განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
060100119003005706
დავის ტიპი
126
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/68-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--- გო–---.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რე---- და--–---–--ე.

მამის სახელი: რე----ი.

დაბადებული: 3-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

რეგისტრირებული: ოჩამჩირე სოფელი კი-----ი.

მცხოვრები: ქ. სამტრედია, დ-------–-----–---------------------–-.

 

ადვოკატი - თე----- ჟ-----.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა (რე---- და--–---–--ე):

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 აპრილს, დახლოებით 16:00 საათზე, ქ. სამტრედიაში რე------–--ის ქუჩა N86/1-ში მდებარე ლ---- პა---------აიას საცხოვრებელ სახლში მივიდა ამ უკანასკნელის ძმა რე---- და--–---–--ე, რომელმაც გენდერის ნიშნით, კერძოდ იმის გამო, რომ ლ---- პა---------აიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა შ------ ხე–-------თან, ყელში ხელი წაუჭირა მას, რის შემდგაც ხელი დაარტყა სახის არეში. ყოველივე აღნიშნულით ლ---- პა---------აიამ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რე---- და--–---–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ჯა-------ამ განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, რე------–--ის ქუჩის N86-ში საერთო საცხოვრებელში. ლ---- პა---------აია არის მისი მეზობელი. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა მეზობელთან, ლ---- ბუ-----ესთნ. გაიგონეს ხმაური და გავიდნენ გარეთ. ლ. პა---------აია ყვიროდა, იყო გაბრაზებული. სხვა ვინმე, მათ შორის რ. და--–---–--ე მას იქ არ დაუნახავს. გარედან გაიგონეს მანქანის ხმა, რომელიც წავიდა. ლ----ს ტუჩზე ემჩნეოდა პატარა ნაკაწრი. ლ. პა---------აიამ თქვა, რომ იჩხუბეს, თუმცა ცემა არ უხსენებია.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ბუ-----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, რე------–--ის ქუჩის N86-ში საერთო საცხოვრებელში. ლ---- პა---------აია არის მისი მეზობელი. იცის რომ რე---- და--–---–--ე არის ლ----ს ძმა. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სახლში. მასთან მივიდა მისი მეზობელი ლ---- ბუ-----ე. გაიგონეს კივილის ხმა და გავიდნენ გარეთ. ლ. პა---------აიამ უთხრა, რომ ცემა ძმამ. ტუჩთან ეტყობოდა ნაფხაჭნი. ლ---- იყო მარტო და რ. და--–---–--ე მას იქ არ დაუნახავს.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე(დაზარალებული) ლ---- პა---------აიამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რე---- და--–---–--ის მიმართ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

2.4. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რე---- და--–---–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თა-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ ლ. პა---------აიას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ ზვ---- თე-----ის დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლმა ზვ---- თე-----ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 19 აპრილს გამოძიება დაიწყო ლ---- პა---------აიას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ძმამ მიაყენა მსუბუქი დაზიანებები. მან გამოკითხა ლ. პა---------აია და რ. და--–---–--ე. ასევე მოწმეები. ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შემაკავებელი ორდერი გამოსცა უბნის ინსპექტორმა, რომელიც სასამართლომ გააუქმა.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მი----– ნა-------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 19 აპრილს მას დაურეკა ლ. პა---------აიამ, უთხრა, რომ ძმამ ცემა და მოითხოვა მისულიყო მასთან. მან ფაქტის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას და მივიდა. ლ. უპა---------აიამ მას უთხრა, რომ სახლში მიუვარდა ძმა, რომელმაც ხელი დაარტყა სახეში და კისერში მოუჭირა ხელი.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხვ--- ზუ-------მა განაცხადა, რომ 2019 წლის 19 აპრილს, რ. და--–---–--ე მისივე თხოვნით წაიყვანა დედასთან კულაშში, საიდანაც წამოვიდნენ ისევ სამტრედიაში. გზად რ. და--–---–--ემ თხოვა, რომ შეივლ---- მის დასთან. მან მანქანა გააჩერა კორპუსთან. რ. და--–---–--ე შევიდა ბინაში, თვითონ კი მანქანაში ელოდებოდა. რე----ი გამოვიდა დაახლოებით 10 წუთში და წამოვიდნენ სამტრედიაში, სადაც დატოვა კიდეც რ. და--–---–--ე. რე----იმ თქვა, რომ ჰქონდა ოჯახური უსიამოვნება, თუმცა იგი დეტალებს არ ჩაძიებია.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 19.04.19წ. 22:35-22:49სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ---- პა---------აიას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

(ს.ფ. 09–12).

 

2.10. 2019 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედია, რე------–--ის ქ. N86/1-ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე საგანი ან ნივთი ნაპოვნი ან ამოღებული არ ყოფილა.

 

(ს.ფ. 38–46).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რე---- და--–---–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. რე---- და--–---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ „...გენდერის ნიშნით, კერძოდ იმის გამო, რომ ლ---- პა---------აიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა შ------ ხე–-------თან, ყელში ხელი წაუჭირა მას, რის შემდგაც ხელი დაარტყა სახის არეში. ყოველივე აღნიშნულით ლ---- პა---------აიამ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.“.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულ----ნ გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ---- პა---------აიამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რე---- და--–---–--ის მიმართ.

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს.

 

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.14. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.15. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.16. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“

 

3.17. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რე---- და--–---–--ის მიერ ლ---- პა---------აიას მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

 

3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.23. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რე---- და--–---–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რე---- და--–---–--ის ბრალეულობაში.

 

3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რე---- და--–---–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რე---- და--–---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

გაუქმდეს რე---- და--–---–--ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 22 აპრილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს თე---ა ბე----ეს (პ/ნ.6----------).

 

განემარტოს გამართლებულ რე---- და--–---–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი