განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003057370
#1/15-19
(გამოძიების №065210319001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ეკატერინე მუკბანიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ------- მ-----–----
მამის სახელი: ი----;
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–--, ლ-------;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი: 2----------;
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, რაიონი - ლ-------, ქ----/მასივი - დ. ა----–------–-, სახლის/კორპუსის N--;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, რაიონი - ლ-------, ქ----/მასივი - დ. ა----–------–-, სახლის/კორპუსის N--;
ადვოკატი - ნ---- უ-------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტი 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - ბ------- ქ--------------
მამის სახელი: ოთარი;
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–--, გ---–-----–-;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;
პირადი ნომერი: 6----------;
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, რაიონი - გ---–-----–-, სოფელი - ამტყელი;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, რაიონი - ლ-------, ქ----/მასივი - თ----- მ-----:
ადვოკატი - ნ---- უ-------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტი 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ც-----–-, რ---------–-- ქ---- N---ში მდებარე ნ-------- კ-----–----- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებულ საძინებელში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდნენ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ------- მ-----–---- და ბ------- ქ--------------. მათი ქმედების შედეგად დაირღვა ნ-------- კ-----–-----, როგორც ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ც-----–-, რ---------–-- ქ---- N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში, დ------ მ-----–----- და ბ------- ქ--------------- ჩაიდინეს ძალადობა ც---- ზ------------ და მ---- კ-----–----- მიმართ.. კერძოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა უმიზეზოდ განაწყენებულებმა დ------ მ-----–----- და ბ------- ქ---------------, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სახის, თავისა და ტანის მიდამოებში როგორც ც---- ზ----------, ისე მ---- კ-----–----.
დ------ მ-----–----სა და ბ------- ქ--------------ს ქმედების შედეგად, ც---- ზ----------- და მ---- კ-----–----- განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
2..2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ც-----–-, რ---------–-- ქ---- N---ში მდებარე ნ-------- კ-----–----- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებულ საძინებელში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდნენ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ------- ქ-------------- და დ------- მ-----–----. მათი ქმედების შედეგად დაირღვა ნ-------- კ-----–-----, როგორც ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ც-----–-, რ---------–-- ქ---- N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქ----ში, ბ------- ქ--------------- და დ------ მ-----–----- ჩაიდინეს ძალადობა ც---- ზ------------ და მ---- კ-----–----- მიმართ.. კერძოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა უმიზეზოდ განაწყენებულებმა ბ------- ქ--------------- და დ------ მ-----–-----, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სახის, თავისა და ტანის მოდამოებში როგორც ც---- ზ----------, ისე მ---- კ-----–----.
ბ------- ქ--------------ს და დ------ მ-----–----ს ქმედების შედეგად, ც---- ზ----------- და მ---- კ-----–----- განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ------- მ-----–----ს მიერ, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
ბ------- ქ--------------ს მიერ, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 16 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 230-234).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. დ------ მ-----–----- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.ბ------- ქ--------------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
7.დაზარალებულ მ---- კ-----–----- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 მარტს ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 03 საათზე გააღვიძათ ძაღლის ყეფამ. უმცროსი და, მ---, საწოლიდან ადგა, რომ გაეგო ძაღლი ვის უყეფდა. დედასთან ერთად ეზოში გავიდა და დაინახა, რომ სახლის მეორე სართულიდან ჩამოდიოდა მათთვის უცნობი ორი ახალგაზრდა. დედა შეეკითხათ როგორ და რატომ შემოვიდნენ დაუკითხავად სახლში, როცა ჭიშკარი დაკეტილი იყო. ვის ეძებდნენ, მათ უპასუხეს, რომ ეძებდნენ ვიღაც ზ--------- და გ--------. ისინი იგინებოდნენ. დედამ განუმარტათ, რომ ასეთი არავინ იყო. სთხოვეს ეზოდან გადასულიყვნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა, დედას თავის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო მეორემ მას მოქაჩა თმებში და კისრის მიდამოში დაარტყა მუშტი. რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. სცადეს ეზოდან მათი გაყვანა. ქუჩაში გასვლის შემდეგ ისინი კვლავ იგინებოდნენ. ერთ-ერთი წავიდა მისკენ საცემრად, რა დროსაც დედა გადაეფარა. ამ უკანასკნელმა დედას ფეხი ჩაარტყა გულ-მკერდის მიდამოში. მას კი სახის მიდამოში, მარჯვენა თვალბუდის არეში ჩაარტყა ქვა. მეორე პიროვნებამ დედას ხელი დაარტყა სახის მიდამოში. რა დროსაც დედა წაიქცა და წაქცეულზე ფეხი დაარტყა წელის არეში. დედამ დაიწყო კივილი და მეზობლებს უხმო საშველად. მან კი ტელეფონით შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ. კივილის ხმაზე გამოიხედა მეზობელმა შ------- ხ-–---------. თავდამსხმელებს ფ------------- ჭიშკართან ეყენათ რ---- ფერის ტ--------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Z-------, რომლითაც გაიქცნენ პოლიციაში დარეკვის შემდეგ. პოლიცია მივიდა და მათი მანქანით დაედევნენ. მ–---- თ---------- აღმოაჩინეს მანქანა და დადგინდა, რომ პიროვნება კაპიშონიანი მოსასხამით იყო ბ------ ქ--------------, ხოლო დუტის ქურთუკითა და ჯინსის შარვლით შემოსილი დ------ მ-----–----(მ---- კ-----–----- დაკითხვის ოქმები, ს.ფ. 13-15; 179-180);
.
8.დაზარალებულ ც---- ზ----------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 მარტს, მეუღლესთან - ნ-------- კ-----–-------, შვილებთან - მ--- და მ---- კ-----–--------- ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 03 საათზე გააღვიძათ ძაღლის ყეფამ. მ---, საწოლიდან ადგა, რომ გაეგო რა ხდებოდა. უთხრა, რომ მამასთან ვიღაც საუბრობდა. ის და მ----ც ადგნენ და ეზოში ჩავიდნენ, ვინაიდან შეეშინდათ. დაინახა, რომ სახლის მეორე სართულიდან ჩამოდიოდა მათთვის უცნობი ორი ახალგაზრდა. შეეკითხა რატომ შევიდნენ დაუკითხავად სახლში, როცა ჭიშკარი დაკეტილი იყო. ვის ეძებდნენ, მათ უპასუხეს, რომ ეძებდნენ ვიღაც ზ--------- და გ--------. განუმარტა, რომ ასეთი არავინ იყო. კარი გააღო და მოუწოდათ ეზოდან გასულიყვნენ. რა დროსაც დაიწყეს გინება, პიროვნებამ კაპიშონიანი ტანსაცმლით, თავის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ძლიერი ტკივილი იგრძნო. ხოლო მეორემ მ----ს მოქაჩა თმებში და კისრის მიდამოში დაარტყა მუშტი. ქუჩაში გასვლის შემდეგ ისინი კვლავ იგინებოდნენ. კაპიშონიანი პიროვნება წავიდა მ----სკენ საცემრად, რა დროსაც შვილს გადაეფარა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფეხი ჩაარტყა გულ-მკერდის მიდამოში. მ----ს კი სახის მიდამოში, მარჯვენა თვალბუდის არეში ჩაარტყა ქვა. მეორე პიროვნებამ, რომელსაც ეცვა შავი ფერის დუტის ქურთუკი, გაშლილი ხელი დაარტყა სახის მიდამოში. რის გამოც წაიქცა და წაქცეულზე ფეხი დაარტყა წელის არეში. დაიწყო კივილი და მეზობლებს უხმო დასახმარებლად. მ----ს უთხრა პოლიციაში დაერეკა. კივილის ხმაზე გამოიხედა მეზობელმა შ------- ხ-–---------. თავდამსხმელებს ჰყავდათ ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Z-------, რომლითაც გაიქცნენ პოლიციაში დარეკვის შემდეგ. პოლიცია მივიდა და მათი მანქანით დაედევნენ. მ–---- თ---------- აღმოაჩინეს მანქანა და დადგინდა, რომ პიროვნება კაპიშონიანი მოსასხამით იყო ბ------ ქ--------------, ხოლო დუტის ქურთუკითა და ჯინსის შარვლით შემოსილი დ------ მ-----–----(ც---- ზ----------- დაკითხვის ოქმები, ს.ფ.10-1-; 173-174 );
9.დაზარალებულ ნ-------- კ-----–----- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 მარტს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მეუღლე და შვილები ისვენებდნენ ე.წ. ,,კუხნა-სახლში“, ხოლო პირადად იწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. დაახლოებით 0-- გააღვიძა მისი საძინებელი ოთახის კარის ხმამ. ოთახში შევიდა ორი ბიჭი. შუქი არ აუნთია და სახეზე კარგად ვერ შეხედა. ერთ-ერთი იყო უფრო დაბალი. არც ერთ მათგანს არ იცნობს. ეძებდნენ ვინმე გ--------. უთხრა, რომ ასეთს არ იცნობდა. ამ დროს ოთახში ძაღლი შევარდა და დაუწყოთ ყეფა. ძაღლის ყეფით გაბრაზებულებმა დაიწყეს ხმამაღლა გინება. ფეხების ტკივილის გამო გადაადგილება უჭირს და სწრაფად ვერ ადგა. ეზოში ჩასულებს მისი ცოლ-შვილი გამოელაპარაკა. ესმოდა როგორ იგინებოდნენ. აივანზე გავიდა, დაინახა, როგორ გადაეფარა მისი მეუღლე ც---- შვილს - მ----ს, რომ დაეცვა ქვის დარტყმისაგან, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი ურტყამდა. დაარტყეს ც----საც შემდეგ კი პოლიცია მივიდა. ( ნ-------- კ-----–----- დაკითხვის ოქმი, ს.ფ.146-148);
10.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 მარტის N--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე მ---- კ-----–---- სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით.
დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.70-73);
11. .სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 მარტის N--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე ც---- ზ---------- სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ. 79-80);
12. დ------- მ-----–----სა და ბ------- ქ--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა სახით დაკითხული ა-–---–- კ-----–-----, ნ-------- კ-----–-----, მ-----------–------ მ--- კ-----–-----, მ------ ჩ-------------–----------–--------ს გამოკითხვის ოქმებით, დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; ბ------ ქ--------------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; დ------ მ-----–----ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; ც---- ზ----------- ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; მ---- კ-----–----- ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ბ------ ქ--------------ს მონაწილეობით და ფოტოილუსტრაციით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დ------ მ-----–----ს მონაწილეობით და ფოტოილუსტრაციით; დადგენილებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ც---- ზ----------- მიმართ; დადგენილებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მ---- კ-----–----- მიმართ; საქმეზე დართული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვის ნატეხებითა და აგურით; ცნობით შპს ,,-----------------------------------–------–------------ ბ------ ქ--------------ს მიმართ; ცნობით შპს ,,-----------------------------------–------–------------ დ------ მ-----–----ს მიმართ; ბ------ ქ--------------ს ნასამართლობის ცნობით; ბ------ ქ--------------ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; დ------ მ-----–----ს ნასამართლობის ცნობით; დ------ მ-----–----ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტო-ცხრილით; შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - ფორმა N1; მიმართვებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს; ბ------- ქ--------------ს ალკოტესტზე შემოწმების ოქმით და ქვითრით; დ------ მ-----–----ს ალკოტესტზე შემოწმების ოქმით და ქვითრით; ბ------ ქ--------------ს განცხადებით; დ------ მ-----–----ს განცხადებით; მიმართვით შპს ,,ქ----------------------------------–------–-------------“; მიმართვით ც------- რაიონული საავადმყოფოსადმი; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი; დადგენილებით ც---- ზ----------- დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით; დადგენილებით მ---- ზ----------- დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით; ბ------ ქ--------------ს ხელწერილით; დ------ მ-----–----ს ხელწერილით; ც---- ზ----------- ხელწერილით; მ---- კ-----–----- ხელწერილით; დადგენილებით ბ------- ქ--------------ს ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; დადგენილებით დ------ მ-----–----ს ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ც---- ზ------------ და მ---- კ----–----- ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა დ------- მ-----–----- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებულმა ბ------- ქ--------------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ;
ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.
სამართლებრივი შეფასება:
14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ------- მ-----–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ბრალდებულმა ბ------- ქ---------------, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15.დ------- მ-----–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
16.დ------- მ-----–----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი) შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
17.ბ------- ქ-------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
18.ბ------- ქ--------------ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლევი), შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ------- მ-----–---- და ბ------- ქ-------------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულთათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ დ------- მ-----–----სა და ბ------- ქ--------------ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დ------- მ-----–----სა და ბ------- ქ--------------ს მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასა და განსაზღვრული ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული დ------- მ-----–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ------- მ-----–---- მოსახდელად დარჩეს . ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1(ერთი) წლის ვადით; ;
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ დ------- მ-----–----ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ დ------- მ-----–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
4.ბრალდებული ბ------- ქ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ------ ქ-------------- მოსახდელად დარჩეს . ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 1(ერთი) წლის ვადით;
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ბ------- ქ--------------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.გაუქმდეს ბრალდებულ ბ------- ქ--------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
7.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვის ნატეხები და აგური, რომელიც ინახება ც------- რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი