განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/6578-14
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული (მონაწილეობის გარეშე) - ფ------------------ (დაბადებული - 1----–-–-----------–--------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–------------------------–----------------–------------------------------------------------ში),ბრალდებული (მონაწილეობის გარეშე) - დ--------------- (დაბადებული - 1----–-–--------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–------–--------------------–--------–------------------------–----------------–----------------------------------------ში),ადვოკატი - გ--------------,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 3. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ჯგუფურად; 3. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩა #6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ------------------მ და დ---------------მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, კონკრეტული ობიექტური საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------, რასაც თან ერთვოდა ყვირილი და უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება. დ---------------ს, ფ------------------სა და მათი თანმხლები პირების ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მათი ქმედების შედეგად შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაირღვა მოქალაქეთა მყუდროება, ხოლო ზ--------------- სხეულის დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
1.2. 2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩა #6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ------------------მ და დ---------------მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------. დ---------------, ფ------------------ და მათი თანმხლები პირები ზ---------------ს სცემდნენ ხელებითა და ფეხებით და ურტყამდნენ თავის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ზ---------------ს მიადგა ქალა - ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა-დაჟეჟილობა, მე-8 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე ექსკორიაცია. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ზ--------------- სხეულის დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
1.3. 2014 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩა #---თან იყო ჩხუბი. რამდენიმე წუთში აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებსაც ადგილზე დახვდათ გ------ „ა-----–---------–ის“ ჟურნალისტი ზ---------------, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები და ემჩნეოდა დაზიანებები. ამ დროს #-- კორპუსის ეზოდან პატრულ-ინსპექტორებმა გაიგეს გინების ხმა და ვინაიდან გამოძახება ეხებოდა ჩხუბის ფაქტს, ოცეულის მეთაური ო-------------–---–ი და პატრულ - ინსპექტორები გ-------------–---–ი, დ--------------–--ა და გ------------------ე გაემართნენ აღნიშნული მიმართულებით, ხოლო პატრულ - ინსპექტორები ზ-------------–---–ი და დ------–----ა დარჩნენ ზ---------------სთან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ დაინახეს წელს ზევით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი - დ---------------, რომელსაც მიახლოებისას ასდიოდა ალკოჰოლური სასმელის მძაფრი სუნი, იგინებოდა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ვინაიდან მისი ქმედება შეიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს, სცადეს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რის შესახებაც განუმარტეს კიდეც დ---------------ს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ იგი გახდა უფრო აგრესიული და პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, კერძოდ, დაუწო ლანძღვა-გინება, ო-------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ძლიერად ჰკრა გულ-მკერდის არეში, სწვდა სამსახურეობრივ პერანგში დამაგრებულ მოძრავ რადიოსადგურს, ე.წ. რაციას, რომელიც ამოაძრო პერანგიდან და დაახეთქა ასფალტზე, ასევე დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა. ამავდროულად ხელი დაარტყა გ-------------–---–ს გულ-მკერდის არეში, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულად. დაკავებისას დ--------------- აგრძელებდა პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, ცდილობდა ხელიდან დასხლტომას და მიმალვას, არ ემორჩილებოდა სამართალდამცავთა კანონიერ მოთხოვნას და არ აძლევდა საშუალებას განეხორციელებინათ სამსახურეობრივი მოვალეობა. ავტომანქანასთან მისვლამდე დ---------------მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გ-------------–---–ს, კერძოდ, დაარტყა რამდენჯერმე და ჰკრა ხელი, რა დროსაც ეს უკანასკნელი მიეჯახა კედელს, ხოლო თავად დ--------------- დაუსხლტდა ხელიდან გ-------------–---–ს და გაიქცა, თუმცა სხვა პატრულ-ინსპექტორთა დახმარებით მოხერხდა მისი დაკავება.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩა #6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ------------------მ და დ---------------მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------. დ---------------, ფ------------------ და მათი თანმხლები პირები ზ---------------ს სცემდნენ ხელებით, ფეხებით და ურტყამდნენ თავის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ზ---------------მ მიიღო ქალა - ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა-დაჟეჟილობა, მე-8 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე ექსკორიაცია. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ფ------------------სა და დ---------------ს მიერ, წინასწარი შეთანხმებით, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის ფაქტები.
2.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა დ---------------ს მიერ პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ფ------------------სა და დ---------------ს მიერ ზ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების, ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ზ---------------ს, გ-------------–---–ისა და ო-------------–---–ის, მოწმეების - შ-------------–---–ის, შ---------------–--ის, ე--------------ის, რ------------------ის, ტ---------–-----–-–---–ის, გ--------------–--–---–ის, გ----------------–ის, გ-----------------ის, ზ----------------ის, რ------–-----–--ს, დ------–----ას, ჯა----------ს, გ--------------ის, გ-------------ს, დ-----------ის, ნ---------------–---–ის, ლ-–--------ს, ბ--------------ის, გ------------------ის, შ------------–---–ის, დ--------------–--ას, ლ--–--------–--ს, ნ-------------ს, ნ--------------ის, თ----------------–--ის, ნ--------–----ის, გ-----------ის, ნ-----–------------–--ის, ი-----–----------ის, ნ---------------ის, ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:
3.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისის ვა----------------–----–--------------–ოს გამომძიებელ გ--------------ის მიერ, ექსპერტების - ი-----–----------ისა და ნ---------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი მდებარე - ქ. თბილისი, ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე, ი-------ის ქუჩა 6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საავტომობილო გზაზე, რომელსაც ორივე მხარეს გააჩნია ფეხით მოსიარულეთა სავალი ბილიკი. შემთხვევის ადგილთან მდებარეობს „პ---“ აფთიაქი, რომელზეც განთავსებულია გარე სამეთვალყურეო კამერები. კონფლიქტის ადგილიდან დაახლოებით 5-10 მეტრში მდებარეობს სუპერმარკეტი „ფ-----------“, რომლის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ყვავილების მაღაზია. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდი, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
ექსპერტებმა - ი-----–----------ემ და ნ---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებულ იქნა ორი ცალი ქაღალდი სისხლის მაგვარი ლაქებით, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
გამომძიებელმა გ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
3.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტების - ი-----–----------ისა და ნ---------------ის, გამომძიებელ გ--------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დათვალიერებით დადგინდა შემთხვევის ადგილის მდებარეობა, აღწერილობა და ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ორი ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდი, რომლებსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. სხვა გარემოებები აღნიშნული მტკიცებულებებით არ დგინდება, შესაბამისად, სასამართლო დამატებით ამ საკითხზე არ იმსჯელებს.
3.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისის ვა----------------–----–--------------–ოს გამომძიებელ ლ-–--------ს მიერ, ექსპერტების - ლ--–--------–--სა და გ-----------ის, ასევე დაზარალებულ ო-------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე - ქ. თბილისი, ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, საიდანაც ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 10-11 სმ. სიგრძის ნივთი (ე.წ. რაციის ანტენა) წარწერით „მ“ და „ჯპს“. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
ექსპერტმა - ლ---–--------–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებულ იქნა შავი ფერის მოგრძო ნივთი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
3.8. ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ექსპერტ ლ---–--------–--ს ჩვენებით დგინდება, რომ დათვალიერებისას ამოღებულ იქნა მოგრძო ნივთი, რომელიც დაილუქა, ხოლო შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საგამოძიებო მოქმედებების (შემთხვევის ადგილის დათვალიერებების) კანონიერებასთან/სანდოობასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს რაიმე წონადი არგუმენტი საქმის არსებითად განხილვის დროს არ გაუჟღერებია, შესაბამისად, აღიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის და სასამართლო დამატებით მათ შინაარსთან დაკავშირებით არ იმსჯელებს.
3.9. დაზარალებულმა ზ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობს გ------ „ა-----–---------–ის“ ჟურნალისტად. ფ------------------სა და დ---------------ს სახეზე იცნობს. უფრო მეტი კონტაქტი ფ------------------სთან ჰქონდა. დ---------------ს იცნობს სახით და იცის, რომ არის თ----------–-------ის წევრი. ბრალდებულების მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია და სასამართლოს აწვდის მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ეფუძნება მხოლოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მივლენებს და რაზეც დანამდვილებით შეუძლია ისაუბროს. ზ---------------მ განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს საათებში ბ---–-------ის ქუჩის გავლით მიდიოდა რედაქციისკენ. ი-------ისა და ბ---–-------ის ქუჩების კუთხეში, ი-------ის ქუჩის მხრიდან გამოვიდა 5-6 ადამიანი, რომელთა შორისაც იმყოფებოდა ფ------------------. მიესალმა ბრალდებულს, რომლისგანაც პასუხად გინება მიიღო. საპასუხოდ მანაც შეაგინა ფ------------------ს. მოულოდნელად თავი უკან გადაუწიეს (გაურკვეველი საგნით) და მიიღო პირველი დარტყმა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. ძირს არ დავარდნილა, მაგრამ გაკავებული ჰყავდათ და საბოლოოდ დაახლოებით 15 ადამიანი აგრძელებდა მის ცემას. მიხვდა, რომ გაილახებოდა და შეეცადა გაქცევას. შემთხვევის ადგილზე რამოდენიმეჯერ წაიქცა. საბოლოოდ გაქცევა მოახერხა, მაგრამ გამოეკიდნენ და აგრძელებდნენ მის მიმართ დარტყმების განხორციელებას. ქუჩაზე გადასვლისას იგრძნო კიდევ ერთი დარტყმა და ძირს დავარდა. წამოხტა და გაქცევა კვლავ მოახერხა. მირბოდა, მაგრამ აღნიშნული პიროვნებები მისდევდნენ და სცემდნენ. ყვავილების მაღაზიის მხრიდან მისკენ მომავალი 2-3 ადამიანი შეამჩნია. კვლავ წაიქცა და გაგრძელდა მისი უმოწყალო ცემა ტანისა და ფეხის არეში. ცდილობდა ხელი აეფარებინა, რათა სასიცოცხლო ორგანოებში არ მიეყენებინათ დარტყმები. იგრძნო ფეხის დარტყმა წელის არეში და ნეკნის ჩამტვრევა. აღნიშნულის შემდეგ ასევე იგრძნო დარტყმა თავის არეში და გონება დაკარგა. ცნობიერება როდესაც დაუბრუნდა დაინახა, რომ ვიღაცამ ხელი მოჰკიდა, გაიყვანა ქუჩიდან და დასვეს სკამზე. ამ პერიოდში ესმოდა გინების ხმა და სიტყვები „რუსეთის მონა, პუტინის აგენტი“. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კიოდნენ და სთხოვდნენ თავდამსხმელებს მისთვის თავი დაენებებინათ. კონფლიქტში მონაწილეები იქცეოდნენ აგრესიულად, გასაშველებლად მისულ ადამიანებს ხელს ჰკრავდნენ და არ აძლევდნენ მასთან მიახლოების საშუალებას. ამ დროს შეამჩნია ფ------------------, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც ნივთი, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა და თან იძახდა: „ასე მოგივათ პუტინის ყველა აგენტს“. ამას მოყვა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები მის მიმართ. საპასუხოდ მანაც რამოდენიმეჯერ შეაგინა თავდამსხმელებს. მის მიმართ პირველი დარტყმა ფ------------------მ განახორციელა. პიროვნება, რომელიც ჩხუბის დროს მის უკან, მარჯვნივ იმყოფებოდა არის დ---------------. კონკრეტულად აღნიშნულმა პიროვნებამ წაუჭირა თუ არა ყელზე არ დაუნახავს. მოგვიანებით ასევე ამოიცნო თავდასხმაში მონაწილე მესამე პიროვნება, თ----------–-------ის წევრი ვ-----------–-–---–ი. როდესაც ფ------------------ და დ--------------- დაინახა, მიხვდა, რომ ისინი თ----------–-------ის წევრები იყვნენ. რაც შეეხება ვ-----------–-–---–ს, მისი ვინაობა კონფლიქტის დღეს არ იცოდა. აღნიშნული პიროვნება მოგვიანებით, ტელევიზიაში გასული სიუჟეტის ყურებისას ამოიცნო. ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ ფ------------------ და დ---------------. ისინი ფიზიკურ ძალადობდნენ მის მიმართ, სცემდნენ და ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ეპიზოდად. ყველა აღნიშნულ ეპიზოდში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ ფ------------------ და დ---------------. რაც შეეხება ვ-----------–-–---–ს, იგი მესამე ეპიზოდში მონაწილეობდა. „რუსეთის აგენტი, პუტინის მონა, პუტინის ყველა მონას ასევ მოუვა“ ამ სიტყვების ფონზე ორივე ბრალდებული დაუნდობლად სცემდა ხელებითა და ფეხებით. მის ცემაში სხვა თ----------–-------ის წევრებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობა არ იცის. ბრალდებულებთან აღნიშნულ კონფლიქტამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ჰქონია. დ---------------ს მანამდე არ იცნობდა, ხოლო ფ------------------ ერთხელ იყო მისული რედაქციის ოფისში, რა დროსაც მცირე ინცინდენტი მოხდა.
დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მოგვიანებით საავადმყოფოში მასთან მივიდა თანამშრომელი ჯა----------, რომელმაც აჩვენა ფოტოსურათები. როგორც კი ფოტოსურათს დახედა, მაშინვე იცნო დ---------------, ვინაიდან მას ჰქონდა თვალშისაცემი გარეგნობა და დაბალი წვერი. ჯა----------სგან შეიტყო, რომ დ--------------- დააკავეს კონფლიქტის ადგილზე.
3.10. მოწმე ჯა----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 8 საათზე იმყოფებოდა ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩაზე მდებარე გ------ „ა-----–---------–ის“ რედაქციაში. დაურეკა ზ---------------მ და უთხრა, რომ რედაქციასთან ახლოს, ბ---–-------ის ქუჩაზე თავს დაესხნენ თ----------–-------ის წევრები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას ინცინდენტი ამოწურული იყო. დასისხლიანებული ზ--------------- სკამზე იჯდა და აცხადებდა, რომ გატეხილი ჰქონდა ნეკნი. დაახლოებით 4-5 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წელს ზემოთ შიშველი დ--------------- მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად. ბრალდებული გამოხატავდა აგრესიას დაზარალებულის მიმართ, უშვერი სიტყვებით მიმართავდა მას, ცდილობდა გაერღვია ხალხის წრე და მიახლოებოდა ზ---------------ს. პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დ---------------ს შეჩერებას. ორ პატრულის თანამშრომელს მისი გაკავება გაუჭირდა, რადგან ფიზიკური წინააღმდეგობას უწევდა მათ. საბოლოოდ 4-5 პოლიციელმა დააკავა დ---------------. ბრალდებული არ ჯდებოდა ავტომანქანაში, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რა დროსაც რადიო გადამცემი დავარდა ძირს. გატყდა თუ არა დავარდნილი რადიო გადამცემი არ დაუნახავს. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 20-30 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მოგვიანებით საავადმყოფოში მოინახულა ზ---------------. დაზარალებული კონფლიქტის მონაწილედ ასახელებდა ფ------------------ს. როდესაც დ---------------ს დაკავებას შეესწრო, გაუჩნდა კითხვა ისიც ხომ არ მონაწილეობდა კონფლიქტში. ზ---------------ს აჩვენა დ---------------ს ფოტოსურათები და რამდენიმე ვიდეო ფაილი. ზ---------------მ დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება მონაწილეობდა მასზე თავდასხმაში.
3.11. სასამართლო აფასებს დაზარალებულ ზ---------------ს და მოწმე ჯა----------ს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი სრულად შეესაბამებიან ერთმანეთს და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები ძირითადად თანმიმდევრულია და მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობა არ გამოვლენილა. ის გარემოება, რომ ბრალდებულები და დაზარალებული განსხვავებული შეხედულების გამო სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, თავისთავად არ მიუთითებს ზ---------------სა და ჯა----------ს (დაზარალებულის თანამშრომელი და მეგობარი) იმგვარ დაინტერესებაზე ბრალდებულების პიროვნებით, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ ჩვენებები გამყარებულია ექსპერტიზის დასკვნით და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით, რომელთა შინაარსთან დაკავშირებითაც სასამართლო მოგვიანებით გაამახვილებს ყურადღებას. დაზარალებულმა ზ---------------მ დეტალურად განმარტა ფ------------------სთან და დ---------------სთან კონფლიქტის დაწყების, განვითარებისა და დასრულების დეტალები. წვრილებით მიუთითა თუ რა ქმედებები განახორციელეს ბრალდებულებმა მის მიმართ, როგორც დაუნდობლად სცემეს ფ------------------მ და დ---------------მ და სხეულის რომელ ნაწილში მიიღო დაზიანებები. ზ---------------ს განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო ფ------------------სთან შელაპარაკებით. ბრალდებულმა მოულოდნელად დაარტყა ხელი სახის მიდამოში, რის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „თ----------–-------ის“ სხვა წევრებმაც, მათ შორის დ---------------მ. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მისი უმოწყალო ცემა გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. კონფლიქტის შედეგად მიიღო არაერთი დაზიანება და დასჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა. დაზარალებულმა კატეგორიულად მიუთითა, რომ კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ფ------------------ და დ---------------. ზ---------------მ ასევე მიუთითა თუ როგორ შეძლო ბრალდებულების ამოცნობა. ზ---------------მ ასევე აღნიშნა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს და ჩხუბის შემდეგაც „თ----------–-------ის“ წევრები, მათ შორის ფ------------------ და დ--------------- აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე ჯა----------მ დაადასტურა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეგობარ ზ---------------ს თხოვნით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა სასტიკად ნაცემი დაზარალებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წელს ზემოთ შიშველი დ--------------- მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად. ბრალდებული გამოხატავდა აგრესიას დაზარალებულის მიმართ, უშვერი სიტყვებით მიმართავდა მას, ცდილობდა გაერღვია ხალხის წრე და მიახლოებოდა ზ---------------ს. პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დ---------------ს შეჩერებას, რადგან ბრალდებული ფიზიკური წინააღმდეგობას უწევდა მათ. საბოლოოდ 4-5 პოლიციელმა დააკავა დ---------------. ბრალდებული არ ჯდებოდა ავტომანქანაში, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რა დროსაც რადიო გადამცემი დავარდა ძირს. მოგვიანებით საავადმყოფოში მოინახულა ზ---------------. დაზარალებული კონფლიქტის მონაწილედ ასახელებდა ფ------------------ს. როდესაც დ---------------ს დაკავებას შეესწრო, გაუჩნდა კითხვა, ისიც ხომ არ მონაწილეობდა კონფლიქტში. ზ---------------ს აჩვენა დ---------------ს ფოტოსურათები და რამდენიმე ვიდეო ფაილი. ზ---------------მ დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება მონაწილეობდა მასზე თავდასხმაში. ამდენად, დაზარალებულ ზ---------------ს და მოწმე ჯა----------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს განვითარებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ ფ------------------ და დ---------------. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, წელს ზევით შიშველი დ--------------- კვლავ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ზ---------------ს და იწევდა მისკენ. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არც დაზარალებულ ზ---------------ს და არც მოწმე ჯა----------ს, დ---------------ს მხრიდან პატრულის თანამშრომლებისათვის ხელის დარტყმის, ცემის, ტანსაცმლის ჩამოხევის, ე.წ. რაციის ჩამოგლეჯვისა და მიზანმიმართულად დამტვრევის თაობაზე განმარტება არ გაუკეთებიათ. ჯა----------მ მხოლოდ ე.წ. რაციის შემთხვევით ძირს დავარდნაზე, დ---------------ს აგრესიაზე და გაძალიანებაზე მიუთითა. აღსანიშნავია, რომ ჯა---------- ხედავდა დ---------------ს დაკავებისა და პოლიციის ავტომანქანაში ჩასმის მომენტს, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე დ---------------ს მიერ პოლიციელისთვის ხელის დარტყმა, ხელის კვრა, ტანსაცმლის შემოხევა და სხვა ძალადობრივი ქმედებებიც უნდა დაენახა, თუმცა იგი მხოლოდ დ---------------ს დაკავებისას არსებულ გაძალიანებას ადასტურებს და ე.წ. ,,რაციის“ შემთხვევით ძირს დავარდნაზე საუბრობს.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ზ-------------- არის ნაცემი და სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 ოქტომბრის #0-------- დასკვნის თანახმად, სს ა------------------–-------------–----------------–---------–-----–-------------–----------–----–-----ის სამედიცინო ბარათის (#1---- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ) მიხედვით, ზ---------------ს 2014 წლის 30 სექტემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, ამბულატორიულად აღმოუჩინეს დახმარება და დაისვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა-დაჟეჟილობა, მე-8 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე ექსკორიაცია. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ექსპერტმა თ----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა ზ---------------ს სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება. განისაზღვრა დაზიანებების ხარისხი.
3.13. ამდენად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ ზ---------------ს სხეულზე მიღებული აქვს არაერთი დაზიანება, მათ შორის თავისა და გულმკერდის მიდამოში. დაზარალებულს დაუდგინდა ნეკნის მოტეხილობა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღსანიშნავია, რომ დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევისას (მათ შორის ექსპერტის დაკითხვის დროს) არ გამოვლენილა რაიმე საეჭვო გარემოება, რაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ შედეგებს საეჭვოს გახდიდა. ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულზე განხოციელებული ძალადობა ასევე დადასტურებულია ნივთიერი მტკიცებულებითა და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა ფ------------------ს ტანსაცმელზე ზ---------------ს სისხლის არსებობა, კერძოდ:
3.15. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 30 სექტემბერს, გამომძიებელ გ-------------ს მიერ, ზ---------------ს თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის ტანსაცმელი, ე.წ. „დუტის“ ჟილეტი, რომელსაც წელის არეში აღენიშნება დაზიანება (არის დახეული), მოშავო ფერის გრძელ მკლავიანი პერანგი, რომელსაც წინა მხარს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა.
3.16. ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ გ-----------------ის მიერ ფ------------------სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის ტანსაცმელი - ერთი ცალი თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს აწერია თ----------–-------ა. მაისურს წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
3.17. ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ დ-----------ის მიერ ფ------------------სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი ერთი ცალი შარვალი, რომელსაც აღენიშნება მოლურჯო და მოწითალო ფერის ლაქები.
3.18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 27 ოქტომბრის #0-------- გენეტიკური დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „...#1 და #2 ობიექტები. მოთეთრო ფერის ქაღალდი მოწითალო ლაქებით...“ მოთავსებულ თეთრი ფერის ქაღალდებზე არსებული გენეტიკური მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ.#1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. 1,2.-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და არ ეკუთვნის ზ---------------ს (ობ. #7; პაკეტი წარწერით: „ზ---------------ს სისხლის ნიმუში...“).
პაკეტში წარწერით: „..ჭ-------ს შარვალი“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქები (ობ. #3,4,) და პაკეტში წარწერით „...ზ---------------ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ პერანგსა და ჟილეტზე არსებული მუქი მოწითალო - მოყავისფრო (ობ. #5) და მოყავისფრო (ობ. #6) ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #3-6-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია ზ---------------ს (ობ. #7 გენეტიკური პროფილისა.
ექსპერტებმა - ნ--------–----ე და შ-----------–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.19. სასამართლო აფასებს გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ასევე ექსპერტების - ნ--------–----ისა და შ-----------–-----ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მოცემული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ფ------------------ს ტანსაცმელზე დაზარალებულის სისხლის არსებობას, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ზ---------------ს გენეტიკური პროფილისა. ამდენად, ბრალდებულის ტანსაცმელზე არსებული ზ---------------ს გენეტიკური პროფილის არსებობა ცალსახად მიუთითებს ფ------------------ს შემხებლობაზე დასისხლიანებულ დაზარალებულთან და ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებას დაზარალებულის ცემაში ფ------------------ს მონაწილეობის შესახებ.
3.20. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებზე, რომლებმაც უტყუარად დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები - ზ---------------ზე ინიტენსიური ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულ ზ---------------ს ჩვენებას მეტ დამაჯერებლობას სძენს და მთლიანად აქარწყლებს დაცვის მხარის ვერსიას ზ---------------ს შემთხვევით წაქცევისა და ბრალდებულთა უდანაშაულობის თაობაზე, კეროდ:
3.21. მოწმე რ------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა მაღაზიაში, რა დროსაც ხმაური შემოესმა. გარეთ გასულმა დაინახა რამდენიმე მოჩხუბარი ადამიანი. მიმდინარეობდა ერთი ადამიანის ცემა-ტყეპა. ქუჩაში ხალხი იყო შეკრებილი. ცოტა ხნის შემდეგ კონფლიქტში მონაწილეები ერთმანეთს დაშორდნენ და დაინახა ძირს დაგდებული ადამიანი, რომელიც ვერ მოძრაობდა. მასთან მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები და ცდილობდნენ დაზარალებულის ფეხზე წამოყენებას. ჩხუბში მონაწილეები გაემართნენ პ----ის ქუჩის მიმართულებით, თვითონ მაღაზიაში შებრუნდა და თავისი საქმე გააგრძელა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოესმა ხმაური. დაამახსოვრდა სიტყვა „პუტინისტი“. ზ--------------- ხმას ვერ ამოიღებდა. სავარაუდოდ აღნიშნული სიტყვები მისი მისამართით იყო ნათქვამი. მაღაზიიდან გადიოდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ასევე მალევე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებული აცხადებდა, რომ იყო ჟურნალისტი ზ---------------. გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს ავტომანქანისკენ მიჰყავდათ წელს ზემოთ გახდილი ახალგაზრდა. კონფლიქტი ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე მიმდინარეობდა. შიშველი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებს მოჰყავდათ აჟიტირებული იყო და ხმაურობდა. პრეტენზიას გამოთქვამდა დაპატიმრების გამო. თავისი ნებით არ მოდიოდა და ძალით მიჰყავდათ. ხმაური დაახლოებით 5-7 წუთი გაგრძელდა.
მოწმის განმარტებით, მას კარგად ახსოვს, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდები პ----ის ქუჩისკენ წასვლის შემდეგ მობრუნდნენ, პოლიციის მოსვლამდე გზის მეორე მხარეს დადგნენ და დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და „პუტინისტს“ ეძახდნენ. პოლიციის მისვლის შემდეგ დაიწყო წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის ავტომანქანაში ჩასმის პროცესი. პოლიციისათვის ხელის შეშლის ფაქტი არ დაუნახავს. მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებული იყო ნაცემი და დასისხლიანებული.
3.22. მოწმე ე--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ბ---–-------ის ქუჩაზე დაინახა ძირს დავარდნილი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი სცემდა ფეხებით. დაზარალებული დასისხლიანებული იყო და სახეზე ხელებს იფარებდა. შენობა სადაც მუშაობს, გამჭვირვალეა, ამასთან, კარიც ღია იყო და გარკვევით დაინახა, რომ ხალხი დარბოდა და ავტომანქანები გაჩერებული იყო. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც მოჩხუბრების გაშველებაში იღებდნენ მონაწილეობას. პიროვნებები, რომლებიც ძირს დავარდნილ მამაკაცს სცემდნენ, ილანძღებოდნენ, „პუტინის აგენტს“ უწოდებდნენ დაზარალებულს და თავისუფალ „ზ-------------------ო“ ყვიროდნენ. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული პიროვნებები ჟურნალისტ ზ---------------ს სცემდნენ. მისი მაღაზიიდან გამოსვლა ხმაურმა და ჩოჩქოლმა გამოიწვია. შენიშნა, რომ კონფლიქტში მონაწილე ერთი პიროვნება მაისურის გარეშე იმყოფებოდა. როდის გაიხადა მან ტანსაცმელი არ დაუნახავს. კონფლიქტი და ჩხუბი ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე, „ნუგეშის“ ჯიხურთან მიმდინარეობდა. მაღაზიის ნორმალური ფუნქციონირება შეფერხდა, რადგან ყველა გარეთ იმყოფებოდა. წელს ზემოთ შიშველ პიროვნებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მას შემდეგ რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. შიშველი პიროვნება კორპუსიდან გამოვიდა და აგრესიული იყო პოლიციის მიმართ. ჩხუბი დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა.
3.23. მოწმე შ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფ----------ში“. 2014 წლის 30 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ყვირილისა და გინების ხმა. როდესაც გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ ერთ პირს უსწორდებოდა 10-12 ადამიანი, რომელსაც ხელებითა და ფეხებით სცემდნენ. ძირს დავარდნილი ადამიანი წინააღმდეგობას ვერ უწევდა თავდამსხმელებს. ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა, მაღაზიაში მომხმარებელი არ შედიოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. კორპუსებიდან მაცხოვრებლები იხედებოდნენ, ხალხი მაღაზიებიდანაც გავიდა ქუჩაში. კონფლიქტში მონაწილეები გამშველებლებსაც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქუჩაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ მათ გაშველებას. დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა საპატრულო პოლიცია. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოჩხუბრებიდან ერთი მათგანი დააკავეს. გაარკვია, რომ დაზარალებული გ------ „ა-----–---------–ის ჟურნალისტი ზ--------------- იყო. ჩხუბის დასრულების შემდეგ მაღაზიაში დაბრუნდა და ბრალდებულის დაკავების ფაქტი პირადად არ უნახავს.
3.24. მოწმე შ---------------–--ე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, ბ---–-------ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფ-----------ს“ ადმინისტრატორად. 2014 წლის 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში აწარმოებდა მაღაზიის აღწერას, რა დროსაც ქუჩიდან ხმაური შემოესმა. მომხმარებლებმა მაღაზია დატოვეს და გარეთ გავიდნენ. დააინტერესა რა ხდებოდა და გარეთ გაიხედა. დაინახა, რომ ქუჩაში ერთ ადამიანს ურტყამდა დაახლოებით 15 ახალგაზრდა. იქვე მყოფი ადამიანები ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას. ინცინდენტში მონაწილეებს არ იცნობდა. მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ ისინი „თ----------–-------ის“ წევრები იყვნენ. დაზარალებული აღმოჩნდა გ------ „ა-----–---------–ის“ ჟურნალისტი ზ---------------. ჩხუბი ქუჩაში მიმდინარეობდა, რამაც ავტომანქანების გადაადგილება შეაფერხა. კონფლიქტი დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა. ჩხუბში პატრულის თანამშრომლები ჩაერივნენ. კონფლიქტში მონაწილე წელს ზემოთ შიშველი პირი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა. აღნიშნული პიროვნება აგრესიით გამოირჩეოდა, პატრულს არ ემორჩილებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს მაღაზიიდან უყურებდა, რადგან მომხმარებელი არ იმყოფებოდა ობიექტზე. ჩხუბის შედეგად მაღაზიამ კლიენტი დაკარგა. კონფლიქტში მონაწილეები ყვიროდნენ რომ „თ----------–-------ის“ წევრები იყვნენ. იმ მომენტში, როდესაც წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, მას ხელბორკილი არ ედო. პატრული ახალგაზრდას დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა, ბრალდებული ავტომანქანაში არ ჯდებოდა.
3.25. სასამართლო აფასებს მოწმეების - რ------------------ის, ე--------------ის, შ-------------–---–ისა და შ---------------–--ის სასამრთლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ზ---------------სა და ჯა----------ს მიერ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმის არსებითი განხილვისას რ------------------ის, ე--------------ის, შ-------------–---–ისა და შ---------------–--ის ჩვენებებში რაიმე სახის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. ამასთან, დადასტურებულია, რომ აღნიშნულ მოწმეებს ბრალდებულებთან ან დაზარალებულთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნიათ და მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ დადასტურებულა მათი იმგვარი დაინტერესება ფ------------------ს და დ---------------ს მიმართ, რაც რ------------------ის, ე--------------ის, შ-------------–---–ისა და შ---------------–--ის ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. აღნიშნული მოწმეები არიან ნეიტრალური პირები, მათ ჩვენებები გამოირჩევა მაღალი სანდოობით და მტკიცებულებითი წონით. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს საათებში, ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, სასტიკად სცემეს მას. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ დაზარალებული იყო გ------ „ა-----–---------–ის“ ჟურნალისტი ზ---------------. ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და „პუტინის მონას“ ეძახდნენ. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ თავდამსხმელების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეძახილებს: „თავისუფალ ზ-------------------“. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა მიიღო არაერთი დაზიანება. ჩხუბში პატრულის თანამშრომლები ჩაერივნენ. კონფლიქტში მონაწილე წელს ზემოთ შიშველი პირი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა. აღნიშნული ახალგაზრდა აგრესიით გამოირჩეოდა, პატრულს არ ემორჩილებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პატრული ახალგაზრდას დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა, ბრალდებული ავტომანქანაში არ ჯდებოდა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნეიტრალური მოწმეები - რ------------------ე, ე--------------ე, შ-------------–---–ი და შ---------------–--ე უთითებენ მხოლოდ წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის (დ---------------ს) ზოგად აგრესიაზე, წინააღმდეგობაზე და კონკრეტულად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ხოლო არ ადასტურებენ პოლიციელების მიმართ ხელის ერთჯერად დარტყმას, ცემას, პერანგის ჩამოხევას, რაციის მიზანმიმართულად ჩამოგლეჯვას და დამტვრევას. მოწმეები აღნიშნავენ, რომ ბრალდებული აპროტესტებდა მის დაკავებას, უძალიანდებოდა პატრულის თანამშრომლებს და ცდილობდა არ ჩამჯდარიყო პოლიციის ავტომანქანაში. მათი ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ბრალდებული გაძალიანების (წინაღმდეგობის გაწევის) და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, ასევე ხელს ურტყამდა, სცემდა და ტანსაცმელს ახევდა პოლიციის თანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნეიტრალური მოწმეები ხედავდნენ დ---------------ს დაკავების პროცესს, შესაბამისად, თუ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელთა ცემას, ხელის დარტყმას, ხელის კვრას, პოლიციელის კედელზე მიხეთქებას ან წაქცევას, მათ უნდა დაენახათ აღნიშნული და დაედასტურებინათ იმგვარად, როგორც გაძალიანებაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ, თუმცა მათ აღნიშნული არ დაუდასტურებიათ. აღსანიშნავია, რომ მოწმეები ადასტურებენ თ----------–-------ის წევრების მხრიდან დაზარალებულზე მხოლოდ ინტენსიურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცყოფას, შეძახილებს - ,,გაუმარჯოს თ----------–-------ს“ და არცერთ მათგანს არ განუმარტავს, რომ რომელიმე თ----------–-------ის წევრი აშველებდა მოჩხუბრებს, მოუწოდებდა დამშვიდებისაკენ, პირიქით რ------------------ემ აღნიშნა, რომ წასული მოჩხუბრები მიბრუნდნენ, კვლავ გააგრძელეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეძახილები. ამდენად, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ ზ--------------- გამეტებით სცემეს თ----------–-------ის წევრებმა და ზ---------------ს დაზიანებები შემთხვევით წაქცევით არ მიუღია. კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ ერთი მხრივ დაზარალებული ზ--------------- და მეორე მხრივ თ----------–-------ის წევრები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს.
3.26. დაზარალებულმა გ-------------–---–მა (პატრულ-ინსპექტორი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ოცმეთაურის მითითებით გამოცხადდა ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩაზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ზ---------------, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით ათამდე პირმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (იყვნენ თ----------–-------ის წევრები). ოცმეთაურ ო-------------–---–თან, პატრულის თანამშრომლებთან - დ--------------–--ასთან და გ------------------ესთან ერთად დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია. თანამშრომლებმა დაახლოებით 40-50 მეტრში გაიგონეს გინების ხმა. ადგილზე მისულებმა დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და იგინებოდა. ოცმეთაურმა ახალგაზრდა მამაკაცს წესრიგისკენ მოუწოდა. აღნიშნულზე ბრალდებული უფრო აგრესიული გახდა, პატრულის თანამშრომლებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა ხელს, ოცმეთაურ ო-------------–---–ს დაუმტვრია რაცია, რის შემდეგაც მას განუმარტეს, რომ დაკავებული იყო სისხლის სამართლის წესით. აღნიშნულზე ბრალდებული მცირედით დამშვიდდა და ხელბორკილი არ გამოუყენებიათ. დ--------------- ავტომანქანისკენ წაიყვანეს. გზად ბრალდებულს მიესალმა მისთვის უცნობი მამაკაცი, რის გამოც წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი კვლავ აგრესიული გახდა, გაქცევა სცადა და მას (გ-------------–---–ა) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულის გაქცევა აღკვეთა ო-------------–---–მა. დ---------------ს დაადეს ხელბორკილი. მოწმის განმარტებით, დ---------------მ დ-------------–---–საც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულმა პირადად მას მუშტი დაარტყა მკერდში და შემოახია სამსახურებრივი პერანგი, ხოლო ო-------------–---–ს დაუმტვრია ხელის რადიოსადგური - რაცია. შემთხვევის ადგილზე პატრულის 3-4 ეკიპაჟი იმყოფებოდა. ბრალდებული ძალიან აგრესიული იყო, პატრულის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, დასჭირდათ ძალის გამოყენება მის დასაკავებლად. ბორკილის დადების დროს ბრალდებული ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას. ასდიოდა ალკოჰოლური სასმელის სუნი. დაკავებულის მიმართ პატრულის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
3.27. დაზარალებულმა ო-------------–---–მა (პატრულ - ინსპექტორი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ბ---–-------ის ქუჩაზე. დასახმარებლად ასევე გამოიძახა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე მისვლისას, ი-------ისა და ბ---–-------ის ქუჩების კვეთაზე შეამჩნია სკამზე მჯდომი პიროვნება, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა - სისხლი მოსდიოდა. დაზარალებული აცხადებდა, რომ „თ----------–-------ის“ წევრებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ასახელებდა ფ------------------ს. იქ მყოფი ადამიანებისაგან გაიგო, რომ ერთ - ერთი მათგანი წელს ზემოთ შიშველი იყო. გადაწყვიტა თანამშრომლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორია დაეთვალიერებინა. პატრულის ორი თანამშრომელი ი-------ის ქუჩის მხარეს გაუშვა. საუბრისას დაახლოებით 50-60 მეტრში გინების ხმა შემოესმა. წავიდა აღნიშნული მიმართულებით გ-------------–---–თან, გ------------------ესთან და დ--------------–--ასთან ერთად. ბ---–-------ის ქუჩის კუთხეში, 53-ე კორპუსის ეზოში შევიდნენ, სადაც დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც იგინებოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო დ---------------. მიუახლოვდნენ აგრესიულ პიროვნებას და დამშვიდებისკენ მოუწოდეს. ბრალდებული ზოგადად იგინებოდა და არ ჩერდებოდა. როდესაც უთხრა, რომ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავებდნენ, დ--------------- შემოტრიალდა და მკერდში ხელი დაარტყა. ნაბიჯი გვერდზე გადადგა და ისევ მისკენ წავიდა. ბრალდებულმა პოლიციის ფორმის პერანგზე დამაგრებული რაციის ანტენას წაავლო ხელი და ძირს დაახეთქა. რაცია აიღო, მაგრამ ანტენა არ ჰქონდა და ეკრანიც ჩამქრალი იყო. დ--------------- იმ მომენტში დამშვიდდა. გ-------------–---–ი დატოვა მასთან და თვითონ ავტომანქანის მოსაყვანად წავიდა. დ---------------ს იმ მომენტში ხელბორკილი არ ედო. გარეთ გასული ხელმძღვანელობას ესაუბრებოდა, თან ავტომანქანისკენ მიდიოდა რა დროსაც უკანა მხრიდან ხმაური შემოესმა. შემობრუნდა და დაინახა, რომ გ-------------–---–ი და დ--------------- გასულები იყვნენ ბ---–-------ის ქუჩაზე. მისთვის უცნობი პიროვნება იძახდა „გაუშვით რატომ აკავებთო“. ამ დროს დ---------------მ გ-------------–---–ი კედელს მიანარცხა, ხელი მიარტყა და გაიქცა ყვავილების მაღაზიის მიმართულებით. წინ გადაუდგა ბრალდებულს, გაქცევის საშუალება არ მისცა და შეაჩერა იგი. დ--------------- ძალიან აგრესიული იყო და მარტო დაკავება გაუჭირდა. თანამშრომლების დახმარებით დააკავეს დ---------------, მიიყვანეს ავტომანქანასთან და დაადეს ხელბორკილები. ბრალდებული ავტომანქანიდანაც აგინებდა პატრულის თანამშრომლებს. არაადეკვატურად იქცეოდა, ვინაიდან ძლიერ ნასვამი იყო. ლანძღავდა პატრულის თანამშრომლებს და წინააღმდეგობას უწევდა. გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს დაკავების ოქმი. პიროვნება არაადეკვატური იყო და დაკავების მომენტში ხელებს იქნევდა, იძულებული გხდნენ ძალით დაედოთ ბორკილი. დაკავებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ბრალდებულმა დაუზიანა პოლიციის ფორმა.
3.28. პატრულ - ინსპექტორმა რ------–-----–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საღამო ხანს, მიიღო გამოძახება ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩაზე არსებული ჩხუბის ფაქტის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. ი-------ის ქუჩაზე ასევე იმყოფებოდა ოცმეთაური ო-------------–---–ი. ი-------ისა და ბ---–-------ის ქუჩების კვეთაზე დაინახა სკამზე მჯდომი, აღელვებული და ნაცემი პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ „თ----------–-------ის“ წევრმა ფ------------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 5-7 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთმა უთხრა, რომ ჩხუბში ასევე მონაწილეობდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც იქვე ახლოს იმყოფებოდა. გვერდზე კორპუსის ეზოდან მოესმა ჩოჩქოლი და გინების ხმა. ოცმეთაურმა მას და ბ--------------ეს მიუთითა კონკრეტული მიმართულებით წასულიყვნენ, თვითონ გაემართა იმ ადგილისკენ, საიდანაც გინების ხმა ისმოდა. ოცმეთაურს გ------------------ე და გ-------------–---–იც მიჰყვნენ. უკან მობრუნებულმა დაინახა, რომ მის მეწყვილეს მოჰყავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი (სიარულიც კი უჭირდა), წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი. აღნიშნულმა პიროვნებამ ხელი ჰკრა პატრულის თანამშრომელს და კედელს მიანარცხა. დაკავებულს დაადეს ხელბორკილი, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი აგრესიული იყო, იმყოფებოდა არაადეკვატურ მდგომარეობაში, თავს ვერ აკონტროლებდა, ემუქრებოდა და აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს. დ---------------ს პირადად მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებულის ძალადობრივი ქმედებები გარეთ დაიწყო, თუმცა დ--------------- ავტომანქანაში უფრო მეტად გამოხატავდა აგრესიას. ჩხუბის ფაქტს პირადად არ შესწრებია. ავტომანქანაში ბრალდებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
3.29. პატრულ - ინსპექტორმა ბ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეწყვილე დ--------------–--ასთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა მეწყვილემ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით, ო-------------–---–ისგან მიიღო შეტყობინება ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ზ---------------, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება (იყო სისხლიანი) და აცხადებდა, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ახსენებდა ფ------------------ს. ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება შემოევლოთ მიმდებარე ტერიტორია. შემოვლის შედეგად საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს. უკან მობრუნებულებმა დაინახეს, რომ პატრულის თანამშრომელ გ-------------–---–ს მოჰყავდა წელს ზემოთ შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი. აღნიშნულმა პიროვნებამ პოლიციელს ხელი ჰკრა, რის გამოც გ-------------–---–მა თავი ვერ შეიკავა და კედელს მიენარცხა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა დაიწყო სწრაფი მოძრაობა, რომელსაც წინ გადაუდგა ო-------------–---–ი. წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებული აგრესიულად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მის სიახლოვეს ძალიან ბევრი პატრულის თანამშრომელი იმყოფებოდა, მაინც წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს და არ წყნარდებოდა. დ--------------- ავტომანქანაშიც აგრძელებდა პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. დაკავების ოქმი პოლიციის განყოფილებაში შედგა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დ---------------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ჩხუბის ფაქტს პირადად არ შესწრებია. დაკავებულ პიროვნებას რატომ არ ედო ხელბორკილი მისთვის უცნობია.
3.30. პატრულ - ინსპექტორმა დ--------------–--ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეწყვილე ბ--------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელის რადიოსადგურზე მიიღო შეტყობინება ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ოცმეთაური ო-------------–---–ი და ნაცემი პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ დაახლოებით ათმა „თ----------–-------ის“ წევრმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ახსენებდა ფ------------------ს. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მიერ ასევე დასახელდა წელს ზემოთ შიშველი პიროვნება, რომელიც ფ------------------სთან ერთად ჩხუბში მონაწილეობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კორპუსის ეზოდან შემოესმათ გინების ხმა. გ------------------ესთან და გ-------------–---–თან ერთად გაემართა აღნიშნული კორპუსისკენ, სადაც დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელსაც მიუახლოვდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდეს. აღნიშნული პიროვნება გაღიზიანდა და უფრო ხმამაღლა დაუწყო გინება პატრულის თანამშრომლებს. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს იგი, რა დროსაც ო-------------–---–ს გულმკერდის არეში დაარტყა ხელი, მოქაჩა ხელის რადიოსადგურზე, რომელიც ჩამოგლიჯა და დაუზიანა სამსახურებრივი პერანგი. აღნიშნულის შემდეგ დაკავებულმა გ-------------–---–საც ჩაარტყა გულმკერდის არეში ხელი. მას შემდეგ რაც ბრალდებული შედარებით დამშვიდდა, გ-------------–---–მა და ო-------------–---–მა წაიყვანეს ავტომანქანისკენ. თვითონ გ------------------ესთან ერთად განაგრძო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. ამ დროს გაიგონა სიტყვები „რატომ იჭერთ“. დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი ჰკრა გ-------------–---–ს, კედელს მიანარცხა და გაქცევა სცადა. მას წინ გადაუდგა ო-------------–---–ი. ბრალდებული იგინებოდა და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პატრულის თანამშრომლებს. ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, ასდიოდა სასმელის სუნი. მოახერხეს მისთვის ბორკილის დადება და ავტომანქანაში ჩასმა. ბრალდებული ავტომანქანაშიც აგრძელებდა პატრულის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მოწმის განმარტებით, ბრალდებული ხელით შეეხო პატრულის თანამშრომელს, ტანსაცმელი შემოახია და დაუზიანა ხელის რადიოსადგური.
3.31. პატრულ - ინსპექტორმა გ------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს ო-------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში რაციის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში ი-------ის ქუჩა 53 ნომერში მომხდარი ჩხუბის შესახებ. მაშინვე გაემართნენ მითითებული მისამართისკენ, პარალელულად ო-------------–---–მა რაციით მოუწოდა პატრულის სხვა ეკიპაჟებს დაუყოვნებლივ მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტის ადგილზე მისულებმა შეამჩნიეს ნაცემი მამაკაცი, რომელსაც სახიდან სისხლი სდიოდა. გარდა აღნიშნულისა იქვე იმყოფებოდა პატრულის სამი ეკიპაჟი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ იყო ზ--------------- და დაახლოებით ათმა „თ----------–-------ის“ წევრმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული ასევე აღნიშნავდა, რომ ამოიცნო ერთი თავდამსხმელი - ფ------------------, ხოლო მეორე პირი ჩხუბის დროს წელს ზემოთ შიშველი იყო. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და დაზარალებულთან დატოვეს პატრულ ინსპექტორები - შ----- და მ-------–---–ი. თვითონ დ--------------–--ასთან და ო-------------–---–თან ერთად შევიდა 53-ე კორპუსის ეზოში, სადაც დაინახეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც იგინებოდა. მიუახლოვდნენ მას და მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც ახალგაზრდამ პატრულის თანამშრომელს დაუწყო გინება. ოცმეთაურმა განუმარტა მას, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, რაზედაც ახალგაზრდა გაბრაზდა, ხელი დაარტყა ოცმეთაურს და ამოაცალა რაცია, რომელიც მიწაზე დაანარცხა. ძირს დაგდებული რაცია დაზიანდა. აღნიშნულის შემდეგ, წელს ზემოთ შიშველმა მამაკაცმა ხელი დაარტყა გ-------------–---–ს. ბრალდებულს განუმარტეს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენდა, რაზედაც იგი დამშვიდდა. გ-------------–---–მა მოჰკიდა ხელი ბრალდებულს და წაიყვანა ავტომანქანისკენ, თვითონ კი ადგილზე დარჩა. ამ დროს გაიგონეს ხმა „რატომ იჭერთ“. მიუახლოვდნენ ბრალდებულს, რომელმაც გ-------------–---–ს ხელი ჰკრა რამოდენიმეჯერ, მიანარცხა კორპუსის კედელზე, რის გამოც დ--------------- დააკავეს. დაკავების დროს ბრალდებული წინააღმდეგობას უწევდა პატრულის თანამშრომლებს, აგინებდა მათ, რის გამოც დაკავებულს ხელბორკილები დაადეს და ჩასვეს ავტომანქანაში. ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა გამოიხატა იმაში, რომ დ--------------- არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, არაფრად ჩააგდო პატრულის თანამშრომლების მოთხოვნა და მიაყენა მათ შეურაცხყოფა. ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგაც იქცეოდა აგრესიულად. დ--------------- გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგა დაკავების ოქმი.
3.32. პატრულ - ინსპექტორმა დ------–----ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩა 53 ნომერთან, სადაც დახვდა ზ---------------, რომელმაც განაცხადა, რომ ფ------------------მ და ასევე „თ----------–-------ის“ რამდენიმე წევრმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის განმარტებით, მათთან ასევე იმყოფებოდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი. როდესაც დაზარალებულს ესაუბრებოდა, კორპუსის უკანა მხრიდან გაიგონა გინების ხმა. ოცმეთაურის დავალებით ეკიპაჟის წევრები გავიდნენ შემოვლაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია, რომ ოცმეთაურს მიჰყავდა წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, სხვა პატრულ-ინსპექტორებთან ერთად. ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა აგრესიულად. მოულოდნელად აღნიშნულმა პიროვნებამ ხელი ჰკრა პატრულის თანამშრომლს და წააქცია იგი. როდესაც სიტუაცია დაიძაბა მივიდნენ მასთან და დაეხმარნენ თანამშრომლებს ბრალდებულის დაკავებაში. დ--------------- კვლავ განაგრძობდა პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფას.
3.33. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 1 ოქტომბრის #1-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ პოლიციის ფორმის პერანგებზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტმა ნ-----–------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.34. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 2 ოქტომბრის #1------------------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „Motorola MTP 850“ მოდელის რაცია და ანტენა განცალკევებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული რაციის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 123 ლარს.
ექსპერტმა - ნ-------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.35. ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ ლ-–--------ს მიერ ო-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, ლურჯი ფერის სამსახურებრივი ფორმის პერანგი, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი, სამსახურებრივი დანიშნულების მოძრავი რადიოსადგური „მოტოროლას“ ფირმის, რომელსაც ასევე ვიზუალურად აღენიშნება დაზიანებები და აღნიშნული რადიოსადგურის ანტენა.
3.36. ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელ ლ-–--------ს მიერ გ-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, ლურჯი ფერის სამსახურებრივი ფორმის პერანგი, რომელსაც აღენიშნება დაზიანების კვალი.
გამომძიებლებმა - ლ-–--------მ, დ-----------ემ, შ------------–---–მა, გ-------------მ, გ-----------------ემ, ნ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
3.37. სასამართლო აფასებს დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებსა და გამომძიებლების - ლ-–--------ს, დ-----------ის, შ------------–---–ის, გ-------------ს, გ-----------------ის, ნ---------------–---–ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმებითა და გამომძიებელთა ჩვენებებით დასტურდება ტანსაცმლის დათვალიერება, ბრალდებულისაგან/დაზარალებულისაგან ტანსაცმლისა და ე.წ. რაციის ამოღება. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით და საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა და გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებებს.
3.38. რაც შეეხება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნებს, ასევე ექსპერტების - ნ-----–------------–--ისა და ნ-------------ს ჩვენებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიციის ფორმის პერანგის დაზიანების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი „Motorola MTP 850“ მოდელის რაცია და ანტენა განცალკევებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან შემადგენელ ნაწილს. სასამართლოს მიაჩნია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ორივე ნივთი არის დაზიანებული, თუმცა ვინ და როდის დააზიანა პოლიციის ფორმის პერანგი და რაცია, აღნიშნულის დადგენა უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით შეუძლებელია.
3.39. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 ოქტომბრის #0-------- დასკვნის თანახმად, გ-------------–---–ს 2014 წლის 1 ოქტომბერს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევევები მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
ექსპერტმა ნ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.40. სასამართლო აფასებს დაზარალებულ პატრულ-ინსპექტორების - გ-------------–---–ის, ო-------------–---–ის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - რ------–-----–--ს, ბ--------------ის, დ--------------–--ას, გ------------------ის, დ------–----ას ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით უტყუარად დგინდება დ---------------ს მიერ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, მათთვის ხელის დარტყმისა და ძალადობის ფაქტი, თუმცა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას იკვეთება არაერთი ხარვეზი, საეჭვო გარემოება და წინააღმდეგობა, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს ართმევს სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე ბრალდების ამ ნაწილში უტყუარად დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. პოლიციელებმა ჩვენებებში პირობითად წინააღმდეგობის გაწევის ეპიზოდი ორ ნაწილად გაყვეს. პირველი - საცხოვრებელი კორპუსის ეზოში და მეორე ავტომანქანის სიახლოვეს (დ---------------ს ეზოდან გამოყვანის შემდეგ). პირველ ნაწილთან მიმართებით წარმოდგენილია მხოლოდ აღნიშნული პოლიციელების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ბრალდების მხარე შეეცადა დაედასტურებინა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შემთხევის ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე განვითარებისა, მათ შორის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადამიანის ყოფნისა, გამოძიებას არ გაუწევია გონივრული ძალისხმევა დაედგინა და მოეხდინა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდო კონფლიქტის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიდნენ სასამართლოს. არ ყოფილა მოპოვებული მათ შორის სამხრე ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ნეიტრალური მოწმეებისა და ვიდეოჩანაწერის საჭიროება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც დ---------------ს ეზოდან გამოყვანის შემდეგ პოლიციელები და ნეიტრალური მოწმეები რიგ ფაქტობრივ გარემოებებს არსებითად განსხვავებულად აღწერენ. პატრულ-ინსპექტორებმა - ო-------------–---–მა, რ------–-----–--მ, ბ--------------ემ, დ--------------–--ამ და გ------------------ემ განმარტეს, რომ დ---------------ს ეზოდან გამოყვანის შემდეგ მან ხელი მიარტყა და კედელს მიანარცხა გ-------------–---–ი. კედელზე შეჯახებასთან დაკავშირებით არაფერი განუმარტავს თავად გ-------------–---–ს, ხოლო პატრულ - ინსპექტორმა დ------–----ამ არსებითად საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ გ-------------–---–ი წაიქცა. აღსანიშნავია, რომ ყველა პატრულ - ინსპექტორი ადასტურებს ეზოში ო-------------–---–ისთვის დ---------------ს მიერ რაციის ჩამოგლეჯვასა და ძირს დახეთქებას. არცერთი მათგანი არ საუბრობს ეზოდან გამოსვლის შემდეგ რაციის ძირს დავარდნასთან დაკავშირებით და ამ პირობებში მოწმე ჯა----------, რომელიც დაზარალებულთან იმყოფებოდა, განმარტავს, რომ რაცია სწორედ ავტომანქანის სიახლოვეს ბრალდებულის დაკავებისას დავარდა ძირს. იგი არ ადასტურებს შეგნებულად რაციის ჩამოგლეჯას და დ---------------ს მიერ ძირს დახეთქებას. ამ განმარტებების პირობებში ჩნდება კითხვა, ეზოში რეალურად ჩამოგლიჯა თუ არა დ---------------მ რაცია პატრულ - ინსპექტორს, თუ ავტომანქანის სიახლოვეს დაკავებისას რაციის ძირს დავარდნა (მათ შორის თუნდაც დაზიანება) გამძაფრებული სახით წარმოაჩინეს პატრულ - ინსპექტორებმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შორის პატრულ ინსპექტორების განმარტებებს რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის ნეიტრალური მოწმეების - რ------------------ის, ე--------------ის, შ---------------–--ისა და შ-------------–---–ის განმარტებები, რომლებიც დ---------------ს მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ მხოლოდ გაძალიანებაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ და არ ადასტურებენ ეზოდან გამოსვლის შემდეგ ავტომანქანის სიახლოვეს დ---------------ს მიერ რომელიმე პოლიციელის მიმართ ხელის კვრის, ხელის დარტყმის, ცემისა, ტანსაცმლის შემოხევისა და ამგვარი ქმედებების განხორციელებას. სავარაუდო კონფლიქტის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორები საწინააღმდეგოს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ დ---------------მ იძალადა გ-------------–---–ზე, ხელი ჰკრა მას და მიანარცხა კედელზე, რაც ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება. ნეიტრალური მოწმეები საუბრობენ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და დაკავებისას გაძალიანებაზე, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს - პოლიციისათვის წინააღმდეგობას, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. ობიექტური თვალთახედვით საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მცირე სისხლნაჟღენთები და პერანგის დაზიანება შესაძლოა დაკავების დროს, დ---------------ს გაძალიანებითაც იყოს განპირობებული და არა მისი შეგნებული თავდასხმით პოლიციელის მიმართ, ხელის არაერთჯერადი დარტყმით, ტანსაცმლის შემოხევით. ყველა ამ გარემოების შეფასების შედეგად, პოლიციელების ჩვენებების მიმართ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომელთაც საქმის არსებითი განხილვის დროს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცა.
3.41. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პოლიციელების ჩვენებების შეფასების სტანდარტზე. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) N 17828/05 , §90, 11.07.2013), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90).
3.42. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობრივია რიგ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით, არ არის იდენტიფიცირებული ეზოში განხორციელებული შესაძლო ძალადობრივი ქმედებების არცერთი თვითმხილველი (გარდა პოლიციელებისა), არ არის წარმოდგენილი სამხრე კამერების ვიდეო-ჩანაწერები, პოლიციელთა ჩვენებები არ არის გამყარებული არცერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენებით და საწინააღმდეგოდ ნეიტრალური მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მოწოდებულია იმგვარი ინფორმაცია, რაც არსებითად ეწინააღმდეგება პოლიციელების ჩვენებებს, სასამართლოს ართმევს ობიექტურ შესაძლებლობას, მოლოდ პატრულ-ინსპექტორების - ო-------------–---–ის, გ-------------–---–ის, რ------–-----–--ს, ბ--------------ის, დ--------------–--ასა და გ------------------ის ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დაადგინოს დ---------------ს მიერ პოლიციელებისათვის ხელის დარტყმის, ცემის, ტანსაცმლის ჩამოხევისა და რაციის განხრახ დაზიანების ფაქტები.
3.43. მოწმე ტ---------–-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს საათებში საავადმყოფოში ნახა ნაცემი ზ---------------. დაზარალებულმა განუცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფ------------------მ და თ----------–-------ის სხვა წევრებმა. ზ---------------ს სახეზე დაზიანებები ემჩნეოდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კვლავ შეხვდა დაზარალებულს, რა დროსაც ზ---------------მ ფ------------------სთან ერთად დაასახელა დ---------------ც. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ იმყოფებოდა „თ----------–-------ის“ ოფისში, სადაც შეამჩნია ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები. იგი ასევე შეესწრო პოლიციის მიერ ფ------------------ს დაკავების ფაქტს.
3.44. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ტ---------–-----–-–---–ი არ არის 2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ბ---–-------ისა და ი-------ის ქუჩების კვეთაზე განვითარებული კონფლიქტის უშუალო შემსწრე. მოწმეს ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მიიღო დაზარალებულ ზ---------------საგან. სწორედ დაზარალებულმა უამბო, რომ მის ცემაში მონაწილეობდნენ თ----------–-------ის წევრები ფ------------------ და დ---------------.
3.45. პატრულ - ინსპექტორმა ზ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულ ფ------------------ს დაკავების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში თანამშრომელ გ--------------–--–---–ის თხოვნით, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში, რომელიც იმყოფებოდა ყ-----------------ზე მდებარე „თ----------–-------ის“ ოფისში. ადგილზე მისულმა შეამჩნია, რომ ოფისში იმყოფებოდნენ აგრესიული მოქალაქეები. შეიმჩნეოდა არეულობის კვალი, დაზიანებული იყო ინვენტარი. ბრალდებული ხალხმრავალი ადგილიდან გამოიყვანეს და დაადეს ხელბორკილები.
3.46. გამომძიებელმა გ--------------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედების - ბრალდებულ ფ------------------ს დაკავების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს თანამშრომლების დახმარებით, ქ. თბილისში, ყ-------------აზე დააკავა ბრალდებული. პოლიციელთა მხრიდან დაკავებულის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მისთვის უცნობია ბრალდებულებს რომელიმე პოლიციელმა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ - ინსპექტორმა გ----------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.47. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ----------------ის, გ----------------–ისა და გ--------------–--–---–ის ჩვენებებით დასტურდება ფ------------------ს დაკავებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ბრალდებულის დაკავებისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
3.48. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 ოქტომბრის #0-------- დასკვნის თანახმად, დროებით მოთავსების იზოლატორის 2014 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული, დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის ჩანაწერების თანახმად, დ---------------ს გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა 2014 წლის 30 სექტემბერს, 23:50 საათზე, აღენიშნებოდა მარჯვენა ზედა კიდურზე ნაკაწრი და სისხლნააჟღენთები მარცხენა თვალის არეში, მარცხენა ზედა კიდურზე, კისერზე და ზურგზე.
2014 წლის 3 ოქტომბერს, პირადი შემოწმებისას დ---------------ს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს, 2014 წლის 30 სექტემბერს.
ექსპერტმა ნ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
3.49. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის თანხმად, დ---------------ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ დ---------------მ პროცესის მსვლელობისას არაერთხელ გააჟღერა პოზიცია, რომ პოლიციელთა მხრიდან დაექვემდებარა ძალადობას. ამასთან დაკავშირებით სასამრთლომ ბრალდების მხარეს მისცა მითითება ადეკვატური რეაგირება მოჰყოლოდა (ჩატარებულიყო გამოძიება) ბრალდებულის განცხადებას პოლიციელთა მხრიდან მასზე შესაძლო ძალადობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ სამართალწარმოების ფარგლებში უტყუარად დაადგინოს რა მოქმედებები განხორციელდა დ---------------ს მიმართ. სასამართლო ვერც დადასტურებულად მიიჩნევს და ვერც უარყოფს პოლიციელთა მხრიდან დ---------------ს მიმართ შესაძლო ძალადობის განხორციელების ფაქტს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადების შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და უტყუარად დაადგინოს რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევებში (პასუხი გასცეს კითხვას, როგორ მიიღო დ---------------მ სხეულზე დაზიანებები) და შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება (მათ შორის იგულისხმება ფაქტის რეალურად დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომა პასუხისმგებლობის სახით). ამდენად, სასამართლო შეახსენებს საგამოძიებო ორგანოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულების შესახებ, ეფექტური გამოძიების ჩატარების კონტექსტში.
3.50. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
3.51. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
3.52. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების გამოკვლევის (მოწმეთა დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის) ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ბრალდებულების - ფ------------------ს და დ---------------ს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ასევე თანასწორობის პრინციპის დაცვით იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები (დაიკითხნენ ბრალდებულები და დაცვის მხარის სხვა მოწმე). ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლის მოთხოვნები - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში გამოეკვლია საკუთარი მტკიცებულებები.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულებისა და დაცვის მხარის მოწმის ჩვენებებზე, კერძოდ:
3.53. ბრალდებულმა ფ------------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, მეგობრებთან ერთად რესტორნიდან მოდიოდა, რა დროსაც ბ---–-------ის ქუჩაზე შეხვდა ზ---------------. თვითონ მცირედით წინ მიდიოდა, უკან მიჰყვებოდა ვ-----------–-–---–ი, ხოლო დ--------------- ჩამორჩა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტამდე დაზარალებულთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია. მხოლოდ სოციალურ ქსელში დაწერა ზ---------------მ მის (ფ------------------) შესახებ მუქარანარევი ვრცელი პოსტი და გ------ში გამოაქვეყნა სტატია. დაზარალებული იარაღით მისვლით ემუქრებოდა. ფ------------------მ ასევე აღნიშნა, რომ იგი გაწევრიანებულია ორგანიზაცია „თ----------–-------ში“, რომელიც პოლიტიკურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. ზ---------------მ შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური მოძრაობაც გააკეთა, რასაც მოერიდა და სიტუაციიდან განრიდების მიზნით, დაზარალებული გადაიყვანა გზის მეორე მხარეს. ქუჩაზე გადასვლისას, უკან ვ-----------–-–---–ი მიჰყვებოდა. გზაზე გადასვლის შემდეგ, რკინის ჯებირის მაგვარ ნივთებზე წაბორძიკდა ზ---------------სთან ერთად და ორივე მათგანი წაიქცა. დაზარალებული ფეხზე წამოაყენა და შეამჩნია, რომ ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ზ---------------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიყენებიათ. აღნიშნულის შემდეგ, ვ-----------–-–---–თან ერთად დაბრუნდა ოფისში. ბრალდებულის განმარტებით, ზ--------------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და ,,ზონდერს“ უწოდებდა. საპასუხოდ დაუძახა, რომ იგი „პუტინის აგენტი“ და პროვოკატორი იყო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მაღაზიის თანამშრომლები და გამვლელები. კორპუსებიდან ქუჩაში ხალხი არ გასულა და მოძრაობა არ შეფერხებულა. ოფისში მისვლიდან 2-3 საათში, „თავისუფალი თაობის“ მომხრე სამოცდაათამდე ადამიანმა მიაკითხა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ხმაურზე გარეთ გასული დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. პატრულისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ხელების შეხსნა სთხოვა, რადგან იცოდა, რომ „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები თავს დაესხმოდნენ. ბრალდებულმა დააზუსტა, რომ შეხვედრისას ზ---------------მ უთხრა „შენ ხარ ფ------------------, ზონდერი“. აღნიშნულზე დაზარალებულს უპასუხა, რომ იგი „პუტინის აგენტი“ იყო, რაზედაც ზ---------------მ ხელი დაარტყა. საპასუხოდ მანაც უბიძგა ხელი დაზარალებულს და მისი სიტუაციიდან განრიდება სცადა. ხელმკლავით გადაიყვანა ქუჩაზე. წაქცევის შედეგად ზ---------------ს ნეკნი დაემტვრა თუ არა მისთვის უცნობია. კონფლიქტის დროს დ--------------- დაახლოებით 15-20 მეტრით იყო მისგან დაშორებული და უცნობ ბიჭებს ელაპარაკებოდა. დ--------------- მათთან ერთად არ წასულა ოფისში. ოფისში „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს, მიიღო არაერთი დაზიანება. პატრულმა მისი დაცვა ვერ მოახერხა. ზ--------------- სახით დაეცა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. დაზარალებულთან საუბარი მშვიდად და წყნარად დასრულდა.
3.54. ბრალდებულმა დ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 7 საათზე თ----------–-------ის წევრებთან ერთად მიდიოდა ოფისში. ფ------------------ და ვ-----------–-–---–ი წინ მიდიოდნენ, თვითონ ჩამორჩა დაახლოებით 20-30 მეტრით, მობილურ ტელეფონში იხედებოდა და საუბრობდა. მაღაზიასთან შემოესმა მამაკაცის ხმამაღალი მისალმების ხმა. დაინახა დაბალი მამაკაცი, რომელიც მათ უახლოვდებოდა. თავიდან მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როდესაც მიუახლოვდა იცნო ზ---------------. დაზარალებული მეგობრებთან ერთად ხშირად მიდიოდა „თ----------–-------ის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე. ინცინდენტამდე დაახლოებით 5 დღით ადრე ზ---------------მ აქცია მოუწყო „თ----------–-------ის“ წევრებს და იარაღით დაემუქრა.
ბრალდებულის განმარტებით, ფ------------------ს ურჩია ყურადღება არ მიექცია ზ---------------სათვის, რადგან იგი ხშირად იქცეოდა პროვოკაციულად. როდესაც დაზარალებული ფ------------------ს მიუახლოვდა, ზ---------------მ დაიძახა „კიდევ არ დაშლილხართ თქვე მხეცებო“ და ბრალდებულს (ფ------------------ს) ხელი მოუქნია. ფ---------მა დაზარალებულს ხელი მოჰკიდა ტანსაცმელზე. ვ-----------–-–---–ი ჩადგა მათ შორის და ფ---------ს სთხოვა ხელი გაეშვა ზ---------------სათვის. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ახალგზარდა მამაკაცები იმყოფებოდნენ. როდესაც ნაბიჯებს აუჩქარა, ბიჭებს ეგონათ, რომ ზ---------------ს საცემად მიიწევდა და მისი შეკავება სცადეს. არ იცის რა მიზეზით, მაგრამ დაინახა, რომ ზ--------------- და ფ------------------ წაიქცნენ. წამოაყენეს დაზარალებული ფეხზე, რომელიც ითხოვდა თავი დაენებებინათ მისთვის. გადავიდნენ გზის მეორე მხარეს. ფ---------ს და ვ----ს უთხრა, რომ სახლში წავიდოდა. ვ---- და ფ---------ი ოფისისკენ წავიდნენ, ზ--------------- შეიყვანეს მაღაზიაში. თვითონ ტელეფონზე დაურეკა მეგობარს. უცებ მის წინ გაჩერდა შკოდას მარკის ავტომანქანა, პოლიციელი ეცა კისერში და ძირს დაგდება დაუპირა. აღნიშნულ პიროვნებებს მისთვის საბუთი არ წარუდგენიათ. დაუწყეს სასტიკად ცემა. შემოახიეს ტანსაცმელი, რის გამოც შიშველი იყო ნახევრად. ერთმანეთს გადაულაპარაკეს, მაგას საპატრულო მიხედავსო. ამ დროს მივიდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და მიხვდა, რომ მის დაკავებას აპირებდნენ. დააპირეს მისი დაკავება. ხელი გააწევინა მათ და ჰკითხა თუ რატომ აკავებდნენ. არანაირი დარტყმა და აგრესიული ქცევა მისი მხრიდან არ ყოფილა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძირს დააგდეს და ზემოდან გადაუარეს, ჩასვეს მანქანაში, ხელბორკილი დაადეს, გვერდით მიუჯდა ორი პატრული და დამშვიდებას სთხოვდნენ. გვერდით მჯდომმა ნეკნში დაარტყა, მეორემ თავში, გაურკვეველი მიმართულებით დაჰყავდათ მანქანით. შემდეგ მიიყვანეს ტელევიზიის გვერდით პოლიციის შენობაში. სასტიკად ნაცემი იყო და დროებითი დაკავების იზოლატორი მის მიღებაზე უარს აცხადებდა. მისი მხრიდან გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, არც წინააღმდეგობა გაუწევია პატრულის თანამშრომლებისათვის. აღკვეთის ღონისძიების განხილვისას ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები. ზ---------------ს მოქნეული ხელი ფ---------ს მოხვდა. ინცინდენტის დროს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ქალები იყვნენ გამოსულები. საგზაო მოძრაობა არ შეფერხებულა.
3.55. მოწმე ვ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ი-------ის ქუჩაზე გადაადგილდებოდა ფ------------------სთან და დ---------------სთან ერთად. ფ---------ი ოდნავ წინ მიდიოდა, რომელსაც თვითონ მიჰყვებოდა დ--------------- კი უკან ჩამორჩა, რადგან ტელეფონში მესიჯობდა. მოულოდნელად ზ--------------- შეეჩეხათ, რომელმაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია ფ------------------. ფ---------მა უპასუხა, რომ მამის ტოლი ადამიანი მსგავს სიტყვებს როგორ კადრულობდა. ზ---------------მ შეაფურთხა და ხელიც კი ჰკრა. ფ------------------მ სცადა მისი გზაზე გადაყვანა. ყვავილების მაღაზიასთან განთავსებული იყო რკინის საგნები, რომელსაც ფეხი წამოკრა ზ---------------მ და წაიქცა. გადავიდნენ გზაზე და მისი წამოყენება სცადეს. დაზარალებული კვლავ უშვერი სიტყვებით იგინებოდა მათი მისამართით. პირადად არ იცნობდა ზ---------------ს, მაგრამ სოციალური ქსელიდან იცოდა ვინც იყო. დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში მეგობრებთან ერთად ემუქრებოდა „თ----------–-------ის“ წევრებს, რომ ოფისთან მივიდოდნენ და უბედურებას მოუწყობდა მათ. იმავე ღამით დუბინკებით შეიარაღებული ხალხი მივიდა მათ ოფისში და ორგანიზაციის წევრები სცემეს. შემთხვევის ადგილზე ჩხუბის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ფ------------------ს რაიმე კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ფ------------------სა და ზ---------------ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. წაქცევის შედეგად დაზარალებულს ცხვირი ჰქონდა ნატკენი. მიუხედავად იმისა, რომ ბ---–-------ის ქუჩა მოძრავი ადგილია და აღნიშნული ფაქტი პიკის საათში მოხდა, არცერთი ადამიანი არ მისულა მათთან. კონფლიქტი 2-3 წუთში ამოიწურა. აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ სამნი იმყოფებოდნენ. თ----------–-------ის სხვა წევრები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან.
3.56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულებისა და ვ-----------–-–---–ის ჩვენებებში დ---------------ს ქმედებებთან მიმართებით არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა. ფ------------------ აღნიშნავს, რომ დ--------------- კონფლიქტის დროს მისგან 15-20 მეტრში უცნობ ბიჭებს ესაუბრებოდა. ვ-----------–-–---–ი განმარტავს, რომ ამ დროს დ--------------- მათგან შორს იყო და არ ჩანდა. თვითონ დ---------------მ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტის დროს უცნობი ბიჭები იჭერდნენ ხელით, არ მისცეს ზ---------------სთან და ფ------------------სთან მიახლოების შესაძლებლობა. გარდა აღნიშნული წინააღმდეგობისა, ბრალდებულებისა და ვ-----------–-–---–ის მიერ განვითარებული ვერსია (დაზარალებულის შემთხვევით წაქცევისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების არარსებობის თაობაზე) მთლიანად უარყოფილია საქმეზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების - შ---------------–--ის, რ------------------ის, ე--------------ისა და შ-------------–---–ის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც თ----------–-------ის წევრებმა დაუნდობლად სცემს დაზარალებული. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას აღნიშნული წინააღმდეგობების პირობებში გაიზიაროს ბრალდებულებისა და ვ-----------–-–---–ის ჩვენებები და მათ მიერ განვითარებული ვერსია. ნიშანდობლივია, რომ თავად ბრალდებულები ადასტურებენ კონფლიქტის დაწყების პირველივე წუთიდან შემთხვევის ადგილზე ყოფნას და ეს გარემოება ფაქტობრივად სადავო არ არის. მოწმეების - ჯა----------ს, შ---------------–--ის, რ------------------ის, ე--------------ისა და შ-------------–---–ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკნა, ნივთმტკიცება (დაზარალებულის დაზიანებული ტანსაცმელი), გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, კიდევ უფრო ამყარებს, სარწმუნოს და დამაჯერებელს ხდის დაზარალებულ ზ---------------ს ჩვენებას ბრალდებულების მხრიდან მისი დაუნდობლად ცემის თაობაზე.
3.57. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.58. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
3.59. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.60. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.61. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ძალადობრივი კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს და ქმნის უდანაშაულო პირის მსჯავრდების მაღალ რისკს.
3.62. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ფ------------------სა და დ---------------ს მიერ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ზ---------------ს მიმართ ინტენსიური ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. რაც შეეხება დ---------------ს მიერ სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სსკ-ის 239-ე მუხლით ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების შესაბამისად, გარკვეული ხარისხით დადასტურდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობა, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დ---------------სა და ფ------------------ს ჰქონდათ პირადი ინტერესი ზ---------------ს წინააღმდეგ და არა უმოტივოდ საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევის მიზანი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, განზრახი, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის; ბ) დაზიანებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; გ) დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო; დ) არ უნდა დადგეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. რაც შეეხება სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რომლითაც ბრალდებულებს მოცემულ შემთხვევაში ედებათ ბრალი, გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჩადენილს ჯგუფურად.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. შესაბამისად, ძალადობა მოცემული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ძალადობა შესაძლოა იყოს სხვადასხვა სიმძიმის, ხარისხის და შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ფ------------------მ და დ---------------მ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად დაზარალებულს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამეტებით სცემეს ფეხითა და ხელით სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ზ---------------ს მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ბრალდებულების ძალისმიერ ქმედებებს თან ახლდა აგრესიული მიმართვა და შეურაცხმყოფელი სიტყვები დაზარალებულის მიმართ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ ზ---------------მ ფ------- ჭ-------სა და დ---------------ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა-დაჟეჟილობა, მე-8 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე ექსკორიაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ფ------------------სა და დ---------------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი - ბრალდებულების აგრესიული, ძალადობრივი ქმედებები, შედეგი - ზ---------------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, მისი ხანგრძლივი მოშლით და მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ.
4.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულების ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------სა და ფ------------------ს ქმედებების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დ---------------ს ქმედების დაკვალიფიცირება ასევე სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართლებრივად არამართებულია და ბრალდებულები აღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდნენ შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მოცემული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ობიექტური მხრივ ხულიგნობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; 2. ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. მოცემული დანაშაულის განხორციელებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ხულიგნობის ჩადენამ გამოიწვიოს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. სასამართლო ხულიგნობად ვერ მიიჩნევს ჩხუბს ჩადენილს პირადი მოტივით.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს, ფ------------------ და დ--------------- იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევით შეხვდნენ ზ---------------ს. ისინი სიტყვიერად შელაპარაკდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ფ------------------ და დ--------------- წინასწარი განზრახვით ან გამიზნულად არ მისულან ზ---------------სთან, შესაბამისად, მათი შემთხვევითი/სპონტანური შეხვედრა დასაწყისშივე გამორიცხავს წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი მოქმედების განხორციელებას. დადასტურებულია, რომ დ---------------მ და ფ------------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ---------------ს (ხელებითა და ფეხებით სცემეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში), რასაც თან ახლდა დაზარალებულის მიმართ ხმამაღლა, აგრესიული ტონით წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები. მოწმეთა ჩვენებებით ასევე უტყუარად იქნა დადგენილი, რომ კონფლიქტისას გარკვეულწილად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც მოქალაქეები შეწუხდნენ. ამდენად, ერთი შეხედვით სახეზეა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი სამივე ნიშანი - საზოგადოებრივი წესრიგი უხეში დარღვევა, ბრალდებულების ძალადობა დაზარალებულის მიმართ და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, თუმცა არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა დაზარალებულ ზ---------------ს მიმართ, ასევე წარმოადგენს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემადგენლობის ნიშანს, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 118-ე მუხლით დაკვალიფიცირება ფაქტობრივად გამოირიცხება. შესაბამისად, ბრალდებულების ქმედებების დაკვალიფიცირება ერთობლივად სსკ-ის 239-ე და 118-ე მუხლებით, წარმოადგენს ერთი ქმედების (ზ---------------ზე განხორციელებული ძალადობისათვის) ორმაგ კვალიფიკაციას (ორჯერ პასუხისმგებლობის დაკისრებას), რაც სამართლებრივად არამართებულია შემდეგ გარემოებათა გამო.
4.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირის ბრალდების დადგენილებებში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულებს სსკ-ის 239-ე და სსკ-ის 118-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას (ქმედების - ძალადობის განხორციელების ნაწილში) ედავება იდენტური ფორმულირებით, კერძოდ: ,,2014 წლის 30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ი-------ის ქუჩა #6--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ------------------მ და დ---------------მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, კონკრეტული ობიექტური საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს ზ---------------ს“. ამდენად, ბრალდებულების ერთიდაიგივე ძალადობრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია ორი მუხლით - სსკ-ის 239-ე და სსკ-ის 118-ე მუხლებით, წარმოადგენს ორმაგ კვალიფიკაციას და ფაქტობრივად უთანაბრდება ერთი ქმედებისათვის ორჯერ პასუხისმგებლობის დაკისრებას (ორჯერ დასჯას), რაც სამართლებრივად არამართებულია. იმავე წარმატებით ხულიგნობის განხოციელება ძალადობის მუქარით ასევე უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 151-ე მუხლით (არსებობს სხვა არაერთი უკუმაგალითც), რაც არამართებულია და კიდევ უფრო მკაფიოს ხდის სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგო განმარტების პირობებში ფაქტობრივად სსკ-ის 239-ე მუხლი ყველა შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ ნიშნად მოიაზრებს ფიზიკურ ძალადობას, რაც დამოუკიდებლად აღებული სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს და ბრალდებულის ქმედება ყველა შემთხვევაში ერთობლივად უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 239-ე და სსკ-ის 126-ე მუხლებით. თუ ბრალდების მხარის მიერ განვითარებულ ლოგიკას მივყვებით და ქმედებას დავაკვალიფიცირებთ ერთობლივად სსკ-ის 118-ე და 239-ე მუხლებით, მაგალითში დასახელებულ შემთხვევაშიც ერთი ძალადობრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ორი მუხლით - სსკ-ის 239-ე და სსკ-ის 126-ე მუხლებით, რაც ცალსახად არამართებულია, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და წარმოადგენს ერთი ქმედებისათვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4.8. სასამართლო ყურადღებას დამატებით ასევე ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულების მიერ საზოგადოებისადმი იმგვარი აშკარა უპატივცემულობა, რაც სავალდებულოა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ ბრალდებულებს ამოძრავებდათ პირადი მოტივი ზ---------------ს მიმართ და არ ჰქონიათ გაზრახვა საზოგადოების მიმართ გამოეხატათ აშკარა უპატივცემულობა, დაპირისპირებოდნენ იქ მყოფ მოქალაქეებს. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რომ ბრალდებულებმა აგრესია გამოხატეს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ და მათ მიმართ უპატივცემულობის განზრახვა ამოძრავებდათ. სწორედ ზ---------------ს გამოჩენამ და მის მიმართ ინტერესმა გამოიწვია ბრადებულების აგრესიული ქმედებები დაზარალებულების მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგო განმარტების პირობებში ყველა კონფლიქტი/ჩხუბი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა, უნდა დაკვალიფიცირდეს ხულიგნობად, რაც არსობრივად მცდარია და არ გამომდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის დისპოზიციის გონივრული და სწორი განმარტებიდან.
4.9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 28 თებერვლის #210აპ განჩინებაში აღნიშნა, რომ „... ნ. ა-ის ქმედება 2005 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში, წინასწარი გამოძიების, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ვინაიდან არ ჩაითვლება ხულიგნობად ბინაში პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ახლდა ძალადობის მუქარა და რითაც დაირღვა ამ ოჯახის მყუდროება. როგორც საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის საბრალდებო დასკვნითაც ირკვევა, ნ. ა-ვს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი.
4.10. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ------------------სა და დ---------------ს მსჯავრი უნდა დაედოთ სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. შესაბამისად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება განხორციელებული უნდა იყოს ძალადობით, რაც გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას, თავისუფლების შეზღუდვას და მსგავსი ხასიათის სხვა ქმედებებს. მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება) პოლიციის მუშაკის მიმართ, გაძალიანება დაკავების დროს, არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რაც სავალდებულოა ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დ--------------- შეჩერებული ჰყავდათ პოლიციის თანამშრომლებს, რა დროსაც იგი უძალიანდებოდა მათ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღსანიშნავია, რომ არცერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენებით არ დადასტურდა დ---------------ს მიერ პოლიციელებისადმი იმგვარი ძალადობა, რაც სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის არის სავალდებულო. მათ მხოლოდ მიუთითეს დ---------------ს აგრესიაზე, სიტყვიერ შეურაცყოფაზე, გაძალიანებაზე დაკავების მომენტში და არაფერი განუმარტავთ პოლიციელების ცემის, თუნდაც ხელის ერთჯერადად დარტყმის, ტანსაცმლის შემოხევის, რაციის ჩამოგლეჯვისა და დაზიანების თაობაზე. შესაბამისად, მხოლოდ დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგობრივი ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს სამართლებრივად არამართებულად მიაჩნია დაადგინოს დ---------------ს მიერ იმგვარი ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი, რაზეც არცერთი ნეიტრალური მოწმე არ უთითებს. სასამართლოს აღნიშნული შეფასება მით უფრო გამყარებულია იმ გარემოებით, რომ სავარაუდო ფაქტი ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და პოლიციელთა ჩვენებებში მითითებულ ძალადობას ერთი ნეიტრალური მოწმეც კი არ ადასტურებს.
4.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დ---------------ს ქმედებები (სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრესია და გაძალიანება) მიუთითებს არა მის განზრახვაზე, ხელი შეეშალა პოლიციელთათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, შეეცვალა ან შეეწყვიტა მათი საქმიანობა, არამედ - მის რეაქციაზე დაკავებასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სასამართლო განმარტავს, რომ არ შეიძლება პირის მსჯავრდებას საფუძვლად დაედოს მხოლოდ იმ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის არის პირი ბრალდებული, იმ პირობებში როდესაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ათეულობით მოწმე, რომელთაგან ნაწილი ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს, ხოლო სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები არ ადასტურებენ დ---------------ს მიერ პოლიციის თანამშრომლებისათვის ხელის დარტყმას, ხელის კვრას, სამსახურებრივი პერანგის ჩამოხევას და ხელის რადიოსადგურის ე.წ. „რაციის“ დაზიანებას. დ---------------ს ქმედებები - სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაძალიანება და აგრესია, შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და არა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
4.14. ამდენად, არ არსებობს საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ დ---------------ს მიერ პოლიციისათვის წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რომლითაც ფ------------------სა და დ---------------ს უნდა დაედოთ მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ფ------------------სა და დ---------------ს პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფ------------------სა და დ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების - ფ------------------სა და დ---------------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ფ------------------მ და დ---------------მ ჩაიდინეს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (2014 წლის 30 სექტემბერს, ბრალდებულებმა იძალადეს ზ---------------ზე, გამეტებით სცემეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში), ბრალდებულების ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ სურვილს, მისწრაფებას არაერთჯერადი დარტყმებით, ზ---------------სათვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანება), მათ პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულებს ჰყავთ ოჯახები, ისინი არიან დასაქმებულები, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ მტკიცებულებებში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/ზ---------------სათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულებს სასჯელად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა.
5.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.8. ამდენად, განაჩენის 5.6.-5.7. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულებს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ორი ცალი მოთეთრო ქაღალდი სისხლისმაგვარი ლაქებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ზ---------------ს გრძელ მკლავიანი პერანგი და დუტის ჟილეტი, ფ------------------ს კუთვნილი თეთრი ფერის მაისური და შარვალი, უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელის გადასატანი რადიოსადგურის ე.წ. „რაციის“ ანტენა უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ო-------------–---–ის სამსახურეობრივი ფორმის პერანგი და „მოტოროლას“ ფირმის სამსახურეობრივი დანიშნულების ხელის მოძრავი რადიო სადგური - ე.წ. „რაცია“ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ-------------–---–ის სამსახურებრივი ფორმის პერანგი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-26--ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ფ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ფ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ფ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
5. ფ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
6. დ--------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
7. დ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. დ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
9. დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
10. დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
11. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი მოთეთრო ქაღალდი სისხლისმაგვარი ლაქებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ზ---------------ს გრძელ მკლავიანი პერანგი და დუტის ჟილეტი, ფ------------------ს კუთვნილი თეთრი ფერის მაისური და შარვალი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ხელის გადასატანი რადიოსადგურის ე.წ. ,,რაციის“ ანტენა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ო-------------–---–ის სამსახურეობრივი ფორმის პერანგი და ,,მოტოროლას“ ფირმის სამსახურეობრივი დანიშნულების ხელის მოძრავი რადიო სადგური - ე.წ. ,,რაცია“ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ-------------–---–ის სამსახურებრივი ფორმის პერანგი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, განაჩენი გაასაჩივრონ 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი