გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.07.2019
საქმის ნომერი
040310518002783217
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310518002783217

საქმე № 3/19-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წელი ქ.ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი ხატია მეშველიანი

მოსარჩელე-ჟ----- ა-------

წარმომადგენელი-ლ---- ჭ--–---

მოპასუხე- ც------- მ----–----–-------- მ-----

წარმომადგენელი -შ------- დ---–-

მესამე პირი- ც------- მ----–----–------–- ო------–-- ა------------–----–- ე--------–-

წარმომადგენელი -მ------ მ--------–---–-

დავის საგანი-ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

განხილვის ფორმა:-ღია სასამართლო სხდომა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი:

ც------- მ----–----–-------- მ----- 2--- წლის 0- ნ--------- N--2-- ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ც------- მ----–----–-------- გ------–-- 2017 წლის 0- ნ--------- N---- წერილი და ო------–-- ა------------–----– ე--------––- ც------- მ----–----–-------- მ----- წარმომადგენლის- 2017 წლის 01 ნ--------- ადგილზე დათვალიერების ოქმი N-----.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ც------- მ----–----–-------- მ----- მიერ 2--- წლის 0- ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება N 2-2--, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ც------- მ----–----–-------- გ------–-- 2017 წლის 0- ნ--------- N---- წერილი და ო------–-- ა------------–----– ე--------––- ც------- მ----–----–-------- მ----- წარმომადგენლის 2017 წლის 01 ნ--------- ადგილზე დათვალიერების ოქმი N-----.

 

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება ისე გამოიცა, რომ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, არ შესწავლილა დეტალურად ის გარემოებები , რაც საფუძვლად დაედო მის გამოცემას, არ მიეცა მოსარჩელეს საშუალება მოსაზრებების წარდგენისათვის.

 

2. მოპასუხე -ც------- მ----–----–-------- მ------ პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა კანონის დაცვით, საკითხის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე.

 

მესამე პირი- ო------–-- ა------------–----– ე--------––- ც------- მ----–----–-------- მ----- წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ჟ----- ა-------მ უკანონოდ გაიფორმა სხვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის ფარგლებში ჟ----- ა------- ფლობს მიწის ნაკვეთებს ც------- რ------- სოფელ ო------––-, შემდეგი საკადასტრო კოდებით: 8-.1-.0-.5--, 8-.1-.0-.0--, 8-.1-.0-.0--, 8-.1-.0-.3---

ც------- მ----–----–-------- გ------–-- -რ----- ბ------ 2017 წლის 0- ნ--------- წერილის თანახმად, ჟ----- ა------- ფლობს ც------- მ----–----–-------- სოფელ ო------––- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ოთხ ნაკვეთს , რომლის საერთო ფართობია 6---,0- კვ.მ შემდეგი საკადასტრო კოდებით: 8-.1-.0-.5--, 8-.1-.0-.0--, 8-.1-.0-.0--, 8-.1-.0-.3---

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 01 ნ--------- N----- ოქმის თანახმად, დათვალიერების და გამოკვლევის შედეგებით დადგენილია, რომ მოქალაქე ჟ----- ა------- ც------- მ----–----–-------- სოფელ ო------––- ფლობს საკუთრებაში მიწის ოთხ ნაკვეთს, გაერთიანებული ერთ ნაკვეთად, ფართობით 6---.0- კვ.მეტრი, რომელიც იდენტურია უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზთან. ოქმს ხელს აწერს მ----–----–-------- უფლებამოსილი პირი- რ–---------–- მ------ მ--------–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი, სხდომის ოქმი)

- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები

- ც------- მ----–----–-------- გ------–-- 2017 წლის 0- ნ--------- N---- წერილი ს-------- რ--------------------–------------------

-უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 01 ნ--------- N----- ოქმი

3.1.2. 2--- წლის 0- ნოემბერს, ც------- მ----–----–-------- მ----- მოვალეობის შემსრულებლის- გ------- მ--------- მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N--2--, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ც------- მ----–----–-------- გ------–-- 2017 წლის 0- ნ--------- N---- წერილი და 2017 წლის 01 ნ--------- N----- ადგილზე დათვალიერების ოქმი. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო სოფელ ო------––- ც------- მ----–----–-------- მ----- წარმომადგენლის -მ------ მ--------–---–-ს 2--- წლის 08 აგვისტოს განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ -ჟ----- ა-------მ დაირეგისტრირა სოფელ ო------––- მცხოვრები- აწ. გარდაცვლილი ე------ მ--–---------- მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ე.წ. ,,ც---------“ ტერიტორიაზე. აქვე მითითებულია, რომ ჟ----- ა-------ს ამ ტერიტორიაზე ნამდვილად აქვს მფლობელობაში მიწის ნაკვეთი 3--- კვ.მეტრამდე, რომელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოიყენა ე------ მ--–---------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი, სხდომის ოქმი )

- მ------ მ--------–---–-ს განცხადება

-ც------- მ----–----–-------- მ----- 2--- წლის 0- ნ--------- ბრძანება N--2--

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1. საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის ფარგლებში ჟ----- ა------- ფლობს მიწის ნაკვეთებს ც------- რ------- სოფელ ო------––-, რომელთა საკადასტრო კოდებია: 8-.1-.0-.5--,8-.1-.0-.0--,8-.1-.0-.0--,8-.1-.0-.3---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი სხდომის ოქმი )

- ამონაწერი ს-------- რ------------

- უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N-----

 

- ც------- მ----–----–-------- გ------–-- 2017 წლის 0- ნ--------- N---- წერილი ს-------- რ--------------------–------------------

-

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არსებობს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე, 53-ე, მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი - ც------- მ----–----–-------- მ----- მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 2--- წლის 0- ნ--------- N--2-- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - ჟ----- ა-------- გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა რომ საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის ფარგლებში ჟ----- ა------- სოფელ ო------––- ფლობს მიწის ნაკვეთებს. ჟ----- ა------- არის კომლის უფროსი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.მ------ მ---------–--–-- განცხადებაში მითითებულია, რომ ჟ----- ა-------მ დაირეგისტრირა აწ.გარდაცვლილი ე------ მ--–---------- მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, თუმცა არ წარუდგენია ე------ მ--–---------- მიერ მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან არცერთი:ა) ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბ) საკომლო წიგნიდან ამონაწერი, გ) მებაღის წიგნაკი, დ) მიწების განაწილების სია, ე) საგადასახადო სია, ვ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ზ) სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი. საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა იმ მოცემულობაში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ არ არსებობს ე------ მ--–---------- მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელ ორგანოში ერთხელ უკვე იყო საკუთრება აღრიცხული. ამასთანავე, საქმეში დაცულია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმი (ხელმოწერილია ო------–-- ა------------–----– ე--------––- მ----- წარმომადგენლის მიერ), რომლის თანახმად, დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის ცალსახად განსაზღვრა. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს მოპასუხეს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის, ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, დაადგინის სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის (ან მასზე უარის თქმის) საკითხი,მოახდინოს ადგილის დათვალიერება სპეციალისტების მონაწილეობით, შეადგინოს ნახაზი დანიშნოს ექსპერტიზა, რითაც უნდა განისაზღვროს ზუსტი საზღვრები, მითითებული მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქმეში დაინტერესებული პირების მონაწილეობით და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწის იდენტურობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი-ბრძანება, გამოცემულია დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების დარღვევით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ჟ----- ა-------- სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

შესაბამისად, ჟ----- ა-------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ც------- მ----–----–-------- მ----- მოვალეობის შემსრულებლის 2--- წლის 0- ნ--------- N--2-- ბრძანება.

10. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3-ე ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 10- (ასი) ლარი. შესაბამისად მოპასუხეს- ც------- მ----–----–-------- მ-----ს მოსარჩელე ჟ----- ა-------- სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 10- (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-10-ე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჟ----- ა-------- (პ/ნ 4----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ც------- მ----–----–-------- მ----- 2--- წლის 0- ნ--------- N--2-- ბრძანება.

 

3. მოპასუხეს- ც------- მ----–----–-------- მ-----ს მოსარჩელე ჟ----- ა-------- (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.32) ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის.ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14).

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი