განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100119002942282
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1601-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–-----

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ--------------–-----------------–---–- - დაბადებული------–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული:---------–-------------------------–-------–--

ადვოკატი - შ---------------–----

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2----–-–----------------- დასაწყისში, თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ მეუღლეს - ი--------–----. კერძოდ, მის მიმართ იძალადა ყელზე ხელის მოჭერის ფორმით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2----–-–----------------- დასაწყისში, თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ მეუღლეს - ი--------–----. ამავდროულად, მას ყელზე ხელის მოჭერითა და ჩანგლის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ი--------–---- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ვ---------------–---–- 2----–-–----------------- ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–----თან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ----------------------------–---–------ ერთად ცხოვრობდა თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–-. 2----–-–--------------, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–------–-–-------------------–---–-----------–-–-- გ---------------–---–-ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–----, კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა მას მუშტი სახის არეში. დაახლოებით ერთ საათში მან კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ი--------–----, კერძოდ, დაარტყა ხელი სახეში. ამავდროულად, ვ---------------–---–-- შეჩერების მიზნით, მასსა და ი--------–---- შორის ჩამდგარ გ---------------–---–-, ვ---------------–---–-- ყელში წაუჭირა ხელი, შეანჯღრია და კედელზე მიარტყმევინა თავი. განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ი--------–----ა და გ---------------–---–-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ვ---------------–---–- 2----–-–----------------- ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–----თან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ----------------------------–---–------ ერთად ცხოვრობდა თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–-. 2----–-–--------------, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–------–-–-------------------–---–-----------–-–-- გ---------------–---–-ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–----. ამავდროულად, ვ---------------–---–- ი--------–----ა და მის შვილებს დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა, სისხლს დაღვრიდა და მათ გვამებს გაიტანდა სახლიდან. აღნიშნული ქმედებების შედეგად არასრულწლოვან ვ----------------------------–---–--- და ი--------–---- გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ვ---------------–---–- 2----–-–----------------- ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–----თან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ----------------------------–---–------ ერთად ცხოვრობდა თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–-. 2----–-–--------------, დილით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–------–-–-------------------–---–-----------–-–-- გ---------------–---–-ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–----. კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა მას მუშტი სახის არეში. ამავდროულად, ვ---------------–---–-- გ---------------–---–- მუშტი დაარტყა მხრის არეში და მოსთხოვა დისტანცია დაეცვა მისგან. განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ი--------–----ა და გ---------------–---–-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ვ---------------–---–- 2----–-–----------------- ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–----თან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ----------------------------–---–------ ერთად ცხოვრობდა თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–-. 2----–-–--------------, დილით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–------–-–-------------------–---–-----------–-–-- გ---------------–---–-ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–----. ამავდროულად, ვ---------------–---–- ი--------–----ა და მის შვილებს დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა და სისხლს დაღვრიდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად არასრულწლოვან ვ----------------------------–---–--- და ი--------–---- გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ---------------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

დაზარალებულ ი--------–---- ჩვენებით, ვ---------------–---–თან ერთად თანაცხოვრება გადაწყვიტა 2----–-–----------------- ბოლო პერიოდში და ცხოვრობდნენ ერთად მის სახლში, მდებარე თ---–--–-------------–------------–---------------------------------------–-. მათთან ერთად ასევე ცხოვრობდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები-----–-–-------------------–---–---------–-–-- გ---------------–---–-. ვ---------------–---–- არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას იყო ეჭვიანი და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მანამ, ვიდრე ერთად დაიწყებდნენ თანაცხოვრებას, ვ--------–---–-- მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სწვდა კისერში და ჩანგლის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვ--------–---–- არ აძლევდა მას სამსახურში სიარულის უფლებას, რის გამოც რამდენჯერმე შეკამათდნენ და მან სახის არეში დაარტყა ხელი. აღნიშნული მოხდა------–-–--------------, რასაც შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. ჩხუბის დროს მათ შორის ჩადგა მისი შვილი გ---------------–---–-, რომელსაც ვ---------------–---–-- დაარტყა ხელი და კედელზე მიარტყმევინა თავი. ამასთან, ემუქრებოდა მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით. მეორე დღეს, დილით, როდესაც ვ--------–---–-- სახლში ვერ ნახა ალკოჰოლური სასმელი, გაბრაზდა, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლანძღავდა მას და ემუქრებოდა სიცოხლის მოსპობით, ამასთან სახის არეში დაარტყა რამდენჯერმე მას და მის შვილს, გ--------–---–-. ვინაიდან ბავშვი------–-–-------------- მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე იყო ცუდად, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მათ დარეკეს პოლიციაში. მიუხედავად ვ--------–---–-- მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისა, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სურს მისი მსუბუქად დასჯა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ვ---------------–---–-- მიერ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ (ორი ეპიზოდი), უტყუარად დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ვ---------------–---–--- გ---------------–---–-ს, ლ------------- გამოკითხვის ოქმებით, პაციენტის სამედიცინო N--- ბარათით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ---------------–---–-- ჩაიდინა:

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ვ---------------–---–-- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ვ---------------–---–- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ---------------–---–-- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (-----–-–-------------------------- - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (-----–-–-------------------------- - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (-----–-–-------------------------- - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (-----–-–-------------------------- - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ვ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -------–-–------------------

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ ვ---------------–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება შს-------------–-------–-–-----------------------------------–----–-–------–------------------–------------–---–-------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი