განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5452-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, რომეო ტყეშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------------------ (დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ტ------–ი, ჩ----------------------–--ა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);
ადვოკატი - მ---------–---ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ-------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „--------–-- დანით შეიარაღებულმა გ----------------მ, მაღაზიის მოლარე მ-------------------–---–ზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა შპს „---------- კუთვნილი 240 ლარი და მ-------------------–---–ის კუთვნილი შავი ფერის „-------------–---------- ფირმის მობილური ტელეფონი 507 ლარად ღირებული. აღნიშნული ქმედებით შპს „---------- და მ-------------------–---–ს მიადგათ ქონებრივი სახის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით
2.1. დაზარალებულ მ-------------------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქ. თბილისში, ვ-------------------–---–---–----------------ის ქუჩაზე მდებარე, შპს „---------- თამბაქოს ჯიხურში, გამყიდველის პოზიციაზე. ჯიხური 24 საათიანია და მისი მფლობელია დ---------------–--ე. 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 10 საათიდან 11 საათამდე პერიოდში, ჯიხურში შევიდა პიროვნება სახეზე ნიღბითა და შავი ფერის მზის სათვალით, რომელმაც მ-------------------–---–ს დანის მუქარით წაართვა 240 ლარი და მობილური ტელეფონი. წასვლისას თავდამსხმელმა დაზარალებული გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვა მომხდარის თაობაზე და გაიქცა. როგორც კი ნიღბიანი პიროვნება გავიდა ჯიხურიდან, მ-------------------–---–ი გვერდზე განთავსებულ თ----–- მივიდა და იქ მომუშავე გოგონას სთხოვა, დაერეკა მაღაზიის მფლობელთან. მომხდარმა ფაქტმა იგი ძალიან შეაშინა, ტიროდა, ისტერიკაში იყო და ვერ მშვიდდებოდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე ძალიან სწრაფად მივიდა ი-----–--------–--ე (ჯიხურის მეპატრონის-დ---------------–--ის შვილი), იქვე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც დაზარალებულმა მიაწოდა ინფორმაცია თავდამსხმელის ჩაცმულობისა და გარეგნობის შესახებ. რამდენიმე წუთში მოწმემ შეიტყო, რომ დააკავეს პიროვნება, რომელმაც ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი გასტაცა. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელი იყო დაახლოებით საშუალო სიმაღლის, რომელსაც ეცვა შავი ფერის, ზოლებიანი სპორტული შარვალი, კლასიკური ფეხსაცმელი, შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, საიდანაც ნაცრისფერი მაისურის მსგავსი ზედატანი მოუჩანდა, თავზე კეპი ეფარა, სახეზე ნიღაბი ჰქონდა აფარებული და მზის სათვალე ეკეთა. აღნიშნულ პიროვნებას ხელში ეჭირა ვერცხლისფერი, მოგრძო დანა. მობილური ტელეფონი, რომელიც დაზარალებულს წაართვეს, მან 420 ლარად შეიძინა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ ჯიხურის შიდა- და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულს წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული სათვალე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მ-------------------–---–მა დაადასტურა, რომ თავდამსხმელს ეკეთა მსგავსი მზის სათვალე და ტანთ ეცვა ისეთივე ჟაკეტი, სპორტული შარვალი და კლასიკური ფეხსაცმელი, რომელიც მას წარედგინა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ იმავე ღამით იმყოფებოდა ქ. თბილისის ი----------------–--------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დაინახა დაკავებული გ----------------, რის გამოც ცუდად გახდა. ბრალდებულმა მას არაერთხელ სთხოვა ცოლობა, თუმცა უარი უთხრა. გ---------------- ჯიხურის მახლობლად მდებარე თ----–- მუშაობდა მცხობელის პოზიციაზე. ამჟამად დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. თავდამსხმელი კარგად შენიღბული იყო და მისი ამოცნობა ვერ მოახერხა.
2.2. დაზარალებული კომპანიის- შპს „---------- წარმომადგენელ დ---------------–--ის ჩვენების თანახმად, ქ. თბილისში, ვ-------------------–---–---–----------------ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია, შპს „--------- (დირექტორი - დ---------------–--ე) 2011 წლიდან ფუნქციონირებს. 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 10 საათიდან მაღაზიაში მარტო იმყოფებოდა გამყიდველი - მ-------------------–---–ი. დაახლოებით აღნიშნულ პერიოდში, მოწმეს დაურეკა ჯიხურთან მდებარე თ----–- მომუშავე გოგონამ და უთხრა, რომ მისი კუთვნილი მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიაში დაუყოვნებლივ გაიქცა მოწმის ვაჟი - ი-----–--------–--ე. დაახლოებით ნახევარ საათში, მოწმე თავადაც მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები. მ-------------------–---–ი ტიროდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში იმყოფებოდა; მისგან შეიტყო, რომ ჯიხურში შევარდა ნიღბიანი პიროვნება, რომელმაც წაიღო შპს „---------- კუთვნილი 240 ლარი და მ-------------------–---–ის მობილური ტელეფონი.
2.3. მოწმე ი-----–--------–--ის განმარტებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, დედამისს - დ---------------–--ეს შეატყობინეს, რომ შპს „---------- (მესაკუთრე დ---------------–--ე) კუთვნილი სადღეღამისო ჯიხური დააყაჩაღეს. იგი დაუყოვნებლივ გამოვიდა სახლიდან და კორპუსის ეზოში ჩასულმა დაინახა, რომ კაპიშონიან პიროვნებას მისდევდა სამი ადამიანი (სავარაუდოდ პოლიციელები). გაქცეული პიროვნება გაემართა ცენტრალური გზისკენ, ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და წავიდა. მოწმემ მოასწრო და დაძვრამდე ტაქსს მობილური ტელეფონით სურათი გადაუღო. აღნიშნულის შემდეგ ი-----–--------–--ე მიბრუნდა მაღაზიაში, სადაც დახვდა შეშინებული გამყიდველი. ჯიხურთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და შეკრებილი მოქალაქეები. მოწმე იმავე საღამოს გამოიკითხა ვ---------ის პოლიციაში. მის მომართ იძულებას ან სხვა უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ი-----–--------–--ემ ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც ამოღებულ იქნა. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯიხურის შიდა- და გარეპერიმეტრზე განთავსებულია ოთხი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, რომლებიც მუშა მდგომარეობაშია.
2.4. მოწმე ა-–-----–-----–---–ის ჩვენებით, ბრალდებული გ---------------- დაახლოებით ორი წელია მასთან ერთად ა–------------ ქ. თბილისში, ვ-------------------–--აში მდებარე თ----–-. ა-–-----–-----–---–ი მუშაობისას იყენებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის დანას. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, პოლიციელებთან ერთად თ----–- შესულმა დანა ვერ იპოვა. მოწმის განმარტებით, გ----------------ს თ----ს გასაღები ჰქონდა და ხშირად ადგილზე რჩებოდა. დანის დაკარგვის ფაქტს ადრეც ჰქონია ადგილი. ბრალდებულს მისთვის არ უთქვამს, რომ დანა გაუტყდა და გადააგდო. შემთხვევის დღეს გ---------------- საღამომდე მუშაობდა. ა-–-----–-----–---–მა დაახლოებით 22:00 საათზე დაკეტა თ---- და წავიდა, რა დროსაც ბრალდებული თ----–- არ იმყოფებოდა.
2.5. 2018 წლის 29 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--–-------ის მიერ, ექსპერტების - რ------------–-–---–ის, ლ------------–---–ის, პ------------–---–--ის და მ-----------------ს მონაწილეობით, შპს „---------- დირექტორ დ---------------–--ის თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, ვ-------------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ---------------- სადგურ „-–-------–--- მარჯვნივ, სადღეღამისო ჯიხურში. ჯიხურს გააჩნია რკინის კარი, რომლის ფარდის წინ მდგომ დახლ-მაცივრების თაროებზე განლაგებულია სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი (პლასტმასისა და თუნუქის ქილებით, ბოთლებით), ასევე სხვადასხვა დასახელების ძეხვეული. შესასვლელი კარის პირდაპირ განთავსებულია სალაროს მაგიდა საღეჭი რეზინისა და შოკოლადის დახლებით. აღნიშნულ მაგიდას შიგნიდან აქვს უჯრა, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის პლასტმასის ხურდის ჩასაყრელი (ჩაყრილია ხურდა ფული). აღნიშნული პლასტმასის ყუთის ქვეშ მოთავსებულია ორი ცალი ათლარიანი კუპიურა. მაგიდასთან მდგომი დახლ-მაცივრის ზედა მხარეს განთავსებულია სხვადასხვა სახის ტკბილეული და ფუნთუშები. შიგნით განლაგებულია თამბაქოს კოლოფები, კედელთან მიდგმულია ხის დახლებიანი თარო, რომელზეც აწყვია ალკოჰოლური სასმელი, ყავის ქილები, თამბაქო და სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი. შპს „---------- გარეფასადზე და შიგნით, დამონტაჟებულია ოთხი ვიდეოსათვალთვალო კამერა, ჯიხურს შიგნით მოთავსებულია ჩამწერი მოწყობილობა და მონიტორი. მაღაზიაში მაგიდის წინ, მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში. შემთხვევის ადგილიდან გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა ჯიხურიდან, წავიდა ხელმარჯვნივ და დაახლოებით ხუთ მეტრში გაჩერდა შავი ფერის მზის სათვალესთან, ძაღლმა მოძრაობა გააგრძელა, გაიარა დაახლოებით 150 მეტრი და ვ-------------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდა, სადაც აღმოჩენილ იქნა შავი ფერის ნაჭრის ქუდი. აღნიშნულის შემდეგ ძაღლმა მოძრაობა გააგრძელა ვ-------------------–--------------------ის მიმართულებით და გაჩერდა იქვე მდებარე საავტომობილო გზასთან. ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ, ამოღებულ იქნა შავი ფერის მზის სათვალე, საყურეზე არსებული თეთრი ძაფით, ჯიხურში დახლიდან აღებულ იქნა ანაწმენდი, ვ-------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის ქუდი, შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
2.6. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - ი-----–--–-------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს, ხელმძღვანელობის დავალებით, ექსპერტებისა და მაღაზიის მფლობელის მონაწილეობითა და ამ უკანასკნელის თანხმობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისში, ვ----------–------------------- მიმდებარედ, შპს „---------- სავაჭრო ჯიხური. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ, ჯიხურიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში, რის შემდეგაც გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გაჩერდა ჯიხურის უკან, მიწაზე დაგდებულ შავი ფერის მზის სათვალესთან. აღნიშნული სათვალე ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და ადგილზე დაილუქა. ძაღლმა გააგრძელა მოძრაობა და მივიდა მიწაზე დაგდებულ ქუდთან, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა. ექსპერტების მიერ სავაჭრო ობიექტებიდან ასევე აღებულ იქნა ანაწმენდები. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამის პაკეტებში, რომლებზედაც გაკეთდა ხელმოწერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების თაობაზე შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია გამოთქმული არ ყოფილა.
2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე ასევე დაადასტურა ექსპერტმა - პ------------–---–--ემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, ქ. თბილისში, ვ-------------------–---–---------------------------------–-------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ჯიხურის დათვალიერებისას, მის მიერ ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ასევე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღო მზის სათვალე და შავი ფერის ქუდი. ამოღებული ნივთები დასურათდა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღმოჩენილ ქუდს და სათვალეს ამოღებამდე არავინ შეხებია. დათვალიერების დასრულების შემდეგ შედგა სათანადო ოქმი, რაზეც ხელი მოაწერა ყველა მონაწილემ. ადგილი, საიდანაც მზის სათვალე და ქუდი იქნა ამოღებული, დაცული იყო პოლიციის მიერ.
2.8. ექსპერტ-კინოლოგ - რ------------–-–---–ის განმარტებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-------------------–--აში მდებარე სავაჭრო ჯიხურში, რისი საფუძველიც იყო შეტყობინება ყაჩაღობის თაობაზე. დათვალიერებისას ჯიხურის იატაკიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რის შემდეგაც ადგილზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელმაც ჯიხურიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინა სათვალე, ხოლო დაახლოებით 150 მეტრში - შავი ფერის ქუდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.9. 2018 წლის 28 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ გ-----------------ის მიერ, დაკავებულ იქნა გ------------------------------, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფულადი თანხა - ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, სამი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, სამი ცალი ათლარიანი კუპიურა და ცხრა ცალი 5 ლარიანი კუპიურა, სულ ორასოცდათხუთმეტი ლარის ოდენობით. ასევე, ბრალდებულის მონაცრისფრო სპორტული ზედატანის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის კეპი (ქუდი).
2.10. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - გ-----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სხვადასხვა უბნებში, არჩევნებთან დაკავშირებით მობილიზებული იყო პოლიცია. პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ შემოვლას საარჩევნო უბნებში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. გ-----------------ე, დ----------------–---–თან და მ-----–------–-–---–თან ერთად განაწილებული იყო ქ. თბილისში, ვ-------------------–--აში. ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ „-–-------–--- ბ----------------ი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოწმემ შეამჩნია, რომ 24 საათიანი სავაჭრო ჯიხურიდან, ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა საშუალო აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც მალევე გამოჰყვა აღელვებული ქალბატონი ტირილით. ქალბატონმა პოლიციელებს განუცხადა, რომ იგი დააყაჩაღა მაღაზიიდან გამოსულმა მამაკაცმა. თავდამსხმელმა წაიღო თანხა - 240 ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი. მოწმემ დაინახა, რომ მაღაზიიდან გამოსული პიროვნება გავიდა ხელმარჯვნივ, კორპუსებისკენ. აღნიშნულზე სამივე მათგანი (პოლიციელები) გაიშალნენ ადგილზე და მისდიეს თავდამსხმელს. პოლიციელებმა თავდამსხმელის დევნა განახორციელეს კორპუსების შუაში, ავტოფარეხებთან. მათ, გაქცეულ პიროვნებას მოუწოდეს შეჩერებისკენ, თუმცა ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას. ეს უკანასკნელი გავიდა მარჯვენა მხარეს, საავტომობილო გზაზე, გააჩერა „-----–--- მარკის ავტომობილი, ჩაჯდა და წავიდა. დ----------------–---–მა რაციით გამოიძახა სამსახურეობრივი ავტომანქანა და გაეკიდნენ გაქცეულ პიროვნებას. სავაჭრო ცენტრ „-----–--------- პოლიციელებმა შეაჩერეს ავტომობილი, რომელშიც იჯდა ბრალდებული და დააკავეს ეს უკანასკნელი. გ----------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა თანხა 235 ლარის ოდენობით. იქვე იმყოფებოდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც განმარტა, რომ მგზავრმა გადაუხადა მგზავრობის საფასური - 5 ლარი. სამართალდამცავებმა ბრალდებული წარადგინეს ვ---------ის პოლიციის განყოფილებაში. გ-----------------ეს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმის განმარტებით, დაკავებულ მამაკაცს ეცვა სპორტული შარვალი და კლასიკური, ქუსლიანი ფეხსაცმელი. მოწმის განმარტებით, გარდა დაკავებული პიროვნებისა, სხვა ვინმე მოცემულ მომენტში ჯიხურიდან არ გამოსულა. ადამიანი, რომელსაც მისდევდნენ, პოლიციელებს თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ; ბრალდებული ძალიან სწრაფად გარბოდა და ვერ დაეწივნენ. დაზარალებულთან გასაუბრებიდან ბრალდებულის დაკავებამდე დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ----------------ს განემარტა უფლებები და მას პრეტენზია ან შენიშვნა არ დაუფიქსირებია.
2.11. მოწმის სახით დაკითხვისას, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებმა, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის უფროსის მოადგილემ - დ----------------–---–მა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელმა - მ-----–------–-–---–მა. გ-----------------ის მსგავსად, აღნიშნულმა მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებულის მითითებით, გაეკიდნენ ჯიხურიდან გამოსულ პიროვნებას, რომელსაც მისდიეს ვ-------------------–--ის კორპუსებში ისე, რომ თავდამსხმელი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. საბოლოოდ, გ----------------მ მოახერხა ტაქსის გაჩერება და გაქცევა. პოლიციელები ჩასხდნენ სამსახურეობრივ ავტომანქანაში, დაეწივნენ ტაქსს და დააკავეს ბრალდებული, რომელსაც პირადი ჩხრეკისას წინდიდან ამოუღეს ფულადი თანხა 235 ლარის ოდენობით. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულის დაკავებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გ----------------ს დევნა დაახლოებით 30-35 წუთს გაგრძელდა.
2.12. 2018 წლის 29 ოქტომბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ი--------------–-–---–ის მიერ, ექსპერტების - ლ------------–---–ის, რ------------–-–---–ის, ს---------------ის და ნ-----------ის მონაწილეობით, მოწმე ზ------------------ის თანდასწრებით, ქ. თბილისში, სასტუმრო „-----–------ მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა „-----–--------- სახ. ნომრით - R--------, რომლის საქარე მინაზე, შიგნითა მხარეს შეინიშნება ტაქსის აბრა; ავტომანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის წინ დევს 5 ლარიანი კუპიურა. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ, ავტომანქანის ფეხის დასადგამი საფენიდან ამოღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, კარის შიდა სახელურიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდი, ხოლო წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან, საზურგედან და თავის მისაყრდნობიდან -მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ ასევე ამოღებულ იქნა 5 ლარიანი კუპიურა, ხოლო ავტომანქანის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა.
2.13. მოწმე ზ------------------ის განმარტებით, იგი ტაქსის მძღოლია. 2018 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში, ვ-------------------–--აში გააჩერა უცნობმა მამაკაცმა და 5 ლარად ს----–---–ის ქუჩაზე გაყვანა სთხოვა. ახალგაზრდა მამაკაცს თავზე კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული, ჩქარობდა და აღელვებული ჩანდა. ბრალდებულმა გადაუხადა მგზავრობის ღირებულება 5 ლარის ოდენობით და დაიძრნენ ვ---------–----------–--ისკენ; სავაჭრო ცენტრ „-----–-------- გააჩერა პოლიციის ავტომანქანამ და ბრალდებული დააკავეს. ბრალდებულის მიერ გადახდილი 5 ლარი ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ. პოლიციელთა მხრიდან მოწმის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.14. ექსპერტ-კრიმინალისტებმა - ზ--------------–---–მა და ზ---------–----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სისწორე და განმარტეს, რომ მათ მიერ, ავტომანქანა „-----–------ ამოღებულ იქნა სავარძლის ქსოვილის ნიმუში, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. გამომძიებლის მიერ შეივსო სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი ყველა მონაწილემ მოაწერა. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.15. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სისწორე ასევე დაადასტურა ექსპერტმა - ს---------------მა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა 5 ლარიანი კუპიურა, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიუხედავად დამუშავებისა, ხელის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა. დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.16. 2018 წლის 29 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანხმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ი--------------–-–---–ის მიერ, მოწმე ი-----–--------–--ისგან ამოღებულ იქნა „---------- ფირმის მობილური ტელეფონი.
2.17. 2018 წლის 29 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ი--------------–-–---–ის მიერ, ბრალდებულ გ----------------სგან, ამ უკანასკნელის თანხმობით ამოღებულ იქნა მუქი ფერის შარვალი წარწერით - „--–------, შავი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ელვაშესაკრავიანი სვიტერი და მონაცრისფრო კაპიშონიანი ზედატანი.
2.18. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელმა - ი--------------–-–---–მა, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს, ექსპერტებისა და ავტომანქანის მეპატრონის მონაწილეობით, დაათვალიერა ავტომანქანა „-----–---------, საიდანაც ამოღებულ იქნა 5 ლარიანი კუპიურა, სუნის ნიმუში და მიკრონაწილაკები. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტების მონაწილეობით, მოწმემ დაკავებულისგან აიღო სუნის, ხელის კვალისა და ნერწყვის ნიმუშები, ასევე - ბრალდებულის ტანსაცმელი. აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.19. 2018 წლის 9 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი---------–-–---–ის მიერ, დ---------------–--ისგან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ვ-------------------–---------------------- მიმდებარედ, შპს „--------- კუთვნილი მაღაზიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე.
2.20. 2018 წლის 12 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი---------–-–---–ის მიერ, ექსპერტების - ზ---------–----ისა და ზ--------------–---–ის მონაწილეობით, მოწმე ზ------------------ის თანდასწრებით, ამოღებულ იქნა ავტომანქანა „-----–---------- წინა მარჯვენა სავარძლის ქსოვილი.
2.21. 2018 წლის 25 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი---------–-–---–ის მიერ, სპეციალისტ უ--------–-----სგან ამოღებულ იქნა, ქ. თბილისის ი--------------------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციული შენობის შიდაკამერების ჩანაწერები - 2018 წლის 2--------------------------------------------ამდე.
2.22. 2018 წლის 9 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი---------–-–---–ის მიერ, დათვალიერებულ იქნა შპს „---------- კუთვნილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 28 ოქტომბრით. ჩანაწერში, 2------- საათზე, სავაჭრო ჯიხურში შედის მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს კაპიშონი, ერთ ხელში უჭირავს ვერცხლისფერი დანის მსგავსი საგანი, ხოლო მეორე ხელზე აქვს შავი ფერის ნაქსოვი ნაჭერი (ქუდის მაგვარი ფორმის). იგი ეჩხუბება მაღაზიაში მყოფ გამყიდველს, რომელიც აძლევს მას ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს. 2------- საათზე, ზემოაღნიშნული კაპიშონიანი პირი ტოვებს მაღაზიას და მიემართება მარცხნივ, გადის მაღაზიის უკანა მხარეს.
2.23. 2018 წლის 9 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი---------–-–---–ის მიერ, დათვალიერებულ იქნა ი------------------–--------------–-------------------–------------------–----–--–-----ის შიდაპერიმეტრის ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 29 ოქტომბრით. ჩანაწერში 0------- საათზე, კადრში ჩანს, რომ განყოფილებაში მოძრაობენ პოლიციის თანამშრომლები, ამ დროს შემოდის დაზარალებული ქალბატონი, რომელიც მიდის განყოფილების შუა ნაწილში, სადაც შემთხვევით ხედავს ბრალდებულს, 0------- საათზე ხდება ცუდად და მოწყვეტით ეცემა იატაკზე. პოლიციის თანამშრომლები აღნიშნულ ქალბატონს უწევენ დახმარებას.
2.24. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის გამომძიებელმა - ი---------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.25. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------------------------–----------------------------------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #------------ საქმეზე, ქ. თბილისში, ვ-------------------–---–----------------ის მიმდებარედ არსებული შპს „---------- კუთვნილ სადღეღამისო მაღაზიაში, მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, შპს „---------- კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, დახლის წინ, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ავტომანქანა „-----–--- -სახ. ნომრით R---------ში წინა მარჯვენა სავარძლის წინა ფეხსადგამიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ----------------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2.26. ექსპერტმა-გ-----------------ემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.27. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–--------------ის კომპიუტერული ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა 2018 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული, ოთხი ცალი ფოტოსურათი, რომელიც გადატანილ იქნა საქაღალდეში, სახელწოდებით-,--------- და შემდეგ ჩაწერილ იქნა დისკზე.
2.28. ექსპერტმა-დ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.29. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) #--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ პაკეტში, შტრიხკოდით: „----------- და წარწერით „..1 ცალი ანაწმენდი 2 ცალ სტერილურ ჩხირზე...ა/მ ო---–- სახ. #R-------- დათვალიერება...„ და პაკეტში, შტრიხკოდით: F---------- და წარწერით: „...ანაწმენდი 1 ნიმუშად ორ ცალ სტერილურ ჩხირზე, ჯიხურში მაგიდის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. #1,2) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „..ერთი ცალი სათვალე საყურეზე მიმაგრებული თოკით, ამოღებული შპს „---------- სადღეღამისო ჯიხურიდან მარჯვნივ მიწის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ სათვალეზე არსებული ბიომასალის (ობ. #3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------------ს (ობ. #6, პაკეტი წარწერით: „.. ერთი ცალი ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული პირის ღრუდან ბრალდებული გ------------------------------...“).
პაკეტში წარწერით: „...1 ცალი ხუთლარიანი კუპიურა, ამოღებული ა/მ ის სიჩქარის ბერკეტის წინ სათავსოდან: ...„მოთავსებულ 5 ლარიან ქაღალდის კუპიურაზე სისხლზე და სხვა ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.
პაკეტში, წარწერით: „ერთი ცალი ნაჭრის ქუდი ამოღებულია კ------------------- ასფალტის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. #4) და ქუდიდან ამოღებული თმების (ობ. #5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს და განსხვავდება გ----------------ს (ობ. #6) გენეტიკური პროფილისგან.
ობ. #4-ის და ობ. #5-ის გენეტიკური პროფილები შესაძლოა ეკუთვნოდეს ბრალდებულის ბიოლოგიურ ნათესავებს.
2.30. ექსპერტმა-ნ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ჩანაწერი -,,გენეტიკური პროფილები იდენტურია,“ ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია. ექსპერტის განმარტებით, საყოველთაო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა ფული, დნმ-ის კონცენტრაციის დადგენა შეუძლებელია. საგანზე გენეტიკური პროფილის გადასვლა შესაძლებელია უშუალოდ პიროვნების ან მისი ბიოლოგიური მასალის მოხვედრით.
2.31. ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–-----------------–-–----------ის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „..გ----------------ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ღია მოყავისფრო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება სპეც. პაკეტში (---------- წარწერით ა/მ ,,ო---–-“ სახ. #R-------- წინა მარჯვენა სავარძლის ქსოვილი“ მოთავსებული ქსოვილის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან;
ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში (----------- წარწერით „მიკრონაწილაკები სამ ცალ მწებავ ლენტზე...ა/მ ო---–- სახ. #R--------“ მოთავსებულ წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან და დასაჯდომიდან ამოღებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე აღინიშნება მოყავისფრო მორუხო ფერის აკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: „გ----------------ს ტანსაცმელი“ მოთავსებული ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
2.32. ექსპერტმა - ს--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული-ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
2.33. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.1. პუნქტად მითითებული, გ----------------სგან ამოღებული შავი ფერის ნაჭრის ქუდი; 5.2. პუნქტად მითითებული: ნაჭრის ქუდი, ერთი ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი, მიკრონაწილაკები სამ წებოვან ლენტზე, ზ------------------ის ავტომანქანიდან ამოღებული მატერიის ნაჭერი; 5.6. ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა; 5.8. ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები დათვალიერდა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, რის შემდეგაც სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.
3.სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ, ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ----------------ს მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის ჩადენა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ-------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „--------–--- დანით შეიარაღებული გ---------------- თავს დაესხა მაღაზიის მოლარეს - მ-------------------–---–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა მას შპს „---------- კუთვნილი 240 ლარი და საკუთარი შავი ფერის, „-------------–---------- ფირმის მობილური ტელეფონი, 507 ლარად ღირებული.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით - 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც მას რაიმე უფლება არ გააჩნია; იგი ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ----------------ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შპს „---------- ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, ოდოროლოგიური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზების დასკვნებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმებით, ცალსახად დგინდება გ----------------ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელს სახეზე აფარებული ჰქონდა ნიღაბი და ეკეთა შავი ფერის მზის სათვალე, დაზარალებულმა დეტალურად აღწერა იმ პირის გარეგნული მახასიათებლები და ტანსაცმელი, რომელმაც მას, 2018 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში, შპს „---------- სავაჭრო ჯიხურში გასტაცა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. დაზარალებულს სასამართლო სხდომაზე წარედგინა ნივთიერი მტკიცებულებები - მზის სათვალე, სპორტული შარვალი, კაპიშონიანი ზედატანი და ფეხსაცმელი. მ-------------------–---–მა დაადასტურა, რომ მსგავსი ტანსაცმელი ეცვა თავდამსხმელს და სათვალე, რომელიც წარედგინა მას მოწმის სახით დაკითხვისას, ძალიან ჰგავს მზის სათვალეს, რომელიც ჯიხურში დანით შევარდნილ პიროვნებას ეკეთა. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე მყისიერად აღმოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გაეკიდნენ ჯიხურიდან გაქცეულ მამაკაცს, არ დაუკარგავთ იგი თვალთახედვის არედან და ვ-------------------–--აში, სავაჭრო ცენტრ „-----–------ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს; პირადი ჩხრეკისას კი ამოუღეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 235 ლარი. ბრალდებული გადაადგილდებოდა „-----–---------- მარკის ავტომანქანით (ტაქსით), რომლის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა 5 ლარიანი კუპიურა, რაც ბრალდებულმა გადაუხადა ტაქსის მძღოლს, მომსახურების საფასურად.
- სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას - თითქოს ბრალდებამ ვერ დაადგინა დანაშაულის ზუსტი დრო, ვინაიდან ვიდეოჩანაწერებში და მოწმეთა ჩვენებებში ყაჩაღობის განსხვავებული დროებია მითითებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ ნიღბიანი პიროვნება, შპს „---------- სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა 2018 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე. გამოსვლიდან მცირე დროში მას გაეკიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიერაც განხორციელდა გაქცეულის დევნა როგორც ფეხით ასევე ავტომანქანის მეშვეობით; საბოლოდ, იმავე საღამოს, 23:30 საათზე, გ---------------- დაკავებულ იქნა „-----–------ მიმდებარე ტერიტორიაზე.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ----------------ს მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, გ---------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული. სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ გ----------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია ბრალდებულის მიმართ და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გ----------------ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- გ----------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 240 (ორასორმოცი) ლარის ოდენობით და შავი ფერის ქუდი; გ----------------სგან ამოღებული ტანსაცმელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი სათვალე დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; 1 (ერთი) ცალი ნაჭრის ქუდი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ი-----–--------–--ისგან ამოღებული 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონი; ზ------------------ის ავტომანქანიდან ამოღებული მატერიის ნაჭერი; ავტომანქანა ო---–- სახელმწიფო ნომრით R---------ს დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი 5 ლარიანი კუპიურა დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- გ----------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში; გ----------------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუში დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; გ----------------სგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის 1 (ერთი) ნიმუში დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, მიკრონაწილაკები 3 (სამი) ცალ წებოვან ლენტზე დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, 1 (ერთი) ცალი ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შპს ,----------- და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2 (ორი) ცალ დისკზე - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ოქტომბრის 23:30 საათიდან.
3. მსჯავრდებულ გ----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გ----------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 240 (ორასორმოცი) ლარის ოდენობით და შავი ფერის ქუდი; გ----------------სგან ამოღებული ტანსაცმელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი სათვალე დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; 1 (ერთი) ცალი ნაჭრის ქუდი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ი-----–--------–--ისგან ამოღებული 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონი; ზ------------------ის ავტომანქანიდან ამოღებული მატერიის ნაჭერი; ავტომანქანა ო---–- სახელმწიფო ნომრით R---------ს დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი 5 ლარიანი კუპიურა დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- გ----------------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში; გ----------------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუში დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; გ----------------სგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის 1 (ერთი) ნიმუში დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, მიკრონაწილაკები 3 (სამი) ცალ წებოვან ლენტზე დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, 1 (ერთი) ცალი ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შპს ,----------- და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2 (ორი) ცალ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე