დირექტორია ს--- უ--–--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ.29-30

 

3.1.2. შპს ,,თ----“ სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგიტრირებულია 2014 წლის 14 აგვისტოს. მისი დამფუძნებელი პარტნიორები იყვენ:

- ს--- უ--–-- - 60 % წილი;

- ლ------ ქ------ე - 40 % წილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 33-34, 238

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. ი------ ა-–---------მა შეიძინა ჯერ შპს ,,თ----ში“ ს--- უ--–--ს წილი, შემდეგ კი ლ------ ქ------ის წილი და გახდა საწარმოს 100 % წილის მფლობელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,თ----ს“ კრების ოქმი. ტ.2. ს. ფ. 73 ს.ფ. 23-24

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 74

3.1.4. ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–-------ში არსებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ისმაილ შიშმანის საკუთრებად. დასახელებულ მისამართზე მდებარე რესტორანი და სასტუმრო 2016 წლის ზაფხულის მდგომარეობით შპს ,,ს---ს“ ჰქონდა იჯარით აღებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

უძრავი ქონების ქვეიჯარის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 13-17

საჯარო რეესტრის ამიონაწერი. ტ.2. ს.ფ. 31-32

3.1.5. 2016 წლის 1 აგვისტოს, შპს ,,ს---მ“ იჯარით აღებული სასტუმრო და რესტორანი, ქვეიჯარით გადასცა შპს ,,,თ----ს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

უძრავი ქონების ქვეიჯარის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ.13-17

3.1.6. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ შპს ს---მ“, შპს ,,თ----სთან“ არსებული საიჯარო ურთიერთობა შეწყვიტა 2017 წლის 14 აგვისტოს და შპს ,,თ----ს“ მოსთხოვა ქვეიჯარით მიღებული ფართის დაცლა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მიმართვა. ტ. 2. ს.ფ. 18

 

3.1.7. ი------ ა-–---------მა “ შპს ,,ს---ს“ აცნობა, რომ რემონტზე დახარჯული აქვს 5000 აშშ დოლარი, გარდა ამისა შპს ,,ს---საგან“ ეკუთვნის სესხის სარგებელი თვეში 2300 აშშ დოლარი, რის გამოც ფართის დაცლაზე უარი განაცხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. მიმართვა. ტ. 2. ს.ფ. 19

 

3.1.8. საქმის განხილვის მომენტისათვის შპს ,,თ----“ და მისი დირქტორი ი------ ა-–---------ი, სასტუმროს და რესტორანს აღარ ფლობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.9. ს--- უ--–-- არის ა-–-----------–--ს შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა ი------ ა-–---------მა შპს ,,ს---ს“ გადასცა თუ არა სესხი. მოსარჩელე ამტკიცებს რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ა-–-----------–-- წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“. შესაბამისად მასზე სესხად ფულის გადაცემისას ფიქრობდა, რომ სესხს აძლევდა შპს ,,ს---ს“. თავის მხრივ შპს ,,ს---“ კატეგორიულად უარყოფს მას, რომ ა-–-----------–-- მისი წარმომადგენელი იყო და ასევე უარყოფს შპს ,,ს---ს“ მიერ სესხის მიღებას.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 5 აპრილს ი------ ა-–---------სა და ა-–-----------–--ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ი------ ა-–---------ი შპს ,,ს---ს“ 6 თვის ვადით სესხად გადასცემდა 20 000 აშშ დოლარს. შპს ,,ს---“ სარგებელის სახით გადიხდის სესხად მიღებული თანხის 10 %-ს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ი------ ა-–---------ი შპს ,,ს---ს“ ავანასის სახით გასცემს 5000 აშშ დოლარს. ავტომანქანის მისაბმელების მიწოდების შემდეგ გადასცემს დარჩენილ 15 000 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებელი მსესხებელს დაუბრუნებს მისაბმელებს, ხოლო მსესხებელი გამსესხებელს გადასცემს სეხად მიღებულ 20 000 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულების პერიოდში მსესხებელი ყოველთვიურად გადაიხდის სარგებელს. ვადის გასვლის შემდეგ კი დაუბრუნებს სესხის ძირ თანხას სრულად. სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,15 %. ხელშეკრულება ნათარგმნი იქნა რუსულ ენაზე და თარგმანი დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.

იხ. სესხის ხელშეკრულება. ტ.2. ს.ფ. 223-224

 

3.2.3. 2017 წლის 5 მაისს შპს ,,თ----ს“ სახელით ა-–----- უ--–--მ, ი------ ა-–---------თან გააფორმა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ა-–----- უ--–--მ აღიარა ი------ ა-–---------ის ვალი - 30 000 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით ა-–----- უ--–--მ, ი------ ა-–---------ს სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა ,,D--“ სახ. №M--------. თუ ერთი წლის ვადაში ა-–----- უ--–-- სესხს ი------ ა-–---------ს არ დაუბრუნებს, სატრანსპორო საშუალებები საკუთრებაში რჩება ი------ ა-–---------ს. ვალი შეადგენს 30 000 აშშ დოლარს. აქედან 20 000 აშშ დოლარის ანგარიშში მფლობელობაში გადასცემს რესტორანსა და სასტუმროს.

იხ. ხელწერილი. ტ. 2. ს.ფ. 60-61

 

3.2.4. 2017 წლის 20 მაისს ი------ ა-–---------სა და შპს ,,ს---ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ი------ ა-–---------ი შპს ,,ს---ს“ 6 თვის ვადით სესხად გადასცემდა 23 000 აშშ დოლარს. შპს ,,ს---“ სარგებელის სახით გადიხდის სესხად მიღებული თანხის 10 %-ს. სესხის უზრუნველსაყოფად შპს ,,ს---“ ი------ ა-–---------ს გადასცემს შემდეგი საიდენტიფიკაციო კოდის ავტომანქანის მისაბმელებს:

- P---------------

- P---------------

- P---------------

 

სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებელი მსესხებელს დაუბრუნებს მისაბმელებს, ხოლო მსესხებელი გამსესხებელს გადასცემს სესხად მიღებულ 23 000 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდnენ მასზედ, რომ სესხის გადაცემა უნდა დასტურდებოდეს ხელწერილით.

იხ. სესხის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 58-59

 

3.2.5. ი------ ა-–---------ისა და შპს ,,ს---ს“ შეთანხმებით, სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0. 15 %.

იხ. სესხის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 58-59

 

3.2.6. 2017 წლის 20 მაისის ხელშეკრულებას ხელს აწერს ერთი მხრივ ი------ ა-–---------ი, ხოლო მეორე მხარის ანუ შპს ,,ს---ს“ გრაფაში ხელმომწერ პირად მითითებულია ს--- უ--–--. მიუხედავად ამისა მხარეებმა დაადასტურეს რომ ხელმოწერა ს--- უ--–--ს არ ეკუთვნის. დოკუმენტს დასმული აქვს შპს ,,ს---ს“ ბეჭედი.

იხ. სესხის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 58-59

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილია თურქულ ენაზე შედგენილი ხელით ნაწერი დოკუმენტი, სადაც მითითებულია (ტექსტი დაცულია):

,,ხ--------- 2000 ი------ისაგან ავიღე (2000) ორი ათასი დოლარი 24/04/2017 წ. (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული).

 

ხ--------- 5000 ათასი დოლარი ლ------ ქ------ემ აიღო 26/04/2017 (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული).

6000 ავიღე, ექვსი ათასი დოლარი (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული).

ავიღე ათი ათასი დოლარი (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული).

იხ. ხელწერილი ტ. 2. ს.ფ. 220-222

 

3.2.8. მოწმე ზ----- ი--------ემ დაადასტურა, რომ ხელწერილში მითითებული ხ---------, ა-–-----------–--ა.

იხ. ზ. ი--------ის ჩვენება.

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის გაცემა, ფაქტობრივი გარემოებებაა. ის, რომ ი------ ა-–---------მა ა-–-----------–--ს თანხა ასესხა და თანხის მიღების დროს ა-–-----------–-- წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“, ეს ფაქტი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. როგორც წესი თანხის სესხად გადაცემა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. წერილობით დადებულ გარიგებაში კონკრეტულად უნდა იყოს ასახული ვინ, ვის რა თანხა ასესხა, ასევე სხვა პირობებიც. საქმეში წარმოდგენილია რამოდენიმე ხელშეკრულება, რაც ართულებს საქმის არსის აღქმას. თუმცა მათი ერთობლიობა საკმარისია კონკრეტული ურთიერთობის დასადგენად. სირთულე მასში მდგომარეობს, რომ 2017 წლის აპრილ-მაისის თვეში სესხის ამსახველი სამი გარიგებაა წარმოდგენილი, ესაა 2017 წლის 5 აპრილის სესხის ხელშეკრულება, 2017 წლის 5 მაისის შეთანხმება და 2017 წლის 20 მაისის ხელშეკრულება. სამივე გარიგებაში მონაწილეობს ი------ ა-–---------ი და ა-–-----------–--. სირთულე სესხად გაცემული თანხის ოდენობებშია. თუ პირველ გარიგებაში სესხის ოდენობად მითითებულია 20 000 აშშ დოლარი, მეორე გარიგებაში მითითებულია 30 000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლო გარიგებაში 23 000 აშშ დოლარი. სამივე გარიგების ერთობლიობით დგინდება, რომ ი------ ა-–---------მა ა-–-----------–--ს გადასცა სესხი. თავდაპირველად მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მოსარჩელე ა-–-----------–--ს გადასცემდა სესხს 20 000 აშშ დოლარს. საქმეში წარმოდგენილი თურქული ენაზე შედგენილი ხელწერილით დგინდება, რომ მოსარჩელემ საწყის ეტაპზე გადასცა 5000 აშშ დოლარი, შემდეგ გადასცა 2000 აშშ დოლარი, შემდეგში კი 6000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში მას გადაცა 13 000 აშშ დოლარი. აღნიშნული, გარდა ხელშეკრულებებისა და მოსარჩელის განმარტებისა, დგინდება ა-–-----------–--ს მიერ შედგენილი ხელწერილითაც. აღნიშნულის შემდეგ მან ა-–-----------–--ს გადასცა 10 000 აშშ დოლარი. აღნიშნული დგინდება 2017 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით, რომლითაც ა-–-----------–--მ დაადასტურა მოსარჩელისაგან 23 000 აშშ დოლარის სესხად მიღება თვეში 10 % სარგებელის გადახდის პირობით. ამდენად სასამართლო დადგენლიად და დადასტურებულად მიიჩნევს ა-–-----------–--ს მიერ 23 000 აშშ დოლარის სესხად მიღებას. მის მიერ თანხის სესხად მიღებას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ჩამოთვლილი ხელშეკრულებების, ხელწერილის, მოსარჩელის განმარტებითა და მოწმე ზ----- ი--------ის ჩვენებით.

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მნიშვნელოვანია მოსამართლის შინაგანი რწმენა. საქმის განხილვით სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ 23 000 აშშ დოლარი ნამდვილად მიღებული აქვს ა-–-----------–--ს და იგი თანხის მიღებისას წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქმის მასალათა ერთობლიობამ. ისეთ სიტუაციაში, როცა შპს ,,ს---“ და შპს ,,თ----“ დაფუძნებულია ს--- უ--–--ს მიერ, მის ფაქტიურ მართვას ეწევა ა-–-----------–--, თანხის სესხად მიღებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ა-–-----------–--, შპს ,,თ----ში“ ს--- უ--–--ს 60 % წილს მოსარჩელეს გადასცემს ა-–-----------–--, მასვე აქვს საწარმოს ბეჭედი, დოკუმენტებზე სხვამს შპს ,,ს---ს“ შტამპს“ და მისი სახელით აწერს ხელს, ასევე მათი ნათესაური კავშირი იმას ნიშნავს, რომ ა-–-----------–-- მოქმედებს შპს ,,ს---ს“ სახელით. ის დებს გარიგებებს, შემდეგში არ იხდის ვალს და ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით აცხადებს რომ ის არარის შპს ,,ს---ს“ წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შპს ,,ს---ს“ წარმომადგენელი არ მოითხოვს გაირკვეს ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ა-–-----------–--ს მიერ, ასევე არ მოითხოვს შემოწმდეს დოკუმენტებზე შპს ,,ს---ს“ სახელით დასმული შტამპი არის თუ არა ნამდვილი, ვერ ხსნის საიდან მოხვდა შპს ,,ს---ს“ შტამპი ა-–-----------–--ს ხელში, ან რატომ მოქმედებდა ის შპს ,,ს---ს“ სახელით. როგორც გაირკვა ა-–-----------–-- ყველა პროცესს ესწრებოდა. თავისუფლად შეიძლებოდა შპს ,,ს---ს“ იგი დაესახელებინა მოწმედ და მისი მეშვეობით გაერკვია რა მონაწილეობას ღებულობდა ა-–-----------–-- მისი სახელით. როგორც მოწმე ზ----- ი--------ემ განმარტა ა-–-----------–-- წარმოდგენდა შპს ,,ს---ს“ ფაქტობრივ მმართველს და ეს ფაქტი შტამპის გამოყენებით დადებული გარიგებითაც დგინდება.

 

გარდა ამისა დადგენილია, რომ ლ-----------–--ემ საქმის განხილვაში შპს ,,ს---ს“ სახელით მონაწილეობის უფლება მიიღო ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 24 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობაში ნათქვამია, რომ ა-–-----------–-- წარმოადგენს შპს ,,ს---ს“ დირექტორს ს--- უ--–--ს. აღნიშნულის თაობაზე მინდობილობა გაცემულია 2016 წლის 12 სექტემბერს. აღნიშნული მინდობილობა ადასტურებს მას, რომ ა-–-----------–-- 2016 წლის 12 სექტემბერს წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“. შესაბამისად იმის უარყოფა, რომ ა-–-----------–-- არ წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“, უსაფუძვლოა და არ შეესაბემბა რეალობას. გარდა ამისა ა-–-----------–--ს მიერ შპს ,,ს---ს“ სახელით გარკვეული მოქმედებების შესრულება დგინდება სხვა დოკუმენტებითაც. მაგალითად 2017 წლის 13 სექტემბერს შპს ,,ს---მ“ მოთხოვნის უფლება დაუთმო მზია რესულიძეს. მოთხოვნის უფლების დათმობას შპს ,,ს---ს“ სახელით ხელი მოაწერა ა-–-----------–--მ. მანვე შპს ,,ს---ს“ დირექტორის სახელით სასამართლოს მომართა 2018 წლის 10 მაისს. განცხადებაში ის მითითებულია შპს ,,ს---ს“ დირექტორად. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს მას, რომ ა-–-----------–-- სესხის მიღების დროს მოქმედებდა, როგორც შპს ,,ს---ს წარმომადგენელი და სესხიც მიღებული აქვს შპს ,,ს---ს“ საკეთილდღეოდ. მართალია საქმეში არაა წარმოდგენილი ასეთი მინდობილობა, მაგრამ შპს ს---ს“ მიერ ა-–-----------–--ს სახელზე მინდობილობა რომაა შედგენილი აღნიშნული დგინდება 2018 წლის 24 აპრილს გაცემული მინდობილობით, სადაც აღნიშნულია, რომ ა-–-----------–-- წარმოადგენს შპს ,,ს---ს“ დირექტორს ს--- უ--–--ს.

- მიმართვა ტ.3. ს,.ფ. 66-68

- განცხადება ტ.3 ს.ფ.64

- მინდობილობა ტ.2. ს.ფ.257

 

3.2.11. მხარეებს შორის სადაოა რემონტის ხარჯის საკითხიც. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან სასტუმროსა და რესტორნის რემონტში დახარჯა 7000 აშშ დოლარი. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ 2017 წლის 5 მაისის შეთანხმების შემდეგ შპს ,,ს---მ“ , სასტუმრო მ------ და რესტორანი მ------ გადასცა ი------ ა-–---------ს. შემდეგში, კერძოდ 2--- წლის 1 აგვისტოს სასტუმროსა და რესტორნის გადაცემაზე შპს ,,ს---სა და შპს ,,თ----ს“ შორის გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მან 7000 აშშ დოლარის ხარჯი გასწია მის რემონტზე. მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი აქვს დოკუმენტი, რომელსაც სათაურად აწერია შპს ,,თ----ს“ მიღებული საქონლის შესახებ 0-.0-.2----1-.0-.2---. დოკუმენტში ჩამოთვლილია სხვადახვა დასახელების საქონელი. მაგალითად მილი, რესტორნის ნახშირი, ჩაის კოვზი, ჰაერის ფილტრი, ველური წიწაკის წნილი, სამუხრუჭე ხუნდი და სხვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი მასალების ნაწილი საერთოდ არაა რემონტთან კავშირში. გარკვეული მასალები კავშირშია, მაგრამ არდგინდება, რომ ის რესტორნისა და სასტუმროს რემონტზეა დახარჯული. შესაბამისად კონკრეტული რემონტი და მასზე გაწეული ხარჯი მტკიცებულებებით არ დგინდება.

იხ. შპს ,,თ----ს“ მიღებული საქონლის შესახებ 0-.0-.2----1-.0-.2---. ტ. 3. ს.ფ. 39-44.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია სესხის ნაწილში. სარჩელი უსაფუძვლო რემონტის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2017 წლის 5 აპრილიდან 2017 წლის 20 მაისამდე პერიოდში მოპასუხეს ასესხა 23 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ დადგა სესხად მიღებული თანხის დაბრუნების ვადა, იგი თანხას არ აბრუნებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს სესხი და შეთანხმებულ ვადაში გამსესხებელს არ უბრუნებს სესხად მიღებულ თანხას, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, როგორც სესხის ძირი თანხის, ისე პირგასამტეხლოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. ი------ ა-–---------სა და შპს ,,ს---ს“ შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ ი------ ა-–---------ს გააჩნდა ფულადი თანხები და მას სურდა თანხის სესხად გაცემით ენახა სარგებელი. თავის მხრივ შპს ,,ს---ს“ სურვილი ჰქონდა სესხად მიეღო თანხა და გამოეყენებინა სამეწარმეო ურთიერთობაში. მოსარჩელე და მოპასუხის წარმომადგენელი ა-–-----------–-- ერთმანეთს შეახვედრა შპს ,თ----ს“ დირექტორმა ლ------ ქ------ემ. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მოილაპარაკეს სესხის არსებით პირობებზე და შეთანხმდენ სესხზე. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვის ვადით ნაწილ-ნაწილ გადასცა 23 000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა თვეში სესხად გაცემული თანხის 10 %. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. გარიგების დადების შემდეგ, მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ გამსესხებელი იძენს მოთხოვნის უფლებას - მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მსესხებელი მოვალე იყო სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაბრუნების ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული 23 000 აშშ დოლარი. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და მოსარჩელეს სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ს---“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. შემდეგი საკითხია სასამართლომ გადაწყვიტოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო დავალიანების 0.15 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს 23 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 6 თვეში ანუ 2017 წლის 23 ნოემბერს. მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, შესაბამისად მას ამ პერიოდიდან ერიცხება პირგასამტეხლო. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველდღიურად შეადგენს შეადგენს 34,5 აშშ დოლარს, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 12 595,5 აშშ დოლარს. თუმცა მოსარჩელე მოითხოვს 10 000 აშშ დოლარს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.15 % ეწინააღმდეგება გონივრულობას. მოპასუხე ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. იგი კიდევ უნდა განახევრდეს. შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო იქნება 5000 აშშ დოლარი.

 

6.6. ერთერთი სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზრაუროს ის თანხა, რაც მან დახარჯა სასტუმროსა და რესტორნის რემონტზე. ამ ნაწილში მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

6.7. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

იმისათვის, რომ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანად იქნას ცნობილი პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რომ მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრდა. ასევე უნდა დადგინდეს რა თანხით გამდიდრდა და როგორ უნდა იქნას ამოღებული ნამატი. ამ გარემოებათა დამტკიცება მოსარჩელეს ევალება. მოსარჩელემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტებში არცერთში არაა მითითებული, რომ მან გაარემონტა მოპასუხის ქონება და მის ხარჯზე მოპასუხე გამდიდრდა. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას დავის საგნის ღირებულებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. დასახელებული ნორმების დაცით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3217 ,38 ლარი (ნაწილ-ნაწილ გადაიხადა 120 ლარი, 1632 ლარი და 1465,38 ლარი). ანუ მან ზედმეტად გადაიხადა 217,98 ლარი. დასახელებული ზედმეტად გადახდილი 217,38 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, ხოლო გადახდილი ბაჟის ნაზღაურება მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. სარჩელი დაკმაყოფილდა 70 % ნაწილში. მასზე გადასახდელი 2100 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო 900 ლარი მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს “ს---ს“ (ს/კ 4--------) აეკრძალა შემდეგი ავტომანქანების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა:

- M----------------------, სახელმწიფო ნომერი O-----, გამოშვების წელი - 2009 წელი

- M----------------------, სახელმწიფო ნომერი O-----, გამოშვების წელი - 2009 წელი. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი------ ა-–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შპს ,,ს---ს“ ი------ ა-–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 28 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. შპს ,,ს---ს“ სარჩელი რემონტის ხარჯისა და პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს ,,ს---ს“ ი------ ა-–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

5. ი------ ა-–--------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 900 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს.

6. ი------ ა-–---------ს უკან დაუბრუნდეს ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი სახ.ბაჟის თანხის ნაწილის 217,38 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, გადახდის თარიღი - 09/11/2018 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)

7. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე