გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.05.2019
საქმის ნომერი
330310019002862559
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1340-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - მ-----–---------ა

წარმომადგენელი - ი-----–----–-----–---–-

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–-

 

მესამე პირები:

1. ნ------------–---

2. გ-------–---------- (კანონიერი წარმომადგენელი მ-----–---------ა)

3. მ---------------- (კანონიერი წარმომადგენელი მ-----–---------ა)

3. თ------------------ (კანონიერი წარმომადგენელი მ-----–---------ა)

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის N0------- ბრძანება, რომლითაც მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებული პირებს) უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ-----–---------ა და განაცხადით გათვალისწინებული პირები გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია:

 

მესამე პირების: გ-------–----------ს, მ----------------სა და თ------------------ს კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს მოსარჩელე მ-----–---------ა, ხოლო მესამე პირის - ნ------------–---ს პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია. მას წერილობითი შესაგებელი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მ-----–---------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს გ--------------------------------------------.

 

მ-----–---------ამ 2017 წლის 2 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განმცხადებლის ინფორმაციით, ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, დ----------------------------------------------. დევნილის რეგისტრაციის ნომერია 0--------. მან განსახლების ადგილად აირჩია ქ. თბილისი.

 

მოდულში - ინფორმაცია ოჯახის შესახებ (A) დაფიქსირდა, რომ მ-----–---------ა ცხოვრობს მეუღლესთან - ნ------------–---სთან და შვილებთან - გ-------–-----------------------თან ერთად. მ-----–---------ას დევნილის რეგისტრაციის ნომერია 0--------, ხოლო ნ------------–---ს, გ-------–-----------------------ის დევნილთა რეგისტრაციის ნომერი - 0--------. ამასთან, მ-----–---------ასთან ერთად, იმავე ნომრით არიან რეგისტრირებულები მისი მშობლები: ო----–------------ და გ---–------------.

 

მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B) დაფიქსირდა, რომ მ-----–---------ა არის უმუშევარი და ნ------------–--- - დიასახლისი. ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე, არ გააჩნია სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.

 

მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) მ-----–---------ამ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების უფლებით, ე.წ. ნაგირავებ ბინაში. გირავნობის თანხა შეადგენს 7000 აშშ დოლარს. ოჯახს, მის არცერთ წევრს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 17).

- მ-----–---------ას 2017 წლის 2 მარტის განაცხადი (ს.ფ. 110-111);

- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 112-119).

 

3.2. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 27 მაისს განხორციელდა განმცხადებლის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, დ----------------------------------------------, სადაც მ-----–---------ა მეუღლესთან (ნ------------–---) და შვილებთან (გ-------–----------, მ-----–---------ა) ერთად ცხოვრობდა, 2010 წლიდან. ბინა „ნაგირავები“ ჰქონდათ 6000 აშშ დოლარად. 2005-2009 წლებში ისინი ცხოვრობდნენ ნათესავებთან, მისამართზე: ქ. თბილისი, გ-----------–------–------------------. მათ შემოსავალს წარმოადგენს დევნილის შემწეობა 180 ლარის ოდენობით. მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე ოჯახი სრულად დახვდა.

 

მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ განმცხადებლის ოთხსულიანი ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს 180 ლარი; ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება; განმცხადებელს თანასაკუთრებაში გააჩნია ქ. თბილისში, ა-------–---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მისი განმარტებით, ი-----–----------–---–-- საკუთრებაა, თუმცა იგი 11 პირზეა გაფორმებული.

 

დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2017 წლის 14 ივნისს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მ--------–----------–----------–------------ში, მ-----–---------ას მამის საკუთრებაში არსებულ სახლში. ადგილზე დახვდა მამის ბიძაშვილი გ------------------, რომლის განმატებით, განმცხადებელმა სახლი დატოვა დაახლოებით 10 წლის წინ და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მითითებულ მისამართზე, იგი ჩადის ზაფხულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 120-125);

- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 14 ივნისის ოქმი (ს.ფ. 126).

 

3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 7 ნოემბრის №2--- ბრძანებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვას კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, თანასაკუთრებაში რეგისტრირებული ქონების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 7 ნოემბრის №2--- ბრძანება (ს.ფ. 49).

 

3.4. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 21 მაისს განხორციელდა განმცხადებლის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, დ--------------, გ-----------–------–-------------------ში, სადაც ოჯახი ცხოვრობს 2017 წლის 15 სექტემბრიდან, ქირის გარეშე, მამის ნათლულის ბინაში. ოჯახის წინა საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, მ-------------------------------. ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: თავად მ-----–---------ა, მეუღლე - ნ------------–---, შვილები: გ-------–----------, მ---------------- და თ------------------. თ------------------ დაიბადა 2018 წლის 4 მარტს და მასთან დაკავშირებით განცხადება არ არის დაწერილი. მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ მ-----–---------ა და მისი მეუღლე ნ------------–---, სამ შვილთან ერთად, ასევე, მ-----–---------ას მშობლები - გ---–------------ და ო----–------------. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ოჯახის ყველა წევრი, გარდა თავად განმცხადებლისა. ბინა წარმოადგენს გ--–-------–---–ის საკუთრებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ არის მეგობარი, მამის ნათლული. ეს უკანასკნელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ--–-----------------------ზე.

 

გ-------–---------- დაიბადა 2----–-–------------ს, მ---------------- - 2----–-–------------------------------------------------------ს, თ------------------ - 2----–-–-----------ს (აპლიკაციის შევსების შემდეგ).

 

მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება. მონიტორინგის მისამართზე არსებული ბინა ეკუთვნოდა განმცხადებლის ძმას - ა-----–-------------ს, რომელმაც გაასხვისა გ--–-------–---–ზე. მონიტორინგის დროს, განმცხადებლის სახელზე საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 133-138).

 

3.5. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ოჯახმა მიიღო 5 ქულა, კერძოდ, დანართი 6-ში (გარდა კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2,5 ქულა, თუ იგი შეავსებს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს“ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გარდა ქ. თბილისისა ან „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადს) - 2,5 ქულა, C1.1. საცხოვრებელის ფინანსური პირობები, ნაგირავები - 1,50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1,00 ქულა.

 

განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმაში დაფიქსირდა, რომ მ-----–---------ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მშობლები და ძმა. მან განაცხადი გააკეთა სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (ორგანიზებული 0--------) მეუღლესთან ნ------------–---სთან და ორ შვილთან ერთად. განმცხადებელს გააჩნია მშენებარე თანასაკუთრება, მისამართი: ქ. თბილისი, ა-------–---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმა (ს.ფ. 108-109).

 

3.6. მ-----–---------ამ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აცნობა, რომ მის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, ა-------–----------ში მდებარე მშენებარე ფართის მეთერთმეტედი წილი სასამართლომ დაუბრუნა კანონიერ მფლობელს. შესაბამისად, მან მიიჩნია, რომ არსებული ხარვეზი აღმოიფხვრა და მოითხოვა მისი საკითხის თავიდან შესწავლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-----–---------ას 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 29).

 

3.7. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმების თანახმად, ოჯახმა მიიღო 5 ქულა, კერძოდ, დანართი 6-ში (გარდა კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2,5 ქულა, თუ იგი შეავსებს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს“ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გარდა ქ. თბილისისა ან „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადს) - 2,5 ქულა, C1.1. საცხოვრებელის ფინანსური პირობები, ნაგირავები - 1,50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1,00 ქულა. C1.1. საცხოვრებელის ფინანსური პირობები, ნაგირავები - 1,50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1,00 ქულა.

 

შეფასების ფორმაში დაფიქსირდა, რომ მ-----–---------ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მშობლები და ძმა. მან განაცხადი გააკეთა სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (ორგანიზებული 0--------) მეუღლესთან ნ------------–---სთან და ორ შვილთან ერთად. განმცხადებელს გააჩნდა მშენებარე თანასაკუთრება, რომლის თანამესაკუთრედ იგი აღარ ფიქსირდებოდა 2018 წლის 4 ოქტომბრიდან, მისამართი: ქ. თბილისი, ა-------–---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმა (ს.ფ. 106-107).

 

3.8. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 20 ნოემბერს განხორციელდა განმცხადებლის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, დ--------------, გ-----------–------–-------------------ში, სადაც ოჯახი ცხოვრობს 2017 წლის 15 სექტემბრიდან, ქირის გარეშე, მამის ნათლულის ბინაში. ოჯახის წინა საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, მ-------------------------------. ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: განმცხადებელი - მ-----–---------ა, მეუღლე - ნ------------–---, შვილები: გ-------–----------, მ---------------- და თ------------------. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მ-----–---------ა, ნ------------–---, თ------------------, გ---–------------ და ო----–------------, ხოლო გ-------–-----------------------ი იმყოფებოდნენ საბავშვო ბაღში.

 

მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ საკუთრება, რომელიც იყო განმცხადებლის სახელზე (წარმოადგენდა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს), მიმდინარეობდა სასამართლო დავა, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, განმცხადებელი ამ უძრავი ქონების მესაკუთრე აღარ არის, ის დაუბრუნდა რეალურ მესაკუთრეს. მონიტორინგის დროისათვის, განმცხადებლის და მისი მეუღლის სახელზე ქონება არ ფიქსირდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 127-132).

 

3.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 26 ნოემბერს განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში), სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული განაცხადების განხილვა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის №4- სხდომის ოქმის თანახმად, მ-----–---------ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე - „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის №4- სხდომის ოქმი (ს.ფ. 100-105).

 

3.10. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების (ოქმი №4-) საფუძველზე, გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში, მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანება (ს.ფ. 99).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----–---------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც მ-----–---------ას ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ-----–---------ას სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). მითითებული წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება სააგენტოს დირექტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული წესის მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების წესებსა და პროცედურებს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის უფლებამოსილი დეპარტამენტები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებას და დანართი №5-ით დამტკიცებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარის შევსებას, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახების მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. წინასწარი შეფასების შემდეგ, განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით წარედგინა ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მის ქულაზე მოახდენდა ზეგავლენას. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, ასევე, შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებას. აღნიშნულის შედეგად მოძიებული ინფორმაცია ეგზავნებოდა კომისიას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების, განმცხადებლის საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას.

 

იდენტურად არეგულირებს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინა) შესყიდვის პროცედურას „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი, კერძოდ, მე-5 და მე-15 პუნქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მ-----–---------ამ 2017 წლის 2 იანვარს გააკეთა განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შეივსო კითხვარი, რომელშიც დაფიქსირდა, რომ განაცხადის გაკეთებისას, მ-----–---------ა მეუღლესთან, ნ------------–---სთან და შვილებთან: გ-------–-----------------------თან ერთად, ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, დ-----------------------------------------------. განმცხადებელი მშობლებთან: ო----–------------სთან და გ---–------------სთან ერთდ დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული იყო ნომრით 0--------, ხოლო განმცხადებლის მეუღლისა და შვილების დევნილთა რეგისტრაციის ნომერს წარმოადგენდა 0--------. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ოჯახი ცხოვრობდა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების უფლებით. ოჯახს, მის არცერთ წევრს, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 27 მაისს განხორციელდა განმცხადებლის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, დ----------------------------------------------, სადაც მ-----–---------ა მეუღლესთან (ნ------------–---) და შვილებთან (გ-------–----------, მ-----–---------ა) ერთად ცხოვრობდა, 2010 წლიდან, ე. წ. „ნაგირავებ“ ბინაში. 2005-2009 წლებში ისინი ცხოვრობდნენ ნათესავებთან, მისამართზე: ქ. თბილისი, გ-----------–------–------------------. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს დევნილის შემწეობა 180 ლარის ოდენობით; ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდებოდა; განმცხადებელს თანასაკუთრებაში ჰქონდა ქ. თბილისში, ა-------–----------ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 11 პირზე იყო გაფორმებული, თუმცა რეალურად მეგობრის საკუთრებას წარმოადგენდა.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 7 ნოემბრის №2--- ბრძანებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვას კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, თანასაკუთრებაში რეგისტრირებული ქონების გამო.

 

ასევე, დადგენილია, რომ მ-----–---------ამ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აცნობა, რომ მის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, ა-------–----------ში მდებარე მშენებარე ფართის მეთერთმეტედი წილი სასამართლომ დაუბრუნა კანონიერ მესაკუთრეს. შესაბამისად, მან მიიჩნია, რომ არსებული ხარვეზი აღმოიფხვრა და მოითხოვა მისი საკითხის თავიდან შესწავლა.

 

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმებში დაფიქსირდა, რომ მ-----–---------ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მშობლები და ძმა. მან განაცხადი გააკეთა სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (ორგანიზებული 0--------) მეუღლესთან ნ------------–---სთან და ორ შვილთან ერთად. განმცხადებელს გააჩნდა მშენებარე თანასაკუთრება, რომლის თანამესაკუთრედ იგი აღარ ფიქსირდებოდა 2018 წლის 4 ოქტომბრიდან, მისამართი: ქ. თბილისი, ა-------–---------.

 

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ოჯახმა მიიღო 5 ქულა, კერძოდ, დანართი 6-ში (გარდა კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2,5 ქულა, თუ იგი შეავსებს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს“ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გარდა ქ. თბილისისა ან „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადს) - 2,5 ქულა, C1.1. საცხოვრებელის ფინანსური პირობები, ნაგირავები - 1,50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1,00 ქულა.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 20 ნოემბერს განხორციელდა განმცხადებლის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, დ--------------, გ-----------–------–-------------------ში, სადაც ოჯახი ცხოვრობს 2017 წლის 15 სექტემბრიდან, ქირის გარეშე, მამის ნათლულის ბინაში. ოჯახის წინა საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, მ-------------------------------. ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: თავად მ-----–---------ა, მეუღლე - ნ------------–---, შვილები: გ-------–----------, მ---------------- და თ------------------. თ------------------ დაიბადა 2----–-–-----------ს. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მ-----–---------ა, ნ------------–--- და თ------------------, გ---–------------ და ო----–------------, ხოლო გ-------–-----------------------ი იმყოფებოდნენ საბავშვო ბაღში.

 

მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ საკუთრება, რომელიც იყო განმცხადებლის სახელზე (წარმოადგენდა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს), სასამართლო გადაწყვეტილებით გადაეცა მის რეალურ მესაკუთრეს, შესაბამისად, განმცხადებელი ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა. მონიტორინგის დროისათვის, განმცხადებლის და მისი მეუღლის სახელზე ქონება არ ფიქსირდებოდა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 26 ნოემბერს განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში), სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში შევსებული განაცხადების განხილვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის №4- სხდომის ოქმის თანახმად, მ-----–---------ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე - „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანებით, გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში, მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ-----–---------ა ოჯახით სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, ხოლო ბოლო მონიტორინგის დროს - ახლობლის ბინაში; ამასთან, განმცხადებლის ოჯახის არცერთ წევრს საკუთრება არ გააჩნია, ოჯახში არის სამი არასრულწლოვანი პირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის ოჯახი ცხოვრობს მამის ნათლულის - გ--–-------–---–ის საკუთრებაში. ამ უკანასკნელმა 2018 წლის 21 მაისს განხორციელებული მონიტორინგის დროს, თავად დაადასტურა მონიტორინგის ჯგუფთან საუბრისას. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი კონკრეტულ ფართში ცხოვრების სანაცვლოდ არ იხდის რაიმე სახის, მათ შორის, ქირის გადასახადს, ავტომატურად არ ადასტურებს განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობას. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ოჯახში არის სამი არასრულწლოვანი, ოჯახი ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობს თბილისი, დ--------------, გ-----------–------–------------------------ში და სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის შესახებ, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის საფუძვლით.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის №0------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის N0------- ბრძანება;

 

3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----–---------ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე