განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
210100118002264455
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002264455

saqme #1/20-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ივლისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბ-------–---–---–ის

ბრალდებულების _ ზ------ი ს---–---–ის და ვ----–ი ს---–---–ის

ადვოკატების - ი----- ბ----–-ას, მ--- ს---–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033061217001

 

ბრალდებულ ზ------ი ს---–---–ის მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3-------833

დაბადების თარიღი: 18.04.1---წ.

განათლება: საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი, ს------–-------ი, პ------–-------ა

ფატობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, ს------–-------ი, პ------–-------ა

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულ ვ----–ი ს---–---–ის მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3--------17

დაბადების თარიღი: 10.10.1---წ.

განათლება: საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი, ს------–-------ი, პ------–-------ა

ფატობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, ს------–-------ი, პ------–-------ა

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ზ------ი ს---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 06 დეკემბერს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში მდებარე ს---–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში და მის გარეთ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს ზ------ი ს---–---–მა ყელში ხელის მოჭერით სხვაგვარი ძალადობა განახორციელა ვ----– ს---–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.2. ვ----– ს---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2017 წლის 06 დეკემბერს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში მდებარე ს---–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს ვ----– ს---–---–მა შუბლის არეში მუშტის დარტყმით სხვაგვარი ძალადობა განახორციელა ზ------ ს---–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ზ------ი ს---–---–მა, 2017 წლის 06 დეკემბერს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში მდებარე ს---–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში და მის გარეთ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს ყელში ხელის მოჭერით სხვაგვარი ძალადობა განახორციელა ვ----– ს---–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ვ----– ს---–---–მა 2017 წლის 06 დეკემბერს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში მდებარე ს---–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს შუბლის არეში მუშტის დარტყმით სხვაგვარი ძალადობა განახორციელა ზ------ ს---–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1 მოწმე დ----- ს---–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი არის ბრალდებულ ვ----– ს---–---–ის მამა და ბრალდებულ ზ------ ს---–---–ის ძმა, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სოფელ მანავში, მისი ძმა ზ------ი ცხოვრობს მის მეზობლად. გზიდან ბოგირით შემოდის გზა და ზ------ი შედის დ-----ის ეზოს გავლით თავის აზოში. მათ შორის კონფლიქტია გზასთან დაკავშირებით და ასევე მოწმის განმარტებით მას ზ------მა დაახლოებით ერთი წლის წინ წყალი ჩაუჭრა. შესასვლელი არის დ-----ის საკუთრება მაგრამ არის საერთო სარგებლობის. 5 დეკემბერს დ-----ის ადვოკატმა გამოიძახა პოლიცია, რასაც წინ უძღვოდა კონფლიქტი, პოლიციამ მოარიგა ზ------ი და დ-----ი, შეთანხმდნენ, რომ დ-----ს 4 მეტრით უნდა გადაეწია და ზ------ საკუთარი ჭიშკარი უნდა ჰქონოდა, ის დოკუმენტი ზ------ს ჩააბარეს. მეორე დღეს დ-----ი მის შვილთან ვ----–თან ერთად იყო ეზოში, ამ დროს შევიდა ქუჩიდან ეზოში ზ------ი და მათგან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით მდგარმა მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე უთხრათ, რომ ვერ გააკეთებდნენ კედელს და ვერც წყალს შეიყვანდნენ. შემდგომ გაემართა მათი მიმართულებით და ზ------ი ვ----–ს ყელში ერთი ხელი წაუჭირა და ახრჩობდა, დ-----მა ხელი ვერ გააშვებინა ზ------ს, ამ დროს გამოვიდა მოწმის მეუღლე და დაიწყო კივილი და ორივე დ-----იც და მისი მეუღლეც ცდილობდნენ, რომ ხელი გაეშვა ზ------ს, ზ------მა ხელის კვრით მოიშორა დ-----ის მეუღლე, რომელიც მიწაზე დაეცა და გული წაუვიდა. ამის შემდგომ ზ------მა ვ----–ი გაიყვანა ჭიშკართან და რკინის მოაჯირი აქვს და იმაზე მიაყუდა. ამასობაში მეზობლებიც გამოვიდნენ, როდესაც ზ------ს გარეთ ჰყავდა ვ----–ი, ამ დროს დ-----ი მეუღლესთან იყო, ზ------ს მეზობლებმა ხელი ძლივს გააშვებინეს ვ----–ზე. ზ------ს შუბლიდან მოსდიოდა სისხლი და გაკაწრული ჰქონდა, ეს დაზიანება რა დროს მიიღო არ იცის. არცერთი მეზობელი არავინ ამ ჩხუბს თავიდანვე არ შესწრებია. მოწმემ განმარტა, რომ იგი მეუღლესთან იმიტომ დარჩა და შვილს მისახმარებლად არ გაყვა, რომ მეუღლე გათიშული იყო, ხოლო შვილს ხედავდა, რომ თვალები ეხილა, როდესაც ზ------ ს---–---–ი ახრჩობდა ვ----–ი ხელებს იქნევდა.

 

3.2 მოწმე ნ----- გ-------–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ცხოვრობს მეუღლესთან შვილთან ვ----– ს---–---–თან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად, მისი მაზლის ზ------ ს---–---–ის სახლი მდებარეობს მის მეზობლად, სახლებს შორის დაშორება დაახლოებით 6-8 მეტრია, შუაში არის ეზო, ზ------ს ცალკე შესასვლელი არ აქვს, სარგებლობს მათი ეზოს შესასვლელით. 4-5 წელია მათ ცუდი ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა ერთი წლის წინ წყალთან დაკავშირებით, ეს წყალი ზ------ის გაკეთებული იყო, მილები მისი მოტანილი იყო და ზ------მა ჩაგლიჯა დ-----ის ონკანი და მხოლოდ თავისი მიუერთა. შემდეგ დეკემბრის თვეში მიმართეს პოლიციას რომელიც მივიდა ადგილზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზ------ი წყალს ჩართავდა, და ზ------ს გამოეყოფოდა ადგილი ცალკე შესასვლელის გასაკეთებლად. მეორე დღეს მოწმის ეზოში შევიდა მისი მაზლი, მოწმის ქმარ-შვილი ეზოში იყვნენ და საქმობდნენ, ცოტა ხანში გაიგო ლაპარაკი და გაიგონა, რომ მისი მაზლი მიუთითებდათ, რომ ის სადაც თვითონ ეტყოდათ იქ აეშენებინათ, ხოლო ამის შემდგომ მოწმის შვილს წაუჭირა ყელში ხელი. იგი მივიდა ზ------თან და სთხოვა ხელი გაეშვა შვილისთვის, მან ხელი ჰკრა ნ-----ს, დაიტაცა ვ----–ი და გაათრია გარეთ, იგი ამ დროს განწირული ყვიროდა და მერე გარეთ გასულს გული წაუვიდა. მოწმის განმარტებით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო ზ------ ს---–---–ი.

 

3.3 მოწმე გ------ი ვ-----–---–ის ჩვენებიდან დგინდება რომ, ზ------ი და ვ----–ი ს---–---–ები მის მეზობლად ცხოვრობენ, ზ------ი და ვ----–ი ერთ ეზოში ცხოვრობენ, საერთო შესასვლელი აქვთ, მათ შორის დავაა წყალზე და შესასვლელზე. 2017 წლის 06 დეკემბერს მოწმე იყო სახლში, ეზოში დაახლოებით იქნებოდა 12 საათი, მოესმა ქალი ყვირილის ხმა, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე დაინახა ზ------ი და ვ----–ი ჩაჭიდებულები იყვნენ ერთმანეთს, მოწმე შეეცადა გაშველებას, მას მიეხმარა ბ-----ი ა------–--ლი, ისინი ერთმანეთზე იყვნენ ჩაკრულები. მოწმის სახლი მათგან 50 მეტრის მოშორებით მდებარეობს, იგი როგორც გამოვიდა სახლიდან მაშინვე დაინახა ვ----–ი და ზ------ი, ადგილზე ასევე იყვნენ დ----- ს---–---–ი, მისი მეუღლე ნ-----. მოწმემ განმარტა, რომ ზ------ ს---–---–ს შუბლიდან მოსდიოდა სისხლი ხოლო ვ----–ს ყურთან ჰქონდა სისხლი, გაშველებისას ნ-----ს წაუვიდა გული და ჩაიჩოქა. მოწმემ განმარტა, რომ ის რომ გამოვიდა ზ------ი და ვ----–ი შესასვლელ ბოგირთან იყვნენ, კონფლიქტი ეზოში დაიწყო თუ არა მან არ იცის, შემდეგ ცოტა მოგვიანებით მივიდა გ------ი კ------–--ლი. მოწმემ განმარტა, რომ ზ------ ს---–---–ს სახლში სხვა შესასვლელი არ აქვს, მოწმემ განმარტა, რომ როდესაც იგი მივიდა ჩხუბში, მაშინ გაიწია დ------, თუმცა იგი მოწმემ გააჩერა, დ------ ჩაარტყა ვინმეს თუ არა არ დაუნახავს, მოწმემ განმარტა, რომ მან დ----- გაწია და გაჩერდა, ხოლო შემდეგ ზ------ი და ვ----–ი გ--–---–ა, იქ ცემა არ იყო ისინი ერთმანეთზე ჩაჭიდებულები იყვნენ, მათ გაშველების შემდეგ აღარ უჩხუბიათ.

 

3.4 მოწმე ბ-----ი ა------–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ ზ------ი და ვ----–ი ს---–---–ები მისი მეზობლები არიან, 50-60 მეტრის მოშორებით ცხოვრობენ მათ საერთო გზა აქვთ შესასვლელი და ჭიშკარიც ერთი აქვთ, მათ შორის დავაა წყალზე და ეზოს შესასვლელზე. 2017 წლის 6 დეკემბერს, მოწმე იყო სახლში, ეზოში შემოესმა წივილ-კივილი და ჩოჩქოლის ხმა, გამოვიდა შეშინებული გარეთ და დაინახა ს---–---–ების ჭიშკართან ბიძა - ძმისშვილი, ზ------ და ვ----– ს---–---–ები ძიძგილაობდნენ, ჩხუბს გავდა, იქვე იყვნენ დ----- ს---–---–ი, ნ----- გ-------–-–---–ი და დაინახა მეზობელი გ------ი ვ-----–---–ი, რომელიც ბ-----იზე წინ მივიდა გასაშველებლად. ზ------ი და ვ----–ი ჩაბღაუჭებულები იყვნენ ერთმანეთზე და ისინი ცდილობდნენ გაშველებას, მათ ხელები ევლოთ ერთმანეთის გულ-მკერდის არეში და მათ დააშორეს ერთმანეთს. მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ზ------ის და ვ----–ის გარდა სხვა ვინმეს ეჩხუბა, ზ------ს შუბლზე ჰქონდა სისხლი სხვა არ დაუნახავს, გაშველების შემდგომ ნ-----ს გული წაუვიდა და ის მოასულიერეს. ჩხუბის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, გარდა ოჯახის წევრებისა იქ იყვნენ თვითონ, მოწმემ არ იცის სად დაიწყო ჩხუბი მან ხმა რომ გაიგო უკვე დაწყებული იყო, რომელი უფრო აგრესიული იყო არ იცის ორივეს ეჭირა ერთმანეთი და ეს ყველაფერი ჩხუბს გავდა.

 

3.5 მოწმე გ------ი კ------–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ ზ------ი და ვ----–ი ს---–---–ები მისი კარის მეზობლები არიან და 35 მტრის მოშორებით ცხოვრობენ. ზ------ის და ვ----–ის სახლები გვერდიგვერდ მდებარეობს და ერთი შესასვლელი აქვთ. იგი 2017 წლის 7 დეკემბერს იყო სახლში დილის საათები იყო, ბებიამ უთხრა, რომ რაღაც ხმაური იყო, რომ გავიდა ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო, რომ მივიდა ადგილზე ნ----- იყო ცუდად, ხოლო ზ------ი ს---–---–ი ზევით ადიოდა უკვე, ზ------ს ჰქონდა სისხლი შუბლზე, მოწმე განმარტა, რომ მას და დ----- ს---–---–ს აქვთ შუაში სამეზობლო კარი და იქედან შევიდა ეზოში, ეზოში იყვნენ დ-----, ვასიკო, ნ-----, გია და ბ-----ი, ხოლო ზ------ი ს---–---–ი იყო გარეთ ბოგირზე.

 

3.6 მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონი სამმართველოს ინსპექტორ-გამოძებლის ი----- გ-------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2017 წლის დეკემბრის თვეში შესული შეტყობინების საფუძველზე იყო გასული შემთხვევის ადგილზე საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სადაც გაარკვია, რომ ღობის აშენებასთან და წყალთან დაკავშირებით ძმებს ზ------ და დ----- ს---–---–ებს ჰქონდათ კონფლიქტი, მათ შეადგინეს რეაგირების ოქმი და მოწვეულ პირთა გასაუბრების ოქმი. 2017 წლის 6 დეკემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა, მოწმემ განმარტა, რომ ადგილზე, რომ მივიდა დ----- ს---–---–ის ოჯახში იყო სუფრა და დ-----ი ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან ერთად სადილობდა, ხოლო ზ------ ს---–---–ი იმყოფებოდა თავის ეზოში. იმ დღეს ამ სიტუაციის გამო მისული იყო ორი ეკიპაჟი, მოწმემ განმარტა, რომ ძმებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, თუმცა პოლიციის თანამშრომლები ამაში არ ჩარეულან უბრალოდ ესწრებოდნენ.

 

3.7 მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თ-------ე მ-------–--ლის ჩვენებიდან, დგინდება, რომ 2017 წლის 06 დეკემბერს შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება, გამოკითხული ჰყავს მოწმეები, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, დაზარაბულად ცნობის დადგენილება წარუდგინა ზ------ და ვ----– ს---–---–ებს, ასევე გააცნო დადგენილებები ბრალდების შესახებ, მტკიცებების გადაცემის ოქმი აქვს შედგენილი. მან გამოკითხა ვ----–ი დ ზ------ი ს---–---–ები მათ ვიზუალური დაზიანება ჰქონდათ, მაგრამ არ ახსოვს დეტალურად სად ჰქონდათ და რა სახის.

 

3.8 ბრალდებულ ზ------ ს---–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ვ----– ს---–---–ი მისი ძმისშვილია, მოწმემ განმარტა, რომ კონფლიქტის წინა დღეს ზ------მა დ-----ის ოჯახს მისცა თანხმობა მის წყალზე მილის ჩაბმის თაობაზე, ხოლო მეორე დღეს სთხოვა, რომ წყალი ცოტა ზევით ჩაებათ და აუხსნათ მიზეზი თუ რატომ, ამის გამო მასზე გაიწია ვ----– ს---–---–მა და დარტყა ხელი იმ ადგილზე საიდანაც შემდგომ სისხლი მოსდიოდა. ზ------მა ვ----–ი შებოჭა, ამ დროს დ------ ზურგიდან დაუწყო დარტყმა და ხელშიც ჩაარტყა და ნაიარები ეხლაც ეტყობა. უკვე ჭიშკარს გამოსული იყო და იქ ჰყავდა შებოჭილი ვ----–ი, რომ არ გაერტყა მისთვის ხელი, შემდგომ ვიღაცეები მივიდნენ და გ--–---–ეს. მას სახლი აშენებული აქვს მამის აშენებული სახლის წინ, სახლებს შორის დაშორება 4-5 მეტრია ეს სახლები მდებარეობს ერთ ეზოში და შესასავლელი ყოველთვის ეს ერთი ჰქონდათ, სხვა გზა არასდროს არ ჰქონიათ. როდესაც ვ----–მა მას დაარტყა, დარტყმის ფაქტი იყო ჭიშკარის მიჯნაზე და როდესაც მან შებოჭა ვ----–ი გადაადგილდნენ გარეთ. ამ კონფლიქტის დროს იქ იყვნენ ზ------ი, ვ----–ი და დ-----ი სხვა არავინ არ ყოფილა ზ------ის რძალი, რომ გამოვიდა უკვე თითქმის დამთავრებული იყო ყველაფერი. მან შუბლში დარტყმის მერე ჭრილობა მიიღო და სისხლიც სდიოდა, მას შუბლში მოხვდა მუშტი.

 

3.9 ბრალდებულ ვ----– ს---–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს სახლში იყვნენ ვ----–ი, დ-----ი, ნ----- მისი და და მეუღლე, ბრალდებული და მისი მამას საქმობდნენ ხოლო ვ----–ის დედა ეზოში ტრიალებდა, დაძაბულობა დაიწყო ზ------ის შესვლის შემდეგ წინა დღის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამ დღეს მან მამასთან ერთად მოიტანა ცემენტი მანქანით და ტვირთავდა ცემენტის ტომრებს, იმ მომენტში შევიდა ზ------ ს---–---–ი ეზოში და თავის ეზოდან გამოსძახათ, რომ თუ ღობეს ააშენებდა წყალს არ მისცემდა, თან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამ მომენტში ზ------ი გაემართა ვ----–ის და მამამისის მიმართულებით და ამ საუბრის მომენტში ვ----–ს ზ------ი სწვდა ყელში, ამ დროს იგი ითიშებოდა ვერ სუნთქავდა, ამ დროს მისი მშობლები სად იყვნენ არ ახსოვს როგორ გაუშვა ხელი ზ------მა არც ის ახსოვს, მხოლოდ ის ახსოვს, რომ როცა ზ------მა ხელი გაუშვა იგი უკვე გარეთ ბოგირთან იყო და იქ მეზობლები იყვნენ. ამ დროს მას ხელში ტომარა ეჭირა რომელზედაც გაეშვა ხელი, ამ ძიძგილაობაში ზ------მა გაიყვანა გარეთ და ეს კონფლიქტი დასრულდა კარებთან. ხელი რომ გაუშვა ზ------მა ამის შემდეგ დაინახა, რომ ზ------ს შუბლზე სისხლი ჰქონდა. მოწმემ განმარტა, რომ მეზობლის ქალმა გაშველებისას ფრჩხილი გაჰკრა ზ------ ს---–---–ს ამისგან ჰქონდა შუბლზე დაზიანება. ვ----–ი ცდილობდა, რომ კონფლიქტში არ შესულიყო, ვ----–მა განმარტა, რომ ის ქალი ვინც ზ------ს ფრჩხილით დაზიანება მიაყენა არ იცის ვინ იყო, მან ეს გადმოცემით იცის ყური მოჰკრა და კონკრეტულად არ ჩაძიებია. ეს ინფორმაცია მან პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ შეიტყო. მას ბიძისთვის ხელი არ ჩაურტყავს სახეში იგი მას არ შეხებია.

 

3.10 ექსპერტ ა-–---ი კ---------–მა მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემული 2017 წლის 07 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007159217 დასკვნას და N007158817 დასკვნას და დაადასტურა მათში მითითებული ფაქტები და გარემოებები. 2017 წლის 07 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007159217 დასკვნიდან დგინდება, რომ ვ----– ს---–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგ დაზიანებები: ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი კისერის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 06.12.20-17 წელს. 2017 წლის 07 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007158817 დასკვნიდან დგინდება რომ ზ------ ს---–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგ დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხენა მტევნის არეში, ნაჭდევები შუბლის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნმის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 06.12.20-17 წელს.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ზ------ ს---–---–ს და ვ----– ს---–---–ს არ ჩაუდენიათ მათზედ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც, ისინი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს რა ბრალდებულ ზ------ ს---–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ს---–---–ის პოზიციას იმ მიმართებით, რომ ზ------ ს---–---–ს არ ჩაუდენია მასზედ ბრალად შერაცხული ქმედება, იგი თავად იყო ვ----– ს---–---–სგან განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი, მან მხოლოდ შებოჭა ვ----–ი და თავს იცავდა, რადგან მას თავდაპირველად ვ----–მა დაარტყა. ამასთან სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ვ----–ი ს---–---–ის ჩვენებას, რომ მას ძალადობა არ განუხორციელებია ზ------ ს---–---–ის მიმართ, და ყელში მოჭერის დროს თვალთდაუბნელდა და ითიშებოდა და სუნთქვა უჭირდა და არ ახსოვს არაფერი. აღნიშნული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ზ------ ს---–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა მტევნის არეში, ნაჭდევები შუბლის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 06.12.2017 წელს. ასევე ბრალდებული ვ----– ს---–---–ი მიუთითებს, რომ მეზობლის ქალმა გაშველებისას ფრჩხილი გაჰკრა ზ------ ს---–---–ს ამისგან ჰქონდა შუბლზე დაზიანებაო. თუმცა არც ერთი მოწმის ჩვენებიდან არ დგინდება აღნიშნულ კონფლიქტში ვინმე მეზობლის ქალის მონაწილეობა, ანდა სხვა პირის მონაწილეობა, კონფლიქტის დროს ერთადერთი ქალბატონი იქ იყო ბრალდებულ ვ----– ს---–---–ის დედა ნ-----, რომელიც როგორც მოწმეები მიუთითებენ, მას კონფლიქტის დაწყების დროს გული წაუვიდა და არ დაურტყავს ზ------ ს---–---–ისათვის, ამასთან მოწმეების გ------ი კ------–--ლის, ბ-----ი ა------–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებულები ვ----– და ზ------ ს---–---–ები ერთმანეთში ჩხუბობდნენ და ჩაჭიდებულები იყვნენ ერთმანეთზე ორივეს ერთმანეთზე ევლო ხელი. ასევე დადგენილია ზ------ ს---–---–სა და ვ----– ს---–---–ს შორის არსებულ კონფლიქტში სხვა არავინ მონაწილეობდა სხვა არავის უჩხუბია. ამასთან 2017 წლის 07 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007159217 დასკვნიდან დგინდება, რომ ვ----– ს---–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგ დაზიანებები: ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი კისერის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 06.12.20-17 წელს. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულების ვ----– და ზ------ ს---–---–ების ჩვენებების, მოწმეების გ------ი კენწუაშვილის, ბ-----ი ა------–--ლის, გ------ი ვ-----–---–ის, ნ----- გ-------–-–---–ის დ----- ს---–---–ის ჩვენებებისა და საქმეზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინა, რომ 2017 წლის 06 დეკემბერს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში მდებარე ს---–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში და მის გარეთ საცხოვრებელი ეზოში შესასვლელისა და წყლის გაყვანასთან დაკავშირებით კონფიქტი წარმოიშვა ვ----– ს---–---–სა და ზ------ ს---–---–ს შორის რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ერთმანეთს როგორც ვ----– ს---–---–მა ზ------ ს---–---–ს ასევე ზ------ ს---–---–მა ვ----– ს---–---–ს. კერძოდ ვ----– ს---–---–მა შუბლის არეში მუშტი დაარტყა ზ------ ს---–---–ს, ხოლო ზ------ი ს---–---–მა ყელში ხელი მოუჭირა ვ----– ს---–---–ს, რის შედეგადაც ვ----– და ზ------ ს---–---–ებმა მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტება გააკეთოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამავდროულად, დაასაბუთოს მოტივი, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ მიცემულ განმარტებებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყოველ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, მტკიცებულებათა ერთობლიობის საკითხი განისაზღვრება თითოეული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკით, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ არსებობს რაიმე კონკრეტული სტანდარტი და დადგენილი ფარგლები, რომელიც ყოველი საქმისათვის იდენტური უნდა იყოს. სწორედ, განსახილველი საქმის ინდივიდუალურად მახასიათებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების ჩვენებების გაანალიზება, აღნიშნული ჩვენების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში შეჯერებით, წარმოადგენს მოცემულ ბრალდებების ეპიზოდებთან დაკავშირებით გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ და ობიექტურ შეფასებას, რათა, დადგინდეს და გამოიკვეთოს ბრალდებულების ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხი, კერძოდ:

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, თუ რა უსწრებდა წინ მომხდარ ფაქტს, რა სახისა და ლოკალიზაციის დაზიანებები აქვთ მიღებული ზ------ ს---–---–ს და ვ----– ს---–---–ს და რა მოიმოქმედეს კონფლიქტში მონაწილე პირებმა მათი გაშველების შემდეგ, კერძოდ, საგულისხმოა ის გარემოება და არც ბრალდებულებს არ გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტი, რომ მომხდარი ფაქტის დღეს და ასევე წინა დღეს, ვ----– ს---–---–სა და ზ------ ს---–---–ს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის უთანხმოებას. აღნიშნული კი ცხადჰყოფს ბრალდებულების ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, გარკვეული ხასიათის შეურაცხმყოფელი მოქმედება განახორციელოს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, რაც მოვლენათა სიტუაციური განვითარების შემდგომ ეტაპზე გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში და ბრალდებულებმა ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ ვ----– ს---–---–ისა და ზ------ ს---–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

6.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი იძლევა საფუძველს უტყუარად და დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზ------ ს---–---–მა ჩაიდინა ვ----– ს---–---–ის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე ვ----– ს---–---–მა ჩაიდინა ზ------ ს---–---–ის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ----– ს---–---–ს და ზ------ ს---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა, ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამასთან, სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ამ მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვ----– ს---–---–ის და ზ------ ს---–---–ის ქმედებები მოტივირებული იყო მათ შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოებით, რა დროსაც, ბრალდებულებმა მოჭარბებული აგრესიული ქმედებების განხორციელებით და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნით განახორციელეს ერთმანეთის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებანი. მხედველობაშია მისაღები ასევე მათ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც მიყენებული მატერიალური ზიანის აღმოფხვრის მიუხედავად, განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----– ს---–---–ის და ზ------ ს---–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულების შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----– ს---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ზ------ ს---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს ზ------ ს---–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა 1000 (ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს ზ------ ს---–---–ს პნ 3-------833.

 

4. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი