განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003044728
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/198-19 24 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031230419002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი
ბრალდებული: რ----- ი-----–---ი
მამის სახელი: ფარუხ
დაბადებული: 1-----–-–---------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–------------–----–--------–------------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. რ----- ი-----–---ს 2019 წლის 28 თებერვალს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარებისათვის. იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული რ----- ი-----–---მა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და 2019 წლის 04 მარტს ჩატარებული შემოწმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარების ფაქტი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
რ----- ი-----–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
საქმეზე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 04 მარტის საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702705 დასკვნის თანახმად რ----- ი-----–---ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - მეტადონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
უდავოდ ცნობილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის დადგენილებით დგინდება რომ რ----- ი-----–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა.
ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მოწმე გიორგი ირემაშვილის გამოკითხვის ოქმით და 2019 წლის 4 მარტის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, დგინდება რომ რ----- ი-----–---ი იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, კვლავ დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ----- ი-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ----- ი-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ----- ი-----–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმე გიორგი ირემაშვილის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 04 მარტის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, 2019 წლის 28 თებერვლის დადგენილება, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702705 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რ----- ი-----–---ი სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ----- ი-----–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ----- ი-----–---მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ რ----- ი-----–---ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი, არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახების ერთიან ბაზაში.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით რ----- ი-----–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ----- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რ----- ი-----–---ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე