განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
140100119002942373
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002942373

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/151-19 13 მაისი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ბრალდებულ - გ------- კ--–------ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011240219004 საქმე გ------- ა-----–----- კ--–------ის (დაბადებული 1963 წლის 0--------------- პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გორის რაიონის სოფელ ა---–-----–-, მცხოვრები: ქ.გორში, შ-----------------–--–--------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;-

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გ------- კ--–------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი (2018 წლის 10 თებერვლის და 2018 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდები); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 10 თებერვლის და 2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდები).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.გორში, მ–------------------------ში არსებული ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ------- კ--–------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის -დ--–- გ----–---–-ს მიმართ. კერძოდ, გ------- კ--–------ემ დ--–- გ----–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, გ------- კ--–------ე მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით დ--–- გ----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ--–- გ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში, გორის რაიონის სოფელ ა---–-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ------- კ--–------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - დ--–- გ----–---–-ს მიმართ. კერძოდ, გ------- კ--–------ემ დ--–- გ----–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ------–---–-----------------–--–-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას გ------- კ--–------ე მეუღლეს - დ--–- გ----–---–ს, მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ--–- გ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა გ------- კ--–------ემ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

გ------- კ--–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, შეტყობინების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ------- კ--–------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------- კ--–------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, გ------- კ--–------ეს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- კ--–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 თებერვლის) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთამთქოს მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- კ--–------ეს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ------- კ--–------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ გ------- კ--–------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. გ------- კ--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. გ------- კ--–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 თებერვლიდან 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე