გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010-1011800-587909
№2/3341-2--8 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2--9 წელი ქ. ბ------ი
შესავალი ნაწილი
ბ------ის საქალაქო სასამართლს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე- ელ-------------–ი
წარმომადგენელი - თი-------ძე
მოპასუხე - და-–----------–-ძე
მოპასუხე - სე---------–-ძე
წარმომადგენელი - ნა--------–---აძე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ 0-.0-.2--7წ დადებული ყადაღისაგან, მოვალის ქონების აღწერა/დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული, ელ-------------–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების: ტელევიზორი ,,VESTELI" შავი ფერის, სარეცხი მანქანა ,,BOSH" თეთრი ფერის და მაცივარი ,,SAMSUNG" ვერცხლისფერი, განთავისუფლება.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ბინა ქ. ბა-----–-, ფ----------- ქ. N1-, ბინა 3-, რომელიც 2017 წლის სექტემბრამდე გაქირავებული ჰქონდა და-–----------–-ძეზე. აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებლო წარმოება, და-–----------–-ძის მიმართ. აღნიშნული სააღსრულებლო წარმოების საფუძველზე, 2--7 წლის 2-----სს, ელ-------------–ის საცხოვრებელ სახლში, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული იქნა ელ-------------–ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ: ტელევიზორი ,,VESTELI" შავი ფერის, სარეცხი მანქანის ,,ბოში" თეთრი ფერის და მაცივარი ,,SAMSUNG". აღნიშნული ქონება აღწერილი და დაყადაღებულია, როგორც მოვალის და-–----------–-ძის ქონება, რაც არასწორია. დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
2.მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე დალი ტარიელაძემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები მას დახვდა ელ-------------–ის საცხოვრებელ ბინაში, როდესაც დაიქირავა აღნიშნული ბინა და გადავიდა საცხოვრებლად.
2.2. მოპასუხე სე---------–-ძის წარმოდგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღმასრულებლის მიერ ნივთების დაყადაღება განხორციელდა კანონიერად, „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით და არ არსებობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი. მოვალე და-–----------–-ძე ცხოვრობდა იმ მისამართზე, სადაც აღმასრულებლის მიერ განხორციელდა მოძრავი ნივთების დაყადაღება და მან ქონების აღწერის და დაყადაღების დროს არ გაუცხადებია, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები მას არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, მოპასუხე თვლის, რომ და-–----------–-ძე წარმოადგენს დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A1-040899 სააღსრულებო საქმე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2--7 წლის 6-------–ს გაცემული №2-3---/15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, სე---------–-ძე წარმოადგენს კრედიტორს, ხოლო და-–----------–-ძე მოვალეს. და-–----------–-ძეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
-აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილი №64291;
3.1.2. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3--ში ირიცხება მოსარჩელე ელიკო ტურუშის საკუთრებაში, რომელიც 2--7 წლის სექტემბრამდე გაქირავებული ჰქონდა და-–----------–-ძეზე.
სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19/10/2--7წ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტორ სე---------–-ძის მიმართ, და-–----------–-ძის დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს (სააღსრულებო წარმოება - აღმასრულებელი - მანუჩარ ზოიძე) მიერ 0-.0-.2--7წ დაყადაღებული იქნა, მის: ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3--ში არსებული მოძრავი ნივთები: ტელევიზორი ,,VESTELI" შავი ფერის, სარეცხი მანქანა ,,BOSH" თეთრი ფერის და მაცივარი ,,SAMSUNG" ვერცხლისფერი. მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების პროცესს ესწრებოდა და-–----------–-ძე და მას არ გაუცხადებია, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.5. მოვალე (მოპასუხე) და-–----------–-ძეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3--ში ნაქირავები ჰქონდა და ის იქ აღარ ცხოვრობს. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ელ-------------–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3-. დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს ელ-------------–ის საკუთრებას. სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მიმართ და-–----------–-ძის საკუთრების უფლება დადგენილი არ არის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ფაქტობრივი გარემოება - სადავო დაყადაღებული ნივთების მოვალე და-–----------–-ძისადმი კუთვნილების შესახებ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება. მიუთითა იმის თაობაზე, რომ ყველა ეს ნივთი შეძენილია მისი კუთვნილი სახსრებით და არ წარმოადგენს მოვალე და-–----------–-ძის საკუთრებას. და-–----------–-ძეს დაყადაღებული ნივთები ბინის (ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3-) დაქირავების შემდეგ არ მიუტანია აღნიშნულ ბინაში, პირიქით მან განმარტა, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები მას დახვდა ნაქირავებ ბინაში.
მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე სრულად დაადასტურეს,მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - რუსუდან თოფურიამ, დოდო თედორაძემ და ეთერ მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სე---------–-ძემ მართალია არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, მაგრამ რაიმე მტკიცებულება, გარდა მისივე ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა სადავო ნივთების მოპასუხე/მოვალე და-–----------–-ძისადმი კუთვნილების ფაქტს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2-ე მუხლის თანახმად, მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, სადავო ნივთების და-–----------–-ძისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით, არ დასტურდება საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები სადავო ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტის დასადგენად, მოპასუხე მხარეს ამ გარემოების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები მოვალე და-–----------–-ძის საკუთრებას არ წარმოადგენს.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა N3--ში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ელ-------------–ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღსანიშნავია, რომ ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.0-.2--2წ. განჩინება საქმეზე Nას-1-77-1-55-2--1). საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია ელ-------------–ის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი სწორედ მოსარჩელე ელ-------------–ია. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს უნდა ემტკიცებინათ ელ-------------–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ და მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მფლობელის არაუფლებამოსილების და ამ ნივთების მოვალე და-–----------–-ძისადმი კუთვნილების ფაქტი, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული კი მოსარჩელის კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.0-.2--2წ. განჩინება საქმეზე Nას-262-253-2--2).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს მოძრავი ნივთები - ტელევიზორი ,,VESTELI" შავი ფერის, სარეცხი მანქანა ,,BOSH" თეთრი ფერის და მაცივარი ,,SAMSUNG" ვერცხლისფერი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე და-–----------–-ძეა, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები არ არის მოვალის და-–----------–-ძის საკუთრება. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, იგი შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული საქმის გარემოებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ფაქტის პრეზუმფციისათვის, ამიტომ 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ნავარაუდევი ფაქტი - ნივთის ფაქტობრივი მფლობელის მესაკუთრეობის შესახებ მტკიცებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მოსარჩელე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც მიიჩნევა მესაკუთრედ. ამის საპირისპიროდ მოპასუხეებს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ არ არსებობდა ნავარაუდევი ფაქტი მესაკუთრეობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი და მოპასუხის პოზიცია კი, ამგვარი სახის მტკიცებას არ შეიცავს. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ელ-------------–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და მათ შეძენის დღიდან ფლობს მოსარჩელე.
6.6. საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და დაუშვებელია მისი ხელყოფა და შეზღუდვა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიშიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მიეთითება მოვალისა და კრედიტორის რეკვიზიტები. ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.
ამრიგად, ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.
განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია და-–----------–-ძე, რაც გამორიცხავს მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალედ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, დასახელებული კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთების მიმართ მისი საკუთრების უფლების არსებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება საქმეში არ არის. შესაბამისად, აღწერილი და დაყადაღებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარი. მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 25 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
დადგენილია, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2--8 წლის 1-----------ს განჩინებით ელ-------------–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს (სააღსრულებო წარმოება - აღმასრულებელი - მანუჩარ ზოიძე) მიერ 0-.0-.2--7წ. (მის: ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3-) შედგენილ მოვალის ქონების აღწერა/დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების - ტელევიზორი ,,VESTELI" შავი ფერის, სარეცხი მანქანის ,,BOSH" თეთრი ფერის და მაცივარი ,,SAMSUNG" ვერცხლისფერი, რეალიზაცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ელ-------------–ი სარჩელი დაკმაყოფილდეს ;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს (სააღსრულებო წარმოება - აღმასრულებელი - მანუჩარ ზოიძე) მიერ 0-.0-.2--7წ. (მის: ქ. ბ------ი, ფ----------- ქუჩა N1-, ბინა 3-) შედგენილ მოვალის ქონების აღწერა/დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი ,,VESTELI" შავი ფერის 1 ცალი, სარეცხი მანქანა ,,BOSH" თეთრი ფერის 1 ცალი და მაცივარი ,,SAMSUNG" ვერცხლისფერი 1 ცალი;
3. და-–----------–-ძეს და სე---------–-ძეს დაეკისროთ: მოსარჩელე ელ-------------–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს 25 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტლება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბ------ის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბ------ი, ზუბალაშვილის ქN3-) მეშვეობით;
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბ------ი, ზუბალაშვილის ქN3-) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე