განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100118002628520
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N1/4097-18

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - დ----- შ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

ნ------- გ------ - დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ------–--ის ქუჩა, კ----------------------.

 

ადვოკატი - ი----- ნ-------–---–ი

 

კვალიფიკაცია:

ნ------- გ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (რვა ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2006 წელს ნ------- გ------მ სხვა პირებთან ერთად დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დ---------“, რომლის თავმჯდომარე იყო თვითონ. ამხანაგობის დებულებიდან გამომდინარე ნ------- გ------ კისრულობდა ქ.თბილისში ფ----------------ში აეშენებინა თორმეტსართულიანი კორპუსი, რომლის ექსპლუატაციაში მიღებას, შემდგომში ფართების განშლასა და საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციას ამხანაგობის წევრებზე კისრულობდა თავად, ხოლო ამხანაგობის წევრები ვალდებულნი იყვნენ მათ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გაწერილი გრაფიკით შეეტანათ ფულადი თანხა, რომლის ოდენობაც განსაზღვრული იყო მათ მიერ შესასყიდი საცხოვრებელი ფართების ოდენობაზე. ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ნ------- გ------ს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება ყველა სახის იურიდიული მოქმედება ჩაეტარებინა ერთპიროვნულად, ამხანაგობის სახელით. 2008 წლის მარტის თვეში მ------ ყ------–---–მა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან 52000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 100 კვადრატული მეტრი, საიდენტიფიკაციო კოდით N: 0--------------------------- ხელშეკრულების მიხედვით ბინა მდებარეობდა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მესამე სართულზე. მ------ ყ------–---–მა იმავე დღეს ნ------- გ------ს მითითებით ,,---------’’ ბანკის წ-------–ის გ-------ზე არსებულ ფილიალში, ნ------- გ------ს ვაჟის მ----- გ------ს ანგარიშზე შეიტანა თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენი თანხა 24 500 აშშ დოლარი გადასცა პირადად, რაზედაც ნ------- გ------მ გამოწერა სალაროს შემოსავლების ორდერი და დაამოწმა თავისივე ხელმოწერით და ამხანაგობის ბეჭდით. მ------ ყ------–---–მა კორპუსის შენების შემდგომ რამდენჯერმე სთხოვა ნ------- გ------ს დაერეგისტრირებინა ფართი საჯარო რეესტრში მის სახელზე, მაგრამ ნ------- გ------ ატყუებდა, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ფართს ვერ დაარეგისტრირებდა. 2016 წლის 6 აპრილს ნ------- გ------მ ისარგებლა რა მ------ ყ------–---–ის ნდობითა და იმ გარემოებით, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა მ------ ყ------–---–ის ფართის მართლსაწინააღმდეგო გზით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ------- გ------მ აღნიშნული ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა კორპუსის მშენებლობის ზედამხედველს ბ------ გ-----------ს, რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით ხ------- ო---–---–ის სასარგებლოდ 15 000 აშშ დოლარად, მიღებული თანხა კი გადასცა ნ------- გ------ს. 0----.2017 წელს თბილისის ი------–--------–ში ბინა დარეგისტრირდა ა-------------ის სახელზე, რომელმაც, თავის მხრივ, სადაო ფართი გადააფორმა გ------- ქ-----–-–---–ზე. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, მ------ ყ------–---–ის საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით. ნ------- გ------ს დანაშაულებრივი ქმედებით მ------ ყ------–---–ს მიადგა 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2007 წლის 9 აგვისტოს უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, ა----–--- ხ-----–-------მ ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 75 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდით N 0-------------------------, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ნ----- გ--------თან, ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ში. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ა----–--- ხ-----–-------ს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა მისი ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მოატყუა მას, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული ფართს ვერ დაარეგისტრირებდა, თუმცა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ------- გ------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილს მ----- გ------ს, რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით გ--–- მ-----–---–ისა და ნ---- ქ---------ის სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. ვინაიდან, ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ა----–--- ხ-----–-------ს საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ა----–--- ხ-----–-------ს მიადგა 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.3. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2012 წლის 14 თებერვალს, ს----- ბ-------ემ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან 40 000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 80 კვადრატული მეტრი, (ს/კ N 0-------------------------); ხელშეკრულების მიხედვით, ბინა მდებარეობდა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მეათე სართულზე. ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, 2016 წლის 5 სექტემბერს განიზრახა ს----- ბ-------ის ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ატყუებდა მას, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული ფართს ვერ დაარეგისტრირებდა, თუმცა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ------- გ------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილის გ------- გ------ს, რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით გ---- მ------–-–---–ის და ნ---- ქ---------ის სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ს----- ბ-------ის საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ს----- ბ-------ეს მიადგა 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.4. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2009 წლის 24 თებერვალს ფ-------–- კ-------ეს და ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------ს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ნ------- გ------ იღებდა ვალდებულებას ფ-------–- კ-------ისათვის, როგორც მიწის მესაკუთრისათვის, მის მიერ აშენებული კორპუსის პ------– სადარბაზოში მე-3 სართულზე, ბინა N---ში განთავსებული 80 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემის, საკადასტრო კოდით N0-------------------------. 2016 წლის 6 იანვარს ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, განიზრახა ფ-------–- კ-------ის ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ------- გ------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ-------–- კ-------ისათვის ხელშეკრულებით გადაცემული საცხოვრებელი ბინა გადააფორმა მისი შვილიშვილის გ------- გ------ს სახელზე, რის შემდგომაც იმავე დღეს კერძო იპოთეკარებთან ნ---- მ-----–---–თან და ე----- ყ---------ესთან გააფორმა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება და ფ--------------ში არსებული მშენებარე კორპუსის პ------– სადარბაზოში, მე-3 სართული, ბინა N---ი დატვირთა იპოთეკით, რის სანაცვლოდაც გ------- გ------ს გადაუხადეს 18 000 აშშ დოლარი. 2017 წლის აგვისტოს თვეში ფ-------–- კ-------ესათვის ცნობილი გახდა, რომ მისი ბინა იყო იპოთეკით დატვირთული, ხოლო კერძო იპოთეკარები ახდენდნენ ხსენებული ბინის აუქციონის წესით გაყიდვას, რადგან გ------- გ------ ვერ ასრულებდა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. 2017 წლის აგვისტოს ფ-------–- კ-------ე გარდაიცვალა. მისმა ძმის შვილმა, ი---- კ-------ემ აღნიშნული ბინის გადაფორმების შემდეგ დააგირავა იგი კერძო პირზე 20 000 აშშ დოლარად და კერძო იპოთეკარებს ნ---- მ-----–---–ს და ე----- ყ---------ეს გადაუხადა 18 000 აშშ დოლარი, რომლებმაც, თავის მხრივ, გააუქმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც ი---- კ-------ეს მიადგა 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.5. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2008 წლის 1 მაისს, ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ამხანაგობის თავმჯდომარე ნ------- გ------სთან ლ--–--------–---–მა სანოტარო წესით გააფორმა სამი ხელშეკრულება, უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, კერძოდ: 1) N1----- სანოტარო აქტის საფუძველზე, ამხანაგობას გადასცა თავისი საცხოვრებელი ფართი, რის სანაცვლოდაც ხელშეკრულების საფუძველზე, ასაშენებელი სახლის მე-3 სადარბაზოს, მე-5 სართულზე უნდა მიეღო 180 კვ.მ საერთო ფართის გარემონტებული ბინა - 1)საკადასტრო კოდით 0-------------------------; 2) 0--------------------------- 3) 0-------------------------, ასევე, თბილისში, ფ-----ს ქუჩა N------ საკადასტრო კოდით 0-------------------------. 2015 წლის 19 აგვისტოს ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ლ--–--------–---–ს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა ლ--–--------–---–ის ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ------- გ------მ ფართი 186 კვ.მ. ოდენობით 2015 წლის 19 აგვისტოს საკუთარ თავთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე საკუთრების უფლებით, რომელიც შემდგომ გაყიდა დ----- ა------–---–ზე. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ფართი დააიპოთეკა ლ---- ლ---–-–---–ის სასარგებლოდ 18 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ლ--–--------–---–ის საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ლ--–--------–---–ს მიადგა 303 000 (სამას სამიათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.6. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2011 წლის 12 იანვარს ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სა და ზ---- ღ-----–---–ს შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ზ---- ღ-----–---–მა 30 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თბილისში, ფ-----ს ქუჩა N---ში არსებულ მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულზე განთავსებული 75 კვ.მ შავი კარკასის მდგომარეობაში. საკადასტრო კოდით 0-------------------------- 2016 წელს ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარემ ნ------- გ------მ ზ---- ღ-----–---–ისათვის მიყიდული ბინა დატვირთა იპოთეკით კერძო იპოთეკარ ლ---- ლ---–-–---–თან, რის სანაცვლოდაც მიიღო 18 000 აშშ დოლარი, რის შემდგომაც ნ------- გ------მ არ შეასრულა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 9 იანვარს აღნიშნული ბინა გაყიდა თ-------- შ-----ზე 32 000 აშშ დოლარად, საიდანაც 21 000 დოლარი თ-------- შ-----მ გადაუხადა კერძო იპოთეკარ ლ---- ლ---–-–---–ს, ხოლო 11 000 აშშ დოლარი გადაუხადა ნ------- გ------ს. აღნიშნული ქმედებით ზ---- ღ-----–---–ს მიადგა 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.7. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2013 წლის 4 ივლისს ლ--–- ლ----------მ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდ მენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯომარე ნ------- გ------სგან 35 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თბილისი, ფ-----ს ქუჩა N---ში, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა N--- საკადასტრო კოდით 0-------------------------; 2016 წლის 13 სექტემბერს ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ ლ--–- ლ----------ს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში განიზრახა ლ--–- ლ----------ს ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ------- გ------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილს გ------- გ------ს, რომელმაც ნ------- გ------ს მოთხოვნით 2016 წლის 15 სექტემბერს ბინა დატვირთა იპოთეკით ბ--–- ო----–-–---–ის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარად. ამ დროს კი ლ--–- ლ----------ს ატყუებდა, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული ფართს ვერ დაარეგისტრირებდა მის სახელზე. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, ლ--–- ლ----------ს საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით. აღნიშნული ქმედებით ლ--–- ლ----------ს მიადგა 127 000 (ასოცდაშვიდი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.8. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ქ-----–-–---–მა ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 105 კვადრატული მეტრი (საკადასტრო კოდით 0-------------------------), თუმცა მხარეთა შორის წერილობით ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ არ გაფორმებულა. გ------- ქ-----–-–---–მა 2009 წლის 17 აგვისტოს ნ------- გ------ს გადასცა თანხა 7000 აშშ დოლარის ოდენობით და შეთანხმებისამებრ წლების განმავლობაში უხდიდა თანხებს. საბოლოოდ, ნ------- გ------სთვის გადაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 38 000 აშშ დოლარი. ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ გ------- ქ-----–-–---–თან არ აკავშირებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და არც უძრავი ქონება იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში მის სახელზე, მოატყუა გ------- ქ-----–-–---–ი, რომ ბინას გადაუფორმებდა მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა იმ სართულის მშენებლობა, რომელზედაც განთავსებული იქნებოდა მისი კუთვნილი ბინა. თუმცა, მოგვიანებით, გ------- ქ-----–-–---–ის კუთვნილი ფართი გადააფორმა კორპუსის მშენებლობის ზედამხედველ ბ------ გ-----------ის სახელზე და დატვირთა იპოთეკით, რის საფუძველზეც მიიღო სესხი 16 000 აშშ დოლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით იპოთეკარის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გ------- ქ-----–-–---–ის კუთვნილ ბინაზე მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება ქონების რეალიზაციის მიზნით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით

 

2.1. დაზარალებულმა მ------ ყ------–---–მა განაცხადა, რომ 2008 წლის მარტის თვეში ის და მისი მეუღლე გ------- ხ--–--ე შეხვდნენ ნ------- გ------ს, რომელიც აშენებდა კორპუსს ქ. თბილისში, ფ-----ს ქუჩა N---ში. შეთანხმებისამებრ, მ------ ყ------–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან 52 000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა მესამე სადარბაზოს, მესამე სართულზე, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 100 კვადრატული მეტრი; ნ------- გ------, თავის მხრივ, ბინას ჩააბარებდა 2009 წლის ბოლოსთვის. მ------ ყ------–---–მა ნ------- გ------ს ორ ნაწილად გადაუხადა 39 500 აშშ დოლარი, სანაცვლოდ ის თხოვდა ნ------- გ------ს საჯარო რეესტრში გადაეფორმებინა ბინა მის სახელზე, მაგრამ ნ------- გ------ს სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის, თანხის სრულად დაფარვამდე, უარს აცხადებდა. მ------ ყ------–---–ი და მისი ოჯახი ბინაში გადავიდნენ 2011 წელს. მ------ ყ------–---–მა 2017 წლის მაისის თვეში შეიტყო, რომ მისი ბინა ეკუთვნოდა გ------- ქ-----–-–---–ს. როდესაც მოიძია დოკუმენტები აღმოჩინა, რომ ნ------- გ------მ თავდაპ------–ად ბინა გააფორმა ბ------ გ-----------ზე, რომელმაც ბინა დატვირთა იპოთეკით ხ------- ო---–---–ის სასარგებლოდ 15 000 აშშ დოლარად. ბ------ გ-----------ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ბინა ერგო მის მეუღლეს, ხოლო ბინა იპოთეკით დაიტვირთა ხ------- ო---–---–ის სახელზე, შემდეგში ბინა დარეგისტრირდა ა-------------ის სახელზე, რომელმაც თავის მხრივ ბინა გადააფორმა გ------- ქ-----–-–---–ზე. მ------ ყ------–---–ის განმარტებით, მისი ბინა გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით. დაზარალებულის განმარტებით, ნ------- გ------ს დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის ზიანი, რომლის ანაზღაურებას ითხოვს.

 

2.2. დაზარალებულმა ა----–--- ხ-----–-------მ დაადასტურა, რომ 2006 წელს ნ------- გ------ს შეუთანხმდა კუთვნილი საცხოვრებელი ფართის მდებარე ქ. თბილისი, ფ-----ს ქუჩა N---ის დანგრევის სანაცვლოდ ნ------- გ------ ახალ აშენებულ კორპუსში გადასცემდა 145 კვ.მ ფართის ბინას, რომელიც გაიყოფოდა ორ ბინად, საბოლოოდ კი ა----–--- ხ-----–-------ს უნდა გადასცემოდა 75 კვ.მ ფართის N----ე ბინა. მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ თავად ა----–--- ხ-----–-------, ნ------- გ------, ბ------ გ-----------ი და ნ------- გ------ს შვილი. ა----–--- ხ-----–-------მ განმარტა, რომ ნ------- გ------მ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, პირიქით, ის მოატყუა. შედეგად ა----–--- ხ-----–-------ს ბინა ნ------- გ------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილს მ----- გ------ს, რომელმაც ბინა დატვირთა იპოთეკით გ--–- მ-----–---–ისა და ნ---- ქ---------ის სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. საბოლოოდ, ნ------- გ------მ N----ე ბინა გააფორმა ამხანაგობა ,,დ----------“-ის სახელზე და იპოთეკით დატვირთული არის გ--–- მ-----–---–ისა და ნ---- ქ---------ის სასარგებლოდ. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ა----–--- ხ-----–-------ს საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ა----–--- ხ-----–-------ს მიადგა 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

2.3. დაზარალებულმა ს----- ბ-------ემ განაცხადა, რომ 2012 წლის 14 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ------- გ------სგან 40 000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 80 კვადრატი მეტრი, ხელშეკრულების მიხედვით ბინა მდებარეობდა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მეათე სართულზე. ს----- ბ-------ე ნ------- გ------ს თანხას ეტაპობრივად უხდიდა. ვინაიდან ბინის მშენებლობა დროში გაიწელა ის ნ------- გ------ს არ უხდიდა დარჩენილ 5 000 აშშ დოლარს. ს----- ბ-------ემ სრულად გაარემონტა ბინა და საცხოვრებლად ოჯახთან ერთად გადავიდა. შემდეგ შეიტყო, რომ ნ------- გ------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს----- ბ-------ის კუთვნილი ბინა გადასცა თავის შვილიშვილის გ------- გ------ს, რომელმაც ბინა დატვირთა იპოთეკით, შემდეგ იპოთეკით დატვირთული ბინა გაფორმდა ნ----- ხ-------ის სახელზე. ს----- ბ-------ეს ნ------- გ------ უცხადებდა, რომ ბინა საჯარო რეესტრში მის სახელზე გაფორმდებოდა, როდესაც მოხდებოდა კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება. საბოლოოდ, ს----- ბ-------ის საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით. ნ------- გ------ს ქმედებით ს----- ბ-------ეს მიადგა 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარის ზიანი.

 

2.4. დაზარალებულმა ი---- კ-------ემ განაცხადა, რომ მის ოჯახს გააჩნდა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ნ------- გ------ს სურდა კორპუსის აშენება, სანაცვლოდ კი პირდებოდა, რომ გადასცემდა საცხოვრებელ ფართს. 2009 წლის 24 თებერვალს მამიდამისმა ფ-------–- კ-------ემ და ნ------- გ------მ დადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნ------- გ------ იღებდა ვალდებულებას ფ-------–- კ-------ისათვის, როგორც მიწის მესაკუთრისათვის, გადაეცა მის მიერ აშენებული კორპუსის პ------– სადარბაზოში მე-3 სართულზე, ბინა N---ში განთავსებული 80 კვ. მეტრის საცხოვრებელ ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში. ი---- კ-------ის განცხადებით, ფ-------–- კ-------ე 2017 წლის აგვისტოს თვეში გარდაიცვალა. ნ------- გ------მ ი---- კ-------ეს გადასცა ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აღნიშნული გარემოება ი---- კ-------ისთვის უცნობი იყო და ისე ცხოვრობდა ბინაში. ი---- კ-------ესთან მივიდნენ იპოთეკარები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბინა მათ ეკუთვნოდათ. შემდეგ ი---- კ-------ემ გაარკვია, რომ ნ------- გ------მ ხელშეკრულების საფუძველზე ფ-------–- კ-------ისათვის ხელშეკრულებით გადაცემული საცხოვრებელი ბინა გადააფორმა მისი შვილიშვილის გ------- გ------ს სახელზე, რომელმაც კერძო იპოთეკარებთან - ნ---- მ-----–---–თან და ე----- ყ---------ესთან გააფორმა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, სანაცვლოდ კი მიიღო 18 000 აშშ დოლარი. იმის შიშით, რომ ბინა არ დაეკარგა ი---- კ-------ემ იპოთეკით დატვირთა ბინა და მიღებული სესხის თანხით გაისტუმრა გ------- გ------ს მიერ იპოთეკით დატვირთული მსესხებლები. ნ------- გ------ს ქმედებით ი---- კ-------ეს მიადგა 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

2.5. დაზარალებულმა ლ--–--------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობდა ქ. თბილისში ფ-----ს ქუჩაზე. 2005 წელს მასთან საცხოვრებელი სახლის დანგრევის და იმ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობის თაობაზე მოსალაპარაკებლად მივიდა ნ------- გ------. მას ნ------- გ------ ჰპირდებოდა, არსებული საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე ახალი კორპუსის აშენებას, რომელშიც ლ--–--------–---–ი მიიღებდა ორ ფართს, ერთ კომერციულ ფართს, ხოლო მეორეს საცხოვრებელ ფართს, მეხუთე სართულზე. ნ------- გ------ იძლეოდა პირობას, რომ კორპუსი აშენდებოდა 2008 წელს. მათ შორის მოხდა შეთანხმება და ნ------- გ------სა და ლ--–--------–---–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სამი ხელშეკრულება, უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, კერძოდ: ლ--–--------–---–მა ამხანაგობას გადასცა თავისი საცხოვრებელი ფართი, რის სანაცვლოდაც ასაშენებელი კორპუსში უნდა მიეღო კომერციული და საცხოვრებელი ფართები. ლ--–--------–---–ის განცხადებით, იგი 13 წლის განმავლობაში ელოდებოდა ნ------- გ------სგან ფართის გადაცემას, მაგრამ ნ------- გ------ ატყუებდა, მოთხოვნის მიუხედავად ნ------- გ------ საჯარო რეესტრში არ აფორმებდა მის სახელზე ფართებს. ლ--–--------–---–მა თავისი ხარჯებით გაარემონტა კომერციული ფართი 35 კვ.მ და დაიწყო საცხოვრებელი ბინის გარემონტება. ლ--–--------–---–მა შემდგომ შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ფართები იპოთეკით იყო დატვირთული. მის სახელზე არცერთი ფართის დარეგისტრირება არ მოახდინა ნ------- გ------მ, მას ნ------- გ------ და მისი ოჯახის წევრები - ნ------- გ------ს შვილი და შვილიშვილი ატყუებდნენ, რითაც ლ--–--------–---–ს მიადგა 303 000 (სამას სამიათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

2.6. დაზარალებულმა ზ---- ღ-----–---–მა განაცხადა, რომ ბინის შეძენის მიზნით დაუკავშირდა ნ------- გ------ს და შეუთანხმდა, რომ ნაწილ-ნაწილ თანხის გადახდის შემთხვევაში ნ------- გ------სგან შეიძენდა ქ. თბილისში, ფ-----ს ქუჩა N---ში მეხუთე სართულზე განთავსებული 75 კვ.მ შავი კარკასის მდგომარეობაში ბინას. ზ---- ღ-----–---–მა ნ------- გ------ს სრულად გადაუხადა 30 000 აშშ დოლარი, სანაცვლოდ მის სახელზე ნ------- გ------ს უნდა გაეფორმებინა და გადაეცა კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე 75 კვ.მ ბინა. ნ------- გ------ ზ---- ღ-----–---–ს პირდებოდა ყოველ დღე, რომ ბინას საჯარო რეესტრში დაურეგისტრებდა. ბინაში გადასვლამდე ზ---- ღ-----–---–მა გაარემონტა იგი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინაში საცხოვრებლად შევიდა თ-------- შ-----, რომელმაც ზ---- ღ-----–---–ს განუცხადა, რომ ბინა მას ეკუთვნოდა, დამადასტურებლად წარუდგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი. ზ---- ღ-----–---–მა განაცხადა, რომ ნ------- გ------მ ის მოატყუა, ისარგებლა იმით, რომ ბინა საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული მის სახელზე და მისი ნებართვის გარეშე ჯერ დატვირთა იპოთეკით 18 000 აშშ დოლარად კერძო იპოთეკარ ლ---- ლ---–-–---–თან. ვინაიდან, ნ------- გ------მ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ნ------- გ------მ ბინა გაყიდა თ-------- შ-----ზე. აღნიშნული ქმედებით ზ---- ღ-----–---–ს მიადგა 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარის ზიანი.

 

2.7. დაზარალებულმა ლ--–- ლ----------მ დაადასტურა, რომ 2013 წლის 4 ივლისს ხელშეკრულების საფუძველზე ნ------- გ------სგან 35 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თბილისი, ფ-----ს ქუჩა N---ში, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა N--- მან გაარემონტა აღნიშნული ბინა და საცხოვრებლად გადავიდა. ის ხშირად თხოვდა ნ------- გ------ს საჯარო რეესტრში ბინის გაფორმებას, მაგრამ ნ------- გ------ სხვადასხვა მიზეზების დასახელებით უარს აცხადებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ლ--–- ლ----------სთან მივიდა იპოთეკარი, რომელმაც განუცხადა, რომ ბინა N---ი ეკუთვნოდა გ------- გ------ს (ნ------- გ------ს შვილიშვილი), რომელსაც იპოთეკით ჰქონდა ბინა დატვირთული ბ--–- ო----–-–---–ის სასარგებლოდ და სანაცვლოდ აღებული ჰქონდა ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარი. ლ--–- ლ----------ს აღნიშნულის თაობაზე საუბარი ჰქონდა ნ------- გ------სთან, რომელიც დაპირდა, რომ გაისტუმრებდა იპოთეკას და გადაუფორმებდა საჯარო რეესტრში ბინას. ლ--–- ლ----------ს განცხადებით, ის ნ------- გ------მ მოატყუა და არ გადაუფორმა საჯარო რეესტრში ბინა, ბოლოს კი განუცხადა, რომ სადაც უნდოდა იქ წასულიყო და ეჩივლა. მისი კუთვნილი ბინა აღსრულების წესით გატანილი იყო აუქციონზე, მაგრამ გამოძიების დაწყების გამო აუქციონი შეჩერდა. აღნიშნული ქმედებით ლ--–- ლ----------ს მიადგა 127 000 (ასოცდაშვიდი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

2.8. დაზარალებულმა გ------- ქ-----–-–---–მა განაცხადა, რომ ნ------- გ------სგან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 105 კვადრატული მეტრი. გ------- ქ-----–-–---–მა 2009 წლის 17 აგვისტოს ნ------- გ------ს გადასცა თანხა 7000 აშშ დოლარის ოდენობით და შეთანხმებისამებრ ეტაპობრივად უხდიდა თანხებს. მან საბოლოოდ, ნ------- გ------ს გადასცა 38 000 აშშ დოლარი. გ------- ქ-----–-–---–მა შემდგომ შეიტყო, რომ მისი ბინა ნ------- გ------მ გააფორმა კორპუსის მშენებლობის ზედამხედველ ბ------ გ-----------ის სახელზე და დატვირთა იპოთეკით, რის საფუძველზეც ნ------- გ------მ მიიღო სესხი. ნ------- გ------ გარკვეული პერიოდი იხდიდა სარგებელს, ხოლო შემდგომ, როდესაც ვერ მოახერხა სარგებლის გადახდა, დაიწყო იძულებითი აღსრულება. გ------- ქ-----–-–---–ს ნ------- გ------მ გარანტიის სახით შესთავაზა სხვა საცხოვრებელი ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში გააფორმა მის სახელზე, გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა მ------ ყ------–---–ს, რომელიც ასევე იპოთეკით იყო დატვირთული და მიმდინარეობდა იძულებითი აღსრულება. გ------- ქ-----–-–---–ს ნ------- გ------ პირდებოდა პრობლემების მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ.

 

2.9. მოწმე ხ------- ო---–---–მა დაადასტურა, რომ ნ------- გ------ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 15 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ბ------ გ-----------ის სახელზე გაფორმებული ბინა, რომელიც იყო შავი კარკასის მდგომარეობით. თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი იყო ნ------- გ------. ხ------- ო---–---–ის განმარტებით, მისთვის ნ------- გ------ს სესხის ძირი თანხა არ გადაუხდია, მას გარკვეული პერიოდი სესხის სარგებელს აძლევდა ნ------- გ------. შემდეგში, 2016 წლის 6 აპრილს, მან კვლავ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელების საფუძველზე ნ------- გ------ს ასესხა 22 000 აშშ დოლარი, სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ბინა N--, რომელიც თავიდან ამხანაგობა ,,დ----------“-ის სახელზე იყო გაფორმებული, მაგრამ ხ------- ო---–---–ის მოთხოვნით და ნ------- გ------ს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ბ------ გ-----------ის სახელზე. ხ------- ო---–---–ის განცხადებით, ვინაიდან მას თანხას არ უბრუნებს ნ------- გ------, მან მიმართა აღსრულების ბიუროს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

2.10. მოწმე მ------- შ----–--ემ განაცხადა, რომ ბ------ გ-----------თან, რომელიც იყო ნ------- გ------ს ნდობით აღჭურვილი პირი, დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ბ------ გ-----------მა, ხელშეკრულების თანახმად იპოთეკით დატვირთა ქ. თბილისში ფ-----ს ქუჩა 1-----ში მდებარე 105 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. სესხის სახით ბ------ გ-----------ს და ნ------- გ------ს გადაეცათ 16 000 დოლარი. თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა აიღეს ბ------ გ-----------მა და ნ------- გ------მ. მოწმე მ------- შ----–--ის განმარტებით, აღნიშნული ბინის თაობაზე შეიქმნა პრობლემა. ბინა შეიძინა გ------- ქ-----–-–---–მა, რომელიც თავს არიდებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ასევე პირობების შესრულებას თავს არიდებდა ნ------- გ------ც. შემდეგ საცხოვრებელი ბინის მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება.

 

2.11. მოწმე ს---–---- მ-–--მ დაადასტურა, რომ შუამავლის მეშვეობით გაიცნო ნ------- გ------, რომელთანაც დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. პ------–ად ნ------- გ------სთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადო ქ. თბილისში, ფ-----ს ქუჩა N1-----ში მდებარე ანტრესოლის ფართზე, რომელიც იყო 39 კვ.მ. ს---–---- მ-–-- ნ------- გ------მ მოატყუა, მან სხვა ფართი აჩვენა ს---–---- მ-–--ს. ნ------- გ------მ ს---–---- მ-–--ს აჩვენა ის ფართი, რომელსაც ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი და გააჩნდა წითელი კარი, სინამდვილეში კი იპოთეკით დატვირთულ ფართს არ გააჩნდა დამოუკიდებელი შესასვლელი და იქ შესვლა სხვა კომერციული ფართიდან იყო შესაძლებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით ნ------- გ------მ მიიღო 29 500 ლარი. ს---–---- მ-–--ს განმარტებით, აღნიშნულ ფართზე შემდეგ განხორციელდა ხელშეკრულების განახლება, მან ნ------- გ------ს სესხის სახით დაუმატა 9000 ლარი. ს---–---- მ-–--ს განცხადებით, რამდენიმე ხნის შემდეგ მას დაუკავშირდა ნ------- გ------ს ადვოკატი, რომელმაც კვლავ შეთავაზა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება. ს---–---- მ-–--მ და ნ------- გ------მ დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ფ-----ს ქუჩა 1-----ში მდებარე ბინა N--, რომელიც მდებარეობდა კორპუსის მე-5 სართულზე. ბინა იყო 78 კვ.მ თეთრი კარკასის მდგომარეობით, ნ------- გ------მ სესხის სახით აიღო 56 000 ლარი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ბინა ეკუთვნოდა ნ------- გ------ს. ს---–---- მ-–--ს განცხადებით, ბინა N---ში სესხის სახით ნ------- გ------ს გადასცა 63 000 ლარი, ხოლო კომერციულ ფართში სესხის სახით გადასცა 38 400 ლარი. მას ნ------- გ------მ ძირი თანხა არ გადაუხადა, მხოლოდ სარგებელს იხდიდა გარკვეული პერიოდი.

 

2.12. მოწმე ს------ კ-------ემ განაცხადა, რომ არის დაზარალებულ ი---- კ-------ის დედა. ნ------- გ------მ მის შვილიშვილს გ------- გ------ს გადაუფორმა მათი ბინა, შემდეგ გ------- გ------მ იპოთეკით დატვირთა ბინა და თანხა აიღო. ს------ კ-------ე იძულებული იყო გაესტუმრებინა კერძო იპოთეკარები, ვინაიდან საქმე იძულებით აღსრულებაში მიდიოდა. მან გირაოთი დატვირთა ბინა და აღებული თანხით გაისტუმრა იპოთეკარები, რისთვისაც დაახლოებით 20 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადაიხადა. ს------ კ-------ეს ნ------- გ------ პირდებოდა, რომ მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებდა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ უშედეგოდ.

 

2.13. ნ------- გ------ს ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების მ------ გ-----------ის, ა-------------ის, მ----- გ------ს, გ--–- მ-----–---–ის, ნ---- ქ---------ის, თ-------- შ-----ს, ლ---- ლ---–-–---–ის, გ---------–-–---–ის, რ----- გ----------ის, გ--–- ხ------–--ის, კ--- მ----ის, გ------- ღ---–-----ას, დ-------- ჩ------ის, შ------- გ----------ს, გ------- გ------ს, ნ---- მ-----–---–ის, ე----- ყ---------ის ჩვენებები, სანოტარო აქტი ამხანაგობა ,,დ----------“-ის დაფუძნების შესახებ, კორპუსის პროექტის ნახაზები, დათვალიერების ოქმები, საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, საჯარო რეესტრის განაცხადები, სანოტარო აქტები უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, სანოტარო ხელშეკრულებები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულებები, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავი ქონების გაყოფის ხელშეკრულება, ხელშეკრულებები უძრავი ქონების გაყოფის ცვლილებების შესახებ, ინფორმაციები უძრავი ნივთის იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, სააღსრულებო საქმისწარმოების მასალები, თანხის გადახდის ქვითრები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.14. ბრალდებულმა ნ------- გ------მ დასკვნით სიტყვაში თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნა, რომ 2006 წელს დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,-------------’ და ქ. თბილისში ფ-----ს ქ. #-- და #---ში ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, პროექტით გათვალიწინებული ბინების ფართები განსხვავდებოდა ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფართებისგან, ამიტომ მოუწია მეტი ფართის მიცემა ფ-----ს ქ. #---ის მაცხოვრებლებისთვის. ამასთანავე, სხვა სამუშაოებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები და მოუწია გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი თანხების გადახდა ბინის ქირებში; 2016-2017 წლებში შეექმნა ფინანსური პრობლემები და გადაწყვიტა იპოთეკური სესხების აღება. ამ მიზნით გადაწყვიტა სხვადასხვა პიროვნებებისთვის გადაცემული, მაგრამ ჯერ კიდევ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ბინების იპოთეკური სესხით დატვირთვა, რისი უფლებაც ჰქონდა. სესხის აღების მიზნით მიმართა კერძო იპოთეკარებს გ--–- მ-----–---–ს და ნ---- ქ---------ეს, მათი მოთხოვნის საფუძველზე ბინა #--- გადააფორმა მის შვილზე, რაშიც შემდეგში ორი იპოთეკარისგან აიღო 8-8 ათასი აშშ დოლარი, რისი გადახდაც ვერ შეძლო. დაზარალებულ ა----–--- ხ-----–-------ს მისგან მიღებული აქვს სამჯერ მეტი ღირებულების ქონება, ვიდრე ეკუთვნოდა; დაზარალებულ ლ--–- ლ----------ს რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა გადასახდელი და ვერ იხდიდა, ამიტომ მისი ფართი გადააფორმა მის შვილიშვილზე - გ------- გ------ზე და დატვირთა იპოთეკით; დაზარალებულ მ------ ყ------–---–ს დღეისთვის გადასახდელი აქვს 12 500 დოლარი, ნ------- გ------ დაუკავშირდა იპოთეკარ ხ------- ო---–---–ს და მ------ ყ------–---–ის ბინა გააფორმა მის სამუშაოთა მწარმოებელ ბ------ გ-----------ის სახელზე, შემდეგ დატვირთა იპოთეკით და აიღო სესხი; დაზარალებული ლ--–--------–---–ი ითხოვდა შეთანხმებულზე მეტ ფართს, 140 კვ.მ ფართის ნაცვლად 180 კვ. მ., რაზეც დათანხმდა, ნოტარიუსთან მისვლისას მან კვლავ დამატებით მოითხოვა 75 კვ.მ ფართის ბინა და 35 კვ.მ კომერციული ფართი, ბინის ქირის სახით მისთვის გადახდილი აქვს დაახლოებით 60 ათასი აშშ დოლარი. ნ------- გ------მ აღნიშნა, რომ მისი შეცდომა იყო დაუსაბუთებლად ბინის ქირების და ზედმეტი ფართები გაცემა, იპოთეკური სესხები უნდა გაეფორმებინა მხოლოდ იმ პირებზე, ვისაც ბინის ღირებულება ბოლომდე არ ჰქონდა გადახდილი. სხვისი ქონების მიტაცებაში ნ------- გ------ თავს არ ცნობს დამნაშავედ.

 

2.14. ნ------- გ------ს ადვოკატის პოზიციით, ნ------- გ------ უდანაშაულოა ბრალად წარდგენილ ქმედებებში, მას არ ჰქონია განზრახვა დანაშაულებრივად მიესაკუთრებინა დაზარალებულთა კუთვნილი ბინები და მის მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართული იყო მხოლოდ ამხანაგობის ინტერესების საკეთილდღეოდ, რის გამოც დატვირთა იპოთეკით ამხანაგობის კუთვნილი ბინები. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ნ------- გ------ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.16. სასამართლომ შეაფასა რა ნ------- გ------ს ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ------- გ------ს ბრალდებას მასში, რომ ბრალად წარდგენილ ყველა (რვა) ეპიზოდთან დაკავშირებით ნ------- გ------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, კერძოდ:

2.16.1. 2006 წლის 22 თებერვლის სანოტარო აქტით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ----------’’-ის დაფუძნების შესახებ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაფუძნებულ იქნა ,,ამხანაგობა ,,დ----------’’, რომელიც დააფუძნა შვიდმა პი----, მათგან ერთ-ერთი არის ნ------- გ------; ამხანაგობის მმართველო ორგანოებია: ამხანაგობის წევრთა საერთო კრება, გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარე; ,,ამხანაგობის’’ წევრთა საერთო კრებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ,,ამხანაგობის’’ წევრთა უმრავლესობის თანხმობა; ,,ამხანაგობის’’ წევრთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება ,,ამხანაგობის’’ ძირითადი ორგანიზაციულ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა; ,,ამხანაგობის’’ წევრთა შორის წილობრივი საკუთრების იდენტიფიკაცია და განსაზღვრა და სხვა; ,,ამხანაგობის’’ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ------- გ------.

2.16.2. დაზარალებულ მ------ ყ------–---–ის ჩვენებით, მოწმეების ხ------- ო---–---–ის, ა-------------ის, მ------ გ-----------ის ჩვენებებით, 2008 წლის 7 მარტის წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,-------------’-ს შორის დადებული ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით, 2016 წლის 7 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სამკვიდრო მოწმობით, 2017 წლის 9 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადებული მ------ გ-----------სა და ა-------------ეს შორის (ნასყიდობის საგნის ღირებულება 25 ათასი აშშ დოლარი); 2017 წლის 7 აგვისტოს ა-------------ესა და გ------- ქ-----–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (ნასყიდობის საგნის ღირებულება 55 ათასი ლარი); და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ნ------- გ------ს ბრალდებას მასში, რომ 2008 წლის მარტის თვეში მ------ ყ------–---–მა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან 52000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მესამე სართულზე, 100 კვადრატული მეტრი ფართი, რაშიც გადაიხადა 39 500 დოლარი, დარჩენილი აქვს გადასახდელად 12 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 31 მარტს მისი ბინა საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ,,დ----------’’-ის სახელზე, 2016 წლის 6 აპრილს ბინა საკუთრების უფლებით გადაეცა ბ------ გ-----------ს, რომელმაც მეორე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით ხ------- ო---–---–ის სასარგებლოდ 22 ათასი აშშ დოლარის სესხით ყოველთვიურად 2,5 % დარიცხვით და გადახდით. 2016 წლის აგვისტოში გარდაიცვალა ბ------ გ-----------ი, ბინა მემკვიდრეობით ერგო მ------ გ-----------ს, 2017 წლის 28 თებერვალს ბინა დარეგისტრირდა ა-------------ის სახელზე და დატვირთული იქნა იპოთეკით ხ------- ო---–---–ის სასარგებლოდ, ვინაიდან, ნ------- გ------მ არ გადაუხადა თანხა ხ------- ო---–---–ს დაიწყო სააღსრულებო წარმოება და ბინა გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით.

2.16.3. დაზარალებულ ა----–--- ხ-----–-------ს ჩვენებით, 2007 წლის 29 აგვისტოს წილის უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულებებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკუთრების უფლების რეგისტრაციით, ნ------- გ------სა და მ----- გ------ს შორის 2016 წლის 10 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2016 წლის 10 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადებული გ--–- მ-----–---–ს, ნ---- ქ---------ესა და მ----- გ------ს შორის და სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს, რომ 2007 წლის 9 აგვისტოს უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, ა----–--- ხ-----–-------მ ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 75 კვადრატული მეტრი. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ა----–--- ხ-----–-------ს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა მისი ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მოატყუა მას, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული ფართს ვერ დაარეგისტრირებდა. თუმცა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ------- გ------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილს მ----- გ------ს, რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით გ--–- მ-----–---–ისა და ნ---- ქ---------ის სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ა----–--- ხ-----–-------ს საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით.

2.16.4. დაზარალებულ ს------ ბ-------ის ჩვენებით, 2012 წლის 14 თებერვლის სანოტარო აქტით ამხანაგობაში წილის გასხვისების შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, 2016 წლის 2 სექტემბრის უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებით დადებული ნ------- გ------სა და გ------- გ------ს შორის, 2016 წლის 6 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადებული გ------- გ------სა და გ---- მ------–-–---–ს და ნ---- ქ---------ესთან; 2017 წლის 3 აგვისტოს უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებით დადებული გ------- გ------სა და ნ------- გ------ს შორის და სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად სცნო ნ------- გ------ს ბრალდება მასში, რომ 2012 წლის 14 თებერვალს, ს----- ბ-------ემ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან 40 000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 80 კვადრატული მეტრი. ხელშეკრულების მიხედვით, ბინა მდებარეობდა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მეათე სართულზე. ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, 2016 წლის 5 სექტემბერს განიზრახა ს----- ბ-------ის ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ატყუებდა მას, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული ფართს ვერ დაარეგისტრირებდა, თუცა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ------- გ------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილის გ------- გ------ს, რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით გ---- მ------–-–---–ის და ნ---- ქ---------ის სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ს----- ბ-------ის საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით.

2.16.5. დაზარალებულ ი---- კ-------ის ჩვენებით, მოწმეების ს------- კ-------ის, ნ---- მ-----–---–ის ე----- ყ---------ის ჩვენებებით, 2009 წლის 24 თებერვალის უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულებით, 2016 წლის 5 იანვრის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით დადებული ნ------- გ------სა და გ------- გ------ს შორის, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, 2016 წლის 6 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადებული ე----- ყ---------ეს, ნ---- მ-----–---–სა და გ------- გ------ს შორის, 2017 წლის 3 აგვისტოს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით - დადებული ნ------- გ------სა და ი---- კ-------ეს შორის; 2017 წლის 3 აგვისტოს ურთიერთშეთანხმებით დადებული ნ------- გ------სა და ი---- კ-------ეს შორის, რომლის თანახმად, ნ------- გ------მ აიღო ვალდებულება იპოთეკის თანხის გადახდის თაობაზე; 2017 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებით დადებული ე----- ყ---------ეს, ნ---- მ-----–---–სა და ი---- კ-------ეს შორის და სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2009 წლის 24 თებერვალს ფ-------–- კ-------ეს და ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------ს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ნ------- გ------ იღებდა ვალდებულებას ფ-------–- კ-------ისათვის, როგორც მიწის მესაკუთრისათვის, მის მიერ აშენებული კორპუსის პ------– სადარბაზოში მე-3 სართულზე, ბინა N---ში განთავსებული 80 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემის. 2016 წლის 6 იანვარს ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, განიზრახა ფ-------–- კ-------ის ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ------- გ------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ-------–- კ-------ისათვის ხელშეკრულებით გადაცემული საცხოვრებელი ბინა 2016 წლის 5 იანვარს გადააფორმა მისი შვილიშვილის გ------- გ------ს სახელზე, რის შემდგომაც 6 იანვარს კერძო იპოთეკარებთან ნ---- მ-----–---–თან და ე----- ყ---------ესთან გააფორმა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება და ფ--------------ში არსებული მშენებარე კორპუსის პ------– სადარბაზოში, მე-3 სართული, ბინა N---ი დატვირთა იპოთეკით, რის სანაცვლოდაც გ------- გ------ს გადაუხადეს 18 000 აშშ დოლარი. 2017 წლის აგვისტოს თვეში ფ-------–- კ-------ესათვის ცნობილი გახდა, რომ მისი ბინა იყო იპოთეკით დატვირთული, ხოლო კერძო იპოთეკარები ახდენდნენ ხსენებული ბინის აუქციონის წესით გაყიდვას, რადგან გ------- გ------ ვერ ასრულებდა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. 2017 წლის აგვისტოს ფ-------–- კ-------ე გარდაიცვალა. მისმა ძმის შვილმა, ი---- კ-------ემ აღნიშნული ბინის გადაფორმების შემდეგ დააგირავა იგი კერძო პირზე 20 000 აშშ დოლარად და კერძო იპოთეკარებს ნ---- მ-----–---–ს და ე----- ყ---------ეს გადაუხადა 18 000 აშშ დოლარი, რომლებმაც, თავის მხრივ, გააუქმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

2.16.6. დაზარალებულმა ლ--–--------–---–ის ჩვენებით, მოწმეების დ----- ა------–---–ის, ლ---- ლ---–-–---–ის ჩვენებებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ლ--–--------–---–სა და ამხანაგობა ,,დ----------’’-ს შორის 2008 წლის 1 მაისის #------- #1-----, #1----- სანოტარო აქტებით უძრავი ქონების გადაცემის შესახებ; 2017 წლის 2----------ის დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით ქონების შეფასების შესახებ; 2015 წლის 19 აგვისტოს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით (ნ------- გ------ს, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, საკუთარ თავზე პირად საკუთრებაში ამხანაგობის ქონების გადაცემის ხელშეკრულება); 2017 წლის 12 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადებული ნ------- გ------სა და დ----- ა------–---–ს შორის; 2017 წლის 28 სექტემბრის უძრავი ნივთის იპოთეკის ხელშეკრულებით დადებული დ----- ა------–---–სა და ლ---- ლ---–-–---–ს შორის; 2018 წლის 15 ივნისის შეთანხმებით ნ------- გ------ს მიერ ლ--–--------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის იპოთეკური სესხისაგან გათავისუფლებისა და საცხოვრებელი ბინის ლ--–--------–---–ის სახელზე დარეგისტრირების შესახებ; სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს ნ------- გ------ს ბრალდებას მასში, რომ 2008 წლის 1 მაისს, ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ამხანაგობის თავმჯდომარე ნ------- გ------სთან ლ--–--------–---–მა სანოტარო წესით გააფორმა სამი ხელშეკრულება, უძრავი ქონების გადაცემის შესახებ. 2015 წლის 19 აგვისტოს ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ლ--–--------–---–ს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა ლ--–--------–---–ის ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ------- გ------მ ფართი 186 კვ.მ. ოდენობით 2015 წლის 19 აგვისტოს საკუთარ თავთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე საკუთრების უფლებით, რომელიც შემდგომ გაყიდა დ----- ა------–---–ზე. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ფართი დააიპოთეკა ლ---- ლ---–-–---–ის სასარგებლოდ 18 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ლ--–--------–---–ის საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით.

2.16.7. დაზარალებულ ზ---- ღ-----–---–ის ჩვენებით, მოწმეების თ-------- შ-----ს, ლ---- ლ---–-–---–ის ჩვენებებით, 2011 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადებული ნ------- გ------ს და ზ---- ღ-----–---–ს შორის, სალაროს შემოსავლის ორდერებით, ნ------- გ------სა და თ-------- შ-----ს შორის დადებული უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებით, 2018 წლის 9 იანვრის უძრავი ნივთის იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებით დადებული თ-------- შ-----სა და ლ---- ლ---–-–---–ს შორის; საჯარო რეესტრის ამონაწერებით, სააღსრულებო წარმოებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს ნ------- გ------ს ბრალდებას მასში, რომ 2011 წლის 12 იანვარს ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სა და ზ---- ღ-----–---–ს შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ზ---- ღ-----–---–მა 30 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თბილისში, ფ-----ს ქუჩა N---ში არსებულ მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულზე განთავსებული 75 კვ.მ შავი კარკასის მდგომარეობაში. 2016 წელს ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარემ ნ------- გ------მ ზ---- ღ-----–---–ისათვის მიყიდული ბინა დატვირთა იპოთეკით კერძო იპოთეკარ ლ---- ლ---–-–---–თან, რის სანაცვლოდაც მან მიიღო 18 000 აშშ დოლარი, რის შემდგომაც ნ------- გ------მ არ შეასრულა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 9 იანვარს აღნიშნული ბინა გაყიდა თ-------- შ-----ზე 32 000 აშშ დოლარად, საიდანაც 21 000 დოლარი თ-------- შ-----მ გადაუხადა კერძო იპოთეკარ ლ---- ლ---–-–---–ს, ხოლო 11 000 აშშ დოლარი გადაუხადა ნ------- გ------ს.

2.16.8. დაზარალებულ ლ--–- ლ----------ს ჩვენებით, მოწმეების ბ--–- ო----–-–---–ის, გ---------–-–---–ის ჩვენებებით, 2013 წლის 4 ივლისის გარიგებით ,,ამხანაგობის’’ ქონების გასხვისების შესახებ, 2016 წლის 13 სექტემბრის უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებით - დადებული ნ------- გ------სა და გ------- გ------ს შორის; 2016 წლის 15 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული გ------- გ------სა და თ-----–----–---–ს შორის, 2017 წლის 6 მარტის ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგებით, რომელიც დაიდო თ-----–----–---–ის წარმომადგენელსა და ბ--–- ო----–-–---–ს შორის, სააღსრულებო წარმოებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2013 წლის 4 ივლისს ლ--–- ლ----------მ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდ მენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან 35 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თბილისი, ფ-----ს ქუჩა N---ში, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა N--- 2016 წლის 13 სექტემბერს ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ ლ--–- ლ----------ს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში განიზრახა ლ--–- ლ----------ს ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ------- გ------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილს გ------- გ------ს, რომელმაც ნ------- გ------ს მოთხოვნით 2016 წლის 15 სექტემბერს ბინა დატვირთა იპოთეკით თ-----–----–---–ის (რომელიც შემდგომში ჩაანაცვლა ბ--–- ო----–-–---–მა) სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარად. ამ დროს კი ლ--–- ლ----------ს ატყუებდა, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული ფართს ვერ დაარეგისტრირებდა მის სახელზე. ვინაიდან ნ------- გ------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, ლ--–- ლ----------ს საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით.

2.16.9. დაზარალებულ გ------- ქ-----–-–---–ის, მოწმე მ------- შ----–--ის ჩვენებებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით, 2016 წლის 12 აპრილის უძრავი ნივთის ბ------ გ-----------ზე საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით; საჯარო რეესტრის ამონაწერებით აღნიშნული ფართის ბ------ გ-----------ის საკუთრებაში არსებობის თაობაზე; 2016 წლის 12 აპრილის სანოტარო აქტით სესხისა და ჰიპოთეკის შესახებ, რომლის თანახმად, მ------- შ----–--ემ ბ------ გ-----------ს ასესხა 16 ათასი აშშ დოლარი; 2017 წლის 28 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით, რომლის თანახმად, ბ------ გ-----------ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა მიიღო მისმა კანონიერმა მეუღლემ მ------ გ-----------მა; 2017 წლის 9 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, მ------ გ-----------მა გაყიდა და ლ---- ყ-----–---–მა იყიდა ბინა მდებარე ფ-----ს ქ. #-- ს/კ 0-----------------------; 2017 წლის 5 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, ლ---- ყ-----–---–მა გაყიდა და გ------- ქ-----–-–---–მა იყიდა ბინა მდებარე ფ-----ს ქ. #-- ს/კ 0-----------------------, სააღსრულებო წარმოებით და სხვა მტკიცებულებებით, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ქ-----–-–---–მა ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,,დ----------“-ის თავმჯდომარე ნ------- გ------სგან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 105 კვადრატული მეტრი (საკადასტრო კოდით 0-------------------------), თუმცა მხარეთა შორის წერილობით ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ არ გაფორმებულა. გ------- ქ-----–-–---–მა 2009 წლის 17 აგვისტოს ნ------- გ------ს გადასცა თანხა 7000 აშშ დოლარის ოდენობით და შეთანხმებისამებრ წლების განმავლობაში უხდიდა თანხებს. საბოლოოდ, ნ------- გ------სთვის გადაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 38 000 აშშ დოლარი. ნ------- გ------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ გ------- ქ-----–-–---–თან არ აკავშირებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და არც უძრავი ქონება იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში მის სახელზე, მოატყუა გ------- ქ-----–-–---–ი, რომ ბინას გადაუფორმებდა მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა იმ სართულის მშენებლობა, რომელზედაც განთავსებული იქნებოდა მისი კუთვნილი ბინა. თუმცა, მოგვიანებით, გ------- ქ-----–-–---–ის კუთვნილი ფართი გადააფორმა კორპუსის მშენებლობის ზედამხედველ ბ------ გ-----------ის სახელზე და დატვირთა იპოთეკით, რის საფუძველზეც მიიღო სესხი 16000 აშშ დოლარის ოდენობით. იპოთეკარის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გ------- ქ-----–-–---–ის კუთვნილ ბინაზე მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება ქონების რეალიზაციის მიზნით.

2.16.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.

2.16.11. სასამართლო აძლევს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ ნ------- გ------მ, რომელიც იყო ამხანაგობა ,,დ----------’’-ის თავმჯდომარე, ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, არ მისცა დაზარალებულებს საშუალება კუთვნილი საცხოვრებელი ფართების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების. კერძოდ, ატყუებდა დაზარალებულებს, რომ კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული და ამიტომ საჯარო რეესტრში ფართს ვერ დაირეგისტრირებდნენ ან/და უარს ეუბნებოდა იმ საფუძვლით, რომ თანხა არ ჰქონდათ სრულად დაფარული. ამავე დროს, ნ------- გ------ თავად ახდენდა დაზარალებულთა კუთვნილი ფართების საჯარო რეესტრში საკუთარი ან მისი შვილების სახელზე დარეგისტრირებას, უკვე თავიანთ სახელზე აღრიცხული ფართების (რეალურად სხვისი ფართების) კერძო იპოთეკარებთან იპოთეკით დატვირთვას და სესხის სახით აღებული თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას, ნ------- გ------ს ამგვარი ქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართები გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით, ხოლო დაზარალებულმა ი---- კ-------ემ თავად აიღო სესხი და გაისტუმრა ნ------- გ------ს იპოთეკარები. აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ნ------- გ------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებდა ფართის რეალურ მესაკუთრეებს, რა დროსაც ამოძრავებდა ანგარების მოტივი და მიზანი. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ ნ------- გ------ს ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული თაღლითობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

2.17. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- გ------მ დაზარალებულების მ------ ყ------–---–ის, ა----–--- ხ-----–-------ს, ს----- ბ-------ის, ი---- კ-------ის, ლ--–--------–---–ის, ზ---- ღ-----–---–ის, ლ--–- ლ----------ს, და გ------- ქ-----–-–---–ის მიმართ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

2.18. დაზარალებულების მ------ ყ------–---–ის, ა----–--- ხ-----–-------ს, ს----- ბ-------ის, ი---- კ-------ის, ლ--–--------–---–ის, ზ---- ღ-----–---–ის, ლ--–- ლ----------ს და გ------- ქ-----–-–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ყველა მათგანმა ხელშეკრულებები ქ. თბილისი ფ-----ს ქ. #1---- მდებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართების შესყიდვებთან დაკავშირებით გააფორმა ,,ა-------------’’-ის თავმჯდომარესთან ნ------- გ------სთან.

 

2.19. სანოტარო აქტით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დ----------’’-ის დაფუძნების შესახებ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 22 თებერვლის დაფუძნებულ იქნა ამხანაგობა ,,დ----------’’; ,,ამხანაგობის’’ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ------- გ------, რომელიც წარმოადგენდა ,,ამხანაგობის’’ მმართველ ორგანოს, მის ფუნქციებში შედიოდა: ,,ამხანაგობის’’ მიმდინარე საქმეების მართვა და ხელმძღვანელობა; მშენებლობის პროცესის ორგანიზაციულ-ფინანსური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა; ,,ამხანაგობის’’ საფინანსო საქმიანობის წარმართვაზე ზედამხედველობა და სხვა.

 

2.20. ამხანაგობის წესდების თანახმად, ,,ამხანაგობის’’ მმართველობის უმაღლესი ორგანო არის ,,ამხანაგობის საერთო კრება’’, სადაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის თანხმობა, ხოლო ,,ამხანაგობის წევრთა’’ კრების კომპეტენციას განეკუთვნებოდა ,,ამხანაგობის’’ ძირითადი ორგანიზაციულ-ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ,,ამხანაგობაში’’ ახალ წევრის მიღება, ,,ამხანაგობის’’ წევრთა შორის წილობრივი საკუთრების იდენტიფიკაცია დ განსაზღვრა; ამხანაგობის წევრის მიერ თავისი კუთვნილი ქონების გასხვისების საკითხის განხილვა და სხვა; აღსანიშნავია, რომ ნ------- გ------, იყენებდა რა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას - ,,ამხანაგობის’’ თავმჯდომარის თანამდებობას, ერთპიროვნულად, ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გარეშე, წყვეტდა ისეთ საკითხებს, რაც საერთო კრების გადასაწყვეტი იყო და ამ გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დაზარალებულების მ------ ყ------–---–ის, ა----–--- ხ-----–-------ს, ს----- ბ-------ის, ი---- კ-------ის, ლ--–--------–---–ის, ზ---- ღ-----–---–ის, ლ--–- ლ----------ს და გ------- ქ-----–-–---–ის კუთვნილი ქონება.

 

2.21. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- გ------მ დაზარალებულების მ------ ყ------–---–ის, ა----–--- ხ-----–-------ს, ს----- ბ-------ის, ი---- კ-------ის, ლ--–--------–---–ის, ზ---- ღ-----–---–ის, ლ--–- ლ----------ს, და გ------- ქ-----–-–---–ის მიმართ ჩაიდინა თაღლითობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

2.22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.23. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ------- გ------ს დანაშაულებრივი ქმედებით - მ------ ყ------–---–ს მიადგა 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის ზიანი; ა----–--- ხ-----–-------ს მიადგა 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის ზიანი; ს----- ბ-------ეს მიადგა 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარის ზიანი; ი---- კ-------ეს მიადგა 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის ზიანი; ლ--–--------–---–ს მიადგა 303 000 (სამას სამიათასი) ლარის ზიანი; ზ---- ღ-----–---–ს მიადგა 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარის ზიანი; ლ--–- ლ----------ს მიადგა 127 000 (ასოცდაშვიდი ათასი) ლარის ზიანი; ზ---- ღ-----–---–ს მიადგა 38 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) მატერიალური ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ------- გ------ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულების მ------ ყ------–---–ის, ა----–--- ხ-----–-------ს, ს----- ბ-------ის, ი---- კ-------ის, ლ--–--------–---–ის, ზ---- ღ-----–---–ის, ლ--–- ლ----------ს, და გ------- ქ-----–-–---–ის მიმართ მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს.

 

2.24. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- გ------მ დაზარალებულების მ------ ყ------–---–ის, ა----–--- ხ-----–-------ს, ს----- ბ-------ის, ი---- კ-------ის, ლ--–--------–---–ის, ზ---- ღ-----–---–ის, ლ--–- ლ----------ს და გ------- ქ-----–-–---–ის მიმართ ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის----ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------- გ------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (რვა ეპიზოდი);

 

3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა) მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ------- გ------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ------- გ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ნ------- გ------ს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის რვა ეპიზოდში, რომლებიც სოციალური მავნეობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, იგი არის--- წლის.

 

5.3. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც დამნაშავის პიროვნებას, ასევე ნ------- გ------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე სასჯელის მიზნების გათვალიწინებით, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ნ------- გ------ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ნ------- გ------მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ------ ყ------–---–ის ეპიზოდი).

 

2. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

3. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ა----–--- ხ-----–-------ს ეპიზოდი).

 

4. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

5. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ს----- ბ-------ის ეპიზოდი).

 

6. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

7. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი---- კ-------ის ეპიზოდი).

 

8. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

9. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ლ--–--------–---–ის ეპიზოდი).

 

10. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

11. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ზ---- ღ-----–---–ის ეპიზოდი).

 

12. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

13. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ლ--–- ლ----------ს ეპიზოდი).

 

14. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

15. ნ------- გ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (გ------- ქ-----–-–---–ის ეპიზოდი).

 

16. ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

17. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

18. ნ------- გ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

19. ნ------- გ------ დაკავებული იქნეს სასამართლო დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ივნისის 14:37 საათიდან.

 

20. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

21. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/