განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
340100119003103309
დავის ტიპი
126
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003103309

№1/122-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - გ------- ღ-----–---–ის

ადვოკატ- ლ--–- ჩ----–-–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: გ------- ღ-----–---–ი

მამის სახელი: ს------–-

დაბადებული: 1----–-–---------–---

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ს-------

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ს-------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (სამი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: გ------- ღ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ ს-------ში მცხოვრები გ------- ღ-----–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის მაისის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ------- ღ-----–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - გ-------– ღ-----–---–ის და ბ-------- ღ-----–---–ის თანდასწრებით, მეუღლის მ------ ღ-----–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მას მეძავს, უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში, შუადღის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ს-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - გ-------– ღ-----–---–ის და ბ-------- ღ-----–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე თავი მიარტყმევინა სახლის კედელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ს-------ში, ქუჩაში, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ნ----- დ-----–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ------- ღ-----–---–ი, 2019 წლის 29 ივნისს 10:35 საათზე დააკავეს და ამავე დღეს ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ს-------ში მცხოვრები გ------- ღ-----–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის მაისის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ------- ღ-----–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - გ-------– ღ-----–---–ის და ბ-------- ღ-----–---–ის თანდასწრებით, მეუღლის მ------ ღ-----–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მას მეძავს, უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2. 2019 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში, შუადღის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ს-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - გ-------– ღ-----–---–ის და ბ-------- ღ-----–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე თავი მიარტყმევინა სახლის კედელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ს-------ში, ქუჩაში, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ნ----- დ-----–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა

(მ------ ღ-----–---–ის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ღ-----–---–ის, ნ----- დ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------–- ქ-–---–---–ის, ე--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ს--------ის, თავად ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ------- ღ-----–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს მ------ ღ-----–---–ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მას მეძავს, უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა მ------ ღ-----–---–ის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ღ-----–---–ის, ნ----- დ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------–- ქ-–---–---–ის, ე--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ს--------ის, თავად ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბ-------- ღ-----–---–ის და გ-------– ღ-----–---–ის დაბადების მოწმობების ასლები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ------- ღ-----–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - გ-------– ღ-----–---–ის და ბ-------- ღ-----–---–ის თანდასწრებით, მეუღლის მ------ ღ-----–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(2019 წლის მაისის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ღ-----–---–ის, ნ----- დ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------–- ქ-–---–---–ის, ე--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ს--------ის, თავად ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე თავი მიარტყმევინა სახლის კედელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ღ-----–---–ის, ნ----- დ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------–- ქ-–---–---–ის, ე--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ს--------ის, თავად ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბ-------- ღ-----–---–ის და გ-------– ღ-----–---–ის დაბადების მოწმობების ასლები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - გ-------– ღ-----–---–ის და ბ-------- ღ-----–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე თავი მიარტყმევინა სახლის კედელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(2019 წლის 27 ივნისის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ღ-----–---–ის, ნ----- დ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------–- ქ-–---–---–ის, ე--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ს--------ის, თავად ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 27 ივნისს, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ღ-----–---–ის, ნ----- დ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------–- ქ-–---–---–ის, ე--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ს--------ის, თავად ბრალდებულ გ------- ღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ნ----- დ-----–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 27 ივნისს, გ------- ღ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ნ----- დ-----–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - მ------ ღ-----–---–ს, რომელსაც თავის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ-----–---–მა ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2019 წლის მაისის ეპიზოდი)

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2019 წლის 27 ივნისის ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ------- ღ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გ------- ღ-----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გ------- ღ-----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი. დანაშაულის სამივე ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ და ერთ-ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

გ------- ღ-----–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის სამი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ღ-----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ------- ღ-----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გ------- ღ-----–---–ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით წინასასამართლო სხდომაზე გ------- ღ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ------- ღ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ------ ღ-----–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

გ------- ღ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

გ------- ღ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და გ------- ღ-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გ------- ღ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 ივნისის 10:35 საათიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი