განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
190100119002952365
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-301-19

(N012120319004)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული მ--–------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი N3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------------------

 

ადვოკატი: ნოდარ ილურიძე,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახური ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის პირველ მარტს, საღამოს საათებში, მ--–------------–---–ი იმყოფებოდა ქ.---------–-------–---–------------------------------------------------, რა დროსაც დაინახა, რომ თავისი მეუღლე ს--–-------------ა ესაუბრებოდა თანამშრომელ მამაკაცს, რის გამოც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მეუღლეს ს--–-------------ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს--–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და თვალის არეში მიიღო დაზიანება.

 

2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.რ-------–----------------------------, ბინა N---ში იმყოფებოდნენ მეუღლეები ს--–-------------ა და მ--–------------–---–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მ--–------------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევის მუდმივი კონტროლით განპირობებული ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მეუღლეს ს--–-------------ას მოსთხოვა ტელეფონის მიცემა, რა დროსაც სახეში, კერძოდ ტუჩის მიდამოში დაარტყა ხელი, რასაც ხედავდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები.

 

2019 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, ქ.რ-------–----------------------------, ბინა N---ში იმყოფებოდნენ მეუღლეები ს--–-------------ა და მ--–------------–---–ი, რა დროსაც მ--–------------–---–მა უმიზეზოდ ს--–-------------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და როდესაც ს--–-------------ამ უთხრა, რომ ასეთი ქმედებების გამო გაშორდებოდა მ--–------------–---–ი დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ს--–-------------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის პირველ მარტს, საღამოს საათებში, მ--–------------–---–ი იმყოფებოდა ქ.რ-------–-------–---–----------------------------------------------- და იმის გამო, რომ ს--–-------------ა ესაუბრებოდა თანამშრომელ მამაკაცს, გაბრაზებულმა ხელი დაარტყა მას სახის არეში. დარტყმის შედეგად ს--–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.რ-------–----------------------------, ბინა N---ში იმყოფებოდნენ მეუღლეები ს--–-------------ა და მ--–------------–---–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მ--–------------–---–მა მეუღლეს ს--–-------------ას მოსთხოვა ტელეფონის და უარის შემდეგ, შვილების თანდასწრებით, ს--–-------------ას ტუჩის მიდამოში დაარტყა ხელი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ ს--–-------------ას ჩვენებისა და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

დაზარალებულმა ს--–-------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულთან 12 წელია იმყოფება ქორწინებაში, ჰყავთ სამი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ხანდახან კონფლიქტურიც, თუმცა ამას არ ჰქონდა სერიოზული ხასიათი. მისი განმარტებით 2019 წლის 1 მარტს და 8 მარტს მ--–----მა სახეში დაარტყა, მანამდე შეკამათდნენ და ჩხუბი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. პირველ შემთხვევაში სამსახურში თანამშრომელს ესაუბრებოდა და ამის გამო იჩხუბეს, ხოლო მეორედ ტელეფონს სთხოვდა. გამოძიების ეტაპზე როდესაც დაიკითხა, ჩვენება თავისი ნებით მისცა, არავის არაფერი დაუძალებია, თუმცა აღელვებულ მდგომარეობაში იყო და მუქარის საკითხზე გადააჭარბა. მ--–----ი მას არ დამუქრებია და არც შიში გასჩენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ უნდა დადგინდეს განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

 

ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--–------------–---–ის მიერ ს--–-------------აზე ძალადობა დასტურდება როგორც თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ისე დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და არასრულწლოვანი ა-------------------–---–--ის გამოკითხვის ოქმებით, რაც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული. ორივე მათგანის ჩვენებებში მითითებულია, რომ ტელეფონის გამო მამამ დედას სახეში გაარტყა ხელი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 26 მარტის დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2019 წლის 1 მარტს მეუღლემ, მ--–------------–---–მა ს--–-------------ას მაღაზია ვ-----ის მიმდებარედ ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო 8 მარტს ასევე დარტყა ტუჩებთან. დასკვნის მიხედვით ს--–-------------ას აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით წარდგენილი ბრალდებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა შორის უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სტამბოლის კონვენციაში "გენდერი" განმარტებულია, როგორც სოციალურად შემუშავებული როლების, ქცევების, ღონისძიებებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებსაც მოცემული საზოგადოება მიიჩნევს სათანადოდ ქალებისა და მამაკაცებისათვის. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია, ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, სადაც განიმარტა გენდერის ცნება, აგრეთვე პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია სქესის ნიშნით.

 

გენდერი - სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე.

 

პირდაპირი დისკრიმინაცია - ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს;

 

ირიბი დისკრიმინაცია - ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ დანაშაულის მოტივს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და შესაბამისად მასზე დაყდნობით მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გენდერული შეუწყნარებლობის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, როგორც მასზე დაბლა მდგომი სუბიექტის მიმართ, მისი ცხოვრების წესისა და მის ინტერესებზე კონტროლის სურვილით. ასევე უნდა დადგინდეს, რომ მუქარას, ძალადობას ან სხვა სახის ქმედებას ადგილი აქვს ქალის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების გამო.

 

დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ მასა და ბრალდებულს შორის ნამდვილად არსებობდა კონფლიქტური ურთიერთობა, თუმცა დაზარალებულმა არ მიუთითა რა იყო აღნიშნულის მიზეზი და ჰქონდა თუ არა მასზე მეუღლის მხრიდან არათანასწორ დამოკიდებულებას ადგილი. დაზარალებულმა მიუხედავად იმისა, რომ უარი არ თქვა ჩვენების მიცემაზე, თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა 2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი გამოწვეული იყო თუ არა ეჭვიანობის ნიადაგზე, ასევე არ აღუნიშნავს კონფლიქტის სხვა მიზეზების შესახებ.

 

გენდერული დისკრიმინაცია, როგორც დანაშაულის ჩადენის ფორმა ან/და საფუძველი საქმეზე უნდა დადგინდეს სათანადო მტკიცებულებებით. ვინაიდან ძალადობის განხორციელების გენდერული მოტივი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა, ძალადობის მითითებული ფორმა ვერ ჩაითვლება გენდერულ დიკსრიმინაციად და არ ქმნის ამ ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას.

 

იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.

 

საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ისე სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები. სწორედ ასეთი ხასიათის დანაშაულია მუქარა. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, წარსულში არსებული უთანხმოება და კონფლიქტის მიზეზი, საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.

 

გასათვალისწინებელია აგრეთვე მტკიცებულებათა სახეობის საკითხიც. როგორც წესი მუქარის ბრალდებისთვის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებული და მის მიერ გადმოცემული ფაქტების სიზუსტე. ამასთან სასამართლომ უტყუარად უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მუქარას ადგილი და თუ ჰქონდა შეეძლო თუ არა გამოეწვია საფუძვლიანი შიში. ანუ მუქარის დასადგენად სასამართლომ უნდა შეაფასოს როგორც დაზარალებულის ჩვენება და მისი დამოკიდებულება მუქარის მიმართ, აგრეთვე ის მტკიცებულებები, რომელიც მუქარის ფაქტს ადასტურებს ან პირიქით, გამორიცხავს მას.

 

მ--–------------–---–ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ დაზარალებულის განმარტებით, მეუღლის მიერ მის მიმართ არანაირ მუქარას არ ჰქონია ადგილი და არც შიშის საფუძველი ჰქონდა. დაზარალებულის ამგვარი განმარტების საფუძველზე, ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულოა დადგინდეს გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის საფუძვლიანი შიში, რასაც დაზარალებული უარყოფს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის საფუძველზე დაადგინოს მუქარის ფაქტი და მითუფრო შეაფასოს მისი ნამდვილობა, შესაბამისად ვინაიდან დაზარალებულმა არ დაადასტურა, რომ ასეთ ქმედებას რეალურად ჰქონდა ადგილი, ხოლო ბრალდების მხარეს ამ ნაწილში სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–------------–---–ი უნდა გამართლეს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

მ--–------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–------------–---–ს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ბრალდებული უკეთ გააცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და სავალდებულო სწავლების კურსის გავლის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ძალადობრივ ქცევაზე დამოკიდებულება.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

მ--–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ს 11.1151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ--–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ--–------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

3. მ--–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 13 მარტიდან 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით.

 

4. მ--–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. მ--–------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე მ.მაისურაძე