განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002933709
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/142-19 13 ივნისი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ადვოკატ - ე---------- მ--–-----–---–ის,ბრალდებულ - გ------- ჯ-–--–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011220119001 საქმე გ------- ვ-–------------- ჯ-–--–---–ის, (დაბადებული 2001 წლის 3-------- პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული-საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ო-----–--–- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- ჯ-–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 22 იანვარს, გვიან ღამის საათებში, გ------- ჯ-–--–---–ი ქ.გორში, ჯ-----–---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს ,,თიბისი ფეის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას, რაც აღკვეთილი იქნა შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა გ------- ჯ-–--–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, შეტყობინებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ------- ჯ--–--–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით კი გ------- ჯ-–--–---–ი ხასიათდება დადებითად, გარკვეული პერიოდი დაკავებული იყო სპორტით, სურს ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, გარკვეული ინტერესი გააჩნია ხატვასთან დაკავშირებით, იგი იღებს პროფესიულ განათლებას და სურს სამომავლოდ დასაქმდეს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, ასაკის და წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გ------- ჯ-–--–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვერ იმსჯელებს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენზე, ვინაიდან აღნიშნული გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ჯ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ------- ჯ-–--–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ გ------- ჯ-–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ფულადი თანხა 605,50 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ძალაყინი და ლაქ-საღებავების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგირდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე