გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28977-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ვ---------------------ი
წარმომადგენელი - დ--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ს----–-–--------------------------–----------ო
წარმომადგენელები - ს--–--------–--ე
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, ვ------–-----------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე - ქ. თბილისი, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №- (ს/კ 0----------------.
1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე ვ---------------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, ვ------–-----------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე - ქ. თბილისი, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №- (ს/კ 0---------------- და უძრავი ქონება აღირიცხოს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის სახელზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. თბილისში, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №--ში (ს/კ 0---------------- არსებული უძრავი ქონებაზე, უფლებათა რეესტრში ელექტრონული წიგნის მონაცემებით რეგისტრირებულია ვ------–-----------ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის ნომერი 0-----------, თარიღი 10/04/2001.
აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია ვ--------------------------------ის განცხადების მოთხოვნის საფუძველზე.
სადავო საცხოვრებელი სადგომი შეიძინა მოსარჩელის მეუღლემ ა-–---------------------მა 1970 წელს და დედასთან, ვ--–-------------------სთან ერთად დაიწყო ცხოვრება.
ა-–---------------------მა 1980 წლის 6 აგვისტოს იქორწინა ვ--------------------აზე (ქოწინების შემდგომ პ---------ი). თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: 1983 წლის 29 იანვარს დაბადებული ს------ პ---------ი (პ/ნ 0----------) და 1987 წლის 16 მაისს დაბადებული მ------ პ---------ი (პ/ნ 0----------). ა-–---------------------ი გარდაიცვალა 1996 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო ვ--–------------------- 2002 წლის 18 ოქტომბერს და მისი დანაშთი ქონება სანოტარო წესით მიიღო მოსარჩელემ.
საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე ვ------–-- მ-----–ის ძე ა-------ი გარდაცვლილია 1984 წლის 26 დეკემბერს. მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია.
(იხ. სარჩელი ს. ფ. 2-15, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი, 15:24:00).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ არ დგინდება ა-–---------------------ის მიერ ქ. თბილისში, წ---–--ის პირველ შ-------- №--ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის ვ------–-----------ისგან შეძენის ფაქტი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ა-–---------------------ის მიერ გადახდილი, 1997 წლის 25 ნოემბრამდე დათარიღებული კომუნალური ქვითრები. ასევე იმისათვის, რომ ა-–---------------------ის მოთხოვნის უფლება უფლებამონაცვლეობის სახით გადავიდეს მეუღლეზე-ამისთვის წარმოსადგენია სამკვიდრო მოწმობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, წარმოდგენილია, მხოლოდ კონკრეტულ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამასთანავე, წარმოდგენილ ქორწინების მოწმობაზე დაფიქსირებულია, რომ იგი შეწყვეტილია, მაგრამ გაურკვეველია ქორწინება გარდაცვალებით შეწყდა თუ განქორწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 66-75, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი 15:28:23).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის წერილის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №--ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი 156 კვ.მ შენობა-ნაგებობით, საერთო ფართი 55,33 კვ.მ (ს/კ 0----------------, რეგისტრირებულია ვ------–-----------ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის ნომერი 0-----------, თარიღი 10/04/2001.
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს კანონი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს კანონი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკურებად გამოცხადების შესახებ’’, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2000 წელს 18 აპრილს №---- დასკვნა; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის №136 დადგენილება; თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000 წლის 1 მარტს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა; საქართველოს სსრ მინისტთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის №-06 დადგენილება.
აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია ვ---------- ვ---------ს ასული ტ-------ას განცხადების მოთხოვნი საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის წერილი (ს.ფ. 17);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 ივნისის წერილი (ს.ფ. 16).
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №--ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - ვ------–-----------ი. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებუკლი ფართობი: 156 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 39; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 55.33 კვ.მ. (ს/კ 0----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი (ს.ფ. 19-20);
3.1.3 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 სექტემბრის წერილით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით კ------–---ის ქუჩას 1992 წელს ქ. თბილისის მერიის №-- ბრძანებით ეწოდა ს------ წ---–--ის ქუჩა. ასევე ქ. თბილისის მერიის 1994 წლის 7 თებერვლის №09 ბრძანებით კ------–---ის პირველ შესახვევს ეწოდა ვი-------------ის სახელი.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული მისამართების იდენტურობის შესახებ სხვა რაიმე დოკუმენტი არ არის დაცული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 22).
-ქ. თბილისის მერიის №-- ბრძანება (ს.ფ. 23-24)
- ქ. თბილისის მერიის №09 ბრძანება (ს.ფ. 25-26)
3.1.4. ვ------–-----------ი გარდაიცვალა 1984 წლის 26 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №315 (ს.ფ. 28-31).
3.1.5 სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 1984 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი ვ------–-- მ-----–ის ძე ა-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ვ------–-- მ-----–ის ძე ა-------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 04 ივნისის №16----- და 2017 წლის 20 ივნისის №1------ წერილები (ს.ფ. 52-53).
3.1.6 ა-–---------------------ი დაბადებული 1957 წლის 17 აგვისტოს, იყო ვ-----–ი პ---------ის და ვ--–-------------------ს შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №01146071908 (ს.ფ. 34).
3.1.7 ვ--–------------------- გარდაიცვალა 2002 წლის 18 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №01147029428 (ს.ფ. 32).
3.1.8 ა-–---------------------ი და ვ--------------------ა იმყოფებოდნენ ქორწინებაში 1980 წლის 6 აგვისტოდან. ქორწინების შემდგომ ვ--------------------ამ მიიღო გვარი პ---------ი.
თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1983 წლის 29 იანვარს დაბადებული ს------ პ---------ი და 1987 წლის 16 მაისს დაბადებული მ------ პ---------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 37);
-დაბადების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 35);
-დაბადების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 36).
3.1.9. ა-–---------- ვ-----–ის ძე პ---------ი 1978 წლის 20 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, კ------–---ის შ-------- №--ში.
მითითებულ მისამართზე ა-–---------------------ი რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა დედასთან (მის გარდაცვალებამდე) ვ--–-------------------სთან, მეუღლესთან-ვ---------------------თან და შვილებთან-ს------ და მ------ პ---------ებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათ (ს.ფ. 38);
- სსგს თბილისის სამოქალქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათ (ს.ფ. 39);
- სსგს თბილისის სამოქალქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათ (ს.ფ. 40);
- სსგს თბილისის სამოქალქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათ (ს.ფ. 41);
- საბინაო წიგნი (ს.ფ. 43-47)
3.1.10. ა-–---------------------ი გარდაიცვალა 1996 წლის 20 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 33).
3.1.11. 1997 წლის 27 მაისის კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად 1996 წლის 20 ოქტომბერს გარდაცვლილი ა-–---------- ვ-----–ის ძე პ---------ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობილია მეუღლე ვ---------- ვ---------ს ასული ტ-------ა.
სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაცემულია ეს მოწმობა: არის საცხოვრებელი ბინის 29/8812 წილი, მთელი საცხოვრებელი სახლი ლიტ. ,,ა’’ 9 სართულიანია, რომელიც შედგება 603 საცხოვრებელი ოთახისგან, საცხოვრებელი ფართით 8812 კვ.მ; დამხმარე ფართი 6897 კვ.მ; სასარგებლო ფართი 15709 კვ.მ; საინვენტარიზაციო ღირებულება 224980 ლარი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2732 კვ.მ; საცხოვრებელი ბინა მდებარეობს მუხიანის 2 მ/პ, კორპ. 1, ბინა 64-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 42).
3.1.12. საქმეში წარმოდგენილია სს ,,თ--–---ს’’ წერილი, რომლის მიხედვით სს ,,თ--–---ს’’ მონაცემთა ბაზაში მისამართზე ნ---------–-------ი №--ში 1999 წლიდან აბონენტად რეგისტრირდება პ---------ა, სააბონენტო ნომრით 0------.
1999 წლამდე ინფორმაცია ხანდაზმულობის გამო კომპანიაში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,თ--–---’’-ს წერილი (ს.ფ. 48).
3.1.13. საქმეში წარმოდგენილია კომუნალური გადახდის ქვითრები, რომლის მიხედვით 1992 წლიდან გადასახადების გადამხდელად ქ. თბილისში, კ------–---ის 1 შ-------- №--ში რეგისტრირებულია პ---------ა.
ასევე წარმოდგენილია 2010 წლის კომუნალური გადახდის ქვითრები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელად მითითებულია ვ---------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ--–---’’-ს კომუნალური ქვითრები (ს.ფ. 49);
- სს ,,თ--–---’’-ს კომუნალური ქვითრები (ს.ფ. 50-51).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საინფორმაციო ბარათები, წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ---------------------ი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებული პირი, ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
იმისთვის, რომ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3. გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მეუღლემ ა-–---------------------მა შინაურული ხელწერილით, ნოტარიულად დამოწმების გარეშე ვ------–-----------ისგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი.
მოწმე დ-------------–---–მა განმარტა, რომ დაიბადა 1975 წლის 23 დეკემბერს, ცხოვრობს ქ. თბილისში, წ---–--ის მე-2 შ-------- №--ში. მოსარჩელის საცხოვრებელი ბინიდან დაშორებულია სამი სახლით. მოსარჩელეს და მის შვილებს იცნობს დიდი ხანია. როგორც მოწმისთვის არის ცნობილი, ამჟამად მოსარჩელე საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მას ერთი წელია ბიჭი გარდაეცვალა. მოსარჩელის მეუღლეს მოწმე არ იცნობდა, თუმცა იცოდა რომ იქ ცხოვრობდა, მისი გარდაცვალება არ ახსოვს. მოწმის განმარტებით არასოდეს გაუგია რომ ბინაზე, რომელშიც მოსარჩელე და მისი ოჯახი ცხოვრობს, ვინმეს სადავოდ გაეხადოს. ბინა როგორც იცის მოსარჩელეს არ უყიდია. იქ ცხოვრობდა მისი მეუღლე, თუმცა შეძენის ისტორია მოწმისთვის ცნობილი არ არის.
მოწმე დ------------–---–მა განმარტა, რომ დაიბადა 1977 წლის 19 დეკემბერს. ცხოვრობს ქ. თბილისში, წ---–--ის 1 შ-------- №--ში, მოსარჩელის მოპირდაპირედ. მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დაბადებიდან. ბავშობიდან აქვს მოსარჩელის შვილებთან მეგობრული ურთიერთობა, მისი განმარტებით მოსარჩელის ხელში გაიზარდა. ვ---------------------ი ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. მეუღლეს ერქვა ს-–-. მას ღილების საამქრო ჰქონდა გახსნილი სახლში და მოწმე მას ეხმარებოდა ხოლმე. რომელ წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ზუსტად არ ახსოვს. საცხოვრებელ ბინაზე რაიმე დავის არსებობა არ გაუგია, რომ ყოფილიყო აუცილებლად გაიგებდა. მოსარჩლემ ბინა იყიდა თუ მემკვიდრეობით მიიღო მოწმისთვის ცნობილი არ არის. მოსარჩლეს უფროსი შვილი ს------ ერთი წლის წინ გარდაეცვალა.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა დადგინდეს ის გარემოება თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც მოსარგებლის უფლებამონაცვლის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობით, მოწმეთა ჩვენებებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ბარათით. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ ვ---------------------ი ნამდვილად წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტს - მოსარგებლის უფლებამონაცვლეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 24 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №--ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - ვ------–-----------ი. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნუილება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებუკლი ფართბი: 156 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 39; შენობა-ნაგენობის საერთო ფართ: 55.33 კვ.მ.
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ვ------–-----------ი გარდაიცვალა 1984 წლის 26 დეკემბერს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1984 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი ვ------–-----------ის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №--ში აღრიცხული ვ------–-----------ის სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №--ში (ს/კ 0---------------- ვ------–-----------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ვ---------------------ს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, ვ------–-----------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე - ქ. თბილისი, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №- (ს/კ 0----------------;
1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე ვ---------------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, ვ------–-----------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე - ქ. თბილისი, წ---–--ის (ყ------–---------–---ის) პ------–--–-------ი №- (ს/კ 0---------------- და უძრავი ქონება აღირიცხოს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის სახელზე;
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე