განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002916189
საქმე №1/233-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19.07.2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნინო ზურაბაშვილი; ზი--------–-----ე;
დაცვის მხარე
ადვოკატები: ევ------------ე; მა-----------–--ე;
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: რა--------------ე
მამის სახელი: ავ--------–ი
დაბადების თარიღი: 2---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ოჩ-------ს რაიონი, სოფელი ცა----ა
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ი-----------ს გამზირი №5-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
1. წარდგენილი ბრალდების არსი.
2018 წლის 05 ნ---მბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ქუ-----ში ი-----------ს გამზირი №5-ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკვერში რა--------------ემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავის არეში ი----- ზა-----ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
2. სასამართლომ დაადგინა.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარ----ებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რა--------------ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლა–-------------მ განმარტა, რომ - შემთხვევის დღეს, პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც, დაახლოებით 15-20 წუთში, გამოცხადა შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულ საქმე მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო მოქმედებებში, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. 2018 წლის 5 ნ---მბერს, დაახლოებით იქნებოდა საღამოს 10 საათი, იმყოფებოდა ჭ-------ის გამზირ №5--ში მდებარე საცხოვრებელ ეზოში. იქ მდებარეობს რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ეზოს ბოლო მხარეს არის სკვერი, სადაც მოთავსებულია მაგიდა სკამებით. მაგიდიდან დაახლოებით 5 მეტრში აღინიშნებოდა წითელი ფერის ლაქა, სავარაუდოდ სისხლის ლაქა, ასევე სიგარეტის ნამწვავები და ერთჯერადი ხელსახოცები, რომლებზეც აღინიშნებოდა წითელი ფერის ლაქები. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტები, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ადგილზე მათ მიერ ამოღებული იქნა ერთი საშუალო ზომის დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის და ორი მოგრძო დაახლოებით 2-3 მეტრი სიგრძის ჯოხი. არ ახსოვს აღინიშნებოდა თუ არა ჯოხებზე რაიმე სახის, სისხლის კვალი. უშუალოდ ამ ნივთების ამოღება მოხდა ექსპერტების მიერ. ასევე ისინი ახორციელებდნენ ფოტო გადაღებას. შემთხვევის ადგილზე ამოღებული ნივთები დაილუქა, ხოლო ჯოხები გადაიტანეს პირველ განყოფილებაში და იქ დაილუქა. ექსპერტები მოქმედებდნენ ხელმძღვანელის მითითებით. შემთხვევის ადგილზე ოქმი შეავსო გამომძიებელმა, რომელსაც, ადგილზე არსებულმა პირებმა მოაწერეს ხელი. ადასტურებს შემთხვევის ადგილზე შედგენის დათვალიერების ოქმის სისწორეს. შემთხვევის ადგილზე ოქმის შედგენისას რაიმე სახის ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბი-------------ემ განმარტა, რომ - 2018 წლის 5 ნ---მბერს მუშაობდა ჭ-------ის პროსპექტი №5- ბ-ში მდებარე, სადგურის უსაფრთხოების სამსახურში. შემთხვევის დღეს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, იცავდა წესრიგს. დაახლოებით 15:00 სთ-ზე იმყოფებოდა მა--------–---სა და მაღაზია „მა-----ს“ შორის არსებულ სამარშრუტო ავტობუსის ავტოსადგომთან. მოესმა ჩოჩქოლის ხმა, მივიდა იმ ადგილზე საიდანაც ხმა ისმოდა. ადგილზე მისვლისას რა--–-ა (ბრალდებული) სთხოვდა ერთ-ერთ მძღოლს, რომ მისი ნაცნობი უფასოდ წაეყვანა. ხოლო, როგორც მეორე დღეს გაირკვა ამ პიროვნებას, გადახდილი ჰქონია მგზავრობის თანხა და თან გაჰყოლია მძღოლს. ამ საუბარის დროს მათ შეიგინეს და შეურაცყოფა მიაყენეს ერთმანეთს. რა--–-ამ მძღოლებს უთხრა რომ ყველა მძღოლი უნამუსო იყო, რაზედაც მძღოლებმა მურმანმა და ი-----მ ხელით უბიძგეს მას და უთხრას: წადი გაგვშორდი აქედანო. რა--–-ა შემოტრიალდა და დააპირა გზისკენ წასვლა და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ი-----ს. როდესაც ბრალდებული გზისკენ მიდიოდა მას თან გაჰყვნენ მძღოლები სადაც მეორედ ჰკრეს ხელი მას. რის შემდეგაც უფრო გამწვავადა მათ შორის დაპირისპირება და ჩოჩქოლი გაგრძელდა შუქნიშნის იქეთ. ნახევარი საათის შემდეგ ჩაწყნარდა სიტუაცია. გარკვეული დროის შემდეგ რა--–-ა დაბრუნდა რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, სამ ან ოთხ ადამიანთან ერთად. ისინი გადავიდნენ მეორე მხარეს, სადაც გადასვლის უფლება მას არ ჰქონდა. მეორე მხარეს გადავიდა სამი მძღოლი, მურმანი, ლაშა, ი----- და ი-----ს ბიძაშვილები. გადავიდნენ მა--------–---ს მოპირდაპირე მხარეს და წავიდნენ თიბისი ბანკის გვერდით შესახვევში, სალაპარაკოდ. მათი წასვლის შემდეგ მან გააგრძელა საკუთარი მოვალეობის შესრულება. მისთვის შემდგომში გახდა ცნობილი, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილას. მისი ცნობით ი----- ზა-----ეს თავი ჰქონდა გატეხილი. შემთხვევის დღეს, საღამოს ბი-------------ესთან მივიდნენ, პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც ითხოვეს ვიდეო კამერის ჩანაწერები. მას არ დაუნახავს, სხვა სახის ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს, თუ არა ბრალდებულს მძღოლებმა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თე-------–----–---–მა განმარტა, რომ - რა--------------ე არის მისი კლასელის ძმა. 2018 წლის 05 ნ---მბრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ამ დღეს ბავშვებს ასეირნებდა ეზოში, როდესაც შემოესმა ჩოჩქოლის და უცენზურო სიტყვების ხმა, რამაც მიიქცია მისი ყურადღება, ამ ხმაზე მივიდა მათთან და მოუწოდა ბიჭებს, რომ გაჩერებულიყვნენ, თუმცა მათგან სახელებით და გვარებით არც ერთს არ იცნობდა. მოწმე მთელი ჩხუბის განმავლობაში ადგილზე იყო, რადგანაც იქვე ცხოვრობდა და არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი. როდესაც ბავშვი ააცილა კიბეებზე მოტრიალდა და ამ დროს შეხვდა რა----ი, რომელმაც ჰკითხე მას დედაჩემს როდის დაუბრუნებ ვალსო, ამ ლაპარაკის დროს ატყდა ერთი ამბავი, როგორც მოწმემ განმარტა ისმოდა ყვირილი ,,ვიღაცას თავი გაუტეხესო’’. ჩოჩქოლის დროს რა----იმ უთხრა უნდა გავერიდოო. თვითონ წავიდა დაზარალებული პიროვნების მისაშველებლად, თან წაიღო პირსახოცი და სისხლდენა შეუჩერა დაზარალებულ პიროვნებას, გაუწია დახარება სასწრაფოს მოსვლამდე. მართალია მთელი ჩხუბის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა იქ ისეთი ამბავი იყო, რომ ვინ ვის დაარტყა და რა მოხდა არ უნახავს. დაახლოებით ათ კაცამდე იყვნენ. როდესაც რა----ი ესაუბრებოდა მას ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ დროს იყო თავის გატეხვის მომენტიც. ჩხუბის ადგილზე იყვნენ ორი პიროვნება, რომლებმაც თქვეს, რომ იყვო ბიძაშვილები, ხოლო სახელები მისთვის უცნობია. წინასწარი გამოძიების დრო მიცემულ ჩვენებაში არ აქვს მითითებული ის ფაქტი, რომ რა---------------ე შეხვდა მას, თუმცა ეს იმის გამო, რომ როდესაც მან განმარტა ამის შესახებ, დაკითხვა უკვე დამთავრებული იყო და შესაბამისად ოქმშიც არ არის ასახული (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დი------------–-----–--ემ განმარტა, რომ - ის მუშაობს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ 2011 წლიდან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის ინფორმაციით იყო ჩხუბი და რა--------------ემ სხეულის დაზიანება მიაყენა ი----- ზა-----ეს, მის მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მან აცნობა მის ხელმძღვანელობას. აღნიშნულ ჩხუბში მონაწილეობდა ბა-------–---------–---ი, ამ----------–---ი, გი--------------–--ე, კო---------------------ი, მა--------–--ე და ვა---–----------–--ე, ასევე მონაწილეობდა ი----- ზა-----ის მეგობარი მძღოლებიც. ეს პირები გარდა ი----- ზა-----ის მეგობარი მძღოლებისა, იყვნენ ბრალდებულ რა--------------ის მხარეზე. აღნიშნული ინფორმაცია მიღებულია პირადი კონტაქტით რაც ეცნობა მის ხელმძღვანელს. მოწმემ ინფორმაცია მიიღო პირადი კონტაქტის მეშვეობით ასევე რა--------------ის ტელეფონის შესახებ, რომელიც ასევე აცნობა პატაკით ზემდგომს რათა მოპოვებული ყოფილიყო დამატებითი მტკიცებულებები ფარული მიყურადების შესახებ. ტელეფონი იქნა მოპოვებული. მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი ჰქონდა რა--------------ეს, ზედმეტ სახელად ,,რა--–-ას“. ეს ინფორმაცია გადამოწმებული იქნა და ჩატარებულ იქნა დამატებითი გამოძიება, გატარდა ოპერატიული და საგამოძიებო კუთხით გამოძიება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გა-------–------ემ განმარტა, რომ - 2016 წლიდან მუშაობს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ დაკავებაში. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა აღნიშნული პიროვნების დაკავება, სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე, ქალაქ ქუ-----ში ჭ-------ის ქუჩა №5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებულს დაკავებისას არ გაუწევია სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობა. დაკავებაში მონაწილეობდა დეტექტივ-გამომძიებელი გი----------------ე და ვი----–--–--------–ი. დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა, ბრალდებული გადაიყვანეს ქუ-----ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში. ის ხელმძღვანელობდა, საგამოძიებო ჯგუფს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, პროკურორთან შეთანხმებით. რა--------------ესა და ი----- ზა-----ეს შორის მოხდა შელაპარაკება მგზავრის წაყვანასთან დაკავშირებით, ფიზიკური დაზიანება მიიღო ი----- ზა-----ემ, თავში ჯოხის დარტყმით. ფაქტს, რომ რა--------------ემ ი----- ზა-----ეს ჯოხი ჩაარტყა თავში ადასტურებს მოწმეების ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს რ---- ზა-----ემ განმარტა, რომ - დაზარალებული არის მისი ბიძაშვილი. 2018 წლის 05 ნ---მბერს ბიძაშვილებთან ერთად იყო პანაშვიდზე, იქედან წამოსულები გაჩერდნენ ქუ-----ში მა--------–---ის შენობასთან, საიდანაც უნდა გასულიყო თბ--–---ს რეისი და თე-------–-ს გადასახვევამდე და მას უნდა გაყოლოდნენ. ყველანი ი-----ს ელოდებოდნენ, ვინაიდან უნდა წაყოლოდათ ბიჭები. ამ დროს რა----ი მგზავრს წაყვანის მიზნით გამოესარჩლა და საუბარში მოვიდა ი----- ზა-----ე, აუხსნა თუ რატომ არ უნდა წაეყვანა უფასოდ მგზავრი. მან უთხრა თქვენ უსინდისოები ხართ მძღოლები ყველაო და ი-----მ დაარტყა ხელი, ამ დროს წავიდა რა----ი და ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა და ბაღისკენ წავიდნენ ბიჭები სასაუბროდ. მიახლოებით ერთ საათის შემდეგ გადავიდნენ გზის მეორე მხარეს. რ---- ზა-----ე თავის ბიძაშვილთან ერთად იყო, რომ გადავიდნენ ნელ-ნელა შემოემატნენ სხვა ბიჭებიც. ბევრი იყვნენ, ისევ ანალოგიურს არჩევდნენ მგზავრის წაყვანა-არ წაყვანას. ი-----ს მისამართით შეიგინა რა----იმ და ი-----მ დაარტყა ისევ და რა----ი ძირს წაიქცა. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა, უკან რომ მიიხედა ი----- უკვე წაქცეული დახვდა და ძალიან ცუდად იყო, რა----ის არაფერი ეჭირა ხელში და ვინ დაარტყა არ უნახავს. რ---- ზა-----ემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენებას (სადაც ის უთითებს, რომ რა--–-ამ ჩაარტყა ი-----ს ხის ჯოხი თავში) ისე მოაწერა ხელი არ წაუკითხავს. რა----ი წაქცეული იყო ი-----მ რომ დაარტყა ხელი. თავში ჩარტყმის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ვის მიერ მოხდა ეს მას არ დაუნახავს. რა----ი არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ვინაიდან ის იყო წაქცეული და წაქცეული კაცი რანაირად დაარტყამდა პიროვნებას. ფოტოსურათით ამოცნობაზე განმარტა, რომ მაშინ მას ჰკითხეს მხოლოდ რა--------------ე მონაწილეობდა თუ არა ჩხუბშიო. ი----- ზა-----ეზე რა--------------ეს რაიმე ფიზიკური დაზიანება არ განუხორციელებია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ--- ზა-----ემ განმარტა, რომ - 2018 წლის 05 ნ---მბერს ბა-------–ი მიდიოდნენ პანაშვიდზე, მანამდე ზე---------–ი შევხვდნენ თავის ბიძაშვილს, მერე ელოდებოდნენ მეორე ბიძაშვილ - ი----- ზა-----ეს, რომ გაჰყოლოდათ ქუ-----ამდე, ქუ-----იდან შემდეგ პატარა მანქანით წავიდნენ ბა-------–ი პანაშვიდზე, საიდანაც ისევ ქუ-----ში ჩამოვიდნენ და ელოდებოდნენ ი----- ზა-----ეს, რომ გაყოლოდნენ თე-------–-ს გადასახვევამდე და წასულიყვნენ იქედან სახლში. რა----ი ეუბნებოდა მძღოლს, თხოვდა რომ წაეყვანა ის ადამიანი, რომელიც გაჭირვებულ დღეში იყო და არ ჰქონდა მგზავრობის ფული. მძღოლებს არ მიჰყავდათ ეს მგზავრი და რა----მა თქვა უსინდისოები ხართ ეს მძღოლები ყველაო. ი----- რაზმაძეც მძღოლი იყო და უპასუხა რა----ს, ყველაზე რატომ ამბობ უსინდისოები ხართო, ჩემთვის არ გითხოვია რომ წამეყვანაო, კიდევ მრავლობითში იტყვიო შეეკითხა ი-----, რაზედაც რა----მა უთხრა დიახ, ყველა უსინდისოები ხართ მძღოლებიო და შემდეგ ი-----მ დაარტყა რა--------------ეს. რა----ს არაფერი უთქვამს ისე წავიდა და დაახლოებით 20 წუთში ან ნახევარ საათში მოვიდა. ახლდა ერთ ადამიანი, გადავიდნენ პარკში იმისთვის რომ ,,კაცურად ესაუბრათ“. აღნიშნულ ადგილზე იყვნენ ი----- ზა-----ე, რ---- და ნ--- ზა-----ეები, ასევე რა----ი, ეზოში ბევრი კაცი, ბავშვი და ქალებიც იყვნენ. რა----მა შეაგინა ი-----ს, რა დროსაც ი-----მ დაარტყა ხელი და რა----ი წაიქცა იქვე, წამში მოხდა ყველაფერი, რომ მიიხედა უკვე ი----- ძირს ეგდო, ვიღაც ქალებიც მოვარდნენ დასახმარებლად. იმ მომენტში მას არაფერი დაუნახავს, ვერავის ვერ ხედავდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი----------------ემ განმარტა, რომ - 2018 წლის 5 ნ---მბერს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება ი----- ზა-----ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოკითხული იქნა მოწმის სახით საქმეში არსებული პირები, ასევე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის დი------------–-----–--ის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის შესახებ, რის თაობაზეც გატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები. ამის შემდეგ ქუ-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმართული იქნა ქუ-----ის საქალაქო სასამართლოში რა--------------ის ბრალდებულად დაკავების თაობაზე. ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა განჩინება, ბრალდებულის სახით რა--------------ის დაკავების შესახებ. აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2018 წლის 11 ნ---მბერს გი----------------ის მიერ, ქუ-----ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის გა-------–------ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვი----–--–-------–ის მონაწილეობით, რა--------------ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა, ქუ-----ში ჭ-------ის გამზირზე. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ბრალდებულის დაკავების ოქმი. თუმცა ბრალდებულმა განჩინებაზე და დაკავების ოქმზე, გაურკვეველი მიზეზით, უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ბრალდებულის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა გი----------------ე და მისი თანამშრომელი, ექსპერტ-კრიმინალისტები. მის მიერ მოხდა ნ--- ზა-----ის გამოკითხვა. მოწმე ნ--- ზა-----ის გამოკითხვის ოქმის ბოლოში მოწმემ დაწერე, „ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“, მაგრამ ხელი არ მოაწერა. გამომძიებელი გი----------------ე განმარტავს, რომ ეს ყველაფერი არის მექანიკური შეცდომა და გამორჩენის ბრალი, მოწმეს მოწერილი აქვს ხელი წინა ორ გვერდზე, მაგრამ თვითონ ამ ტექსტის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, ხშირად ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, რომ მოწმეს აღარ ჩაუთვლია საჭირო, რომ მოეწერა ხელი თუ არ მიუთითებდა. მაგრამ ამ შემთხვევაში გამომძიებელი ამბობს რომ მექანიკურად გამორჩა, საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას. გამომძიებელ გი----------------ისთვის, მოწმის ხელმოწერის გამორჩენა, გამოკითხვის ოქმზე, მისთვის პირველი შემთხვევა იყო. ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა ნ--- და რ---- ზა-----ეების მონაწილეობით. მათ წარედგინათ 4 ფოტოსურათი, შედგენილი იქნა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, შესაბამისად მათ ამოიცნეს დანაშაულის ჩამდენი პირი. გი----------------ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ჯანმრთელობის დაზიანება ი----- ზა-----ეს მიაყენა რა--------------ემ, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი მასალების საფუძველზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლა-----------------მ განმარტა, რომ - ეზოში შევიდა ხალხის ხროვა. ხმაური იყო, ახალგაზრდები უწმაწურ სიტყვებს ლაპარაკობდნენ, აგინებდნენ ერთმანეთს და ერთი ახალგაზრდა გალახეს. ფანჯრიდან ხედავდა დაახლოებით ათი ადამიანი შევიდა ეზოში, ხმაურის და ჩოჩქოლის ხმა ესმოდა. დაზიანება ვინ მიაყენა არ დაუნახავს, ბოლოს შეხედა რომ ერთი ახალგაზრდა ძირს იყო წაქცეული, სხვა პირები გაიქცნენ და რომ დაწყნარდა ყველაფერი. მეზობლის გოგონა მივიდა წაქცეულთან, პირსახოცი და წყალი მიუტანა. მეზობელს სახელად თ----- ქვია, რომელიც თავის სახლში იყო და რომ დაწყნარდნენ მერე ჩავიდა ეზოში. მას სახეზე არავინ დაუნახავს, ზურგით იდგნენ, არც მათი ჩაცმულობა ახსოვს. გალახულის გარდა არავინ დარჩენილა ადგილზე, ყველა გაიქცა, მეზობლები იყვნენ ირგვლივ. არ იცის რა მოხდა და ვინ მიაყენა დაზიანება წაქცეულს, სახეზე არავინ დაუნახავს და არც ამოცნობა შეუძლია. ბრალდებული სახეზე არასდროს არ უნახავს და არ იცნობს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლა–---------–---–-მა განმარტა, რომ - ის სადგურზე, მა--------–---თან მივიდა მოგვიანებით სადაც ჩოჩქოლი იყო, იგი მუშაობს ამ ადგილზე, მარშუტკის მძღოლია. უთხრეს რომ ი-----სთან მოხდა შელაპარაკება და ეს შელაპარაკება მალე დასრულდა. მეორე მხარეს იგი მოგვიანებით გადავიდა და დაინახა რომ ბევრი ხალხი იყო ირგვლივ და ზოგი ი-----ს ეხმარებოდა. ვინ ჩაარტყა თავში ი-----ს არ იცის. გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში დასახელებულ პირზე აცხადებს რომ პოლიციაში უთხრეს სახელი, რომ „რა--–-ა“ ერქვა იმ პიროვნებას ზედმეტ სახელად ი-----ს ვისთანაც მოუვიდა შელაპარაკება. შემთხვევის ადგილზე არ გაუგონია ეს სახელი. პოლიციაში მიცემულ ჩვენებაზე ადასტურებს, რომ მისი ხელმოწერაა და აცხადებს, რომ არ წაუკითხავს, რადგან ეჩქარებოდა და უცებ მოაწერა ხელი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი----- ზა-----ემ (დაზარებული) განმარტა, რომ - მას და რა--------------ეს რაღაცა შელაპარაკება და უთანხმოება მოუვიდათ და ჩხუბი მოხდა. მასთან პირადად უთანხმოება არავის არ მოსვლია, სხვას სთხოვდა უფასოდ მგზავრის წაყვანას. ვისთან მოუვიდა ჩხუბი არ იცის ვინ არის, არ იცნობს, არც მანამდე ყავდა ნანახი და არც ახლა არ იცის ვინაა. ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა იმან თქვა რომ უნამუსოები იყვნენ ყველა მძღოლები და ამის გამო მოუვიდათ ჩხუბი და ხელი დაარტყა, შემდეგ იმ ადგილზე ცოტა ხანი იყო ხმაური და როცა დამთავრდა თვითონ სალონში გადავიდა თმების შესაჭრელად, ხოლო ის პირი სად წავიდა არ იცის. შემდეგ დაახლოებით ათ წუთში უკან გადავიდნენ სალაპარაკოდ და იქაც ჩხუბი მოუვიდათ. მასთან ერთად იყვნენ ნ--- ზა-----ე და რ---- ზა-----ე, ხოლო ადგილზე დაახლოებით 30 პირი დახვდათ. ლაპარაკის დროს შეაგინა იმ პირმა და მან ხელი დაარტყა და ხელის დარტყმისგან იგი წაიქცა. ხოლო თვითონ მას კი უკნიდან ჩაარტყეს თავში. არ იცის ეს პიროვნება არის თუ არა ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა, თუმცა იგი ფიზიკურად ვერ ჩაარტყამდა თავში, გამორიცხავს ამას, რადგან იქეთ იყო წაქცეული. ძირს რამე სარი ან ჯოხი ეყარა თუ არა არ დაუნახავს. მას არ დაუნახავს ვინ ჩაარტყა თავში. მისი ვარაუდით ვისაც ეჩხუბებოდა ის პირი ვერ იქნებოდა, რადგან თვითონ დაარტყა და წაქცეული იყო და ორ წამში სავარაუდოდ წამოდგომას ვერ მოასწრებდა. ამასთან, წაქცევამდე მეორე პირს ხელში არაფერი ეჭირა. პროკურატურაში დაწერილ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავად გამოიჩინა ინიციატივა, რადგან იცოდა რომ უდანაშაულო ადამიანი იყო დაკავებული და თავად მოიძია ბრალდებულის ადვოკატები და უთხრა რომ თუ შეიძლებოდა ამ ადამიანის გათავისუფლება მისი რაიმე ხელშეწყობით მზად იყო (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ---------------მ განმარტა, რომ - ის მუშაობს ლევ--------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და----–-თ საქართველოს ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო სტრუქტურული განყოფილების ექსპერტად 19 წლის სამუშაო სტაჟით. ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის დადგენილებისა და წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ჩატარდა მოქალაქე ი----- ზა-----ის ექსპერტიზა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და კითხვების საფუძველზე გაიცა ექსპერტიზის დასკვნა №0--------, წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია, კერძოდ აკადემიკოს ზ--–-----ას სახელობის და----–-თ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონალური პაციენტის №1------- , სადაც ირკვევა, რომ მიღებულ ტრამვებთან დაკავშირებით ი----- ზა-----ემ მიმართა 2018 წლის 05 ნ---მბერს 16:30 წუთზე. მიღებული ქონდა თავის ქალის ღია ტრამვა, თავის ქალის დაჟეჟილობა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე ტრავმული ეპისუბდურული ჰემატომა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ქალასარქვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა, თავის ტვინის კომპრესია. დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი (ვარსკვლავისებური) ჭრილობა მარჯვნივ თხემის მიდამოს მინუს ქსოვილით. დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დადგენილებაში მითითებული იყო რომ 2018 წლის 05 ნ---მბერს ი----- ზა-----ეს თავში ჩაარტყეს ჯოხი. მიყენებული იყო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და ექიმების დროული ჩარევა რომ არ ყოფილიყო შეიძლებოდა გარდაცვლილიყო ვინაიდან ქალა იყო დაზიანებული. ექსპერტმა სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №2----------------- 17:00 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, იმ-----------------–-------სა და ქვემო სვ-----ის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილებიდან უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-----------მ აცნობა იმ-----------------–-------სა და ქვემო სვ-----ის პოლიციის დეპარტამენტის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას, რომ სასწრაფო დახმარების მიერ ქუ-----ი ჭ-------ის გამზ. №5--დან მიყვანილ იქნა 34 წლის ი----- და-----ე, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ღია ჭრილობა (ტ.1 ს.ფ.2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 05 ნ---მბერს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, აღნიშნული დათვალიერება ჩაატარა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გი----------------ემ, მონაწილე პირები იყვნენ ი---------ე, გი----------------–---–ი, ლა–-------------. ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუ-----ში, ი-----------ს გამზ. №5- „ბ“-ში, სადაც განთავსებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, რომლის უკანა მხარეს მდებარეობს მინდვრის საფარიანი სკვერი, რომელსაც აქვს მავთულის ღობე, და უკარებო შესასვლელი, სკვერში დგას პატარა მაგიდა სკამებთან ერთად. აღნიშნულ სკვერში ასევე დარგულია მცენარეები, მაგიდა-სკამიდან დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით მინდვრის საფარზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ასევე ყრია სიგარეტის ნამწვავი და თეთრი ფერის სალფეთქები, ასევე მინდორზე გდია ერთი საშუალო ზომის ჯოხი და ორი ცალი მოგრძო ზომის ჯოხი, სკვერში ასევე არის ვენახის ტარაველი, რომლის საყრდენი ხის ბოძები არის წაქცეულ მდგომარეობაში. დათვალიერების მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ქაღალდის სალფეთქები, სიგარეტის ნამწვავები, მოწითალო ფერის ანაწმენდი, პატარა ზომის ჯოხის ნაჭერი, ორი ცალი დიდი ზომის ჯოხი, რომლებიც გადმოტანილი იქნა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში და დაილუქა ლუქით №3------- პაკეტებისთვის, რაზედაც დაისვა თარიღი და ხელმოწერები, ხოლო პატარა ზომის ჯოხი, სიგარეტის ნამწვავები, სალფეთქები და მოწითალო ფერის ანაწმენდი დაილუქა ცალ-ცალკე სპეც პაკეტებად, რაზედაც დაისვა თარიღი და ხელმოწერები (ტომი 1. ს.ფ.3-8).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 09 ნ---მბრის №0-------- ი----- ზა-----ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკადემიკოს ზ-–------ს სახელობის და----–-თ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1--------ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი----- ზა-----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 05.11.2018 წელს 16:30 საათზე და დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ღია ტრამვა, თავის ტვინის დაჟეჟილობა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე ტრამვული ეპისუბდურული ჰემატომა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ქალასარქვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა, თავის ტვინის კომპრესია. დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი (ვარსკვლავისებური) ჭრილობა მარჯვნივ თხემის მიდამოს მინუს ქსოვილით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები: ექსპერტიზაზე წარმდგენილია აკადემიკოს ზ--–-----ას სახელობის და----–-თ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1------- -ის ასლი, საიდანაც ირკვევა: მოქ. ი----- ზა-----ემ აღნიშნული საავადმყოფოს მიმართა 05.11.2018 წელს, 16:30 საათზე. ჩივილები: სისხლდენა თხემის მიდამოდან მარჯვნივ, მგრძნობელობის და ძალის დაქვეითება ზედა მარცხენა კიდურში, ტკივილი კისრის მიდამოში. იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. ცნობიერება სომნოლენციო, გუგები მრგვალი, თანაბარი, ფოტორეაქცია იწვევა დუნედ. ვლინდება მარცხენამხრივი მონოპლეგია. მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში ჰიპერესთეზია. პარესთეზია. მენინგეალური სიმპტომატიკა გამოხატული არ არის. ობ: თხემის მიდამოში მარჯვნივ ვლინდება დიდი ზომის დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი (ვარსკვლავისებული) ჭრილობა ზომით: 6X3სმ-ზე, მინუს ქსოვილით, ძლიერ სისხლმდენი. ჭრილობა დამუშავდა, დაედო სიმპტომური ნაკერები. თავის ტვინის კტ. კვლევა: ვლინდება მარჯვნივ თხემის ძვლის ფრაგმენტული და იმპრესიული მოტეხილობა. მოტეხილობის ხაზი ვრცელდება საფეთქლის ძვლის ქიცვზე. ოპერაციის პროტოკოლი №5--. ოპერაციის დასახელება: მარჯვენა თხემის ძვლის იმპრესიულად მოტეხილი ფრაგმენტის მოცილება, ეპიდურული ჰემატომის ევაკუაცია, თავის ტვინის დეკომპრემირება. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: თხემის ძვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა მარჯვნივ, ეპიდურული სისხლჩაქცევა. 07.11.2018წ. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის ღია ტრამვა, თავის ტვინის დაჟეჟილობა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე ტრავმული ეპისუბდურული ჰემატომა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ქალასარქვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა, თავის ტვინის კომპრესია. დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი (ვარსკვლავისებური) ჭრილობა მარჯვნივ თხემის მიდამოს მინუს ქსოვილით’’ (ტომი 1. ს.ფ. 150-153)
3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.
„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“. (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).
„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).
აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია რა--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებები არ არის ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ რა--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.
3.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ რა--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით რა--------------ის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებებთან არ დასტურდება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული არც ერთი მოწმე არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ რა--------------ემ ჩაარტყა თავის არეში ი----- ზა-----ეს და მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნულ გარემოებაზე ასევე არ უთითებს დაზარალებული ი----- ზა-----ე და ი----- ზა-----ის თანმხლები პირები (ბიძაშვილები) რ---- და ნ--- ზა-----ეები. წარდგენილი ბრალდების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ მოწმეებმა და თვით დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ გამორიცხულია რა--------------ეს დაერტყა, ვინაიდან ის წაქცეული იყოო. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ რა---------------ის მიერ ი----- ზა-----ის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების დამადასტურებელი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება საქმეში.
სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ასევე ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებული არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები არ არიან ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს. აღნიშნული მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების შინაარსზე უნდა ითქვას, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ არის თანხვედრაში სასამართლოს სხდომაზე გამოკველულ მტკიცებულებებთან, რის გამოც დასახელებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება, როგორ წერილობით მტკიცებულებებს ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ, რა--------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის. რა--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ რა--------------ემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რა--------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რა--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2. გაუქმდეს რა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და რა--------------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. რა--------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ოთხი ცალი ხელსახოცი, ხუთი ცალი სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად, სამი ცალი ჯოხი - რომელიც ინახება ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.2. CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.3. ი----- ზა-----ის შარვალი, სვიტერი და წინდები - რომელიც ინახება ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
4.4. რა--------------ის ნერწყვის ნიმუში - რომელიც ინახება ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.5. ი----- ზა-----ის სისხლის ნიმუში - რომელიც ინახება ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.6. CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შპს ტრანსმოლის კამერები - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯოხაძე