გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30510-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველ--ნი
მოსარჩელე - ნ---- გ-----ე, ჯ----– გ-----ე
წარმომადგენელი - გ-- ფ---–----–---–ი
მოპასუხე - ნ----- ა--------–---–ი
წარმომადგენლები - ი---- ბ----–--ე, ნ--- ც-------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მხარეთა შორის 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით (სანოტარო რეგისტრაციის №1--------) გათვალისწინებული დავალ--ნების შემცირება ნ---- გ-----ის და ჯ----– გ-----ის მიერ ნ----- ა--------–---–ისათვის გადახდილი 7500 ევროს ოდენობით.
სარჩელში განმარტებულ--, რომ ნ---- გ-----ესა და ნ----- ა--------–---–ს შორის 2--- წლის 5 თებერვალს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ნ---- გ-----ემ მოპასუხისაგან ისესხა 5450 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ხ--–--------ში, სოფ. ა---––----------–--ა, საკადასტრო კოდი 2----------- (უძრავი ქონების მესაკუთრე სარჩელის წარდგენის მდგომარეობით არის ჯ----– გ-----ე).
2--- წლის 29 ი------ს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე ნ----- ა--------–---–მა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების მიზნით და მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. აღსასრულებელი მოთხოვნა განისაზღვრა 13317.96 აშშ დოლარით და 124.36 ლარით.
ნ----- ა--------–---–ის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის მიმართვის შემდეგ, მოსარჩელეებმა მოპასუხეს გადაუხადეს 7500 ევრო, კერძოდ 6500 ევრო გადაუხადეს 1-----2--- წელს პირადად ნ----- ა--------–---–ს, რაც მოპასუხემ დაადასტურა ხელწერილით, ხოლო მოსარჩელეებმა 1000 ევრო გადაუხადეს, მოპასუხის მოთხოვნით, ნ----- ა--------–---–ის რწმუნებულს თამარ წერეთელს 18.04.2--- წელს, რომელმაც ასევე ხელწერილით დაადასტურა თანხის მიღება. თანხის გადახდის შემდეგ მოპასუხის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იქნა განცხადება მოთხოვნის შემცირების შესახებ გადახდილი თანხის შესაბამისად, თუმცა მიუხედავად ზემოაღნიშულისა, 31.08.2017 წელს ნ----- ა--------–---–მა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სრულად (13317,96 აშშ დოლარზე) სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის გადახდევინება, რაც უხეშად ლახავს მოსარჩელეთა უფლებებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სხვადასხვა გარიგებები. სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულ-- შესაბამის საფუძვლებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 5 თებერვალს ნ----- ა--------–---–სა და ნ---- გ-----ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ი---- ფირხცალავას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 5450 აშშ დოლარით, ერთი წლის ვადით - 2014 წლის 5 თებერვლამდე, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით.
მსესხებლის სასესხო ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ნ---- ფ---------ის, ჯ----– გ-----ის, ნ---- გ-----ის და გულიკო გ-----ის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე რაიონი ხ--–--------ი, სოფელი ა---––----------–--ა, დაზუსტებული ფართობი 2000 კვ.მ და მასზედ მდგომი შენობა-ნაგებობები საერთო ფართი 140.80 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 2-----------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 5 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2--- წლის 5 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.1.3. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 29 ი------ს ნოტარიუს ი---- ფ---–---–--ას მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2014 წლის 5 თებერვლის მდგომარეობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 5450 აშშ დოლარით, 12 თვის სარგებელი - 1962 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (0,15%) ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის 2014 წლის 6 თებერვლიდან აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 124,36 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 37-40).
3.1.4. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ 2--- წლის 2 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A----------------) ეცნობა მოვალე ნ---- გ-----ეს და უძრავი ქონების მესაკუთრე ჯ----– გ-----ეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით მოვალეს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 13317,96 აშშ დოლარსა და 124,36 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 29-32).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა უნდა შემცირდეს 1000 ევროთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლ--თ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლ--ნობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლ--.
ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს 7500 ევროს ოდენობით და ამ ოდენობით მოითხოვს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირებას. 7500 ევროს გადახდის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ-- ნ----- ა--------–---–ის ხელწერილი 6500 ევროს მიღების თაობაზე და ნ----- ა--------–---–ის წარმომადგენლის თამარ წერეთლის ხელწერილი 1000 ევროს მიღების თაობაზე, ასევე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში თამარ წერეთლის განცხადებები.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებული იქნა კრედიტორის მიმართ მხოლოდ 1000 ევროს გადახდის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2015 წლის 22 დეკემბრის მინდობილობის საფუძველზე ნ----- ა--------–---–ის წარმომადგენელს წარმოადგენს თამარ წერეთელი. მინდობილობა გაცემულ-- ერთი წლის ვადით - 2--- წლის 22 დეკემბრამდე (იხ. ს.ფ. 162). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ-- თამარ წერეთლის 2--- წლის 18 აპრილის ხელწერილი, რომელშიც კრედიტორის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მიიღო 1000 ევრო ნ----- ა--------–---–ზე გადასაცემად იპოთეკის საკითხზე (იხ. ს.ფ. 41). სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას და იგი გაზიარებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება მეორე მტკიცებულებას, რაც წარმოდგენილ-- მოსარჩელის მიერ, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ნ----- ა--------–---–ის ხელწერილის ასლი შემდეგი შინაარსის - ნ----- ა--------–---–ი ადასტურებს, რომ მიიღო ბინის ფული ჯ----– გ-----ისგან, ლ-- გ-----ისგან, გ---–-- გ-----ისგან ბინის გირაოს 6500 ევრო. ხელწერილზე ფიქსირდება თარიღი 1---------. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა აღნიშნული ხელწერილის ასლი და თავის მხრივ წარმოადგინა ხელწერილის დედანი იმავე შინაარსით თარიღის მითითების გარეშე. მოსარჩელის მიერ 1--------- წლით დათარიღებული ხელწერილის დედანი წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილ-- წერილობითი მტკიცებულებები, ასევე მისი შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულნი იქნენ მოწმეები, აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელწერილში მითითებული თანხა არ წარმოადგენს ნ---- გ-----ის სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით გადაცემულ თანხას. ხელწერილი არ შეიცავს ისეთ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა, რომ თანხა ნ----- ა--------–---–ს, როგორც კრედიტორს მოვალე ნ---- გ-----ისგან გადაეცა 2--- წლის 5 თებერვლის სასესხო ვალდებულების შესასრულებლად 6500 ევრო. ამასთან, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს თამარ წერეთლის 2017 წლის 10 იანვრის განცხადებაში მოყვანილ გარემოებებს 6500 ევროთი აღსასრულებელი ვალდებულების შემცირების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 10 იანვრის მდგომარეობით თამარ წერეთელს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აღარ გააჩნდა. ამდენად, მისი მიმართვა სააღსრულებო ორგანოსათვის ვერ იქნება რელევანტური და ვერც სასამართლო ვერ მიიჩნევს აღნიშნულ განცხადებას სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად და იგი გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადოდ, სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, დაადასტურა მხოლოდ კრედიტორის მიერ 1000 ევროს მიღების ფაქტი და ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლ--ნია. რაც შეეხება 6500 ევროს გადახდის ნაწილში მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან კრედიტორისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით თანხის - 6500 ევროს გადახდის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ--, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მხარეების მიერ მოცემულ შემთხვევაში სესხისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 3%. სესხი გაიცა ერთი წლის ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ-- მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.
ამასთან, მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის წინაპირობებზე არ მიუთითებია და მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ დაუყენებია.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ნ---- გ-----ეს მსესხებლის ვალდებულებები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალ--ნების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
დადგენილ--, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 29 ი------ს ნოტარიუს ი---- ფ---–---–--ას მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2014 წლის 5 თებერვლის მდგომარეობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 5450 აშშ დოლარით, 12 თვის სარგებელი - 1962 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (0,15%) ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის 2014 წლის 6 თებერვლიდან აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 124,36 ლარი.
მსესხებელმა სადავოდ გახადა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იმაზე მითითებით, რომ თანხის ნაწილი მისი მხრიდან გადახდილ--. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კრედიტორის მიერ 1000 ევროს მიღების ფაქტი და ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლ--ნია. რაც შეეხება 6500 ევროს გადახდის ნაწილში მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან კრედიტორისათვის სესხის თანხის - 6500 ევროს გადახდის ფაქტს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა უნდა შემცირდეს 1000 ევროთი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად (დაკმაყოფილდა მოთხოვნის 13.33%) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 91.84 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- გ-----ის და ჯ----– გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი---- ფ---–---–--ას მიერ 2--- წლის 29 ი------ს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და ნ---- გ-----ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდეს 1000 ევროთი.
3. მოპასუხე ნ----- ა--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 91.84 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე