განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორის – ხ----- ყ------–---–ის
ბრალდებულების – ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების
ბრალდებულების ადვოკატების – ს----- თ--–--–---–ის და ნ------- ი-–------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ნ------- ტ------–ის ძე მ-----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ად----------------------------------ში, ლ-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–----------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
– დ----- ტ------–ის ძე მ-----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ად----------------------------------ში, ლ-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–----------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ------- მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ასევე, ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ------- მ-----–-–---–მა ძლიერად ჩაარტყა ქვა თავში გ------- გ--------ეს, ასევე სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
ასევე, 2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ------- მ-----–-–---–მა დ----- მ-----–-–---–თან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ხელი გ------ ა--------–---–ს, რითაც ჯგუფურად მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ------- მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ----- მ-----–-–---–მა ნ------- მ-----–-–---–თან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ხელი გ------ ა--------–---–სა და გ------- გ--------ეს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ნ------- მ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ მეზობლად მცხოვრებ გ------ ა--------–---–თან საქონლის მოვლასთან დაკავშირებით ჰქონდა უთანხმოება, კერძოდ, აწუხებდა საქონლის და ნაკელის სუნი, რომელსაც გ------ ა--------–---–ი მათი სახლის ახლოს ყრიდა და ფანჯრის გაღება შეუძლებელი იყო. 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, ძმასთან დ----- მ-----–-–---–თან და მეზობელთან გ------- ტ---–---სთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით მიდიოდა სამსახურში. გზად მიადგნენ გ------ ა--------–---–ის სიძის - გ------- გ--------ის გაჩერებულ ავტომანქანას, ხოლო გ------ ა--------–---–ი ელაპარაკებოდა ავტომანქანაში მსხდომ ოჯახის წევრებს. ბრალდებულის თქმით, გზა იყო იმდენად ვიწრო, რომ გ------- გ--------ის ავტომანქანის გვერდის ავლით ვერ გაივლიდა, ამიტომ ავტომანქანა გააჩერა გ------- გ--------ის ავტომანქანის უკან და დაელოდა მის წასვლას. გ------ ა--------–---–მა მათი დანახვისთანავე მოიხსნა ზურგჩანთა, რომელიც იქვე დააგდო და მსხვილი ჯოხით მივიდა მათ ავტომანქანასთან, უშუალოდ მას მოუღერა ჯოხი და ხელების ქნევით დაუწყო საქმის გარჩევა. ნ------- მ-----–-–---–ი დასალაპარაკებლად გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც გ------ ა--------–---–მა 2-ჯერ დაარტყა თავში ჯოხი, რის შედეგადაც ნ-------ი ძირს დაეცა და გაითიშა, ხოლო როდესაც გონზე მოვიდა, დაინახა, რომ მისი ძმა - დ----- მ-----–-–---–ი მათი ავტომანქანის კართან იყო დაცემული, ხოლო გ------ ა--------–---–ი და მისი სიძე გ------- გ--------ე ზემოდან იყვნენ მოქცეულები და ურტყამდნენ. აღნიშნულის დანახვისთანავე, ვინაიდან „ძმას უკლავდნენ“, აიღო იქვე დაგდებული გ------ის კუთვნილი ჯოხი და რამდენჯერმე დაარტყა გ------- გ--------ეს თავში, ხოლო გ------ ა--------–---–ს ზურგზე. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ჩხუბის დროს საკუთარი თავის დაცვისა და ძმის დახმარების მიზნით, ხელისა და ჯოხის დარტყმებით განახორციელა გ------ ა--------–---–ისა და გ------- გ--------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუმცა უარყო გ------- გ--------ის მიმართ ქვის სროლის ფაქტი და აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს ქვებს ისროდა გ------ ა--------–---–ის შვილი - მ-------- ხ------–---–ი. მან ასევე უარყო მათ ავტომანქანასთან გ------ ა--------–---–ის მისვლისას მისთვის შეგინების ფაქტი. ნ------- მ-----–-–---–მა დამატებით აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მასსა და გ------ ა--------–---–ს შორის კონფლიქტი ამოწურულია.
აღნიშნულ ჩხუბში ნ------- მ-----–-–---–მა თავის მხრივ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის თაობაზეც სასამართლოს ინფორმაციას აწვდის როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე 2018 წლის 2 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–--------“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ნ------- მ-----–-–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 11.07.18წ-20.07.18წ. დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდალური ჰემორაგია, თხემის (კეფის) არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა. მარცხენა იდაყვის ღრძობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მარჯვენა თხემის არეში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა. აღნიშნული დაზიანებანი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებანი, გარდა თხემის (კეფის) არეში ნაფლეთოვანი ჭრილობისა, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ბრალდებულმა დ----- მ-----–-–---–მა, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, მათ ავტომანქანასთან მივიდა გ------ ა--------–---–ი და მის ძმას - ნ------- მ-----–-–---–ს აგრესიულად, ხელებისა და ჯოხის ქნევით დაუწყო ლაპარაკი. ნ------- მ-----–-–---–ი სასაუბროდ გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც გ------ ა--------–---–მა ნ------- მ-----–-–---–ს 2-ჯერ დაარტყა თავში მსხვილი ჯოხი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა. იგი ძმის დასახმარებლად გადავიდა ავტომანქანიდან და შეეცადა გ------ ა--------–---–ისთვის ხელკეტის წართმევას/დაგდებინებას, რაც შეძლო კიდეც, თუმცა გ------ ა--------–---–მა მისი მისამართით მაინც განაგრძო ჩხუბი. ამ დროს მათთან მივარდა გ------- გ--------ეც და სახეში დაარტყა დ-----ს ხელი. შემდეგ ორივემ - გ------ ა--------–---–მა და გ------- გ--------ემ იგი წააქციეს მათი ავტომანქანის კართან და ზემოდან მოქცეულები ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ამასობაში, ნ-------ი წამოდგა, აიღო ძირს დაგდებული ჯოხი და მოუქნია გ------ს და მის სიძეს, რის შედეგადაც თავდამსხმელებმა შეწყვიტეს მისი ცემა და თავი გაითავისუფლა, თუმცა გ------- გ--------ემ მაინც გააგრძელა მასთან ჩხუბი, რა დროსაც ძიძგილაობის პროცესში მიეყრდნენ მავთულის ღობეს და ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დროს მიიღო გ------- გ--------ემ შუბლზე დაზიანება. დ----- მ-----–-–---–მა დამატებით აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მასსა და გ------ ა--------–---–ს შორის კონფლიქტი ამოწურულია.
ჩხუბის დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო დ----- მ-----–-–---–მაც, რის თაობაზეც სასამართლოს ინფორმაციას აწვდის 2018 წლის 3 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, „ს-------–---------------–------------------–--------“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------დან, დ----- მ-----–-–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 12.07.2018 წ. 01:03 საათზე, სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია ექსკორიაციები მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში. 12.07.2018 წ. მოქალაქე დ----- მ-----–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და ერთი ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, კერძოდ: საფეთქლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება თითქმის კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნება: კისრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში ზოლისებრი ფორმის; მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა მხრის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე ზოლისებრი ფორმის; მარჯვენა ბეჭის მიდამოში, შუა მესამედში; მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე; მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე; მარჯვენა წვივის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე; მარჯვენა ტუჩის მიდამოში; მარცხენა წარბის გარეთა კუთხესთან აღენიშნება ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის შემდეგ ბრალდებულებმა დააზუსტეს, თუ რაში „ცნობდნენ თავს დამნაშავედ“ და განმარტეს, რომ ისინი ადასტურებდნენ ჩხუბში მონაწილეობის ფაქტსა და ამ ჩხუბის დროს გ------ ა--------–---–ისა და გ------- გ--------ისათვის დაზიანების მიყენებას, თუმცა განმარტეს, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ, რადგან მოქმედებდნენ საკუთარი და ძმის ინტერესების დასაცავად, რამდენადაც ორივენი რეალურად იმყოფებოდნენ თავდაცვით მდგომარეობაში.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდების მხარის მიერ თავისი პოზიციის დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა რიგი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ გ------ ა--------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 ივლისს, ძმებმა ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებმა ქუჩაში გააჩერეს და მოსთხოვეს, რომ საქონელი მოეშორებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სცემდნენ. მან უთხრა, რომ იმ მომენტში იყო შეუძლოდ და სხვა დროს ესაუბრათ. მეორე დილით, 2018 წლის 11 ივლისს, სახლთან ახლოს აძოვებდა საქონელს, რა დროსაც გამოიარა მისმა სიძემ - გ------- გ--------ემ, რომელმაც გაუჩერა ავტომანქანა და იგი ესაუბრებოდა მანქანაში მყოფ თავისი ოჯახის წევრებს, რა დროსაც მისი სიძის ავტომანქანის უკან გაჩერდა მ-----–-–---–ების ავტომანქანა. იგი მივიდა მათთან და მძღოლ ნ------- მ-----–-–---–ს სთხოვა, რომ საქონელთან დაკავშირებით მასთან პრეტენზიები აღარ ჰქონოდა, თუმცა ნ------- მ-----–-–---–მა დედის მისამართით შეაგინა მას და ავტომანქანიდან გადავიდა, რის გამოც მან ნ------- მ-----–-–---–ს ხელჯოხი დაარტყა თავში. შემდეგ ავტომანქანიდან გადავიდა დ----- მ-----–-–---–იც და ორივე ძმამ დაუწყო ცემა. ჩხუბში ჩაერთო მისი სიძე, რომელსაც ნ------- მ-----–-–---–მა ქვა ჩაარტყა თავში. ჩხუბისას ის და დ----- მ-----–-–---–ი ძირს დაეცნენ, რა დროსაც თავად ზემოდან მოექცა და ისე ურტყამდა დ----- მ-----–-–---–ს, ხოლო ნ------- მ-----–-–---–ი მისსავე ხელჯოხს ურტყამდა მას ზემოდან - ზურგზე. საბოლოოდ მათი გაშველება შეძლეს ადგილზე მყოფმა გ------- ტ---–---მ და ჩხუბის ხმაზე გამოსულმა სხვა მეზობლებმა.
გ------ ა--------–---–ის დაზიანებებთან დაკავშირებით სასამართლოს ინფორმაციას აწვდის 2018 წლის 4 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 ივლისს მოქალაქე გ------ ა--------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, სისხლჩაქცევის და სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ: მარჯვენა წარბის მიდამოში აღენიშნებოდა მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი; მარჯვენა თვალბუდის სკლერაში - მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე - კანის დონიდან მაღლა მდებარე მოწითალო-მოყავისფრო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი; ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნებოდა: მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხენა ბეჭის მიდამოში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ხერხემლის ახლო ხაზზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
დაზარალებულ გ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, დილით, მისი სიმამრი გ------ ა--------–---–ი დასალაპარაკებლად მივიდა მისი ავტომანქანის უკან გაჩერებულ ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების ავტომანქანასთან, რა დროსაც ძმები მ-----–-–---–ები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გ------ ა--------–---–ს დაუწყეს ცემა. აღნიშნულის დანახვაზე იგი თავადაც გადავიდა ავტომანქანიდან და ნ------- მ-----–-–---–ს ბეჭისა და სახის არეში დაარტყა ხელი, რასაც მოჰყვა მათ შორის ჩხუბი, ხოლო შემდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი შებოჭა და გვერდით გაიყვანა, შეეცადა დ----- მ-----–-–---–ისა და გ------ ა--------–---–ის გაშველებას, რა დროსაც მარცხენა საფეთქლის არეში მოხვდა მკვრივი საგანი, რომ მიიხედა, ნ------- მ-----–-–---–ი იდგა მის უკან და ხელჯოხი ჰქონდა მოღერებული. იგი ვარაუდობს, რომ ნ------- მ-----–-–---–მა ესროლა ქვა საფეთქლის არეში, რადგან მოცემულ შემთხვევაში სხვა ვერ ესროდა. საბოლოოდ მათი გაშველება შეძლეს ჩხუბის ხმაზე გამოსულმა მეზობლებმა.
გ------- გ--------ის ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე 2018 წლის 2 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „#----–--------------------------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე გ------- გ--------ეს კლინიკისთვის მიუმართავს 2018 წლის 11 ივლისს, 09:58 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარცხენა შუბლ-თხემის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მოწმე გ------- ტ---–--ის ჩვენების თანახმად, მეზობლების - ერთის მხრივ, - ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებისა და მეორეს მხრივ, - გ------ ა--------–---–ისაგან ცნობილი იყო, რომ მათ ერთმანეთთან ჰქონდათ უთანხმოება საქონელთან დაკავშირებით. 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა მ-----–-–---–ების ავტომანქანაში, რა დროსაც მათთან მივიდა გ------ ა--------–---–ი და ნ------- მ-----–-–---–ს მოუწოდა: „ბოლოჯერ გაფრთხილებ, მაგ თემაზე საუბარი აღარ იყოსო“. შემდეგ ნ------- მ-----–-–---–ი დასალაპარაკებლად გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ამ უკანასკნელს გ------ ა--------–---–მა ხელჯოხი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ნ------- მ-----–-–---–ი ძირს დაეცა. მოწმის განმარტებით, ხელჯოხის ჩარტყმის წინ ნ------- მ-----–-–---–ის მხრიდან შეგინება არ ყოფილა. გ------ ა--------–---–ის მხრიდან განხორციელებული დარტყმისთანავე, იგი გადავიდა ავტომანქანიდან და გაშველების მიზნით ჩადგა მათ შუაში. ნ-------ის დასახმარებლად მანქანიდან გადმოვიდა დ----- მ-----–-–---–იც და შეეცადა გ------ ა--------–---–ისათვის ჯოხის წართმევას ამასობაში, გ------- გ--------ეც გადმოვიდა ავტომანქანიდან და ამ უკანასკნელსა და დ----- მ-----–-–---–ს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც მათი გაშველება დაიწყო. შემდეგ ჩხუბის ხმაზე მეზობლები გამოვიდნენ და საბოლოოდ ერთობლივად შეძლეს მათი გაშველება. მოწმის განმარტებით, გ------ ა--------–---–ის ხელში დანა შენიშნა ჩხუბის ბოლოს, თუმცა მისი გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე მ-------- ხ------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 ივლისს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამამისს - გ------ ა--------–---–ს უსაყვედურა, რომ საქონლის და ნაკელის სუნი აწუხებდათ და მოეგვარებინა ეს საკითხი. მათ ჰყავდათ 9-10 სული საქონელი და იმ ადგილიდან, სადაც ნაკელს ყრიდნენ მ-----–-–---–ების სახლამდე იყო 2-3 მეტრი. მ-----–-–---–ებს სხვა დროსაც არაერთხელ უთქვამთ მამამისისთვის, რომ აწუხებდათ ნაკელის სუნი, მწერების სიმრავლე და ა.შ. საღამოს თვითონაც დაელაპარაკა ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებს და უთხრა, რომ ვერაფერს შეცვლიდნენ, პირიქით, საქონელსაც გაამრავლებდნენ და ნაკელსაც კვლავაც დაყრიდნენ, თუმცა მასთან საუბრისას მ-----–-–---–ებს დიდი პრეტენზია არ ჰქონიათ. მეორე დილით, 2018 წლის 11 ივლისს, თავისი ქმრის - გ------- გ--------ის ავტომანქანით სამსახურში მიმავლები შეჩერდნენ მამამისთან, რომელიც იქვე აბალახებდა ძროხებს და მათ ერთმანეთს დაუწყეს ლაპარაკი, რა დროსაც მათ უკან გაჩერდა მ-----–-–---–ების ავტომანქანაც. გ------ ა--------–---–ი მივიდა მ-----–-–---–ების ავტომანქანასთან, თუმცა რა უთხრა მათ, მისთვის უცნობია. შემდეგ ძმები მ-----–-–---–ები გადმოხტნენ მანქანიდან და მამამისს დაუწყეს ჩხუბი. ჩხუბის განმუხტვის მიზნით ავტომანქანიდან გადავიდა მისი ქმარი - გ------- გ--------ეც, თუმცა ნ------- მ-----–-–---–მა მას დაუწყო ცემა. ამის გამო თვითონაც გადავიდა ავტომანქანიდან და ქვა ესროლა ნ------- მ-----–-–---–ს. შემდეგ მეზობლებმა შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა და წავიდნენ სახლში. საღამოს მათ სახლში მისულმა ოჯახის წევრებმა და სტუმრებმა სცადეს მ-----–-–---–ებთან საკითხის გარკვევა, თუმცა კამათი რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაიშალნენ.
ბრალდებულებისა და დაზარალებულების მეზობლის მოწმე ნ---- შ----–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც შემოესმა ჩხუბისა და ყვირილის ხმა. მან გაიხედა და დაინახა, რომ რამდენიმე პირი ერთმანეთში ჩხუბობდა. მან დასახმარებლად დაუძახა ოჯახის წევრებს და გაემართა მათ გასაშველებლად. ადგილზე მისვლისას ჩხუბი უკვე დასრულებული იყო და ერთის მხრივ, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ები, ხოლო მეორეს მხრივ, გ------ ა--------–---–ი და გ------- გ--------ე იყვნენ დასისხლიანებულები. მან მოკიდა ხელი დ----- მ-----–-–---–ს და წაიყვანა ჩხუბის ადგილიდან, ხოლო ნ------- მ-----–-–---–ი მისმა დედამთილმა ც----- ვ------------ემ წაიყვანა.
მოწმე ც----- ვ------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, დაინახა, რომ მისი რძალი ნ---- შ----–--ე ქუჩაში გარბოდა. იგი თავადაც გავიდა და ნახა, რომ ერთის მხრივ, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებსა და მეორეს მხრივ, გ------ ა--------–---–სა და გ------- გ--------ეს შორის კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო და ყველა მათგანი იყო დასისხლიანებული. მან წამოაყენა დაბლა დაცემული ნ------- მ-----–-–---–ი, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი და წაიყვანა სახლში, ხოლო დ----- მ-----–-–---–ი მისმა რძალმა წაიყვანა.
მოწმე ლ---- შ----–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში იმყოფებოდა შვილთან - ნ---- შ----–--ესთან სახლში, რა დროსაც მისმა შვილმა დაიძახა, რომ გარეთ იყო ჩხუბი. ადგილზე მისი მისვლისას, ჩხუბში მონაწილე ორივე მხარეს იყვნენ დასისხლიანებულები და ერთმანეთზე იწევდნენ. ამასთან, გ------ ა--------–---–ს ხელში ეჭირა დანა, რომელიც მან გამოართვა და იქვე არსებულ ზურგჩანთაში ჩადო. საბოლოოდ იქ მყოფმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება.
მოწმე მ---- ხ------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 ივლისის საღამოს ნ------- მ-----–-–---–მა მის მეუღლეს - გ------ ა--------–---–ს მოსთხოვა საქონელის მოშორება, რადგან სუნი აწუხებდათ. იგი თავადაც ჩაერია მათ საუბარში და ნ------- მ-----–-–---–ს უთხრა, რომ მათ სურვილზე სიარულს არ აპირებდნენ და უფრო მეტსაც შეიძენდნენ. 2018 წლის 11 ივლისს დილით, შვილი - მ-------- ხ------–---–ი და სიძე - გ------- გ--------ე, მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სახლიდან გავიდნენ, თუმცა დაახლოებით 15-20 წუთში უკან დაბრუნდნენ და მ-------- ხ------–---–მა უთხრა, რომ ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებთან მოუვიდათ ჩხუბი. აღნიშნული ჩხუბის შედეგად მისი მეუღლე - გ------ ა--------–---–ი და სიძე - გ------- გ--------ე იყვნენ დაშავებულები. საღამოს ახლობლები ესტუმრნენ და სცადეს სიტუაციაში გარკვევა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი აღარ ჰქონია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, გ------ ა--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ნ------- მ-----–-–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების გამო, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და დ----- მ-----–-–---–ის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისათვის. ამავე განაჩენით გ------- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების მიმართ, ჯგუფურად - გ------ ა--------–---–თან ერთად, განხორციელებული ძალადობისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, მ-------- ხ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - დ----- მ-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობისათვის (დ----- მ-----–-–---–ს ესროლა ქვა).
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მართალია, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებმა განახორციელეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები, თუმცა მათი ქმედებები არ იყო მართლსაწინააღმდეგო, რამდენადაც ორივენი მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“. კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მეზობლებს შორის - ერთის მხრივ, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებსა და მეორეს მხრივ, გ------ ა--------–---–ს შორის, საქონელთან დაკავშირებით არსებობდა კონფლიქტი, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ურთიერთდაპირისპირებაში, კერძოდ: 2018 წლის 11 ივლისს, დილით, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ები, გ------- ტ---–---სთან ერთად, კუთვნილი ავტომანქანით მიემართებოდნენ სამსახურში, რა დროსაც მათ წინ გაჩერებული დახვდათ გ------- გ--------ის ავტომანქანა და გ------ ა--------–---–ი ესაუბრებოდა ავტომანქანაში მყოფ ოჯახის წევრებს. ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების დანახვისთანავე, გ------ ა--------–---–მა მოიხსნა ზურგჩანთა, რომელიც დააგდო იქვე და მსხვილი ჯოხით, რომელსაც იგი იყენებდა საქონლის სამწყემსად, გაემართა მ-----–-–---–ების ავტომანქანისაკენ. აქვე საყურადღებოა, თუ რატომ მიემართება იგი მ-----–-–---–ების ავტომანქანისაკენ ჯოხით ხელში და რატომ არ მოხდა ჯოხის დატოვება ზურგჩანთასთან ერთად? თავად დაზარალებული გ------ ა--------–---–ი არ უარყოფს, რომ საკუთარი ინიციატივით, ჯოხით ხელში, მივიდა მ-----–-–---–ების გაჩერებულ ავტომანქანასთან და მძღოლ – ნ------- მ-----–-–---–ს დაუწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელს შეეწყვიტა საქონელთან დაკავშირებული პრეტენზიები, რა დროსაც გ------ ა--------–---–ის თქმით, ნ------- მ-----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი მისამართით შეგინებას. სასამართლო არ იზიარებს გ------ ა--------–---–ის ნათქვამს, რომ თითქოს მის მიმართ ნ------- მ-----–-–---–ის მხრიდან მოხდა შეგინება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, კერძოდ, აღნიშნულს არ ადასტურებენ არც გ------ ა--------–---–ის ოჯახის წევრები - მ-------- ხ------–---–ი და გ------- გ--------ე და არც მ-----–-–---–ები და მათ ავტომანქანაში მყოფი ნეიტრალური მოწმე – გ------- ტ---–---. ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებისა და გ------- ტ---–--ის განმარტებით, ნ------- მ-----–-–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან და გ------ ა--------–---–ს მოუწოდა აგრესიული საუბრის შეწყვეტა, რაზეც საპასუხოდ გ------ ა--------–---–მა მას თავში ჩაარტყა მსხვილი ჯოხი, რის შედეგადაც ნ------- მ-----–-–---–ი მოიხარა და ძირს დაეცა, ხოლო ძირს დაცემული ნ-------ის მიმართ გ------მა კვლავ გააგრძელა ჯოხის რამდენჯერმე დარტყმა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ნ------- მ-----–-–---–ი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან მის მიმართ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა გ------ ა--------–---–ის მხრიდან, რომელიც ძირს დაცემული ნ-------ის მიმართ კვლავ აგრძელებდა ჯოხის დარტყმას და დაზიანების მიყენებას. აღნიშნულის დანახვაზე მისი ძმა - დ----- მ-----–-–---–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან, რათა მიშველებოდა და აუცილებელი დახმარება აღმოეჩინა თავდაცვით მდგომარეობაში მყოფი ძმისთვის. შესაბამისად, დ----- მ-----–-–---–ი თავის მხრივ, აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად დააზიანოს თავდამსხმელი. ამდენად, მისი ქმედება, გ------ ა--------–---–ისათვის ჯოხის წართმევისა და შემდეგ მისთვის დაზიანების მიყენების პროცესში, წარმოადგენს მართლზომიერ ქმედებას, რადგანაც იგი განხორციელებულია ნ------- მ-----–-–---–ის ჯანმრთელობის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას და მიზნად ისახავდა ამ ხელყოფის შეწყვეტას. საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ დ----- მ-----–-–---–ის მხრიდან აუცილებელი დახმარება საწყის ეტაპზე გამოიხატა არა ხელმყოფის - გ------ ა--------–---–ის მიმართ თავდასხმაში და დაზიანებაში, არამედ მისთვის ჯოხის წართმევის/გაგდებინების მცდელობაში, რაც მოახერხა კიდეც, რითაც შეწყდა ნ------- მ-----–-–---–ისათვის დაზიანებების მიყენება, თუმცა ამის შემდეგ გ------ ა--------–---–ის აგრესია გადავიდა დ----- მ-----–-–---–ზე და გ------ ა--------–---–ის მხრიდან განხორციელებული დარტყმების მოსაგერიებლად დ----- მ-----–-–---–სა და გ------ ა--------–---–ს შორის დაიწყო ჩხუბი. ამ დროს კონფლიქტში ჩაერთო მეოთხე პირი - გ------- გ--------ე, რომელიც ჩხუბის მონაწილეების გაშველებას კი არ შეეცადა, არამედ თავს დაესხა დ----- მ-----–-–---–ს და გ------ ა--------–---–თან ერთად დაიწყო მისი ცემა, რის შედეგადაც ახლა უკვე თავად დ----- მ-----–-–---–ი აღმოჩნდა საკუთარი თავის დასაცავად აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. წაქცეულ დ----- მ-----–-–---–ს გ------ ა--------–---–ი ზემოდან მოექცა და დაუწყო დარტყმების მიყენება, რასაც არც თავად გ------ ა--------–---–ი უარყოფს. ამ დროს ღონემოკრებილი ნ------- მ-----–-–---–ი წამოდგა ფეხზე და დაინახა რა, რომ გ------ ა--------–---–ი მის ძმას - დ----- მ-----–-–---–ს ზემოდან მოქცეული ურტყამდა გ------- გ--------ესთან ერთად, ძმის ინტერესების დასაცავად აიღო იქვე დაგდებული ჯოხი და დაარტყა თავდამსხმელს (გ------ ა--------–---–ს) ზურგის არეში. სწორედ ამით უნდა აიხსნას გ------ ა--------–---–ის დაზიანებები ზურგის არეში.
ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებმა საქმის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი მოქმედებდნენ თავდაცვით მდგომარეობაში, ხოლო მოგვიანებით ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდნენ, თუმცა შემდეგ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მათ იგულისხმეს ჩხუბში მონაწილეობის ფაქტი და მათი მხრიდან გ------ ა--------–---–ისა და გ------- გ-------სათვის დაზიანებების მიყენება, რაზეც ძალიან წუხდნენ, მაგრამ იქვე დააზუსტეს, რომ ორივენი მოქმედებდნენ თავდაცვით მდგომარეობაში და მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში სხვაგვარად ვერ მოიქცეოდნენ. მათ განმარტეს, რომ ერთის მხრივ, საკუთარ თავს იცავდნენ თავდამსხმელებისგან და მეორეს მხრივ, ძმები იცავდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელსაც იმ მომენტისათვის რეალური საფრთხე ჰქონდა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობის შეფასებისას სასამართლო არ არის შეზღუდული ბრალდებულების შეფასებით. მათ არ მოეთხოვებათ ისაუბრონ სამართლებრივი ცნებებითა და ტერმინებით. მთავარია, მათი ჩვენებების შინაარსობრივი მხარე, რომელსაც სასამართლომ უნდა მისცეს შეფასება. ჩვენების მიცემისას კი მკაფიოდ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ მართალია, მათი მხრიდან განხორციელდა ძალადობრივი მოქმედებები როგორც გ------ ა--------–---–ის, ასევე გ------- გ--------ის მიმართ, მაგრამ იმავდროულად განმარტეს, რომ ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ „თავს იცავდნენ“, „ძმას უკლავდნენ“ და ამიტომ განახორციელეს ძალადობრივი მოქმედებები. ამდენად, თვითონვე მიანიშნებენ, რომ მოქმედებდნენ არა მართლსაწინააღმდეგო ინტერესით - დაზიანება მიეყენებინათ გ------ ა--------–---–ისა და გ------- გ--------ისათვის, არამედ მოქმედებდნენ საკუთარი და ძმის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, მათ თავადვე მიაჩნიათ, რომ მოქმედებდნენ თავდაცვით მდგომარეობაში, თუმცა ჩხუბში მონაწილეობისა და თავდამსხმელებისათვის დაზიანების მიყენების გამო „თავს დამნაშავედ ცნობენ“, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ კეთილსინდისიერებას.
ზოგადად, აუცილებელი მოგერიება ყველა იმ პირის უფლებაა, ვინც აღმოჩნდება მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის სიტუაციაში. იგი თავდაცვის მიზნით ხელყოფს თავდამსხმელს, ანუ აზიანებს იმ პირს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. ამ დაზიანების მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. უფრო მეტიც, მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი (თავდამსხმელი) იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას (სსკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების ყველა კომპონენტი სახეზეა, კერძოდ:
1. ხელყოფის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც გულისხმობს, რომ ხელყოფა არღვევს მართლწესრიგს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სიკეთეს. გ------ ა--------–---–ის მხრიდან ნ------- მ-----–-–---–ზე განხორციელებული თავდასხმა იყო მართლსაწინააღმდეგო ხასიათის და საფრთხეს უქმნიდა ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ნ------- მ-----–-–---–ისთვის ჯოხის დასარტყმელად, რომც დავუშვათ, რომ ნ------- მ-----–-–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეგინებას (თუმცა სასამართლო აღნიშნულს არ იზიარებს, რადგან არ დასტურდება საკმარისი მტკიცებულებებით), ამ შემთხვევაშიც კი არავითარი გამართლება არა აქვს თავში ჯოხის რამდენჯერმე დარტყმას, ასევე, გ------- გ--------ეს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა თავს დასხმოდა და ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა დ----- მ-----–-–---–ის მიმართ, რადგან ამ უკანასკნელის ჩხუბში ჩართვის მიზანი იყო არა გ------ ა--------–---–ისთვის ზიანის მიყენება, არამედ მისთვის ჯოხის წართმევა, რათა დაეცვა ძმა მორიგი დარტყმებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც გ------ ა--------–---–ი, ასევე გ------- გ--------ე მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ.
2. ხელყოფის იმწუთიერობა, რაც გულისხმობს, რომ თავდაცვა უნდა მოხდეს თავის დროზე, კერძოდ, ხელყოფა უნდა იყოს დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე; მოცემულ შემთხვევაში ხელყოფა დაწყებულია და მიმდინარეობს. გ------ ა--------–---–ი ჯოხს ურტყამს თავში ნ------- მ-----–-–---–ს და ამ პროცესში ერთვება დ----- მ-----–-–---–ი ძმის დასახმარებლად, შემდეგ უკვე ძირს დაცემულ დ----- მ-----–-–---–ს ურტყამს ზემოდან მოქცეული გ------ ა--------–---–ი და ამჯერად უკვე ნ------- მ-----–-–---–ი ერთვება პროცესში ძმის დასახმარებლად. ამდენად, ხელყოფა იმწუთიერია, რადგან იგი ხორციელდება დაუყოვნებლივ - უშუალოდ თავდასხმის პროცესში.
3. ხელყოფის რეალურობა, რაც გულისხმობს, რომ ხელყოფას ადგილი უნდა ჰქონდეს რეალურად და არა წარმოსახვითად. მოცემულ შემთხვევაში გ------ ა--------–---–ის და გ------- გ--------ის მხრიდან დარტყმები ნამდვილად ხორციელდებოდა და არა მომგერიებლის მოჩვენებით, შესაბამისად, მ-----–-–---–ები თავს იცავდნენ რეალური თავდასხმისაგან და რაიმე მოჩვენებით მოგერიებას ადგილი არ ჰქონია.
4. ხელყოფის რელ----ტურობა, ანუ სოციალური მნიშვნელობა. გ------ ა--------–---–ის და გ------- გ--------ის მხრიდან განხორციელებული ხელყოფა სოციალურად რელ----ტურია, რამდენადაც მათი მხრიდან განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით სერიოზული ზიანი მიადგა ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების ჯანმრთელობას.
და ბოლოს, 5. ხელყოფის მოგერიების მიზანი, რაც იმას გულისხმობს, რომ მოგერიება სუბიექტურად უნდა განხორციელდეს სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით და არა შურისძიების ან სხვა მოტივით თავდამსხმელისათვის სამაგიეროს გადახდის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ორივე ბრალდებულის მხრიდან მოგერიება განხორციელდა საკუთარი თავისა და ძმის ინტერესების დასაცავად.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული არ არის ხელყოფასა და თავდაცვას შორის თანაფარდობა, კერძოდ, ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების მხრიდან თავდაცვა განხორციელდა პროპორციული და ნაკლებად საშიში საშუალებებით, რაზეც მეტყველებს ბრალდებულთა და დაზარალებულთა დაზიანებების თანაფარდობა, კერძოდ, საყურადღებოა, რომ უფრო მეტი სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული ბრალდებულ ნ------- მ-----–-–---–ს, ვიდრე დაზარალებულებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აშკარა შეუსაბამობა ხელყოფასა და მოგერიებას შორის, ე.ი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებასთანაც კი არა გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს მთლიანად მართლზომიერ ქცევასთან, რადგან ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, თუ მასში უმართლობის რომელიმე შემადგენლობა განხორციელებულია და ის გადაფარული არ არის რაიმე გამამართლებელი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულების ქმედება სწორედ იმ საფუძვლით არის გადაფარული, რომ ისინი იცავდნენ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რომელსაც იმ წუთებში რეალური საფრთხე ჰქონდა შექმნილი. ეს კი წარმოადგენს გამამართლებელ საფუძველს.
რაც შეეხება ნ------- მ-----–-–---–ის მიერ გ------- გ--------ის მიმართ ქვის ჩარტყმის ფაქტს, აღნიშნულს სასამართლო დადასტურებულად არ მიიჩნევს, რამდენადაც, როგორც გ------ ა--------–---–ი განმარტავს, გ------- გ--------ეს ქვა ესროლა ნ------- მ-----–-–---–მა, თუმცა თავად გ------- გ--------ე ამას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ქვა რა დროს მოხვდა და ვისგან მოხვდა, არ იცის. მისი თქმით, როცა ქვა მოხვდა და გაიხედა იმ მხარეს, საიდანაც ის მოხვდა, დაინახა ნ------- მ-----–-–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა ჯოხი. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული კონფლიქტის დროს ქვებს ისროდა გ------ ა--------–---–ის შვილი და გ------- გ--------ის მეუღლე - მ-------- ხ------–---–ი, რაც დადასტურებულია როგორც თავად მ-------- ხ------–---–ის ჩვენებით, ასევე მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით. შესაბამისად, მართალია სასამართლო დადასტურებულად არ მიიჩნევს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მ-------- ხ------–---–ის მიერ ნასროლი ქვა შემთხვევით მოხვედროდა გ------- გ--------ეს და არა ნ------- მ-----–-–---–ის მიერ ნასროლი ქვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ ნ------- ი-–------ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მოწმე გ------- ტ---–--- გამოძიებას და სასამართლოს აწვდის განსხვავებულ ინფორმაციას და მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოწმე გ------- ტ---–--- გამოკითხვის ოქმსა და სასამართლოში ჩვენების მიცემისას ერთნაირი თანმიმდევრობით აღწერს კონფლიქტის დაწყებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მან იმავე სიზუსტით არ მიუთითა რაიმე გარემოება, როგორც გამოკითხვის ოქმში იყო მითითებული, თუმცა აღნიშნული იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ იგი მოცემულ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენდა. იგი არის ნეიტრალური თვითმხილველი მოწმე, რომელმაც არსებითი მნიშვნელობის გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიაწოდა თანმიმდევრული ინფორმაცია, რაც თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე დაზარალებულების პოსტდანაშაულებრივ ქცევას. იმავე საღამოს ისინი კვლავ შეეცადნენ კონფლიქტის გაგრძელებას და მოწვეულ თუ შემთხვევით მათ სანახავად მისულ პირებთან ერთად კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და მ-----–-–---–ებთან „საქმის გარჩევას“ შეეცადნენ. მოცემულ შემთხვევაშიც რომ არა მეზობლების და სხვა პირების აქტიური ჩარევა, კონფლიქტი კვლავ გაგრძელდებოდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დაზარალებულების აგრესიულ ქცევასა და დაუოკებლობაზე. რაც შეეხება გ------ ა--------–---–ის ხელში დანის ჭერის ფაქტს, იმ ფონზე, როდესაც ხელების, ჯოხისა და ქვების გამოყენებით ხორციელდებოდა ფიზიკური დაპირისპირება, ზურგჩანთიდან დანის ამოღება და თუნდაც მისი ხელში ჭერა და დემონსტრირება, მიუთითებს მისი მხრიდან უფრო დიდი საფრთხის მოსალოდნელობაზე და შესაძლო უფრო მძიმე შედეგის დადგომაზე, რომ არა მეზობლების აქტიური ჩარევა და კონფლიქტის დროული განმუხტვა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ნ------- და დ----- მ-----–-–---–ები ძალადობრივი ქმედებების ჩადენის დროს იმყოფებოდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში - აუცილებელი თავდაცვისა და აუცილებელი დახმარების მდგომარეობაში, რის გამოც მათი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს როგორც მართლზომიერ ქმედებებად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება“, ხოლო იმის გამო, რომ ნ------- და დ----- მ-----–-–---–ების მიერ განხორციელებული ქმედება სასამართლომ მიიჩნია მართლზომიერ და არა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაული, რის გამოც ბრალდებულების მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ------- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ნ------- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. დ----- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4. ნ------- და დ----- მ-----–-–---–ებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი