გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002362040
საქმე №3/61-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
მოსარჩელე: მ------ ზ----–---–ი
წარმომადგენელი: ზ------ ჟ----ე
მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: თ----- ი------–---–ი
მესამე პირი: ი-–-- ს---------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი №3/61-18 ადმინისტრაციულ საქმეზე
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლისს 18 აპრილს გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი №3/61-18 ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ------ ზ----–---–ის სარჩელი და მ------ ზ----–---–ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, მესამე პირი - ი-–-- ს---------ი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დამატებითი დოკუმენტის მოძიების მიმდინარეობის (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების) შესახებ 2017 წლის 18 დეკემბრის №882017773269-16 გადაწყვეტილება, სსიპ სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ 2018 წლის 4 იანვრის №882017773269-17 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 4 იანვრის №882017773269-18 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №85462 გადაწყვეტილება. მ------ ზ----–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისთვის მ------ ზ----–---–ის 2017 წლის 24 აგვისტოს №882017773269 განცხადების საფუძველზე ქ.კასპი, ს-------–---–ის ქ. (ზონა: კასპი, სექტორი: კასპი) მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, მ------ ზ----–---–ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ უძრავ ქონებაზე მ------ ზ----–---–ის და ი-–-- ს---------ის საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, სადავო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, უფლებადამდგენი დოკუმენტების მონაცემების სისწორე და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სრულად არ გადაწყვიტა სასარჩელო მოთხოვნების საკითხი - კერძოდ, არ იმსჯელა სასარჩელო განცხადების მე-4 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით: ბათილად იქნეს ცნობილი ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- და 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის №882016013754 და 2016 წლის 27 ივლისის №882016449498-06 გადაწყვეტილებები, მ------ ზ----–---–ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მონაცემებთან ზედდების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არის გადაწყვეტილი სრულად სასარჩელო მოთხოვნების საკითხი, აღნიშნულ საქმეზე უნდა გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- და 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის №882016013754 და 2016 წლის 27 ივლისის №882016449498-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მ------ ზ----–---–ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მონაცემებთან ზედდების ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელთა მიხედვითაც მესამე პირზე განხორციელდა სადავო უძრავი ქონების რეგისტრაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (მტკიცების ტვირთი) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, უძრავი ქონებაზე ი-–-- ს---------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას რამდენად სწორად, სრულყოფილად დადგინდა და შეფასდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მონაცემების და სისტემური რეგისტრციის მონაცემების შესაბამისობა, სადავო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ფორმალურად მიუდგა საკითხს და ამის გამო ყურადღება არ მიექცა არსებით გარემოებას, კერძოდ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, მათ კონფოგურაციას.
საქმეზე წარმოდგენილია მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, ი-–-- ს---------ის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ს---------ის მიწის ნაკვეთის გვერდის ზომა მ------ ზ----–---–ის მომიჯნავე მხარეს არის 19.0 მეტრი, მოპირდაპირე, ანუ მუზაშვილის მხარეს არის 17.0 მეტრი, ხოლო დანარჩენი ორი გვერდიდან - გზის მხარეს არის 14,5 მეტრი და ჰიგიენის სახლის მხარეს არის 13.5 მეტრი. ხოლო მ------ ზ----–---–ის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მ------ ზ----–---–ს გადაეცა ქ.კასპში, ს-------–---–ის ქ. №6-ში მდებარე ცხრა მეასედი ფართობის მიწის ნაკვეთი, მოსაზღვრეებად მითითებულია: ჩრდილოეთით - გზა; სამხრეთით - ი-–-- ს----------; აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - აბანო;
სასმართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა და არ გამოიკვლია ის გარემოება, ი-–-- ს---------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზები შეესაბამებოდა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებუბლ მონაცემებს, ემთხვეოდა თუ არა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ერთმანეთს, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართი და მოსაზღვრეები ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაცია, შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა შეეფასებინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება;
ამდენად, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას, კერძოდ ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის №882016013754 გადაწყვეტილების მიღებისას მ------ ზ----–---–ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მონაცემებთან ზედდების ნაწილში, არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს და ექვემდებარება ბათილად ცნობას, ხოლო რაც შეეხება ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 27 ივლისის №882016449498-06 გადაწყვეტილებას, სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 ივლისის საკუთრების უფლების მოწმობა №13, რომელიც სადავო არ არის და აქედან გამომდინარე, არ არის სადავო ის ფაქტი, გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იქნა გაცემული. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გაცდება და აღნიშნული სააკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამდენადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სრულყოფილად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემეობები, ხოლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის №882016013754 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 364-ე 367-ე 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება №3/61-18 ადმინისტრაციულ საქმეზე.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 13 იანვრის №882016013754 გადაწყვეტილება, მ------ ზ----–---–ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო მონაცემებთან ზედდების ნაწილში.
3. მ------ ზ----–---–ის სარჩელი ი-–-- ს---------ის საკუთრებაში არსებული 6-.0-.4-.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 27 ივლისის №882016449498-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
4. დამატებითი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული