განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
330100119003034984
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2575-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ივლისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფხაკაძე

 

პროკურორი: ლ-–----------–---

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა-–---------- ხ-------–---ი

მამის სახელი:-------

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თბილისი, უ–-------------–--–---------

ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ--------–-------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა-–---------- ხ-------–---ის მიმართ საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ა-–---------- ხ-------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 7 მაისს, დაახლოებით 2130 საათზე, ა-–---------- ხ-------–---ი სატელეფონო საუბრისას ყოფილ მეუღლეს ლ------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ: უთხრა, რომ რადგან გვიან ბრუნდებოდა სახლში, მოკლავდა, თავს მოაგლეჯდა და ყელს გამოჭრიდა. ლ------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------- განმარტა, რომ 2019 წლის 7 მაისს სამსახურში შეყოვნდა და გვიან - დაახლოებით 2130 საათზე წამოვიდა სახლში. გზად დაურეკა მეუღლეს -ა-–---------- ხ-------–---ს და მოიკითხა. ბრალდებულმა უპასუხა, რომ სადარბაზოსთან იჯდა და აინტერესებდა, სად იმყოფებოდა თავად ლ------------. ა-–---------- ხ-------–---მა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მოწმე იმ დროისთვის მიდიოდა სამსახურიდან სახლში, დაუწყო ბოლო სიტყვებით გინება და მუქარა, რომ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა. მოწმე განმარტა, რომ ადრეც ქონდათ კონფლიქტები, თუმცა ბოლო 1 წელია მათი ურთიერთობა გაუსაძლისი გახდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი დეკემბერშიც ქონდა, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 1 თვის შემდეგ დამცავი ორდერი. ვადის ამოწურვის შემდეგ, მოწმე დათანხმდა შვილის და ბრალდებულის დედის თხოვნას და ა-–---------- ხ-------–---ს მისცა სახლში დაბრუნდების უფლება, მხოლოდ იმ პირობით, რომ იქნებოდა მშვიდად. თუმცა მისი მხრიდან მაინც გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. წარსული კონფლიქტების ფონზე, მათ შორის არაერთი ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, სატელეფონო საუბრისას გაჟღერებული მუქარა აღიქვა საფუძვლიანად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში. თავი იგრძნო დაუცველად და დარეკა სსიპ ,,112-ში“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ წ--–--–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 08 მაისს მოცემული ს/ს საქმის ფარგლებში ლ------------- გასაუბრებისას უთხრა, რომ მისი მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გაცემას 30 დღის ვადით. დაზარალებული იყო ძალიან შეშინებული. მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა და თ------ წ--–--–-–---–მა ხელი მოაწერინა ორივე მხარეს და გადასცა ასლები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-- ფ-----ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2019 წლის 8 მაისს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოპოვებული ინფორმაციით ა-–---------- ხ-------–---ი იმყოფებოდა თბილისში, ნ--------–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ---–---- გ--------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 8 მაისს მიიღო ინფორმაცია ა-–---------- ხ-------–---ის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე, რის საფუძველზეც გავიდა ნ--------–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე და თანამშრომელ ლ---- კ-------ესთან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა ა-–---------- ხ-------–---ი.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- კ-------ემ და დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს წარუდგინეს თავი და განუმარტეს, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო აკავებდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-----–- გ----–--- და რ----- გ---–----- დაადასტურეს მოცემული საქმის ფარგლებში მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–---------- ხ-------–---მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ისარგებლა დუმილის უფლებით, თუმცა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და გინების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე, გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები:

- 2019 წლის 7 მაისის შეტყობინებით დადგენილია, რომ ლ------------- ყოფილმა მეუღლემ ა-–---------- ხ-------–---მა სატელეფონო საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ელოდება სახლის კართან.

- 2019 წლის 8 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ა-–---------- ხ-------–---ი დაკავებული იქნა 2019 წლის 8 მაისს 0200 საათზე, თბილისში, ნ--------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.

- 2019 წლის 9 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ლ------------, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

- 2019 წლის 8 მაისის შემაკავებელი ორდერი N0------ის თანახმად, ორდერის შედგენის საფუძველში მითითებულია, რომ 2019 წლის 7 მაისს ა-–---------- ხ-------–---ი სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ლ-------------. ამასთან, ორდერი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა - ლ------------- განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე მეუღლესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. ამასთან, მათ შორის დეკემბერში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 1 თვის შემდეგ დამცავი ორდერი. ვადის ამოწურვის შემდეგ, ა-–---------- ხ-------–---ის მხრიდან გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უშუალოდ, 2019 წლის 07 მაისს ლ------------ სამსახურიდან სახლისაკენ გაემართა დაახლოებით 2130 საათზე, რა დოსაც დაურეკა მეუღლეს და მოიკითხა, ბრალდებულმა უპასუხა, რომ სადარბაზოსთან იჯდა, ამასთან, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ლ------------ იმ დროისთვის მიდიოდა სამსახურიდან სახლში, დაუწყო გინება და მუქარა, რომ მოკლავდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ სწორედ წარსული კონფლიქტების ფონზე, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულმა მუქარამ შეაშინა და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში. თავი იგრძნო დაუცველად, რის გამოც დარეკა სსიპ ,,112-ში“.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული - 2019 წლის 7 მაისის შეტყობინების თანახმად: ლ------------- განცხადებით ყოფილმა მეუღლემ ა-–---------- ხ-------–---მა სატელეფონო საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ელოდება სახლის კართან.

თავის მხრივ, ი-------------------------------–---- თანამშრომელმა თ------ წ--–--–-–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 08 მაისს მოცემული საქმის ფარგლებში გაესაუბრა ლ-------------, დაზარალებული ნამდვილად იყო შეშინებული და ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გაცემას 30 დღის ვადით, რადგან მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. არსებული გარემოებების გათვალისწინებით გაიცა შემაკავებელი ორდერი.

აღნიშნული ფაქტი, ასევე დადასტურებულია 2019 წლის 8 მაისის შემაკავებელი ორდერით N0-----, რომლის თანახმადაც - 2019 წლის 7 მაისს ა-–---------- ხ-------–---ი სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ლ-------------. ამასთან, ორდერი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც, თავად ბრალდებულმა ნაწილობრივ დაადასტურა 2019 წლის 7 მაისს მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა განმარტა, რომ მან ლ------------- მხოლოდ შეაგინა და სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მიზნად ისახავს ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად ძალადობა არის დანაშაული, რადგან ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე, სხეულის ფიზიკური დაზიანება, ხელყოფა და ნებისმიერი ძალადობრივი აქტი იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რადგან აღიარებულ სიცოცხლის უფლებას საფუძვლად უდევს სწორედ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება.

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის შემადგენლობა კი სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით. ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, კერძოდ: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული მუქარა წარმოადგენდა რეალური შიშის საფუძველს, მითუფრო მათ შორის არსებული ურთიერთობისა და წარსული გამოცდილების ფონზე.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედების შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, თავის მხრივ არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან, არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად. დანაშაულის ხასიათის და იმის გათვალისწინებით, რომ მუქარა განხორციელდა სატელეფონო საუბრისას, რასაც ვერ ეყოლებოდა უშუალო ,,დამნახავი“ მოწმე, არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მტკიცებულება და აქვს დიდი ფასი, კონკრეტული ფაქტის დასადგენად. თავის მხრივ მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის ქცევა სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მისი ემოციური დამოკიდებულება დანაშაულის დეტალების მიმართ და დამაჯერებელი აღწერა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო ლ-------------- ჩვენებას აფასებს, როგორც მყარს და სანდოს.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება: ყოფილი მეუღლე. მოცემული შემთხვევისათვის კი დადგენილია, რომ ა-–---------- ხ-------–---ი არის ლ------------- მეუღლე.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---------- ხ-------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120-180 საათამდე ვადით, ან გამასწორებელი სამუშაოს 01 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას 06 თვიდან 02 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ბრალდებულ ა-–---------- ხ-------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- ხ-------–---ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისგან მისი იზოლაციის გარეშე და საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, ა-–---------- ხ-------–---ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- ხ-------–---ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა-–---------- ხ-------–---ს დაეწყოს 2019 წლის 18 ივლისის 13 საათი და 30 წუთიდან და ა-–---------- ხ-------–---ი დაუყოვნებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

ა-–---------- ხ-------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ა-–---------- ხ-------–---ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ა-–---------- ხ-------–---ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 მაისიდან 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე