განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
140100117003015198
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117003015198

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/320-17 12 ივლისი, 2019 წელი

ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ი----------–---–---

ბრალდებულ - მ--–---- ვ---–---–--,ადვოკატ - ქ------- გ------ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გა--ხილა სისხლის სამართლის №011220517002 საქმე მ--–---- ჟ--------- ვ---–---–--, დაბადებულის 1979 წლის 15------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–-----------------–---–----------–-, მცხოვრების: ქ.-----–--------------------------ში (პირადი მონაცემების შეცვლამდე: დ----- გ----------------–---–-, დაბადებული 1978 წლის 15------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.-----–--------------------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მ--–---- ვ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, ძარცვისა და ქურდობისათვის ნასამართლევმა მ--–---- ვ---–---–მა, 2017 წლის 22 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, უკანონოდ შეაღწია ქ.-----–--------------------------ში მდებარე, ა-- მ---------–---–ის საცხოვრებელ სახლში და კარადიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა საწოლის ორ ცალ თეთრეულის კომპლექტს, ღირებულს 34 ლარად..

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა მ--–---- ვ---–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

მ--–---- ვ---–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, თეთრეულის ამოღების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განაჩენით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მ--–---- ვ---–---–-- ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის და--შვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მ--–---- ვ---–---–-- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინა--ებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, დამდგარი შედეგის და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, მ--–---- ვ---–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ამასთან ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ და--შნული სასჯელის ერთი მესამედი უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ--–---- ვ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ--–---- ვ---–---–ს და--შნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

2. მ--–---- ვ---–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

3. მ--–---- ვ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 ივლისიდან.

4. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პირობით მსჯავრდებულ მ--–---- ვ---–---–-- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისდამი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ა-- მ---------–---–ის კუთვნილი თეთრეული - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე