განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
340100119002926168
დავის ტიპი
126
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119002926168

N1/42-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

22 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილი

სხდომის მდივანი - ანნა მათიაშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ლ--–- ჩ----–-–---–-

ბრალდებული: ს----- ბ----–-–---–ი

მამის სახელი: ო-----

დაბადებული: 1----–-–----------------.

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლევი.

ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული.

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მ–------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–-------------–------------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტები.

წარდგენილი ბრალდების არსი: ს----- ბ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, ორი პირის მიმართ.

ბრალდების დადგენილების თანახმად, ს----- ბ----–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. ყვარელში მცხოვრები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ს----- ბ----–-–---–ი, 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 21 თებერვლამდე სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ზ---- ც-----–-–---–ს და შვილს - ო----- ბ----–-–---–ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელთა ტანჯვას. 2019 წლის 21 თებერვალს, ქ---------––-------------–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს-----ი ბ----–-–---–მა სცემა მეუღლეს ზ---- ც-----–-–---–ს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ს----- ბ----–-–---–ი 2019 წლის 21 თებერვალს 22:30 საათზე დააკავეს და 2019 წლის 23 თებერვალს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

ს----- ბ----–-–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

სასამართლომ ვერ დაადგინა:

ს----- ბ----–-–---–ის მიერ ოჯახის ორი წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის ჩადენა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა.

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არაერთგზის, ორი პირის მიმართ.

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულებმა - ზ---- ც-----–-–---–მა და ო---- ბ----–-–---–მა უარი განაცხადეს ს----- ბ----–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

2. ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ბრალდებულმა ს-----ი ბ----–-–---–მაც.

3. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეულია ექსპერტის N--------- დასკვნა, რომლის მიხედვით ზ---- ც-----–-–---–ს 22.02.2019 წლის პირადი შემოწმების დროს მარცხენა ყურის ნიჟარის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მარცხენა ლოყის არეში ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ს----- ბ----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. წარმოდგენილია მხოლოდ ერთი უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება ექსპერტის N--------- დასკვნა, რომელიც აღწერს დაზარალებულის ფიზიკურ დაზიანებებს, თუმცა ვერ განსაზღვრავს ეს დაზიანებები უშუალოდ ბრალდებულის არამართლზომიერი ქმედების შედეგად არის მიყენებული თუ რაიმე სხვა მექანიკური ზემოქმედებით.

 

სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ბ----–-–---–ი ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამართლებრივი შეფასება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ს----- ბ----–-–---–ი ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----- ბ----–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----- ბ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს ს----- ბ----–-–---–ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი