გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18870-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - შპს „ ამ----–-----------–--------–----–--------ი“
წარმომადგენელი - პა-----------ე
მოპასუხე- სს სა---------------------ა „იმ-------–“, სს სა---------------------ა“ ალ----ი“, სს “სა-----–----------------–--------ი“
წარმომადგენელი- თი-------------------ა, სა-–----------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სს სა---------------------ა „იმ-------–ს“, სს სა---------------------ა "ალ----ს“, სს “სა-----–----------------–--------ს“ მოსარჩელის შპს „ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება - 97 394.57 ლარის ოდენობით.
(27.03.2018წ, სხდომის ოქმი, შესაგებელი, ტომი II, ს.ფ 50-61, დაზუსტდა მოპასუხეთა წრე)
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეს (შპს თო------------------–--------–----ის სამართალმემკვიდრე), სს სა---------------------ა ალ----ი ბი----ს და სს ჩე--------------–----ას შორის, რომელთა სამართალმემკვიდრეც არის მოპასუხე, 20---–-–------------ოს დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე გახდა სა---------------------ის პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება, რაც გულისხმობს შპს „ამ----–-----------–--------–----–--------ის“ ვალდებულებას გაეწია სამედიცინო მომსახურება მოპასუხის დაზღვეულთათვის.
მიუხედავად, მოპასუხის წინამორბედი კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებებისა და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერისა, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის ჩათვლით, მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 147 918.53 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 15 000 ლარი, ხოლო კორექტირების შედეგად ჩამოწერილი იქნა 35 523.96 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 97 394.57 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს შემდეგი:
20---–-–------------ოს სს სა---------------------ა ალ----ი ბი----ს, სს ჩე--------------–----ას და შპს თო------------------–--------–----ას შორის მართლაც გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამედიცინო დაწესებულება კისრულობდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის დაცვით უზრუნველეყო მზღვეველის მიერ დაზღვეული პირები სამედიცინო მომსახურებით, ხოლო მზღვეველი და/ან კლინიკა თავის მხრივ კისრულობდა ვალდებულებას დროულად და სრულად გადაეხადა სამედიცინო დაწესებულებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების დანართებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ტარიფების შესაბამისად.
მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ ფულადი ვალდებულება. ხელშეკრულება გაფორმდა 20---–-–------------ოს და მოქმედებდა 20---–-–------------ომდე. ამავე მხარეებს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა მხოლოდ ერთი წლით და განისაზღვრა 201--–-–------------ოს ჩათვლით.
ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ოთხი ანგარიშფაქტურა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშფაქტურა არ არის შემხებლობაში მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან და არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ვალის დამდგენ მტკიცებულებად. მოპასუხეებმა მიუთითეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაზეც და აღნიშნეს, რომ 201--–-–------------ოს ჩათვლით მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავალიანება არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს თო------------------–--------–----ა (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი), სს ჩე--------------–----ა და სს სა---------------------ა ალ----ი ბი---- არიან “სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218-ე დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ურთიერთობის მონაწილე მხარეები.
3.1.2. 20---–-–------------ოს სს სა---------------------ა ალ----ი ბი----ს (მზღვეველი), სს ჩე--------------–----ას და შპს თო------------------–--------–----ას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სამედიცინო დაწესებულება კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის დაცვით უზრუნველყოს მზღვეველის მიერ დაზღვეული პირები სამედიცინო მომსახურებით, ხოლო მზღვეველი და/ან კლინიკა თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას დროულად და სრულად გადაიხადოს სამედიცინო დაწესებულებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების დანართებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ტარიფების შესაბამისად.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20---–-–------------ომდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 244-249)
- დანართი #2 (ტომი I, ს.ფ 250-251)
3.1.3. ამავე მხარეებს შორის 20---–-–------------ოს შედგა სამმხრივი დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 201--–-–------------ოს ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- დამატებითი შეთანხმება (ტომი I, ს.ფ 257)
3.1.4. 201--–-–--------–-სს სს სა---------------------ა ალ----ი ბი----მ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს სა---------------------ა ალ----ი, ხოლო 2013 წლის 31 ივლისს დასრულდა მისი რეორგანიზაცია.
რეორგანიზაციის შედეგად სს სა---------------------ა ალ----ს გამოეყო ორი იურიდიული პირი სს სა---------------------ა ალ----ი და სს სა-----–----------------–--------ი. რეორგანიზაციის დროს სს სა---------------------ა ალ----მა შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს სა---------------------ა იმ-------–ი, ხოლო 2015 წლის 2 თებერვალს სს ჩე--------------–----ა შერწყმის გზით შეუერთდა სს სა-----–-------–-----------ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ 287-290)
3.1.5. შპს თო------------------–--------–----ა რეორგანიზაციის შედეგად 2011 წლის 5 ოქტომბერს გაუერთიანდა შპს „ამ----–-----------–--------–---–--------ს“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ 261-263)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 14 ივლისამდე (სარჩელის აღძვრამდე) გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.
მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას.
ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.
მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შედავება წარდგენილი იქნა მოპასუხეების მიერ როგორც წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის არსებითად განხილვისას.
დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 20---–-–------------ოდან 20---–-–------------ომდე. ხოლო 20---–-–------------ოს შედგა სამმხრივი დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის 201--–-–------------ოს ჩათვლით გაზრდაზე.
საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც მოსარჩელეს სურს დაადასტუროს სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი მზღვეველის და/ან კლინიკის მიერ დაზღვეული პირების მიმართ 2013 წლის 6 მარტიდან 2015 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია და შესაბამისი თვის ჯამური ანგარიში მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით მზღვეველს ან კლინიკას წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო 5 კალენდარული დღის განმავლობაში. 5 დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულების 5.4 პუნქტში მითითებული 20 დღიანი ვადა ავტომატურად იზრდება სამედიცინო დაწესებულების მიერ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობითა და დამატებით კიდევ 10 სამუშაო დღით.
სამედიცინო დაწესებულების მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის და/ან კლინიკისთვის ყოველი ჩაბარების დროს ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ სამედიცინო დაწესებულებამ მზღვეველს ან/და კლინიკას დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო პირობების გაანალიზების შედეგად დასტურდება, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენიდან მზღვეველს და/ან კლინიკას ეკისრებოდა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება 15 სამუშაო დღის ვადაში (5.4 პუნქტი)
სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე წარადგინა მხოლოდ 2017 წლის 14 ივლისს, რაც 2013 წლის 6 მარტიდან გადასახდელი თანხების ნაწილში მოთხოვნას აქცევს ხანდაზმულად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშფაქტურები და მიღება ჩაბარების აქტები (ტომი I, ს.ფ 16-187)
- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 244-249)
- ბუღალტრული პროგრამიდან ამონარიდი შესრულება/კორექტირება (ს.ფ.106-107)
-
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 629-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ 2013-2014 წლებში მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად სამედიცინო მომსაურება გაუწია მოპასუხეების მიერ დაზღვეულ პირებს, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, რაც გამოიხატა სამედიცინო მომსახურების ღირებულების აუნაზღაურებლობაში.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეებმა მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.
ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20---–-–------------------------------–-------–----------------------–---------–---------------------------------------------–---------–---------–----------გ“, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია ადრესატის ნება-სურვილზე. კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია და შესაბამისი თვის ჯამური ანგარიში მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით მზღვეველს ან კლინიკას წარედგინებოდა საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენიდან მზღვეველს და/ან კლინიკას ეკისრებოდა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება 15 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2013 წლის 6 მარტიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოთხოვნა მოსარჩელეს მზღვეველის და/ან კლინიკის მიმართ არ წარუდგენია 2017 წლის 14 ივლისამდე და შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულია.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. ყოველივე ზ/აღნიშნული კი მოსარჩელის მოთხოვნის 2013 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 17 ივლისამდე( სარჩელის აღძვრიდან 3 წლით უკან ათვლით) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამავე პერიოდის ამსახველ დოკუმენტაციის დიდი ნაწილში (66 ერთეული ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ტ.1.ს.ფ.17-39; 52-55; 90-91; 94-111) მოხსენიებული არიან მეწარმე სუბიექტები, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების სამართლსუბიექტებს არ განეკუთვნებიან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობასთან ერთად აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოცაა.
რიგ შემთხვევაში ანგარიშფაქტურებს არ ერთვის მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1.ს.ფ.16,41,46,47, 243), შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ამავე სარჩელზე 2014 წლის 18 ივლისიდან 2015 წლის ივლისამდე არსებული ანგარიშფაქტურებს და მიღება-ჩაბარების აქტებს, მართალია სამედიცინო მომსახურება გაწეულია სახელშეკრულებო მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, თუმცა მათი კვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ დაზღვეულ პირებს 3082.78 (1257.06+1316.27+165.11+60+74.41+107.53+102.40) ლარის ოდენობით და მოთხოვნა ამ ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულება ექვემდებარება მოპასუხეთა მხრიდან ანაზღაურებას.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს 201--–-–------------ოს შემდეგაც (ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ) ანაზღაურებული აქვს გაწეული მომსახურების ღირებულება 31.10.2013 წელს-500 ლარი და 2014 წლის 4 ივნისს ორჯერ 500-500 ლარი.
უდავო გარემოებაა, რომ 201--–-–--------–-სს სს სა---------------------ა ალ----ი ბი----მ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს სა---------------------ა ალ----ი, ხოლო 2013 წლის 31 ივლისს დასრულდა მისი რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად სს სა---------------------ა ალ----ს გამოეყო ორი იურიდიული პირი სს სა---------------------ა ალ----ი და სს სა-----–----------------–--------ი, რეორგანიზაციის დროს სს სა---------------------ა ალ----მა შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს სა---------------------ა იმ-------–ი, ხოლო 2015 წლის 2 თებერვალს სს ჩე--------------–----ა შერწყმის გზით შეუერთდა სს სა-----–-------–-----------ს.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის დანაწესით კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. განვითარებული მსჯელობიდან ვადგენთ, რომ სახეზეა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს სს სა---------------------ა „იმ-------–ს“, სს სა---------------------ა "ალ----ს“, სს “სა-----–----------------–--------ს“ მოსარჩელის შპს „ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება - 3082.78 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სს სა---------------------ა „იმ-------–ს“, სს სა---------------------ა“ ალ----ს“, სს “სა-----–----------------–--------ს“ მოსარჩელის შპს „ ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სასარგებლოდ უნდა სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 92.48 (ოთხმოცდათორმეტი ლარი 48 თეთრი) ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს სს სა---------------------ა „იმ-------–ს“, სს სა---------------------ა "ალ----ს“, სს “სა-----–----------------–--------ს“ მოსარჩელის შპს „ ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3082.78 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეებს სს სა---------------------ა „იმ-------–ს“, სს სა---------------------ა“ ალ----ს“, სს “სა-----–----------------–--------ს“ მოსარჩელის შპს „ ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 92.48 (ოთხმოცდათორმეტი ლარი 48 თეთრი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი