განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100118002579624
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - მ----–----ა

 

დაცვის მხარე

დამცველი - ლ-----------------

 

ბრალდებული - გ---------------------------–-–---–-, დაბადებული - 1----–-–----------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ფ--–------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ------–-------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 10:35 საათზე, ქ. თბილისში, გ------–-------ში მდებარე გ---------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მეუღლეებს: ნ--------------ას და გ------–---–--ეს მოუხდათ შელაპარეკება, რა დროსაც გ------–---–--ემ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---------------–-–---–მა მოუწოდა გ------–---–--ეს შეეწყვიტა შეურაცხყოფა და დაწყნარებულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი აგრესიულად განეწყო გ---------------–-–---–ის მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---------------–-–---–მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ------–---–--ეს მიაყენა გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 10:35 საათზე, ქ. თბილისში, გ------–-------ში მდებარე გ---------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მეუღლეებს: ნ--------------ას და გ------–---–--ეს მოუხდათ შელაპარეკება, რა დროსაც გ------–---–--ემ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---------------–-–---–მა მოუწოდა გ------–---–--ეს შეეწყვიტა შეურაცხყოფა და დაწყნარებულიყო, რაზეც ეს უკანასკნელი აგრესიულად განეწყო გ---------------–-–---–ის მიმართ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან, გ---------------–-–---–ს აქვს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისთვის თვის არეში ერთი დარტყმაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, შეშინების მიზნით, სეიფიდან გამოიტანა მის სახელზე რეგისტირებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულა მიმართული ჰქონდა იატაკის მიმართულებით, დაზარალებულის შეშენინების მიზნით და მოუწოდებდა გ------–---–--ეს წასულიყო და თავი დანებებინა მისთვის. თუმცა ამ დროს, იარაღის წართმევის მიზნით, დაზარალებულის მეუღლე - ნ--------------ამ მას ხელზე მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და სწორედ მისი ფიზიკური ზემოწმედების შედეგად მოხდა იარაღიდან გასროლა. გასროლილი ტყვია მოხვდა გ------–---–--ეს მუცლის არეში, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ---------------–-–---–ის მიერ გ------–---–--ისათვის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს

 

მოწმე ნ--------------ას ჩვენებით დასტურდება შემდეგი: გ------–---–--ე იყო მისი მეუღლე, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც საცხოვრებელად შვილთან ერთად გადავიდა ქ. თბილისში, გ------–-------------ში მდებარე ბინაში, რომლის მეპატრონეც გ---------------–-–---–ია. 2018 წლის 30 ივნისს მისი მეუღლისთვის ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი, რომელმაც მიაკითხა საცხოვრებელ მისამართზე და მთელი ღამე ჩხუბობდა. გამთენიისას ჩაეძინა მის მეუღლეს, რა დროსაც მოახერხა და დაუკავშირდა მის დას - მ----------------ეს, რომელსაც სთხოვა მისულიყო და წაეყვანა. მისი და მივიდა, ჩაალაგეს ნივთები და აპირებდნენ წასვლას, თუმცა გ------–---–--ე ჩხუბობდა და ყვიროდა. ჩხუბის ხმაზე ოთახში შევიდა გ---------------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ თავი დაენებებინა ნ-----თვის და მის სახლში არ ეჩხუბა, რაზეც გ------–---–--ემ უპასუხა, რომ მისი ოჯახის საქმეში არ ჩარეულიყო. მან და მისმა დამ შეძლეს სიტუაციის განმუხტვა, რის შემდეგ გ---- წავიდა. აიღეს ბარგი და შევიდნენ გ-------სთან დასამშვიდობებლად და მადლობის სათქმელად, მაგრამ გ---- დაბრუნდა, იყო აგრესიული და ემუქრებოდა გ-------ს - „შენ ნახე რა გიქნაო“ და მისკენ გაიწია. მისი და ჩადგა მათ შორის და ამშვიდებდა, მაგრამ გ---- მაინც იწევდა დასარტყმელად გ-------სკენ, იგინებოდა და ემუქრებოდა. გ------- სთხოვდა თავი დაენებებინა და წასულიყო. მისმა დამ გ---- მიიმწყვდია კიბესთან და ცდილობდა ქვევით ჩაეყვანა, თავადაც სთხოვდა წასულიყო. ამ დროს დაინახა, რომ უკნიდან მიუახლოვდა გ---------------–-–---–ი, რომელსაც იარაღი ეჭირა ხელში კედლის მხარეს და ლულა იატაკისკენ ჰქონდა მიმართული. მან იარაღიან ხელზე მოჰკიდა გ-------ს ხელი, უნდოდა გაეწია - მოქაჩა ხელზე და სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა - გ-------ს იარაღი გაუვარდა. მოწმის განმარტებითვე, მას რომ არ მოეკიდა ხელი გ---------------–-–---–ისთვის გასროლა არ მოხდებოდა. გ---------------–-–---–ი მივიდა გ----სთან, მაისური აუწია, ნახა რომ ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში, რომელიც დაუთვალიერა და უთხრა - „ნუ გეშინია, არ მოკვდები, სასწრაფო დახმარება მალე მოვაო“. ბრალდებულმა მას მიაწოდა ტელეფონი და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ----------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სიძე - გ------–---–--ე ორჯერ გაიყვანა გ-------ს კაბინეტიდან, რომელიც იმუქრებოდა და ბრალდებულზე დასარტყმელად იწევდა. მან დაინახა ლულით დაბლა მიმართული იარაღი გ-------ს ხელში, რომელიც მისი დის გ-------სათვის ხელის ხელზე მოკიდების შემდეგ გავარდა და გ----ს მოხვდა. ბრალდებულის დაზარალებულის მოკვლის განზრახვა ნამდვილად არ ჰქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში გ----ს კიდევ ესროდა და არც სასწრაფოს გამოიძახებდა.

მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით: მუშაობდა ძ---–-------–---ს სამმართველოს მ--------------–---ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, გ------–-------------ში ე.წ. „–------- სასტუმროში მოხდა მკვლელობის მცდელობა. თანამშრომელ კ----–------------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ავიდნენ კიბეებით მეორე სართულზე, სადაც კიბიდან ხელმარცხნივ მდებარე სამუშაო კაბინეტში დააკავეს გ---------------–-–---–ი ბრალდებულის სახით. გ---------------–-–---–ი იყო აღელვებული და მისი განმარტებით, კონფლიქტის ნიადაგზე შემთხვევით დაჭრა პიროვნება, თუმცა ვინ დაჭრა არ უკითხავს.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კ----–------------მ, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მაგიდაზე იდო.

მოწმე დ-----------–---–ის ჩვენების მიხედვით: მუშაობს ძ---–-------–---ს სამმართველოს მ--------------–---ში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, გ------–-------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც მეორე სართულზე კიბეებიდან ხელმარცხნივ მდებარე ოთახში, სამუშაო კაბინეტში, შავი ფერის მაგიდიდან ამოღებული იქნა იარაღი, ორი მჭიდი, მასში არსებული ვაზნებით. გამოკითხა დაზარალებული, ბრალდებულის სახით გამოკითხა გ---------------–-–---–ი, რომლისგანაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოიღო ტანსაცმელი და სისხლის ნიმუში. დანიშნა კომპლექსური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ გ------–---–--ის 2018 წლის 02 ივლისის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობდნენ გ---------------–-–---–თან საოჯახო ტიპის სასტუმროში. რამდენიმე თვის უკან სწორედ მეუღლემ გააცნო გ---------------–-–---–ი. 2018 წლის 30 ივნისს იმყოფებოდა სენაკში, რა დროსაც დაუკავშირდა მეუღლე და უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მეზობელთან და თბილისში ჩასვლა სთხოვა. იგი მართლაც ჩამოვიდა თბილისში და მივიდა მეუღლესთან, სადაც ნახა რომ ის ცხოვრობდა პატარა ოთხში და ეძინა ტახტზე, ხოლო შვილს - აივანზე. აღნიშნულის გამო უსაყვედურა მეუღლეს და სთხოვა მასთან საცხოვრებლად მასთან გადასვლა. მისი მეუღლე გახდა აგრესიული და დაუწყო ყვირილი - „შენ რომ გვერდში დამდგომოდი აქამდე უკეთესად ვიცხოვრებდით და გ---------------–-–---–ი შემპირდა, რომ უკეთეს პირობებს შემიქმნის საცხოვრებლადო“. არ უნდოდა კონფლიქტის გამწვავება და გამოვიდა გარეთ. მეორე დღეს კვლავ დაელაპარაკა მეუღლეს და სთხოვა გაყოლოდა სახლში, მაგრამ მისი მეუღლე კვლავ აგრესიული გახდა, დაუკავშირდა მის დას - მ----------------ეს და სთხოვა მისულიყო მასთან. ცოლის დას გარეთ შეხვდა და ერთად შევიდნენ ნომერში, თუმცა მისი მეუღლე არ დაწყნარდა და უყვირა - „შენი საქმე არაა სად და ვისთან ვიცხოვრებ, თავი დამანებეო“. ყვირილზე შევიდა გ---------------–-–---–ი, რომელმაც იკითხა რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა რომ მისი მისი ცოლ-შვილისთვის დაენებებინა თავი და გაეშვა სახლიდან. გ---------------–-–---–მა უთხრა, რომ მათ არავინ აყოვნებდა და შეეძლოთ წასულიყვნენ, რის შემდეგ ოთახიდან გავიდა. ვინაიდან, ოთახში დაძაბული სიტუაცია იყო, მ----------------ემ მის შვილს შესთავაზა მასთან წასულიყო, რაზეც ლ----ი დათანხმდა. გავიდა ოთახიდან, ჩავიდა დაბლა, სადაც ელოდებოდა მ-----ს და ლ----ის, მაგრამ რადგან დააგვიანდათ ავიდა ისევ ზევით და ბრალდებულის ოთახიდან გაიგონა მეუღლის ხმა, რომელიც მას ლანძღავდა. შევიდა ოთახში და მეუღლეს ჰკითხა თუ რატომ ლანძღავდა, რაზეც გ---------------–-–---–ი წავიდა მისკენ, ჰკრა ხელი და უთხრა წასულიყო. ოთახიდან გამოსულმა დაინაზა, რომ გ-------ს ხელში ეჭირა პისტოლეტი, რომელიც გაისროლა. მაშინვე ვერაფერი იგრძნო, მაგრამ შემდეგ წელის არეში იგრძნო სისველე და წამოუვიდა სისხლი. გასროლის მომენტში იქ იმყოფებოდნენ მისი მეუღლე, შვილი და მ----------------ე. გ---------------–-–---–მა ესროლა მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა კვლავ ესროლა მისთვის.

2018 წლის 01 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, გ------–-------------ში მდებარე სასტუმროს ტიპის სახლი „--------–--, რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ „ჰ-------–ის“ დერეფნიდან ლამინატის იატაკის ზედაპირიდან, კიბის მე-3 და მე-11 საფეხურის ზედაპირიდან, ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, 1 ცალი მოყვითალო ფერის ლითონის საგანი - მასრა, ერთი ცალი მოყვითალო ფერის ლითონის საგანი - გულა. „ჰ-------–ის“ მისაღებ ოთახში განთავსებულ ფანჯრებთან მდგარი მაგიდის მარჯვენა მხარეს უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მჭიდი, მასში არსებული 7 ვაზნით. ასევე, 1 ცალი მჭიდი, მასში არსებული 5 ცალი ვაზნით, ამოღებული იქნა პისტოლეტიდან. 1 ვაზნა ამოღებული იქნა პისტოლეტის ლულიდან, 1 ცალი პისტოლეტი ამოღებული იქნა „ჰ-------–ის“ მისაღებ ოთახში განთავსებული ფანჯარასთან მდგომი მაგიდის მარჯვენა ზედა სათავსოდან.

2018 წლის 01 ივლისის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა დავით მ------–-–---–-ს მიერ განცხადებით წარდგენილი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 07.10.2013 წელს გ---------------–-–---–ის სახელზე პ--------------. ასევე მოწმობაში იკითხება მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი N---------. მოწმობის მეორე მხარეს ქართული და ლათინური ასოებით იკითხება წარწერა - „უფლება აქვს შეინახოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი“; ლათინურად წარწერა - „M---------“, იარაღის ნომერი Г----------- კალიბრის.

2018 წლის 2 ივლისის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა-–----–----–---–ის სახელობის საავადმყოფოში მდებარე უ-------------------დან ამოღებული იქნა გ------–---–--ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. კერძოდ: ერთი ცალი შავი, ლურჯ ფერებში გაწყობილი მაისური, რომელიც წინიდან მთლიან სიგრძეზე არის გაჭრილი და წინა და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; რუხი ფერის ტრუსი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო-მოყვითალო ფერის ლაქები; ჯინსის მუქი ფერის შარვალი ტყავის ქამართან ერთად, რომელსაც წელზე ლათინურად აწერია „P------“ და აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. ასევე, ამოღებული იქნა ორი ცალი წინდა, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; ორი ცალი რუხ შავ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებიც იკვრება ლურჯი ფერის თასმებით. მარცხენა ფეხსაცმელს უკანა მხარეს აღენიშნება მუქი ფერის ლაქები.

2018 წლის 10 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ა-–----–----–---–ის სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. გ------–---–--ეს 2018 წლის 01 ივლისს აღენიშნებოდა: მარჯვნივ მუცლის და წელის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, შემავალი ჭრილობით მუცლის მიდამოში და წელის მიდამოში გამომავალი ჭრილობით. გამოძიების მიერ წარდგენილი მოქ. გ------–---–--ის კომპიუტერული ტომოგრაფიის CD-ჩანაწერი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: არსებულ კ.ტ. გამოსახულებებზე ფიქსირდება მარჯვნივ თეძოს ფრთის ფრაგმენტული მოტეხილობა; ამავე მიდამოში კანქვეშა და სუბაპონევროზული რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა შეშუპება ფრაგმენტული ემფიზემა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. წარდგენილი სამედიცინო ჩანაწერებით სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელია. წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მითითებულია, რომ მოქ. გ------–---–--ეს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა ნაკაწრი და კანქვეშა ჰემატომა. დაზიანებები როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. კანქვეშა ჰემატომა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.

2019 წლის 29 იანვრის ბიოლოგიური, (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „..ობ.N2,3,4 (3 სამი) მოწით). ფერის ლაქის ანაწმენდი 3(სმ) ცალ სტერილურ ჩხირზე ამოღებულ იქნა ჰ-------–იდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2,3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------–---–--ეს (ობ. N1-; პაკეტი, წარწერით: „..გ------–---–--ის სისხლის ნიმუში... “); პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი პისტოლეტი, 1 (ერთი) ცალი ვაზნა ამოღებულია პისტოლეტის ლულიდან. 5(ხუთი) ცალი ვაზნა, რომლებიც მოთავსებული იქნა მჭიდში ასევე ამოღებული იქნა პისტოლეტიდან და 1 (ერთი) ცალი მჭიდი მასში არსებული 7 (შვიდი) ცალი ვაზნით ამოღებული იქნა „ჰ-------–ის“ მისაღებ ოთახში მაგიდიდან...“. პისტოლეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---------------–-–---–ს (ობ. N13; პაკეტი, წარწერით: „..ანაწმენდი ბრალდებულ გ---------------–-–---–ის პირის ღრუდან...“). პაკეტში, წარწერით „...გ------–---–--ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მოშავო ფერის, მოკლესახელოებიან, მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ. 5,6), მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალზე (ობ. N7,8), მოთეთრო და მონაცრისფრო, კუბოკრულ, მოკლეტოტებიან ქვედა საცვალზე (ობ. N9), წყვილ ღია მოყავისფრო წინდასა (ობ. N10,11) და მარცხენა ბოტასზე (ობ. N12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------–---–--ეს (ობ. N1-).

2019 წლის 03 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 1(12). გამოსაკვლევი იარაღი (პაკეტი კოდით F--------) წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 1--- წლის ნიმუშის, 1--- წელს გამოშვებულ N------- პისტოლეტს. იგი გამართულია და ვარგისია გამოსაყენებლად სროლისათვის; 2(13). გამოსაკვლევი ტყვია (პაკეტი კოდით F--------) და მასრა (პაკეტი კოდით F--------) ნასროლია ექსპერტიზაზე წარდგენილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის N------- პისტოლეტიდან; 3(14). გამოსაკვლევი ვაზნები საერთო რაოდენობით 13ც. (პაკეტი კოდით F--------), წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 9მმ კალიბრის, როგორც „მაკაროვის“ და „სტეჩკინის“ პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. მათგან 7 ვარგისი იყო, ხოლო დანარჩენი 6 ცალი ვარგისი უნდა იყოს გამოსაყენებლად - სროლისათვის; 4(15). გამოსაკვლევი ორი ერთეული მჭიდი (პაკეტი კოდით F--------) წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 1--- წლის ნიმუშის იარაღებისათვის განკუთვნილ კონსტრუქციულ დეტალს – 8-8 ვაზნის ტევადობის მჭიდებს; 5(1-). 6(17). 7(18). გამოსაკვლევად წარდგენილი „გ------–---–--ის“ ნივთებიდან მაისურზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული N1 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის მოქმედებით ახლო - დამატებითი ფაქტორების (დენთის დამწვარი და ნაწილობრივ დამწვარი ნაწილაკები და მეტალიზაცია) მოქმედების ზონაში = 30-50სმ მანძილიდან სროლისას. N2 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლებითა და დაზარალებულის N--------- დასკვნის მონაცემების მიხედვით წარმოადგენს გამსვლელ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ამავე დასკვნით N1 და N2 დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება დაზარალებულის სხეულზე არსებულ შემავალ-გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ნ-----–------–----მა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - გ---------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში - განზრახ მკვლელობის მცდელობაში, თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა შემდეგი: ნ--------------ა შვილთან ერთად ცხოვრობდა მასთან. შემთხვევის დღეს გაიგონა წივილ-კივილის ხმა, შევიდა ოთახში სადაც დახვდა ნ----, მისი და - მ----------------ე, მეუღლე - გ------–---–--ე და მათი შვილი, რომლებსაც სთხოვა დამშვიდებულიყვნენ და წასულიყვნენ. გავიდა თავის ოთახში, სადაც შევიდა მ----------------ე მადლობის გადასახდელად. სწორედ ამ დროს შევიდა გ---- მეუღლესთან ერთად, რომელიც ემუქრებოდა და იწევდა მისი მისამართით დასარტყმელად. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, გაკეთებული აქვს „ტრეპანაცია“ და მისთვის შესაძლოა ერთი დარტყმაც დასრულდეს ფატალური შედეგით. ნ---- და მ----- ჩადგნენ მათ შორის და აკავებდნენ გ----ს, რათა მისთვის არ დაერტყა ხელი. უნდოდა გ----ს შეშინებოდა და წასულიყო და სწორედ ამ მიზნით, სეიფიდან აიღო მაკაროვის სისტემის იარაღი და გავიდა დერეფანში, სადაც იყვნენ გ----, ნ---- და მ-----. მას იარაღი ეჭირა მარჯვენა ხელში, ლულით იატაკისკენ მიმართული, რათა არავინ დაეზიანებინა. ნ----მ ხელი მოჰკიდა მარჯვენა ხელზე, რომელშიც იარაღი ეჭირა და მოქაჩა, რა დროსაც მოხდა გასროლა. მას გ----ს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, იარაღში კიდევ ჰქონდა ტყვიები და შეეძლო სროლა, მაგრამ იარაღი დადო მაგიდაზე, გამოიძახა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დაელოდა მათ მისვლას, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული უნდა იქნას, ვინაიდან აღნიშნული სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება სხდომაზე გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ გ---------------–-–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით. კერძოდ, გ---------------–-–---–ის მიერ გ------–---–--ის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენაში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ---------------–-–---–ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილი კვალიფიკაციით, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა, ასევე შეაფასა უდავო მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ---------------–-–---–მა ჩაიდინა გ------–---–--ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

შესაბამისად, ბრალდებულ გ---------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ გ---------------–-–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას.

კერძოდ, ბრალდების მხარე გ---------------–-–---–ს ედავება განზრახ მკვლელობის მცდელობას და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა ფაქტის თვითმხილველი ორი მოწმე - ნ--------------ა და მ----------------ე. ბრალდების მხარის ეს პოზიცია და არგუმენტაცია გაბათილდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, ორივე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულის იარაღიანი ხელი მიმართული იყო იატაკის მიმართულებით და გასროლა მოხდა შემთხვევით, ნ--------------ას მიერ ბრალდებულისათვის იარაღიან ხელზე ხელის მოკიდებითა და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. ბრალდების მოწმეებმა დაადასტურეს ის გარემოებაც, რომ განმეორებითი გასროლის განხორციელებაში გ---------------–-–---–ს ხელს არაფერი უშლიდა, პირიქით, თავად გამოაძახებინა სასწრაფო და საპატრულო პოლიცია, ბრალდებულს ამშვიდებდა, რომ მას მალე დაეხმარებოდნენ და არაფერი მოუვიდოდა. შემდეგ, შევიდა კაბინეტში, იარაღი დადო მაგიდაზე და დაელოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლას. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციაც, სადაც გ------–---–--ე აღნიშნავს, რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა დამატებითი გასროლა, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია.

შესაბამისად, ბრალდებულის პოზიციას, რომ გ------–---–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და იარაღი შესაშინებლად გამოიტანა, ადასტურებს: ა) ბრალდებულის, ბრალდების მოწმეების - ნ--------------ას და მ----------------ის ჩვენებები, დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება და ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გ------–---–--ეზე მიყენებული დაზიანება არის ნაკლებად მძიმე.

სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭოს დამდგარ შედეგს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას - მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე, ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პირობებში მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ბრალდებული არის თუ არა მარტო ქმედების ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე არის თუ არა სხვა პირი, ვინც შესაძლოა ბრალდებულს დახმარება აღმოუჩინოს და მიყენებული ჭრილობების რაოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგინდა რომ გ---------------–-–---–ს განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა. მისი ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ - იარაღის ერთხელ გასროლის - გავარდნის შემდეგ, მას განმეორებით გასროლა აღარ განუხორციელებია მიუხედავად იმისა, რომ ხელს არაფერი უშლიდა, იარაღი იყო გამართულ მდგომარეობაში და მჭიდშიც ელაგა ვაზნები. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ გასროლის შემდეგ ბრალდებული იდგა ფეხზე - ძირს არ დაცემულა და არც გონება დაუკარგავს და ვარაუდი იმისა, რომ მას მკვლელობის განზრახვა ბოლომდე მიყვანილად ჩაეთვალა, გამორიცხულია. პირიქით, ბრალდებული მიდის დაზარალებულთან და ამშვიდებს, რომ არაფერი მოუვა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალე მივა და აღმოუჩენს სათანადო დახმარებას, რომლის გამოძახების ინიციატორიც თავად გ---------------–-–---–ია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ---------------–-–---–ის მიერ ჩადენილია გ------–---–--ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32) და ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სამართლებრივი დაცვა, რომელსაც ემსახურება სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალური ნორმები. ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა ჩაითვალოს ადამიანის სხეულის, მისი ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვისი სხეულის, ცალკეული ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (განზრახ ან გაუფრთხილებლობით). ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა. ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, რომელმაც თავის დასკვნაში უნდა განსაზღვროს დაზიანების სიმძიმე. ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული მატერიალურია, მის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია შესაბამის ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის დაზიანების ხერხი და საშუალება კი შეიძლება სხვადასხვა იყოს. კერძოდ, დამნაშავემ სხვისი ჯანმრთელობის დასაზიანებლად შესაძლებელია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი.

საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება: ა) ქმედებაში (მოქმედებასა ან უმოქმედობაში), ბ) დამდგარ შედეგში (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან განსახილველი დანაშაული განსხვავდება მხოლოდ ბრალის ფორმით. კერძოდ, 124-ე მუხლი გაუფრთხილებელი დანაშაულია. საერთოდ, გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩადენის დროს პირი არღვევს წინდახედულობის (უსაფრთხოების) ნორმას. არსებობს ზოგადი წინდახედულების ნორმა (ყოფაცხოვრებაში გამოცდილებით დამკვიდრებული, დაუწერელი გამაფრთხილებელი წესები) და სპეციალური წინდახედულობის ნორმა. ეს უკანასკნელი დადგენილია შესაბამისი ორგანოს მიერ წერილობითი სახით. მისი დაცვა მოეთხოვება იმ პირს, ვისაც გაცნობილი აქვს ეს დაწერილი წინდახედულობის წესები. გაუფრთხილებლობა შეიძლება გამოვლინდეს თავისი ორივე სახით – როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით. გაუფრთხილებელი ქმედების სისხლისსამართლებრივად დასჯა, როგორც წესი (გამონაკლისია სსკ 241-ე და 242-ე მუხლები), დამოკიდებულია იმაზე, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ მუხლთან მიმართებაში მან სულ მცირე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მაინც უნდა გამოიწვიოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ბრალდებულის გაუფრთხილებელმა ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან და რასაც თავად გ---------------–-–---–იც არ უარყოფს.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ---------------–-–---–ის მიერ სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დადასტურება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ გ---------------–-–---–მა ჩაიდინა გ------–---–--ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---------------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და ასაკს. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პისტოლეტი ორ ცალ მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, უნდა დარჩეს გ---------------–-–---–ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით - ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, რის თაობაზეც ეცნობოს შსს მომსახურების სააგენტოს;

- ერთი ცალი გულა და მასრა, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები, გ------–---–--ის სისხლის ნიმუში, გ---------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ხელის და სახიდან აღებული დენთის ანაწმენდები, ნ--------------ას და ლ------–---–--ის ნერწყვის ნიმუშები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- გ------–---–--ის და გ---------------–-–---–ის ტანსაცმელი, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

- ერთი ცალი ელექტრონული დისკი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილი და გ------–---–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

2. გ---------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით) შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. გ---------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გ---------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, რ-------------------, A---–----, საერთო ფართი 6--.0-- კვ.მ., საკადასტრო კოდი 0--1-.--.0--.0--, რომელიც დაყადაღებულია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ნაწილში.

4. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პისტოლეტი ორ ცალ მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, დარჩეს გ---------------–-–---–ის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით - ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, რის თაობაზეც ეცნობოს შსს მომსახურების სააგენტოს;

- ერთი ცალი გულა და მასრა, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები, გ------–---–--ის სისხლის ნიმუში, გ---------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ხელის და სახიდან აღებული დენთის ანაწმენდები, ნ--------------ას და ლ------–---–--ის ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- გ------–---–--ის და გ---------------–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

- ერთი ცალი ელექტრონული დისკი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილი და გ------–---–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი