განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2826367-1/026-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16.07. 2019 წელი ქ. ა---––---
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – მ-------------–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული ვ------------------ (დაბ. 2---------წ, პ/ნ 4----------- მცხ. ა---––--------–---–-------–---------)
ადვოკატი - ო-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ი.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ------------------ს ბრალი ედება შემდეგში:
ვ------------------მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ი.
დადგენილების თანახმად: ა---––---- მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვ--–-–-- ა-- წ-------–-- ქ. N---–- მცხოვრებმა ვ------------------მა განიზრახა ძალადობის გამოყენების მუქარით ა---––---- მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვ--–-–-- ს----–---- ქ. N----–- მცხოვრები და შპს „ა----------- დამფუძნებლისა და დირექტორისგან მ--–------------–-–---–----- დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვა. აღნიშნული განზრახვით, მან 2018 წლის სექტემბრის ბოლოს, 2018 წლის 21 ნოემბერს და 2018 წლის 30 ნოემბერს ქ. ვ--–-–-- ე.წ. „მ-------–------“ ტერიტორიაზე არსებულ შპს „ა-----------ს ცემენტისა და ასფალტის საწარმოში მ--–----- მ-----–-–---–- გაუგზავნა და მ--–----- მ-----–-–---–-ა მიიღო „ს----------–-------------“ საფოსტო კონვერტში განთავსებული რუსულ ენაზე შესრულებული წერილები, რომელთა მეშვეობით ვ------------------ი ახორციელებდა მ--–---- მ-----–-–---–---ან დიდი ოდენობით ფულადი თანხის, 50 000 ლარის გამოძალვას მისი და მისი ოჯახის წევრების, შვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარით. კერძოდ, 2018 წლის 30 ნოემბერს გაგზავნილი წერილით ვ------------------მა მ--–---- მ-----–-–---–- მოსთხოვა 50 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობით.
1.სასამართლომ დაადგინა:
ა---––---- მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვ--–-–-- ა-- წ-------–-- ქ. N---–- მცხოვრებმა ვ------------------მა განიზრახა ძალადობის გამოყენების მუქარით ა---––---- მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვ--–-–-- ს----–---- ქ. N----–- მცხოვრები და შპს „ა----------- დამფუძნებლისა და დირექტორისგან მ--–------------–-–---–----- დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვა. აღნიშნული განზრახვით, მან 2018 წლის 30 ნოემბერს ქ. ვ--–-–-- ე.წ. „მ-------–------“ ტერიტორიაზე არსებულ შპს „ა-----------ს ცემენტისა და ასფალტის საწარმოში მ--–----- მ-----–-–---–- გაუგზავნა და მ--–----- მ-----–-–---–-ა მიიღო „ს----------–-------------“ საფოსტო კონვერტში განთავსებული რუსულ ენაზე შესრულებული წერილი, რომლის მეშვეობით ვ------------------ი ახორციელებდა მ--–---- მ-----–-–---–---ან დიდი ოდენობით ფულადი თანხის, 50 000 ლარის გამოძალვას მისი და მისი ოჯახის წევრების, შვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარით. კერძოდ, 2018 წლის 30 ნოემბერს გაგზავნილი წერილით ვ------------------მა მ--–---- მ-----–-–---–- მოსთხოვა 50 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ------------------მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ი.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვ------------------მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ი.
დაზარალებულ მ--–---- მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ აქვს კერძო საწარმო შპს. ,,ა---------- სამშენებლო კომპანია. რომლის 50-50 %-იანი წილის მფლობელები არიან ის და ა------ გ------–-–---–-, დირექტორი თავად არის. ხოლო ა------ გ------–-–---–- ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობს. მათ საწარმოში დაახლოებით 25-30 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს ძირითად საქმიანობას ასფალტის, ბეტონის წარმოება, მათი რეალიზაცია და გზების დაგება წარმოადგენს. ყოველდღიურად ის და მისი მენეჯერი მ------ ნ------- დილით ერთად მიდიან სამსახურში, რადგან ვალეში ერთად ცხოვრობენ და რომ მიდიან მანქანას აჩერებს ოფისის წინ. მ------ი ყოველთვის მაღლა ადის ხოლმე. 2018 წლის სექტემბრის თვეში როდესაც ავიდა მ------ი დაურეკა, რომ წერილი იყო მის სახელზე და ჩაუტანა, ს----------–------------- კონვერტი იყო და ხელით ეწერა რუსული ასოებით მ--–-----. წაიკითხა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ გამომგზავნს ფული უნდოდა, სამარეში გააგზავნიდა, ციხეში, წერილში ასევე ეწერა, რომ იცოდა რომ მისი შვილები თ---–--–- იყვნენ, გაფრთხილებასავით იყო, რომ თუ ფულს არ მიიტანდა ა---––---- საავტომობილო ბაზარში, სადგურის უკან უნდა დაეტოვებინა. წერილი რუსული შრიფტით ეწერა, ხელით ნაწერი იყო. გარედანაც ხელით ეწერა, შიგ წერილიც ერთი თაბახის ფურცელი იყო. რომ წაიკითხა არ ჩათვალა სერიოზულად, დახია და გადაყარა ნაგვის ურნაში ოფისის წინ. ეს იყო 28 სექტემბერს, ვადას აძლევდნენ დაახლოებით ერთ თვეს, არაფერი არ მოიმოქმედა. ანალოგიური შინაარსის წერილი დაახლოებით 20 ან 21 ნოემბერს მიიღო, მეორე წერილი რომ მიიღო და იგივე კონვერტი იყო, ოღონდ პატარა კონვერტი იყო, ერთი იყო დიდი-თაბახის ფურცლის ზომა და მეორე იყო პატარა. შიგნით იყო ალბათ დაკეცილი თაბახის ფურცელი იმიტომ, რომ წერილი არ გაუხსნია, იმაზეც ეწერა მ--–----- რუსულად. იქვე დახია და გადაყარა.
მესამე წერილი თვის ბოლოს 29-ში მიიღო. საწარმოს მთელს ტერიტორიაზე კამერები აქვს და მე მეორე წერილიც, რომ მიიღო, გადაახვია კამერები, რომ ენახა ვინ იყო, რომ გადაახვია დაინახა ვიღაც კაპიშონიანი ადამიანი, არ ჩანდა ვინ იყო. მერე ორი ახალი ვიდეო კამერა დაამატა კიდევ, ერთი ამოსასვლელ კიბეებზე, მეორე კი რკინიგზის მეორე მხარეს, სადაც თანამშრომლები თავიანთ მანქანებს აჩერებენ. დაამონტაჟა 28-ში, მესამე წერილი მიუვიდა 29 ნოემბერს, მაკამ უთხრა, რომ წერილი იყო კიდევ მის სახელზე, ავიდა და გადაახვია, ნახე ვიღაც ამოდიოდა კიბეებზე, რეზინის ჩექმები ეცვა, იხდის კიბეებთან და ამოდის ნასკებით, დებს წერილს, ოღონდ თავზე ცელოფანი აქვს ჩამოფარებული. წერილში ეწერა, რომ შავებს ჩაგაცმევო, შვილიშვილებს დაგიხოცავო და მსგავსი რაღაცები, მოწმემ ეს წერილი შემდეგ პოლიციაში წაიღო, რადგან არ ისვენებდა ეს კაცი და რაღაც სისულელე რომ არ ჩაედინა. მოწმეს შეეშინდა შვილიშვილები ბავშვები არიან, პირველი და მეორე არ მიუტანია, რადგან მანამდე დახია. შემდეგ დაიწყო გამოძიება. მისი მეუღლეა ვალეში ცხოვრობს, შვილები და შვილიშვილები თ---–--–- ცხოვრობენ. წერილების თაობაზე მათთვის არაფერი არ უთქვამს რომ არ შეშინებოდათ, შემდგომ ,,ს------------------------ გაიგეს მომხდარის შესახებ.
მოწმე განმარტავს, რომ მართლა შეეშინდა გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, იმიტომ, რომ უკვე წერდა შავებს ჩააცმევდა და შვილიშვილების გამო შეეშინდა. შვილიშვილებზე, რომ დაემუქრნენ, იმიტომ მიიტანა პოლიციაში წერილი, მანამდე არც პირველი და არც მეორე წერილი არ მიუტანია.
დაზარალებული განმარტავს, რომ არ იცის წერილები ვინ მოიტანა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს უნდა დაისაჯოს, ვიღაც ხომ ცდილობდა მის დისკრედიტაციას ორჯერ-სამჯერ.როდესაც მიმდინარეობდა საქმის გამოძიება, გამომძიებელი აყენებდა საქმის კურსში, ექსპერტიზები რომ ჩატარდა, გამომძიებელი ამბობდა, რომ ვ------- კ----------- დაწერილი იყო. მოწმე განმარტავს რომ რუსულ ენას ფლობს საკმაოდ კარგად, თუმცა ახლა ზუსტად არ ახსოვს მუქარის ზუსტად რა სიტყვები ეწერა. მესამე წერილის მიღების შემდეგ იმ დღესვე საღამოს, დაახლოებით 7 საათზე მიიტანა ეს წერილი პოლიციაში.
მოწმე ა------ გ------–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შპს. ,,ა-----------ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და მეორე დამფუძნებელი არის მ--–---- მ-----–-–---–ი. 2018 წელში მათ საუბარი ქონდათ წერილებზე, რომელიც იქ ხვდებოდა. ეუბნებოდა მას მ--–-----. სექტემბერში იყო პირველი წერილი, მერე ოქტომბერში, ნოემბრის ბოლოს. ეს წერილები შეიცავდა პირველი წერილით არც დაინტერესებულან, მაგრამ მეორე წერილიდან გამომდინარე უკვე დაინტერესდნენ იმიტომ, რომ იქ იყო შვილების, შვილშვილების მოკვლის თაობაზე საუბარი, მესამე წერილის თაობაზე მ--–----- ძალიან ნერვიულობდა ამ თემასთან დაკავშირებით. ამ წერილების შესახებ მისთვის მ--–-----სგან გახდა ცნობილი. შპს ,,ა---------- განთავსებულია მ-------–-----–-, იქ აქვთ ძირითადი საწარმოები და ოფისის შენობაც იქ არის, რომელიც აღჭურვილი გარე სათვალთვალო კამერებით. მ--–-----ს გადმოცემით ნახეთ იმ კამერებში მეორე წერილის მიტანის დროს და მესამე წერილის მიტანის დროს კაცი, ერთ შეთხვევაში კაპიშონი ეხურა, მეორე შემთხვევაში ცელოფანი ანუ მეორე წერილი რომ მიიტანა, იმ კაცმა ბოტები გაიხადა, ავიდა, დატოვა წერილი, ჩამოვიდა და წავიდა. მესამე წერილის შემთხვევაში ცელოფნის პარკი ეხურა ანუ სახე დამალა იმ კაცმა, ისევ აიტანა წერილი და წავიდა, ეს ყველაფერი მ--–-----სგან იცის გადმოცემით. უთხრა, რომ 50 000 ლარს სთხოვდნენ თუ არა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ ახლობლების მიმართ.
მოწმე მ------ ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს ,,ა-----------ს მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული შპს-ს ხელმძღვანელია მ--–---- მ-----–-–---–ი მოდიოდა მუქარის შემცველი წერილები და შემდეგ ბატონმა მ--–----მა მიიტანა ის პოლიციაში. სამუშაო განრიგი დილის 8 საათზე ეწყებათ. ხშირად უფროსთან მ--–---- მ-----–-–---–თან ერთად მიდის სამსახურში.
2018 წლის სექტემბრის თვის ბოლოს მივიდა დილით სამსახურში, ავიდა ოფისში, რომელიც მდებარეობს მეორე სართულზე, ეს ოფისი ტერიტორიულად მდებარეობს მ-------–-----–-. როდესაც უნდა გაეღო კარი სახელურთან იყო კონვერტი. თეთრი კონვერტი იყო ლურჯი ლოგოთი. მ-------–-----–- მდებარე ოფისში არაფერი არ მოსულა არასდროს არც მასთან, არც უფროსთან, არც კურიერს არ მოუტანია არაფერი მეორე ოფისი აქვთ ა---––---–-- პოლიციის შენობის უკან მდებარეობს. როდესაც ნახა კონვერტი დატოვა უფროსის სამუშაო მაგიდაზე, აიღო ტელეფონი და დაურეკა, რომ კონვერტი იყო მოსული, მეორე კონვერტი ნოემბრის თვეში დახვდა, მაშინაც დილით მივიდა, იყო იგივენაირად ანუ ძირს არ ეგდო, იყო სახელურთან, რომელსაც ეწერა რუსული ასოებით მ--–-----. გაუკვირდა, რადგან ის წინა უკვე დავიწყებული ქონდათ. უფროსს უთხრა, რომ კონვერტი იყო მოსული მის სახელზე და მაგიდაზე დაუტოვა. ოთახში იყო როდესაც მ--–----მა აიღო ეს კონვერტი და დახია, დააქუცმაცა, ჩამოვიდა დაბლა, ჩაყარა ნაგვის ურნაში. უცნაური, შეშლილი სახე ჰქონდა, ასეთი სახით არასოდეს უნახავს, შეშინებული სახე ჰქონდა. მალევე 30 ნოემბერს, დილით მივიდა- ისევ იყო კონვერტი, იგივენაირად დატოვა მაგიდაზე, რაც უთხრა უფროსს, ამოვიდა ნახა კონვერტი, აიღო და წავიდა ა---––---- მხარეს. შემდეგ გარკვეული ხნის შემდეგ მივიდა და უთხრა, რომ შპს ,,ა-----------ს ტერიტორიაზე არსებული კამერები ენახათ. კამერაში ჩანდა გადმოდის ღობეზე ანუ ღობე არის იმ მონაკვეთზე ჩაწეული დაბლა, უკვე დიდი ხანია ეგრეა, მოდის საშუალო აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც თავზე აქვს პოლიეთილენის პარკი, მოდის კიბესთან, იხდის ბოტებს და ფეხაკრეფით ამოდის ზემოთ, სადაც ბრუნდება დებს კონვერტს, ჩადის იცმევს ბოტებს და ისევ იმ გზით საიდანაც შემოვიდა. აღნიშნულზე მოწმეს შეეშინდა და კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მ--–----მა უთხრა რომ ემურებოდნენ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და იციან ყველაფერი და თუ არ მიუტანდა ფულს გაამწარებდნენ.
გამომძიებელ ა-–--------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---––---- რაიონულ სამმართველოში. საგამოძიებო დავალების საფუძველზე დახმარება გაუწია სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს და მოწმის სახით გამოკითხა ა------ გ------–-–---–- და მიიღო მისგან ჩვენება, განუმარტა თავისი უფლებები გამოკითხვის წინ, შემდეგ გამოკითხა, წაიკითხა თავისი ჩვენება, ა------ გ------–-–---–-- განუმარტა, რომ არის შპს ,,ა----------- მთავარი ბუღალტერი, 50% წილს ფლობს ამ კომპანიაში, მეორე ნახევარი ანუ 50% ეკუთვნის მ--–---- მ-----–-–---–-, არიან მეგობრები და კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. განმარტა ა------მა, რომ მუქარის წერილები მიიღო 3-ჯერ მ--–---- გ------–-–---–--, ის ნერვიულობდა, რადგან წერილები იყო მუქარის შემცველი, მ--–---- მ-----–-–---–- თხოვდნენ დიდ თანხას, რომ თუ თანხას არ მისცემდა ამოუწყვეტდნენ ოჯახს. როგორც გამოძიების პროცესში გახდა ცნობილი ა-–--------------–-–---–--თვის აღნიშნული წერილები დაწერილი იყო ვ------------------ის მიერ და ერთ-ერთი წერილი ამოღებულიც იყო, კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩატარდა და იყო ერთმანეთის იდენტური ექსპერტიზის თანახმად. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში არ აქვს მიღებული მონაწილეობა, მხოლოდ გამოკითხული ჰყავს ა------ გ------–-–---–- მოწმის სახით. ზუსტი დეტალები არ ახსოვს, სამი წერილი ჰქონდა მიღებული, ზოგადი შინაარსი იცოდა, რომ იყო მუქარის შემცველი, რომ თანხას თხოვდნენ და თუ თანხას არ დაუბრუნებდა მოკლავდნენ.
ა-–--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდების საქმეზე როგორც პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა 2018 წლის დეკემბრის თვეში ბინის ჩხრეკაში. გამომძიებელი იყო პ------------------. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში ა-–--------------- გარდა მონაწილეობდნენ ი------------–---–- და გამომძიებელი პ------------------, ასევე თარჯიმანი და ვ------------------ის მეუღლე, ვ------------------ი ამ დროს დაკავებული იყო, შესაბამისად ის არ იღებდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას. გაჩხრეკილი იქნა ბინა ქალაქ ვ--–-–-- მ-------–------ დასახლებაში, ქუჩა არ ახსოვს, ორ სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა კონვერტი ს----------–------------- წარწერით და კიდევ ლათინური ასოებით ეწერა რაღაც, რა ეწერა არ ახსოვს. რაც შეეხება კონვერტს, შევიდნენ დერეფანში, შევიდნენ პირდაპირ ოთახში, იქ იყო წიგნების კარადა და იმ კარადაში ნახა იმედა კ-----–---–მა კონვერტი. სხვა რაიმე ნივთი არ აღმოჩენილა მათ მიერ. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, აღწერა კონვერტი დაწვრილებით და მოაწერეს ხელი. ავტომანქანის ჩხრეკაში ა-–--------------- მონაწილეობა არ მიუღია.
ი------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------------------ის საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობას ღებულობდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ბინის ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 20 დეკემბერს, ჩხრეკაში მონაწილეობდნენ განყოფილების უფროსი ალექსი ჯვარიძე, ორი ექსპერტი, გამომძიებელი პ------------------, თარჯიმანი და ქალბატონი, ვისაც ეკუთვნოდა ბინა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მოსამართლის გაჩინების საფუუძველზე. გამომძიებელმა ეს განჩინება გააცნო რიფსიკ კ---------- თარჯიმნის მეშვეობით. ჩხრეკა ჩატარდა ქალაქ ვ--–-–-- წ-------–-- 19-ში მ-------–-----–-, კორპუსისმაგვარი ბინა იყო, ბინა მდებარეობდა მეორე სართულზე. ა-–---------------თან ერთად იღებდა მონაწილეობას ჩხრეკაში, ჩხრეკდა ოთახებს, ერთ-ერთი საძინებელი ოთახის ჩხრეკისას იქვე წიგნების კარადა იყო, მის ქვეშ იყო პატარა მაგიდა, მაგიდაზე პატარა ყუთი იდო, თეთრი ფერის კონვერტი იყო წარწერით ,,ს----------–------------“ ლოგოთი შიგნით არაფერი არ იყო და გამომძიებელმა აღნიშნა ოქმშიც. სხვა არაფერი არ ყოფილა აღმოჩენილი და ამოღებული. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რომელსაც გაეცნო ი------------–---–-. ასევე მიიღო მონაწილეობა იმავე დღეს ავტომანქანის ჩხრეკაში, მეორე გამომძიებელი გ--------------–---–- მივიდა, რომელმაც მიუთითა მათ, რომ იყო დადგენილება და უნდა გაჩხრეკილიყო დადგენილების საფუძველზე ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იქვე ეზოში იყო. მერსედესი იყო დაკეტილ მდგომარეობაში, ავტომანქანის ჩხრეკას ესწრებოდნენ ექსპერტები, თარჯიმანი, გამომძიებელი ქუქჩიშვილი და ვ------------------ის მეუღლე. მანქანის გასაღები ბინიდან ჩამიტანა რიფსიკ კ----------ა და გააღო მანქანა, რის შემდეგაც დაიწყეს ჩხრეკა. მანქანა გაიჩხრიკა მთლიანად. ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა სკამებს შორის ბართან იყო 3 ფურცელი, როდესაც ნახა ქაღალდის ფურცელი ერთ ფურცელზე იყო რუსულ ენაზე ნაწერი, შინაარსს არ გაცნობია, გამომძიებელს არ შეუტანია ოქმში მისი შინაარსი. ბინის ჩხრეკის შემდეგ ისინი ადგილზე არ დარჩენილან, იყვნენ იქვე უბანში და იმავე დღეს საღამოს ისევ მივიდნენ და გაჩხრიკეს მანქანა. მანქანის ჩხრეკას უშუალოდ ახორციელებდა ი------------–---–- და გამომძიებელი, ზუსტად არ ახსოვს საიდან დაიწყეს მანაქანის ჩხრეკა, გაიჩხრიკა საბარგული, ასევე წინა სავარძლის ქვემოთ ადგილი. ქალბატონიც ესწრებოდა ჩხრეკის პროცესს, იქვე მანქანასთან იდგა. ოქმი შემდეგ წაიკითხა გამომძიებელმა ქართულ ენაზე, უთარგმნა თარჯიმანმა ქალბატონს სომხურ ენაზე და მოაწერა ხელი. ჩხრეკასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია ქალბატონს. ფურცლები იყო კონკრეტულად მანქანის სკამებს შორის არსებულ ბარში.
პ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------------------ის ბრალდების საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, ვ------------------ის ბინის ჩხრეკა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნებართვის საფუძველზე 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაატარა ეს საგამოძიებო მოქმედება. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მის გარდა მონაწილეობა მიღებული აქვს ქალაქ ვალის განყოფილების უფროსი ალექსი ჯვარიძე, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ი------------–---–-, ექსპერტები: რ---------------, გ-----------------–---–-, ბინის მფლობელი რიფსიკ კ---------- და თარჯიმანი ს-----–-------–----. ჩხრეკა მიმდინარეობდა მისამართზე ქ.ა---––---- ვალე, წ-------–-- ქუჩა N---–-, ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ბინა ვ------------------ის მფლობელობაში არსებული. ბინას შესასვლელი ჰქონდა, ორი საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილები. შესასვლელიდან პირდაპირ მდებარე საძინებლიდან პირდაპირ კედელზე ჩამოკიდებული იყო წიგნების თარო, ქვეშ იდო დასაკეცი მაგიდა, დასაკეც მაგიდაზე იდო ბურთი გულის ფორმის, ბურთზე იდო ს----------–------------- საფოსტო კონვერტი, რომელშიც არაფერი არ იდო და იყო ცარიელი. სანამ დაიწყებდნენ ჩხრეკას ვ------------------ი იყო დაკავებული იყო სხვა გამომძიებლის მიერ. ჩხრეკის დროს არანაირი წინააღმდეგობის გაწევას, იძულებას და დაზიანებას არ ჰქონია ადგილი, მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. რიფსიკ კ---------- გააცნეს განჩინება თარჯიმნის მეშვეობით, თარჯიმანი იყო ს-----–-------–----. რიფსიკ კ---------- ჰკითხა თანახმა იყო თუ არა თარჯიმანი ყოფილიყო თუ არა თავად პ------------------ და განჩინებაც, ჩხრეკის ოქმიც გადათარგმნილი იქნა თარჯიმნის მიერ, რაზეც შენიშვნა და პრეტენზია არავის მხრიდან არ დაფიქსირებულა და ხელმოწერებიც გააკეთეს. ზემოთ აღნიშნულ საფოსტო კონვერტზე წინა მხრიდან იყო საქართვლოს ფოსტის ლოგო, ჰქონდა ქართული და ლათინური ასოებით წარწერა - ს----------–------------, უკანა მხრიდან კი მხოლოდ ბეჭედი იყო დასმული, რაზეც ეწერა ა---––--- და რაღაც ნომრები. სახელი, გვარი, ადრესატი არაფერი არ ყოფილა.
ექსპერტ ქ----------–---–----- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------------------ის ბრალდების საქმეზე 2018 წლის 14 დეკემბერს გასცა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა. ექსპეერტიზის ჩატარების საფუძველი იყო სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლის გ--------------–---–-ს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს გამოტანილი დადგენილება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო გამოსაკვლევი წერილი, დასმული იყო კითხვა: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი რუსულენოვანი ხელნაწერის ტექსტი შესრულებულია თუ არა ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- ან/და ი---------–-------- მიერ; დადებით შემთხვევაში რომლის მიერ? კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: Малхаз уже пршиол наша время..." და მთავრდება სიტყვებით "...нам не болучается канец скрсет შესრულებულია ვ------------------ის მიერ. ქ----------–---–-----თვის ცნობილია, რომ იმავე საქმესთან დაკავშირებით იმავე დეპარტამენტში სხვა ექსპერტის თ---------------- მიერ იქნა გაცემული კიდევ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში აღნიშნულ ექსპერტებს არ ჰქონიათ ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში კომუნიკაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ქ----------–---–----ა ეს დასკვნა გასცა ერთპიროვნულად. მან აარჩია ის ასოები, რომელიც იყო გამოსაკვლევ ტექსტში, ეს შეადარა შემადარებელ ნიმუშში არსებულ ასოებს. მან გამოსაკვლევად ის ასოები შეარჩია, რომელიც ჩათვალა, რომ ღირებული იქნებოდა მის მიერ დასკვნის მომზადებისთვის, რომელშიც უფრო მეტად იყო გამოხატული კერძო ნიშნები, რომელიც ღირებული იქნებოდა დასკვნისთვის. მან გამოიკვლია ასო ,,ა“, ,,ბ“ , ,,დ“, ,,ვ“, ,,ს“, ,,რ“, ,,ტ“, ,,უ“. მან გამოიკვლია ესენი რაც მისი აზრით საკმარისი რაოდენობის იყო. ეს იყო საკმარისი რაოდენობის, რომ დადებულიყო კატეგორიული დასკვნა. ასო ,,ტ“ სხვადასხვანაირადაა გამოყვანილი წერილში და ნიმუშში, მისი განმარტებით ის თანდაყოლილი ნიშნები, რომლებიც გამოვლინდა საკმარისი იყო კატეგორიული დასკვნისთვის. ამ შემთხვევაში არ შეინიშნება მიმბაძველობითი ნიშნები გამოსაკვლევ წერილზე და არც ნიმუშზე, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია ხელწერის მიმსგავსებას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იქნა გამოკვლეული ეს ასოები და ზოგადად ეს პროცესი როგორ მიმდინარეობდა, ამის შესახებ ქ----------–---–------ღნიშნავს, რომ ჯერ ერთმანეთს ადარებენ ზოგად ნიშნებს, შემდეგ კერძო ნიშნებს. ზოგადი ნიშნები შეიძლება ზოგიერთი დაემთხვეს, ზოგიერთი არა, კერძო ნიშნების შედარება მეტად უზრუნველყოფს იმას, რომ დაიდოს კატეგორიული დასკვნა. გამოვლინდა ბევრი ნიშანი, ამიტომ დაიდო კატეგორიული დასკვნა. ჯერ დგინდება, რომ ხელნაწერი გაკეთებულია საწერი საშუალებით ანუ კალმით, შემდეგ ერთმანეთს ადარებენ. თუ არ იქნებოდა შესრულებული საწერი საშუალებით, მაშინ არ ჩატარდებოდა. ასო ,,ლ“-ს და ,,ბ“-ს და ,,რ“-ს გამოკვლევისას მოცემულობა აქვს ზუსტად გადატანილი ხელნაწერზე, ეს რით არის გამოწვეული ვერ ამბობს ქეთევან მ-–---–---ი.
ექსპერტ გ-----------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს მორიგეობის დროს შევიდა შეტყობინება და გავიდნენ ვ--–-–-- მ-------–-----–-, დასახლებაში ბინის ჩხრეკის ფაქტზე. მიიღეს მონაწილეობა მან, ექსპერტმა და პოლიცილებმა. ადგილზე დახვდნენ ვალის პოლიციის თანამშრომლები, ქალბატონი და თარჯიმანი და გაჩხრიკეს ქალბატონის ბინა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ს----------–------------- ერთი კონვერტი და დალუქეს. ს----------–------------- კონვერტში არაფერი არ იდო, ზუსტად არ ახსოვს წარწერები თუ ჰქონდა. ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული აქვს მონაწილეობა სახლის ჩხრეკაში და მეორე გამოძახებაზეც იყო იმავე დღეს საღამოს, რა დროსაც მანქანა გაჩხრიკეს. მანქანა იყო მერსედესი C კლასი, აღმოჩინეს სამი ცალი ქაღალდი, ერთზე რუსული წარწერები იყო, წარწერების შინაარს არ გაცნობია და სამივე თაბახის ფურცელი დალუქეს. მან როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა გადაუღო ადგილს სურათები, ამოიღეს და დალუქეს, სპეციალური ლუქით ჩააბარეს გამომძიებელს. თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ბინის ჩხრეკაში. განჩინება გამომძიებელმა გააცნო სახლის დიასახლისს, თარჯიმანი ჰყავდა და უთარგმნიდა, არ იცის თარჯიმანი ვინ მოიყვანა, რადგან როდესაც მივიდნენ იქ დახვდათ, ასევე პოლიციის თანამშრომლებიც იქ დახვდათ და დაიწყეს მოქმედება. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ალექსი ჯვარიძე, პ------------------ და მესამეს ვინაობა არ ახსოვს. გამოძახება რომ მოვიდა ორივე ექსპერტი წავიდნენ, დაგვხვდნენ ვინც ჩამოთვალა და დაიწყეს ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფოსტის კონვერტი, რომელიც დალუქა გ-----------------–---–-ა. ჩხრეკის ოქმი წაიკითხა თუ არა ვინმემ არ იცის, სავარაუდოდ გამომძიებელი გააცნობდა ოქმს თარჯიმანს, რომელიც გადაუთარგმნიდა მეპატრონეს. მანქანის ჩხრეკაზე გავიდნენ, იმავე ბინასთან იდგა ვერცხლისფერი მერსედესი. როდესაც მივიდნენ გამომძიებელი გ--------------–---–-ც მივიდა, ადგილზე იყო იგივე თარჯიმანი. მანქანა ჩაკეტილი იყო და ქალბატონს უთხრეს, რომ მანქანა გაეღო, ჩამოიტანა მან გასაღები და გააღო. გაიჩხრიკა მანქანა, დასურათდა, მანქანაში სხვა ნივთები იყო, თუმცა არ დაინტერესებულა გამოძიება.
ექსპერტ თ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------------------ის ბრალდების საქმეზე გაცემული აქვს გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა 2019 წლის 16 იანვარს. გრაფიკული ექსპერტიზა დანიშნული იყო სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის გ--------------–---–-ს მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი დადგენილების საფუძველზე. ექსპერტიზაზე დასმული იყო შემდეგი კითხვა: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ წერილში არსებული რუსულენოვანი ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია თუ არა ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- ან/და ი---------–-------- მიერ, დადებით შემთხვევაში რომლის მიერ. კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: თაბახის ფურცელზე არსებული ხელნაწერი ტექსტი შესრულებული რუსული ამბანის ასოებით, რომელიც იწყება სიტყვებით: "Здраствуй Малхаз эту записку "და მთავრდება სიტყვებით: бит до 10 числа 23.700л. 5.08.2018" შესრულებულია ვ------------------ის მიერ. დადგენილებასთან ერთად ასევე წარმოდგენილი იქნა ორი ცალი დალუქული პაკეტი, ერთში იყო ნიმუშები, მეორეში იყო გამოსაკვლევი ტექსტი, პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ასოები არ შეურჩევია, აღნიშნული ხელნაწერი შეადარა ნიმუშებს, ვ------------------ის ხელნაწერის ნიმუშებს, მის მიერ გაცემული დასკვნის ბოლო გვერდზე აღნიშნულია ეს, ნიშნები შეადარა და ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ დადებულიყო კატეგორიული დასკვნა. აიღო ის ნიშნები, რომელშიც მეტად გამოიხატებოდა კონკრეტული მონაცემები, მითითებულია ეს კერძო ნიშნები დასკვნაში. გამოსაკვლევი ხელნაწერი შეადარა ნიმუშებს, მისი თქმით აბსოლიტურად ყველაფერი გავდა, რაც იყო საჭირო კატეგორიული დასკვნსათვის, ის კერძო ნიშნები აღებული და შედარებული იქნა და ჩაწერილია დასკვნაში. მისი თქმით გამოიკვლია მთლიანი ტექსტი და ყველა ასო თანხვედრაშია ნიმუშთან. მთლიანი ტექსტი შესრულებულია ვ------------------ის მიერ. აზუსტებს კიდევ ერთხელ, რომ რაც იყო საჭირო კატეგორიული დასკვნის გაცემისათვის, ყველა ნიშანი აღებული და შედარებული იქნა ერთმანეთთან და გაიცა დასკვნა. თამარ კვერნაძემ იცოდა, რომ ამავე საქმესთან დაკავშირებით გრაფიკულ ექსპერტიზას ატარებდა ასევე სხვა ექსპერტი. ექსპერტ ქეთევან მ-–---–---ს იცნობს და მისი დაწერილი დასკვნა თამარ კვერნაძეს ნანახი ჰქონდა. ის ნიშნები, რომლებიც უფრო მყარია ტექსტში და დამახასიათებელია აღებული იქნა ის კერძო ნიშნები და შედარებული იქნა. კერძო ნიშნების მეშვეობით ხდება პიროვნების იდენტიფიცირება. ზოგადად შესაძლებელია პირმა სურვილის შემთხვევაში მოახდინოს ხელნაწერის მიმსგავსება სხვა პირის ხელნაწერთან, თუმცა კერძო ნიშნებს ისე ვერ დასვამს, როგორც საჭიროა, მიმსგავსებას ეტყობა, ექსპერტი ამას ამჩნევს და წერს დასკვნაში და შედარებითი კვლევისთვის ვერ იქნება გამოყენებული.
ექსპერტ რაინდი კაპანაძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს იყო მორიგე სამსახურში მის მეწყვილესთან გიორგი ნ--------–---–---ნ ერთად. დაურეკა პ-------------------, რომ უნდა მივსულიყავით ქალაქ ვ--–-–-- წ-------–-- ქუჩა N---–- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას პ------------------- განუმარტა ქალბატონს, რომელიც სახლში იყო სასამართლოს ნებართვის შესახებ ჩხრეკაზე და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. როდესაც რ--------------- და გ-----------------–---–- მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე, იქ დახვდნენ გამომძიებელი პ------------------, ალექსი ჯვარიძე და ი------------–---–- პოლიციელი.ჩხრეკაში მის გარდა მონაწილეობას იღებდა ალექსი ჯვარიძე, ი------------–---–-, გამომძიებელი პ------------------ და გ-----------------–---–-. მფლობელი ქალბატონი სახლში იყო, ესწრებოდა ჩხრეკის პროცესს და მფლობელთან ერთად იყო თარჯიმანი, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს. შესასვლელი კარის პირდაპირ არსებული მეორე საძინებლიდან ამოღებული იქნა ს----------–------------- საფოსტო კონვერტი ცარიელი, დასურათებული და დალუქული იქნა ადგილზე და გადაეცა გამომძიებელს. ეს ბინა მდებარეობდა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე. იმავე დრეს ავტომანქანის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც იყო ამ ბინის წინ ეზოში იდგა ვერცხლისფერი მანქანა, გამომძიებელი იყო აქ გ--------------–---–-. მანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გამომძიებელი გ--------------–---–-, ალექსი ჯვარიძე და ი------------–---–-. ამ მანქანის გასაღები გამოიტანა ქალბატონმა და ეკუთვნოდა მოქალაქე რეფსიკ კ----------. მანქანის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა 2 ცარიელი თაბახის ფურცელი და 1 რუსულ ენაზე შესრულებული ნაწერი თაბახის ფურცელი. რ--------------- როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი მონაწილეობას იღებდა, ის ფოტოგრაფირებასც ახდენდა. დეტალურად რა ეწერა იმ რუსულენოვან ფურცელზე არ იცის, იქ არ წაუკითხავს არავის, მხოლოდ დაილუქა და გადაცა გამომძიებელს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ასევე ავტომანქანის ჩხრეკის დროს ჩხრეკის დროს ძალის გამოყენებას არ ჰქონია ადგილი. როდესაც მივიდნენ ავტომანქანის ჩხრეკის ჩასატარებლად არ ახსოვს ეზო შემოღობილი იყო თუ არა. ავტომანქანა იყო ღია სივრცეში, ეზოში. მანქანის გასაღები ჰქონდა ქალბატონს. მათი მისვლის შესახებ კ----------- ოჯახს შეატყობინა გამომძიებელმა. ქალბატონი იმ დროს იმყოფებოდა სახლში. როდესაც რ--------------- ადგილზე მივიდა ქალბატონი ან სახლში დახვდა ან ეზოში, ზუსტად ვერ იხსენებს. ავტომანქანა არ იყო ღია, გასაღები ჰქონდა ქალბატონს. იმ ქალბატონის მეუღლე ესწრებოდა ჩხრეკას. უშუალოდ ამოღების მომენტში ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყეს სალონიდან, გაჩხრიკეს ასევე საბარგული. სალონის შიგნით არსებულ ბარში გადაცემათა კოლოფთან ახლოს იყო 3 ცალი თაბახის ფურცელი, ღიად იდო. ჩხრეკას უშუალოდ ესწრებოდა ქალბატონი რიფსიმე კ----------.
2018 წლის 06 დეკემბრის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამოკითხული პირის მ--–---- მ-----–-–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მითითებული ადგილი ა---––---- ვალე მ-------–------ ტერიტორიაზე სადაც მდებარეობს შპს,,ა----------- ცემენტის და ასფალტის საწარმო, დათვალიერდა საწარმოს ტერიტორია სადაც დაყენებულია ვიდეო კამერები, რომლითაც სრულდება ვიდეო გადაღება, შპს,, ა----------- გვერდით ასევე არის საწარმო შპს,,თენგო“ რომლის შენობა-ნაგებობებზე ასევ დაყენებულია გარე სათვალთვალო კამერები, აღნიშნული შპს-ს წინ არის შპს,,ე---------------------------------–----------–------ს ტერმინალი რომელის ტერიტორიაზეც განთავსებულია ასევე სათვალთვალო კამერები. აღნიშნული ობიექტების მ/ტერიტორიაზე დაყენებული ვიდეო კამერებს შესაძლებელია დაეფიქსირებინა თუ ვის მიაქვს და რა მიმართულებით მოძრაობს ის პიროვნება ვინც უტოვებს მუქარის შემცველ წერილებს და ცდილობს თანხის გამოძალვას მ--–---- მ-----–-–---–ისაგან.
2018 წლის 14 დეკემბრის გრაფიკული ექსპერტიზის N1696/გრ დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი იყო თეთრი ფერის ფურცელზე არსებული რუსულენოვანი ხელნაწერი და შესადარებელი ნიმუშები- ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- და ი---------–-------- ხელნაწერის ნიმუშები. დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით "Малхаз уже пршиол наша время..." და მთავრდება სიტყვებით "...нам не болучается канец скрсет შესრულებულია ვ------------------ის მიერ.
2019 წლის 16 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის N41/გრ დასკვნით დადგენილია რომ გამოსაკვლევად წარდგენილი იყო თეთრი ფერის ფურცელზე არსებული რუსულენოვანი ხელნაწერი და შესადარებელი ნიმუშები- ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- და ი---------–-------- ხელნაწერის ნიმუშები. დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით "Здраствуй Малхаз эту записку " და მთავრდება სიტყვებით "...бит до 10 числа 23.700л. 5.08.2018" შესრულებულია ვ------------------ის მიერ.
2018 წლის 17 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ გახსნილი და დათვალიერებული იქნა წერილი, მ--–---- მ-----–-–---–ისაგან ამოღებული იქნა ერთ ფუთად დალუქული პაკეტი, პაკეტში დევს ერთ თაბახის ფურცელზე დაწერილი წერილი, ლუქის მთლიანობა დარღვეული არაა, პაკეტში დევს ერთ თაბახის ფურცელზე დაწერილი ტექსტი, რაზეც თარჯიმანმა მ----------–---–-ა განმარტა, რომ ტექსტი არის რუსულ ენაზე შედგენილი ხელნაწერი, რომელმაც გადათარგმნა თაბახის ფურცელზე შესრულებული ხელნაწერი ტექსტი არის შემდეგი შინაარსის:
,,მ--–---- უკვე მოვიდა ჩვენი დრო, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს თუ ამჯერად შენ არ მიიღებ ჩვენ პირობას შემდეგ არ ინერვიულო შენ ახალ წელს ჩაიცმევ შავ ტანსაცმელს ცოლთან ერთად თუ შენთვის დასანანია 50 ათასი ლარი მაშინ შენ ,,+“ გაუკეთე შენს ბიჭებს ჩვენ მაინც ამოვიღებთ მაგ ფულს შენგან, კიდევ ერთხელ გიმეორებ ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს უკვე ჩვენი ძალაუფლებაა.
ესეი იგი დღესვე 19:00 სთ-ზე მოვალთ ქარხანაში, სადაც წერილია იქვე დავტოვებ ფულს, არ იფიქრო შენთან კუდის ყოლა, ჩვენ შენ გითვალთვალებთ შენს მანქანაზე ჩვენი გადამცემია, ჩვენ ყოველთვის გითვალთვალებთ შენ, თუ შენ ფიქრობ გაგვაცურო ჩვენ -არ გამოგივა“ ( ტ.1.ს.ფ.86-87).
2018 წლის 19 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა 2018 წლის 13 დეკემბრის N 11/დ-2--------8წ განჩინების თანახმად შპს ,,ა-------------" გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მოთავსებულია ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე და რომელიც დალუქულია ერთ პაკეტად N32 ლუქით, ვიდეო ჩანაწერი არის 2018 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერებიდან ირკვევა რომ 2018 წლის 21 ნოემბერს კამერა N2 ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წარწერა 11.21.2018 CP 07:48:30 სთ-ზე პიროვნება ტოვებს ოფისის კარის სახელურთან თეთრი ფერის კონვერტს და ისევ უკან ბრუნდება, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს კონვერტის დამტოვებლის აღნაგობა და ასევე რა ტანსაცმელი აცვია, ვიდეო კამერა უყურებს შპს ასტორიას ეზოს და ასევე შპს ასტორიას ოფისის მეორე სართულს, მაგრამ ძელი ეფარება თუ ვინ ტოვებს კონვერტს, ასევე დათვალიერდა შპს ა------------- გამოთხოვილი ინფორმაცია თარიღით11.29.2018 22:05:05-სთ-ზე კამერა N12-ის ვიდე ჩანაწერში ჩანს შპს. ,,ასტორიას" სათაო ოფისის უკანა მხრიდან ღობის გავლით ჩამოდის პიროვნება, საშუალო აღნაგობის და სიარულის მანერით არის მამაკაცი, რომელსაც აცვია მოშაო ფერის ე.წ. ბოტები, ვიდეო ჩანაწერი არის შავ-თეთრი ფერის და ჩანაწერის მიხედვით ვინაიდან ღამე ხდება ვიდეო ჩაწერა, მამაკაცს აცვია თეთრი ფერის შარვალი და თეთრი ფერის ქურთუკი, თავზე ჩამოფარებული აქვს შავი ფერის პოლიეთილენის პარკი ისე რომ სახე არ უჩანს, მოდის სათაო ოფისის მეორე სართულზე ამოსასვლელი კიბის ძირში სადაც იხდის ბოტებს და შემდეგ ამოდის კიბეებზე, მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრი ფერის კონვერტი, რომელსაც ტოვებს ოფისის მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ხელმარჯვნივ არსებულ პირველივე შავი ფერის კარის სახელურთან, რომელიც დაფიქსირებული აქვს კამერა N4 თარიღით 11.29. 2018 22:04:10 სთ- ზე, ბრუნდება ისევ უკან ჩადის კიბეებზე, იცმევს ე.წ. ბოტებს რომლებიც დატოვებული აქვს კიბის ძირში და ეზოდან გადის ისევ იმ მიმართულებით საიდანაც შემოვიდა შპს ასტორიას ეზოში.( ტ.1.ს.ფ.108-109)
2018 წლის 19 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა 2018 წლის 13 დეკემბრის N 11/დ-2--------8წ განჩინების თანახმად შ------------------------------------–----------–-----დან გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მოთავსებულია ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე, რომელიც დალუქულია ერთ პაკეტად N32 ლუქით, ვიდეო ჩანაწერი არის 2018 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, 2018 წლის 21 ნოემბერს N1 ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წარწერა 11.21.2018 wed 07:48:22 სთ-, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა Cმ2XI90Lმ 01, კამერა უყურებს შ------------------------------------–----------–----ი-ს ეზოს უკანა მხარეს, რომლის მარჯვენა მხარე ეზოს გარეთ მოჩანს მატარებლის მაღალი ძაბვის ბოძები სადაც მოჩანს პიროვნება რომელიც მოძრაობს შ------------------------------------–----------–----- ის ეზოს პარალელულად მატარებლის ლიანდაგზე და ეწევა სიგარეტს, პიროვნების აღნაგობის და ტანსაცმლის გარჩევა არის შეუძლებელი, ვიდეო ჩანაწერში ჩანს პიროვნება მამაკაცი რომელიც მოძრაობს შპს ასტორიას მიმართულებით. 2018 წლის 21 ნოემბერს M2 ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წარწერა 11.21.2018 wed 07:52:40 სთ, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა camera01, კამერა უყურებს შ------------------------------------–----------–-----ს ეზოს მარჯვენა მხარეს, ვიდეო ჩანაწერში ეზოს გარეთ მოჩანს მატარებლის მაღალი ძაბვის ბოძები სადაც მოჩანს პიროვნება რომელიც მოძრაობს შპს თენგო 2000-ის მიმართულებით, ეწევა სიგარეტს. 2018 წლის 21 ნოემბერს M3 ვიდე ჩანაწერში, რომელსაც მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წარწერა 11.21.2018 wed 07:53:40 სთ, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა camera 01, კამერა უყურებს შ------------------------------------–----------–-----ს ეზოს შესასვლელი კარის მხარეს, რომლის წინ მოჩანს მატარებლის ლიანდაგი და მატარებლის მაღალი ძაბვის ბოძები, ასევე მარჯვენა მხარეს მოჩანს შპს თენგო 2000-ის საწარმო, ვიდეო ჩანაწერში ეზოს გარეთ მოჩანს პიროვნება რომელიც მოძრაობს შპს თენგო 2000-ის მიმართულებით, 2018 წლის 21 ნოემბერს #4 ვიდე ჩანაწერში, რომელსაც მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წარწერა 11.21.2018 wed 07:53:46 სთ, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა camera 01, კამერა უყურებს შ------------------------------------–----------–-----ს ეზოს შესასვლელი კარის მხარეს, რომლის წინ მოჩანს მატარებლის ლიანდაგი და მატარებლის მაღალი ძაბვის ბოძები, ასევე პირდაპირ მოჩანს შპს თენგო 2000-ის საწარმო და ვიდეო ჩანაწერის მარჯვენა მხარეს მოჩანს შპს ასტორიას საწარმო, ვიდეო ჩანაწერში ეზოს გარეთ მოჩანს პიროვნება რომელიც მოძრაობს ვალე მ-------–------ დასახლებიდან შპს ასტორიას მიმართულებით. მატარებლის ლიანდაგზე მოძრავი მამაკაცის, ზუსტი მონაცემების და აღნაგობის გარჩევა არის შეუძლებელი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, რადგანაც ვიდეო ჩანაწერი არის შავ თეთრი ფერის, ვიდეო ჩანაწერის მიხედვით მამაკაცს აცვია ნაცრისფერი ტანსაცმელი, ხოლო სახის მოყვანილობის და სხვა დეტალების გარჩევა არის შეუძლებელი. დათვალიერების შემდეგ ვიდეო ჩანაწერი გადაწერილი იქნა 2 ცალ wed დისკზე, რომელიც დაილუქა ორ პაკეტად N32 ლუქით, პაკეტზე დაესვა თარიღი და გაკეთა ხელმოწერა.
2018 წლის 20 დეკემბრის საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ა---––---- ვალე წ-------–-- ქ., N---–- მდებარე ვ------------------ის ბინა, რომლიც წარმოადგენს ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინას, აღნიშნულ ბინაში ავდივართ ხის კონსტრუქციის კიბეებით, ერთფრთიანი კარით შევდივართ დერეფანში, დერეფნიდან ხელმარჯვნივ ერთფრთიანი კარით შევდივართ შესასვლელ ოთახში, ხელმარცხნივ მეორე კარიდან შევდივართ საძინებელში, სადაც ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ამოღებული ვერ იქნა, შესასვლელი ოთახიდან პირდაპირი კარიდან შევდივართ მეორე საძინებელში, საძინებელში შესასვლელი კარიდან პირდაპირ კედელზე ჩამოკიდულია წიგნების თაროები, თაროს ქვეშ დგას დასაკეცი მაგიდა, რომელზეც დევს გულის ფორმის ყუთი, ხოლო აღნიშნულ ყუთზე დევს საქართველოს ფოსტის საფოსტო კონვერტი, წინა მხრიდან აქვს 2 მართკუთხედი ფორმის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკით გაწყობილი ფორმა, ხოლო კონვერტის წინა ქვედა მარცხენა კუთხეში არის ს----------–------------- ლოგო და წარწერა,,ს----------–------------“ G------------“, კონვერტის უკანა მხარეს დარტყმული აქვს ბეჭედი წარწერით 0800 ა---––--- G------------------ 15.12.2018. აღნიშნული კონვერტი არის ცარიელი.
2018 წლის 20 დეკემბრის ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ვ------------------ის შვილის რაფიკ კ----------- სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა მერსედეს ბენცი, რუხი ფერის ,,c“კალსის მოდელი ს--------------------
ჩხრეკისას ა/მანქანის სალონის წინა ნაწილში, წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან ე.წ ბარიდან“ ნანახი და ამოღებული იქნა 3 ცალი თაბახის ფურცელი, სამივე მათგანი შუაზე გადაკეცილ მდგომარეობაშია, ხსენებული თაბახის ფურცლებიდან 1 ცალი თაბახის ფურცლის ერთ გვერდზე ლურჯი ფერის მელნით შესრულებულია რუსულენოვანი ალფაბიტით შესრულებული ხელნაწერის ტექსტი ხელმოწერისა და დათარიღების გარეშე. რაც შეეხება 2 ცალ თაბახის ფურცელს არის გამოუყენებელ -(დაუწერელი)მდგომარეობაში.
2018 წლის 21 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ვ------------------ის შვილის რაფიკ კ----------- სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა მერსედეს ბენცი, რუხი ფერის ,,c“კალსის მოდელი სახ.ნომრითJJ559IJ ჩხრეკისას ამოღებული ერთ ცალ თაბახის ფურცელზე შესრულებული რუსულენოვანი ხელნაწერის ტექსტი, რომელიც თარგმნა თარჯიმანმა მ----------–---–-ა აღინიშნული ტექსტი არის შემდეგი შინაარსის:
,,მოგესალმები, ეს წერილი გადმოგეცემა ზონიდან, თუ შენ არ გინდა უსიამოვნება ოჯახში ან შვილთან დაკავშირებით თ---–--–-, მაშინ მიიღე ჩვენი შემოთავაზება, ესე იგი 23 700 ჩატოვე კონვერტში, თქვენთან ,,კირპიჩნაიაში“ უკან დატოვებ და წახვალ, შემდეგ გამოვაგზავნით იქ ჩვენ ადამიანს და აიღებს და წაიღებს. არ იფიქრო მილიციის ჩარევა, ღმერთმა არ ქნას თორემ ცუდადა წავა შენი საქმე, მაშინ თავში ხელი არ შემოირტყა, ამ თანხას დატოვებ 10 რიცხვამდე 23 7000ლ. 5.08.18.
2018 წლის 30 ნოემბრის მ--–---- მ-----–-–---–ის განცხადებით დადგენილია, რომ მ--–---- მ-----–-–---–-ა მიმართა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს განცახდებაში აღნიშნულია რომ ცხოვრობ ზემოთ მითითებულ მისამართზე ოჯახთან ერთად, ქ.ვალეში მეორე შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს ასფალტის და ბეტონის ქარხანა და ეწევა ბიზნეს საქმიანობას, დარეგისტრირებული აქვს როგორც შპს ასტორია, 2018 წლის სექტემბრის თვის ბოლო რიცხვებში მეორე შახტის ტერიტორიაზე არსებულ ოფისის კართან დახვდა მუქარის შემცველი წერილი კერძოდ ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით თუ არ გადაცემდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მეორე წერილი 2018 წლის 21 ნოემბერს დაუტოვეს ისევ, ხოლო 2018 წლის 30 ნოემბერს კი კვლავ დახვდა რუსულ ენაზე ანალოგიური მუქარის შემცველი ტექსტით შედგენილი წერილი, რომელის გამოც შეეშინდა რადგანაც რამოდენიმეჯერ განმეორდა, ბიზმესმენია და უკვე რეალურად აღიქვა მუქარა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ და თანხის გამოძალვის შესახებ მოთხოვნა. განმცხადებელი ითხოვს გაატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და გამოვლენილი იქნას დამნაშავე პირი (პირები), რათა მოხდეს მათი დასჯა კანონის სრული სიმკაცრით.
2018 წლის 19 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად მ--–----- მ-----–-–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის,,გ“ ქ/პ-ით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ვ------------------ის მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ქ/პ-ით.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული მესამე წერილი დაზარალებულს მიუვიდა 2018 წლის 30 ნოემბერს, დაზარალებული თავის ჩვენებაში განმარტავს რომ წერილი 29 ნოემბერს მიიღო და იმ საღამოსვე მივიდა პოლიციაში, 2018 წლის 30 ნოემბრის განცხადებით დადგენილია რომ სამართალდამცავ ორგანოს დაზარალებულმა მიმართა 2018 წლის 30 ნოემბერს. შესაბამისად დადგენილია, რომ წერილი მ--–---- მ-----–-–---–-ა მიიღო 2018 წლის 30 ნოემბერს და არა 29 ნოემბერს, რაც დასტურდება სასამართლოში მიცემული მისი ჩვენებით, სადაც განმარტავს, რომ როცა წერილი მიიღო იმ საღამოსვე მივიდა პოლიციაში, ხოლო პოლიციაში გამოცხადაა 2018 წლის 30 ნოემბერს, რაც დადასტურებულია მისივე განცხადებით.
ამასთან სასამართლო განმარტავს რომ მართალია სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილსაც, სადაც საუბარია 2018 წლის სექტემბრის ბოლოს, 2018 წლის 21 ნოემბერს გაგზავნილ წერილებზე, მაგრამ აღნიშნული ბრალდებულ ვ------------------ს ბრალად ვერ შეერაცხება, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული წერილები გაგზავნილი ვ------------------ის მიერ, რადგან აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის და ამასთან თვით დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა პირველი წერილი არ მიიჩნია სერიოზულად და დახია, ხოლო მეორე ისე დახია არც წაუკითხავს, ამიტომ აღნიშნული ნაწილი უნდა ამოირიცხოს ვ------------------ის ბრალდებიდან, ამასთან გამართლების საფუძველი არ არსებობს, რადგან აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
ობიექტური მხრივ გამოძალვა ყალიბდება ორი ურთიერთდაკავშირებული და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელი მოქმედებისაგან: მოთხოვნა და მუქარა. მოთხოვნა გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისათვის ულტიმატური ხასიათის კატეგორიულ შეთავაზებას უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობის უფლება. დამნაშავის სასარგებლოდ ქონებრივი ხასიათის მოქმედება უნდა იყოს წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო. იმისათვის, რომ გამოძალვა დამთავრებულად ჩაითვალოს, არ არის საკმარისი მოთხოვნის წაყენება. აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა ცნობილი გახდეს დაზარალებულისათვის. შესაძლოა, რომ მოთხოვნა წაეყენოს პირს არა პირადად, არამედ მესამე პირთა მეშვეობით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება: დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა. ძალადობის მუქარა შეიძლება იყოს ან არც იყოს საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ასეთად ჩაითვლება ცემის, ჯანმრთელობის დაზიანების, მოკვლის მუქარა. ამასთანავე აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს მომავლისკენ და არ იყოს იმწუთიერი. დანაშაულის გამოძალვით კვალიფიკაციისათვის მუქარის გამოხატვის ფორმას მნიშნველობა არა აქვს. იგი შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ტელეფონით. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული. გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავე რეალურად აპირებდა მუქარის განხორციელებას თუ არა. მთავარია დაზარალებულის მიერ ეს მუქარა რეალურად აღიქმებოდეს. გამოძალვისათვის ამ ხერხისათვის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ძალადობის გამოყენების მუქარა ხორციელდება არა უმალვე, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
სასამართლო, მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელებისას, პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა, ვინაიდან ბრალდებულ ვ------------------ის მიერ მ--–---- მ-----–-–---–ისადმი გაჟღერებული მუქარის ტექსტები - ,,მ--–---- უკვე მოვიდა ჩვენი დრო, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს თუ ამჯერად შენ არ მიიღებ ჩვენ პირობას შემდეგ არ ინერვიულო შენ ახალ წელს ჩაიცმევ შავ ტანსაცმელს ცოლთან ერთად თუ შენთვის დასანანია 50 ათასი ლარი მაშინ შენ ,,+“ გაუკეთე შენს ბიჭებს ჩვენ მაინც ამოვიღებთ მაგ ფულს შენგან, კიდევ ერთხელ გიმეორებ ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს უკვე ჩვენი ძალაუფლებაა.- კონკრეტული შინაარსისაა და მათში გამოიხატება მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელების შედეგად, დაზარალებული განიცდის შიშს და შფოთვას, ვინაიდან ყოველ წუთს ელოდება მუქარის განხორციელებას დამმუქრებლის მიერ. შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას, განმსაზღვრელია დაზარალებულის პიროვნება (რამდენად ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანია ის), დამმუქრებლის პიროვნება (არის თუ არა აგრესიული, წარსულში ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დაზარალებულსა და დამმუქრებელს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მუქარის არაერთგზისობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, მ--–---- მ-----–-–---–ი წარმოადგენს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანს; საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მშიშარაა ან ზედმეტად ემოციურია;
რაც შეეხება 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, იგი დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: კერძოდ, დაზარალებულ მ--–---- მ-----–-–---–ის ჩვენების და წერილის თანახმად, მას 50 000 ლარს სთხოვდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში შავებს ჩააცმევდა და შვილიშვილების გამო შეეშინდა- შესაბამისად სახეზეა ქმედების დამამძიმებელი გარემოება - დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნის არსებობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
მოწმე ა------ გ------–-–---–-ს ჩვენების თანახმად მ--–---- მ-----–-–---–- მიუვიდა წერილი სადაც 50 000 ლარს სთხოვდნენ თუ არა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ ახლობლების მიმართ.
მოწმე მ------ ნ------ის ჩვენებით 2018 წლის სექტემბრის თვის ბოლოს მივიდა დილით სამსახურში, ავიდა ოფისში, რომელიც მდებარეობს მეორე სართულზე, ეს ოფისი ტერიტორიულად მდებარეობს მ-------–-----–-. როდესაც უნდა გაეღო კარი სახელურთან იყო კონვერტი. თეთრი კონვერტი იყო ლურჯი ლოგოთი. მ-------–-----–- მდებარე ოფისში არაფერი არ მოსულა არასდროს არც მასთან, არც უფროსთან, არც კურიერს არ მოუტანია არაფერი მეორე ოფისი აქვთ ა---––---–-- როდესაც ნახა ნახეთ კონვერტი დატოვა უფროსის სამუშაო მაგიდაზე, აიღო ტელეფონი და დაურეკა რომ კონვერტი იყო მოსული, მეორე კონვერტი ნოემბრის თვეში დახვდა, მაშინაც დილით მივიდა, იყო იგივენაირად ანუ ძირს არ ეგდო, იყო სახელურთან, რომელსაც ეწერა რუსული ასოებით მ--–-----. გაუკვირდა, რადგან ის წინა უკვე დავიწყებული ქონდათ. უფროსს უთხრა რომ კონვერტი იყო მოსული მის სახელზე და მაგიდაზე დაუტოვა. ოთახში იყო როდესაც მ--–----მა აიღო ეს კონვერტი და დახია, დააქუცმაცა, ჩამოვიდა დაბლა, ჩაყარა ნაგვის ურნაში. უცნაური, შეშლილი სახე ჰქონდა, ასეთი სახით არასოდეს უნახავს, შეშინებული სახე ჰქონდა. მალევე 30 ნოემბერს, დილით მივიდა- ისევ იყო კონვერტი, იგივენაირად დატოვა მაგიდაზე, რაც უთხრა უფროსს, ამოვიდა ნახა კონვერტი, აიღო და წავიდა ა---––---- მხარეს. შემდეგ გარკვეული ხნის შემდეგ მივიდა და უთხრა რომ შპს ,,ა-----------ს ტერიტორიაზე არსებული კამერები ენახათ. კამერაში ჩანდა გადმოდის ღობეზე ანუ ღობე არის იმ მონაკვეთზე ჩაწეული დაბლა, უკვე დიდი ხანია ეგრეა, მოდის საშუალო აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც თავზე აქვს პოლიეთილენის პარკი, მოდის კიბესთან, იხდის ბოტებს და ფეხაკრეფით ამოდის ზემოთ, სადაც ბრუნდება დებს კონვერტს, ჩადის იცმევს ი ბოტებს და ისევ იმ გზით საიდანაც შემოვიდა. აღნიშნულზე მოწმეს შეეშინდა და კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მ--–----მა უთხრა რომ ემურებოდნენ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და იციან ყველაფერი და თუ არ მიუტანდა ფულს გაამწარებდნენ.
ექსპერტ ქ----------–---–----- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------------------ის ბრალდების საქმეზე 2018 წლის 14 დეკემბერს გასცა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა. ექსპეერტიზის ჩატარების საფუძველი იყო სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლის გ--------------–---–-ს მიერ 2018ნ წლის 7 დეკემბერს გამოტანილი დადგენილება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო გამოსაკვლევი წერილი, დასმული იყო კითხვა: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი რუსულენოვანი ხელნაწერის ტექსტი შესრულებულია თუ არა ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- ან/და ი---------–-------- მიერ; დადებით შემთხვევაში რომლის მიერ? კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: Малхаз уже пршиол наша время..." და მთავრდება სიტყვებით "...нам не болучается канец скрсет შესრულებულია ვ------------------ის მიერ.
ექსპერტ თ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------------------ის ბრალდების საქმეზე გაცემული აქვს გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა 2019 წლის 16 იანვარს. გრაფიკული ექსპერტიზა დანიშნული იყო სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებლის გ--------------–---–-ს მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი დადგენილების საფუძველზე. ექსპერტიზაზე დასმული იყო შემდეგი კითხვა: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ წერილში არსებული რუსულენოვანი ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია თუ არა ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- ან/და ი---------–-------- მიერ, დადებით შემთხვევაში რომლის მიერ. კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: თაბახის ფურცელზე არსებული ხელნაწერი ტექსტი შესრულებული რუსული ამბანის ასოებით, რომელიც იწყება სიტყვებით: "Здраствуй Малхаз эту записку " და მთავრდება სიტყვებით: ,,бит до 10 числа 23.700л. 5.08.2018" შესრულებულია ვ------------------ის მიერ. დადგენილებასთან ერთად ასევე წარმოდგენილი იქნა ორი ცალი დალუქული პაკეტი, ერთში იყო ნიმუშები, მეორეში იყო გამოსაკვლევი ტექსტი, პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ასოები არ შეურჩევია, აღნიშნული ხელნაწერი შეადარა ნიმუშებს, ვ------------------ის ხელნაწერის ნიმუშებს, მის მიერ გაცემული დასკვნის ბოლო გვერდზე აღნიშნულია ეს, ნიშნები შეადარა და ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ დადებულიყო კატეგორიული დასკვნა. აიღო ის ნიშნები, რომელშიც მეტად გამოიხატებოდა კონკრეტული მონაცემები, მითითებულია ეს კერძო ნიშნები დასკვნაში. გამოსაკვლევი ხელნაწერი შეადარა ნიმუშებს, მისი თქმით აბსოლიტურად ყველაფერი გავდა, რაც იყო საჭირო კატეგორიული დასკვნსათვის, ის კერძო ნიშნები აღებული და შედარებული იქნა და ჩაწერილია დასკვნაში. მისი თქმით გამოიკვლია მთლიანი ტექსტი და ყველა ასო თანხვედრაშია ნიმუშთან. მთლიანი ტექსტი შესრულებულია ვ------------------ის მიერ.
2018 წლის 14 დეკემბრის გრაფიკული ექსპერტიზის N1696/გრ დასკვნით დადგენილია რომ გამოსაკვლევად წარდგენილი იყო თეთრი ფერის ფურცელზე არსებული რუსულენოვანი ხელნაწერი და შესადარებელი ნიმუშები- ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- და ი---------–-------- ხელნაწერის ნიმუშები. დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით "Малхаз уже пршиол наша время..." და მთავრდება სიტყვებით "...нам не болучается канец скрсет შესრულებულია ვ------------------ის მიერ.( ტ.1.ს.ფ.77-85)
2018 წლის 20 დეკემბრის საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ა---––---- ვალე წ-------–-- ქ., N---–- მდებარე ვ------------------ის ბინა რომლიც წარმოადგენს ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინას, აღნიშნულ ბინაში ავდივართ ხის კონსტრუქციის კიბეებით, ერთფრთიანი კარით შევდივართ დერეფანში, დერეფნიდან ხელმარჯვნივ ერთფრთიანი კარით შევდივართ შესასვლელ ოთახში, ხელმარცხნივ მეორე კარიდან შევდივართ საძინებელში სადაც ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ამოღებული ვერ იქნა, შესასვლელი ოთახიდან პირდაპირი კარიდან შევდივართ მეორე საძინებელში, საძინებელში შესასვლელი კარიდან პირდაპირ კედელზე ჩამოკიდულია წიგნების თაროები, თაროს ქვეშ დგას დასაკეცი მაგიდა, რომელზეც დევს გულის ფორმის ყუთი, ხოლო აღნიშნულ ყუთზე დევს საქართველოს ფოსტის საფოსტო კონვერტი, წინა მხრიდან აქვს 2 მართკუთხედი ფორმის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკით გაწყობილი ფორმა, ხოლო კონვერტის წინა ქვედა მარცხენა კუთხეში არის ს----------–------------- ლოგო და წარწერა,,ს----------–------------“ G------------“, კონვერტის უკანა მხარეს დარტყმული აქვს ბეჭედი წარწერით 0800 ა---––--- G------------------ 15.12.2018. აღნიშნული კონვერტი არის ცარიელი.
2018 წლის 20 დეკემბრის ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ვ------------------ის შვილის რაფიკ კ----------- სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა მერსედეს ბენცი, რუხი ფერის ,,c“კალსის მოდელი ს--------------------
ჩხრეკისას ა/მანქანის სალონის წინა ნაწილში, წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან ე.წ ბარიდან“ ნანახი და ამოღებული იქნა 3 ცალი თაბახის ფურცელი, სამივე მათგანი შუაზე გადაკეცილ მდგომარეობაშია, ხსენებული თაბახის ფურცლებიდან 1 ცალი თაბახის ფურცლის ერთ გვერდზე ლურჯი ფერის მელნით შესრულებულია რუსულენოვანი ალფაბიტით შესრულებული ხელნაწერის ტექსტი ხელმოწერისა და დათარიღების გარეშე. რაც შეეხება 2 ცალ თაბახის ფურცელს არის გამოუყენებელ -(დაუწერელი)მდგომარეობაში.
2018 წლის 21დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ვ------------------ის შვილის რაფიკ კ----------- სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა მერსედეს ბენცი, რუხი ფერის ,,c“კალსის მოდელი სახ.ნომრითJJ559IJ ჩხრეკისას ამოღებული ერთ ცალ თაბახის ფურცელზე შესრულებული რუსულენოვანი ხელნაწერის ტექსტი, რომელიც თარგმნა თარჯიმანმა მ----------–---–-ა აღნიშნული ტექსტი არის შემდეგი შინაარსის:
,,მოგესალმები, ეს წერილი გადმოგეცემა ზონიდან, თუ შენ არ გინდა უსიამოვნება ოჯახში ან შვილთან დაკავშირებით თ---–--–-, მაშინ მიიღე ჩვენი შემოთავაზება, ესე იგი 23 700 ჩატოვე კონვერტში, თქვენთან ,,კირპიჩნაიაში“ უკან დატოვებ და წახვალ, შემდეგ გამოვაგზავნით იქ ჩვენ ადამიანს და აიღებს და წაიღებს. არ იფიქრო მილიციის ჩარევა, ღმერთმა არ ქნას თორემ ცუდადა წავა შენი საქმე, მაშინ თავში ხელი არ შემოირტყა, ამ თანხას დატოვებ 10 რიცხვამდე 23 7000ლ. 5.08.18.
2019 წლის 16 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის N41/გრ დასკვნით დადგენილია რომ გამოსაკვლევად წარდგენილი იყო თეთრი ფერის ფურცელზე არსებული რუსულენოვანი ხელნაწერი და შესადარებელი ნიმუშები- ვ------------------ის, რიფსიკ კ----------- და ი---------–-------- ხელნაწერის ნიმუშები. დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით "Здраствуй Малхаз эту записку " და მთავრდება სიტყვებით "...бит до 10 числа 23.700л. 5.08.2018" შესრულებულია ვ------------------ის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა---––---- მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვ--–-–-- ა-- წ-------–-- ქ. N---–- მცხოვრებმა ვ------------------მა განიზრახა ძალადობის გამოყენების მუქარით ა---––---- მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვ--–-–-- ს----–---- ქ. N----–- მცხოვრები და შპს „ა----------- დამფუძნებლისა და დირექტორისგან მ--–------------–-–---–----- დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვა. აღნიშნული განზრახვით 2018 წლის 30 ნოემბერს ქ. ვ--–-–-- ე.წ. „მ-------–------“ ტერიტორიაზე არსებულ შპს „ა-----------ს ცემენტისა და ასფალტის საწარმოში მ--–----- მ-----–-–---–- გაუგზავნა და მ--–----- მ-----–-–---–-ა მიიღო „ს----------–-------------“ საფოსტო კონვერტში განთავსებული რუსულ ენაზე შესრულებული წერილები, რომელთა მეშვეობით ვ------------------ი ახორციელებდა მ--–---- მ-----–-–---–---ან დიდი ოდენობით ფულადი თანხის, 50 000 ლარის გამოძალვას მისი და მისი ოჯახის წევრების, შვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარით. კერძოდ, 2018 წლის 30 ნოემბერს გაგზავნილი წერილით ვ------------------მა მ--–---- მ-----–-–---–- მოსთხოვა 50 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ვ------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ------------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საფულე შიგ მოთავსებული ნივთებით, 2 ცალი მობილური ტელეფონი, ა/მანქანა ,,მერსედეს ბენცი“ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
DVD და CD დისკები, წერილები, ხელნაწერის ნიმუშები, ს----------–------------- კონვეტი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------------------ი 4-----------ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2.ვ------------------ს დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 4 (ოთხი) წლის თვის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 20 დეკემბრიდან.
3. ვ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -
საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საფულე შიგ მოთავსებული ნივთებით, 2 ცალი მობილური ტელეფონი, ა/მანქანა ,,მერსედეს ბენცი“ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
DVD და CD დისკები, წერილები, ხელნაწერის ნიმუშები, ს----------–------------- კონვეტი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ა---––---- მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია