განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
820100119003010817
დავის ტიპი
126
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119003010817 / №1-115/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - რო--------–----ე

 

ადვოკატი - ირ---–---------–ი

 

ბრალდებული: რუ--–--------–--ე

მამის სახელი: ვლ--------ი

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხე-–--------ი

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ხე-–--------ი, სოფელი მ----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი - ოჯახის წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუ--–--------–--ე, 2016 წლის 05 მარტიდან - 2019 წლის 13 მარტამდე ჩათვლით პერიოდში, კერძოდ იმის გამო, რომ ის ურთიერთობდა მისთვის არასასურველ პირებთან, ასევე წინასწარ არ უთანხმებდა მის გეგმებსა და ქმედებებს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი მეუღლის ნი----–---------ას მიმართ. კერძოდ, 2016 წლის 05 მარტს, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მა---–ი მდებარე საცხოვრებელი სახლში, რუ--–--------–--ემ, ხელების სახის არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნი----–---------ას; ასევე, 2018 წლის ზაფხულში, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მა---–ი მდებარე საცხოვრებელი სახლში, რუ--–--------–--ემ, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნი----–---------ას; ასევე, 2019 წლის 10 თებერვალს, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მა---–ი მდებარე საცხოვრებელი სახლში, რუ--–--------–--ემ, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნი----–---------ას; ასევე, 2019 წლის 13 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე, ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მა---–ი მდებარე საცხოვრებელი სახლში, რუ--–--------–--ემ, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში და ჩექმის მარჯვენა ფეხის არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნი----–---------ას, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

2019 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერით, რუ--–--------–--ეს აკრძალული ქონდა მეუღლესთან ნი----–---------ასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია, ასევე, აკრძალული ქონდა ამ უკანასკნელის სახლთან მიახლოვება, მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, რუ--–--------–--ემ 2019 წლის 14 აპრილს მივიდა ნი----–---------ას საცხოვრებელ სახლთან, რითაც ასევე მიუახლოვდა თავად ნი----–---------ას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

ბრალდებულმა რუ--–--------–--ემ, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

შეტყობინებები, ნი----–---------ას განცხადება, ნი----–---------ას, რუ--–--------–--ის, ფე------------–--ის, ვლ-------- მს---–--ის, ნი---------–--ის, ცი-----------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერის ოქმი, 2019 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერი, ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები, წინასაგამოძიებო საქმის მასალები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა რუ--–--------–--ემ ოჯახის წევრის მეუღლის ნი----–---------ას მიმართ განახორციელა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.

ასევე, ოჯახის წევრის მეუღლის ნი----–---------ას მიმართ განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა რუ--–--------–--ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

ბრალდებულმა რუ--–--------–--ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. რუ--–--------–--ე არაა ნასამართლევი, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს რუ--–--------–--ე არ იყო ნასამართლევი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცების სახით არსებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსსსკ-ისმე-3-ემუხლისმე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ემუხლებით,დაადგინა:

 

1.რუ--–--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რუ--–--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რუ--–--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.რუ--–--------–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით, გაუქმდეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3.რუ--–--------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.ნივთმტკიცების სახით არსებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე