გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2019
საქმის ნომერი
020310518002734386
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310518002734386 (3/206-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.06.2019 წ ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ლა------------ა

წარმომადგენელი ნა----–------------ე

მოპასუხე ზუ--------------–----–----------------------------–------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-----------------------ია

წარმომადგენელი ლა–----------ა

მესამე პირი სა---–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი გრ-----–------–--ე

მესამე პირი სა------------------------------–----------ო

წარმომადგენელი რო------------–-–--ა

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ზუ--------------–----–----------------------------–------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-----------------------იის 06.09.2018 წ #890 განკარგულების ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა ქ.ზუგდიდი, თბ--–---------- მდებარე 1321 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს, იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთი არ არის შემოღობილი და არ არის მფლობელობაში.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

სა---–-–-------------------------–----------ო არ ცნობს სარჩელს.

 

სა------------------------------–----------ო არ ცნობს სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 26.04.2018 წ ლა------------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ზუგდიდი, თბი-–-----------–ში – 1321 მ2 მიწის ნაკვეთზე, 213,69 მ2 საცხოვრებელ სახლზე (დანგრეული) და 30,13 მ2 დამარე შენობა–ნაგებობაზე.

 

განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა – მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაეგზავნოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონულ არქივს და მოითხოვა უწყებაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქ. ზუგდიდში, თბი-–-----------–ში მოქალაქე იასონ კეიდიასა და და ლამარა იასონის ასულ კეიდიას სახელზე რიცხული რიცხული ქონების შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.

 

სააგენტომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ასევე თვითონ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობა. შესაბამისად, სა------------------------------–----------ოს 14.06.2018 წ ლა------------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

29.06.2018 წ ლა------------ამ დამოუკიდებელი განცხადებაც წარუდგინა კომისიას, რასაც დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, მინდობილობა, თენგიზ შონიას, ცისანა ზარანდიას, ლავროსი ჟვანიას, ავთანდილ დანელიას, ოთარ ადეიშვილის ერთობლივი განცხადება ნოტარიულად დამოწმებული.

 

საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილია დანგრეული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა–ნაგებობა, რომლის არსებობა დადასტურებულია კომისიის დათვალიერების ოქმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-26.04.2018 წ განცხადება NW16022400

– გადაწყვეტილება #892018351962–15 (14.06.2018 წ)

–სა------------------------------–----------ოს მომართვა 14.06.2018 წ #258854

–განცხადება 29.06.2018 წ

–მოწმის ჩვენება ნოტარიულად დამოწმებული

–მიწის დათვალიერების ოქმი 17.08.2019 წ.

 

4.2. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 20.08.2019 წ განიხილა ლა------------ას განცხადება და 06.09.2018 წ განკარგულებით უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე. იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ასეთ დოკუმენტად კომისია მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას 31.05.2018 წ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდის რეგიონულ არქივში დაცული ზუგდიდის სამაზრო აღმასკომის 1921 წლის მემამულეთა აღწერის წიგნით იასონ კეიდიას კეიდიას ქუჩაზე უფიქსირდება ორსართულიანი ხის სახლი და ეზო (I). სიის #94.

 

აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივიდან მიღებული ინფორმაცია, საიდანაც დგინდება რომ საქართველოს სსრ სახელით საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 29.04.1957 წლის სხდომაზე განიხილა პროტესტი საქ. სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ტროიკის 13.12.1937 წ დადგენილებაზე, რომლითაც იასონ კეიდია დამნაშავედ სცნეს მასზედ, რომ ის არის მენშევიკთა აგვისტოსავანტურის მონაწილე და ეწეოდა ანტისაბჭოურ აგიტაციას, ხოლო 1933 წ 6 თვის განმავლობაში ის დაპატიმრებული იყო იარაღის შენახვისთვის. ტროიკისდადგენილება დაექვემდებარა შეცვლას და საქმე შეწყდა შემდეგ საფუძველზე დაყრდნობით: ი.მ. კეიდია გასამართლებულ იქნა მხოლოდ მისივე ჩვენების საფუძველზე, რომ 1924 წ მიიღო მონაწილეობა მენშევიკთა გამოსვლაში და განაწყენებული იყო საბჭოთა ხელისუფლებაზე იმის გამო, რომ მას ჩამოართვეს მიწა. მან არ მიუთითა, რომ 1933 წ დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოური საქმიანობის გამო და 5 თვისშემდეგ იქნა გათავისუფლებული. სხვა რაიმე მტკიცებულება არ იყო დართული საქმეზე და ი.მ. კეიდიას ანტისაბჭოთა საქმიანობა არ დამტკიცდა.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სდავო ნაკვეთზე, ამჟამად სხვა პირებისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემულ ნაკვეთებთან ერთად სსრკ–ის დაშლამდე ფუნქციონირებდა სახელმწიფო საწარმო ჩაის ფილიალი, რომლის დაშლის შემდეგ ამოიძირკვა ნაკვეთზე გაშენებული ჩაი და მიწას თვითნებურად დაეუფლნენ ფიზიკური პირები.

 

საქმეზე შეკრებილი მასალები ადასტურებენ, რომ ლა------------ას მამამ იასონ კეიდიამ ამ ნაკვეთის სახელმწიფოს სახელით ჩამორთმევით დაკარგა მართლზომიერი მფლობელობა ამ ნაკვეთზე და ის ვერ შევა იასონ კეიდიას სამკვიდროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

–განკარგულება #890, 06/09/2018 წ

–ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან #19, 20.08.2018

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

4.3. აღნიშნული სადავო ქონება დაზუსტებული ფართობით 1322 მ2, რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 23.12.2010 წ #06/3546 მომართვით საკადასტრო კოდით 43.31.55.1--.

 

ლა------------ას მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული ნივთის საზღვრების ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში ს/კ 43.31.55.1-- რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემებთან იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არ არის დაფიქსირებული (დატანილი) დანგრეული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა–ნაგებობა, რომლის არსებობა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ დადასტურებულია კომისიის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის უძრავი ქონების ს/კ 43.31.55.1--.

–მიწის დათვალიერების ოქმი 17.08.2019 წ.

 

4.4. სა------------------------------–----------ოს 26.09.2018 წ გადაწყვეტილებით ლა------------ას უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

–გადაწყვეტილება #882018351962–17 (26.09.2018)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი და მე–3 მუხლები, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32–ე მუხლი, მე-601 მუხლი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, მართლზომიერი მფლობელი კი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტით თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე" და ,,თ" ქვეპუნქტებით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

 

ასეთი დოკუმენტები მოსარჩელეს კომისიაში წარდგენილი აქვს.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

 

საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც გასაჩივრებული აქტი (განკარგულება) ეწინააღმდეგება კანონს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

მოცემული დავა სწორედ ამგვარად უნდა გადაწყდეს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხე კომისიას უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისპირობებში უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე და 368-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.09.2018 წ #890 განკარგულება.

 

3. მოპასუხე კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ სადავო საკითხზე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

.

5. გადაწყვეტილება შეძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა #32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ.# 12) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა