განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN1/667-19 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ _ გ-------–---–---------
ბრალდებულ _ ა----------------------
ადვოკატების _ ვ----–----------------–-------------------- მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა---------------–-------------------- (დაბადებული------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-------–------------------------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–--------------------- საათზე, შ------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------------------–---- თანამშრომლის მიერ ა--------------------- მიმართ გამოიცა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ა-------------------- 30 დღით,------–-–---------------–-----, აეკრძალა მ---------–---–თან, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიახლოება, მის სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც იგი იმყოფებოდა. აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, ა--------------------------–-–--------------, დაახლოებით------ საათზე მივიდა და მიუახლოვდა მ---------–---–ს საცხოვრებელ სახლთან, მდებარე------–------------------------------------------------------------------------------–- და ასევე იმავე დღეს დაუკავშირდა მობილური ტელეფონით.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ---------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმე გ---------------- ჩვენებით,------–-–-------------- მიღებული იქნა შეტყობინება მ---------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხული იქნა მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა ა--------------------- მხრიდან მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც ა--------------------- მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. ა-------------------- პირადად გააცნო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადასცა ორდერის ასლი, თუმცა მიუხედავად ამისა, იმავე დღეს, დაახლოებით 30 წუთში დაუკავშირდა მ---------–---–ი, რომელმაც აცნობა, რომ ა-------------------- კვლავ იმყოფებოდა მის სახლთან, უკავშირდებოდა მობილური ტელეფონით და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას. მოწმის განმარტებით, ა-------------------- რომელ საათზე გააცნო შემაკავებელი ორდერის პირობები და როდის გადასცა მას ორდერის ასლი პასუხის გაცემა უჭირს, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული არ აქვს. მოწმე ასევე ვერ იხსენებს საღამოს საათებში მას ნამდვილად დაუკავშირდა თუ არა ა-------------------- და უთხრა თუ არა, რომ მ---------–---–თან შემთხვევით გაეგზავნა ზარი და ამის გ-----–------------------------------–-------------- შემაკავებელი ორდერის თანახმად,------–-–--------------, ა--------------------- მხრიდან მ---------–---–--- განხორციელებული ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობის ფაქტზე, ა--------------------- მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-------------------- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა------–-–-------------------- საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი “--------------------------- ფირმის მობილური ტელეფონები.
მ---------–---–ის 2----–-–---------------–-- განცხადებით, იგი ითხოვს ა--------------------- მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი და უთითებს, რომ ა--------------------- მიერ მის ტელეფონზე ზარის განხორციელების დროს მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია არ შემდგარა.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ---------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი „----------- ფირმის მობილური ტელეფონი. პროგრამა “-------–-------- საათზე აღნიშნულია, რომ მ---------–---–ის ტელეფონის ნომერზე---------- შესულია შემავალი ზარი მობილური ტელეფონის ნომრიდან----------. ეკრანის ანაბეჭდებში, ე.წ. (სკრინშოტში) ასახულია თარიღი------------ 22:34 საათი, ტექსტი არის ინგლისური ასოებით დაწერილი, რომ დ--------------------------------------–--–-, ასევე მეორე შეტყობინებაში ასახულია თარიღი ------------------ საათი, ტექსტით --------------------------------------–----------------------–----------–-–---------–---------------------–--------------–, ასევე მესამე შეტყობინებაში მითითებულია თარიღი------------ დრო------ საათი, ტექსტი არის ინგლისური ასოებით დაწერილი------- უგზავნი. ასევე ასახულია მამაკაცის ფოტოსურათი, რომელიც მ---------–---–ის განმარტებით არის ა-------------------- და ფოტოზე შუა ადგილას ინგლისური ასოებით არის წარწერა: ც--------------–------------------------------------–---------------------------------------–----–--------–----
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ა--------------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ა--------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით კრიმინალიზებულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ა--------------------- მიერ------–-–-------------- შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა შემდეგ გარემოებათა გამო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების --------- შემაკავებელი ორდერის თანახმად,------–-–--------------, მ---------–---–--- განხორციელებული ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობის ფაქტზე, ა--------------------- მიმართ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა და ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
საქმის მასალების მიხედვით, მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერის პირობების და ვალდებულებების ა--------------------- მხრიდან დარღვევის ფაქტს არის თავად დაზარალებული მ---------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა შემაკავებელი ორდერის შემდგენი მართლწესრიგის დაცვის ოფიცერი გ---------------, რომელმაც დაადასტურა------–-–-------------- მ---------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ა--------------------- მიმართ შემაკავებელი ორდერის შედგენის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული ორდერით მოძალადეს აეკრძალა, როგორც მსხვერპლთან მიახლოება, ისე მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. ა-------------------- პირადად გააცნო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადასცა ორდერის ასლი, თუმცა მიუხედავად ამისა, იმავე დღეს, დაახლოებით 30 წუთში, მსხვერპლის მოთხოვნით, რომ ბრალდებული იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და უკავშირდებოდა ტელეფონით, ა--------------------- მიმართ დაწყებული იქნა გამოძიება იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს და სრულად იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ შემაკავებელი ორდერი ა--------------------- მიმართ შედგენილი იქნა------–-–--------------, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო კონკრეტულად დროის რა პერიოდში გაეცნო ა-------------------- მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და რა დროიდან გახდა მისთვის ცნობილი-------- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და აკრძალვების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, იმის უტყუარად მტკიცება, რომ ა--------------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობას, იმ პირობებში, როდესაც თავად შემაკავებელი ორდერის დოკუმენტით არ დასტურდება კონკრეტული დრო, საიდანაც ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა მისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე, მხოლოდ ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ა--------------------- მას შემდეგ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, საქმეში წარმოდგენილ-----------–---–-- 2----–-–----------------–-, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების შინაარსზე, რითაც დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა--------------------- მობილური ტელეფონის ნომრიდან შემავალი ზარი დაფიქსირდა მ---------–---–ის მობილურ ტელეფონზე, მათ შორის კონტაქტი არ შემდგარა და სატელეფონო კომუნიკაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი ხასიათის უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ა--------------------- მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ა--------------------- ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა--------------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ა-------------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-------------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის------–-–------------ საოქმო განჩინებით, ა--------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ ა-------------------- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საქმეზე სართული საგნები და ნივთები: ა--------------------- მობილური ტელეფონები, რაც ინახება შ-----------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ა--------------------, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი