განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
330100119002875541
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/851-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა------–------ე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----------–-----ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ----------------------------–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ----------------------------–--------------------------

 

ადვოკატი - ზ----------------,თარჯიმანი - მ----------–----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

დაახლოებით 9 წელია თ-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ----------–-----თან და ჰყავთ საერთო შვილები - 6 წლის დ-------–-----ი და 8 წლის ა-–------------–-----ი. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, დ----------–-----ი ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობს მეუღლეზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას.

 

ასევე 2019 წლის 17 იანვარს, თბილისში, ვ---------–-----------------------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - დ-------–-----ის თანდასწრებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ დ----------–-----სა და მის მეუღლეს - თ-----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას დ----------–-----მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რომელშიც ჭიქა ეჭირა. ეს უკანასკნელი სახლიდან გაქცევას შეეცადა, რა დროსაც დ----------–-----ი თმაში წვდა და მოქაჩვით ცდილობდა მის სახლში შეყვანას. დ----------–-----ის ქმედებების შედეგად, თ-----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ნახეთქი ჭრილობა თხემის არეში და ჰემატომა მარცხენა წარბის არეში, რითაც მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დაახლოებით 9 წელია თ-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ----------–-----თან და ჰყავთ საერთო შვილები - 6 წლის დ-------–-----ი და 8 წლის ა-–------------–-----ი. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, დ----------–-----ი ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობს მეუღლეზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას.

 

ასევე 2019 წლის 17 იანვარს, თბილისში, ვ---------–-----------------------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ დ----------–-----სა და მის მეუღლეს - თ-----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას დ----------–-----მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რომელშიც ჭიქა ეჭირა. ეს უკანასკნელი სახლიდან გაქცევას შეეცადა, რა დროსაც დ----------–-----ი თმაში წვდა და მოქაჩვით ცდილობდა მის სახლში შეყვანას. დ----------–-----ის ქმედებების შედეგად, თ-----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ნახეთქი ჭრილობა თხემის არეში და ჰემატომა მარცხენა წარბის არეში, რითაც მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა დ----------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ დ----------–-----ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების დ-----------------ის, ბ---------------–---–ის, ზ----------–---–ის, გ--------------–-–---–ის, გ--–----–--ის და თ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დ----------–-----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთებს, თ-----------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციას, 2019 წლის 10 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ დ----------–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, - ქმედების ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ბრალდებულ დ----------–-----ის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი არ დადასტურებულა. ამის შესახებ არ საუბრობს არც დაზარალებული, მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში (რომელიც მხარეების მიერ უდავოდ არის გამხდარი), ასევე არც ბრალდებული. ასევე ბავშვის თანდასწრებით ქმედების ჩადენაზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს. ასევე თავად არასრულწლოვანი - დ-------–-----იც არ არის გამოკითხული ამ ფაქტების ირგვლივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ----------–-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, დ----------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დაახლოებით 9 წელია თ-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ----------–-----თან და ჰყავთ საერთო შვილები - 6 წლის დ-------–-----ი და 8 წლის ა-–------------–-----ი. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, დ----------–-----ი ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობს მეუღლეზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას, აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

ასევე 2019 წლის 17 იანვარს, თბილისში, ვ---------–-----------------------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ დ----------–-----სა და მის მეუღლეს - თ-----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას დ----------–-----მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რომელშიც ჭიქა ეჭირა. ეს უკანასკნელი სახლიდან გაქცევას შეეცადა, რა დროსაც დ----------–-----ი თმაში წვდა და მოქაჩვით ცდილობდა მის სახლში შეყვანას. დ----------–-----ის ქმედებების შედეგად, თ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ნახეთქი ჭრილობა თხემის არეში და ჰემატომა მარცხენა წარბის არეში, რითაც მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ----------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----------–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ჩაიდინა ჯანმრთლობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით) ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის დანიშვნის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც დ----------–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ექვს თვემდე ვადით, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ დ----------–-----ის მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ დ----------–-----ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილია დაზარალებულ თ-----------------–---–ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მასსა და ბრალდებულ დ----------–-----ს შორის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ამოწურულია, ბრალდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალი, იგი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მისთვის, შესაბამისად ითხოვს ბრალდებულის მიმართ განაჩენის გამოტანისას შემოიფარგლოს პირობითი მსჯავრით, რადგან მისი მეუღლის გარეშე ვერ შეძლებს შვილების აღზრდას. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----------–-----მა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, აღარ განმეორდება მსგავსი შემთხვევა.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, დ----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა ასევე ითვალისწინებს ქედების ჩადენის სპეციფიკას, ასევე იმ გარემოებას, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დ----------–-----ს დაუნიშნოს სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 531-ე, 59-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

დ----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დ----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 იანვრიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

დაზარალებულ თ-----------------–---–ისგან ამოღებული ჟაკეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თ-----------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

დ----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, კერძოდ, ორი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, სამი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, ასევე ერთი ცალი სანთებელა და ტყავის ბრელოკი მასზე ასხმული ექვსი ცალი გასაღებით, დალუქული N20 ლუქით, რომელიც ინახება თბილისში, ნ---------–--–----------–------------–--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–-----------------–----–-–------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე