განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
330100117002193693
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- ჟ----–---–--ის,ბრალდებულ _ ი-----–- ტ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ი-----–- ი--------ს ძე ტ------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: წ---–--------------------------–-----–-----ში, პ------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------------------ში, ამჟამად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- ტ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ი-----–- ტ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ------–--–-----–--------------–--------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ტ------ემ, მისი ხშირი სიმთვრალის გამო მომხდარი კამათისას მეუღლის მშობელს - ნ-----–- პ---–---------ს სახეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ი-----–- ტ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).

სასამართლოს დასკვნა ი-----–- ტ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ალკოტესტზე შემოწმების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ი-----–- ტ------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ უფრო კრიტიკულად აფასებს ბრალდებულის ძალადობრივ ქცევას, რადგან მიმართულია ასაკოვანი ქალის მიმართ, თუმცა, ამავდროულად, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი-----–- ტ------ის მიერ დაზარალებულის მიმართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა და დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, ხოლო დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ წარსულში ბრალდებულს მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს განხორციელებული ძალადობის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებასა და დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულისადმი, აგრეთვე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიზანშეწონილად მიაჩნია, ი-----–- ტ------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, ხოლო 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ ორივე შემთხვევაში მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ კანონებს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ი-----–- ტ------ეს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 13 აგვისტოდან. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დანაშაული ჩადენილია ბოლო (2018 წლის 10 ოქტომბრის) განაჩენის გამოტანამდე, - მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილები და 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ტ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი - 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-----–- ტ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. ი-----–- ტ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 28 ოქტომბრიდან - 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი