განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
140100119003087926
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003087926

საქმე #1/314-19 (028050619003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ----- მ------ ო---–- (დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–--------ში)

 

ადვოკატი - ი----- გ---------

 

თარჯიმანი - ნ----- ა–----–----

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის მაისში, ღამით, კ-----------------------–--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ზ----- მ------ ო---–მა მეუღლეს - ბ--–- ზ------ კ----ს მოქაჩა თმა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და ტანზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2 2019 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 20 საათზე, ამავე სახლში, მთვრალმა ზ----- მ------ ო---–მა მეუღლეს კვლავ მოქაჩა თმა და ხელი დაარტყა ტანზე, რის შედეგად ბ--–- ზ------ კ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ბრალდებული მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ----- მ------ ო---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ბ--–- ზ----- კ----ს, ს----- გ-----------ს, მ------ ნ------– ო---–-ს გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ----- მ------ ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ----- მ------ ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და ოჯახურ მდგომარეობას - სოციალურად დაუცველია, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის სპეციფიკას, დანაშაულის ჩადენის გარემოებებს - ერთ-ერთი ეპიზოდის დროს მან მეუღლეს სცემა იმის გამო, რომ მისცა შენიშვნა სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის და სთხოვა დაწყნარებულიყო. მეუღლეზე ძალადობის შემდეგ მან სახლში დაამტვრია ნივთები და მიიმალა. დააკავეს მხოლოდ 3 დღის შემდეგ. ამდენად, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ზ----- მ------ ო---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, თუმცა მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----- მ------ ო---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის მაისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ზ----- მ------ ო---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ზ----- მ------ ო---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 8 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ზ----- მ------ ო---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - მინისა და კერამიკული ფილის ნამსხვრევები - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი