განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
140100119002963152
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002963152

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/167-19 27 მაისი,2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,ნატო თათრიშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ტ---ა რ------ის,ბრალდებულ - ჯ--- ა----–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011160119009 საქმე ჯ--- ს---------- ა----–---–ის (დაბადებული 1996 წლის 1----------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ.გორში, ც------–-----------–--–---------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ჯ--- ა----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი (2018 წლის 20 აგვისტოს და 2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდები); მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი); მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 30 დეკემბრის და 2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდები).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.გორში, ც------–-----------–--–---------–- მდებარე ჯ--- ა----–---–ის საცხოვრებელ სახლში, შურისძიების მოტივით, ჯ--- ა----–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ------ ს-----–---–ს, ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და მოქაჩა თმებზე, რის შედეგადაც თ------ ს-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, ჯ--- ა----–---–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თ------ ს-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 30 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ.გორში, ც------–-----------–--–---------–- მდებარე ჯ--- ა----–---–ის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ჯ--- ა----–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ------ ს-----–---–ს, ლოყაზე მოუჭირა ხელი და დაარტყა სახეში, რის შედეგადაც თ------ ს-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, ჯ--- ა----–---–ი მაკრატლის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ------ ს-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 13 იანვარს, შუადღის საათებში, ქ.გორში, ც------–-----------–--–---------–- მდებარე ჯ--- ა----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ჯ--- ა----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ------ ს-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ჯ--- ა----–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ჯ--- ა----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ჯ--- ა----–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ჯ--- ა----–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჯ--- ა----–---–ს, საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ--- ა----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ--- ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთ) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ჯ--- ა----–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ ჯ--- ა----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ჯ--- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის №---------ანჩინებით, ს----- ა----–---–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.გორი, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გორი №--, სექტორი, ბერბუკი №--, კვარტალი №1-- ნაკვეთი №---, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1750.00კვ.მ, საკუთრების ტიპი: საკუთრება.

5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნაცხი ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე