გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3/159-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - სსიპ შ--------–----------------;
წარმომადგენელი - მ----------–--ე;
მოპასუხეები - შპს „მ-----–--–--“, ვ--–----------------ე, შპს „ნ----------–“, ლ-------–--–-–---–ი;
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ-----–--–--ს“, ვ--–----------------ის, შპს „ნ----------–“-ის, ლ-------------–--–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
მოსარჩელის განმარტებით, შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „მ-----–--–--ს“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 184262 ლარის ოდენობით.
შპს „ მ-----–--–--“ (ს/კ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/03/2016 წელი, იურიდიული მისამართი ვანი, ს--------------------------- ფაქტიური მისამართს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ჯართის მიმღები პუნქტები წარმოადგენს, საქმიანობის სფერო „საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორი არის ლ-------–--–-–---–ი (პ/ნ 1----------). ლ-------–--–-–---–ის განმარტებით იგი საზოგადოების მართვაში მონაწილეობას არ იღებს. საწარმოს ფაქტობრივ მართვას ახორციელებს მისი შვილი ვ--–----------------ე, ასევე გარკვეული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული ნ-----–--------------–--ისათვის. ლ-------–--–-–---–ი არის ერთპიროვნული მფლობელი ასევე შპს „ნ----------–-“-ში, რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 13 სექტემბრიდან. საზოგადოების ფაქტობრივრ მართვას ახორციელებს ვ--–----------------ე. შპს „ნ---------–-“ აქტიურ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა 2015 წლის აგვისტომდე. როგორც 2016 წლის დეკემბრის თვეში ამოწერილი დღგ-ს ანგარიშფაქტურიდან ირკვევა, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება DAF თვითმცლელი მიყიდა შპს „მ-----–---–--“-ს 50 000 ლარად. შპს „მ-----–--–--“-მ სამეურნეო საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ, ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელებამდე გაასხვისა ფიზიკურ პირზე 2017 წლის 13 ივნისს.
ვ--–----------------ის მიერ შპს „ნ----------–ი“-ს დაფუძნება, შემდგომ ამისა საწარმოში 100%-იანი წილის დედაზე - ლ-------–--–-–---–ზე გადაფორმება. საწარმოს აქტივების რეალიზაცია, მათ შორის ნაწილი ქონების შპს „მ-----–--–--“-ზე გადაცემა, რომლის დამფუძნებელი და მმართველი ფორმალურად ლ-------–--–-–---–ია, ხოლო ფაქტობრივად ვ--–----------------ე, ასევე ზემაღნიშნული საწარმოების მიერ აქტივების რეალიზაციისა და გადასახადების დეკლარირების შემდგომ საქმიანობის შეჩერება, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას, რის გამოც ვ--–----------------ე, ლ-------–--–-–---–ი, შპს „მ-----–--–--“ და შპს „ნ----------–-“ აღიარებული უნდა იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების განზრახვა შპს „მ-----–--–--“-ს რომ არ აქვს სჩანს მის მიერ ვალდებულების აღიარებაში. ის გარემოება, რომ ორი სხვადასხვა საზოგადოების დირექტორი ერთიდაიგივე პირი ლ-------–--–-–---–ია არ წარმოადგენს მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს. გარდა ამისა შპს „მ-----–--–--“-ს არანაირი მოძრავი ან უძრავი ქონება მოპასუხეებად დასახელებული პირებისათვის არ გადაუცია. შესაბამისად არ დასტურდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების შესრულებისათვის თავის არიდება იმდაგვარად, რომ გადასახადის გადამხდელის ქონება ფორმალურად ირიცხება სხვა პირის სახელზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. (იხ. შესაგებელი,მოპასუხის ახნა-განმარტება, 2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 18/03/2016) თანახმად, შპს „ მ-----–--–--“ (ს/კ 4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/03/2016 წელი, იურიდიული მისამართი ვანი, ს--------------------------- ფაქტიური მისამართს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ჯართის მიმღები პუნქტები წარმოადგენს, საქმიანობის სფერო „საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორი არის ლ-------–--–-–---–ი (პ/ნ 1----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 18/03/2016) (ს.ფ 24. );
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის სხდომის ოქმი)
3.1.2 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 13/11/2013) თანახმად, შპს ნ---------–“ (ს/კ 4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 13/09/2012 წელი, იურიდიული მისამართი ქობულეთი, დ------–-----–------------------- ; 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორი არის - ლ-------–--–-–---–ი (პ/ნ 1----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 13/11/2013) (ს.ფ. 27 ).
3.1.3. შპს „მ----–---–--“-ს საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს 2017 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაციით დარიცხული გადასახდელი თანხა 169 405 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
3.1.4 შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გამოცემულ იქნა №0------ ბრძანება შპს „მ-----–--–--“-ს (ს/ნ 4--------), ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი შ--------–----------------ს დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17 )
3.1.5. შპს „მ-----–--–--“-ს (ს/ნ 4--------), ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გამოცემული №0------ ბრძანების გაცნობის თარიღია 2017 წლის 07 აგვისტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის სხდომის ოქმი)
- წერილი შ--------–----------------ს დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17 )
3.1.6 შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „მ-----–--–--ს“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 184262 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 03 ნოემბრის N1----------- წერილი შ--------–----------------ს სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17-19).
3.1.7 სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, 2013 წლის 17 აპრილიდან 2016 წლის 30 დეკემბრამდე სატრანსპორტო საშუალება DAF 85 330 VIN: X----------------- ირიცხებოდა შპს „ნ---------–“-ის სახელზე. 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 13 ივნისამდე სატრანსპორტო საშუალება DAF 85 330 VIN: X----------------- სახელმწიფო სანომრე ნიშნით S-------- რეგისტრირებული იყო შპს „მ-----–--–--“-ს სახელზე 2017 წლის 13 ივნისს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შპს „მ-----–--–--“-სგან შეიძინა მოქალაქე ა-–-----------------–--ემ (პ/ნ 1----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 26)
- მხარეთა ახსნა განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის სხდომის ოქმი), ა-–-----------------–--ის განცხადება (ს.ფ. 36)
3.1.8 შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „მ-----–--–--“-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება რომლითაც შეიძლება უზრუველყოფილი ყოფილიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულება მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის არ გააჩნია და განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. 2017 წლის 03 ნოემბრის №1----------- წერილით შ--------–----------------ს დავების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად მიემართა სასამართლოსათვის - შპს „მ-----–--–--“-ს, ვ--–----------------ის, შპს „ნ----------–“-ის, ლ-------–--–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 03 ნოემბრის №1----------- წერილი შ--------–----------------ს დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17-19).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი შპს „მ-----–--–--“-ს, ვ--–----------------ის, შპს „ნ----------–“-ის, ლ-------–--–-–---–ის მიმართ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომლის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამომდინარეობს მოსარჩელის კანონისმიერი კომპეტენციიდან, რადგანაც საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას, რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
6.3 კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
6.4 საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
6.5 გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან.
6.6 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად აღიარებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
სასამართლო აღნიშნავს, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იქნება განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი:
1)პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან,2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ, ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.
ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს პირთა ცრუმაგიერობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ კომპანიებს არ გააჩნიათ რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ მოპასუხე საზოგადოებების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ერთი და იგივე პირი, მაგრამ აღნიშნული გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც შესაბამისად არ ქმნის მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.
ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ რამდენიმე საწარმოს ერთიდაიგივე დირექტორი და წილის მესაკუთრე ჰყავს არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უკრძალავს პირს, რომ დააარსოს რამდენიმე იურიდიული პირი, იყოს რამდენიმე საწარმოს დირექტორი და თუკი აღნიშნული იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, საწარმოს წარმოექმნება უფლება, რომ მიმართოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებებს, მაგრამ მოცემული ვერ გახდება იურიდიულ პირთა იდენტურობის დამადასტურებელი გარემოება. ამდენად, რამდენიმე იურიდიული პირის ერთიდაიგივე დამფუძნებელი/დირექტორის ყოფნა, დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები, ხოლო მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ისინი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, მაგრამ აღნიშნული საკითხის შესწავლა, კერძოდ, დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს განსახილველი ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან, რადგან, მართალია, ორივე შემთხვევაში წარმოიშვება მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, მაგრამ მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება, კერძოდ, ის რომ ის გარემოება, რომ შპს „ნ----------–-ს“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება შპს „მ-----–--–--“ ზე მოხდა 2016 წლის 30 დეკემბერს არ მიუთითებს შპს „მ-----–--–--“-ს და 7 შპს „ნ---------–“-ის საერთო მიზნით განხორციელებულ მოქმედებაზე გაერიდებინათ ქონება დავალიანების მქონე საწარმოდან, რათა საზოგადოებას თავი აერიდებინა როგორც ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის იმ პირობებში როცა შპს „მ-----–--–--“-ს საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა 2017 წელს, ხოლო შპს „ნ---------–“-ში სრული საგადასახადო შემოწმება დასრულდა 2017 წლის 31 ივლისს, რომლის შედეგები არ არის აღრიცხული გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გარდა ამისა შპს „ნ---------–“-ის დირექტორს კანონმდებლობა არ ანიჭებს უფლებამოსილებას და არ აკისრებს მოვალეობას ზედამხედველობა გაუწიოს შპს „მ-----–--–--“-ს, სამეწარმეო კონტროლს დაუქვემდებაროს ან მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო ვალდებულებების (გადასახადების დეკლარირება, დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა) შესახებ, მიუხედავად იმისა რომ ორივე საზოგადოებაში დირექტორი ერთი და იგივე პირია. ის გარემოება, რომ 2013 წლის 13 სექტემბრამდე შპს „ნიუ მეტალ“-ის 50 პროცენტიანი წილის მფლობელი ვ--–----------------ე შესაძლებელია იყოს ლ-------–--–-–---–ის შვილი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში ეხმარებოდა ლ-------–--–-–---–ს არ წარმოადგენს საფუძველს, რომელიც შპს „მ-----–--–--“-ს , შპს „ნ---------–“-ის, ლ-------–--–-–---–ის და ვ--–----------------ის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--------–---------------- ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) სამტრედიის რაიონულ სასამართლოს(მდებარე: სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1) მეშვეობით სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნონა ზარქუა