გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6601-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ნ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ------–------ე
მესამე პირები: მ----------–--ე, დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი, თ------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის №0-------- ბრძანება, დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ--------------–---–-- ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირების პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია. მათ წერილობითი შესაგებელი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ, ამასთან, ისინი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ნ--------------–---–ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
2017 წლის 9 იანვარს, ნ--------------–---–მა (დევნილის რეგისტრაციის ნომერი 0--------) შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია: განმცხადებელი - ნ--------------–---–ი, მეუღლე - მ----------–--ე, შვილები - დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–-. ოჯახის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მისამართი: გ--------------------------------.
აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. განმცხადებელი - ნ--------------–---–ი, ფაქტიურ საცხოვრებელი ადგილის მისამართი - გ--------------------------------, განსახლების რაიონად/ქალაქად მიეთითა გ-------------------. მოდული - ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ ითვალისწინებს შემდეგს: ნ--------------–---–ი 58 წლის, დევნილის რეგისტრაციის ნომერის 0--------, განცხადებლის მეუღლე - მ----------–--ე, 53 წლის, შვილები: დ------------–---–ი - 30 წლის, ლ-----------–---–ი - 25 წლის და თ------------–---–- 18 წლის. მოდული - ინფორმაცია ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ: ნ--------------–---–ი დასაქმებულია შემთხვევით ან/და ერთჯერად სამუშაოზე, მ----------–--ე დიასახლისია, შვილები - დ----- და ლ-----------–---–ები ასევე დასაქმებულები არიან შემთხვევით და/ან ერთჯერად სამუშაოებზე, თ------------–---–- უმუშევარია. ოჯახს საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია, ოჯახს მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში არ გააჩნია. ოჯახს მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები შემდეგნაირია: სურსათზე და სასმელზე იხარჯება - 435 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 20 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 30 ლარი, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 40 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 60 ლარი, სხვა ხარჯებისთვის - 40 ლარი, სულ ხარჯი შეადგენს 625 ლარს. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალია: დევნილის შემწეობა - 225 ლარი და სხვა შემოსავალი - 400 ლარი, სულ 625 ლარი. ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 10001-დან 100000-მდე. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია უნებართვო სახლი (ბარაკი), რომელიც თვითონ ააშენეს. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი (ს.ფ. 90-91);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 92-103).
3.2. ნ--------------–---–-- ოჯახს (გ-----------------------) დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 6 ივნისს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 3 ქულა, კერძოდ, 1 ქულა - სიღარიბის მაჩვენებელი, 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინასწარი შეფასების ფორმა (ს.ფ. 89).
3.3. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, 2017 წლის 21 სექტემბერს შემოწმდა ნ--------------–---–-- საცხოვრებელი პირობები, გ----–-, წ-------–--–----------–------------------------------. საცხოვრებელი ფართი არის 75 კვ.მ. ოჯახი აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან დღემდე ქირის გარეშე ცხოვრობს. 1958-1991 წლებში განმცხადებელი ცხოვრობდა ც------–------------------------- N30 (ნ--------------–---–-- საკუთრება). ოჯახის შემადგენლობაში არიან ნ--------------–---–ი, მ----------–--ე, დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–-. ნ--------------–---–ს აქვს არასტაბილური შემოსავალი - 300 ლარი + დევნილის შემწეობა 45 ლარი, მ----------–--ეს - დევნილის შემწეობა 45 ლარი, დ-----------–---–- - არასტაბილური შემოსავალი 100 ლარი + დევნილის შემწეობა 45 ლარი, ლ-----------–---–ს - დევნილის შემწეობა 45 ლარი, თ------------–---–- - დევნილის შემწეობა 45 ლარი, სულ 625 ლარი. მონიტორინგის დროს ოჯახის ყველა წევრი ადგილზე იმყოფებოდა. ნ--------------–---–-- განმარტებით, სახლი და ეზო არის მისი და ამ მისამართზე ცხოვრობს 1992 წლიდან. სახლი რეგისტრირებული არ არის. ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 74750 ერთეულით, ქულის მინიჭების თარიღი - 1---------, მისამართი, გ--------------------------------.
მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, სახლში დახვდათ განმცხადებელი და მისი ოჯახის წევრები. განმცხადებლის განმარტებით, კონკრეტული უძრავი ქონება, მდებარე გ--------------–-----–--------, ა-–----------------------სთან ერთად მის სახელზე იყო რეგისტრირებული. ქონება 2008 წელს შეიძინა ი-----------–------------------–--მ. შემდეგ აშენდა შენობა და გაფორმდა ო---------–--- სახელზე. ოჯახი ცხოვრობს განმცხადებლის საკუთრებაში (არ არის გაფორმებული). ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება 74750 ქულით. ოჯახის ერთი თვის შემოსავალი არის 625 ლარი. მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადაღებულია ფოტომასალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 21 სექტემბრის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 118-123);
- ფოტომასალა (170-206).
3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2017 წლის 20 დეკემბრის განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადებისა და ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. გ----–-, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნგრევადი, კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან (მათ შორის გ----------------------------------------------–---–---------“) დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი, ქ. გ----–-, გ----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №--) ნ--------------–---–-- ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე აშენებულ სახლში ცხოვრების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 54-59).
3.5. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, 2018 წლის 15 აპრილს შემოწმდა ნ--------------–---–-- საცხოვრებელი პირობები, გ----–-, მ-----------------------. საცხოვრებელი ფართი არის 75 კვ.მ. ოჯახი აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან, ქირის გარეშე ცხოვრობს. ოჯახის შემადგენლობაში არიან: ნ--------------–---–ი, მ----------–--ე, დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–-. ნ--------------–---–ს აქვს არასტაბილური შემოსავალი - 200 ლარი + დევნილის შემწეობა 45 ლარი, მ----------–--ეს - დევნილის შემწეობა 45 ლარი, დ-----------–---–- - არასტაბილური შემოსავალი 150 ლარი + დევნილის შემწეობა 45 ლარი, ლ----------–---–- - დევნილის შემწეობა 45 ლარი, თ------------–---–- - დევნილის შემწეობა 45 ლარი, სულ 625 ლარი. მონიტორინგის დროს ადგილზე იმყოფებოდა მ----------–--ე და თ------------–---–-, ნ--------------–---–ი და დ------------–---–ი იმყოფებოდნენ სამსახურში, ხოლო ლ-----------–---–ი მეზობელთან. ნ--------------–---–ი ოჯახით ცხოვრობს აღნიშნულ დაუკანონებელ ფართში, რომელიც თავისი ხარჯით იყიდა და შემდეგ ფართი დამატებით მიაშენა. სახლი რეგისტრირებული არ არის. ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 74750 ერთეულით, ქულის მინიჭების თარიღი - 1---------, მისამართი, გ--------------------------------.
მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული 74750 ქულით, მინიჭების თარიღი - 1--------- წელი, მისამართი იგივეა. ოჯახის წევრების სახელზე საკუთრება არ ფიქსირდება. ამასთან, რაც შეეხება საკუთრებას გ--------------------------–-------ში, განმცხადებლის განმარტებით შეიძინა ი-----------–-----------------–--მ, რომელიც მის სახელზე იყო გაფორმებილი და 2014 წელს ო---------–--- სახელზე დარეგისტრირდა. საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით გადაღებულია ფოტომასალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 2018 წლის 15 აპრილის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 124-129);
- ფოტომასალა (170-206).
3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 25 ივნისს განიხილა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქ. გ----–-, გ----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში დარჩენილი 34 სამოთახიანი ბინის განაწილების საკითხი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.12.2017 წლის გადაწყვეტილებით (ოქმი N--), ქ. გ----–- დარჩენილი 34 სამოთახიანი ბინის განაწილების მიზნით გამოცხადებულ ვადებში (25.12.2017წ. – 20.01.2018წ) შევსებულ იქნა 101 განაცხადი. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული 101 განაცხადის და მოკვლევის პროცესში შედგენილი ოქმების თაობაზე. სულ კომისიას განსახილველად წარედგინა 101 დევნილი ოჯახისაგან შედგენილი რეესტრი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №--) ნ--------------–---–-- ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე აშენებულ სახლში ცხოვრების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის №0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--), ქ. გ----–-, გ----–-----–-----------–---------------–----–-------–------------–-, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ--------------–---–-- ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 130-134);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის №0-------- ბრძანება (ს.ფ. 43).
3.7. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ 2016 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, მ----------–--ე (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), ნ--------------–---–ი, დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ქ. გ--------------------------------. ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 74750 ერთეულს (ქულის მინიჭების თარიღი 1--------- წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 1--------- წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 104);
- ამონაწერები სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალიდან (ს.ფ. 105-106; 111-114).
3.8. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 1--------- წელი) დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე გ------------------------–-----–-------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N6-----------), არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1027 კვ.მ., შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 127 კვ.მ., 2014 წლის 28 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ--------------–---–-- და ა-–---------------------ის სახელზე. საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2--------- წელი) დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე გ------------------------–-----–-------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N6-----------), არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1027 კვ.მ., შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 127 კვ.მ., 2016 წლის 27 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა ს----------------–-------------------–--------------------–--–- სახელზე, საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 1--------- წელი) (ს.ფ. 107-108);
- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2--------- წელი) (ს.ფ. 109-110).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ--------------–---–-- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის №0-------- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც მოსარჩელის ოჯახი (განაცხადით გათვალისწინებული პირები) უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ნ--------------–---–-- სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ხოლო მისი ოჯახი არის დევნილი ოჯახი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრება საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 9 იანვარს, ნ--------------–---–მა (დევნილის რეგისტრაციის ნომერი 0--------) შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომლის საფუძველზე, შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. კითხვარში მითითებულია, რომ განმცხადებელია ნ--------------–---–ი, მისი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მისამართია გ--------------------------------, განსახლების რაიონად/ქალაქად მიეთითა გ-------------------. განაცხადს ავსებს ოჯახის წევრებთან ერთად, კერძოდ, მეუღლე - მ----------–--ე, შვილები: დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–-.
დადგენილია, რომ ოჯახის საცხოვრებელი პირობების დადგენის მიზნით ნ--------------–---–-- ოჯახის მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის 21 სექტემბერს გ----–-, მ-----------------------. მონიტორინგის ფორმის თანახმად, საცხოვრებელი ფართი არის 75 კვ.მ. ოჯახი აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან, ქირის გარეშე ცხოვრობს. ოჯახის შემადგენლობაში არიან: ნ--------------–---–ი, მ----------–--ე, დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–-. ოჯახის შემოსავალი ჯამში 625 ლარს შეადგენს. მონიტორინგის დროს ადგილზე ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. ნ--------------–---–ი ოჯახით ცხოვრობს აღნიშნულ დაუკანონებელ ფართში, რომელიც თავისი ხარჯით იყიდა და შემდეგ ფართი დამატებით მიაშენა. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 74750 ერთეულით, ქულის მინიჭების თარიღი - 1---------, მისამართი, გ--------------------------------.
მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული 74750 ქულით, მინიჭების თარიღი - 1--------- წელი, მისამართი იგივეა. ოჯახის წევრების სახელზე საკუთრება არ ფიქსირდება. საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით გადაღებულია ფოტომასალა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--------------–---–-- ოჯახს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წინასწარი შეფასებით მიანიჭა 3 ქულა, კერძოდ, 1 ქულა - სიღარიბის მაჩვენებელი, 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.
ასევე, დადგენილია, რომ ვინაიდან ნ--------------–---–-- ოჯახს 2 ქულა დააკლდა კრიტერიუმში - „მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წამოადგენს.
საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ოჯახის საცხოვრებელი პირობების დადგენის მიზნით ნ--------------–---–-- ოჯახის მონიტორინგი განხორციელდა 2018 წლის 15 აპრილს გ----–-, მ-----------------------. მონიტორინგის ფორმის თანახმად, საცხოვრებელი ფართი არის 75 კვ.მ. ოჯახი აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან, ქირის გარეშე ცხოვრობს. ოჯახის შემადგენლობაში არიან: ნ--------------–---–ი, მ----------–--ე, დ------------–---–ი, ლ-----------–---–ი და თ------------–---–-. ოჯახის შემოსავალია დევნილის შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 45 ლარი და ნ------- და დ------------–---–ების არასტაბილური შემოსავალი. მონიტორინგის დროს მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდათ მ----------–--ე და თ------------–---–-, ხოლო განმცხადებელი მოგვიანებით მივიდა. გაირკვა, რომ ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია უნებართვო სახლი (ბარაკი), განმცხადებელმა ფართი თავისი ხარჯით იყიდა და შემდეგ ფართი დამატებით მიაშენა. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვთ. სახლი რეგისტრირებული არ არის. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 74750 ერთეულით, ქულის მინიჭების თარიღი - 1---------, მისამართი, გ--------------------------------.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 25 ივნისს განიხილა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქ. გ----–-, გ----–-----–--------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში დარჩენილი 34 სამოთახიანი ბინის განაწილების საკითხი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №--) ნ--------------–---–-- ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე აშენებულ სახლში ცხოვრების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის №0-------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--), ქ. გ----–-, გ----–-----–-----------–---------------–----–-------–------------–-, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ--------------–---–-- ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას ნ--------------–---–-- ოჯახის საკუთარ სახლში ცხოვრების ფაქტთან და აქედან გამომდინარე, განსახლების გადაუდებელ საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ნ--------------–---–-- ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ქ. გ--------------------------------, სადაც ოჯახი ქირის გარეშე, 1992 წლიდან დღემდე ცხოვრობს. სახლი არის 75 კვ.მ., ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია უნებართვო სახლი (ბარაკი) და განკუთვნილია დროებით საცხოვრებლად. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვთ. ამასთან, ოჯახი შედგება 5 წევრისგან და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით სარგებლობს სოციალურად დაუცველის სტატუსით - სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 74750 ერთეულით. ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოძიებულ ინფორმაციას. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება, რომ ნ--------------–---–ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) აქვთ ის საცხოვრებელი პირობები, რომელიც მოცემულ ეტაპზე გამორიცხავს მათი განსახლების გადაუდებელ საჭიროებას.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი კონკრეტულ ფართში ცხოვრების სანაცვლოდ არ იხდის რაიმე სახის, მათ შორის, ქირის გადასახადს, ავტომატურად არ ადასტურებს განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობას. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, მონიტორინგის შედეგებისა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ნ--------------–---–ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ოჯახი შედგება 5 სრულწლოვანი პირისაგან, ოჯახი ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობს ქ. გ-------------------------------- და დროებით სარგებლობს მითითებული უძრავი ქონებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის საფუძვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის №0-------- ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ--------------–---–-- ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------------–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 26 სექტემბრის 0-------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ--------------–---–-- ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე