გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6702-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 2019 წელი თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხე-–-–---–ი
მოსარჩელე- ია---- რა------ი
წარმომადგენელი- ავ-------ლ კვ------ე
მოპასუხე- შპს „ყა-------------------–--ი“
წარმომადგენელი- გი----------–---–ი, ან--–------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ყა-------------------–--ს“ ია---- რა------ის სასარგებლოდ დაეკისროს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 48 91- ლარის ანაზღაურება.
სარჩელის მიხედვით, ქ. თბ--–--ში, ვა–----–----–ას პი-----–ი ჩ--- #-, პი-----–ი სადარბაზო, მ--- სართული, ბინა #1--ში, 20---–-–--------------ს გაჩენილი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. ხანძრის მიზეზი იყო ბუნებრივი აირის მე-3-- გაზგამანაწილებელზე, (რომელიც მდებარეობს ქ. თბ--–--ი, ზა-------ის ქუჩა #--ში) არსებული დაზიანება, რამაც გამოიწვია გაზის მაღალი წნევით მიწოდება მოსახლეობაში. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ხანძრის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა და მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ზიანმა მთლიანობაში შეადგინა 48 91- ლარი. მოპასუხეს ზიანი არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ყა-------------------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც კომპანიის ბრალეულობას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაადასტურებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
მოპასუხე სადაოდ მიიჩნევს ქონების დაზიანების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობასაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბ--–--ი, ვა–----–----–ას პი-----–ი ჩ--- #-, პი-----–ი სადარბაზო, მ--- სართული, ბინა #1-, წარმოადგენს ია---- რა------ისსაკუთრებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 15-1-)
3.1.2. საქართველოს ში----------------------------ს სს---------------------–--------------------------ს 20---–-–--------------ს გაცემული ცნობის შესაბამისად, 20---–-–--------------ს ნამდვილად მოხდა ხანძარი ქ. თბ--–--ი, ვა–----–----–ას პი-----–ი ჩ--- #-, პი-----–ი სადარბაზო, მ--- სართული, ბინა #1--ში მდებარე უძრავ ქონებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ 19)
3.1.3. დადგენილია, რომ 20---–-–--------------ს ქ. თბ--–--ის პოლიციის დე------------ის ვა--------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ვა--------------–--ს პოლიციის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ 35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს „ყა-------------------–--ს“ ეკისრება ხანძრის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მოპასუხის მტკიცებით, მისი ბრალეულობა მოსარჩელის ქონების დაზიანებასთან მი--რთებით არ იკვეთება და მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პი-----–ი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ.
მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
ექსპერტის დასკვნაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 20---–-–--------------ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა ტექნიკური ექსპერტიზა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები: 1. რას შეიძლება გამოეწვია გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან ბუნებრივი აირის ერთი და იგივე წყაროდან; 2. რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი 20---–-–--------------ს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბ--–--ი, ვა–----–----–ას ჩ--- #-, ბინა #1-.
201- წლის 30 ნოემბრის N0-------1- დასკვნის მიხედვით, გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან აირის ერთი და იგივე წყაროდან, შეიძლება გამოეწვია მხოლოდ გაზგამანაწილებელი სადგურიდან ბუნებრივი აირის სამომხმარებლო, დაბალი წნევის (0-5 კპა) მკვეთრ მომატებას;
20---–-–--------------ს თბ--–--ი, ვა–----–----–ას ჩ--- #-, ბინა #1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხანძრის გაჩენის მიზეზია, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მისი დაგროვება სამზარეულოს ჭერის მიდამოებში, მცირე მასშტაბის აფეთქებისათვის დასაშვები 5-15%-ის ოდენობით, ნათურის ანთების შედეგად აფეთქების ინიცირება და შედეგად ხანძრის გაჩენა.
საქმის მასალებში დაცულია 20---–-–--------------ს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები, სადაც გამოკითხული არიან დაზარალებული ია---- რა------ი, მისი ოჯახის წევრი რი-- კი---–----ა და მათი მეზობელი ლუ-----–- ჭა-----ე.
ია---- რა------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 20---–-–--------------ს დაახლოებით დილის 6 საათზე იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან და სხვა ოჯახის წევრთან ერთად. მისმა მეუღლეს შემოესმა გარკვეული ხმაური, რომელიც თითქოს რაღაცას გასდიოდა დიდი წნევით ჰაერი. ნათურის ანთების დროს სახლში მოხდა აალება და ბინას მთლიანად მოედო ცეცხლი. ამასთანავე დაზიანდა მეზობლის, ლუ-----–- ჭა-----ის საცხოვრებელი ბინაში მინა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გამოცხადდა სახანძრო დახმარების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ცეცხლის ლოკალიზება. მოსარჩელის ჩვენებით არაერთი ზარი დაფიქსირდა მოპასუხე კომპანიის ცხელ ხაზზე ბუნებრივი აირის წნევის მომატების შესახებ აღნიშნულ მისამართზე.
წარმოდგენილ მასალების მიხედვით, იდენტურ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელის ოჯახის წევრი რი-- კი---–----აც.
ლუ-----–- ჭა-----ის ჩვენებით, 20---–-–--------------ს დაახლოებით დილის 6 საათზე შემოესმა უცნაური ხმა, რის შემდგომაც მოხდა აფეთქება. შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლის მინები. სადარბაზოში გასვლისას შენიშნა ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის დროს გამოძახებული იქნა სახანძრო სამსახური, რომელთაც მოახდინეს სწრაფი რეაგირება და ცეცხლი ჩააქრეს. მოწმემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ გამოწვეული იქნა ბუნებრივი აირის მაღალი წნევის გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა და შემდგომ აფეთქება.
სისხლის სამართლის საქმის მასალებშია შპს ყა-------------------–--ის წერილი, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანია ადასტურებს 20---–-–--------------ს მომხდარ აალების ფაქტს და განმარტავს, რომ აფეთქების შედეგად გაითიშა ზა-------ის ქ#--ში მდებარე გაზმარეგულირებელი პუნქტი #3--, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდათ მიმდინარე კორპუსებს. კომპანიისთვის აალების და გაზმარეგულირებელი პუნქტის ავარიულად გათიშვის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
20---–-–--------------ს მოპასუხე კომპანიაში შესული განაცხადის საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ შპს ყა-------------------–--ის თანამშრომლები. წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, კორპუსის მ--- სართულზე ბინა #1--ში მოხდა აალება. სადარბაზოში გადაიკეტა მკვებავი დგარები. ფაქტი დააფიქსირა ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა. ეცნობა რაიონის ბიზნესცენტრს, ექსპლუატაციის დე------------ს და ცენტრალურ სადისპეჩეროს.
ამავე დოკუმენტში ასახულია სადისპეჩერო სამსახურის კომენტარი, რომლის მიხედვით საბურთალოს რაიონში, ზა-------ის ქ #--ში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #3---ის ავარიული გათიშვის გამო, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ ვა–----–----–ას ჩ--- #-, ზა-------ის ქ #-, #1--სა და #1--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
ამავდროულად საქმეში მოთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული კორპუსების მაცხოვრებლების მიერ ნოტარიალურად დამოწმებული განმარტებები:
რევაზ შავიშვილი მცხოვრები თბ--–--ი, ვა–----–----–ას პი-----–ი ჩ--- #3, ბინა #35-ში აღნიშნავს, რომ 20---–-–--------------ს დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე მისი ბინიდან შემოესმა უჩვეულო ხმა. აღმოჩნდა, რომ გაზქურის ღუმელიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ჩამკეტი გადაკეტილი იყო, ინტენსიურად გამოედინებოდა ბუნებრივი აირი. როდესაც ბინის გასანიავებლად აივანზე გამავალი კარი გააღო, დაინახა, რომ მეზობელი კორპუსის ზედა სართულიდან ამოდიოდა კვამლი, ეზოში შეკრებილი იყვნენ მეზობლები, ქუჩაში იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. აღმოჩნდა, რომ ცეცხლი ეკიდა ხსენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინას. ეზოში მეზობლებთან საუბრისას გამოირკვა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა რამოდენიმე მაცხოვრებლის ბინაში. დღისით ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელებმა, რომლებმაც შეამოწმეს ბინებში გაზგაყვანილობის და დანადგარების გამართულობა, განუმარტეს, რომ მოხდა მათი კუთვნილი ერთ-ერთი მოწყობილობის ავარიული დაზიანება, რამაც გამოიწვია ქსელში აირის წნევის მოულოდნელი ზრდა და რამოდენიმე ბინაში მისი გაჟონვა.
ამავე მისამართზე (თბ--–--ი, ვა–----–----–ას პი-----–ი ჩ--- #-----------) მცხოვრები ქე------ მე----–---–-ს განმარტებით, 20---–-–--------------ს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე გააღვიძა გაზქურის ჩართვის უცნაურმა ხმამ, რა დროსაც მოხდა თვით ჩართვა, აალება. შედეგად დაიწვა ფარდა და კარნიზი. აგრეთვე დაზიანდა გამწოვი და წყლის გამაცხელებელი.
ზა-------ის ქუჩა #1--ში მცხოვრები კა---–-- გე-–-–---–ის განმარტებით, 20---–-–--------------ს 5 საათსა და 30 წუთზე გააღვიძა გაზის სისტემიდან გამოსვლის ინტენსიურმა შიშინის ხმამ. აღმოჩნდა, რომ წყლის გამათბობელთან გასკდა გაზის მიწოდების მილი და გამოედინებოდა გაზი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
სასამართლომ შეაფასა სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ია---- რა------მა დაადასტურა მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რაც გააბათილებდა ასეთი ფაქტის არ არსებობას. წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ 172-178)
- სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები (ს.ფ 1-6-114; 158-159)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.2. ია---- რა------ის მი--რთ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 20 983.50 ლარს. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს - ხანძრის შედეგად მის საკუთრებაში არსებული ბინის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან სადაოდაა ქცეული მიყენებული ზიანის ოდენობა, თუმცა ყურადღება უნდა მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში კვალიფიციური შედავება ამ კუთხით არ მოუხდენია.
201- წლის 2----------ალს კო-------ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ არასტანდარტულად მიწოდებული ბუნებრივი აირით გამოწვეული ხანძრის შედეგად მოსარჩელის დაზიანებული ქონების დემონტაჟის ღირებულებაა - 23-- ლარი, ხოლო უძრავი ქონების აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯი 26 598 ლარი, ჯამში ზიანის ოდენობა შეადგენს 48 916 ლარი.
დასკვნის მიხედვით, ხარჯები რომელიც გაშიფრულია დასკვნაში არსებულ ცხრილში საჭიროა მოსარჩელის კუთვნილი ბინის აღსადგენად და მოიცავს რემონტისთვის საჭირო მასალებს, მუშის ხელფასს. ასევე დასკვნაში საუბარია იმ აქსესუარების და საოჯახო ნივთების შესახებ რომელიც არსებობს ბინაში, თუმცა შემდგომი მოხმარებისთვის გამოუსადეგარია. აქსესუარების და საოჯახო ნივთების ღირებულება შეადგენს - 20 01- ლარს, 81.7 კვ.მ ბინის აღდგენისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს - 23-- ლარს, ხოლო რემონტის ხარჯი 26 598 ლარს.
საქართველოს ში----------------------------ს სა---------------------–----------ი დე------------ის 201--–-–-------------ოს ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, რომელიც განხორციელდა ტიპიურ საბაზრო პირობებში შეფასების თარიღისათვის. საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში გამოყენებული იქნა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაცია.
ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ ქ. თბ--–--ში, ვა–----–----–ას პი-----–ი ჩ---, კორპუსი #--ში მდებარე ია---- რაბონოვის კუთვნილ ბინა #1--ში არსებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები არის ექსპლუატაციაში მყოფი, ხანძრის შედეგად იმყოფება დამწვარ-დაზიანებულ მდგომარეობაში და უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 7003 ლარს.
საქართველოს ში----------------------------ს სა---------------------–----------ი დე------------ის 20-- წლის 1- დეკემბრის ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის უძრავი ქონების აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის ერთი კვ.მ ფართზე საორიენტაციო ღირებულების გათვალისწინებით. აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის მასალებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ხოლო შრომის დანახარჯი (ხელობის ღირებულება) კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით.
დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისთვის ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით) აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა - 13 980.50 ლარი.
მაშასადამე სახეზეა ორი დასკვნა, სადაც მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი (თანხობრივი) ოდენობა მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
სა---------------------–----------ი დე------------ი დასკვნის მომზადებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, მაშინ როდესაც აუდიტორულმა კომპანიამ მატერიალური ზარალის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღო დაზიანებული ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნის ფაქტი. მაგალითად, კონდიციონერის შიდა აგრეგატის “GREE” ერთეულის ფასი აუდიტორულ დასკვნაში განსაზღვრულია 500 ლარით, ხოლო სა---------------------–----------ი დე------------ი დასკვნაში მისი ღირებულება 3-- ლარია, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ვენტილაციის გამწოვის ღირებულებაა 250 ლარი, ხოლო სა---------------------–----------ი დე------------ის დასკვნის შესაბამისად 1-0 ლარი და ა.შ. წინამდებარე დასკვნების შედგენის მეთოდოლოგიის, პერიოდის, ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად და სამართლიანად მიაჩნია გაზიარებული იქნეს საქართველოს ში----------------------------ს სა---------------------–----------ი დე------------ის დასკვნები, რომელიც გონივრულ ფარგლებში მოიცავს უძრავი ქონების აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- კო-------იტის დასკვნა (ს.ფ 23-33)
- საქართველოს ში----------------------------ს სა---------------------–----------ი დე------------ის ექსპერტის დასკვნები (ს.ფ 119-1-3; 132-134)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ია---- რა------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე, მე-1-00 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 1-2-ე, 1-5-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პი-----– რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
სამოქალაქო კოდექსის მე-1-00 მუხლის პი-----–ი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მი--რთ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
დასახელებული მუხლით რეგულირდება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. მომეტებული საფრთხის წყაროს არსებობაში იგულისხმება ისეთი ობიექტი, რომლის ექსპლუატაცია, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ადამიანის მხრიდან სრულ კონტროლს; სპეციალური ნორმა, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც ის მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციის დროს, მაგრამ არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე, მაშინ პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო საფუძვლებით ხდება.
დადგენილია, რომ ია---- რა------ის უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია სს „ყა-------------------–--ის“ ბრალეული ქმედებით, კომპანიამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, რასაც შედეგად მოსარჩელის ქონების დაზიანება მოჰყვა.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2. ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ ია---- რა------ის მი--რთ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 20 983.50 ლარს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე მისთვის დასაკისრებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თავიდან აცილებას ცდილობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში არსებობს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც ხანძრის არსებობა და მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება, რაც სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანობის ლეგიტიმურ ვარაუდს უქმნის.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 629.50 ლარი. ასევე საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი 1-0 ლარის ანაზღაურება;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ია---- რა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ყაზტრანსგაზ-თბ--–--ს“ ია---- რა------ის სასარგებლოდ დაეკისროს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 20983.50 ლარის ანაზღაურება;
3. ია---- რა------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მი--რთ 27 928.5 ლარის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ყა-------------------–--ს“ ია---- რა------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 629.50 ლარის ანაზღაურება;
5. შპს „ყა-------------------–--ს“ ია---- რა------ის სასარგებლოდ დაეკისროს საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის - 1-0 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მ--- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი