გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2019
საქმის ნომერი
120210119002897615
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2591333-2/652-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 ივლისს 20-9 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი -თამარ ტეფნაძე

 

მოსარჩელე - გ------- კ---------, თ----- კ---------

წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–-

 

მოპასუხე - ლ--–- გ--------

წარმომადგენელი - ნ----- ჯ-----–---–-

 

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება

 

ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გაუქმდეს ერთის გ------ კ---------სა და პ/ნ 0---------- და მეორე მხრივ ლ--–- გ--------ს პ/ნ 5---------- შორის 20-8 წლის 29 იანვარს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N 1---------

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

20-7 წლის 1- მარტს ლ--–- გ--------სა და გ------- კ---------ს შორის დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობად განისაზღვრა 10000 (ათი ათასი) ლარი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ პერიოდისათვის გ------- კ---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დ. ა-----------, ა--------- ქუჩა №----, ს/კ. 6-.1-.0-.0--.0--- ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 6 თვით. სესხი კი იყო სარგებლიანი და ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენდა 3 %–ს. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მსესხებელმა, გ------- კ---------მ გამსესხებელს წინსწრებით გადაუხადა 3 თვის სარგებელი და ასევე 1900 ლარი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გ------- კ--------- კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას და იხდიდა არა მხოლოდ სარგებელს, არამედ ძირი თანხის გარკვეულ ნაწილს, საბოლოოდ კი სრულად გადაუხადა გამსესხებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა სარგებელთან ერთად,შემდგომში მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ დაიდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების ოდენობად განისაზღვრებოდა 3000 ლარი, სარგებელი – 3%, ვადა – 6 თვე. ხოლო იპოთეკით დაიტვირთებოდა ზემოთხსენებული უძრავი ქონება. 20-8 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული პირობებით, გარდა თანხის ოდენობისა. სესხის თანხის ოდენობად ნაცვლად 3000 ლარისა, მითითებულ იქნა 20500 ლარი, რაზედაც გ------- კ---------მ, ისე რომ არც წაუკითხავს ხელშეკრულება მხარეთა შორის არსებული ნდობის ფაქტორის საფუძველზე, მოაწერა ხელი და გამსესხებელმა კი გადასცა მას შეთანხმებული 3000 ლარი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გ------- კ--------- კვლავ იხდიდა შეთანხმებულ სარგებელს, თანხის 3%-ის ოდენობით, მაგრამ როდესაც გაიგო რომ იგი მოატყუეს და გამსესხებელმა შეიყვანა შეცდომაში, თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. 20-8 წლის 25 მაისს გ------- კ---------მ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მეუღლეს, თ----- კ---------ს. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე 20-8 წლის 04 აგვისტოს გამსესხებლის. ლ--–- გ--------- მოთხოვნის საფუძველზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. რაზედაც ს--–--------------- სააღსრულებო ბიუროში დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოება იპოთეკით დატვირთული უმრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა ლ--–- გ--------მ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-7 წლის 1- მარტს ლ--–- გ--------სა და გ------- კ---------ს შორის დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, სესხის ოდენობად განისაზღვრა 10000 (ათი ათასი) ლარი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ პერიოდისათვის გ------- კ---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დ. ა-----------, ა--------- ქუჩა №----, ს/კ 6-.1-.0-.0--.0--- ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 6 თვით. სესხი კი იყო სარგებლიანი და ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენდა %–ს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (იხ.სფ.3-6).

შესაგებელი (იხ.სფ.73).

-სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ( ტ.1.ს.ფ.25-29)

3.1.2. 20-8 წლის 25 მაისს გ------- კ---------მ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მეუღლეს, თ----- კ---------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.სფ. 18-19).

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე 20-8 წლის 04 აგვისტოს გამსესხებლის. ლ--–- გ--------- მოთხოვნის საფუძველზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. რაზედაც ს--–--------------- სააღსრულებო ბიუროში დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოება იპოთეკით დატვირთული უმრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საღსრულებო ფურცელი( იხ.სფ. ს.ფ.21-23).

- სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა(იხ.სფ.42).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 20-8 წლის 29 იანვარს ნოტარიუსს ლ-----------–---–-- მიერ გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ლ--–- გ--------სა და გ------- კ---------ს შორის, რომლის თანახმად ლ--–- გ--------მ გ------- კ---------ს ასესხა 20500 ლარი, რომელიც გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე.

სესხი გაცემულია 6 (ექვსი) თვის ვადით და უნდა დაუბრუნდეს ორიათას თვრამეტი წლის ოცდაცხრა ივლისს.

სესხი სარგებლიანია.

მხარეეთა განცხადებით სარგებელი თვეში შეადგენს 3%-ს.

სარგებელი იპოთეკარისთვის გადახდლი იქნება ყოველი თვის 29 რიცხვში ნაღდი ანგარშსწორებით. სარგებლის გადახდა დაიწყება 20-8 წლის 28 თებერვლიდან. ყოველი თანხის გადაცემაზე მხარეები ურთიერთშორის გააფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. ხოლო თვის სარგებელი სესხის თანხასთან 20500 (ოცი ათას ხუთას) ლართან ერთად გადახდილი იქნება ორი ათას თვრამეტი წლის ოცდაცხრა ივლისს ანგარიშსწორებით.

სესხის დაბრუნების ვადა 20-8 წლის 29 ივლისი.

მხარეთა განცხადებით სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება შესაძლებელია.

სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკით იტვირთება მესაკუთრე გ------- კ---------- კუთვნილი უძრავი ქონება დაბა ა----------- ა--------- ქ. N--, ბ.N- მდებარე საცხოვრებელი ბინა, ფართი 45.88კვმ. შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის საკადასტრო კოდია: N6-.1-.0-.0--.0-.5--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა( იხ.სფ.30-37).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- და თ----- კ---------ების სარჩელი არ უნდა უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-20-7, 07 აპრილი 20-7 წელი).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ შეწყდეს გაუქმდეს ერთის გ------ კ---------სა და პ/ნ 0---------- და მეორე მხრივ ლ--–- გ--------ს პ/ნ 5---------- შორის 20-8 წლის 29 იანვარს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N 1---------.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

ამავე კოდექსის მუხლი 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

დადგენილია, რომ 20-8 წლის 29 იანვარს ნოტარიუსს ლ-----------–---–-- მიერ გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ლ--–- გ--------სა და გ------- კ---------ს შორის, რომლის თანახმად ლ--–- გ--------მ გ------- კ---------ს ასესხა 20500 ლარი, რომელიც გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე. სესხი გაცემულია 6 (ექვსი) თვის ვადით და უნდა დაუბრუნდეს ორიათას თვრამეტი წლის ოცდაცხრა ივლისს, სესხი სარგებლიანია. მხარეეთა განცხადებით სარგებელი თვეში შეადგენს 3%-ს. სარგებელი იპოთეკარისთვის გადახდლი იქნება ყოველი თვის 29 რიცხვში ნაღდი ანგარშსწორებით. სარგებლის გადახდა დაიწყება 20-8 წლის 28 თებერვლიდან. ყოველი თანხის გადაცემაზე მხარეები ურთიერთშორის გააფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. ხოლო თვის სარგებელი სესხის თანხასთან 20500 (ოცი ათას ხუთას) ლართან ერთად გადახდილი იქნება ორი ათას თვრამეტი წლის ოცდაცხრა ივლისს ანგარიშსწორებით. სესხის დაბრუნების ვადა 20-8 წლის 29 ივლისი. მხარეთა განცხადებით სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება შესაძლებელია.

 

სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკით იტვირთება მესაკუთრე გ------- კ---------- კუთვნილი უძრავი ქონება დაბა ა----------- ა--------- ქ. N--, ბ.N- მდებარე საცოვრებელი ბინა, ფართი 45.88კვმ. შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის საკადასტრო კოდია: N6-.1-.0-.0--.0-.5--.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე N--------1-66-20-6).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის გარემოებას, რომ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ოდენობაზე და უთითებს, რომ ხელშეკრულებაში თანხა მითითებული უნდა ყოფილიყო 3000 ლარი და არა 20500 ლარი, ასევე უთითებს, რომ ხელშეკრულების შედგენას არ დასწრებია, ის მიუტანეს საკრედიტო დაწესებულებაში, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნულ გარემოების დასადასტურებლად სხვა რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ამასთან 20-8 წლის 29 იანვარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება თანახმად ორიათას თვრამეტი წლის ოცდაცხრა იანვარს ნოტარიუს ლ-----------–---–-,მის სანოტარო ბიუროში მდებარე მისამართზე: ქ.გ-----, ც------ ქ. #5. პირველი სართული. მიმართეს ლ--–- გ--------მ, როგორც იპოთეკარმა (გამსესხებელმა) და გ------- კ---------მ როგორც მსესხებელმა (მესაკუთრემ). მხარეებმა განაცხადეს, რომ სურთ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დადასტურება. მან დაადგინა მხარეთა პირადობა მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით და დარწმუნდა, რომ მას ნამდვილად ლ--–- გ--------მ (დაბადებულმა 1--------- წ. დაბადების ადგილი: გ-----, გაცხადებული მისამართი: გ-----, ს. კ-----. პ/ნ 5---------- და გ------- კ---------მ(დაბადებულმა 1--------- წ. დაბადების ადგილი: ა-------, გაცხადებული მისამართი: ა------- დ. ა----------- ლ. ა--------- ქ----, პ/ნ 0----------) მიმმართეს. მან შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დარწმუნდა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ქონდა. დაადგინა მათი ნების გამოვლენის ნამდვილობა და უფლებამოსილება. მხარეებმა წარადგინეს ხელშეკრულების დადებისათვის საჭირი დოკუმეტაცია, რომლის შესწავლის შემდეგ ნოტარიუსი დარწმუნდა, რომ მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ დაედოთ წინამდებარე ხელშეკრულება. ნოტარიუსმა შეამოწმა მესაკუთრის საკუთრება უძრავ ქონებაზე (იპოთეკის საგანზე) და დარწმუნდა, რომ უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი) ნამდვილად ეკუთვნის მესაკუთრეს. მესაკუთრის საკუთრება უძრავ ქონებაზე დასტურდება შემდეგე დოკუმენტით: ამონაწერით

საჯარო რეესტრიდან განცხადების რეგისტრაციის #------------ — 27/1-/20-7 16:16:29, მომზადების თარიღი: 29/1-/20-7 18:0-:13, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N91-13---------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო.დაუზუსტებელი ფართობი 300.00კვ.მ.,ნაკვეთის წინა ნომერი:

მისამართი: მუნიციპალიტეტი ა-------,დაბა ა-----------, ქუჩა ლ---------------, N-- ბ.N-, მესაკუთრე: გ------- კ---------, ამონაწერი გაცემული საჯარო რეესტრის ენოვნელი სააგენტოს მიერ. ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, რის შემდეგაც შეადგინეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წავუკითხა მხარეებს. განვუმარტა ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივ შედეგები, კერძოდ მხარეებს განემარტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ასევე მხარეებს განემარტა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ კომერციული ბანკების სესხებზე საშუალო წლიურ საპროცენტი განაკვეთებზე დაყრდნობით 20-7 წლის 0- მარტიდან 20-8 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებების სარგებლის ყოველთვიური საპროცენტო განკვეთი იპოთეკურ სესხებზე როგორც ეროვნული,ასევე უცხოურ ვალუტაში არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს. ნოტარიუსმა მხარეებს განვუმარტე, რომ ზღვრული საპროცენტო განაკვეთი თავის თავში უნდა მოიცავდეს სესხით სარგებლობისათვის დაკავშირებულ ყველა ხარჯს (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებისა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებისა.) მათ წაიკითხეს ხელშეკრულება და განაცხადეს, რომ იგი შეესაბამება მათ ნებას, ასევე მათთვის გასაგებია ნოტარიუსის მიერ გაკათებული განმარტება საპროცენტო განაკვეთისა და სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და დაადასტურეს,რომ ნამდვილად სურთ ხელშეკრულების დადება ქვემოთ აღნიშნული პირობებით და ჩემი თანდასწრებით მოაწერეს ხელი წინამდებარე ხელშეკრულებას, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამხვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში და სასამართლო სხდომაზე უთითებს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა ყოფილიყო 3000 ლარი, ხოლო 20-8 წლის 20 სექტემბრის პოლიციის გასაუბრების ოქმში უთითებს, რომ ,,...ხელში მეჭირა ხელშეკრულებები, რომლის წაკითხვა მაშინღა მოვახერხე, ვნახე ხელშეკრულებაში მითითებული თანხა იყო შეცდომა და 13000(ცამეტი ათასი) ლარის ნაცვლად ეწერა 20 500 (ოციათასი ხუთასი) ლარი. აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში უნდა გადმოწერილიყო წინა სესხის ძირი თანხა 10000(ათი ათასი) ლარი და დამატებული ახალი სესხი 3000 (სამი ათასი) , სულ 13000 (ცამეტი ათასი) ლარი" , შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოება ეწინააღმდეგება აღნიშნულ გასაუბრების ოქმში მითითებულ თანხას, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას და მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმის ჩვენებებს, თანხის გადაუხდელობის თაობაზე, რადგან არცერთი მოწმე ხელშეკრულების გაფორმებას არ დასწრებია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით და მოცემულ შემთხვევაში წერილობით მტკიცებულებათა-ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილია გარემოება, რომ ლ--–- გ--------მ გ------- კ---------ს ასესხა 20500 ლარი, რომელიც გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით გ------- და თ----- კ---------ების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.2. ამასთან სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 84-ე მუხლის თანახმად მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულება მას მიუტანეს ბანკში, სადაც წაიკითხე და თანხა ეწერა 3000 ლარის ნაცვლად 20500 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა მხარეთა შორის 20-8 წლის 29 იანვარს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 20-9 წლის 15 მარტს და თუ ჩავთვლით, რომ სახეზეა მოტყებით დადებული ხელშეკრულება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეს გასული ექნება სასარჩელო მოთხოვნაზე შეცილების ვადა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელეთა მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.გ------- კ---------- და თ----- კ---------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია