განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002556684
#1/209-18 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------–-----–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თ--–------------------------------.
ადვოკატი - ბ-------------–--–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 ივნისს თ--------–-----–---–ი შეხვდა ზ-----------–-----–---–ს, ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს, თ---------–-----–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ზ-----------–-----–---–ის ქონებას. კერძოდ, მას აუხსნა, რომ თითქოს იგი ფლობდა და განკარგავდა თელავის რაიონის სოფელ ართანაში მდებარე თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ შენობას, (ყოფილ კულტურის სახლს, რომლის საკადასტრო კოდია 5-----------), რაც თითქოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მას ჰქონდა მიბარებული და შეეძლო აღნიშნულ შენობაში არსებული ფართის ქირით გადაცემა. დასახული მიზნის განსახორცილებისთვის, 2018 წლის 30 ივნისს, თ--------–-----–---–ი შეხვდა ზ-----------–-----–---–ის და სახელმწოფოს კუთვნილი შენობის ფართის ქირით გადაცემის სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა და დაეუფლა მის მიერ მოთხოვნილ ფულად თანხას 600 ლარს, რაც ზ-----------–-----–---–ს საგამოძიებო ღონისძიების განხორციელბის ფარგლებში ჰქონდა გადაცემული.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-------------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უფროსი ინსპექტორ–გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 30 ივნისს მონაწილეობა მიიღო თ--------–-----–---–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით დაკავება მოხდა სოფელ ართანაში, ასევე თ--------–-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 800 ლარი, საიდანაც 600 ლარი იყო საქმის, ხოლო 200 ლარი იყო თ--------–-----–---–ის კუთვნილი ფულადი თანხა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გ----------------–---–მა და რ--------–------–---–მა.
ლ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხდება პრივატიზაციის ან სარგებლობის წესით. ეს წესი რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და 2014 წლის მთავრობის დადგენილებით. სარგებლობის წესით გადაცემა ხდება პირდაპირი გადაცემის ან აუქციონის წესით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისათვის თ--------–-----–---–ს რომ მოემართა განცხადებით ქონების გადაცემასთან დაკავშირებით ასეთი არ ახსენდება, შესაბამისად მასთან მიმართებაში, რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ართანის კულტურის სახლის რაიმე სახით გადაცემის შესახებ, იურიდიულ სამსახურში არ მოიძიება.
დ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურში ქონების მართვის განყოფილების უფროსად. მოწმის განმარტებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მდებარე კულტურის სახლის შენობას ფლობს და განკარგავს თელავის მუნიციპალიტეტის მერია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ თ--------–-----–---–ს ხსენებული შენობის განკარგვის უფლება ექნებოდა მაშინ თუ იქნებოდა რაიმე ოფიციალური ხელშეკრულება, რომლის გარეშე მუნიციალიტეტის ქონების განკარგვის უფლება არავის აქვს, შესაბამისად აღნიშნული ქონება თ--------–-----–---–ზე იჯარით ან სხვა ფორმით გადაცემული არ ქონია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად გარდა ზემოაღნიშნულ პირთა ჩვენებებისა, ბრალდებულ თ--------–-----–---–ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ამოღებული დოკუმენტები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, პირადი ჩხრეკის ოქმი და სხვ) ანალიზით, რაც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ასევე რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ--------–-----–---–მა ჩაიდინა თაღლითობის, მცდელობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის ჩადენის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს და ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება, შესაბამისად სწორედ მოტყუებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დაზარალებულის მხრიდან ხდება ქონების ნებაყოფლობით გადაცემა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოტყუება არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით და იგი გულისხმობს ქონების მესაკუთრის დეზინფორმირებას და შეცდომაში შეყვანას. გარდა ამისა თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას. რაც შეეხება მოტყუებას არსებობს მისი ორი სახე, აქტიური და პასიური მოტყუება. აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ხოლო პასიური ისეთი ფაქტების დაფარვას, რომლის ცოდნაც დაზარალებულისთვის სავალდებულოა. გარდა ამისა მოტყუება შეილება გამოიხატოს, როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით. ამასთან თაღლითობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოს ქმნის კანონიერ საფუძველს დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ თ--------–-----–---–მა ზ-----------–-----–---–ს განუმარტა, რომ იგი ფლობდა და განკარგავდა სოფელ ართანაში მდებარე კულტურის სახლის შენობას და ხსენებულ შენობაში შეეძლო ქირით გადაეცა ფართი, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 600 ლარი. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს თაღლითობას, ვინაიდან თ--------–-----–---–ისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ იგი არ ფლობდა და არ ქონდა უფლება განეკარგა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება და მიეღო აღნიშნულით რაიმე სახის სარგებელი. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას თაღლითობას რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების ღირებულება) 150 ლარს ზევით, შესაბამისად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ თ--------–-----–---–მა ზ-----------–-----–---–ს მოტყუებით გამოართვა 600 ლარი. გარდა ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ თ--------–-----–---–მა ჩაიდინა: თაღლითობის, მცდელობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, შესაბამისად მისი ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ--------–-----–---–ის შემამსუბუქებელი გარემობა არის ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემობები მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ--------–-----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ--------–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3200 (სამიათასორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თ--------–-----–---–ს 2018 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 2 ივლისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თ--------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თ--------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით 4000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ს-------–-----–---–ის (პ/ნ 2----------) უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
DVD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ფულადი თანხა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო გასაღები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე